შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

History#13


20-12-2015, 23:53
ავტორი Zamtaradze25
ნანახია 1 535

კარგად მახსოვს სექტემბერი იყო , ყველაფერს ცეცხლისფერი ემოსა ,ხალხი წყვილ-წყვილად დასეირნობდა ქუჩაში მე კი როგორც ყოველთვის მასწავლებელთან მივიჩქაროდი ,ცალი ხელით ჩანთაში გამეტებით ვეძებდი რვეულს , მეორე ხელით კი მობილურზე დროს ვამოწმებდი რომ დროზე მივსულიყავი დანიშნულების ადგილას და ჰოი საოცრებავ რაღაცას დავეჯახე , მოიცა ? რაღაცას კიარა ვიღაცას და გემრიელადაც მოჯდა მიწაზე

- ნორმალური ხარ თუ იცი?
- უკაცრავად? თქვენ დამეჯახეთ და კიდევ მე ვარ არანორმალური?
- ტელეფონში რომ არ იყოთ "ჩამძვრალი" კარგად დამინახავდი!
- ჰოდა თქვენ ხომ არ იყავით და გამოგეხედათ თვალებშუ. რათქმაუნდა დათმობას არ ვაპირებდი თანაც ტიპური "კაი ბიჭის" შთაბეჭდილებას ტოვებდა , მოიცა ხელზე ვარსკვლავებიც აქვს , ჯობია დროზე გავეცალო ამ ფიქრებში გართულმა ვერ შევამჩნიე როგორ მოსულიყო ჩემს სიახლოვეს და ლოყაზე ხელი შემახო , რომ მიხვდა ჩემს რეაქციას მშვიდად და უდარდელად მითხრა
- კალმით ხარ დასვრილი
- ნახვამდის ! მოკლედ მოვუჭერი და წამოვედი , არც თავად უცდია მაინცდამაინც უკან გამოდევნება , რა თავხედია .

რათქმაუნდა ძველ წარსულში .. ამჟამად 26 წლის ფსიქოლოგი ელენე ვარ, 7 წლის წინ ნამდვილად შესანიშნავად გამოვიყურებოდი , ღია წაბლისფერი თმა , პატარა ცხვირი და დიდი ღრმად ჩამჯდარი მწვანე თვალები , ყველა ამბობდა დედას გავხარო მეკი არვიცოდი როგორი იყო დედა რადგან ადრე წავიდა ჩვენგან.. ჰო მართლა გავაგრძელოთ თხრობა:

ნიკა :
მობილური ავიღე და ანდრეას ვთხოვე ყველაფერი გაეგო მწვანეთვალებას შესახებ
- ამას თუ გონია ასე დამთავრდება ყველაფერი შემცდარა
- და საიდან უნდა გავიგოთ ვინ არის?
- ეგ გამიჭირდება ? დღეს ჰოიცი რაცხდება?
- კიი მითხრა დიდმა, რომელზე?
- 03:50 -ზე ვგეგმავთ იმედია ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდება , მინდა ამ გოგოს საქმე მაქამდე გავარკვიო თორე მერე აღარ მექნება დრო
- კაი ძმაო წავედი მე მარიკასთან და თუ რამე გავიგე გაგაგებინებ
- კაიც "ს ბოგამ"


იმ დღის შემდეგ დიდი დრო გავიდა და რათქმაუნდა ის სულელი კაცი აღარ მინახავს , სამაგიეროდ ახლა სხვა საქმეზე ვარ გადართული , ზეგ ჩემი მეგობრის და ნათესავის ზურას ქორწილია ჰოდა რა მექნებოდა იმაზე მეტი სადარდებელი თუარა რა ჩამეცვა , როგორ გამეკეთებინა ვარცხნილობა და ათასი სისულელე ( ახლა ასე ვფიქრობ)
ჰოდა მეც ავდექი და ლილეს დავურეკე ( ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარი , რომელიც დღემდე ჩემს გვერდით არის )
- ლიი როცა გეცლება შემომიარე რა
- ახლა გინდა?
- კიი მიდი
კარებზე ზარი იყო და გამეცინა რა გიჟიათქო გავიფიქრე , სასწრაფოდ შემოვიყვანე და დავიწყეთ

- მოკლედ ავარჩიე რაც უნდა ჩავიცვა !
- ჰოდა ეგრე მეც ვიცი , წამო გაჩვენებ და მერე ცივ ყავასაც გაგიკეთებ
- მეც მიყვრხარ

ქორწილის დღეს არაჩვეულებრივად გამოვიყურებოდით მე და ლილე , მე გრძელი ზურმუხტისფერი , სწორი კაბა ავირჩიე თმა გავიშალე და "დალალები" გამოვაჩინე , ლილე შეუდარებელი იყო თავის შინდისფერ გრძელ კაბაში და სექსუალურ მაკიაჟში
როგორც ყოველთვის მამამ წაგვიყვანა
ყველაფერი კარგად მიდიოდა , თავის ადგილზე იყო , მუსიკა ჩაირთო თუ არა საცეკვაოდ გავედით , ბევრი ვიმხიარულეთ , ბედნიერები ვიყავით და უცებ მოიცა ? თავი შემოვატრიალე 90 გრადუსით და ზურასკენ გავიხედე რომელიც ვიღაცას ელაპარაკებოდა . კიმაგრამ იფიქრებთ რაიყო იმაში უცნაური რომ სიძე მეგობარს ესაუბრებოდა , მაგრამ რომელ მეგობარს არ გაინტერესებთ , დიახ სწორად მიხვდით ბატონ "თავხედს" ჰოპ ორივე ჩემსკენ იყურება და ახლა უკვე ჩემკენ მოდიან
- ელეე რაშვები ერთობი?
- კიი ზურ ძაან კარგ დროს ვატარებ
- ჰოდა ძალიანაც კარგი , ჰო მართლა გაიცანი ეს ჩემი ძმაკაცი ნიკაა
- ნიკა ეს კიდე ბავშვობის მეგობარი ელენე
- სასიამოვნოა ელენე , მითხრა და ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა , აი უნამუსო ხელიც გამომიწოდა
- ჩემთვისაც , გავუღიმე მხოლოდ ზურას გამო
- ამ კარგი უნდა წავიდე მეგობარი მელოდება ვთქვი და სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას, გარეთ გავედი და ლილეც უკან გამომყვა
- აუუ მაგარია არა?
- კიი ძალიან ვთქვი მობუზულმა
-რაიყო რამე გეწყინა?
- ერთი იდიოტია აქ , რომ ვუყურებ გული მერევა
- ვინ?
- ვინ და არც მე ვიცი ვინაა ქუჩაში დამეჯახა დიდი ხნის წინ
- მე ამას ახლა უნდა ვიგებდე?
- არ დაიწყო გთხოვ ბუზღუ , ვაკოცე და ჩავეხუტე
- აფერისტო მითხრა და სანაცვლოდ ისიც ჩამეხუტა

- ჰმმ , უკაცრავად რომ ხელს გიშლით გოგონებო
- აუუ რა გინდა? ვერ დაეტევი სადაც ხარ?
- ჰოდა აქ ვარ და აქ მინდა ყოფნა , შენია ეს ტერიტორია?
- წამო რა ლილ
- კარგად ლილე შეგიძლია ცოტახნით შენს მეგობართან დამტოვო
- ამ ქუსლიანს უყურებ? 10 სმ-ია და პირდაპირ შუბლში მოგხვდება ელენეს რო თითი დააკარო
- მიცნობდე მაინც
ამდენ ლაპარაკში ჩვენს წინ შავი მანქანა გაჩერდა შავი მინებით და ისე წამში აღმოვჩნდი შიგნით რომ ვერაფერი დავიმახსოვრე , მხოლოდ ლილეს განწირული ყვირილი მახსოვს და ზურა რომელიც ხელს გვიქნევდა , ვერ გამეგო რამოხდა სანამ ნიკა არ დავინახე
- რახდება მითხარი დროზე? გააჩერე მანქანა ნიკა !
- დიდი არაფერი , მოგიტაცე
- შენ რა სულ გაგიჟდი?
- შენი თვალების ბრალია
- ავადმყოფო გამიშვი
- დაიკო სულ გააგიჟე ჩვენი ქურდი ბიჭი - წინიდან გამომძახა ვიღაცამ , მოიცა რადროს ესაა რაო რაო? ქურდიო ? ამაზე საერთოდ გავგიჟდი
- რა? რა ქურდი თქვენ ნორმალურები ხართ ?
- ისეთი არაფერი მოკლედ მომიჭრა

კივილს წივილს და ჩხუბს აზრი არ ქონდა, მალევე დიდ სახლში მივედით ყველგან სინათლე იყო , ამხელა სახლში ამდენი კაცია ? მანქანიდან გადმომიყვანა ნიკამ მეგობრებს დაემშვიდობა და შიგნით შემიძღვა , რომ გითხრათ შიშისგან ვკანკალებდი და პოლიციაში დარეკვას ვაპირებდითქო მტკნარი სიცრუეა , არც მახსოვდა რომ სულ რამოდენიმე წუთის წინ სულ 1 ერთი დღის გაცნობილმა ადამიანმა მომიტაცა

– დე მოვედით
ოთახიდან გრძელი , ტანადი , ქერა თმიანი ქალბატონო გამოვიდა და ისეთი სათნო სახე ჰქონდა უცოდველი ბატკანი მეგონა
– მობრძანდით შვილო , არც შევმცდარვარ ნამდვილად კარგად მიმიღო მომეხვია და დედა წარმომიდგა თვალწინ რომელიც არასოდეს მყოლია , ღმერთო რაზე ფიქრობ ახლა უნდა გარბოდე , ტვინი მეორეს მეუბნებოდა და ვერ გამეგო რა გამეკეთებინა
– ელენე წამოდი მითხრა ნიკამ და ხელი ჩამავლო
– გამიშვი გთხოვ , არ მინდა აქ ყოფნა , არ მიყვარხარ , არც კი მომწონხარ , სახლში მინდა გეხვეწები
– ყველაფერი დროის საკითხია ნუ დარდობ , დღეიდან შენი სახლი ეს არის , არაფერი მოგაკლდება , ოღონდ გთხოვ ჩემი საქმიანობის შესახებ ნურაფერს მკითხავ დადგება დრო და შენ თავად გაიგებ ყველაფერს
– ნიკა ..
– ეს შენი საძინებელია , ყველაფერია რაც კი გჭირდება და რაც არ გჭირდება ისიც , თუ რამე არ მოგეწონოს მითხარი და ყველაფერს გავაჩენ შენთვის , ტკბილი ძილი ეს სიტყვები ისე მომაყარა ვერაფერი ვუპასუხე და თან გავიდა ოთახიდან
შუაღამე იყო და ვერაფრით დავიძინე , ცუდად არავინ მომქცევია მაგრამ არ მინდოდა უცხო ადამიანებთან რომლებსაც არ ვიცნობდი და არ მიყვარდა , ვტიროდი საერთოდ რა მინდოდა ქორწილშითქო და ჩემს თავზე ვბრაზობდი რა გამეკეთებინა? ბედს შევეგუე
ყველაფერს რომ მართლაც დრო ჭირდებოდა , ნიკა და მე საღამოობით ერთად დავდიოდით სხვადასხვა ადგილას , ნინო დეიდაც ძალიან კარგად მექცეოდა , სითბოს , სიყვარულს , ყურადღებას და მზრუნველობას არ მაკლებდა , იცოდა როგორც მიჭირდა იქ ყოფნა თითქოს ეს ყველაფერი გამოეცადა კიდეც და ყველანაირად გვერდით მედგა .
ერთ საღამოსაც ძლიერად მოთოვა , სახლში მხოლოდ მე და ნინო დეიდა ვიყავით , ბუხართან , განათებულ ოთახში პუფებში ვიჯექით და ჩაის ვსვამდით
– ელენე ვიცი შვილო რა ძნელია ასე ყოფნა მაგრამ დამიჯერე ჩემი შვილი კარგი ადამიანია , არაფერს მოგაკლებს არანაირი კუთხით
– ნინო მომიყევით თქვენზე რამე
– კარგი , სიმართლე გითხრა? 16 წლის ვიყავი ნიკას მამამ ზურამ რომ თვალი დამადგა მალევე მომიტაცა , 3 წელი სიკვდილში გავატარე , დასანახად მეზიზღებოდა მაგრამ ნიკა რომ დაიბადა ყველაფერი შეიცვალა , ყურებამდე შემიყვარდა და მაშინ როცა ყველაზე ბედნიერი ვიყავი უფალმა ის წამართვა , დაიღუპა , სულ რაღაც 22 წლის დავქვრივდი და მას შემდეგ ნიკას მარტო ვზრდი , ზურას გარდაცვალების შემდეგ არაფერი მომკლებია არც მე და არც ნიკუშას ზურას მეგობრებისგან , არ მინდა ნიკამაც იგივე გაიმეოროს რაც მამამისმა მაგრამ ვშიშობ უკვე მის კვალს გაყვა ...
რათქმაუნდა მივხვდი რაც იგულისხმა და აღარც მიცდია ჭრილობებში უფრო ღრმად შესვლა , უბრალოდ მოვეხვიე და ჩემს კალთაზე დაეძინა , ფრთხილად გადავაწვინე დივანზე და თბილი ადიელა გადავაფარე , ნიკას ლოდინით დავიღალე და მეც დავიძინე , შუაღამე იყო ნიკას ოთახის კარის ხმა რომ გავიგე და საშინელი დაცემის ხმა , ვიფიქრე შევსულიყავი თუ არა? იქნებ რა ჭირდება
ოთახში შესულს კინაღამ გული წამივიდა ნიკა იატაკზე ეგდო და ხელ–ფეხიდან სისხლი სდიოდა
– ნიკა ნიკა რა გჭირს ? რა მოგივიდა , მოიცადე სასწრაფოში დავრეკავ , არ დაკარგო გონება
– მოიცა.. რა სასწრაფო არ გაგიჟდე
– რა მოიცა ადამიანო მოკვდები
– მერე შენ რა? ამ კითხვაზე გავქვავდი , არ ვიცოდი რამეპასუხა
– მერე ჩემი მოტაცება ასე ადვილად გინდა შეგრჩეს? მოიცადე საწოლზე დაგაწვენ და დავამუშავებ , მეტი არაფერი უთქვამს დამემორჩილა და ჭრილობები შევუხვიე , ამასობაში ჩაძინებოდა , არ ვიცი რატომ მაგრამ შუბლზე ვაკოცე და ოთახიდან გამოვედი ..

მეორე დილით ადრე ავდექი და მასთან შევედი
– როგორ ხარ?
– არამიშავს უკეთ ვარ ავდგები მალე და სამსახურში წავალ
– შენ ხო არ გირიკინებს ტვინში ? დაიხედე რას გავხარ, და საერთოდ არ მეტყვი რა ხდება?
– არაა შენი საქმე
– მაცალე ახალ სახვევს დაგადებ
– ოო რად უნდა
– მაცადე მეთქი ! ისე დავუქაჩე თვალები მიხვდა შარში ვარო და დამნებდა , საწოლზე ჩამოვჯექი და სახვევები მოვხსენი მხოლოდ ახლა ამდენი ხნის შემდეგ შევამჩნიე რანაირი ქმარი მყოლია გვერდით , ლამაზი გამოკვეთილი ნაკვთები და მუქი თაფლისფერი თვალები , დიდი ტუჩებით და მუქი ქერა თმით, დანარჩენი მე ვიცი :პ
– რაიყო? ნამდვილად აკვირდებოდა ჩემი სახის მიმიკებს
– არაფერი რა უნდა იყოს?
– აბა რას მათვალიერებ , თუ გინდა საბანსაც გადავიძრობ და ჩემი მოდელის ფეხებს გაჩვენებ
– აუ რაგეშველება , წავედი ახლა და ჩამობრძანდი საუზმეს გაგიმზადებ
– რაიყო ხო არ შეგიყვარდი ? სიცილი დაიწყო მაგრამ მე არ გამეცინა და სერიოზულად დავუსვი ჩემს თავს იგივე შეკითხვა , სამწუხაროდ პასუხი არ გამცა ..
ნინო დეიდამ მითხრა რომ 2 იანვარს დაბადების დღე ჰქონდა ,ახალი წელი კი უკვე ახლოვდებოდა , მე და ნინომ უზარმაზარი ნაძვის ხის გაწყობა დავიწყეთ მაგრამ ნინოს მეგობარმა დაურეკა და წავიდა ასე რომ უზარმაზარ სახლში მე და ნაძვის ხე მარტო დავრჩით , გვიანობამდე ფილმებს ვუყურებდი , მალე ნიკაც მოვიდა
– გშია?
– კიი რა გვაქვს?
– რაც გინდა მითხარი
–მმმ ბლინები მინდა
– დიახ ბოს , ვუთხარი სრული სერიოზულობით და 15 წუთში გემრიელი ბლინებით და არამარტო .. დავბრუნდი
– გინდა ნაძვის ხის გაწყობა დავამთავროთ ?
– მართლა ? გამიხარდა პატარა ბავშვივით
– ჰო მოდი
ყველაფერი გავაკეთეთ მხოლოდ ვარსკვლავი დარჩა
– მოდი აგწევ და დაამაგრე
მერე კისერზე შევაცოცდი და ვარსკვლავი დავკიდე თუარა ძირს გავეფინეთ ორივე ოღონდ ის ზემოთ მე ქვემოთ , ჯერ აზრზე ვერ მოვედი და როცა მოვედი,...
– გაიწიე იდიოტო
– ა ჰოო რა ჩემი ბრალია შენ თუ თავს ვერ იმაგრებ?
– მაგრად რომ გეჭირე იმის ბრალია !
– მსუქანო
– რაა? აუ შემეშვი რაა წავედი მეძინება
– ჰაჰა რა ადვილად ბრაზდება , მოიცა რაა
– მ ე ძ ი ნ ე ბ ა !!!
– კარგი ტკბილი ძილი ხვალამდე


ესეც შენი 31 დეკემბერი , მე და ნინო გამწარებულ სამზადისში ვართ .
ჰო მართლა ალბად სულელი გეგონებით , ლილე და მამაჩემი .. ყველაფერი იციან , სტუმრადაც მოვიდნენ , მამაჩემი მაინცდამაინც გახარებული არაა მაგრამ მაინც ასე თუ ისე მიიღო ნიკა , ახალ წელსაც ჩვენთან გაატარებს როგორც დაგვპირდა .

რომ მოსაღამოვდა სტუმრებიც მოგროვნდნენ და ატყდა ჟრიამული , მამას გადავეხვიე და შემდეგ უფროსებში გაერია , მე ლილესთან ერთად ვიყავი ნიკა კიდევ თავის ამხანაგებთან , კარგი დრო გავატარეთ ნამდვილად , მერე ნიკამ ცალკე გარეთ გამიყვანა
– ელეე
– გისმენ?
– რაღაცა მინდა რო გითხრა
– ჰო მიდი რაღას უცდი
– დიდი ხანია ჩემს გვერდით ხარ , მადლობას გიხდი რომ არ მაქციე ზურგი და არ დამტოვე , მაგრამ აქამდე არ მითქვამს ის რისი თქმაც მინდოდა , მოკლედ , ჩემთვის უძვირფასესი ხარ შენს გამო სიცოცხლესაც გავწირავ , ძალიან მიყვარხარ

არაფერს დავუცადე ,არც არაფერი ვუპასუხე ისე წამოვედი იქედან .. ოთახში ავედი და დავიძინე , დილით ნინოს ტირილმა გამაღვიძა
– ღმერთოო ეს რა ახალი წელი გამითენდა , ზურა არ გეყო ,ახლა ნიკასაც იგივეს უპირებ?
– დედა რა ხდება ?! შიში გამერია ხმაში
– ელენე დედიკო ნიკა..
– რა ? რამოხდა ? ნიკას რა მოუვიდა? ნუ მაშინებ გთხოვ
– ვიღაცასთან იჩხუბა , იმან კიდევ იარაღით დაჭრა , ღმერთო რა გავაკეთო
– ახლავე წავიდეთ საავადმყოფოში ! დროზე!
რაც მეცვა ისე შევედი საავადმყოფოში და საერთოდ არ მაინტერესებდა ვინ რას ფიქრობდა ჩემზე , მხოლოდ ნიკა ტრიალებდა ჩემს გონებაში , ჩემი ნიკა
– ნიკა მეტრეველი რომელ პალატაშია ?
– ქალბატონო მძიმედ არის და არ შეიძლება შესვლა
– რას ნიშნავს არ შეიძლება ?! დედამისი შეუშვით ახლავე!!
– ელენე შვილო , მერადმინდა შენ შედი და ნახე ნიკა..
– ჯერ თქვენ შედით დედა და მერე ვნახავ მე
დიდხანს არ გააჩერეს ნინო დეიდა , პალატიდან განადგურებული გამოვიდა და ტიროდა დავამშვიდე მაგრამ მე უარეს დღეში ვიყავი , ნიკა რომ ისე უსიცოცხლოდ დავინახე ფეხებში ძალა გამომეცალა და სიტყვებს თავს ვეღარ ვუყრიდი
– ნიკა რა გავაკეთო რომ გუშინდელი დღე დავაბრუნო ? რა საშინლად მოგექეცი ჩემო სიცოცხლე , მაინცდამაინც ეს უნდა დაგმართნოდა რომ მივმხვდარიყავი როგორ მიყვარხარ? გთხოვ გაიღვიძე მენატრები
– ქალბატონო ვწუხვარ მაგრამ უნდა გახვიდეთ
– ახლავე , ნიკას ტუჩის კუთხესთან ვაკოცე და წამოვედი
მთელი 5 თვე კომაში მყოფმა გაატარა , მე ყოველდღე მივდიოდი , და ვუყვებოდი ამბებს , ყველაზე , ყველაფერზე , ყველას აკლდა და ენატრებოდა , მამაჩემსაც კი .. მე და ნინოს ყველაზე მეტად , ერთმანეთს ვამშვიდებდით მაგრამ სინამდვილეში ორივე ცუდად ვიყავით , ხომ ვიცოდი არა?
ერთ დღესაც პალატაში ჩვეულებრივ შევედი და ნიკა რომ არ დამხვდა კინაღამ ჭკუიდან გადავედი
–ნიკა ? სად არის ნიკა?
უკნიდან ხელის შეხება ვიგრძენი , ის რომ დავინახე ვისაც ამდენი ხანი ველოდი სიხარულისგან მეცხრე ცაზე ავედი , გიჟივით მოვეხვიე
მაგრად შემომხვია ხელები და არაფრის დიდებით არ უნდოდა ჩემი გაშვება
– იმ დღეს რომ პასუხი გეთქვა ამდენ ხანს ხომ არ მოგიწევდა ლოდინი ? მითხრა და თვალი ჩამიკრა
– მიყვარხარ
– ვიცი , მართალი ყოფილა , კომაში მყოფ ადამიანებს ყველაფერი ესმით ასე რომ შენი წყალობით არაფერი "გამიმაზავს"
1 კვირაში სახლში გამოწერეს და ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა , ისევ დადიოდა ღამღამობით ჩემთვის უცნობ ადგილებში , ერთ საღამოსაც მის ოთახში შევედი ,ველოდებოდი , სადღაც 2–3 საათი იქნებოდა რომ დაბრუნდა , ძალიან გაუკვირდა ჩემი იქ ყოფნა
– აქ რას აკეთებ ?
– ჩემი ოთახია და არ შეიძლება?
– შენი არა ჩემია მითხრა და ეშმაკურად გამიცინა
– შენი და ჩემი რამ გაყო?
– შენზე ვგიჟდები
– ვიცი , ვუპასუხე ამაყად
ჩვენი ქორწინებიდან 1 წლის თავზე ... :დ

ამ ამბებიდან 3 თვეში ლილე გათხოვდა , ვიზე? ანდრეაზე , ჰო ზუსტად ის ანდრეა რომ გაგახსენდათ ..., ქორწილში ცუდად გავხდი და ნიკამ სახლში წამომიყვანა , მეორე დღეს აღარ დაუცადა და იმ საღამოსვე ექიმთან მიმიყვანა , ჰოპ ექიმმა გვითხრა რომ ახალი ოჯახის წევრი გვეყოლებოდა , ნიკას მეტი მიზეზი რაუნდოდა? გიჟივით დავყავდი ერთი მაღაზიიდან მეორეში და პატარა ბავშვივით უხაროდა სათამაშოების ყიდვა
ახალი წლის ღამეს ბიჭი შეგვეძინა , ვერ წარმოიდგენთ რა დღეში იყო მთელი საძმო , მე და ნინოს კი ახალი თავსატეხი ალექსანდრე მოგვემატა ...

ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის !




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent