შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შერლოკ ჰოლმსი:სიყვარულის პატიმარი10


21-12-2015, 00:07
ავტორი Weirdo
ნანახია 1 744

შერლოკი და მაიკროფტი ოთახში მარტო დარჩნენ.სიჩუმე ჩამოვარდნილიყო.მაგრამ უეცრად მაიკროფტმა დაარღვია
-რას ფიქრობ?
-რაზე?-კითხა შერლოკმა
-ნატალიზე
-არაფერს
-იცი საკმაოდ ცუდად მოექეცი...და მეც ჩამითრიე ამ საქმეში-აღნიშნა მაიკროფტმა
-გადაიტანს
-არვიცი შერლოკ
-რა არიცი
-შეიძლება ნატალიმ კი მაგრამ შენ თუ გადაიტან ამ ყველაფერს?
-მე უკვე წარსულში დავტოვე
-რაღაც არვარ დარწმუნებული-უთხრა მოჭრით მაიკროფტმა
-მაიკროფთ,მადლობელი ვიქნები თუ შენ უაზრო ფიქრებს არ მომახვევ და წახვალ
-მეც იგივეს ვფიქრობ შენზე ძამიკო მაგრამ მასეთი პირდაპირი არვარ-თქვა და კარების გაჯახუნებას აპირებდა რომ რაღაც გაახსენდა-დღეს არ დაგავიწყდეს ბუკინგემის სასახლეში
-არმცალია
-ღამეს არის
-აუცილებელია?
-ძალიან
-კარგი
-ჰოო მაგრამ ერთი პრობლემაა-გაეცინა მაიკროტს-იქ პარტნიორთან ერთად უნდა იყო,შეგიძლია ჯონი წამოიყვანო თუ რათქმაუნდა გინდა გეის სახელი მიგაკეროს პრესამ
-რომარ წამოვიყვანო?
-არც ისეთი კარგი ხმები დადის შენზე შერლოკ იქნებ ეს შეცვალო-თქვა მაიკროფტმა და კარი გაიხურა
შერლოკი იჯდა და წინ კედელს მიშტერებოდა.
-დღეიდან ყველაფერს თავიდან ვიწყებ-გაიფიქრა შერლოკმა რომ უეცრად კარებში ჯონი შემოვიდა
-შერლოოკ როგორხარ?...რაღაც აუცილებელი საქმე გამოგვიჩნდა
-არმინდა
-დაგაინტერესებს
-მაინც
-ხო მართლა ნატალი ოთახშიაა?მერის უნდოდა მისი ნახვა
-არ არის
-სად არის აბა?
-ჯონ ცოტახნით მოკეტე...არვიცი
-რასქვია არიცი შერლოკ?
-უბრალოდ არვიცი და მორჩა
-რამე მოხდა?
-რაღაც გადავწყვიტეთ-იცრუა შერლოკმა რომელიც მიხვდა რომ ეს არ ეთქვა ჯონი თავს არ დაანებებდა-ნატალი დაბრუნდა სახლში...არდამისვა მორიგი შეკითხვა
ჯონი იქვე ჩამოჯდა.ისევ სიწყნარე ჩამოწვა
-რა საქმეა?-დაიწყო შერლოკმა
-მეცნიერების უნივერსიტეტს შეეხება
-ვითომ განათლებული საზოგადობა-თქვა შერლოკმა
-ერთი სიტყვით,მკვლელობა მოხდა იქ
-ზედმეტად მოსაწყენია
-შერლოკ,იქ რამოდენიმე ადამიანი მოკლეს
-კარგი კარგი...რის გამო?
-ვიღაცის პირად მონაცემებს ეძებდნენ
-ოო რაბანალური საქმეა
-ესეიგი მივდივართ
-სხვა რა გზაა -ამოღერღა შერლოკმა და მეცნიერების უნივერსიტეტისკენ გაემართნენ,სადაც მალევე მივიდნენ
-სწავლა ახლაც არის მიუხედავად მკვლელობისა?-იკითხა გაკვირვებულმა ჯონმა
-თვალის ახვევა,უნდათ ჩვენ თვალში ზედმეტად ჭკვიანები გამოჩნდნენ-თქვა შერლოკმა
-გამარჯობა-შემოვიდა უცებ ლექტორი-აქეთ მობრძანდით-და მკვლელობის ადგილისკენ გაუძღვა
-ვინ მოკლეს?-იკითხა შერლოკმა
-2სტუდენტი და 1 პროფესორი
-ესეიგი-დაიწყო შერლოკმა-სტუდენტს ეძებენ,ჯერ მის თანატოლებს ჰკითხეს მაგრამ ვინაიდნა ვერაფერი გაიგეს ისინი მოკლეს და შემდეგ პროფესორს მიმართეს,რომლიდანაც იგივე შედეგი მიიღეს
-ვინმე ზედმეტად ჭკვიანი გყავთ უნივერსიტეტში?-იკითხა ჯონმა
-კი სადღაც 4 მოსწავლეა ასეთი
-ზედმეტად გულმავიწყი მკვლელი ყოფილა-თქვა შერლოკმა-ფეხის ნაკვალევის წაშლა დავიწყებია-და გაეღიმა
ფეხის ნაკვალევი 2კარადასთან მიდიოდა რომელიც შეერთებული ყოფილიყო,
-ესვისი კარადებია?-იკითხა შერლოკმა
-სიმართლე რომ გითხრათ ზუსტად არვიცი-უპასუხა ლექტორმა
-სტუდენტებში გავარკვევ-თქვა შერლოკმა და სასწავლო ოთახისკენ გაემართა
როგორც კი შევიდა ყველა გოგომ მისკენ იბრუნა თავი და რაღაცეების გადაჩურჩულება დაიწყეს ერთმანეთში
-გამარჯობა,თქვენი დახმარება გვესაჭიროება-თქვა შერლოკმა
ყველა ჩუმად იყო.უეცრად ერთი გოგო ადგა ფეხზე,საკმაოდ ლამაზი იყო მაგრამ განსაკუთრებული სახის პატრონი ნამდვილად არიყო.თავისი გამომწვევი გარეგნობით ადგა ფეხზე და შერლოკს მიმართა
-მე შემიძლია-და თავხედურად გაიღიმა
შერლოკი და ეს გოგო კარადებისკენ გაემართნენ.
-ვისი კარადა არის?-კითხა შერლოკმა
-ესხომ...ესხომ ჩემი კარადაა-იმეორებდა გოგო
-დარწმუნებულიხართ?- კითხა შერლოკმა
-რათქმაუნდა!
შერლოკი რაღაც არიყო დარწმუნებული ამყველაფერში.მაგრამ შემდეგ ქვემოთ დაიხედა და დაინახა რომ ნაკვალევი კარადის ქვეშაც მოჩანდა
-კარადა უნდა გავწიო-თქვა და კარადას მიაწვა,სადაც წერილი ნახა დაგდებული
-მისტერ ჰოლმს როგორი მოხერხებული ხართ-შეაქო სტუდენტმა გოგომ
-იგივეს ვერ ვიტყოდი-ჩაილაპარაკა შერლოკმა და წერილს დახედა სადაც ინიციალებით იყო დაწერილი რაღაც
"საყვარელო ნ!"
'ალბათ ჩემს გარეშე უკვე მოიწყინე? ნუ იღელვებ სულმალე შენზე სრული საიდუმლოება მეცოდინება,აიმაშინ კი სულ გეყვარები!"
-რას ნიშნავს ნ?-კითხა ჯონმა
-ნ?-იკითხა გოგომ-ჩემი სახელი სწორედ ნ-ზე იწყება
-ნუხართ ბანალური თქვით რა გქვიათ-თქვა უკვე მობეზრებულმა შერლოკმა
-ნენსი-და შერლოკისკენ გააპარა თვალება ნენსიმ
-გყავთ ვინმე უცნობი თაყვანისმცემელი?
-ზოგადად ბევრს ვუყვარვარ-თქვა თავმომწონედ ნენსიმ-მაგრამ ალბათ მათ შორის ასეთი ადამიანიც არის რომელსაც ჩემს გამო სხვა ვინმეს მოკვლა შეუძლია
-თქვენს გვერძე კარადა ვის ეკუთვნის?-კითხა მოჭრით შერლოკმა
-ერთი ქედმაღალი გოგოა,რომელთანაც სწორედ ამის გამო არავინ მეგობრობს...მეეჭვება რატომღაც ვინმე თაყვანისმცემელი ყავდეს
-ასე შეუხედავია?-კითხა ჯონმა
-დიახ ძალიაან-წამოიჭრა ნენსი-ბატონო შერლოკ,დარწმუნებულივარ ამსაქმეს ბოლომდე მიიყვანთ მაგრამ ჩემი დახმარება თუ დაგჭირდეთ-და თავისი ტელეფონის ნომერი გაუწოდა-შემატყობინეთ-თვალი ჩაუკრა და უკან წავიდა
შერლოკმა უცნაურად გახედა მას და საათზე დაიხედა.უკვე საღამოს 7საათი იყო.8საათზე კი ბუკინგემის სასახლეში უნდა წასულიყო
-ჯონ მეჩქარება უნდა წავიდე-თქვა და უნივერსიტეტიდან გავიდა
სახლში მივიდა,დაჯდა და ისევ ფიქრი დაიწყო.
ამდროს ტელეფონმა დაურეკა
-მაიკროფტ?! რაგინდა
-40წუთში აქუნდა იყო,არ დაგავიწყდეს
-ვიცი
-პარტნიორი იშოვე?
-რა პარტნიორზე ლაპარაკობ-დაიწყო ბუზღუნი შერლოკმა-რა აუცილებლობა ეგ არის
-ძალიან გინდა პრესამ შეშლილ ადამიანად შეგრაცხოს
-ეგხომ ისედაც იციან?
-შერლოოკ!-თქვა სერიოზულად მაიკროფტმა-ვინმესთან ერთად აუცილებლად აქ გაჩნდი 8ზე
-კარგი კარგი-და ტელეფონი გაუთიშა შერლოკმა
-ვისთან ერთად?-ფიქრობდა შერლოკი და უეცრად მაგიდაზე დაგდებული ტელეფონის ნომერი დაინახა-რამეში მაინც გამომადგება-თქვა და ტელეფონზე დაურეკა
რათქმაუნა ნენსი დიდი სიამოვნებით დათანხმდა და ზუსტად 8ზე ბუკინგემის სასახლეში იყო ორივე.
-ბატონო შერლოკ-არ აჩერებდა ნენსი ენას-დღეს ალბათ ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემთვის
-ნუთუ?
-დიახ-და თვალებში შესციცინებდა-თქვენ არიცით თუ რაოდენ უყვარხართ და ჭკუას კარგავენ თქვენზე ჩემს უნივერსიტეტში,ალბატ ძალიან ბევრს შეშურდება ჩემი-და ბოროტულად ჩაეღიმა
-რაღაც ყეყეჩი ადამიანის ხმები მესმის-უთხრა მოჭრით შერლოკმა
ამაზე კი ნენსიმ საბოლოოდ ხმა ჩაიკმინდა და უბრალოდ შერლოკის ყურებით ტკბებოდა,რომელიც ყველაზე სიმპატიური იყო იმ საღამოს.
შერლოკმა 2წუთით ისიც ინანა რომ ეს ნენსი თავისთან ერთად წამოიყვანა ამაზე კი უეცრად ნატალი გაახსენდა,რას შვებოდა ახლა ის
ნატალი ამდროს მამამისის უზარმაზარ სახლში იყო
-როგორც ვხედავ ვიღაც მიატოვეს-ჩაილაპარაკა დედინაცვალმა
-იქნებ დღეს მაინც თქვენი ღვარძლიანი სახე არ დამანახოთ-თქვა ნატალიმ
-პატარა გოგოს გული ატკინეს-თქვა ბოროტულად-მაგრამ საკითხავია ქონდა თუარა გული ამ პატარა გველს
-თქვენს შვილზე საუბარი როგორც ვხედავ მოგწონთ-ჩაეცინა ნატალის
ამაზე კი დედინაცვალი გაბრაზდა,მივიდა მასთან და თმაში წვდა
-არგინდა ნატალი ეს ზედმეტი რაღაცეები,ორივემ ვიცით თუ როგორ გამოგაგდო შერლოკმა სახლიდან
ნატალიმ ხმა არ გაიღო
-10წუთში გავდივართ-უთხრა ღვარძლიანი ხმით დედინაცვალმა და გავიდა
ნატალი კი ამდროს ყველაფერს ითმენდა,ითმენდა...
ნატალიმ კარადიდან თავისი საყვარელი ფერი შავი კაბა გადმოიღო,მაგრამ ამისდა მიუხედავად ნაჭერი ვინაიდან აბრეშუმის იყო,შედარებით ნაზი გამხდარიყო კაბა
ნატალიმ კაბა გადაიცვა და სარკეში დაინახა მისი თავი,შეხედა ასევე მის ულამაზეს ტანს,მის აბრეშუმის კაბა რომელიც მარჯვენა მხარეს ჩახსნილი ყოფილიყო,მაგრამ ამის დამიუხედავად ტანზე ზედმეტად კარგად ჰქონდა მომდგარი.თავის ანარეკლს შეხედა
-შენ არავის უყვარხარ-უთხრა და თითი მიუშვირა თავის თავს სარკეში
მის თმებს ხელი არახლო,თავისი ბუნებრივობა შეუნარჩუნა მის შავ,ნახევრად სწორ თმებს რომელიც ბოლოში კულულებად ქცეულიყო.
სახეზე კი თავად გაიკეთა მაკიაჟი.მისი საყვარელი ალუბლის ფერი ტუჩსაცხი წაისვა,თავისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა.
-არვიცოდი ასეთი უგემოვნო თუ იყავი-უთხრა ნატალიმ თავის ნახევარდას,რომელიც ცოტა არიყოს სასაცილოდ ჩაცმულიყო
დედინაცვალი და მამამისი უკვე წასულიყვნენ,ახლა კი ნატალის და მისი დის ჯერი იყო,რომლებიც მსახურებმა მანქანისკენ ჩააცილეს.
ორივე ბუკინგემის სასახლისკენ გაემართა
-ღმერთო როდის ჩავალ-ვეღარ მოითმინა ნატალის ნახევარდამ და როგორც კი მანქანა გაჩერდა ეგრევე გადმოხტა იქიდან და სწრაფად შევიდა სასახლეში სადაც უკვე სტუმრებს თავი მოეყარათ
ნატალიმ კი ძალიან ნელა გააღო მანქანის კარები და აუღელვებლად გადმოვიდა იქიდან.ნატალის ნამდვილად არუნდოდა იქ წასვლა,მაგრამ სხვა გზა განა ჰქონდა?!
ნატალი ნელ აგაუყვა ბილიკს ბუკინგემის სასახილსკენ და აი შეაღო კარებიც.
ვინაიდან ყველა სტუმარი უკვე მოსულიყო ,ყველამ კარებისკენ გაიხედა და როდესაც ესოდენ დახვეწილი და ულამაზესი ნატალი დაინახეს,რომლის მშვენიერი სახე ამდენ ხალში ანათებდა,ყველამ მიშტერება დაიწყო.
მართლაც რომ ნატალი ყველასგან გამოირჩეოდა.დარბაზში არავის შავი კაბა არეცვა,ნატალის ხუმრობით შავი ვარდიც კი შეარქვეს.
შერლოკი და ნენსი კი ამდროს ბუკინგემის სასახლის აივანზე იდგნენ.
ნენსი როგორც ყოველთვის ლაპარაკობდა,შერლოკი კი ხმას არ სცემდა.
ნატალის რაც შეეხება,უკვე ყველა ლორდი მასთან გაცნობას ისწრაფვოდა,ნატალი ამისგან თავის დასაღწევად მამამისთან მივიდა,მაგრამ იქ უარესი სიტუაცია დახვდა.ყველა მილიონ შეკითხვას აძლევდა,ნატალი კი ძალზედ მოკლე და სერიოზულ პასუხებს აწვდიდა
-ცოტა გაიღიმე ნატალი-შენიშნა მამამისმა
-ამას შენ როგორ ამბობ?-კითხა მამას რომელიც ათასში ერთხელ თუ გაიღიმებდა
უეცრად ნატალიმ დაინახა რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი აივანი ღია იყო თან ამავდროულად იქიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა რაც მისწრება იყო ვარსკვლავებზე შეყვარებული ნატალისთვის.მან იქითკენ მიაშურა და პირდაპირ აივანზე გაიჭრა.გვერძეც კიარ მოუხედავს ისე მივიდა აივნის კიდესთან და ცას თვალიერება დაუწყო.
-შერლოკ იმედია ჩემს დაცვას შეძლებთ-უთხრა ნენსიმ შერლოკს და გვერძე მიეკრა
ამის გაგონებაზე შერლოკმა გვერძე მიიხედა რათა თავხედი ნენსისთვის არ შეეხედა...მხოლოდ ახლა შენიშნა რომ ვიღაც აივანზე გამოსულიყო.შერლოკი კიდევ უფრო დააკვირდა და მიხვდა რომ ვიღაც ვარსკვლავების ჭვრეტით გართულიყო
-შერლოკ საით იყურები?-გამოხედა უცებ ნენსიმ-ვის უყურებ-და ნენსიმაც შეხედა უცნობს რომელიც ზემოთ იხედებოდა-ღმერთო ჩემო ამ საცოდავ ადამიანს რატომ უყურებ?
-საცოდავს?-კითხა შერლოკმა
-შეხედე,ვარსკვლავების მეტი არაფერი გააჩნია-და ჩაეცინა ნენსის
*ვარსკვლავებით ხომ ნატალი იყო მოხიბლლი-გაიფიქრა უეცრად შერლოკმა*
-შერლოკ გამოფხიზლდი-უთხრა ნენსიმ
-ორი წუთი შეგიძლია ხმა ჩაიკმინდო-უთხრა ცოტა ხმამაღალი ტონით შერლოკმა
ნატალის კი უეცრად ეს ბოხი ხმა რომ მოესმაა...მან ხომ იცოდა ვის ეკუთვნოდა ეს ხმა,უნებურად გვერძე მოიხედა
*შერლოკიი?!ვიღაც გოგოსთან ერთად არის?ნატალი დროზე მიტრიალდი და გადი აქედან*-გაიფიქრა წამიერად ნატალიმ და სწორედ შემობრუნებას აპირებდა რომ
-ნატალიი!ეს შენხაარ?-დაუძახა ნენსიმ
ნატალი მთელი სიმწრით შემოტრიალდა გვერძე
-გამარჯობა...ნენსი-და იქვე ადგილზე გაქვავდა
-ნატალიიი-დაიწყო ისევ ნენსიმ თან შერლოკი წაიყვანა მასთან ერთად-გაიცანი ეს შერლოკია
-ნენსი მეჩქარება-მოუჭრა ნატალიმ და წასვლას აპირებდა რომ ნენსიმ ხელი დაუკავა
-დაიცაა ნატალი-დაუწყო ყალბი საუბარი-როგორ მომენატრეე,უნივერსიტეტში აღარ აპირებ დაბრუნებას?
-არვიცი ნენსი
-როგორ თუარიცი,შენ არ ყოფნაში ხედავ რა ამბები ხდება?მკვლელობა და ასეთი რააღაცეები-თქვა თავისი "გამჭრიახი" გონებით ნენსიმ და შერლოკს ხელი მაგრად მოუჭირა
-ნენსი არმაინტერესებს-თქვა ნატალიმ რომელიც გაქცევას ლამობდა და შერლოკისკენ ცდილობდა არ გაეხადა
შერლოკი კი ნატალის თვალს ვერ აცილებდა.
*ღმერთოჩემო როგორ გამომრჩა ნატალი რომ აქ მოვიდოდა-გაიფიქრა შერლოკმა-ისხომ ისეთი ლამაზია...არა შერლოკ შენ ის ცხოვრებიდან უნდა წაშალო*
-განა არ გაღელვებ?შენი მეგობრის ბედით არინტერესდები?-კითხა ნენსიმ და კიდევ უფრო მიეკრა შერლოკს
ამაზე კი ნატალიმ ვეღარ მოითმინა
-ახლა კარგად მომისმინე! მე არანაირი მეგობარი არმყავს მითუმეტეს შენნაირი ყალბი რომელსაც წესიერად თამაშიც კი არგამოდის-მოუჭრა გაბრაზებულმა ნატალიმ
-კიმაგრამ დასვენებაზე ან სხვარამეზე ჩვენ ხომ სულ ერთად ვართ
-ნუთუ ღმერთმა 1%პროცენტი ტვინი არ მოგცა?რადგან ჩვენი კარადები გვერდიგვერდაა ეგ იმას არ ნიშნავს რომ მე შენი მეგობარივარ!-უთხრა ისევ ნატალიმ
ამაზე შერლოკს გაეღიმა მაგრამ უეცრად
*კარადები გვერი გვერდ?! მკვლელობა სამეცნიერო უნივერსიტეტში,წერილი ინიციალით "ნ"...ღმერთო ჩემო როგორ ვერ მივხვდი ეს ხომ ნატალისთვისაა გამოგზავნილი! მაგრამ ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა*-გაიფიქრა უეცრად შერლოკმა
ნატალიმ კი ვეღარ მოითმინა და წინ წავიდა.
-ნენსი აქ დარჩი-უთხრა შერლოკმა ნენსის და ნატალის მიყვა რომელიც იქვე ჩამოჯდა ყველასგან განცალკევებით
-ნატალი-მიუჯდა გვერდით შერლოკი და ცდილობდა მისი სახისთვის არ შეეხედა
-არმინდა შენგან რამის მოსმენა
-ვიცი,მაგრამ ხომ შეიძლება ჩვენს შესახებ არ ვილაპარაკოთ
-შერლოკ არაა საჭირო შენი ჩემდამი დამოკიდებულების კიდევ ერთხელ გამოვლენა
-მისმინეე-ვეღარ მოითმინა შერლოკმა,სახე გაუსწორა და ხელი მაგრად მოკიდა-საფრთხე გემუქრება
-რატომ მეუბნები!
-საქმის ნაწილია,საქმე უნდა გავხსნა უბრალოდ-დამშვიდდა უცებ შერლოკი და მის ხელსაც გაუშვა-ჩემი მოვალეობა უნდა შევასრულო
-რას მთხოვ?
-სახლში დარჩენას
-ნუთუ ჩემზე ზრუნავ?
-რათქმაუნდა...არა-თქვა მაინც ბოლოს შერლოკმა-საქმის გახსნისას ხელს შემიშლი
-იქნებ უკვე გიშლი
-დიდიხანია მიშლი-უთხრა შერლოკმა მოურიდებლად,*გულს ოღონდ*-გაიფიქრა შერლოკმა
ნატალიმ თავი ჩაღუნა და გაჩუმდა.
სწორედ ამდროს დედინაცვალი გამოვიდა ამ ტერიტორიაზე და როგორც კი დაინახა რომ შერლოკი და ნატალი ისევ ლაპარაკობდნენ,მან იფიქრა რომ შერლოკმა ის მოატყუა
*იქნებ ამის გამო იყო ასე უემოციოდ დღეს ნატალი-გაიფიქრა დედინაცვალმა-ისინი მაინც ერთად არიაან?!კარგი შერლოკ ესეიგი ჩემი გაცურება გადაწყვიტე,მაშ ვნახოთ რას იზამ როცა ჩემს გეგმას მოქმედებაში მოვიყვან*-და უკან გაბრაზებული გაბრუნდა დედინაცვალი...



№1 სტუმარი სტუმარი თამარი

როდის დაიდება მეთერთმეტე თავი??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent