შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის აივნის შეხვედრა, ანუ რაც გინახავს კიდევ ნახავ! (თავი 1-8)


21-12-2015, 00:34
ავტორი მანდარინკა
ნანახია 4 476

***

...ამ გამოფიტულ, ნაცრისფერ სამყაროში რომელიც არსად-წამსვლელ ვირთხების რასას შობს, ადამიანისებრი არსებები ბრმა ფარვანებივით ეტანებიან მრტოობის გამანადგურებელ ძალას...

***
საშინლად ცხელა. მოკლე ბრეტელებიანი მაიკა კი მაცვია მაგრამ რამისაა დავიწვა. ძილი თვალზე არც კი მეკარება, ამიტომ აივანზე გასული, შეზლონგზე კომფორტულად ვზივარ და შავში ჩახშული არემარეს სიწყნარით ვტკბები.

მხოლოდ რამდენიმე კორპუსიდან მოჩანს შუქი. ორიოდე ბინიდან გამოსული ნათების ყურება დიდად მამშვიდებს. და ალბათ, კიდევ დიდი ხანი ვიქნებოდი ასეთივე დამშვიდებული, სიბნელიდან წამოსული უცნაური ხმები რომ არა.

-ვინმეს კლავენ თუ რა ხდება?_ისე ვბუზღუნებ გეგონება მართლაც მიპასუხებენ.
ხმა უფრო და უფრო ახლოს ინაცვლებს ჩემსკენ. თვალებს დაბნეულად ვაცეცებ იმის იმედით, რომ რამეს მაინც მივაგნებ.
ქუჩას ვზვერავ, თუმცა არაფერი. მაღლაც ვამოწმებ ყველაფერს, ისევ არაფერი.

-აბა რა ჯანდაბა ხდება?_ფეხზე დარეტიანებულად ვხტები და მოაჯირს ვეყრდნობი, აივნის დაბლა ხომ არაა ვინმეთქო. თუმცა სულ რამდენიმე წამში, სულელური კვნესის ეპიცენტრსაც მალე ვპოულობ.

„ევრიკა!“_ ჩემთვის გავკივივარ გულში.

ორი ბინის აივნის საკმაოდ ახლო მანძილის გამო, სიბნელეში ბუნდოვან სილუეტებს ვარჩევ.
აივნის მოაჯირზე შემომჯდარი ქალი, რომელსაც სხვათაშორის უთხელესი პერანგის მეტი არაფერი არ აცვია (და ეს პერანგიც გინდა სცმია, გინდ არა) მამაკაცის შიშველ, განიერ მხრებზე ქაოსურად დააცეცებს ხელებს, ფეხებს კი წელზე მარწუხებივით უჭერს. ძლიერი სქესის წარმომადგენელიც არანაკლებ აქტიურია: ქალის თეძოებს, მტევნებით წითელ ანაბეჭდებს უტოვებს, მოღეღილ მეკერდს კი გემრიელად უკოცნის.


„სახლში ვერ შეეთრევიან?! თუ აუცილებელია რომ მე დამანახონ ეს გარყვნილობა?“


გამომეტყველება წამის მეასედში მეცვლება, ცხელი სისხლი კი ყინულივით მეთოშება, როდესაც უცნობი ქალის ცინიკური ტუჩები გამომწვევად მიღიმიან, მის სხეულზე მჭიდროდ აკრული მამაკაციც მოელვარე მზერით შემომციცინებს.

-პუპს უთხარი, მანდ დგომას და დებილივით ყურებას ჯობია შემოგვიერთდეს!_ქალის წვრილი, დამცინავი ხმა, და რაც მთავარია, ამ ხმით ნათქვამი ფრაზა ფერს მაკარგვინებს.
გულიანი სიცილის შემდეგ, „პუპსიც“ ცეცხლოვანი მზერით მათვალიერებს. ვგრძნობ როგორ მაყრის არასასიამოვნო ჟრუანტელი კანზე.
-შენ მაინც ვერ გაჯობებს._ სიცილით პასუხობს უცნობი. -მაგრამ ნახე რა მადიანი ტანი აქ._ნელი მოძრაობით ეცლება ქალს და, ჩემს თვალიერებაში, აივნის მოაჯირს იდაყვებით ეყრდნობა. ამ სიბნელის გადამკიდე მის სახეს მაინცდამაინც გარჩეულად ვერ ვხედავ მაგრამ, ტვინი მაგრძნობინებს რომ მისი მზერა ქაოსურად დამთამაშებს სხეულზე....
და აი, ზუსტად ამ დროს ვაცნობიერებ— მხოლოდ ტრუსისა და ბრეტელებიანი მაიკის ამარა ვდგავარ!


-წამოდი პუპს, დაანებე თავი, ვერ ხედავ შოკურ მდგომარეობაშია, სექსი არც უნახავს და არც დაკავებულა მისით არასდროს ალბათ_არემარეს ქალის ხმამაღალი, გამომწვევი ხარხარი აყრუვებს. თავის “პუპსიკს” მაჯაზე ექაჩება და ზანტი მოძრაობით ათრევს ბინაში, გეგონება ვინმე უპირებდეს წართმევას. სანამ ზღურბლზე გადააბიჯებს ფეხს, კიდევ ერთხელ მზვერავს უცნობი, მერე კი სიბნელეში უჩინარდება.

ლანძღვით ვტოვებ აივანს, მეტი რაღა დამრჩენია. აზროვნების უნარი თითქოს დაკარგული მაქვს, აღარ ვიცი წეღან მომხდარი როგორ ამოვიგდო თავიდან. ტვინში მხოლოდ ორი შავი თვალის გამჭოლი მზერა და ქალის საზიზღარი ხმა მიტრიალებს...
ბინაში ბუზღუნით ვბრუნდები, ჩვეულებისამებრ, ბრეტელებიან მაისურს ერთ ხელის მოსმით ვიძრობ, მერე კი ოთხი ბალიშისა და შოკოლადისფერი ლაბრადორის კომპანიაში, არც-ისე ტკბილ ძილში ვეფლობი.
ვგრძნობ, ხვალინდელი დღე გამოუძინებლობით დაიწყება...

***

დილა, სადღაც ათის ნახევარი— დღის ის პერიოდის რომელზეც არც თუ ისე ძალიან ვგიჟდები.

თეძოებზე შემომჯდრ კაბაში ძლივს ვირხევი, მიუხედევათ ამისა მაინც ვცდილობ ჩქარი ნაბიჯებით დავფარო მარმარილოს განიერი იატაკი.
ნაცნობი სახეების ჯგუფს ვუახლოვდები თუარა, ნაბიჯებსაც ვანელებ და ამაყი ქალის იერსაც ვიბრუნებ, დაღლილობის მიუხედავათ.
-ქალბატონო მაგრო..._შუშის ლიფტში შესული არ ვარ როდესაც რამდენიმე მამაკაცის გაღიმებული მზერა მწვდება მხედველობამდე. მისალმების ნიშნად მეც მედიდური მოძრაობით ვუხრი თავს, მერე კი ვიწრო სივრცეში სრულიად აუღელვედლად შევდივარ. მამაკაცებიც უკან იწევენ, იციან რომ არ ღირს ჩემი სივრცის დარღვევა.
დიახაც, ჩემს გარშემო ყველამ იცის თავისი ადგილი: პატარადან დაწყებული, დიდიდან დამთავრებულმა.

გამჭირვალე ლიფტი ჩქარი მოძრაობით წყდება მიწას, გრავიტაციის საწინააღმდეგოდ ადის, მე კი ვდგევარ ასე და თბილისის ულამაზესი ხედებით ვტკბები. სანამ გაღიმებული სახით გავყურებ უზარმაზარ შუშის ფილებში არეკლილ ქუჩებს, ლიფტიც ნელ ნელა იცლება. კაბინა "ძინ-დონ" ხმით ჩერდება, გერმეტიულად დახურული კარები ზანტად იღება და როგორც იქნა ფეხს, შინდისფერ ორნამენტებიანი, უზარმაზარი ხალიჩით დაფარულ იატაკზე ვდგავ.

-დილამშვიდობისა, ქალბატონო მარგო._უსიამოვნო ხმა არასასიამოვნოდ მწვდება გულამდე.

" მთელი დღე ამის გაბრაზებულ სახეს უნდა ვუყურო ახლა!"

-გამარჯობა თინი. ყავა გამიკეთე და ერთ თხუთმეტ წუთში შემომიტანე._მტკიცედ გავყურებ მაგიდასთან მჯდომ შავგვრემან ქალს რომელიც გაბოროტებული მზერით გამომყურებს.

-როგორ ვერ ვიტან ასე რომ იქცევა!_უზარმაზარი ოთახის კარებს გრუხუნით გკეტავ. ტყავის განიერ სავარძელში მთელი ძალით ვეხეთქები თუარა, ფეხებს მაგიდაზე ვაწყობ.
ოდნავი კვნესა ამომდის ყელიდან, როდესაც ტერფებიდან მაღალქუსლიანებს ვიძრობ და იატაკზე ქაოსურად ვყრი. კიდევ ერტხელ ვიზელ დაღლილ ფეხებს, მაგრამ ამჯერად უკვე სრულიად მოკალათებული, ნახაზების, გრაფების და ათასი ოხრობის, გორაკში ვეფლობი.

როგორც კომპანიის მფლობელს და არქიტექტორს, ყველაზე მეტი ჩხლართვა საბუთებში, მე მიწევს.
"არადა როგორ ვერ ვიტან გადატვირთულ გრაფიკს!"

სანამ კადრებს არ გავანახლებთ, ანკეტებში და რეზიუმეებში მომიწევს ცხოვრება. ვშიშობ ეს ერთი კვირა ზედმეტად გადატვირთული იქნება.

აი რაც შეეხება ქალბატონ დევდარიანს ყავა, რათქმაუნდა, ჯერ კიდევ არ შემოუტანია...

-გადამრევს ამ გოგოს უჟმური ხასიათი._ფურცლების გორიდან თავს უკმაყოფილოდ ვწევ და განიერი კაბინეტის იატაკს ჩქარი ნაბიჯებით ვჭრი. -თი-ნი-ა! ყავა!_ყვირილით გავკივივარ კარებიდან, ჰოდა მალევე ქალის ბუზღუნიც მიახლოვდება. "ეხლავე, ეხლავეს" ჯუჯღუნით მოაბიჯებს და როგორც იქნა, ცოტა ხანში მეც გემრიელად შევექცევი ასეთივე გემრიელ ყავას.

ჯერ კიდევ ვერ გაგარკვიეთ ბოლომდე ჩემი ცხოვრებისა და ბიზნესის საქმეებში. პირველზე მხოლოდ იმას გეტყვით რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, მეგობრების და საყვარელი ძაღლის გარემოცვაში. აი რაც შეეხება ბიზნესს, ის ჯობია ჩვენი ვებსაიტდან ამოკვეთილი პატარა ინცორმაციით გაიცნოთ:

•სამშენებლო კომპანია "მწვანე სხივი".
•დაარსებულია 1997 წელს.
•დამაარსებელი—ვაჟა ავალიანი.(ჩემი ყველაზე თბილი და კეთილი ბაბუ)
•ამჟამინდელი მფლობელი—მარგო ამილახვარი. (პატივცემული მე)
•მეწილე—დიანა ბარანოვსკა (იშვიათი ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ჩემი უაზრო კაპრიზების)

ჩვენი საქმიანობის მოკლე მიმოხილვამ მეც შემახსენა ამ კვირის, საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა.
რამდენიმე ხანში "მიღების დღე" გვაქვს, კადრებს ვანახლებთ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბევრი ადამიანი გავიდა პენსიაზე ამიტომ გვიწევს ახალი კადრების შერჩევა. ძველი, გამოცდილი კოლეგები რათქმაუნდა ძალიან დაგვაკლდებიან, მაგრამ რა ვქნათ, გადის დრო და ყველაფერი იცვლება…

***

საბუთების ხროვიდან თავს დარეტიანებულად ვწევ, მაგრამ თვალებში მაშინვე სიხარულის ელვა გარბის. ძველებური კედლის საათის ხმა ფიქრებიდან მაღვიძებს და მატყობინებს რომ ექვსი საათია, მეც მაშინვე ქუდმოგლეჯილი ვხტები სავარძლიდან.

„სახლში წასვლის დროა!“

ფეხზე წამომდგარი, იატაკზე მიგდებულ ჩანთას ვტაცებ ხელს. სულ რამდენიმე წამიც და კაბინეტს დავტოვებ, თუმცა კარები იხსნება. ოთახში კი ნაცნობი ქალი შემოდის.

-თქვენო უდიდებულესობავ.._რევერანნს სასაცილოდ ასრულებს და ისევ იმავე გაბრაზებული ხმით აგრძელებს ლაპარაკს. მდივნის მოვალეობა რათქმაუნდა ზურგს უკან ჩამოიტოვა. -იქნებ დღეს მაინც წამობრძანდე ჩვენთან ერთად?
-ასეთი ლაპარაკის გამო სამსახურიდან გაგაგდებ იცოდე!_ვითომდა მუქარით ვაშინებ, მაგრამ თინის გაბრაზებული ტონი სიცილს მგვრის. ჩემს უჟმურ მდივანს მწვავე მზერას ვტყორცნი, მაგრამ რისი დევდარიანი იქნებოდა ენა რომ გაეჩერებინა...სულ ერთი წამით მაინც!

-გამაგდე და გამათავისუფლე შენი დეგენერატული კაპრიზებისგან ამილახვარო!_ მაგიდას წრეს არტყავს, შემდეგ კი სავარძელში ეხეთქება. -მო, დღეს მაინც წამოდი რა. ლილეს ხათრით მაინც._ხვეწნით გამომყურებს მეგობარი.

ქალბატონი დევდარიანი, ზემოთ ხსენებული დინა და ლილე, იმ ცოტაოდენი ხალხიდან ისინი არიან ვისთვისაც სიცოცხლეს გაუზარებლად გავცემ. სამშობიაროდან მოყოლებულნი, ხელჩაკიდებულები დავგრიალებთ ცხოვრებაში და გაგვაქ ერთმანეთი, ლხინშიც და ჭირშიც, მიუხედავათ იმისა რომ ამჯერად, ჩვენი თინია ზუსტად ასეთ სიტუაციაში იმყოფება. მისი ოჯახიდან წამოსული პრობლემები სამეგობრო წრეზეც აისახება. აღარ, უფროსწორედ ვეღარ ვართ ისე მხიარულად როგორც ადრე, დევდარიანის შემყურე. თინის რვა წლიანი ქორწინებაც დღემდე უშვილოდ "აქტიურობს", არადა მახსოვს, ბავშვობაში ლაიზა ბებოს სულ იმას ეტლიკინებოდა, რომ გავიზრდები ბევრი ბევრი შვილუკა უნდა გავაჩინო რო შენც და მარგო ბებოსაც გეყოთო. ჩვენი "ფოე-ფოე" ბებუკებიც მაშინვე თბილად დაუკოცნიდნენ აღაჟღაჟებულ ლოყებს, მერე სიგარეტის მორიგ ღერს მადიანად გააბოლებდნენ.

ეჰ, ერთ დროს ლაიზაც და მარგოც სიცილ-ხარხარით გაისტურებდნენ თინიას ნათქვამს, მაგრამ ახლა ორივეს დანა რომ დაარტყა გულში, სისხლი წვეთსაც ვერ დაინახავ. ნერვიულობენ რომ ოცდარვა წლის ქალს აქამდე არ ყავს შვილი, და რა ქნან? მარგოს გადაკლული ხასიათი ხომ ვიცი მე, ალბათ გული უკვდება თავისი გაზრდილი თინიას გამო.
ზუსტად ეს ქალია ბებიაჩემი, რომლის სახელსაც დღეს მე ვატარებ. ზოგჯერ მგონია რომ ეკატერინე მეორე მიზის გვერდით და არა ჩემი მარგუშა. ოჯახის მთავარი რეფორმატორი, თავის დროზე კაცების კომპანიებსაც არ იკლებდა, სიგარეტსაც აბოლებდა და ორმოციანი წლების დისკოტეკებზეც დატასაობდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მეოცე საუკუნის ანარქისტების რიცხვს მიეკუთვნბოდა. მაგრამ, დრომ რათქმაუნდა შეცვალა ყველაფერი. დღეს დღეობით, ვერც ჩემი მარგო და ვერც თინიას ლაიზა ბებუკა ვეღარ ატარებენ დროს ძველებურად.

„მეც ასეთი ცხოვრება მინდა, მოხუცებულ ასაკში რომ შევალ. დავჯდები ჩემს გოგოებთან ერთად და გავჭორავ უბნის ახალგაზრდობას.”

-წამოხვალ თუ არა თქო ქალო?_თინიას მოწყენილმა ხმამ უეცრად გამომაფხიზლა ძველებური ფიქრებიდან. სევდიანად გავუღიმე და გემრიელად გავიზმორე.
-თინი ნუ მტკენ გულს რა. ხო იცი როგორ მინდა თქვენთან ყოფნა, არა? აი მარტო დღეს და გპირდები რომ ამ კვირას გვერდიდან არ მოგშორდებით!_ნაღვლიანი სახის დამალვას ღიმილის უკან ვცდილობ, მაგრამ ხომ ვიცი, დევდარიანს რას გამოაპარებს კაცი.
-კარგი ხო. მაშინ დღეს ერთად წავიდეთ სახლში. ცოტა ხნით მაინც დავილაპარაკოთ რა._ისევ მოწყენილი ტონი. გული მტკივა ასეთს რომ ვხედავ...
ამდენი წლის განმავლობაში ვმეგობრობთ და მისი ნაღვლიანი სახის დანახვა ყოველ ჯერზე ავლებს ბზარს ჩემს ტყვიაგაუმტარ ხასიათს. დამცინის ხომე, მეორე „რკინის ლედი“ ხარო.

-მო, იცოდე კადრების შერჩევის მერე, მთელი დღე გარეთ ვიწანწალებთ გოგოებთან ერთად! და ვერანაირად ვერ დამისხლტები ხელიდან!_საჩვენებელ თითს ცხვირწინ მიქნევს, მოჭუტული თვალებით კი ცოფებს მაყრის. მისი დანახვა და ჩემი ხარხარი ერთია. ქალბატონი კი მხოლოდ მიჯლუგუნს მთავაზობს მხარში, მაგრამ მაინც მყვება სიცილში.
-გპირდები თინ._ღიმილიანად ვჩეჩავ მხრებს და დანებების ნიშნად ხელებს მაღლა ვწევ.
-მორჩა, წავედი ეხლა თორე მომკლავენ ამდენი ხანი რომ ვალოდინე ყველა._ჩქარი მოძრაობით ტოვებს მანქანას, შემდეგ კი დახურული კარიდან გამომყვირის მიყვარხარო. სევდიანი ღიმილით გავყურებ ტროტუარზე მიმავალ ქალს რომელსაც ხალხის პატარა ჯგუფისკენ აუღია გეზი. მთელი ჩვენი სამეგობრო შეკრებილა, გამოუყვანით ქმრები და გამობრძანებულან გარეთ. დინა, ლილე და თაზო..
-როგორც იქნა გამოუტევიათ ერთი ადგილი სახლიდან!_სიცილით ვეუბნები ჩემს თავს და კიდევ ერთხელ ვავლებ "დარტყმულთა სასტავს" თვალს. საბოლოოდ ვრწმუნდები რომ თინია უსაფრთხოდ ჩაბარდა თავისი ძვირფასი ლექსოს მკლავებს, ისევ ისეთივე უაზრო ღიმილით ვარხევ თავს და ასფალტს ჩქარი მოძრაობით ვწყვიტავ მანქანას.
გაინტერესებთ ალბათ, მყავს თუ არა შეყვარებული, ქმარი, პარტნიორი. გეტყვით რომ არა, სულ არავინ არ მყავს და დარწმუნებული ვარ, დიდიად არც არავინ არ მჭირდება. ჩემი ოჯახის შემყურეს, ალბათ ყველანაირ გრძნობაზე დამეკარგა აზრი, ამიტომაც პატარა ასაკიდანვე ბობოქარ გრძნობებს ყოვეთვის მარტოობას ვარჩევდი, რომლებიც ადრე თუ გვიან მაინც გაქრებიან აი ამ შოკოლადის ფილის ნაირად, ასე უცებ რომ შემომეჭამა.

მარგო უფროსის გამოთქმა მახსენდება: „სიყვარული შოკოლადივითაა, ბებო, კი გემრიელია მაგრამ აბა ჭამე განუწყვეტლივ და ნახე რა შედეგსაც მიაღწევ. მარტო კალორიებისა და ზედმეტი ცხიმებს. ზუსტად ასეა სიყვარულიც, ბე, თუ ბევრია ან ნერვიულობა დაგმართებს რამეს, ანდაც ოქსიტოცინის გადამეტებული დოზა! აი ამან ჩააგდო ცხონებული ბაბუაშენი საფლავში მარგო. გრძნობებით გამოწვეულმა დიაბეტმა!“

-ბარემ გახსენებაზე ბებუკას დავურეკავ_ხმამაღალი ფიქრის შემდეგ, ქაოსურ ჩანთაში მობულურის პოვნას უშედეგოდ ვცდილობ. ცალი თვალი გზაზე მიჭირავს, მეორეთი კი ჩანთას ვზვერავ.
-ჯანდაბა.. სადაა ეს იდიოტური ტელეფონი!_საჭირან ორივე ხელს ვხსნი და როგორც იქნა, წარმატუბული ჩხრეკვის შემდეგ, მობილურსაც ვპოულობ. -ალელუია!_ამჯერად უკვე ორივე მტევანს საჭეზე ვაბრუნებ მაგრამ ჰოი სასწაულო. უფროსწორედ, ჰოი ჩემო უმოწყალე ბედო!

ძლიერი დარტყმით გამოწვეული ენერგია, ტანში არასასიამოვნოდ მივლის და წამიერად წინ მაგდებს. ცარიელ ტრასაზე მოსრიალებული მანქანა საცოდავათ გუგუნებს, მე კი გულ აფანცქალებული აქეთ იქით ვაცეცებ თვალებს.
-ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს არა..._ავტომობილიდან გადასული, გატყობ როგორ მიკანკალებენ ფეხები, ტვინში კი ალტერ ეგო საშინელი ბღავილით მიყრუვებს არემარეს. -მოვკალი. ადამიანი მოვკალი..._ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები ავტომობილის წინ მიგდებულ სხეულს რომელიც არც აქეთ და არც იქით არ ინძრევა. მორჩა, დამთავრდა ჩემი სიცოცხლეც. ახლა რა ვქნა? როგორ ვიცხოვრო ამ ტანჯვაში?!
-ვაიმე..._გაქვავებული მდგომარეობიდან ქალის ხმას გამოვყავარ. ბორბლების ქვეშ მიწოლილი სხეულიც ნელ ნელა ირხევა და როგორც იქნა ახელს თვალებს.
-ქალბატონო! ყველაფერი კარგად იქნება! არ დაგტოვებთ! ყველაფერი კარგად იქნება._აცახცახებული ქვითინით ვიმუხლები გზაზე მივარდნილი შუა ხნის ქალბატონისკენ და ცრემლებს მუშტებით ვიწმენდ...

***

-როგორ არის?! მოკვდება?! ხომ კარგადაა?!
-დაწყნარდით ქალბატონო. როგორც ჩანს ძლიერი ორგანიზმის პატრონია ამიტომ მხოლოდ ნეკნი აქვს გაბზარული, რომელიც საკმაოდ ადვილად გამთელდება.
-ანუ არ მოკვდება?_ გაშეშებული მზერით გავყურებ გაკვირვებულ ექთანს, რომელსაც ჩემი სიტყვების მოსმენისას ოდნავი ღიმილი გაურბის სახეზე.
-არა შვილო, არ მოკვდება. დაწყნარდი, აღარ ინერვიულო._თბილი სიტყვებით მისტუმრებს ქალი და გრძელ დერეფანში ისევ მარტოს მტოვებს. იმედი მაქვს ცოტა ხანში შევძლებ პალატაში შესვლას, ვნახო მაინც ვინაა ჩემი მსხვერპლი.
ხელების კანკალით ვიღებ სავარძელზე მიგდებულ მობილურს და ნაცნობ ნომერს დაჰიპნოზებულივით ვურეკავ. ყურმილში მალვე მესმის ქალის მომაჯადოვებელი ხმა.
-ბე...
-ბებომ გენაცვალოს, როგორ ხარ დედუ?
-ბე...მომენატრე ძალიან..._უაზრო ხმით ვპასუხობ ქალს და თვალიდან წამოსულ ცრემლს მუჭით ვიწმენდ.
-მარგო, ბებო რა ხმა გაქ? მოხდა რამე?_დანაღვლიანი ტონით მპასუხობს ჩემი ტკბილი ბებუკა და მეც ვეღარ ვიკავებ ცრემლების უხვ ნაკადს.
-ცუდათ ვარ მარგუშ. ცუდათ...
-შვილო დაწყნარდი და ამიხსენი რა მოხდა?_ვგრძნობ როგორ აუკანკალდა ხმა და ყურზე მთელი ძალით მიიჭირა ყურმილი.
-მე კი ვარ კარგად, მაგრამ ჯობდა ისევ მე დამმართნოდა რამე ვიდრე იმ საწყალ ქალს...
-მარგო მითხარი სად ხარ?! მითხარი და ახლავე მოვალ შენთან!
-არ ვიცი, რომელიღაც საავადმოყოფოში, ცენტრში...

***

დერეფანში ქორივით შემოფრენილი, ჯინსებსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი კოხტა ქალი, ჩემი დანახვისას, ჩქარი ნაბიჯებით მოდის და ძლიერად მეხუტება მხრებზე, თანაც აცრემლებულ ლოყებს მიკოცნის.
-შე სულელო, გამიხეთქე გული ადამიანო! მეგონა რაღაც დაგემართა მარგო! ამიხსენი რა მოხდა ბე!
-ვიღაცას დავარტყი მანქანა. მეუბნებიან კარგათააო მარა...მეშინია ბე რა. ძალიან მეშინია!_აბღავებული ვებღაუჭები ხანში შესული ქალის მხრებს.
-კარგი შვილო დაწყნარდი. მარგო, ბებო, შემომხედე აბა. აი ასე, დაწყნარდი. ყველაფერი კარგადაა. რადგან გეუბნებიან რომ ყველაფერი ნორმაშიაო ესეიგი ასეცაა. არ ინერვიულო ბებომ გენაცვალოს. ეხლა შედი პალატაში და მერე სახლში წავიდეთ.

***

საკაცეზე სუსტად მიწოლილი ქალი, იქვე დამდგარ პატარა რადიოს თვალებდახუჭული უსმენს. კარების ჭრაჭუნზე წამის მეასედში ახელს ჯერ ერთ ქუთუთოს, შემდეგ მეორეს და საოცარი, მწვანე თვალებით ღიმილიანად გამომყურებს.

-ქალბატონო..._ყოყმანით ძლივს ვუყრი ერთადერთ სიტყვას თავს, მაშინვე ცრემლები მვარდება თვალებიდან. ვინ იცის, რა უსუსურის შთაბეჭდილებას ვტოვებ.
-არ გინდა შვილო, ნუ ტირი._ქალის თბილი ხმა სასიამოვნოდ მეცემა გულზე და უფრო უხვად იწყებს ცრემლების ნაკადი სვლას. მის გვერდით მდგარი სკამისკენ დარეტიანებულად ვიწევ. ლოგინზე თავს საცოდავათ ვდებ და საბანში ვაგრძელებ ტირილს. ქალის დაკოჟრილი ხელები რბილ თმებზე სასიამოვნოდ მეხებიან და მეც ოდნავ მიწყნარდება კანკალი.
-არ გინდა შვილო. შენნაირად ლამაზი ქალი არ უნდა ტიროდეს ასეთი მოხუცისთვის როგორც მე ვარ. ყველაფერი კარგად იქნება, ვერ ხედვ როგორი ძლიერი გახლავარ?!_სიცილით, ამაყად მეუბნება. მეც შედარებით მიუმჯობესდება ხასიათი.
-მაპატიეთ რა. არც კი მიფიქრია თუ ასეთი რამ მოხდებიდა...
-არა შვილო, ჩემი ბრალია. ყველაფერი ჩემი მოუთმენლობის შედეგია, შენ არაფერ შუაში ხარ. ახლა ის მითხარი, ასეთ ლამაზ გოგოს რა ქვია?
-მარგო. მარგო მქვია ქალბატონო...
-ულამაზესი ხარ შვილო. არ ღირს ტირილი. მორჩა, გაჩერდი ახლა!_მტიცედ მეუბნება თმაჭაღარა და ცრემლებს წვრილი თითებით მაშორებს თვალებიდან.

***

ღამის თერთმეტი საათია. დაღლილი კი არა ფაქტიურად გულწასული ვარ. მხოლოდ ათი წუთი იქნება რაც ბებომ მომიყვანა სახლში, ჰოდა მეც მაშინვე გავიძრე ტანსაცმელი და ჩვეული მოქმედებით მხოლოდ ბრეტელებიანი პერანგის ამარა დავრჩი. აცუღლუტებული ლაილა სველი ცხვირით ხელზე მელამუნება და მოფერებას ითხოვს.

მობილურის აციმციმებული ეკრანისკენ მეპარება თვალები. რამდენიმე საათის წინ მოსული შეტყობილება რატომღაც გულში უცნაურ გრძნობას მინთებს:

From: ჩემი თინი <3
To: მარგო
მო დღეს მთელი დღეა ვცდილობ როგორმე მაინც დაგიკავშირდე. სად ჯანდაბაში დაიკარგე გოგო?
გოგოცუნა, მისმინე ეხლა. და არ გაბრაზდე რა, ასე უეცრად რო მოხდა ყველაფერი. მოკლედ, ამ დღეებში ვერ გნახავთ. ვერც ოფისში ვერ მოვალ. ბოდიში მო რა. ძალიან უხერხულად ვარ მაგრამ როგორც კი დავბრუნდები ქალაქში ყველაფერს მოგიყვებით. დინას და ლილეს მოკითხვა. მიყვარხართ ძალიან! :*

როგორც კი ბოლო სიტყვა ამოვიკითხე მაშინვე ახალი შეტყობინება გავხსენი და მოწადინებით დავიწყე წერა.


From: მარგო
To: ჩემი თინი <3
სულელი ხარ ქალო რას მიხდი ნეტა ამ ბოდიშებს. მთავარია მიხედო თავს სადაც არ უნდა იყო. სულ ყველას ძალიან გვიყვარხართ შენ და ლექსო.
პ.ს გაუფრთხილდი შენს თავს თინ!

ღილაკს როგორც კი დავაჭირე თითი, შეტყობინებაც მაშინვე გაიგზავნა. თინის წერილი დიდი ისტერიკით არ მიმიღია, ამიტომ ისევ საღამოსკენ მომხდარი ამბავი ამიმიტივტივდა თავში.
ჩემს "კინაღამ შეწირულს" ანა ქვია, მარგო ბებოზე ორი წლით პატარა ყოფილა. იმდენად კარგი და პოზიტიური ადამიანი აღმოჩნდა რომ მე და მარგო კიდევ ცოტა ხნით დავღცით მასთან.
დავპირდი როგორც კი მოვიცლი, ისევ მოგაკითხავთთქო. ძალიან მოეწონათ ბებოებს ერთმანეთი, შეეწყობიან ქალები და იჭორავებენ, ვის რამდენი აქვს წნევა და ვინ რამდენი წვეთი კატაბალახა დალია დღეში.

რაც შემეხება მე, ისევ აივანზე ვზივარ. ბოლო დროის ნერვიულობისა და სტრესისგან, ძილის პრობლემები მაქვს, თანაც ეს სიცხე კიდევ უფრო მტანჯავს.
გარეთ გამოსვლამდე არემარე კარგად დავზვერე, მეთქი ის დარტყმული წყვილი ეხლაც არ "ნებივრობდეს" თქო. დავრწმუნდი თუარა რომ ყველაფერი სუფთაა, ამაყად გამოვწიე ჩემი პატივცემული შეზლონგი და ასევე ამაყად მოვკალათდი, თხელი ბრეტელებიანი პერანგით. აბა რა ვქნა ხომ არ დავიწვები ამ სიცხეში?
ვერცხლისფერი მთვარის შუქი დახუჭულ თვალებზე სასიამოვნოდ მეფინება, ჰოდა მეც უფრო და უფრო ვიძირები წყნარ ღამეში.

-ვხედავ, ძალიან მოგწონს ღამით ნებივრობა.
მამაკაცის ნაცნობი ხმა უცნაურად მივლის კანზე. დაფეთებულად ვწევ ტანს შეზლონგიდან და სბინელეში მოელვარე ორ თვალს დაბნეულად გავყურებ. იდაყვებზე დაყრდნობილი, წელს ზემოთ შიშველი სილუეტი წყლის ბოთლს ათამაშებს ხელში, თან მე მათვალიერებს დაჟინებული მზერით. წამისეული შიში ზუსტად იმავე წამს ქრება, ამიტომ ისევ ამაყი ქალის იერს ვიბრუნებ.

-ვხედავ, დღეს ვიღაცას მარტო უწევს ღამის გატარება._მისივე დამცინავი ტონის პასუხის შემდეგ, ტანს არხეინად ვაბრუნებ შეზლონგზე. უცნობი რათქმაუნდა ხვდება რაზე, ანდაც ვიზეა საუბარი.
-ვიფიქრე ერთი დღით მაინც დავაძინებ საწყალ მეზობელსთქო._ცინიკურად მიბრუნებს სიტყვას და იქვე მიყუდებულ სკამზე ჯდება, ფეხებს კი პლასტმასის თეთრ მაგიდაზე აწყობს.
-მადლობა თქვენო უდიდებულესობავ რომ დღეისთვის მაინც დამინდეთ.
-როგორც ჩანს, სექსით დიდად არ ხარ აღფრთოვანებული._თვალებ მოჭუტული გამომყურებს და პროვოკაციული კითხვით დგავს მორიგ ნაბიჯს დიალოგისკენ. ყველაფრის მიუხედავათ, მისი კითხვა დიდად არ მძაბავს, ამიტომაც ძალიან წყნარად ვაგრძელებ ლაპარაკს.
-რატომაც არა, უბრალდოდ ვფიქრობ ჯობია შენთვითონ განიცადო ყველაფერი ვიდრე უცნობი მეზობლისგან "მოისმინო"._ უკუნეთი სიბნელის გამო მის სახეს საერთოდ ვერ ვხედავ, მხოლოდ გაფანტული სილუეტი თუ მწვდება თვალებამდე, თუმცა ვხვდები რომ ჩემს სიტყვებზე ეღიმება. -მაგრამ ზოგ-ზგიერთებისგან განსხვავებით, იმდენი გაგება მაინც მაქვს რომ აივანზე არ დავკავდე „უწმაწურობებით“ და მეზობლებს ნორმალურად დაძინების საშუალება მაინც მივცე!_ხელებით ვანიშნებ ბრჭყალებს, თან კულტურულად ვსვავ ადგილზე, საკუთარი თავით ამაყი კი გემრიელად ვიშლები მხრებში.
-აი დაკავდები ამ „უწმაწურობებით“ ექსტრემალურ გარემოცვაში და მერე ვნახოთ როგორ აჟუჟუნდებით ქალბატონო მეზობელო._ჩემივე გამოთქმას ჩემს საწინააღმდეგოდ აბრუბენს, ამიტომ ისევ მე ვრჩები წაგებული.

1-0.

- თუ აივანია „ექსტრემალური გარემოცვა“ და სხვაზე უბრალოდ ფანტაზია არ გყოფნით შენ და შენს „პუპსს“ მაშინ ხელები ჩამომიყრია.

1-1


-აი შემდეგ დროს თუ შემოგვიერთდები, ექსტერამლურ გარემოზე სამივემ ერთად ვიფიქროთ._სისინა გველის შხამივით მედება მისი სიტყვები ტვინზე.
ამ ჯერზე, ჩემმა გამჭრიახმა ტვინმა ვერაფერი ვერ მოიფიქრა იმისთვის რომ როგორმე მაინც მოეგერიებინა „მტერი“.

-მორჩა, მეძინება! ნახვამდის!_ცხვირ აბუზული ვდგები შეზლონგიდან და რაც შეიძლება ამაყად მივიწევ კარებისკენ, მიუხედავათ იმისა რომ ვიცი, ბუნდოვნად მხედავს. ოთახში შევდივარ თუარა ტანზე ვიხდი და ლოგინისკენ მივდივარ, იმით გულნატკენი, რომ ერთი ნორმალური სიტყვაც არ უთქვამს უცნობს. მაგრამ სულ ბოლო წამს, თითქმის იმ დროს როდესაც იმედი მთლად დამეკარგა, აივნიდან წამოსული დახშული ხმა მვდება ყურებზე.

-გაიბუტე?!
-არა!_გავკივივარ ოთახიდან.
-როგორ არა, ვიცი რომ გაიბუტე!_სიცილ ნარევი ხმა ისევ შემოდის ოთახში. მეც ვეღარ ვითმენ და კარებს ამოფარებული, გარეთ გაუსვლელად ვყოფ თავს აივანზე.
-არა თქო!
-კარგი. მაშინ ძილინებისა და იმედია ეს არ იქნება ღამის აივნის უკანასკნელი შეხვედრა!_ საოცრად თბილი ხმით მეუბნება მომიჯნავე აივნის მამაკაცი, მერე კი, როგორც ვხვდები, დინჯი ნაბიჯებით მიემართება ოთახისკენ.
მეღიმება. რა ვქნა, არ ვარ ცუდი გულის პატრონი და არც ბრაზი არ რჩება ჩემში დიდი ხნით.
დებილი გოგოსავით გაღიმებული ვბრუნდები ბინაში, ზურგით ლოგინს ვეხეთქები, თან თავში, „ექსტრემალი მეზობლის“ სასიამოვნო ხმა მიტრიალებს.
-მომდევნო შეხვედრამდე უცნობო მეზობელო...

****************************************************
თავი 2
****************************************************

დილაუთენია მარგოს ზარმა გამაღვიძა, ჰოდა ჩვენც ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელკავი და გავქანდით ანიჩკასკენ.
საავადმყოფოში შესვლისას მარგო უფროსი წინ გავუშვი, მე კი ექთანის მოსაძებნად წავედი, ვიფიქრე რაიმე ახალს მაინც გავიგებ ანას მდგომარეობის შესახებთქო. ერთ კვირასი გამოვწერთო მომახენეს. ჰოდა მეც ამ ამბით გახარებული სასწრაფოდ მივემართები ნაცნობი პალატისკენ.

-ვაიმე! მაპატიეთ რა, ვერ დაგინახეთ. კარგად ხართ?_ვიღაც მამაკაცს ვასკდები ზურგიდან, რომელმაც რამისაა ცხელი ყავა ზედ გადაისხა.
-არაუშავს_წამიერი დაბნეულობის შემდეგ გონზე მოდის თუარა გაღიმებულად გამომყურებს. -უბრალოდ შემდეგში ფრთხილად იყავით, თქვენთვითონაც არ დაიშავოთ რამე._თბილი სიცილით მეუბნება, მერე კი გზას მითმობს.
მეც ღიმილით ვშორდები და პირდაპირ ანას პალატისკენ ვიღებ გეზს.

-ანა ბებო!_კარებს ვაღებ თუარა ლოგინზე წამომჯდარ ანიჩკას ვახტები მკლავებზე, ქალიც მზრუნველად მიკოცნის დაბერილ ლყებს. მარგოც იქვე ზის და ბედნიერი თვალებით გამომყურებს.
-მარგო, ჩემო კარგო, ეს რა ენერგიული ბავშვი გყავს!
-ჩემი შვილიშვილი არაა რო?_სიცილით პასუხობს მარგოც თან ვხედავ როგორი ამაყი სახე უჭირავს.
-აუ, მგონი წეღან ვიღაც დავწვი დერეფანში და რამისაა მეც თავ-ყბა მოვიტეხე_კისკისით ვუყვები ორი წამის წინ მომხდარ ამბავს, როდესაც პალატის კარები ფარტოდ იღება და ოთახში ნაცნობი სახე შემოდის, ყავის ჭიქით ხელში.
-ანანო, უნდა ამაყობდე რო ასეთი ძლიერი შვილიშვილი გყავს თორე „ნეო-ინკვიზიტორებმა“ კინაღამ ცოცხლად დამწვ..._მხიარულად მობუზღუნე მამაკაცი ჩემი ჩაბჟირებული თვალების დანახვაზე წამით ჩერდება, მერე კი უფრო მაგარი სიცილით აყრუვებს არემარეს
-აი ამ ქალბატონმა რამისაა სიცოცხლეს გამომასალმა ბე. ინკვიზიტორო!_თვალებმოჭუტული გამომყურებს და ბუზღუნით იშვერს საჩვენებელ თითს ჩემსკენ.
-ეს ისეთი ხიფათიანია შვილო, მადლობა ღმერთს რომ თვითონაა ჯანმრთელად._მზრუნველად მიღიმის ანიჩკა და თვაზე დანაოჭებულ ხელს მადებს. -ეს დათოა ჩემი უფროსი შვილიშვილი.
-სასიამოვნოა ქალბატონებო_თბილად გვიწვდის ხელს მე და მარგოს ახოვანი მამაკაცი, თან საყვარლად ასრულებს რევერანსს.
-ძალიან ვწუხვარ მომხდარის შესახებ. არ მინდოდა ანა ბებოს რამე მოსვლოდა..._ავარიის გახსენების შემდეგ ხალისიან სახეზე ნაღვლიანი გამომეტყველება მედება.
-ახლა თუ არ გამოიცვლი მოწყენილ ხასიათს შენი წუწუნი მომკლავს იცოდე!
-ვერ ხედავ რა ძლიერი ბებო მყავს, მარგო?_დათოს სიცილმა წამში განმუხტა ყველანაირი დაძაბულობა და მეც მალე გადამივიდა მოწყენილი მზერა სახიდან...

დათოც ისეთივე საოცარი ადამიანი აღმოჩნდა როგორც ანა. საკმაოდ გრელი და მსუყე დიალოგის შემდეგ გადავწყვიტეთ კიდევ ერთი შეხვედრა დაგვეგეგმა ასე რომ რამდენიმე ხანში რომელიმე კაფეში დავჯდებით და ვიჭორავებთ.
საბოლოოდ, მალევე წამოვედი. მაგრამ ჯერ, მარგოს თხოვნით და ანას დაჟინებით, ლაიზა ბებოს გავუარე მანქანით. თინის გაუჩინარებით გაკვირვებულმა, სასწრაფოდ გამოვკითხე ყველაფერი მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როდესაც გავიგე, რომ ლექსოს საყვარელი თინისთვის ხელი ჩაუკიდია და ქალაქგარეთ წაუყვანია რაღაც უცნობ საქმეზე.

მოგვიანებით, სახლში მისვლამდე დინამ და ლილემ დამირეკეს, შენი კარების წინ ვდგავართ და თუ არ გაგვიღებ შემოვანგრევთო. მეც რაღა დამრჩენოდა, მათი „მუქარით“ შეშინებული სასწრაფოდ გავემართე სახლისკენ...

***

-სად ხარ აქამდე ქალო?_როგორც კი ლიფტი იღება ლილეს აწითლებული სახე მხვდება თვალებში.
-მო, მალე დაალევინე ამას რამე წამალი თორე მოკლავს ეს ალერგია ხო იცი_დინას ხმამაღალი კისკისი და ლილეს მუჯლუგუნი ერთია. მეც ფუსფუსით ვაღებ კარს და სულ მალე ლილეს ალერგიაც წყნარდება აბების მიღების შემდეგ.
-გლინტვეინი, ლიქიორი თუ მამაპაპური ორმოც გრადუსიანი არაყი?_სიცილთ ვარჩევ დასალევს. დიდათ არ მინდა დათრობა მაგრამ სამაგიეროდ ღამე კარგად დავიძინებ.
-გლინი მოგვართვი!
-მო, დინას არ უთქვამს ჯერ ალბათ. თაზუკას და ლექსოს მეგობრები გვპატიჟებენ სადღაც ქალაქ გარეთ, აგვისტოს ბოლოსკენ. წამოიყვანეთ ვინც გინდათო. ორი კვირით ოფისსაც კეტავთ ბარემ და წავიდეთ რა.
-ჰო, თან ჩემი და თაზოს კურსელი იყო ერთერთი და კონტაქტში ვართ დღემდეც. იქნებ თინი და ლექსოც დაბრუნდნენ მანამდე._ხვეწნით გამომყურებენ გოგოები.
-რატომაც არა. აბა ამ ორი კვირის განმავლობასი ასე მარტოს ხომ არ დამტოვებთ._კისკისით მომაქვს გლინტვეილის ყავისფერი ბოთლი და იქვე დივანზე ვკალათდები გოგოებთან ერთად.
-ჯიგარი ხარ, მო!

***

საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ შეზარხოშებული (უფრო სწორედ, მთვრალი) გოგოების გაცილებას ვცდილობ. გარეთ გალასლასებულნი ტაქსის მოლოდინში, კიდევ კარგა ხანს ვიკლებთ სიცილით ქუჩას. სანამ ჩემი წუნია მეზობლები გაგვლანძღავდნენ ქალები მანქანაში ჯდებიან და ძველებური ხმამაღალი ხარხარით ტოვებენ არემარეს.
-რო მიხვალთ დამირეკეთ!_გავკივივარ ბოლო ხმაზე. მერე როგორც იქნა ვხვდები რომ სახლში დაბრუნების დროა ჰოდა უაზრო ღიმილით ვტოვებ ეზოს. ეს ესაა სადარბაზოს კარები უნდა გავაღო რომ პატარა კიბეზე ფეხები ჩვილი ბავშვივით მებლანდება. ჰოდა, ბოლო რაც მახსოვს ფრენის მომენტია.
აი უკვე რამისაა ტროტუარს ჩავახუტებ ცხვრს როდესაც უცნობი ძალა (და საკამაოდ ძლიერი ძალა, თუ საერთოდ ითქმევა ასე) წელზე მეჭიდება და წამის მეასედში მყარად მაყენებს ფეხზე.
-ვფიქრობ ალკოჰოლი და თქვენ ვერ ეწყობით ერთმანეთს ქალბატონო._საოცრად მომაჯადოვებელი, ბოხი ხმა სასიამოვნოდ მივლის ვენებში.
-მაპატიეთ... და მადლობა. მადლობა რომ დამიჭირეთ._შედარებით გონზე მოსული ფეხზე მყარად დადგომას ვცდილობ მაგრამ, მაინც ვგრძნობ რომ უხეშობის მოყვარული ხელები მწარედ მიჭერენ მტევნებს ხორცზე.
-არ ღირს._თბილი ხმა წამის მეასედში მკაცრდება და ყინულივით ცივი ხდება. მე კი, სისხლადუღებულს, ამჯერად ნამდვილად მეხვევა თავბრუ და... -თქვენი ბინის მისამარ..._ და ვითიშები...

***

ბურუსი. ნაცრისფერი ბურუსი მაწვება თვალებზე. განიერი ლოგინიდან თავს გიჟივით ვწევ, აქეთ იქით ვიხედები: ხის მასიური ლოგინი ორ ტუმბოს შორის დგას რომლებიც მსგავსი ფერის ტონებში არიან შერჩეულნი. ლოგინიდან მარცხნივ აივნის ღია კარი მოჩანს. მარჯვენა კედელზე კი, ცოტა მოშორებით, ასეთივე მასიური ხის კარებია მოთავსებული. ყველაფერი ერთგვარ ჰარმონიას ქმნის, ოთახიც მოწესრიგებულია. მარტო მე ვარ არეული, ტვინი გამისკდება ახლა ალბათ ფიქრითაც და გუშინდელი სასმელითაც.
თვალების ცეცებაში გართული როგორც იქნა ვამჩნევ ტუმბოზე დადებულ ორ თეთრ ტაბლეტსა და ვაშლის წვენს.
-არ ღირდა არყის გადმოღებაც გუშინ..._მტკივნეულად ვიჭერ გაცხელებულ მტევანს შუბლზე. როგორც იქნა ვდგები ლოგინიდან და აივნისკენ მივემართები. ცივი ნიავი სახეზე გემრიელად მელამუნება
-უი, რა ლამაზი ყვავილებია!_მომიჯნავე აივნისკენ მეპარება თვალები. ასეთი ყვავილები მეც მაქვს! ასეთი შეზლონგიც მაქვს და ასეთი ძაღლიც მყა...
-ლაი?!_თმა ყალყზე მიდგება როდესაც შოკოლადისფერ ლაბრადორს ვამჩნევ, რომელსაც ვარდისფერი ცხვირი აივნის მოაჯირში გამოუყოფია. ლაილაც ბედნიერად მიქნევს კუდს და ჩვეული გრუხუნა ყეფვით მეგებება შორიდან.

„მეშლება თუ ის ნადვილად ჩემი ბინის აივანია? არა, ნამდვილად ჩემი ბინაა.“

-გაიღვიძე ფისო? _ნაცნობი ხმა ზურგზე მეფინება, ჰოდა მეც მალევე ვბრუნდები ოთახში. იქ კი ასეთი სანახაობა მხვდება: როგორც ვხვდები, აბაზანიდან ახალ გამოსული, ჟღარ თმიანი, მთასავით მაღალი და ტანადი მამაკაცი პირსახოც მოხვეული მიდგას წინ და „რიჟა“ თავზე დაძარღვულ მტევნებს ისვავს. მკვრივი გულ-მკერდიდან ჩამოწვეთილი წყლის წვეთები, დაკუნთულ თეძოებზე მარგალიტებივით მოგორავენ.
-ჰა, როგორ მოგეწონა გუშინდელი ღამე?_მომწვანო უზარმაზარი თვალებით ცელქი ბიჭუნასავით გამოყუებს და ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება. მის ნათქვამზე და სიტყვების კომბინაციის გაგებაზე საშინელი რაღაც მიტივტივებს თავში.

„ნუთუ რამე მოხდა ჩვენს შორის გუშინ?! სრულიად გათიშულ მეს და ამ საშინლად ცხელ უცნობს რამე გვქონდა?!“

-ანუუ ჩ...ჩვენ..?_ავტომატურად ვიხედები ტანზე და მხოლოდ ახლა ვამჩნევ რომ დიდი ზომის შავი მაიკა ტანზე, სარაფანივით.
-ჩვენ რა?_გაკვირვებულად მეკითხება თან მომწვანო თვალებს აცეცებს ჩემს სახეზე. მალევე სახე უბრწყინდება და ვხვდები რომ მთელი ძალით ცდილობს სიცილის შეკავებას. -შენ რა გეგონა სექსიგვქონდა? იცი შეიძლება გეწყინოს მაგრამ, მანიაკი არ ვარ._ვითომდა დამწუხრებული სიცილით მეუბნება და ისევ ჩემს გუშინდელ გათიშულობაზე მანიშნებს. -რა? რატო მიყურებ ასე? არ შეგჭამ ნუ გეშინია._სარკაზმს ურევს სიტყვებში. ნეტა რატომ აქვს ასეთი ნაცნობი ხმა? თვალებიც, და საერთოდ, სახის ნაკვთებიც. მმმ, ნეტა თუ შევხვედრ...

-შეენ?_პირდაღებული ვდგავარ ერთ ადგილზე. აი ის „პუპსიკია“ მაშინ რომ ერთობოდა იმ გველთან ერთად აივანზე და რომ ამბობდა „ექსტრემალური გარემოცვა, ექსტრემალური გარემოცვაო“.
-რა მე?_მისი კიდევ უფრო გაკვიირვებული სიტყვების გაგებისას ხმამაღალი სიცილი მიტყდება. მერე ადექი და იძახე ცხოვრებაში დამთხვევები არ ხდებაო.
-ოოო, ვხედავ გუშინდელი სასმელიდან ისევ არ გამოსულხარ._ჰო, როგორ ჩანს ჩვენი „პუპსიკი“ თავისი ტურფა საყვარელივით ცინიზმის მოყვარულია.
-რაო ბატონო „ექსტრემალური ადგილების“ მოყვარულო, რატო ხარ ასეთი გაკვირვებული? კი არ შეგ-ჭამ..._თავისივე ფრაზას დამარცვლით ვიმეორებ. მხოლოდ ახლა ვამჩნევ რომ მის უცნაურ თვალებში მიხვედრილობის სხივი გარბის. -აჰაა, მიცანი ეხლა არა?_ქალური კისკისით შევციცინებ და ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები. პფფ, დაიბნა!
-ოჰოო, როგორც ჩანს ისეთივე მიმზიდველი ყოფილხარ როგორიც ხმა გქონდა._მიმცინარი სახით გამომყურებს და ღრმა ღიმილში თვალები ეკარგება. უეცარი კომპლიმენტი ცოტა არ იყოს მაწითლებს სახეზე, მაგრამ მაინც მეამაყება.

უცნობი მეზობელი რომელსაც ძალაინ კარგადაც ვიცნობ, დინჯი ნაბიჯებით გაეშურა იქვე მდგარი კარადისკენ საიდანაც, როგორც მივხვდი, თეთრი მოკლემკლავიანი და ჯინსის შარვალი გადმოიღო, ხელები კი, ამასობაში წელზე შემოხვეული შავ პირსახოცისკენ გააპარა.
სანამ რამის გააზრება მოვახერხე, პირსახოცი შრაშუნით დაეფინა იატაკზე...ტრუსი აცვია! ამიტომ ჩემი დაძაბულობაც, აწითლებული სახის ჩათვლით, წამსვე ქრება.
-რა იყო ფისო, დაგცხა?_ექიდნური ღიმილი აიკრა სახეზე.
-თქვენ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ ყმაწვილო._მეც არ ვაკლებ ენის სიმწარეს. უცნობის შემყურე, თავიდან ერთიანი ბრაზი მივლის ორგანიზმში, თუმცა მიის საყვარელი, ოდნავ დაჭორფლილ ლოყებში ჩამალული თვალების დანახვა მეც ღიმილს მდებს სახეზე.

***

დაახლოებით ერთ საათში სამზარეულოდან ნაჭამ-ნასვამები გამოვედით. მთელი ეს დრო უმხმოდ გავატარეთ. არც ერთი სიტყვა, წინადადება.
-ჩემი ტანსაცმელი სადაა?_გაკვირვებით ვეკითხები ამჯერად უკვე ჩაცმულ მამაკაცს რომელიც ფორთოხლის წვენს გემრიელად შეექცევა თან იმ ოთახისკენ მიმიძღვება სადაც ცოტა ხნის წინ პირველად გავახილე თვალები.
-იქვე გადავკიდე სკამზე.
-შენ გამხადე გუშინ?
-ჰო.
-სად გეძინა?
-ჩემ ლოგინში.
-შენ ლოგინში?!
-ჰო.
სკამზე აკურატულად გადაკიდებული ტანსაცმლისკენ მიმითითა, დაგტოვებ ცოტა ხნითო და ოთახიდან გავიდა. მეც მალევე მოვწესრიგდი, აღარ გავწელე დრო. სულ ცოტა ხანში კი საძინებლის კარი გამოვაღე და მისაღებში ამაყად გავედი.
-არა, დღეს არ მცალია. არც ხვალ. პირველი დღეა ოფისში ხომ იცი. როდის გავთავისუფლდები? არ ვიცი, გაჩანია როგორი უფროსი შემხვდება და როდის ისურვებს გამოშვებას. მორჩა წავედი ეხლა. _ჩემი დანახვისას სასწრაფოდ ემშვიდობება მობილურზე მოსაუბრე მეორე აბონენტს და გახარებული თვალებით გამომყურებს. ვგრძნობ როგორ გაურბის სიმპატიის წამიერი ნაპერწკალი თვალებში, მაგრამ მაველევ ქრება, თითქოს არც ყოფილიყოსო.
-ჩემი წასვლის დროა.
-გასაგებია. იმედია კიდევ გნახავ როგორმე.
-თუ შენი „პუპსი“ არ იქნება წინააღმდეგი._ცინიკურად ვპასუხობ, მაგარამ მალევე ვიხევ უკან, მისი გულწრფელი სიტყვების მოსმენისას . -იმედი მაქვს შევხვდებით._საყვარელი ღიმილით გავყურებ. კარებისკენ ნელი ნაბიჯებით მივიწევ, მეზობელიც უკან მომყვება. ვფიქრობ რაღაცის თქმა უნდა, თუმცა ჩუმადაა. ბოლოს მაინც ვეღარ ითმენს და მოსალოდნელ ფრაზას ამოთქვამს.
-შენი სახელი აქამდეც არ ვიცი...
-სამაგიეროდ შიშველი გყავარ ნანახი_ხუმრობას ვცდილობ...
-არც ისე შიშველი. მინდა მოგახსენო რომ „უგრძელესი“ მაისური და ქვედა საცვალები გეცვა._ისიც მყვება ხუმრობაში. მომწონს ამ ადამიანის აზროვნების სტილი, უბრალო და რბილი.
-მადლობა ყველაფრისთვის._მსუბუქი ღიმილით ვემშვიდობები და სადარბაზოში გასული, ნელი ნაბიჯებით დავუყვები კიბეებს. რამდენიმე საფეხური მაქვს გავლილი. თუმცა მაინც ვჩერდბი, მერე კი...
-მარგო._ მერე კი ღიმილიანი სახით ვაგრძელებ გზას...

***

ლაილა ბედნიერად შემხვდა, კუდისქიცინით მთელი დილა მახალისებდა. თინიასთან დაკავშირებაც ვცადე. სამი დღე მაინც იქნება რაც უგზო უკვლოდ დაიკარგა. ვნერვიულობ მასზე, არ მინდა რომ შარში გაეხვიოს. თუმცა ერთადერტი ის მამშვიდებს რომ ლექსოა მასთან და სადარდებელიც თითქმის არაფერია.
აივნის ვიზიტებზეც გეტყვით. დღეს სახლში დარჩენა ვარჩიე. ამიტომაც მოვიდა თუარა შუაღამე მაისური ლიფჩიკითურთ გავიძრე და პირდაპირ ლოგინს მივაშურე თავის ოთხ ბალიშთან ერთად...

საავადმყოფოში დღეს ვერ მოვახერხე წასვლა ანას სანახავად. სამაგიეროდ მარგომ მომახსენა რომ ლაიზა წაუყვანია. ჩემი მოხუცები რომ არ მყავდნენ რა მეშველებოდა ნეტა?
ნუ რათქმაუნდა, ჩემ მერვე წლის გაყრილ მშობლებს სად სცალიათ თავიანთი შვილისთვის. დედაჩემს თავისი ახალი ოჯახიც ყოფნის, სამი შვილი და მოსიყვარულე ქმარი, რომელიც მამაჩემს არც კი შეედრება. ლევანიც იგივე სიტუაციაშია, თუმცა მას დედასთან შედარებით ერთი შვილი ყავს ახალი ცოლისგან. მიუხედავათ ყველაფრისა, სხვადასხვა ოჯახში მცხოვრებნი, მაინც ცდილობენ მეგობრული ურთიერთობის დაჭერას. არადა მახსოვს ერთ დროს დასანახავადაც არ უნდოდათ ერთმანეთი. ალბათ ზუსტათ მათ გამო გავხდი ასეთი გულცივი, სიყვარულის და ოჯახის ატანაც რომ აღარ მაქვს...

***

-მადლობა შენს გამოჩენას! სად ხარ აქამდე ადამიანო? _კაბინეტში შესულს, პოლონელისთვის დამახასიათებელი ტონით, დინა მახტება თავზე.
-შენგან და ლილესგან განსხვავებით „პახმელიას“ ასე ადვილად ვერ ვიტან და დილით ადგომაც არ მეხატება გულზე._ბუზღუნით ველაპარაკები თვალებმოჭუტულ დინას, რომელიც ჩემი მაგიდის წინ ჯდება და გემრიელ ყავას ასევე გემრიელად შეექცევა ნაბახუსევზე.
-კარგი ჰო, არ მცემო. გოგო და, თინიზე არაფერი არ იცი? მენერვიულება უკვე. მერამდენე დღეა არც მოუწერია არ დაურეკია. ცალკე ლილემ ხო გადამრია თავისი პანიკით._ნაღველ შერეული ხმით გამოტქვავს თავის აზრებს ქალი.
-არ ვიცი დინ. ერთადერთი ის მომწერა რო ყველაფერი კარგად მაქო, მაგრამ ამ დღეებში ვერ გნახავთო. ლაიზამაც ის მითხრა, ქალაქგარეთ წავიდნენ ეგ და ლექსოო. რატომღაც მგონია რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდება მაგათ შორის. თან ვნერვიულობ, თან გული კარგს მიგრძნობს.
-შენ პირს შაქარი მო.
-დინ, შენ ის მითხარი, როგრი კადრები შეარჩიეთ? როგორ ჩაიარა ყველაფერმა?
-საოცრად. ადრეც სტაჟიანი ხალხი მოდიოდა რათქმაუნდა მგარამ ამჯერად სულ „დამწნილებული“ დიზაინერები და პროგრამერები გადმოგვიყვანეს. თან, ვაიმე, ისეთი საყვარლები და კარგები რო, არ ვიცი რა!
-მოკლედ, შენ სულ ასეთ რაღაცეებზე როგორ უნდა გიჟდებოდე ჰა?_ოდნავი სიცილით ვპასუხობ ქალს.
-შენგან განსხვავებით ასეთი წუნია მაინც არ ვარ და ოცდაშვიდი წლის ასაკში ვიღაცასთან მაინც ვიწექი._მწარე სიტყვები რომ არ ჩაურიოს წინადადებაში ხომ არ შეუძლია! -თან ხომ გახსოვს, აგარაკზე რომ დაგვპატიჟეს? რომ გეუბნებოდი ჩემი კურსელია ერთერთთქო. ჩვენთან გადმოუყვანიათ. ბედის ირონია ხოა ეხლა, ჰა?_ ჩაფქრებული დინა ღრუბლებში დაფრინავს პატარა ბავშვივით, მეღიმება მის შემყურე. -აი, აი იქ არიან! გაიხედე!_კაბინეტის გახსნილი ჟალუსისკენ მიმითითებს, სიდანაც სოლიდურად გამოწყობილი, საბუთებზე მოსაუბრე სამი ახალგაზრდა მოჩანს.
სანამ რაიმეს გააზრებას მოვასწრებ, დინა ფეხზე დგება და მამაკაცებისკენ მიდის ნელი ნაბიჯით. ორიოდე სიტყვის შემდეგ კი, ჩემი კაბინეტისკენ მოყავს.
-ქალბატონო მარგო. ის ნახაზები, თქვენ რომ გინდოდათ ამ ახალგაზრდებს აქვთ. მობრძანდით ბატონებო._სახეზე ოდნავი ღიმილი მედება დინას ტყუილის შემდეგ.
-მართალია პირველი სამუშაო დღე მხოლოდ გუშინწინ ქონდათ ბატონებს, მაგრამ ყველაფერს მალევე შეუდგნენ._ამაყად იწყებს დინა ქოთქოთს.
-გასაგებია._დინჯად ვაქნევ თავს და ოდნავი ღიმილით ვავლებ თვალს ჩემს წინ მდგარ ტანად მამაკაცებს.
-მარგო ეს დიმიტრი ნოზაძეა,_ისევ თავის ცბიერებას მიმართავს დინა და უცნობების წარდგენას იწყებს. მკვეთრად გამოთქვამს პირველი მამაკაცის სახელს და ტვალებს მიჟუჟუნებს. როგორც ვხვდები ისაა ჩვენი ქალბატონის ყოფილი კურსელი. -ეს ბექა არაბული, ეს კი ტატო არჯევანიძე._ჰმმ..ბატონი ტატო რომელიც რატომღაც ძალიან მეცნობა. ჰმმ, სად შეიძლება მენახ...

„ჯანდაბა! ექსტრიმის მოყვარული პუპსიკი! ჯან-და-ბა! ესღა მაკლდა ეხლა ზედმეტ ტვირთად!“

-სასიამოვნოა ბატონებო. ქალბატონმა დიანამ ახსენა რომ რამდენიმე ახალი ნახაზი შემოგითავაზებიათ..._აკანკალებული ხმის დაწყნარებას კი ვცდილობ მაგრამ დაბნეულობას მაინც ვერაფერს ვერ ვუხერხებ.

„ესეიგი ტატო ქვია არა? ბატონი ტატო არჯევანიძე, რომელიც ზედაც არ მიყურებს. იქნებ აღარც ვახსოვარ?! ჰოი საოცრებავ, ნეტა მართლა ასეც იყოს!“


****************************************
თავი 3
****************************************


-ჰო ბე...ბებოო!.. არ მესმის, მოიც გარეთ გავალ. კი მესმის ეხლა._ბობოქარი კლუბიდან გარეთ მივემართები და როგორც იქნა ვაღწევ წყნარ, ჩაბნელებულ ქუჩას. -გისმენ გარგუშ.
-როგორ ხარ ბე? როდის უნდა მნახო ნეტა? სულ რომ დაგვივიწყეთ გოგოებმა მეც და ლაიზაც.
-ბე, მართლა ძალიან დიდი ბოდიში რა. ვეღარ მოვახერხე გამოსვლა. გპირდები რო ხვალე მთელი დღე შენთან ვიქნები. თან შაბათია, სულ თავისუფალი ვარ.
-დედაშენმა დამირეკა სხვათაშორის. ეგ და ძვირფასი ლევანი შემდეგ კვირას, ჩემ დაბადების დღეზე კადრულობენ ჩამოსვლას._მარგო უფროსის ცინიზმს რა გამომაპარებს. მაშინვე ვხვდები რომ დიდიათ არც თავისი შვილის და არც სიძის ნახვა არ უნდა.
-მთავარია შენ არ ინერვიულო არაფერზე მარგო. მეც ვიქნები შენთან და ყველაფერი რიგზე გვექნება._შედარებით ნაღვლიანი ხმით გავკივივარ ქუჩაში და კლუბიდან გამოსული გრუხუნის დახშობას ვცდილობ.
-ბებომ შემოგევლოს შენ. კარგი ბე წადი ეხლა, აღარ მოგაცდენ და ხვალე გნახავ.
თბილად ვემშვიდობები უფროს მარგოს და ნელი ნაბიჯებით მივიწევს კლუბისკენ, თან ჩემ მშობლებზე ვფიქრობ.

-მო! ჯანდაბა შენს თავს რამდენს გეძებდი გოგო, გული გამისკდა!
-დინ ნუ ხარ ასეთი უჟმური რა, მარგოს ველაპარაკებოდი_გარეთ გამოვარდნილ დინას სიცილით გავყურებ, შემდეგ კი უკან მივყვები მორჩილი ბავშვივით.
-მოოოო! წამო ვიცეკვოოოოთ!_როგორც კი ღამის კლუბში ვდგავ ფეხს მხრებზე ლილე მახტება და დარბაზის ცენტრისკენ მიმათრევს, თან ჩვეული გაწელილი სიტყვებით აგრძელებს რაღაცეების ბუტბუტს.
მოკლე, შავ კაბაში გამოწყობილი მე, ენერგიული ნაბიჯებით მივყვები აცანცარებულ ქალს, თვალებ მოჭუტულ და ხელებ გადაჯვარედინებულ დინას კი ზურგს უკან ვიტოვებ. მზერა ჩვენი მაგიდისკენ მეპარება, რომელიც ძლივს-ძლივობით მოჩანს გადატენილი დარბაზიდან. გულში ისევ ბედნიერების ელვა გარბის როდესაც, დაჯღანული ლილეს თაზო და დინა რაღაცაზე გამწარებულად კამათობენ. მათი სასაცილო გამომეტყველება მეც ღიმილს მგვრის.
-კარგი, კარგი ლილე, ვცეკვავ ხო... ვცეკვავ..._ფიქრებიდან ახალ გამოსული, დაბნეულად ვპასუხობ მუსიკით აჟიტირებუ ქალს რომელიც ნელ-ნელა მშორდება ცეკვა ცეკვით, სანამ საბოლოოდ არ მეკარგება ხალხის ბრბოში.
თავიდან ცოტაოდენი პანიკა მივლის, მაგრამ ხმამაღალი მუსიკა წამის მეასედში მაბრუნებს ხასიათზე. ელექტრონული ნოტები ყურებში სასიამოვნოდ დაქრიან და ტვინს გემრიელ იმპულსებს უგზავნიან. თითქოს, თვალის ერთ დახამხამებაში ტრანსში ვვარდები და სხეულს ენერგიულად ვაყოლებ არემარეს. მომწონს ეს ყველაფერი...

-ასეთი მადიანი თეძოები ჯერ არსად არ მინახავს, ფისო_მამაკაცის უცნაურად ნაცნობი ბარიტონი სასიამოვნო ჟრუანტელს მაყრის კანის ყოველ სანტიმეტრზე. სადისტურად მიჭერს წელზე ხელებს, ისე რომ სულელური ტკივილით ოდნავ მაკვნესებს.
ზურგს ნაცნობი უცნობის განიერ მკერდს ვაკრობ, წელს კი ენერგიულად ვაყოლებ მის ტანს. ვხედავ როგორ მოცურავენ მამაკაცის დაძარღვული მტევნები მუცელზე და თბილად მეხვევიან წელიდან.
-უკვე მერამდენედ გხვდებით ასეთ უცნაურ გარემოებაში არა ქალბატონო მარგო?

„ჩემი სახელი თქვა თუ მეშლება?“

სიტუაციის გადასამოწმებლად ტანს რაც შეიძლება სწრაფად ვატრიალებ და...
მამაკაცის ნაცნობი სახე (რომელიც დარწმუნებული ვარ აქამდე საკმაოდ ბევრჯერ მინახავს) ირონიული ღიმილით გამომყურებს. ღამის კლუბის მოუსვენარ ლაზერულ განათებაზე მოციმციმე მომწვანოდ უფერული თვალები, მონადირე მხეცის მზერით გამომყურებენ. აზარტისგან აწითლებული ტუჩები ოდნავ მოშვებულ წვერს ქვემოთ ჩასაფრებულად უცდიან შესაფერის მომენტს რომ როგორმე მაინც მოახერხონ „ნადავლის“ ყელის კბენა. მიუხედავათ იმისა, რომ სხვა სიტუაციაში ასეთი რაღაცის გაფიქრებისას გული სიამოვნებისგან ამიფანცქალდებოდა, ახლა მხოლოდ შიშისა და გაურკვევლობის გრძნობა მიტრიალებს მუცელში.

ბატონი არჯევანიძის დაძარღვული ხელები როგორც იქნა მოშორდნენ ჩემს წელს და ამჯერად დისტანციას იცავენ. სამაგიეროდ მისი არწივივით გამოყვანილი თვალები ალბათ ათასჯერ მაშიშვლებენ საკუთარი ფანტაზიის ყველაზე ბნელ კუნჭულებში.

-შეენ?_დაბნეულობისგან სხვა ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებ. ბურთივით გადიდებულ თვალებს მის სახეზე დავაცეცებ რაიმე პასუხის ამოსაკითხავად, თუმცა თამაშის სურვილის მეტს ვერაფერს ვერ ვხედავს. ირონიით სავსე ჩაცინებით მპასუხობს და მზერააუცილებლად მცილდება. სანამ იმას გავიფიქრებდე რომ ხალხის მოცეკვავე ბრბოდან გამოვიდე და მომხდარის შესახებ დავფიქრდე, მაჯაში ცხელი მტევანი მეკიდება და წინ მიმათრევს. სულ რამდენიმე წუთში კლუბის უკანა, ჩაბნელებულ ჩიხში ვყოფ თავს. აგურით ნაშენებ კედელზე აყუდებულს, აქეთ-იქიდან ძლიერი ხელები მებჯინებიან, ვითომ ისიც არ მეყოფა რომ ამ გაუკვალავ სიბნელეში სულ ვერაფერს ვერ ვარჩევ და ადგილიდან განძრევის საშუალებაც არ მაქ.

-ვერც კი წარმოგიდგენია როგორ მინდოდა შენი კანის ხელახლა შეგრძნება.
-გაგიჟდი ადამიანო?!
-არ გავგიჟებულვარ. უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდოდა შენი ხმა გამეგო შედარებით წყნარ გარემოში.
-რა გინდა აქ?_გაკვირვებულად ვეკითხები როდესაც ხელების დაბლა წევს და მეც როგორც იქნა მეძლევა სუნთქვის საშუალება.
-დამცინი?_სიცლით მპასუხობს მეზობელი არჯევანიძე. მერე რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს და იქვე კედელზე აყუდებულ სატვირთო ყუთებზე ჯდება. -ის რასაც ყველა აკეთებს კლუბში. მოიცა, გეგონა შენ დაგსდევდი?_ისევ ექიდნური სიცილი.
-რავიცი, მე არ მიმიმწყვდევიხარ კუთხეში და არ დამიწყია რაღაც სისულეები._ვითომდა ჩვეულებრივი ხმით ვეუბნები, მაგრამ ხომ ვიცი ცინიზმში ჩემზე უკეთესადაა „დასპეცებული“, ამიტომაც მაშინვე ხვდება ჩემი სიტყვების არსს.
-სამაგიეროდ მე არ ვიბუტები პატარა ბავშვივით!_სერიოზული სახით მახსენებს ჩვენი ბოლო შეხვედრის ერთ ერთ მომენტს.
-სამაგიეროდ მე არ ვხდი სრულიად უცნობ ქალებსს ტანსაცმელს და მერე მათთან ერთად არ ვიძინებ ერთ ლოგინში!
-უნდა დამეტოვებინე გარეთ ლოთი ქალივით და მერე ვნახავდით!_ჩემსავით გაცხარებული ფეხზე დგება და სახე ახლოს მოაქვს. გვერდიდან ალბათ მოჩხუბარი მამლაყინწებივით გამოვიყურებით— სახე აწითებული მე და თვალებმოღუშული არჯევანიძე.
ჩემ ჯიუტობას საზღვარი რომ არ აქვს მალევე მიხვდა, ამიტომაც პირელი თვითონ დანებდა და თვალებდახუჭულად ამოიიოხრა.
-არ მინდა ეხლა ჩხუბი ტატო. ნორმალურად დავილაპარაკოთ, ერთადერთხელ მაინც.
-მარგო... არ მინდა იფიქრო, რომ იმ შემთხვევის მერე შენ შანტაჟს დავიწყებ._ჩემს სიტყვებს არც იმჩნევს, ვითომ არც არაფერი ცუდი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. მთვრალ ღამეს გულისხმობს ალბათ.
-არ მგონია და არც კი მიფიქრია მაგაზე. დარწმუნებული ვარ, არ ხარ იმ ტიპის ადამიანი რომ ასე მოიქცე. სხვანაირი ხარ..._აგურის კედელს მოშიშვლებული ზურგით ვედები. მამაკაცის გაღიმებული სახის დანახვისას ვხვდები, რომ ჩემი სიტყვები ძალზედ სიამოვნებს მოულოდნელობისგან.
-არ მინდა შენი დაკარგვა.
-არ დამკარგავ.
-მეგონა გამირბოდი._სერიოზული ხმა ბაგეს უპობს წამიერი სიჩუმის შემდეგ. მისი ხმა კედლებს შორის ექოს გამოსცემს, ისე რომ სასიამოვნო ტაო მსტუმრობს კანზე, მაგრამ, მიუხედავათ ამისა მაინც მტკენენ გულს ეს სიტყვები.
-შენ არ მაქცევდი ყურადღებას მთელი დღეების განმავლობაში.
-არ მინდოდა თავი ცუდათ გეგრძნო..._სიჩუმეს ვარჩევ, თუმცა ვიცი რომ მართალს ამბობს. ზედმეტი ყურადღება რომ გამოეჩინა ოფისში, ალბათ უგულოდ შევხედავდი. მაგრამ ახლა... მივეჩვიესავით. მინდა რომ მოვიდეს, თვალებში ღრმად ჩამხედოს და შუბლი კოცნით დამიწვას.

ნელი მოქმედებით წევს ტანს ყუთებიდან, თან ზანტი ნაბიჯებით მოემართება ჩემსკენ. მართლაც, რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით მიდგება წინ, ისე რომ სულ ერთი წაბორძიკება და მის მკერდს მივეყრდნობი. ჩემი სურვილის მიხედვით, გეგონება ზეპირად იცოდეს რა ვფიქრობ, მომწვანოდ უფერულ თვალებს ღრმად მაწვდის სულში. დაჰიპნოზებული ვდგავარ, როდესაც საფეთქელზე გათოშილი თითების ნაზ შეხებას ვგრძნობ, რომელიც ნელ ნელა ყელისკენ მისრიალებს. ჟრუანტელი კიდევ ერთხელ მახსენებს თავს, თანაც იმ დონემდე რომ არჯევანიძეს ღიმილსაც იწვევს.

-შევიდეთ. ძებნას დაგვიწყებენ._მოულოდნელად ნათქვამი სიტყვები და უეცრად ზურგშექცეული მამაკაცი გაქვავებულად მტოვებს, თვითონ კი მუშტებ შეკრული მიემართება შესასვლელისკენ. ჯენტლმენის ქცევით გრაციოზულად აღებს კარს, თან მანიშნებს წამოდიო. დარეტიანებულად გავდივარ წინ და რომ არა კლუბის ხმამაღალი მუსიკა, ასეთივე დარეტიანებული დავჩებოდი კარგა ხანს.
ხალხის ბრბოში როგორც იქნა გავარჩიე ჩვენი მაგიდა, დინას და თაზოს სახეებით. ამაყად წავიწიე წინ, როდესაც თავში ისევ ტატო ამომიტივტივდა. ყოყმანით ვიხედები უკან და ვცდილობ რამე მაინც გავარკვიო ლაზერული განათების შუფზე. მოცეკვავე ტალღიდან, ალაგ ალაგ მოჩანს განათებული სახე რომელიც სევდიანი ღიმილით გამომყურებს შორიდან. დაღვრემილი გამომატყველება მედება იმის გააზრებისას რომ დღეს სავარაუდოთ ვეღარ ვნახავ.

-მობრძანდი ქალბატონო?
-ჰო ვიკადრე_კისკისით ვუბრუნდები მაგიდასთან მჯდარ დინას. -თაზ, ლილე არ გაგვეპაროს სასმელში. როგორმე უნდა გადააჩვიო კოქტეილების წრუპვა რა, თორე წასვლა იცის საცეკვაოდ და მერე კისრისტეხვით თუ დააბრუნებ.
-აი გახდება ჩემი ცოლუკა და დაწყნარდება_სიცილით მპასუხობს თაზოც. -აუ, გვაკლია დღეს რაღაც რა, ვერ ვართ ისე როგორც ადრე.
-რაღაც კი არა, ვიღაც, უფროსწორედ ვიღაცეები გვაკლიან. როდის დაბრუნდებიან ნეტა ლექსო და თინი.
-ის ჩემისაც კიდე, ისე გაიკრიფა თავის თინისთან ერთად რო კრინტიც არ დაუძვრია.
-თაზო, წადი ჯობია ლილე მოათრიო აქ... და იქნებ მიხვდე რომ ქალებსაც გვაქ პირადული საქმეები, რაზეც მარტოებს გვინდა ლაპარაკი!_აბუზღუნებული ქალბატონი ხელისკვრით აგდებს თაზოს სკამიდან და საცეკვაო დარბაზისკენ უბიძგებს. ისიც მორჩილედ მიიწევს წინ თან იმაზე წუწუნებს რომ ქალების სულ არაფერი არ გაეგება.
-უიმე, შენც კიდე უჟმური ხარ რა.
-გაჩუმდი და ჯობია ის მითხრა ამ ბოლო დღეებში რა გემართება?
-რას გულისხმობ?_თვალები შუბლზე ამდის დინას ცელქად მომღიმარი სახის დანახვისას.
-ღრუბლებში ხარ მო. როცა არ უნდა შემოგხედოს კაცმა, ისეთი გაბრწყინებული ხარ, რომ რამისაა დავბრმავდე ხომე_სიცილით წრუპავს წინ მდგარ დაიკირის.
-უბრალოდ დასვენებული ვარ სულ ესაა. რატომ არ შეიძლება რომ გაბრწყინებული ვიყო ჰა?_ვითომ ნაწყენი ხმით ვეკუკუნები მეგობარს. არადა მეც ხომ კარგად ვიცი რაშია ჩემი „სიხარულის“ მიზეზი.
-მო...შეყვარებული ხარ არა?_ყურებიდან წამოსული ღიმილით მეკრიწება დინა. სიტყვა „შეყვარებულის“ გაგონებაზე მაჟრიალებს.
-არ ვარ დინა და მორჩა, აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი!
-აი ჩვენც აქ ვართ ბრატცებო. ისინი არ კიდე არ მოსულან ტო?_ლილეს მჭიდროდ ჩაბღაუჭებული თაზო, ჩვეული ბოხი ხმით მიანიშნებს მაგიდასთნ მჯდარ ქალს.
-აი იქ არიან. დიმააა!
დინას და თაზოს ორსიტყვიან დიალოგს თავიდან ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ როდესაც ქალი სასწრაფოდ ხტება ფეხზე და ვიღაცის სახელს ბოლო ხმაზე გაყვირის, მოულოდნელოდისგან რამისაა ჯინტონიკი ახალ კაბაზე გადავისხა.
-გამიხეთქე გული ქალო! ვის გაკივი ნეტ...
-მადლობა თქვენ გამოჩენას! სად ხართ აქამდე ტო?_თაზო დინჯი მოძრაობით ესალმება ორ მამაკაცს, რომელიბსაც ჩვენ მაგიდაზე პატოჟობს.
-მო ხომ გახსოვს, დიმა და ტატო? გვაღირსეს, როგორც იქნა, მოსვლა. დასხედით ეხლა, ჰა.

ტანზე ისევ უცნაური გრძნობა მივლის.
გვერდით მომჯდარი სხეულიდან წამოსული სასიამოვნო სითბო ვენებში სისხლს მიდუღებს, ტვინი კი ბურუსით მეფარება როდესაც მუხლზე დადებულ ჩემს მტევანს ვიღაცის სასიამოვნო თითები ძლიერად უჭერენ. გადიდებული თვალებით ვატრიალებ თავს. თვალებში კი ერთადერთი რამ მერეკლება: არჯევანიძის თბილი მზერა მოსაუბრე ხალხის წრეს ვითომდა დიდი ინტერესით გაჰყურებს. არადა ხომ ვიცი ჩემსკენ აქვს ყურსდღება.
წამწამებს მორცხვად ვაფართხუნებ, იმის გააზრებისას რომ ეს მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელი შემთხვევითობით შემოიჭრა, თანაც ისე, რომ ტვინიდან მისი ამოგდება სულ ცოტა ხნითაც არ გამომდის...

***

-დინა!
კლუბიდან გამოსული ბიჭები ტაქსის გაჩერებას ცდილობენ. ლილე ისე დაიღალა რომ თაზოს ვეღარც სცილდება.
-რატომ არ მითხარი რომ ესენიც იქნებოდნენ ჩვენთან ერთად?!_იმავე ჩურჩულით მივანიშნებ ტატოსა და დიტოსკენ, რომლებიც ლექსოსთან ერთად რაღაცაზე ინტენსიურად ბაასობენ.
-ვიზე? ააა. რავიცი გოგო აღარც გამხსენებია. მეგონა იცოდი რომ ჩვენთან ერთად მოდიოდნენ კლუბში.
-საიდან უნდა მცოდნოდა ადამიანო, არ გადამრიო! ლელა კაკულია კი არ ვარ
-უიმე კარგი ხო რას ატყდი ეხლა.
-მაბრაზებ და იმიტომ!
-იცი რას გეტყვი მარგო? არაფერსაც არ გეტყვი! გაგებუტები და მორჩა!
-ცივ წყალს დალევ ჩემთან რომ მივალთ არაუშავს.
-რას ქვია შენთან რომ მივალთ?
-დარჩი ჩემთან დღეს რა. მოსაყოლი მაქ რაღაცეები. ლილე მკვდარია ვერ ხედავ, მაგას რა უნდა მოვუყვე, დაისვენოს ჯობია.
-არ წამოვალ.
-კაი რა დინ, ჩემო ცანცარუშკა. არ გამებუტო რა_გემრიელად ვკოცნი ლოყაზე და მხარზე ვადებ თავს, თან ლეკვის თვალებით გავყურებ.
-ნაყინს თუ მაჭმევ არ გაგებუტები!
-იმდენი ნაყინი მაქ სახლში რო თუ გინდა სულ შენ გიჭამია, დინ_ჩემი უნებლიე სიცილი ჩვენს წინ დგარი ბიჭების ყურადღებას იქცევს.

ტატოს ტუჩები ერხევა ჩუმ ღიმილში, მე კი გულის ფანცქალით მეცხრე ცაზე ვფარფატებ...

***

-ნაყინი საყინულეშია._საძინებლიდან სამზარეულოსი გავყვირი მეგობარს თან ახალ კაბას ვიხდი, პიჟამოს ვიცმევ და დინასთვისაც ვამზადებ საღამურებს.
ისევ ამ დღეების ერთიდაიგივე დამთხვევებზე მეფიქრება. ჯერ ისი იყო რომ სრულიად შემთხვევით მის სახლში გავღვიძე. მერე თურმე ჩვენ ოფისში დაუწყია მუშაობა. ახლა ის რომ დინას და საერთოდ მთელი ჩემი საამხანაგოს კურსელია, რომელიც თავის ძმაკაცებთან ერთად ქალაქგარეთ გვპატიჟობს.
-აჰა, ეს შენი პიჟამო დინ. დანარჩენი ყველაფერი იცი სადაცაა.
-აუ ერთი სული მაქ როდის მოვა აგვისტო რო ჩვენც დავისვენოთ ცოტა რა.
-ესეიგი წასვლას აპირებთ ხო?
-ბიჭების აგარაკზე? ჰო რათქმაუნდა. და რას ნისნავს აპირებთ? შენ არ მოდიხარ თუ რა.
-აუ არ ვიცი დინ. ამაზე მინოდა ლაპარაკი..._კეფახე ნერვიულად ვიკიდებ ხელს. არასდროს არ მილაპარაკია მეგობრებთან საკუთარ გრზნობებზე და ზოგადად ურთიერთობებზე. არც დინასთან. ახლა კი როცა საქმე საქმეზე მოვიდა, გულის ბაგაბუგი გააქვს.
-მო მოხდა რამე? ყველაფერი რიგზე გაქ?
-მოგიყვები მაგრამ იცოდე არ დაგცდეს სიტყვა. გახსოვს მაშინ რომ დავლიეთ? გამოგაცილეთ თუარა ცუდათ გავხდი. არ ვიც რა ჭირი დამეტაკა, რამისაა ზედ ტროტუარზე ავიშხლართე, რომ არა...
-რომ არა რა, მო?
-მოკლედ, ვიღაც ტიპმა დამიჭირა. მერე მარტო ის მახსოვს რო უცნობ ოთახში გავიღვიძე.._პაუზას ვაკეთედ და დინას დაღებულ პირს ვაკვირდები. მეღიმება რატომღაც.
-თქვენ რა სექსი გქონდათ?!
-არა ქალო! არ გვქონია არაფერი.
-ნუ ხოო, რათქმაუნდა ძაან გეტყვოდა გქონდათ თუ არა რამე. გათიშულზე კიდე რა გეცოდინებოდა._იმის მაგივრად რომ დამაწყნაროს, საეჭვო აზრებს მიდევ თავში.
-გაჩერდი ადამიანო არ გადამრიო ეხლა. გეუბნები არაფერი არ გვქონიათქო. ჰოდა მთავარი ისაა, რომ ვერც კი წარმოგიდგენია ვინ იყო ჩემი „მშველელი“.
-ვიინ?_გაწელილად მისვავს კითხვას ქალი ისე რომ თვალებმოჭუტულ მზერას წამითაც არ მაცილებს. -მითხარი ეხლა ნუღა მტანჯავ გოგო.
-ტატო იყო, ტატო._თვალდახუჭულად ვამბობს არჯევანიძის სახელს. დინასგან სიჩუმეა. ჯერ ერთ თვალს ვახელ, მერე ნელ-ნელა მეორეს და აი ამ დროს იწყება ყველაზე სახალისო რამ. ფეხზე წამომხტარი დინა ჯერ გაკრეჭილი სახით გამომყურებს, მერე დივანზე ხტება და სამი წლის ბავშვით იწყებს ხტუნვას.
-რას აკეთებ გოგო?!
-მარგო, ლევანის ასული, ამილახვარი შეყვარებულია! ჩვენი მარგო შე-ყვა-რე-ბუ-ლი-აააა! მოიცა და როგორ აღმოჩნდი ტატოსთან?
-როგორ და, ლუბას ახალგაყიდულ ბინაში გადმოსულა. ასე რომ მინდა გახარო, ჩემი მეზობელია ვაჟბატონი. და არ ვარ შეყვარებული გაიგე ერთხელ და სამუდამოთ!
-დარწმუნებული ხარ რომ არა, მო?_ისევ მოჭუტული თვალებით გამომყურებს.
-დინ ნორმალურად არც კი ვიცნობ, რა სიყვარულზე ლაპარაკობ საერთოდ. მითუმეტეს იცი ჩემი დამოკიდებულება ამ სისულელისადმი. მითუმეტეს ყავს უკვე ვიღაც იმას...
-შეყვარებულს გულისხმობ?_სიცილით მიბრუნებს კითხვას.
-ჰო. ვიღაც გოგოსთან ერთად დავინახე აივანზე.
-მერე რა. იქნებ მისი და იყო უბრალოდ, ან ნათესავი._დინას გულუბრყვილო სიტყვებზე ძლიერად მეცინება.
-არა დინ, რასაც ეგენი აკეთებდნენ აივანზე, ეგრე ნათესავებს არ ექცევიან._კიდევ უფრო მეზრდება სიცილი როცა მეგობრის, თავიდან გაურკვეველ, შემდეგ კი მიხვედრილ სახეს ვხედავ.
-ააააა! მივხვდიი!_პატარა გოგოსავით შემოკრა ტაში. -აუ მარგო მოდი ერთს გეტყვი. მერწმუნე რომ ის გოგო მხოლოდ მორიგი ნაშაა, რომელსაც ტატო არჯევანიძე ღამ-ღამობით უბრალოდ ჟიმავს, მაპატიე „უწმაწურობებისთვის“_ბოლო სიტყვას ცბიერად ამკობს ბრჭყალების ჟესტით.
-კიდე არ მითქვამს ყველაფერი. დღესაც შემხვდა კლუბში სანამ თქვენ ნახავდით.
-რაო მერე რა მინდაო?
-მგონია რომ ძალიან მივეჩვიე ამ მოკლე პერიოდში. საერთოდ არ ვიცნობ მაგრამ, ვითომ მთელი ცხოვრება ჩემს გვერდითაა.
-დამიჯერე მო, ეს რაღაცაზე მაინც მეტყველებს. შეიძლება იმ გოგოს მართლაც ჟი... იმ გოგოსთან აქვს რაიმე კავშირი მაგრამ რატომღაც ვფიქრობ რომ ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება...

*************************************************
თავი 4
*************************************************

შაბათი, დღე რომელიც წმინდაა, დღე რომელიც თავისუფლებას ნიშნავს.
ბედნიერი ვარ რატომღაც. პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ დინა ახლაც ჩემს გვერდითაა, მეორე მიზეზი კი იმით განისაზღვრება, რომ ორივე ბებოს მოსანახულებლად მივდივართ.
ნელ ნელა, უაზრო ყბედობასა და ჭორაობაში პატარა კერძო სახლსაც მივუახლოვდით დიდი ჭიშკრითა და ლამაზი ჩუქურთმებით.

-მარგო ბებოოო!_ყვირის სახლში სეუსვლელი დინა და ჯინსის შარვალში გამოწყობილი ტანადი ქალისკენ მიემართება.
-ჩემი ტრიპაჩებიც მოსულაან! მარგო გენაცვალოთ თქვენ. როგორ ხარ დინა, ბე?
-ვაიმე როგორც იქნა გვეღირსა ორ დღიანი დასვენება და ჭკუაზე არ ვარ, ისე მიხარია.
-აი ჩემ შვილიშვილსაც ძაან ეტყობა სიხარული_სარკაზმს ურევს სიტყვებში უფროსი მარგო, ჩემი დანახვისას.
-ეს უჟმურია ხომ იცით._სიცილით მალევე ყვება დინაც. მე კი მათი სიტყვებით გახალისებული მუჯლუგუნს ვთავაზობ ორივეს, მერე ბებუკას თბილად ვეხუტები...

***

-ბე, რაო იმათმა, რატო ჩამოვდივართო?_სამზარეულოში ახალგასული, ჯერ კიდევ პიჟამოში გამოწყობილი, მაგიდასთნ კოხტად ვჯდები და გაზთან მოკურკურე ბებოს ვადევნებ თვალს.
-არ ვიცი ბე. ეხლა გაახსენდათ ჩემი დაბადებისდღე ხო? ამდენი წელი არც მე არ ვარსებობდი მაგათთვის, არც შენ.
-ჰო კაი ეხლა, იმიტო კი არ გკითხე რო გაბრაზდე. და არცაა არაფერი სანერვიულო, მე შენთან ვიქნები მთავარია._მშობლებზე მაინც გულნატკენი, ვცდილობ არაფერი არ შევიმჩნიო და ბებოს დილის ერბო-კვერცხი გემრიელად დავაგემოვნო.

ცოტა ხანში სახლშიც წავალ, მოვაგვარებ ზედმეტ საქმეებს ოფისისთვის და ისევ დასვენებას მივუბრუნდები. სამწუხარო მოხლოდ ისაა, რომ მარტო მომიწევს მგზავრობა. დინა გუშინვე წავიდა, ამიტომ მე და ბებუკამ მთელი ღამე მარტოებმა გავატარეთ ჭორაობაში. ნეტავ უფრო ხშირად შემეძლოს მისი მონახულება, ასე ძალიან რომ მომანატრებს ხომე თავს.

-ნელა ატარე ბე! და რომ მიხვალ დამირეკე!_ჭიშკრიდან გამომყვირის მარგო თან ბედნიერი სახით მიქნევს ხელს. მეც რამდენჯერმე ვუსიგნალებ და წყნარი სიჩქარით ვშორდები არემარეს.
ჯერ მთავარ გზაზეც არ ვარ გადასული როდესაც მობილური იწყებს ზუზუნს. უდიდესი სიფრთხილით ვაჭერ მწვანე ღილაკს, მერე კი ხმამაღალ რეჟიმზე ვრთავ ტელეფონს.

-ჰო დათიკ._ხალისით ვპასუხობ მამაკაცს რომელიც იმავე, საყვარელი ტონით მიბრუნებს პასუხს.
-აბა, რაო ქალბატონო მარგო, როგორ არის თქვენი ულამაზესი უდიდებულესობა?
-ულამაზესი უდიდებულესობა ცოტა გაგიწითლდათ სახეზე, ბატონო დავით.თუმცა, მინდა მოგახსენოთ რომ კარგადაა.
-გცალია დღეს?_მალევე უსერიოზულდება რამდენიმე წამის წინ ხალიხსიანი ხმა.
-მცალია.
-რომ მოგაკითხო და სადმე კაფეში ან რესტორანში დავჯდეთ, რას იტყვოდი?
-მმმ, ვიტყვოდი რომ ძალიან გახარებული ვარ.
-შვიდისკენ შემოგივლი.
-მოდი შენ შეხვედრის ადგილი მითხარი, ჰოდა მეც მალე მოვალ.
-კარგი ბატონო, მაშინ ჩვენ ადგილზე შევხვდეთ ნახევარ საათში.


***

-როგორ ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურები მარგო ამილახვარო!
-მადლობა დავით._ქალურ სინაზეს ამჯერადაც ვიჩენ. წინასწარ გაწყობილი მაგიდისკენ მისულს, ახოვანი მამაკაცი მეგებება ფეხზე წამოდგომით.
არემარე როგორც ყოველთვის შესანიშნავია. ამ კაფეში ადრეც შევხვედრილვაღთ ამიტომ გარემოებასთან შედარებით შეჩვეული ვარ, რომელიც ნაზი განათება მყუდრო ჰარმონიით ეწყობა სიტუაციას და სასურველ ატმოსფეროს ქმნის.

-რას მიირთმევთ?_მიმტანის რბილი ხმა ფიქრებიდან მაგდებს. შეკვეთის მიცემისთანავე ისევ საუბარს ვუბრუნდებით. დავითი, ალბათ იმ ადამიანთაგან ძალიან იშვიათია ვინც ჩემს ინტერესს იწვევს. მამაკაცი რომელთანაც, უჯრედის სტრუქტურიდან დაწყებული, კოსმოსური ნისლეულების წარმოშობით დამთავრებული, და ფაქტიურად სულ ყველაფერი შეგიძლია განსაჯო.
-მარგო...მინდა გადავიდე იმ თემაზე რის გამოც დაგპატიჟე და ალბათ, უფრო დიდი ხნის წინათ უნდა გამეკეთებინა კიდეც, ეს ყველაფერი.

„ოჰოო, ეს რაღაც საინტერესო ჩანს!“

ოქროს კულულებიანი მამაკაცის დაბნეულობას იდაყვებზე დაყრდნობილი, უხილავი ღიმილით გავყურებ. საოცრად მიმზიდველი თითების ნერვიული დაზელვის მერე, გადაჯვარედინებულ მტევნებს მაგიდაზე მტკიცედ დებს და ძალიან შეცვლილი, დაბოხებული ხმით მომმართავს, საკმაოდ უცნაური წინადადებით.

-მარგო. ჩვენი პირველივე შეხვედრის შემდეგ დიდი ინტერესი გამოიწვიე ჩემში. დამაინტერესა როგორი ადამიანი ხარ, რა გიყვარს, რისკენ მიისწრაფი. ვფიქრობ, დღეს დღეობით, შედარებით კარგად გიცნობ და ახლა უფრო ვრწმუნდები რომ საოცარი ქალი ხარ. შენივე სურვილის მიხედვით, თუ წინააღმდეგი არ იქნები მინდა ერთი შანსი მივიღო რომ ჩვენი დღევანდელი ურთიერთობამორიგ საფეხურზე ავწიო.

ცივი ოფლი, ესაა ერთადერთი რასაც შეუძლია ჩემი რეაქციის აღწერა. გარეგნულად ალბათ არაფერი არ დამეტყობოდა რომ არა ფეხების გაუჩერებელი კანკალი, რომლის გაკონტროლებას მთელი არსებით ვცდილობ. თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ, მერე წყნარი ადამიანის ტონს ვიღებ და როგორც იქნა ორიოდე სიტყვას ვაბავ წინადადებაში.

-დათო...ძალიან მიჭირს ასეთ თემებზე ლაპარაკი და ზოგადად, ფიქრიც. ბავშვობიდანვე განსხვავებული შეხედულებები მქონდა სიყვარულზე და ახლა უბრალოდ ვერ შევძლებ ასე ადვილად ყველაფრის მიღებას. არ მინდა ცუდათ გამიგო უბრალოდ..._შუაში გაწყვეტილ ფრაზას ობოლი ბავშვივით ვანებებ თავს, თან გაყინულად გავარვარებულ თითებს ერთმანეთში ვხლართავ.
-მესმის მარგო...ნება შენია. არ მინდა იფიქრო რომ ჩემს აზრებს თავზე მოგახვევ.
-დარწმუნებული ვარ, არსეთ რამეს არც კი გააკეთებდი ამიტომ სადარდებელიც არაფერია._ნაზი ღიმილით ვპასუხობ.
ვიცი რომ გული ვატკინე, მაგრამ რა ვქნა აბა? რომელი ჯანმრთელი და ნორმალური ქალი მივიდოდა მამაკაცთან რომლის მიმართ სულ არ აქვს არანაირი გრძნობა?
დიდი ხანს აღარ დავრჩენილვარ. მიუხედავათ ამისა, დრო საკმაოდ კარგად გავატარეთ, თითქოს არც არაფერი არ მომხდარა.

-იმედი მაქვს ეს ბოლო შეხვედრა არ იქნება.
-გგონია ასეთი მეწვრილმანე ვარ?
-არა, უბრალოდ...
-დათ, ნუ ფიქრობ რომ შენნაირი მეგობრის დაკარგვა უბრალოა. ჰოდა, მეც არ ვაპირებ ამის დაშვებას. მორჩა და დამთავრდა!_ბოსი მარგო იღვიძებს ჩემში და მეც ჩვეულად მტკიცე ხმით ვეუბნები მანქანის გვერდით მდგარ მამაკაცს.
-კარგი ჰო, გნებდები!_დათოსაც რაღა დარჩენია, ცაში აზიდული ხელებითა და ფართე ღიმილით მანიშნებშ მოვრჩი წუწუნსო...

***

სახლში დაწყნარებულ-დამშვდებული დავბრუნდი, თითქოს ერთი დიდი ლოდი ერთიანად ჩამომვარდა სულიდან.
ლიფტში შესული არ ვარ როდესაც კლასიკური შარვლის ჯიბეში ტელეფონი ზუზუნებს.

-მარგოოოოო!_ქალის ბედნიერი ტონი გულს კიდევ უფრო ასხამს ფრთებს.
-თინიიი?! თინი სად ხარ?! ხო ყველაფერი რიგზე გაქვს?!
-მორჩი პანიკიორობას და მალე მოდი სახლში! ვსო, გელოდები!

ალბათ მართლაც ავფრინდებოდი რომ არა ეს ზოზინა ლიფტი. რამდენიმე წამი საუკუნედ მომეჩვენა. საბოლოოდ როგორც იქნა გაისმა „ძინ-დონ“ ხმა და კარიც ფართოდ გაიღო, გარეთ კი ასეთი სანახაობა დამხვდა: კარებს მიყუდებული თინი გაკრეჭილი სახით გამომყურებს, თან ხელებს შლის ჩასახუტებლად. ვეხუტები კი არა, რამისაა მეთვითონ გავიგუდო ჩემ საკუთარ მკლავებში.

-სად იყავი თინ? იცი როგორ მოგვენატრე ყველას? ერთი სიტყვაც არ გითქვამთ შენ და ლექსოს, ისე წახვედით._მოწყენილად ვეუბნები ქალს, მაგრამ მისი გაღიმებული გამომატყველების დანახვისას ყველანაირი ნაღველი გადამდის. სასწრაფოდ ვაღებ კარებს და სამზარეულოსკენ მივაქანებ თინის.
საყვარელი გლინტვეინი რომ არ გადმოვიღო ვერ მოვითმენ. თანაც ჭორაობისას რამით მიანც ხომ უნდა დავკავდეთ. მოზრდილ ჭიქებში კარგა-ბლომად ვასხავ მოყავისფრო სითხეს, ერთს თინის ვუწვდი მეორეს კი მაშინვე პირზე ვიყუდებ.

-არა მო, მე ვერ დავლევ. არ შეიძლება ჩემთვის..._ისევ და ისევ გაკრეჭილი სახით წევს სასმელს გვერდით თან სკამზე კომფორტულად თავსდება.
-რატო? გიყვარდა ხომე დალევა და რავი.
-მო მე...ფეხმძიმედ ვარ მარგო._რამისაა ფუჟერი ხელიდან გამივარდეს. მეგობარი კი მიზის გაღიმებული მაგრამ აბა მე მკითხეთ. სახე მიტკალზე უფრო თეთრი მაქვს!
-უმმ...ჰა? რა მითხარი?_პირდაღებული, ხმის კანკალით ძლივს ვაყრი ორიოდე სიტყვას თავს.
-ფეხმძიმედ ვარ მო. მეოთხე თვეზე._ტუჩები ისევ ღიმილსი ეწელება.
-კი მაგრამ შენ ხომ საერთოდ...საერთოდ არაფერი არ...
-არაფერი არ მეტყობა ხო? ვიცი. ვერც კი წარმოგიდგენია, როგორი ბედნიერი ვარ მო. იცი რამდენს ნიშნავს ეს ჩვენთვის? ჩემთვის და ლექსოსთვის. უნდა გენახა ექიმთან რომ მივედით და ყველაფერი გავიგეთ რა სახით გამოვიდა. მემგონი ჩემი ტოქსიკოზი მაგას გადაედო სულ ერთ წამში_აჟიტირებულად მიყვება თინი და თან ჩემ ყურებამდე გაწელილ ღიმილს ადევნებს თვალს.
-თიინ! თიინ! გილოცავ! აი იცი როგორ გილოცავ?! არ ვიცი როგორ, მაგრამ ძალიან, ძალიან მიხარია თინ!_სკამიდან წამომხტარი, ხტუნვას ვიწყებ ერთ ადგილზე და კურდღელივით აცუნდრუკებული ვეხვევი მეგობარს. -თინ, გოგოა თუ ბიჭი?!
-გოგოც და ბიჭიც_სულ დამადებილა ამ ფრაზამ. წავბორძიკდი და რომ არა მაგიდის კიდე წავიქცეოდი კიდეც.
-ტყუპები?!
-ხოო. ტყუები, გოგო და ბიჭი. მო, იცი როგორი გახარებული ვარ? ამ რვა წლის განმავლობაში ასე საღად არც ერთხელ არ მიგრძვნია თავი.
-გოგო, კი მაგრამ როგორ მოხდა რომ ოთხი თვე სულ არაფერი არ იცოდი? მუცელიც საერთოდ არ გაქ.
-დაწყნარდი და მოგიყვები ყველაფერს_ღიმილით გამომყურებს ქალბატონი თინია და ამბის მოყოლას იწყებს.
-მითხრეს, იშვიათად ხდება ასე, მაგრამ სანერვიულო არაფერიაო. ციკლიც ნორმაში მქონდა. მერე რაღაც სისულელეები წავიკითხე კიბოზე და ათას დაავადებაზე._ამის გაგებაზე „ვერ-ხარ-ჭკუაზე-თვალებით“ გავყურებ მეგობარს. ისიც მანიშნებ მაცადე მოყოლაო ჰოდა რა ვქნა, მეც ვჩუმდები. -მოკლედ, მივედი ექიმთან, გამიკეთეს ანალიზები ჰორმონებზე და გამომაცუნცულეს, ორ დღეში მოდიო. თითქმის ყველაფერი ნორმაშიაო კი მითხრა ექიმმა მარა რაღაც საეჭვოდ გახარებული ხმა კი ქონდა. მე კიდე, ხო იცი ასეთ რაღაცეებზე ყნოსვა როგორ მაქვს განვითარებული. მაინც რომ დავრწმუნდეთ ექო გავიკეთოთო. გამიკეთეს ეს ექოც და აჰა... აბა რას იფიქრებდა კაცი თუ ამ ერთიბეწო მუცელში, კიდევ ორი უფრო პაწაწუნა არსება მეჯდებოდა._ გრაციოზული მოძრაობით იდებს მტევანს მუცელზე. მეღიმება ასეთი ბედნიერი თინის დანახვაზე.

-კაროჩე, კლინიკიდან გამოვედი კიარა გამოვფრინდი. ლექსოს მეტქი არაფერს არ ვეტყვი ჯერთქო. წავედი აფთიაქში, ფეხმძინობის ტესტების დახლი მემგონი სულ ავაოხრე. აი, დებილი არ ვარ? ექომ ისედაც ყველაფერი აჩვენა მე კიდე ისევ ტესტებს ვიკეთებდი. დებილკა ნუ. მოკლედ და კონკრეტულად ლექსომ როგორღაც იპოვა ეს ტესტები, არადა სად არ ვმალე, მეთქი სუირპრიზს გავუკეთებ ჩემ ქმარუკას თქო.
-მაგიტომაც გაქრით ამ ხნის განმავლობაში?
-ჰო. შენმა დარეტიანებულმა ლექსომ მაინც ვერ მოისვენა და ვიღაც პროფესოროთან წამიყვანა ბათუმში. თვითონ რომ ნახა ექოს შედეგები რამისაა მოვკვდი იმდენი ვიცინე, ისეთი სახე ქონდა. მერე ზღვაზეც გავიარეთ ცოტა ხნით.
-თინი, აი ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ. გოგოებმა იციან? ლაიზამ და მარგომ?
-არა ჯერ არ მითქვამს არავისთვის. მარგოს ბარემ დაბადების დღე აქვს და ორივეს იქ ვეტყვი. გოგოებს კიდე მანამდე ვახარებ.
-თინ იცი როგორ ვინერვიულეთ? თაზო უნდა გენახა ჩვენზე მაგრად ეგ ნერვიულობდა მგონი._სიცილი მედება სახეზე. -დინა რო არა მეც, ლილეც და თაზუკაც ჭკუიდან შევიშლებიდით ალბათ. არა რა, მაინც ვიცოდი რომ ყველაფერი სუპერ იყო...

***

-ფეხმძიმედ ვარ.

ამ ფრაზით დაიწყო 20 აგვისტო, მარგო უფროსის დაბადების დღე. შემდეგ მოყოლილ კივილსა და სიხარულის ცრემლებზე აღარაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმას დავამატებ რომ ლაიზა და მარგო ისე გადაირივნენ, გვეგონა მალე კატაბალახას წვეთები გვექნებოდა მოსატანი.
დინას და ლილეს ამბავსაც ხვდებით ალბათ. ცალკე თაზო აძლევდა ამ ორს ბანს. როგორც კი თინის შესახებ გაიგეს, დავყარეთ ფული და გავქანდით რესტორანში აღსანიშნად. ამ კვირაში ორჯერ გამოვთვერით გულის წასვლამდე, (მიუხედავათ იმისა, რომ გამოცდილებიდან გამომდინარე, სასმელს სულ არ უნდა ვეკარებოდე).

რაც შეეხება ჩემ მშობლებს, ისინი არც 20 აგისტოს არ მოსულან და არც მის მერე. მხოლოდ დარეკვით შემოიფარგლნენ და იმით იმართლეს თავი რომ გადაუდებელი საქმეები გამოგვიჩნდა და აგვისტოს ბოლოსკენ აუცილებლად ჩამოვალთო. მეც და მარგოსაც რათქმაუნდა გვეწყინა მაგრამ, მაინც მხნედ დავიკავეთ თავები. ბოლოს და ბოლოს თინის ასეთ ამბის შემდეგ, მოწყენის უფლება არავის არ გვაქვს!

***

-ბატონებო, ახალი ობიექტის მომავალი ზუსტად ჩვენს ხელშია. დარწმუნებული ვარ, ამჟამად უკვე ყველა გაეცანით პროექტს, ამიტომ მინდა პირდაპირ საქმეზე გადავიდე. როგორც მოგეხსენებათ, ობიექტის მშენებლობა ბაკურიანის ძირითად ტურისტულ ზონაშია გადაწყვეტილი. ინვესტორების ინიციატივით, ჩვენს კომპანიას მიეცა საშუალება შეაფასოს და შეათვალიეროს მომავალი სასტუმროს არეალი. ვფიქრობ, ინვესტორებისგან ეს საკმაოდ პრივილეგირებული და პატივცემული ნაბიჯია “მწვანე სხივის“ მიმართ. ამიტომ, დიდი მედი მაქვს რომ ამ საკითხს ყველა დიდი ინტერესით და ყურადღებით მიუდგებით. რაც შეეხება დაგეგმილ მგაზვრობას ბაკურიანში, ის ზეგ შედგება. დაწვრილებით ინფორმაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებთ. ახლა კი, სხდომა დასრულებულია, გთხოვთ სამუშაოს შეუდგეთ._საკმაოდ მსუყე მონოლოგის შემდეგ, როდესაც ჩემმა კოლეგებმა საკრებულო დარბაზი დატოვეს, თვალებდახუჭული მივესვენე ტყავის მოტრიალე სავარძელს, ოვალური მაგიდის თავში რომ დგას.

„ბატონი ტატო არჯევანიძე... ჰმმმ... რატომ მეფიქრება მასზე ასე ძალიან? სამუშაო საათების დროს ვითომც არ მიცნობს...“

-რამე განერვიულებს მო?
-ჰა? არა, არაფერი თინ. უბრალოდ დავიღალე._დარბაზში შემოსულ მეგობარს გაღიმებული გავყურებ.
-კარგი აღარ შეგაწუხებ მაშინ.
-მოიცა, არ წახვიდე. თინ მისმინე... იქნებ ნელ-ნელა დაგესვენა სამსახურისგან?_შეპარვით კი ვიწყებ საუბარს მაგრამ თინის მიხვედრილ ჭკუას მეც ვერაფერს ვერ გამოვაპარებ, მაშინვე მიჭრის აზრებს.
-მარგოოო,_ბავშვობიდანვე, როდესაც თინია გაწელილი სიტყვებით იწყებდა საუბარს ყველამ ვიცოდით რომ საქმე ძალიან სერიოზულად მიემართებოდა. -არ ვაპირებ შენს დატოვებას ასეთ დაძაბულ დროს. თან სასტუმროს მშენებლობასაც მალე შევუდგებით და ჩემი დახმარება დაგჭირდება. მითუმეტეს ჯერ მეოთხე თვეზე ვარ, და არა ბოლო კვირაზე.
-თინ უბრალოდ არ მინდა რომ დაიღალო.
-კარგი რა, მე ხო არ ვარ მშენებელი. ჰოდა ნუ იწყებ ეხლა ნერვების თხრას. ჯობია შენ წახვიდე სახლში დაისვენო. მთელი საათები საბუთებში ხარ ჩაფლული დღეს...


*****************************************
თავი 5
*****************************************

თინის რჩევია მართლა დავაფასე ამიტომაც ავბარგდი და წამოვედი სახლში რამდენიმე საათით ადრე. ლაილა როგორც ყოველთვის აჟიტირებული კუდის ქიცინით დამხვდა. რა ენაღვლება, სადარდებელი სულ არაფერი არ აქვს ჩემგან განსხვავებით. ხვალინდელი დღის გამო ოფისის ატმოსფეროც ცოტათი დაიძაბა, თუმცა ყველა იმ იმედით ვრჩებით სამსახურის ტემპში, რომ სულ ცოტა ხანში საზაფხულოდ ვიხურებით. ორ კვირიანი დასვენება, ვფიქრობ, ყველას შეგვერგება, მითუმეტეს მთელი ჩვენი სამეგობრო დასასვენებლად მიდის. ბატონი არჯევანიძეს ყურება კი მომიწევს მთელი ამ დროის განმავლობაში, თუმცა პრინციპში კმაყოფილი ვარ მისით. დიდიად არ მაოცებს ის ფაქტი რომ განსხვავებული ურთიერთობა გვაკავშირებს მაგრამ, სამუშაო ადგილზე იქცევა ისე როგორც საჭიროა.

-რაო ლაი, გავისეირნოთ პარკში ცოტა ხნით?_შოკოლადისფერ ლაბრადორს ისეთი ხმით ვეკითხები გარეთ ხომ არ გინდათქო, გეგონება ძაანაც რომ უნდოდეს, მიპასუხებს. აბა რა გიკვირთ? მარტო ცხოვრების დროს ძაღლიც საუკეთესო მეგობარია.

ჰოდა მეც მეგობრის კუდის ქიცინი დადებით პასუხად ჩავთვალე, სპორტულ ტანსაცმელში სასწრაფოდ ჩავძვერი და მალევე დავიძარით პარკისკენ.
ყურებ აწული ლაბრადორი ჰაერის ყნოსვით მომყვება, მერე დამჯერად ჩერდება, ასფალტზე კალათდება და დაცქვეტილი ყურებით ზვერავს არემარეს. სკამზე ჩამომჯდარი, თბილად ვეფერები თავზე, თან საყელოს ვაძრობ რომ ცოტა ხნით მაინც გაიაროს. გაღიმებული სახით ვადევნებ თვალს, ჩემს წინ ცოტა მოშორებით მორბენალ ლაის, როდესაც სულ უბრალოდ შემთხვევის გამო, მზერა პარკის ბოლოსკენ მეპარება.

დიდრონი ხის ქვეშ მდგარი ჟღარი მამაკაცი, მრგვალი ფორმების ქერა ქალს აღრენილი გამომეტყველებით გასცქერის და, ძლიერად შეკრული მუშტების მიხედვით თუ ვიმსჯელეთ, მთელი ძალით ცდილობს მის უაზრო ხელების ქნევას ყურადღება არ მიაქციოს. მოკლე ქვედაბოლოში გამოწყობილი ლამაზმანი უეცარი მოძრაობით არტყავს მტევნებს მკერდზე მის წინ მდგარს, მერე კი გაბრაზებული მოძრაობით ტოვებს არემარეს.
მარტოდ დარჩენილი ნაცნობი სახის მქონი ადამიანი, დახუჭული თვალებით ეყრდნობა ხეს, ტითქოს რაღაცის გადახარშვას ცდილობს ტვინში. გამოფხიზლებული, შუშის თვალებს ჩემ გაკვირვებულ სახეს ახვედრებს თუ არა, ნელი ნაბიჯებით მოემართება წინ.
სულ ცოტა ხანში ვგრძნობ რომ გვერდით კუნთების დიდი მასა მიჯდება, თუმცა ხმას არც ის იღებს, არც მე.

-კარგად ხარ?_ დაბღვერილი სახის დანახვისას, ამჯერადაც მე ვნებდები და როგორც იქნა ვახერხებ ხმის ამოღებას.
-კი.
-გასაგებია...
-მარგო მისმინე._არჯევანიძის შეცვლილი ხმა ინტერესს იწვევს ჩემში და მეც გულისყურით ვუსმენ. -მაშინ კლუბში... ძალიან ცუდათ გამოვიდა.

„ააა, ესეიგი ის დღე ანერვიულებს არა? ძალიან კარგი! ეცოდინება როგორ უნდა ჩემთან საქმის დაჭერა!“

-ვიცი._თავ აწეული ვეუბნები, თან გულში ორმაგ სალტოს ვაკეთებ.
-და რითი შემიძლია ჩემი შეცდომა გამოვასწორო?_ცბიერი ხმა, რაც არ უნდა სერიოზული ვიყო, მაცინებს და თამაშის სურვილს მიღვიძებს.
-შოკოლადის ლიქიორით!
-დარწმუნებული ხარ რომ აიტან?_მისი მოჭუტული თვალები სასიამოვნო მზერას მატანენ ხორცში. -ჩვენი პირველი შეხვედრა იმედია გახსოვს._ასეთი მომნუსხველი ღიმილით რომ გამოგხედავს კაცი, ხომ უნდა დადნე და დაიწვა ერთ ადგილას? მაგრამ მე რისი მარგო ვარ თუ ასე ადვილად ვაჩვენე ყველას ჩემი გრძნობები!
-მახსოვს. ამიტომაც ჩემთან ამოიტან ლიქიორს!
-ასე არაა? კარგი ბატონო! იყოს შენებურად...

***

სირბილით დაღლილ ლაილას თავის ადგილზე არხეინად ძინავს, ვითომ ჩვენი არსებობა სულ აღარ ახსოვს.
სამზარეულოს ბართან შემსკუპებული არჯევანიძე კი, ჩუმი ღიმილით ასხავს ლიქიორის მორიგ ჭიქას, თან ჩემსკენ აპარებს მოჭუტულ მზერას, მამოწმებს, ძალიან დავთვერი თუ არა. მეც ამაყად მიჭირავს თავი მიუხედავათ იმისა, რომ ალკოჰოლმა უკვე მადიანად ამასხა ტვინში.
რა ვქნა, მიყვარს ასეთი მომენტები, როცა ოდნავ დამძიმებული თავით ზიხარ ასე უნებლიედ და ფიქრობ არაფერზე, ანდაც ვინმეს ელაპარაკები ჰარმოიულ სიტუაციაში. ჩემი და ტატოს მომენტი უფრო მეორე კანდიდატურისაა.
დაახლოებით ერთი საათი იქნება რაც „მთვრალ დიალოგს“ შევუდექით... და ძალიან კარგად გავუგეთ კიდეც ერთმანეთს!

-ჰოდა...რაო რას ვამბობდი?_“სკლეროწიჩკასავით“ მავიწყდება სიტყვები, რასაც შუბლზე მტევნის მიდებით გამოვხატავ. ტატოც სასმელს ჩემგან ცოტა მოშორებით წევს და ჩვეული მომნუსხველი ღიმილით გამომყურებს.
-არა ქალბატონო მარგო, თქვენ და სასმელი არ ხართ ყველაზე კარგი საყვარლები...
-სამაგიეროდ თქვენ და ის სილიკონის ტურფა ხართ, რომ დამადნაშაულა სექსი არ იცის რა არისო_ჩემ წყენას ტუჩ გადმობრუნებულად ვაჩვენებ მომღიმარ მამაკაცს და აივნის შეხვედრას ვახსენებ.
-მერწმუნე მარგო, მე უფრო კარგად ვიცი სად აქვს სილიკონი და სად არა. სექსს რაც შეეხება ისეთი სახე გქონდა, ვითომ მკვლელობას შეესწარი და არა... ნუ, შენც კარგად იცი რას..
-მე რომ არ დაგენახეთ, ალბათ მოკლავდით კიდეც ერთმანეთს._სიცილი მიტყდება რატომღაც. ძალიან მეტყობა რომ ზედმეტი მომივიდა სასმელში, არა? -რა ვქნა მეუცხოვება ეს ყველაფერი მე. გრძნობები და ათასი იდიოტობა.
-ძალიან კარგად მესმის შენი... მაგრამ რატომ არ შეიძლება დაუშვა ის ფაქტი, რომ ყველაფერი შეიზლება გართობის მიზნით მოხდეს, იმისთვის რომ ისიამოვნო, დატკბე ამა თუ იმ მომენტით.
-ჰო, მაგაზე არც მიფიქრია იცი? უბრალოდ, მშობლების ამბავის შემდეგ, ჩემი თავი ამერ-დამერია._უეცარი სევდა მაწვება გულზე, მოგონებებთან ერთად. -გგონია სულ ასეთი ვიყავი? მეც მიყვარდა ერთ დროს, ძალიან მიყვარდა, თუმცა ეხლა შენც ხედავ რომ არც გული არ დამრჩა და არც ის, რაც მასში ინახებოდა... _სევდა თითქოს ტვინში უთვლელ ფესვს იდგავს და წამის მეასედში ქრონიკულ მელანქოლიად იქცევა. ტატოს შუშის სახის დანახვისას ყველაფერი უფრო მწვავდება.
-მოვა დრო და შეგიყვარდება. ან უბრალოდ მიგიზიდავს. აი, მე რომ მიზიდავს ისე..._საოცრად ცივი, უგრძნობი ხმით ამბობს შემდეგ სიტყვებს, თითქოს მათ უკან გრძნობების ულევი ტალღის დამალვას ცდილობდესო. სახეზე უნებლიე ღიმილი მედება. მიხარია რომ ვიღაცას მაინც შეუძლია გრძნობა, მიხარია რომ არჯევანიძე მარტო არაა და თუნდაც უსოყვარულოდ, ის ქალი მაინც ყავს გვერდით.

ანდაც ყავდა...

-რატომ იჩხუბეთ?

თვალის დახამხამებაში, შედარებით ნორმალური გამომეტყველება იმდენად ეცვლება, რომ საკუთარ სიტყვებს ვნანობ. უცნობი ემოციებით დაბურულიი თვალები ჯერ მიბღვერენ, მერე მოჭუტული ქუთუთოებიდან გამომყურებენ... თუმცა, როგორც ჩანს, უგრძნობ არჯევანიძესაც სდომებია ვიღაცასთნ ლაპარაკი და გულის გადაშლა...

-ხომ იცი, თქვენ ქალებს ყველაფრის გაზვიადება რომ გიყვართ? ჰოდა, აი იმანაც მეტი მომთხოვა ჩვენი ურთიერთობიდან.
-გულები და რომანტიკა, ჰო?_ირონიის წვეთი მერევა ხმასი, ტატო კი სერიოზული ხმით აგრძელებს ლაპარაკს.
-გულები და რომანტიკა...
-გასაგებია. მაგრა, რატო ფიქრომ რომ ყველა ქალი ერთი და იგივეა, ყველა აზვიადებს საქმეს?
-ასე რომ არ ყოფილიყო, სოფოც არ მომთხოვდა ურთიერთობის მორიგ საფეხურზე ატანას. და არც ისინი, ვისთანაც ადრე მოქნდა კავშირი.

„დათომაც იგივე არ მთხოვა? ახალ საფეხურზე ავიტანოთ ჩვენი ურთიერთობაო? პფფ, და კიდევ ქალები არიან ერთნაირნი...“

-უბრალოდ, შეიძლება ისეთი ქალები გხვდებოდნენ ვისაც მეტი სითბო უნდოდათ ცხოვრებისგან, ამიტომ შენგან ცდილობდნენ ამის აღებას.
-აი ზუსტად ეგაა თქვენი პრობლემა. გგონიათ რომ გულები და რომანტიკა რამეს შეცვლის..._დამცინავი ტონი, ცოტა არ იყოს საეჭვოდ მხვდება ყურზე. თანაც სიტყვა „თქვენი“ ზედმეტად გამაერთიანებელია. თუ იმას გულისხმობს, რომ მეც ჩვეულებრივი სუსტი სქესის წარმომადგენლებს ვგავარ, ცდება.
-იცი, იქნებ იმ ქალებს, გართობის გარდა სხვა რამეც უნდოდათ? მეტი ყურადღება მაგალითად, ანდაც იგივე, სითბო.
-სითბოს და ყურადღებას ისინი ლოგინშიც იღებენ. თანაც ისე რომ მერე ლაპარაკის თავიც აღარ აქვთ.

„ისევ ეს გაღიზიანებული ხმა. არა ბატონო არჯევანიძე, შეიძლება სექს-გიგანტი ნამდვილად ხართ, მაგრამ ქალის გრძნობებში რომ ვერ ერკვევით ეგ ფაქტია.“

-ჰოდა იქნებ, როგორმე მიხვდეთ კაცები, რომ ლოგინის გარეთაც არსებობს სამყარო!_კიდევ ქალის სიჯიუტეზე რომ იტყვიან რამეს, ეს ხისთავიანები.
-ერთადერთს გკითხავ და თუ პასუხს გამცემ გავჩუმდები, ვაღიარებ რომ მართალი ხარ ყველა ასპექტში..._აზარტული ჭინკა დახტის მის ხმაში.

"ესეიგი, რაღაც ნამდვილად ჩახლართული კითხვა მოიფიქრა!"

-ქალი რომელიც მხოლოდ იმას გთხოვს თვალებით, გევედრება რომ კაბა შემოახიო და მაშინვე ლოგინისკენ გააქანო, რაიმე სხვას რატომ უნდა ელოდებოდეს? რასაც დასთეს, იმას მოიმკი, ხომ იცი.

„ჰოო, როგორც ჩანს ამ საკითხზე ტატოს უფრო მეტი უფიქრია, ვიდრე მე..“

-კარგი გნებდები, ხო._ორიოდე სიტყვის შედეგ, ნახევრად ცარიელი ლიქიორის ჭიქას ბოლომდე ვცლი, მერე კი ნელი მოძრაობით ვდგები მაგიდიდან და დინჯი ნაბიჯებით მივემართები მისაღებისკენ.
თუმცა ჩემი სიტყვა რომ არ ვთქვა ბოლომდე როგორ გავძლებ?!
-მაგრამ ყველა ქალი მაინც არაა ერთნაირი!

დიდი მისაღების მარმალიროსებრი იატაკის გადაკვეთის შემდეგ, მთელი ბინა ჯერ დახშულმა, შემდეგ კი თამამმა ჰანგებმა გაავსეს.
Tito & Tarantula—Strange Face of Love, სიმღერა რომელიც ზუსტად შეეწყობა ჩვენ დიალოგს, სიმღერა რომლის მოსმენისას წამშივე იკარგები მასში და შენი თავიც კი არ გახსოვს. აი ზუსტად ასე მომივიდა მეც, უბელიედ ავარხიე ტანი, ხელები ზანტად ავწიე ზემოთ და უკან გადაწეული თავით დავიწყე თეძოების მოძრაობა საათის ქანქარასავით.

-რას აკეთებ?_ნაცნობად ბოხი და რატომღაც უზომოდ შეცვლილი ხმა შემეჩეხა თუ არა ყურებში, მაშინვე ეკალივით დამაყარა ჟრუანტელმა, თუმცა არც თვალები არ გამიხელია, არც ჰანგებს აყოლილი ტანი არ გამიჩერებია.
-ვვვცეკვავ_გაწელილი „ვ“ უფრო კრუსუნივით მომესმა, ისე რომ, ჩემი ხმა მეთვითონ მესიამოვნა. თუმცა, დივანს ოდნავ წამოკრულმა ფეხმა მაგრძნობინა რომ თვალების გახელა მაინც აუცილებელია. ავშალე თუარა ქუთუთოები, მზერაში მონადირე ვეფხვივით მოსიარულე არჯევანიძე ამერეკლა. შავ მაიკასა და ჯინსის შარვალში გამოწყობილი მამაკაცი თეძოების რხევით მოემართება ჩემსკენ. კუთხეში მბჟუტავი სანათის შუქზე, მოწითალოდ მოოქრივილი თმები ქაოსურად ჩამოყრია შუბლზე. დაბალი წვერი კი, ყველაზე მათრობ ღვინისფერ ტუჩებს, გემრიელად ჩასატკბარუნებელი მარწყვებივით მალავს.
საკუთარი ფიქრებით შეშინებული მე, სწრაფი მაგრამ გრაციოზული მოძრაობით ვაქცევ ზურგს არჯევანიძეს. სულისშემკვრელი მუსიკის ჰანგები მალევე მაბრუნებენ რეალობაში, მახსენებენ რომ მე მხოლოდ და მხოლოდ მარგო ვარ, ქალი რომელიც ცივი და უემოციო არსების სახით დაიბადა.

მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ზურგიდან წამოსული სიცხე არაჩვეულებრივი სიამოვნებით მარტყავს ტანზე. ხერხემლის მალებზე, ნაცნობი სხეულის კუნთის ყოველ შერხებას ვგრძნობ და ზუსტად ეს მანიჭებს ნეტარების პატარა დოზას. დაძარღვული გრძელი თითების შეხება, ნეკნების დათვლით მუცლისკენ მიიწევს, ქვემოთ მისრიალებს და სადისტური ჩაბღაუჭებით თეძოებზე ჩერდება.
ვგრძნობ როგორ მესხმის თავს ადრენალინის უზარმაზარი ურჩხული, რაც მკერდში მაზოხისტურად სასიამოვნო გრძნობას იწვევს.
ჟრუანტელი ამჯერად კისრისკენ ინაცვლებს, ისე რომ ცეცხლის სუნთქვა დაწინწკლულ კანზე მერფქვის. ამდენს ალბათ ჩემი „გამოუცდელი“ ტანი ვეღარ იტანს და უნებლიე კრუტუნი მვარდება ყელიდან. ხორცზე მოთამაშე ტკივილი ამჯერად მტევნებს აწვება—არჯევანიძეს მარჯვენა ხელი, ზურგს უკან მიგრიხავს უსაქმურად ჩამოყრილ მაჯებს, მარცხენათი კი უხეშად მკრავს ხელს და გულით კედელს მაჯახებს.

კვნესა... ისევ.

ცივ კედელს გაწითლებულ ლოყას ვადებ და გატრუნული, მორჩილი მონასავით ველოდები მამაკაცის შმდეგ ქმედებას, იმის შიშით რომ მონიჭებული „სასჯელი“ ყოველ წუთს გაწყდება.
მაგრამ არა...როგორც ჩანს ყველაფერი ძალიან შორს შევიდა, რაც, გაგიკვირდებათ და, ძალიან დიდ ნეტარებას მანიჭებს, დანაშაულის გრძნობის გარეშე.

-რაო ფისო, მოგწონს როდესაც სხვა ბატონობს და არა შენ?_ამის თქმა და ჩემი უეცარი შემოტრიალება ერთია. ზურგით ვხვდები ცივ კედელს, ამიტომ ძლიერ მტევნებში მოქცეული ჩემი მაჯები თავს ზემოთ იწევა . როგორც იქნა ვახერხებ ერთადერთი სიტყვის ამოთქმას და მაშინვე მოელვარე თვალების სიბნელეში ვიძირები.
-მომწონს.
-კიდევ რა მოგწონს?_ცივი მაგრამ იდუმალი ხმით ნათქვამი წინადადება, ადრენალინთან ერთად ოქსიტოცინის ტალღასაც მიქსევს. -იქნებ ეს?_მოულოდნელად, ცალი ხელის რბილი მოქნვით, სპორტული ჟაკეტის ელვას მკერდის ღარის ჩაყოლებაზე ხსნის, მაგრამ ბოლომდე არა. -ან ეს?_მერე, თავისუფალ მტევანს შემოხსნილ ჟაკეტში აპარებს, თან წელისკენ მიაცურებს თითებს. -მარგო, მარგო, მარგო..._ყურის ბიბილოზე დაფრქვეული ჩემი სახელი, რაღაც ზედმეტად სექსუალურად მეჩვენება.

აზარტული ტონი წამის მეასედში ისევ სიცივეს უბრუნდება და ამჯერად ყველაზე მბრძანებლურ არჯევანიძეს ვაწყდები, ვინც კი ოდესმე მინახავს.

-მინდა მითხრა რა გინდა ფისო..._ალბათ ეს სიტყვები ძალიანაც თბილიად და მზრუნველ ტონად მეჩვენებოდეს მაგრამ, რეალურად იმდენად ცივი, უდრეკი და მბრძანებლური ხმა ჩამესმის ყურებში, რომ უბრალოდ იძულებული ვარ ხმა ამოვიღო. ეჰ, არადა ერთ დროს, მე ვიყავი უფროსი ყველას თვალში, ახლა კი მართლაც რომ მონა მგონია ჩემი თავი.
ვეტყვოდი შენ მინდიხართქო, შენი ტუჩები და ხელები მინდაქთქო, მაგრამ ვშიშობ ამის თქმის თავიც არ მაქვს.
-ტატო...უმმმ, არ ვიცი როგორ გითხრა...მ..მე არასდროს არ..._მამაკაცის გაყინულ სახეს გაკვირვების სხივი ანათებს.

„ხომ ვამბობდი ვერ მიხვდება რისი თქმა მინდა თქო?!“

-არ ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში არასდროს, არა!_სიტყვებს აგრესიულად ვაბავ ერთმანეთს და ულევი ენერგიის ზეგავლენის ქვეშ მყოფი, ასეთივე აგრესიული მოძრაობით ვთავისუფლდები გაკვირვებული მამაკაცის სხეულისგან.
-ჰო, რა იყო? რატო მიყურებ ასე? გგონია ყველა შენსავით გამოცდილია ამ საქმეში?!
-მარგო, ანუ შენ არასდრ...
-ხო ტატო! მე არასდროს არ ვწოლილვარ მამაკაცთან!_ხელების ქნევით ვბუზღუნებ, თან ჩემი ყოველი გავლა გამოვლა არჯევანიძეს ახალ, დაფარულ ღიმილს იწვევს. ბოლოს, როდესაც ვნებაში არეული აგრესია ერთიანად მიწვავს ტვინს, ოქსიტოცინის გადამეტებული დოზა კი გულს მიბუგავს, ფსიქიატრიულიდან გამოქცეული გიჟივით ვახტები ჟღარს. ეხლა უკვე მე ვატაკებ კედელს და ნაცნობი სიამოვნებით ვკბენ ტუჩზე.
-თვალებით შეგევედრო თუ მიხვდი უკვე?_ცოტა ხნის წინანდელი საუბრისკენ მიმაქვს მინიშნება.


პასიური ჩაცინების შემდეგ, ჩემდასაკვირველად სხეულიდან მიშორებს, ორიოდე ნაბიჯით იწევს უკან, ისე რომ მფუფქავ მზერას წამითაც არ მაშორებს.

-მართალი ხარ, ყველა ქალი ერთნაირი არ ყოფილა..._აღარ ვიცი მისი ფრაზა უნდა მომეწონოს თუ არა, მიუხედავათ იმისა რომ სიამოვნებით სავსე ტონითაა ნათქვამი.

„იმედია კომპლიმენტი იყო“

-შარვალი— გაიხადე.

„ჰა? რაო, რა თქვა?“

ესეც მორიგი სიურპრიზი ბატონი არჯევანიძისგან. რაღა ვქნა, შარვლის ელვას ვებღაუჭები.

-წყნარად...

ისევ ვემორჩილები— რაც შეიძლება დანჯად მივასრიალებ ნაჭერს, თეძოების გავლით დაბლა.
ჩემს ადგილზე სხვა ალბათ იფიქრებდა, იმის მერე რაც ტატო არჯევანიძემ ქალებზე ილაპარაკა, ასე ადვილად როგორ გადავდგა პირველი ნაბიჯიო. ტატო აჯევანიძე ქალებს ხომ გასართობს ადრის. ტატო არჯევანიძე მათ საკუთარი სიამოვნებისთვის ისევე იყენებს, როგორც უბრალო სათამაშოებსო..
მაგრამ, რატომ არ შეიძლება მე გამოვიყენო ბატონი ტატო ჩემი სიამოვნებისთვის? რატომ არ შეიძლება მე ვუყურო მას ისე, როგორც ის უყურებს სხვა ქალებს... მე ვითამაშო მისით. ხოლო მერე, როდესაც მომბეზრდება (თუ საერთიდ მოხდა ასეთი რაღაც) ისევ მე გადავაგდო.

აბა, დედამიწა ყოველთვის მხოლოდ ერთი ადამიანის გარშემო ხომ ვერ იტრიალებს? ნატურალური სელექცია— ძლიერი სახეობა ცვლის მეორეს, რასაც მივყავართ ევოლუციისკენ...

-საკმარისია._ჟაკეტისკენ წაღებულ თითებს მტევნით მიჩერებს. ვერც კი გავიაზრე, როგორ ან როდის მომიახლოვდა...

ჩაბნელებულ არემარეს მხოლოდ მისი ბნელი თვალები ანათებენ. ქვედა საცვალსა და სპორტულ მოსასხამში დარჩენილი, მის დამმზვერავ მზერას აზარტით ვახვედრებ სხეულს.
ჩემს წინ მდგარი მამაკაცი თვალთახედვიდან წამის მეასედში ქრება. სამაგიეროდ მის თითებს ჯერ ხერხემალზე ვგრძნობ, მერე მხრებზე. ყელზე...
ნაცრისფერი მოსასხამის ქვეშაც მისრიალებს რბილი შეხება, წელის გავლით მოშიშვლებული თეძოსკენ. შავი ქვედა საცვლის თითების ოდნავი გამოკვრით მიტკაცუნებს თეძოზე ამიტომ კანზე ნელი წვა მივლის.

-მარგო...დარწმუნებული ხარ?_აჰა, როგორც ჩანს ჯერ მსინჯავდა ჩვენი ჟღარი მელია, ელოდებოდა როდის ჩავიკეცებოდი ტირილში ჩემი „დაუფიქრებელი“ ნაბიჯის გააზრებისას.

„ამილახვრები შეცდომებს არ უშვებენ!“

თანხმობის ნიშნად თავს ამაყად ვუქნევ, ხოლო მეორე წამს, გაშმაგებული ტკივილის წელზე გარბენისას, ჩემი სიტყვების კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი მვარდება ყელიდან—კვნესა, რომელიც კიდევ უფრო აქეზებს აზარტულ მამაკაცს მორიგი „სათამაშოს“ გასინჯვისკენ...

...მერე მხოლოდ საძინებლის სიბნელე, ვნებაში ჩაფლული ორი სხეულის გმინვა და მოგუდული სიმღერიდან შემთხვევით გაგებული ფრაზები ...

Let go of your love
Ride his pulse and you’ll forget
Slow down your time will come
If not tonight surely by the dawn...


**********************************
თავი 6
**********************************

-მმმ...ჯანდაბა...

უფერული ბურუსი თვალებზე გაუკვალავი ტყესავით მეფარება. ბალიშიდან თავის წამოწევა და მბურღავი ტკივილი ერთია.
ტუმბოზე მდგარი საათი მაცნობებს რომ თორმეტი ხდება. როგორც ჩანს ზედმეტად გამეწელა ძილი, მიუხედავად იმისა რომ არც ღამე ყოფილა ძალიან მოკლე.
ოთახს ვათვალიერებ, თუმცა ვერაფერს და ვერავის ვერ ვპოულობ ამიტომ კმაყოფილი სახით ვუბრუნდები ფიქრს, როდესაც ჩემ მზერას მაღვიძარასთან ქაოსურად მიგდებული თეთრი ფურცლის ნახევი იზიდავს. მის გვერდით ოქროსფერ სითხეს, როგორც ჩანს ვაშლის წვენსა და ორიოდე თეთრ ტაბლეტს უჩენია თავი. მეღიმება. თავში რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ამბავი ტივტივებს: ჩემი და არჯეანიძის პირველი შეხვედრა რომელიც ზუსტად ასეთივე ტემპით დაიწყო, ტუმბოზე შემომდგარი ვაშლის წვენითა და თავის ტკივილის საწინაღმდეგო აბებით. მაგრამ ერთადერთი რაც იმ დღეს და ამჯერად დილას განასხვავებს წერილია, რომელიშიც საკმაოდ უცნაური სიტყვები წერია.

„მკაცრი უფროსის შიშით, რომელსაც ჩემი ‘დასჯა’ ყოველ წამს შეუძლია, ადრე მომიწია ცხელი ლოგნიდან გამოძვრომა.
რაც შეგეხებათ თქვენ ქალბატონო ამილახვარო, ალკოჰოლთან მიკარება, სხვა მამაკაცების კომპანიაში, სასტიკათ გეკრძალებათ!

პ.ს რაც გინახავს, კიდევ ნახავ...
... და ამის შემდეგ გეცოდინება როგორი ყოფილა ჩემთან თამაში.
შეხვედრამდე, ფისო. „

ლოყები მწიფე ვაშლებივით მიფერადდება წაკითხულის გადახარშვის შემდეგ. გუშინდელი ჩევნი ლაპარაკი, მუსიკა, ღამე... ამ ყველაფერმა დიდად დასვენებული დილა მაჩუქა. ტვინში მომხდარის ალაგ-ალაგი კადრები ტივტივებენ. მკერდზე და მუცელზე თითქოს რაღაც მეწვის, რაღაც ძალიან სასიამოვნო რომელიც არჯევანიძის ტუჩებს მომაგონებს. დაფუფქულ ყელზე გაყინულ თითს გატრუნული სახით მივასრიალებ, აზროვნებაში კი უფერული თვალების გამჭოლი მზერა მიტრიალებს.

„მორჩი ნებივრობას ამილახვარო და საათს გახედე. იგვიანებ!“

მეორე მეს ჩუმ ხმას ჯერ ყურადღებას არ ვაქცევ, ისევ გუშინდელზე ვფიქრობ, ვიხსენებ მისი მამაკაცური ტუჩების მწვავ გემოს, დრაკონივით ცხელ სუნთქვას ჩემ კანზე...
მაგრამ სამწხაროდ ყველაფერი მალე მთავრდება და დარეტიანებულივით მიწევს წამოხტომა ლოგინიდან, როდესაც მაღვიძარა მატყობინებს რომ თორმეტი საათია, რაც იმას ნიშნავს რომ ისევ ვაგვიანებ.

გეზს აბაზანისკენ ვიღებ თან ვცდილობ გზადაგზა ტანსაცმელში ჩავძვრე. ტანი საშინლად მტკივა თითის უბრალო გაქნევითაც კი. მგონია რომ კუნთები სათითაოდ ნამაცალეს ძვლებიდან.

დიდი ვაი ვაგლახით კი ვახერხებ მოწესრიგებას და ეს ესაა გამზადებული უნდა დავიძრა კარებისკენ როდესაც კორიდორის სარკეში ჩემ თავს ვაკვირდები. წამში მეყინება ყველაფერი.

-იდიოტი! უტაქო ხეპრე!

ამ სიტყვებს კიდევ ძლივს ძლივობით შეუძლიათ ჩემი გაბრაზების...არა. გაცეცხლების გამოხატვა!
ყელზე, მფეთქავ არტერიასთან ახლოს, მოლურჯო-მოიისფრო ლაქას გამოუჩენია თავი. გაშმაგებული ვიქნვევ ხელებს იმის იმედით რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჰალუცინაციაა, რომელიც ორგანიზმში შემორჩენილმა ალკოჰოლმა გამოიწვია.

„არა მარგო, არ გეჩვენება!“_ბოროტული სიცილით მამკობს ალტერ ეგო, მერე კი ბნელი გულის კიდევ უფრო ბნელ კუნჭულებში იკარგება.

-ზასოსი! იდიოტი! რა ჯანდაბა ვქნა ეხლა?! შარფს ხომ არ მოვიხვევ ამ სიცხეში!

ლანძღვით ვარტყავ წრეს კორიდორს, მერე კი როგორც იქნა საღი აზრი მაწვება ტვინზე.
სწრაფი ნაბიჯებით მივემართები აბაზანისკენ და სულ ცოტა ხანში ამაყადაც გამოვდივარ იქიდან. ტონალური კრემის ხარჯზე აღარც ჩალურჯება არ მეტყობა, არც აწითლებული კანი...

სხვა დროს, ალბათ დიდი სიამოვნებით დავუწყებდი ყურებას ცხელი ღამის ასეთ მოგონებას მაგრამ ახლა როდესაც ოფისში ვარ წასასვლელი რამისაა აგრესიისგან ყველაფერი დავამტვრიო!

მიუხედავათ ამისა, მალე ავტომობილშიც კომფორტულად მოვკალათდი და როგორც იქნა, შედარებით დაწყნარებული გულით გავუდექი კომპანიის გზას.
გაცეცხლებული ხასიათის მიუხედავათ, მაინც ღიმილით მახსენდება მომხდარი. მხოლოდ ახლა ვწვდები ვაჟბატონი არჯევანიძის მიერ დაწერილი წერილის არსს და ფრაზას რომელიც მასში ამოვიკითხე.

„...ამის შემდეგ გეცოდინება როგორი ყოფილა ჩემთან თამაში...“

მიხვდა ესეიგი ყველაფერს. მიხვდა იმასაც რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საკუთარი პრინციპებისა და სიამოვნების გამო გადავდგი გუშინდელი ნაბიჯი. როგორც ჩანს ბატონი ტატოც გავუშვი ხელიდან, ისევე როგორც ყველა ის მამაკაცი ვისაც ადრე ვიცნობდი...
სწორს ამბობს დინა, კაცები ჩემგან გარბიან...
მაშ რაღა გაეწყობა, ესეიგი მხოლოდ ლაილას კომპანიაში მომიწევს სიბერის გატარება.

***

პირველი საათია. როგორც იქნა მოვაწესრიგე ყველა საბუთი. საჭირო მასალა ჩანთაში ჩავდე და ამაყი ნაბიჯებით გავედი კაბინეტიდან.

-რომელ საათზე გავიდნენ?
-თერთმეტისკენ. მაგრამ ყველა, ცხრა საათზე უკვე აქ იყო.
-გასაგებია. კარგი თინი, მეც დავიძრები ნელ-ნელა. იქნებ საღამოსკენ მაინც ჩავაღწიო ბაკურიანში. გაუფრთხილდი თავს და დამირეკე რაიმე სასწრაფო თუ იქნება.

თინისთან დამშვიდობებას ცოტა ხანს ვანდომებ ამიტომ მალევე ვტოვებ „მწვანე სხივის“ შენობას. მხოლოდ ახლა ვახერხებ ტელეფონის ნახვას, სადაც დინას გამოტოვებული რადმდენიმე ზარი მხვდება. აინტერესებდა ალბათ სად ვიყავი ამდენ ხანს.

„ეჰ ჩემო დინა, სად ვიყავი და ბატონი არჯევანიძის მკლავებში კომფორტულად ვატარებდი ღამეს, მიუხედავათ იმისა რომ მარტო ვარ მიჩვეული ძილს.“

ნაცნობი სახელის გახსენებაზე ისევ მისი სიტყვები მახსენდება: „რაც გინახავს, კიდევ ნახავ“.

მართლაც რომ ასეა. უკვე მერამდენე შემთხვევითობამ შეგვახვედრა ერთმანეთს სრულიად მოულოდნელ სიტუაიაში.

„მაინც რა არის ადამიანის ბედი, რასაც ერთხელ ნახავ ცხოვრებაში, კიდევ ძალიან ბევრჯერ მოგიწევს მასთან შეხვედრა..“_ტკბილი ხმით ამბობს ქვეცნობიერი მარგო, მერე კი არჯევანიძეზე ფიქრში დებილივით აგრძელებს ღიმილს.

***

-მადლობა შენს გამოჩენას! ვინერვიულე ვინმეს ხომ არ დამართა რამე თქო ისევ._ბაკურიანში ძლივს-ძლივობით ჩაღწეულს, ანა ბებოსთან მომხდარ ინციდენტს მახსენებს დინა, თან მეგობრულად მეხუტება მკლავებზე.
-რა ქენით, დაბინავდით უკვე?
-ვაიმე არც გამახსენო რა. სასტუმროები კი არა, სულ არ ვიცი რას ნიშნავს ეს ყველაფერი._გაბზარებული ქალი მანქანიდან პატარა ჩანთას იღბს და წინ მიმიძღვება . -აი, მივალთ და შენთვითონ ნახავ.

ავტოსადგომის გავლით ჯერ ჩაბნელებულ განიერ ჩიხში ვყობთ თავს, მერე ერთიანად განათებულ მოზრდილ შენობას ვუახლოვდებით რომელიც ორი ძირითდი ბლოკისგან შედგება. სასტუმრო საკმაოდ თანამედროვე სტილითაა კონსტრუქტირებული. მეტალის კარკასს ალაგ-ალაგ ხის მასიური ნაჭრები აქვს ჩაყოლილი. კედლების ძირითად ნაწილს შუშა შეადგენს რომელიც გარედან სარკეს ზედაპირივით ირეკლავს არემარეს, ისე რომ შენობის შიდა ნაწილის დანახვა შეუძლებელია. ვერ ვხვდები რა არ მოსწონს დინას, ძალიანაც ლამაზია აქაურობა.

-ეხლა ფიქრობ რით ვარ უკმაყოფილო არა?_გაბრაზებული ქალი ჯუჯღუნით აღებს მინის კარებს და ულამაზესად მოწყობილ პატარა ფოიეში შევყავარ. როგორც ჩანს სასტუმრო კერძოა ამოტომ, ძალიან დიდი ფართიც არ უჭირავს. -ქალბატონო ია, იმედია კიდევ ერთი ოთახიც მოგეძებნებათ. ერ-თი თავისუფალი ოთახი მა-ინც!_გაღიზიანებული სახით გაჰყურებს დინა მუქ ლურჯ ფორმაში გამოწყობილ ახალგაზრდას, რომელიც ასეთივე გაღიზიანებული ხმით პასუხობს ბარანოვსკას, მაგრამ მაინც ცდილობს თავის დაჭერას.
-ქალბატონო დინა ხომ იცით წარმოქმნილი პრობლემების გამო, პირველი ბლოკი მიუწვდომელია, ამიტომ ოთახებით სარგებლობა ხოლოდ მეორე ბლოკში შეგიძლიათ.
-გასაგებია..._ღრმა ამოსუნთქვით იფარგლება დინა. -მაშ ასე, გაიცანით ქალბატონი მარგო ამილახვარი. ჩვენი ფირმის მფლობელი, რომელსაც ძალიან ესაჭიროება ერთადერთი ცარიელი ოთახი მაინც!_ერთ მომენტში დაწყნარებული ქალი ისევ უწევს ხმას. მე კი გაკვირვებული სახით ვდგავარ და უხმოდ გავყურებ მოკამათე ქალებს. თავში ორი მოჩხუბარი ბებია მიტივტივებს, რომელიბიც ერთმანეთს ჩანთებს ურტყავენ. მეცინება. ბოლოს როგორც იქნა თავს ხელში ვიყვან და ჩვეულად მკაცრი ხმით ვებმევი საუბარში.

-ქალბატონო ია, დინა... არ ღირს ხმამაღალი ლაპარაკი. ოთახს რაც შეეხება, შეგიძლიათ მომცეთ რომელიმე პატარა რომელიც ტყის მხარეს გაჰყურებს. დარწმუნებული ვარ, ასეთი მაინც მოგეძებნებათ._თბილი ღიმილით კი გავყურებ ქერა ქალს მაგრამ, დარწმუნებული ვარ იცის, ჩემი მზერის უკან სულაც არაა კეთილმოსურნე პიროვნება.
-რათქმაუნდა არის ასეთი ოთახი, მაგრამ ის უკვე...
-ეგ მე მომანდეთ._თბილი ტონი წამის მეასედში გამყინველ ხმაში მეზრდება და წინ გამოწვდილი ხელიდან სწრაფად გლიჯავ ოთახის გასაღებს.

***

-დინ, რა პრობლემებზე ლაპარაკობდა ია?_კორიდორში მიმავალ მეგობარს ინტერესით ვეკითხები, როდესაც თავისი ოთახის კართან ჩერდება და შესვლას აპირებს.
-ზუსტად არ ვიცი მაგრამ, ვფიქრობ იმ ბლოკში ელექტროენერგიასთან აქვთ რაღაც პრობლემები. ამიტომ ყველა, სასტუმროს ამ მხარეს დაგვასახლეს. ინვესტორებმა კი მხოლოდ იმით იმართლეს თავი რომ, რადგან ტურისტული პერიოდი ჯერ არ დაწყებულა, ძალიან ცოტა სასტუმრი მუშაობს ამიტომ ყველაზე კარგი ამოვარჩიეთ და აქ გადმოგიყვანეთო._შუბლზე ნერვიულად იდებს ხელს, თან უკმაყოფილოდ აქნევს გრძელ თმებს. -ჯანდაბა მო, მაინც და მაინც უჟმურ მაკოსთან შემომიშვეს._ჩურჩულით მიმანიშნებს ოთახისკენ, მერე აგრესიულად აღებს კარს და გაბუტული გამომატყველებით მემშვიდობება. მეც რაღა დამრჩენია, მომღიმარი სახით მივუყვები გრძელ კორიდორს, სანამ ბოლო სართულს არ ვაღწევ და განკუთვნილი ოთახის კარს ვაღებ.

სანახაობა შესანიშვავია. მარცხენა კედელი მთლიანად შუშისაა, საიდანაც მწვანედ აფეთქებული ხეების ულამაზესი ხედი მოჩანს.
ჩანთას ლოგინზე ვაგდებ და დაღლილი ტანით რბილ მატერიას ვეხეთქები.

„ორი დღეც და დაისვენებ მარგო“

საკუთარ სიტყვებზე მალევე მახსენდება, რომ სულ ცოტა ხანში ოფისს ვკეტავთ საზაფხულოდ.

-უჰჰჰ, როგორც იქნა მეღირსება სიწყნარე.

თბილისიდან ბაკურიანამდე მგზავრობამ ძალიან დამღალა. თითქმის ცხრა საათია, ამიტომ ნელ ნელა დასაწოლადაც ვემზადები. წამოვგორდები ლოგინზე და ვუყურებ რაიმე ფილმს.

მკერდზე მომჯდარ მოვარდისფრო პერანგსა და შავ ქვედა ბოლოს ერთი ხელის მოსმით ვიძრობ ტანიდან. იმ ფაქტით დაწყნარებული რომ გარედან ვერავინ ვერ მხედავს, ჩვეულებისამებრ ლიფსაც ვიშორებ მხრებიდან და მოთენთილად ვეხეთქები გაუშლელ ლოგინზე.
გემრიელად ვიზმორები, ისე რომ ხერხემლის მალებს სულ ტკაცა-ტკუცი გააქვთ.

მაგრამ ჩემი ნებივრობა სულაც არ გრძელდება დიდ ხანს. შეშეინებულად ვხტები როდესაც დიდი ოთახის რომელიღაცა კუთხიდან ნაცნობი სხეულის, წყლისგან დაწინწკლული სილუეტი გამოდის. მკერდზე ხელებ აფარებული ვზივარ საწლზე და გაკვირვებით გავყურებ ტატოს რომელსაც ისე უჭირავს თავი, გეგონება სულ ვერ მხედავდეს ან სულაც არ ვარსებობდე. ლოგინის წინ, მოპირდაპირე კედელთან მდგარი სკამისკენ იშვერს მადიან მკლავებს, იქვე გადაკიდებული ტანსაცმლის ასაღებად.

„ჯანდაბა...როგორ ვერ დავინახე მისი ნივთები მაინც... „

-დიდი ხანი აპირებ მანდ ჯდომას და ჩემით ტკბობას?_მოუტრიალებლად მეუბნება არჯევანიძე, თან თავის საქმეს აგრძელებს.
-და საიდან მოიტანე რომ შენით ვტკბები?
-თვალს არ მაშორებ...თუ ვცდები?_იკადრა შემობრუნება. განიერ გულ მკერდზე მადიანად მოგორავენ წყლის წვეთები, მერე კი იატაკს ეხეთქებიან მთელი ძალით. არჯევანიძე ჯერ ცბიერად გამომყურებს, მერე თავიდან ბოლომდე მწველი მზერით მამკობს. ვხედავ როგორ ეყოფა ბაგე აზარტული ღიმილის გარბენისას.
-ნუ ღელავ, დარწმუნებული ვარ, არ გაქვს ისეთი არაფერი რაც აქამდე არ მინახავს._ჩემს სიშიშვლეზე ცბიერად მიმანიშნებს. ვბრაზდები.

„ხომ ვამბობდი უტაქტოათქო!“

-რა გინდა აქ?_გაკვირვებული სახით გავყურებ, თან ვცდილობ კონცენტრაცია მის სახეზე მოვახდინო და არა...სხეულზე.
-მინდა მოგახსენო, რომ დარჩენილი ორი დღის განმავლობაში აქ მომიწევს ცხოვრება.
-მინდა გახარო, რომ ამ ორი დღის განმავლობაში აქ მე ვცხოვრობ,_მისივე ცინიკური ტონით ვუბრუნებ პასუხს. -ასე რომ შეგიძლია ჩაიცვა...და გახვიდე ოთახიდან._ვცდილობ ვაჟბატონის სიშიშვლე არ შევიმჩნიო, ვითომც არაფერი არ ხდება. მაგრამ როგორც ჩანს ბატონ ტატო არჯევანიძეს, ჩემი არა მარტო აღტაცება, არამედ აზრების კითხვას შესძლებია.
-ლოყები გაგიწითლდა თუ მეჩვენება?_ეშმაკური ღიმილით გამომყურებს და ისე იქცევა თითქოს სულ არაფერი არ მეთქვას.

„ასე არა?! თუ გგონია რომ მხოლოდ ისაა ყველაზე გახსნილი და უკომპლექსო, ძალიან ცდება!“_აზარტული ალტერ ეგო, თამაშის ხასიათზე წამში მოდის. მეც, მისით წაქეზებული, მკერდზე მიბჯენილ ხელებს უდარდელად ვუშვებ დაბლა, ხერხემალს კომფორტულად ვათავსებ ლოგინზეე და ფეხი-ფეხ გადადებული ვიწყებ ტელევიზორის ყურებას. ნამდვილად უდარდელად მიჭირავს თავი და მიკვირს კიდეც. ყოველთვის ვიყავი ამაყი, ანდაც გახსნილი მაგრამ ასეთ დონემდე რომ გადავრეულიყავი, არა.
ვგრძნობ როგორ მეწვება კანი მფუფქავი მზერით. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ჩემმა ქმედებამ გააოცა და არა ჩემი ხედმა.

თვალებს ძერასავით ვაქანებ არჯევანიძისკენ, როდესაც მუცელზე შორიდან ნასროლი თხელი პლედი მეფინება.

-მიიფარე, შეგცივა._ცივი ხმა, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, სასიამოვნო ჟრუანტელს მაყრის კანზე. დიახაც, მსიამოვნებს რომ მეც ვიწვევ ამ ადამიანში ორიოდე გრძნობას მაინც!
-არა გმადლობთ. სიცხისგან ლოყები ამიწითლდა.
-მარგო... არ გინდა..._თვალებდახუჭული მამაკაცი ზანტი, ძალიან მომთმენი ხმით მელაპარაკება. ახელს თუ არა თვალებს, მის მზერაში უზარმაზარი ჩაბნელებული ურჩხულის დანახვა შემიძლია, რომელიც შესაფერის მომენტს ელოდება გარეთ გამოსახეთქად.
-პირიქით ტატო, ძალიანაც მინდა..._ თამაშის მოსურნე ცბიერი მელა, წამის მეასედში იღვიძებს ჩემში. ისევ მჯდომიარე პოზიციას ვუბრუნდები და მკერდზე ჩამოყრილ ნახშირივით თმებს ზურგს უკან ვაგდებ, თან უვნებელი ქალის გამომატყველებას ვიდებ სახეზე.

„ეჰჰ რომ უვნებელი ქალის სტატუსი დაბადებიდანვე შორს იყო ჩემგან.“_საკუთარი ფიქრები უფრო მეტად მიღვიძებენ თამაშის სურვილს... მითუმეტეს როდესაც წინ ასეთი მადისაღმძვრელი მამაკაცი მიდგას.

ველურივით მოვარდნილი არჯევანიძის ხელებს რიტმულად ვაყოლებ ტანს. უხეში, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ტკივილისგან გამოწვეულ გრძნობებს გასაქანს ვაძლევ თუ არა, ყელიდან კვნესა მვარდება. მომთხოვნად აცურებს ხელებს მკერდიდან მუცლისკენ, ქვემოთ და ქემოთ სანამ ბარძაყებს არ წვდება. გაშლილ მუხლებს ძლიერად უჭერს ხელს, თან მოშიშვლებული ყელის კბენას აგრძელებს.

-ეს გინდოდა არა?!_ღენით ამოთქვავს დაქანცული მამაკაცი. შუალედებში მკერდზე ისევ მჭრელი კბილების შეხებას მივლის, რომელიც თანდათნ მუცლისკენ ინაცვლებს. სასიამოვნო ტკივილი ძვლებამდე ატანს.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ცხელი ტუჩების შეხება მალევე მცილდება სხულიდან. გააზრებასაც ვერ ვასწრებ იმდენად სხარტი მოძრაობით მშორდება ჟღარი. გაკვირვებული გავყურებ ლოგინის კიდესთან მდგარ, მკვრივ მასას რომელიც გაშავებული თვალებით ერთიანად მწვავს. რამდენიმე წამი გაუნძრევლად მაკვირდება სხეულის გავლით სახეზე, მერე მალი რეაქციით ზურგს მაქცევს და სკამზე მიგდებულ მაიკას ეჯაჯგურება.
გაურკვევლობაში მყოფი, ტანს ჯერ მჯდომიარე პოზიციას ვუბრუნებ, მერე კი ლოგინს საერთოდ ვაცილებ შიშველ სხეულს.
სანამ ზურგშექცეული მამაკაცი აგრესიულად ცდილობს მასურის საყელოს მოძებნას, თუმცა აკანკალებული ხელების გამო შედეგს არც თუ ისე კარგად აღწევს, განიერ ზურგზე ნაზად ვუსმევ ნატიფ თითებს. შეხებას ნელ ნელა თეძოებისკენ ვაპარებ, როდესაც ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო გრძნობებს იწვევს არჯევანიძეში.

-მარგო არ გინდა.
-რატომ? აღარ გინდივარ?_ვცდილობ მოთამაშე ხმით მაინც განვტვირთო გარემოება, მაგრამ წამში შემოტრიალებული სახის დანახვა მალევე მაჩერებს.
ვიცი, ეშინია ჩემი. ეშინია ჩემით გამოწვეული გრძნობების, ჩემით მონიჭებული სიამოვნების, ეშინია იმისიც, რომ ახლანდელი ურთიერთობის შემდეგ საფეხურზე ატანას მოვთხოვ.

„ნუთუ აქამდე ვერ მიხვდა, რომ არ ვარ მისი წინანდელი სათამააშოების მსგავსი ქალი?“

მაგიჟებს ის ფაქტი რომ ადამიანში ასეთ ემოციებს ვიწვევ. მაგიჟებს ისიც, რომ მასში, ჩემდამი საოცარი სურვილი და ვნება ტრიალებს.

ზანტი მოძრაობით ვკრავ ხელს, ამიტომ თვალის დახამხამებაში არჯევანიძეც ლოგინზე მთელი ძალით ეხეთქება. მის თეძოებზე შემომჯდარი, ცოტა ხანს ჩუმად გავყურებ მოღუშულ თვალებს, რომლებშიც მხოლოდ ვნების გარჩევა შემიძლია. ყურზე კბილების ოდნავი გამოკვრით ვაგრძნობინებ რომ საოცრად მომწონს ამჟამინდელი გარემოცვა. ნელ-ნელა, კოცნა-კოცნით მივასრიალებ ტუჩებს დაძარღვულ ყელზე, წვერმოდებული ნიკაპის კბენით, სანამ მომწვანო თვალებს არ ვაწყდები.

-გპირდები, არანაირი გულები და რომანტიკა... მხოლოდ სექსი.
როგორც ჩანს ისედაც ზედმეტად აღგზნებულ ტატოზე, ჩემი სიტყვები ძლიერი აფროდიზიაკივით მოქმდებენ, ამიტომ სიძლიერით სავსე მოძრაობაში მისი მკერდის ქვემოთ ვჩნდები…

***********************************************
თავი 7
***********************************************

ზანტად დაჭყეტილ თვალებში მამაკაცის მთვლემარე სახე მერეკლება. შუბლზე ჩამოყრილი თმები საყვარლად ეფინებიან გრძელ წამწამებს. მეღიმება. რატომღაც მინდა მისი არსებობა რეალურად შევიგრძნო, არა კოცნის ან სექსის დროს, არამედ ახლა, ამ წამს როდესაც ასე უდარდელად ძინავს. გაყინულ თითებს ნაზად ვადებ ტუჩებზე, ოდნავ დაჭორფლილ მკვეთრ ყვრიმალებზე, თვალებზე.
გუშინდელი ღამის შემდეგ კიდევ ერთხელ მაკითხავს ჟრუანტელი, როდესაც უეცარი მოძრაობით მამაკაცის მკერდზე ვჩნდები.

-რაო ქალბატონო ამილახვარო, გგონიათ თქვენი გემრიელი თითები ძილში ვერ მომაკითხავენ?_მისი სიცილი მეც უაზროდ მეკრობა სახეზე. მადიანად ვკოცნი ჩემი გუშინდელი კბენისგან გახეთქილ ტუჩზე. ისიც ვითომდა მტკივნეულად ოხრავს.
წამწამების ფახუნით ვაკვირდები არჯევანიძის სახის მიმიკებს. ღიმილიანი და აზარტული გამომტყველება ეტაპობრივად იცვლება დაღვრემილ მზერაში.

"რამე არ მოსწონს თუ?..“

-რა მოხდა?_გადიდებულ თვალებში მისი ირონიული ღიმილი ჩამდის. ვერ ვუგებ ვერაფერს.
-მაგიჟებს...
-ვინ?
-მარგო ამილახვარი...ქალი რომელმაც თავისი უდრეკი ხასიათით მომაჯადოვა...

***

-დათო?! აქ რას აკეთებ ადამიანო?!
-შენც გაგიმარჯოს მარგო.
-მაპატიე. უბრალოდ გაოგნებული ვარ.
ობიექტის არეალი მშვიდობიანად დავათვალიერეთ და შევაფასეთ კიდეც. ყველაფერი შესანისნავად მიდიოდა, სანამ კიდევ ერთ ნაცნობ სახეს არ გადავეყარე, რომლის აქ ყოფნას სულაც არ მოველოდი.
-დასასვენებლად ჩამოხვედი?_მეგობრული ჩახუტების შემდეგ, ფართო ღიმილით გამომყურებს მაღალი მამაკაცი.

„ნეტა მართლა ასე იყოს. არაუშავს მარგო, ხვალაც და მერე როგორც იქნა დაისვენებ სულ ცოტა ხნით მაინც!“_მეორე მე როგორც ყოველთვის თავისებურად მიჭერს მხარს.

-არა, არა. უბრალოდ სექტემბრიდან ამ ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს აშენება იგეგმება. ჰოდა, აი ჩვენც ადგილის შესაფასებლად მოვედით._დათოს გაურკვეველი სახის მიხედვით, დიდათ ვერ მიხვდა რაზე ვლაპარაკობ. -ვიცი, არ მითქვამს შენთვის. სამშენებლო კმპანიის მფლობელი ვარ._მის სახეს კიდევ უფრო დიდი გაკვირვება ედება ჩემი სიტყვების გაგებისას. ჩემდაუნებლიედ მეღიმება.
-არ ვიცი ეს უბრალო დამთხვევაა თუ ბედი მაგრამ...ვფიქრობ, სახელი ერეკლე ერისთავი გსმენია.
-რათქმაუნდა. ერთ ერთი პრესტიჟული კომპანიის მფლობელია.
-...და მამაჩემი._დათოს სიტყვები ამჯერად მე მაბნევენ. ესეიგი ბატონი ერეკლეს დავალებითაა აქ? -სექტემბრიდან, როგორ უკვე თქვი, მშენებლობა იწყება ამიტომ ჩვენც ყველაფრის მოსაგვარებლად ჩამოვედით.

„რაო რა თქვა?! ვერ გავიგე რაღაც...“

-ანუ თქვენ აშენებთ ამ სასტუმროს?_მეგობრული ტონის მიუხედავათ ხმაში ცინიზმი მერევა.
-იმედი მაქვს..
-ვფიქრობ რაღაც გაუგებრობა მოხდა. ინვესტორებს ელაპარაკეთ? იცი, არ მინდა ცუდათ იფიქრო რამე, მაგრამ შენობა უკვე დაპროექტებულია..._ვფიქრობ მიხვდა რომ მშენებლობას „მწვანე სხივი“ გეგმავს და არა ერისთავების კომპანია. ძალიან არ მომწონს ეს ამბავი. არ მინდა რომ ჩემს საქმეში ისინი ერეოდნენ!
-მოდი ამ დღეებში დამეკონტაქტე და ყველაფერს გავარკვევთ. ბატონ ერეკლეს კი გადაეცი, რომ გახსნილად შეუძლია შეხვედრის დაგეგმვა როცა კი მოესურვება.

მოკლე დიალოგისა და დამშვიდობების შემდეგ, ობიექტიც მალევე დავტოვეთ. მორჩა დამთავრდა ჩემი წვალება! ხვალინდელი დღეც და როგორც იქნა დავისვენებ ორი კვირით მაინც!

რაც შეეხება დათოს, მასთან შეხვედრამ დიდად გამაკვირვა.თავის საქმიანობაზე არასდროს არაფერი არ უთქვამს, ახლა კი, როდესაც ჩევენს ობიექტზე მეცხადება, ამბობს რომ ერისთავების კომპანიის წარმომადგენელია. არ შეიძლება ერთ ობიექტზე ორი სამშენებლო კომპანია იყოს ჩართული. მეუცნაურება ეს ყველაფერი....
ბაკურიანიც როგოც იქნა დავტოვეთ. თბილისში დაახლოებით ღამის ათი საათისკენ ჩამოვაღწიე და როგორც კი სახლის კარები გავაღე, მაშინვე ტელეფონს ვეცი.

-თინ დაკავებული ხომ არ ხარ?
-თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ცანცარა ლექსოს გროძნობების ტალღამ გადაუარა, მაშინ არ ვარ დაკავებული._თინის გახარებული ხმა მეც მიხალისებს გულს. ყურმილის მეორე მხრიდან მამაკაცის ხმამაღალი სიცილიც მესმის, არ დაუჯერო ამ ქალს, ყველაფერს აზვიადებსო.
-კარგით ჰო, აღარ მოგაცდენთ ტკბილი საღამოსგან.
-მოიცა არ დაკიდო გოგო! ხომ კარგად ხარ?
-კი თინ კარგად ვარ. უბრალოდ მეგონა თავისუფალი იყავი, მექთი გამომივლიან ეგ და თავისი ქმარუკათქო.
-მერე რაღას იყავი ჩუმათ ამდენ ხანს ქალო? ლექს, ჩაიცვი და ჩემი ჩანთაც გამოაყოლე!_თინის ყვირილისგან ყური მიბუჟდება. როგორც ვხვდები მალე ჩემი გიჟებიც მეწვევიან...

***

-მო, კიდევ ორი ჭიქაც გამოაყოლე! თაზო და ლილეც მოვიდნენ!_მისაღებიდან სამზარეულოში გამომყვირის დინა. კიდევ ორ არყის ჭიქას ლანგარზე ვათავსებ და მხიარული სახით მივემართები ოთახისკენ.
-ჰა, რას შვებით ხვალე?_ლაილასთან მოთამაშე თაზო ინტერესით კითხულობს ჩემთვის გაურკვეველ კითხვას.
-საღამოს რვაზე გავდივართ. ალბათ დიმას სახლთან შევიკრიბებით.
-რაზე ლაპარაკობთ, მეც გამარკვიეთ რა._ხვეწნის ტონით ვეკითხები ერთმანეთში მოსაუბრე ბიჭებს.
-აუ, ამ ქალს ადრეული სკლეროზი ემართება უეჭველი_დაცინვით გამომყურებს ლექსო, ამიტომაც მალევე იღებს მტკივნეულ მუჯლუგუნს მხარში.
-თიანეთში მივდივართ ქალო, დიმას და ტატოს აგარაკზე._დინას წიკვინა ხმა მაშინვე მაბრუნებს რეალობაში.
ჯანდაბა, ეს როგორ ამომვარდა თავიდან? ნეტა ვინმემ მაინც იცოდეს როგორ არ მინდა იქ წასვლა გუშინდელის მერე...

***

ბინიდან გამოპარული ჩქარი ნაბიჯებით მივემართები მეზობელი სადარბაზოსკენ. დარწმუნებული ვარ ლექსოს და თინის ტიტინში დანარჩენები ვერც კი შეამჩნევენ ჩემს არ ყოფნას. ყოველშემთხვევისთვის ცოტა ხნით მაინც...
გულ-აფანცქალებული ვდგავარ ნაცნობ კარებთან და ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია ღირს თუ არა დაკაკუნება. ბოლოს და ბოლოს ტატო ჩემი მეგობარი თუ არა ნაცნობი მაინცაა, თანაც ბიჭების ძმაკაცია.

-ჯანდაბას ყველაფერი მომხდარი...

როგორც იქნა ძალას ვიკრებ. მოკლე კაკუნის შემდედ ჯერ ოთახიდან გამოსული წვრილი ხმის სიცილი მესმის, მერე როგორც იქნა ურდული იწევა და...

„ესეც ბედის ირონია."

გამოყვანილ ჯინსებში გამოწყობილი ქალის ცივი სახე, გაკვირვებულად გამომყურებს. მოყავისფრო თმა გამოყვანილ მხრებზე ჩამოყრია, დიდი თვალებით კი ჩემს თვალიერებას აგრძელებს. ტვინში მალევე ამომდის აივნის კადრები, მაშინ როცა ჯერ კიდევ უცნობ არჯევანიძესა და ვიღაც ლამაზმანს წავასწარი.

„ნუთუ მართლა ისაა?“

-რამე გნებავთ?_მეგობრული მაგრამ მაინც უნდობი ხმით მომმართავს ქალი. რომ ვთქვა გული მეტკინა არჯევანიძის საქციელითთქო, ტყუილი იქნება...თუმცა, მაინც არ ვიცი რატომ ვარ ამ დონემდე დაბნეული...
-შეგიძლიათ ტატოს დაუძახოთ, დიდად დაკავებული თუ არაა?_აგუგუნებული გული ცივათ მიცემს მკერდში. ქერა ლამაზმანი ჯერ ეჭვის თვალით გამომცქერის, მერე "კარგი ბატონოს" ძახილით მიემართება ოთახისკენ და სულ მალე მამაკაცის ბოხი ხმაც მესმის.
-გამარჯობა ტატო._უდრეკი ხმით კი ვცდილობ ლაპარაკს მაგრამ, ასი პროცენტით ვიცი, მიხვდა რომ ამ ხმის უკან მოწყენილობა იმალება.
-ქალბატონო მარგო..._თავაზიანად მიქნევს თავს მოსალმების ნიშნად.

„აჰჰ, ვხედავ ისევ ფორმალურ ტონს მიუბრუნდა..“_ექიდნური სიცილით მეჩურჩულება მეორე მე.

-თაზო, ლექსო და გოგოები არიან მოსულები. ვიფიქრე ბატონ არჯევანიძესაც თუ სცალია შემოგვიერთდებათქო... მაგრამ როგორც ვხედავ დაკავებული ყოფილხარ._ცინიზმი მერევა ხმაში, როდესაც ქერა ბრუნდება და მამაკაცს იდაყვით ეყრდნობა მხარზე.
-მარგო..._წამოსასვლელად შებრუნებულს მისი ხმა მეწევა. ნელი მოძრაობით ვტრიალდები, თვალებში კი მამაკაცის ნაღვლიანი სახე მიდგება. მის გვერდით მყოფი ქალის გამომეტყველება ჯერ გაკვირვებით იფარება მერე კი ფართე ღიმილით.
-მარგო...ქალბატონი მარგო ამილახვარი? ლეგენდარული „მწვანე სხივის“ მფლობელი! _მიუხედავათ აღტაცებული ტონისა ხასიათი წამითაც არ მიკეთდება. ქალი ისევ აგრძელებს ლაპარაკს. -თქვენი არქიტექტურული დიზაინები მაოცებენ! არც კი მეგონა თუ როდესმე მაინც შეგხვდებოდით._რამდენიმე ნაბიჯით ჩემსკენ იწევა თან ხელს მიწვდის ჩამოსართმევად. მეც რაღა დამრჩენია, როგორც კულტურულად აღზრდილი ქალი მეგობრულად ვესალმები.
-მაპატიეთ, ჩემი სახელი არც კი მითქვამს. სოფო... სოფო არეშიძე.

„ვითომდა ‘სილიკონის ტურფა’ ჩემი სიტყვებით. არადა ძალიანაც ლამაზი ქალია...“

-ძალიან სასიამოვნოა სოფო._თბილად გამოვყურებ ტანად ქალს მაგრამ, აი გაკვირვებულ არჯევანიძეს, ცბიერ მზერას ვურტყავ. -სოფო, მინდა ჩვენი ნაცნობობის ნიშნად ჩემთან დაგპატიჟო. ტატ..ბატონი ტატო თუ არ იქნება წინააღმდეგი.
-ვფიქრობ არაა ყველაზე კარგი იდეა._დაბღვერილი მამაკაცი სერიოზული ტონით მეუბნებ, მაგრამ ხომ ვიცი მის ასეთ ხმაში უფრო ბრძანება დევს ვიდრე მეგობრული თხოვნა.

„დესპოტი!“

-კარგი რა პუპს, ნუ ხარ უჟმური._“პუპსიკი“ აღრენილი სახით კი გაჰყურებს ქალს მაგრამ ჩემი გაღიმებული სახის დანახვისას თითქოს გული ულბება.
თუმცა ხომ ვიცი, ძალიან კარგად ხვდება რომ ეს ღიმილი სულაც არაა მეგობრული...

***

ბიჭებს ძალიან გაუხარდათ თავისი ძმაკაცის მოულოდნელი ვიზიტი. როგორც ვხვდები, ახალი ბინის შეძენის მერე, ტატოს ადგილსამყოფელი არც თაზომ და არც ლექსომ არ იცოდა.
კიდევ ორი საარყე ჭიქის გამოტანა მომიწია, ვაჟბატონი „პუპსიკისა“ და მისი მზეთუნახავისთვის.

„რატომ ვგრძნობ ასე უცნაურად თავს? ბაკურიანში, მისი სიტყვების შემდეგ, მეთვითონ არ მოვახსენე ყველაფერი დავტოვოთ ისე როგორ ადრე იყო მეთქი?“

გულზე უეცრად მოწოლილი სევდა და მოგონებები, მაიძულებენ რომ ცოტა ხნით დავტოვო მეგობრების მხიარული ჯგუფი და აივანზე გავიდე გონზე მოსასვლელად.
გულს ისევ ნაღველი ფარავს, თავში კი გუშინ მომხდარი ამბავი მიტივტივებს.

-მო? მოხდა რამე?_აივანზე გამოპარული ლილეს ხმა, ცოტათი მაბნევს.
-არა ლილ არაფერი უბრალოდ...

„აღარ შემიძლია მეტი! ვეღარ დავაკავებ ცრემლებს...“

მართლაც. თვალები უაზროდ მებინდება, ლოყებზე ნელ ნელა ჩამოღვენთილი თბილი სითხით.

-არ იტირო ჩემო ბუბუნა. აი ნახავ ყველაფერს გაარკვევთ შენც და ტატოც..._მეგობრის მიერ ნათქვამი სიტყვები უსაზღვროდ მაბნევენ. საკუთარი უსუსურობის გამო ცრემლების ნაკადი კიდევ უფრო მატულობს. -ნუ მიყურებ ასე. რადგან ცანცარა ვარ, იმას კი არ ნიშნავს რომ ვერაფერს ვერ ვხედავ და ვერ ვხვდები._დაბინდული მზერიდან ლილეს მომღიმარ სახეს მაინც ვარჩევ. -გიყვარს მო?
-არ ვიცი ლილ. მართლა არ ვიცი._საკუთარი ატირებული ხმა არასასიამოვნოდ მხვდება ყურებზე. ღმერთო, რა დაბალ დონემდე დავეცი.
-ეგ სიყვარულის ნიშანია მარგო... ყველა გრძნობა რომ გერევა ერთმანეთში, საერთოდ აღარ იცი რა ან როგორ უნდა იფიქრო._ლილე როგორც ყოველთვის ღრუბლებში დაფრინავს.
-ნეტა ყველაფერი ეგეთ ადვილი იყოს, ლი.
-რას გულისხმობ?_გაკვირვება ერევა ხმაში.
-იცი? თავიდან მეგონა რომ მის მიმართ სულ არაფერს არ ვგრძნობდი, ამიტომ სულ გაუაზრებლად დავწექი მასთან. მეგონა სექსის მეტი არაფერი არ დაგვაკავშირებდა. მაგრამ...
-მარგო...
-არ გინდა. არ თქვა არაფერი, უბრალოდ მომისმინე. არასდროს არავინ არ მიზიდავდა მარა, გულით მინდოდა მყავრებოდა მამაკაცი, რომლისთვისაც ყველაფერს გავცემდი. დღემდე არ გამომდის არაფერი, ლი, მიუხედავათ იმისა რომ ბაკურიანში თითქოს ყველაფერმა დაიწყო დალაგება. იცი რა მითხრა ტატომ? მაგიჟებო, უდრეკი ხასიათით მომაჯადოვეო. იცი როგორ შემეშინდა? ჩემი საკუთარი თავის შემეშინდა, იმის რომ ვიღაცის მიმართ გულში ის საზიზღარი გრძნობა გამიჩნდა...
-მო, რატომ გგონია რომ შენი მშობლების ამბავი ისევ უნდა განმეორდეს შენზე? არ იქნება ასე. დროა ვიღაც შეიყვარო. ოცდაცხრა წლის ხდები მო. ოჯახი საჭიროა...
-ვიცი ლილ ვიცი მაგრამ... იცი, რომ მითხრა მაგიჟებო, თავიდან გამიხარდა. მეცხრე ცაზე ვიყავი. მერე და მერე დამიარა შიშმა. ასე ვუთხარი მოდი ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის მეთქი.
-მარგო, არ შეიძლება ასე. ხომ იცი, რომ ნამდვილად ჭკუა ეკეტება შენზე? როცა არ უნდა ვნახო, სულ გადიდებული თვალებით გიყურებს.
-ვიცი მაგრამ, ისიც კარგად მესმის რომ მასაც აშინებს ურთიერთობები. რატომ არ შეიძლებოდა ყველაფერი ისე დაგვეტოვა როგორც იყო ჰა?
-იმიტომ რო უყვარხარ ადამიანო, შეიგნე!_როგორც ჩანს ზედმეტად გავაცეცხლე ლილე. მწვანე თვალები გიჟივით აენთო.
-რომ ვუყვარდე თავის სოფოსთან არ წავიდოდა._სლუკუნით ვამტკიცებ ჩემსას, მაინც არ ვიტეხ იხტიბარს.
-ჩემი და ლექსოს ამბავი დაგავიწყდა? არ გახსოვს ერთმანეთის საეჭვიანოდ რას არ ვაკეთებდით? ნუ ტირი მო. დამიჯერე, მალე სულ ყველაფერი დალაგდება...

ლილეს დარიგებას როგორც იქნა დავუგდე ყური და ნელ ნელა აგუგუნებული გულიც დამიწყნარდა. ოთახში გასულებს ჩვეულებრივი სანახაობა დაგვხვდა. თაზო და ლექსო როგორც ყოველთვის გიჟების ამპლუაში არიან. დინა, თინი და სოფოც არანაკლებ ხალისობენ. ერთადერთი რაც თვალში არასასიამოვნოდ მეცემა, არჯევანიძის დაღვრემილი ღიმილია, რომლითაც აჩვენებს რომ ვითომდა ლაპარაკშია ჩართული.

სულ რამდენიმე წამით, ჩვენი მზერა ვაზის ტოტებივით იხლართება ერთმანეთში. თვალებს წამის მეასედში ვაშორებ მის ულამაზეს სახეს. ოქროსფერი ტონის ჟღარი თმა ქაოსურად ჩამოყრია მაღალ შუბლზე, რომელიც ჰარმონიულად უერთდება სწორი ფორმის მამაკაცურ ცხვირს. ყბებზე მოდებული დაბალი წვერი კი გემრიელად აჩენს აწითლებულ ტუჩებს.
როგორ მინდა კიდევ ერთხელ მაინც მაკოცოს ისე როგორც ადრე მკოცნიდა, თავისებურად, ერთდროულად რბილად მაგრამ მაინც უხეშად, კბენა-კბენით...
მის ხანმოკლე მზერაში, ჩვეული სიტყვების ამოკითხვა შემიძლა: „არაუშავს ფისო, მალე ყველაფერი მოგვარდება...“

ნაღვლიან ღიმილს ვუგზავნი, და როგორც იქნა, გულში იმედის ოდნავი ელვა ხალისიანად იწყებს სირბილს...

***

ოცდაცხრა აგვისტო, დღე რომელიც სულ თავისუფლებას მანიჭებს მომავალი ორი კვირით.

„როგორც იქნა მეღირსა დასვენება!“

პროექტის ბოლო საბუთს სულმოითმენლად ვაწერ ხელს და ფურცლების უზარმაზარ ხროვას გრუხუნით ვახეთქებ თაროზე. შენობაში ჩემი, თინისა და დაცვის თანამსრომლების გარდა აღარავინ არაა. აი სულ რამდენიმე წამში გიჟ მეგობარს ხელს დავტაცებ და სიხარულით დავტოვებთ ოფისს.

-ქალბატონი თინია! ნება იბოძეთ და გამოეტიეთ გარეთ!_მის პატარა კაბინეტში თავშეყოფილი აღტაცებით გავძახებ კიდევ უფრო სახე განათებულ ქალს. სასწრაფოდ ტაცებს ხელს იქვე მიგდებულ ჩანთას და თვალის დახამხამებაში ავტოსადგომზე ვჩნდებით.
-ამ ორი კვირის განმავლობაში ბოლომდე უნდა გავერთოთ! მთელი წლის სამუშაოში გატარებული დროის ანაზღაურება მოგვიწევს._სიცილით მეუბნება ქალი, თან ავტომობილის წინა სავარძელზე კომფორტულად კალათდება.
-ჩვენ არ ვიყოთ ქალები თუ ასე არ მოვიქცეთ!_კისკისით გავძახი მეც.
-რა ქენი ჩაალაგე ჩანთა დღევანდელი მგზავრობისთვის?
-აუ არა თინ. გუშინ თქვენი წასვლის მერე მკვდარივით ვიყავი, მაშინვე დასაძინებლად დავეგდე.
-მოგეხმარები არ გინდა? ლექსო მაინც არაა სახლში, ბიჭებს გაყვა რაღაცეების საყიდლად, მარტო მომიწევს ყოფნა._ქმარუკას მონატრებას გადმობრუნებული ტუჩითა და ვითომ მოწყენილი თვალებით გამოხატავს.
-მინდა კი არა, მესაჭიროება!_მისი გამომეტყველების დანახვისას ღიმილი მეკრობა სახეზე. -გოგოებისთვის არ დაგირეკია?
-კი დილითვე. აბარგებულ-გამზადებულები ვართო.
-ჰოდა ძაანაც კარგი, იქნებ ამ ზაფხულმა მაინც შემოიტანოს რაიმე სიახლე...-საკუთარ ირონიას ჩემ ხმაშივე ვგრძნობ. მართლაც, როგორ მინდა რაიმე ახალი. განსაკუთრებულად კი ის, რომელშიც ტატო არჯევანიძე იქნება გარეული, მიუხედავად იმისა რომ გუშინდელ ჩვენ შეხვედრას არანაირი შედეგი არ ქონია.
მის მერე რაც ყველაფრის ძველებურად დატოვება ვთხოვე, თითქოს ისიც და მეც ზედმეტად შევიცვალეთ. არადა ორი დღეც არ გასულა...

დარწმინებული ვარ ხვალე სოფოსაც წამოიყვანს. არ მესმის რა თამაშს თამაშობს. ჯერ ის იყო რომ სადაც კი არ უნდა წავსულიყავი სულ არჯევანიძე მხვდებოდა, მერე გამომიცხადა რომ გიჟდება ჩემზე... მაგრამ მაინც სოფოსთან ვხედავ სულ ცოტა ხანში. თუმცა რაღა მინდა, მეთვითონ არ დავასრულე ჩვენი ურთიერთობა?

არა, ნეტა ვინმემ მაინც იცოდეს როგორ მომენატრა მისი სისხლისფერი ტუჩების გემო...

***

სულ მალე დინას და ლილეს თქმისა არ იყოს, „აბარგებულ-გამზადებულები“ ველოდებით ბიჭებს. ლაილა ბებოს გავუყვანე, დარწმუნებული ვარ იქ არ მოიწყენს.


-მოკლედ, შენ და შენი ალერგიები ტოქსიკოზითურთ რა..._სიცილით ვეუნბენი დივანზე შემოსკუპებულ ქალს რომელიც მთელი ზიზღით გაჰყურებს მაგიდაზე მდგარი შოკოლადის ფიალას.
-აი, შენც რო გეყოლებიან შვილუკები მერე ვნახოთ რგორ აჟუჟუნდები.
-თვალი არ მეცეს გოგო._აღშფოთებით ვეუბნები მეგობარს რომელსაც ჩემს სიტყვებზე საეჭვო გამომატყველება ედება სახეზე. არჯევანიძისგტან დაოსულებაღა მაკლია და სულ „თაფლში“ ვიქნები.
-მო რა მოხდა?_დაწვრილებულ თვალებს სულამდე მატანს, გეგონება ჩემი აზრების კითხვაც შეუძლიაო. როგორც ჩანს ფეხმძიმობის პერიოდში ტელეპატიის ნიჭიც გაეხსნა.
-არც არაფერი, რა უნდა მომხდარიყო..._ვპასუხობ ისე, თითქოს მართლაც ყველაფერი რიგზეა. მაგრამ ვგრძნობ თინიმ ინტრიგის სურ,ნელი უკვე იგრძნო. რაღას გააჩერებს ეხლა კაცი!
-არა მარგარტია ვიცი რომ რაღაც დაემართა შენ გაგიჟებულ თავს. ვალდებული ხარ მითხრა! ახლავე!
-თინი ხომ იცი, ვერ ვიტან როცა მარგარიტას მეძახი. ბარემ მაყვალათიც შემალამაზე!_გაბუსული ხმით ვითომდა ვეჩხუბები მეგობარს. -გითხარი, ისეთი არაფერი არ მომხდარათქო...
-არა, ესეიგი მაინც რაღაც მოხდა! კარგი რა მო რას მაწვალებ, ჰა?!
-თინ, მე და ტატო...
-აი ჩვენი ბარტყებიც ჩალაგებულან!_სახლში ხმაურიანად შემოხვეტილი ლექსო ღიმილით გამოგვყურებს ორივეს, მაგრამ ტინის და „მომავალ“ შვილუკებს მაინც სხვა მზერით ამკობს. ჩემი სიტყვის დამთავრებას მაინც ვერ ვახერხებ და ალბათ ასეცაა უკეთესი.

-წავედით ეხლა ჰა რაღას ზიხართ ტო?_აჟიტირებული მამაკაცი პატარა ჩემოდნებს ხელიდან გვგგლეჯს და სწრაფი ნაბიჯებით მიემართება სადარბაზოსკენ. ჩვენც როგორც იქნა ვახერხებთ ბინის დატოვებას. კარების ჩარაზვის შემდეგ ამაყად მივემართები კიბეებზე, თან ხელკავ გამოყრილ თინის ვეხმარები ჩამოსვლაში. როგორც იქნა ეზრდება მუცელი და ნელ-ნელა მოგორავე „კალაბოკს“ ემსგავსება.
-მარგო, ჩვენი ლაპარაკი არ დამვიწყებია, ეს იცოდე._მეგობრის ჩურჩული ცბიერი ტონით მეფინება ყურებზე. არწივის მზერით გავყურებ ხოდა ისიც მიჟუნებს თაფლისფერ თვალებს.
-კარგო ხო. ჩავალთ სოფელში და მოგიყვებით შენც და დინასაც ყველაფერს.
-ლილეს არ ელაპარაკები თუ რა ხდება?_სიცილით გამომყურებს.
-ქალბატონი ლილე ყველაფერს თავისით მიხვდა. მისივე სიტყვების ციტირებას ვახდენ: „შეიძლება ცანცარაა მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვერაფერს ვერ ამჩნევს“._თავაწეულად ნათქვამი სიტყვების შემდეგ ხმამაღალი კსიკისი უტყდება ისედაც გახარებულ ქალს.

-გამოვაგდე როგორც იქნა სახლიდან!_ლექსო, ხმამარალი სიცილით მოანიშნებს ხალხის გუნდს ჩვენსკენ. გარეთ გასულებს, მთელი სამეგობრო შეკრებილი გვხვდება, რათქმაუნდა ბატონი ტატოს ჩათვლით.

გულ აფანქალებული ვაცეცებ თვალებს აქეთ იქით, სოფოს ძებნაში. ალბათ ჩემს სიხარულს საზღვარი არ მოეძებნება, რადგან ვერ ქალს და ვერც მის უსექსუალურეს ფიგურას ვერ ვამჩნევ. სულაც არ მიკვირს რატომაა ტატოსთან. ძალიან შეეფერებიან ერთმანეთს, ფიზიკურ ასპექტებს თუ გავითვალისწინებთ, ამიტომ სულ მესმის რამ „გააგიჟა“ არჯევანიძე ჩემში. ოცდარვა წლის ქალი ვარ რომელსაც მხოლოდ ზედმეტი წონა და შინაბერა, ზედმეტად ამაყი ადამიანის თვისებები თუ ავსებენ.

საკუთარი თავის ანარეკლს ავტომობილის პრიალა ზედაპირზეც ვამჩნევ, საიდანაც უჩვეულოდ ყავისფერი თვალები გამომყურებენ. ნელ ნელა დაბლა მივუყვები და უაზროდ აწითლებულ ტუჩებს ვხედავ მიტკალივით თეთრ კანზე. იმდენად თეთრზე, მორგში რომ შემიშვან ალბათ მკვდრებს თავისიანი ვეგონები. ფერფლივით შავი, ჩაკულულებული თმა განიერ მხრებზე ქაოსურად ჩამომყრია, რომლებიც ლამაზად უერთდებიან მრგვალ მკერდს მაგრამ ორიოდე ზედმეტი კილოს გამო ყველაფერი ძალზე უცნაურად, ზოგისთვის მიმზიდველადაც შეიძლება გამოიყურებოდეს. მერე თეძოებისკენ ვაპარებ ჩქარ თვალებს. პრიალა მეტალზე ხორციან თეზოებს შედარებით დიდ ხანს ვაკვირდები. მოტკეცილი ჯინსის მატერია, ვფიქრობ, საკამოდ გემრიელად მაჯდება ძვლებზე.

„რას უწუნებ ნეტა შენ თავს, მარგო.“_მეორე მე როგორც ყოველთვის მხარს მიჭერს და თვითშეფასების ამაღლებას ცდილობს. არადა მართალია, სულაც არაფერი არ მაქ დასაწუნი! ანდაც ნეტა როდის დავიწყე ასეთ საკითხებზე ფიქრი?!

-აი, დიმაც მოვიდა._ლილეს ხმა მალევე მაღვიძებს საკუთარი ფიქრებიდან. ქმრის მეგობარს რიმილით ეხუტება და ჩვენსკენ მოყავს, მანქანიდან ახალგადმოსული.
-მო, ხომ გახსოვს დიმა?_ჩურჩულით მკითხება ბარანოვსკა.
-რათქმაუნდა მახსოვს დინ._ახლოს მოსულ, მაღალ მამაკაცს ტავაზიანად ვუხრი თავს და ისიც გაშლილად მიღიმის საპასუხოდ. ტუჩები „ქ“ ასოს სათქმელად ერხევა და მაშინვე ვხვდები რომ „ქალბატონი მარგოთი“ უნდა მომმართოს.
-მხოლოდ მარგო._ღიმილით ვართმევ ხელს.
-ჰა წავედით ეხლა! ათი საათისკენ მაინც რომ ჩავიდეთ. ისედაც შემოგვაგვიანდა._სულსწრაფი თაზო როგორც ყოველთვის „კამანდირობს“. მოუთმენლად გვყრის ავტომობილებში და როგორც იქნა არემარეს ძრავის გრუხუნი, მერე კი აგუგუნებული მანქანის ხმა აყრუვებს.
თაზოს გვერდით მჯდარი ნაცნობი სახე ნაღვლიანად აპარებს თვალებს ჩემი მიმართულებით. უკანა სავარზელზე მოთავსებული დინა რაღაცაზე უაზროდ მებუტბუტება, მაგრამ როგორც კი ჩემ დაღვრემილ სახეს ხედავს, მხარდაჭერის ნიშნად ძლიერად მიჭერს ხელს მტევანზე.
ჩვენს უკან დიმა, ლექსო, თინი და ლილე წყნარად მოდიან პრალა ტრასაზე.
სავარაუდოთ ღამისკენ ჩავაღწევთ სოფელში, დაკლაკნილი გზების გადამკიდე. თუმცა ნაზად მთვლემარეს დროც და გრძელი მანზილიც სულ ორიოდე თვალის დახამხამებად მეჩვენება...

სანამ ბოლომდე შემომაწვება ძილის ბურანი, რამდენჯერმე ვატყობ ტატოს მიერ ჩემი მისამართით გამოგზავნიოლ სითბოთი სავსე, მალულ ღიმილს.

მერე კი მხოლოდ სიშავე, რომელშიც კიდევ და კიდევ მამაკაცის არწივივით თვალები მელანდება...

****************************************
თავი 8
****************************************

-მარგუუუშ...გაიღვიძე ჩავედიით..._ლილეს, როგორც ყოველთვის გაწელილ სიტყვებს ახლაც უპრობლემოდ ვცნობ. თვალებ გახელილს თავზე გოგოები მადგანან და ღიმილიანი სახეებით გამომყურებენ.
-თუ გაიწევით და ჰაერს ჩამასუნთქებთ, იქნებ განძრევაც შევძლო._სიცილით ვამბობ და აქეთ იქით ვყრი გაღიმებულ ქალებს.

ცოტა ხანში სრულიად დალაგებულ-დაწყნარებულები მოვთავსდით ცეცხლოვანი ბუხრით განათებულ ოთახში. ჩემს პანიკას ალბათ საზღვარი არ ქონდა როცა დიმამ შეშის შეყრა დაიწყო ბუხარში, გაგანია აგვისტოა, ვიფიქრე ჩვენი ამობუგვა უნდა ამ სიცხესითქო. მაგრამ ახლა ვხვდები რომ ქალაქთან შედარებით აქ გამყინვარების ხანაა, ამიტომ დიმას მოცემულ თბილ ჟაკეტში გემრიელად ვიფუთნები და მეგობრების უაზრო ბუტბუტს მინაბულად ვუგდებ ყურს. დივნებს გარშემო შემომსხდარი ხალხი მთელი ემოციიდ განსჯის ხვალინდელი დღის გეგმებს.
-აუ მე წყაროზე მინდა და მორჩა!_გაბუსხული, ხელებ გადაჯვარედინებული თინი გაბუტული სახით ზის და რამისაა ცრემლების ღვრას შეუდგეს, ოღონდ სურვილი აუსრულონ -თქვენ თუ არ წამოხვალთ, მარტოც გავიგნებ გზას. აი ჩემი პაწაწუნებიც გვერდით მეყოლებიან_მუცელში მჯდარი, ორი არსების გახსენებისას გაღიმებულად ცდილობს ჩვენს დაყოლიებას.
-ლექსო ეს რა ჯიუტია ტო!_აღშფოთებით აცხადებს დიმა. ხმამაღალი კისკისი მიტყდება. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ იცის თინია რა ხილია და მის აუტანელ ხასიათს როგორი ნებისყოფა უნდა.
-მარგო! ვიცი რაზეც ფიქრობ ეხლა და ენას ამოგაცლი თუ იტყვი!_მუქარით გამომყურებს ქალი.
-თინ, ეს შენ კი არა შენი ჰორმონები ლაპარაკობენ._სიცილით გვყვება თაზო, მერე მის გვერდით მომჯდარ ლილეს გემრიელად ხვევს მკლავს. მათ შემყურე ჩუმათ მჯდარი არჯევანიძისკენ მეპარება თვალები. კი აქვს გაღიმებული სახე მაგრამ, ხომ ვიცი, რომ გულზე ნაღველის უზარმაზარი ლოდი აწევს. მის შემყურეს მეც მიხდება ხასიათი. როგორ მინდა ახლა მისი ჩახუტება.

არ ვითხოვ სიყვარულს, არც რაიმე გრძნობებს მისი მხრიდან. უბრალოდ მინდა ვიცოდე რომ თუნდაც გრძნობების გარეშე, ვიღაც მაინც მიდგას გვერდით...

-თქვენი არ ვიცი მარა მე მგზავრობამ ძაან დამღალა. დიმ ცოტა ხნით გარეთ გავალ რა.
-რას მეკითხები ნეტა ადამიანო. ეს ადგილი დღეიდან ჩვენი დიდი ოჯახის ბუნაგია ძმებო..._ყურებამდე გაღიმებული სახით მოგვმართავს ყველას გახარებული დიმა. სიხარული მეც მეკიდება, ტუმცა „უ-არჯევანიძე-ობა“ მალევე მახსენებს თავს, ამიტომ ისევ ჩამოღვენთილი გამომეტყველება მედება სახეზე...

გარეთ გასული, ჟაკეტს კიდევ უფრო ძლიერად ვიხვევ მხრებზე. მოღუბლულია, ამიტომ არც მთვარე და არც ერთიბეწო ვარსკვლავები არ ჩანან.
არემარე ულამაზესია. სახლი სოფლის ბოლოში მდებარეობს ამიტომ გარშემო მხოლოდ მთიანი ადგილები და ნაძვნარის უზარმაზარი მდელოებია. რა ჯობია ასეთ ბუნებას?

„ნეტა, სოფო რატომ არ ჩამოიყვანა?“_ქვეცნობიერი შეპარვით მეკითხება ჩემთვის არასასურველ კითხვას რომელზეც ყველაზე ნაკლებად ვიფიქრებდი ახლა.
სხვა რომ ვიყო, ვიფიქრებდი ეჭვიანობსო. თუმცა მეც და ჩემმა ქვეცნობიერმაც კარგად ვიცით რომ ეჭვიანობაც სიყვარულიც, და ზოგადად, ყველა გრძნობა უგზო უკვლოდ დამეკარგა წლების წინ, ოჯახთან ერთად.
გული ალბათ უფრო იმაზე წუხს რომ ისევ მარტო დავრჩი. კი ვტოვებ მენტალურად ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას მაგრამ მაინც სუსტი სქესის წარმომადგენელი ვარ, რაც იმას ნიშნავს რომ მეც მჭირდება სითბო, ყურადღება, ადამიანი ვინც მხარს გამიმაგრებს.
ძნელია როდესაც იაზრებ რომ მთელ ქვეყანაზე შენნაირი ადამიანი არ მოიძებნება. რა კარგი იქნებოდა, კიდევ ერთი მარგო ამილახვარი რომ არსებობდეს ფიზიკური გაგებით. ალბათ ყველაფერში დამეხმარებოდა, გამიგებდა...

„მაგრამ მომეწონებოდა კი ჩემი თავი გვერდიდან რომ დამენახა? იქნებ ორჯერ უარსეად შევხედავდი მეორე მარგოს?“

-მომენატრე...

ჟრუანტელი, ესაა ერთადერთი რასაც ჩემი რეაქციის აღწერა შეუძლია... სასიამოვნო ჟრუანტელი, სასიამოვნო ხმის გაგებისას.

-მეც...
-გგონია დაგტოვე არა?
-არ მგონია. ვიცი...
-მარგო..._ხის სკამზე ჩამომჯდარს, მოულოდნელი მოძრაობით მხრები გვერდით მიტრიალდება და ჩაბნელებული თვალების კიდევ უფრო ბნელ ფერში ვიძირები.

„ოღონთ ტირილი არ გაბედო. ოღონთ ტირილი არ გაბედო...“

-როგორ მომენატრა ამ სხეულის სურნელი, გემო, სითბო..._ტატოს სიტყვებზე ტაო კიდევ ერთხელ მახსენებს თავს. მეორე მარგოს ბრძანების მიუხედავათ, თვალები საზიზღარი, უფერული სითხით მებინდება.
-ტატო...მ..მაპატიე რა._ცრემლები წამის მეასედში თავის ქალის სიღრმეს უბრუნდებიან, ისევე როგორც გამოაღწიეს იქიდან. მიუხედავად იმისა რომ ბოდიშის მოხდა ჩემთვის ძნელზე ძნელია, ახლა უბრალოდ ძალა არ შემწევს ჩემს უაზრო სიტყვები ასე დავტოვო.
თავში რამდენიმე დღის წინ ნათქვამი ფრაზა ტივტივებს: „მოდი ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც იყო...“

-არ ხარ ვალდებული. რაც შეგვეხება ჩვენ, არ შემიძლია დაგაძალო ის რაც არ გინდა, ფისო... _სევდიანი ღიმილით ნათქვამი სიტყვები კიდევ უფრო მიკლავს გულს. ფეხზე წამომგარი მამაკაცი თავდახრილად მაქცევს ზურგს და ნელი, გულნატკენი ნაბიჯებით მიემართება წინ. არადა მეგონა ტატო არჯევანიძეს გულს გარედან რკინის საფარველი იცავდა, რომელიც მფეთქავ ორგანოში გრძნობებს არც ატარებდა და იქიდან გამოხეთქვის უფლებასაც არ აძლევდა.

ჩვეულების მიხედვით „ფისო“ ამჯერადაც არ გამორჩა.

„ნუთუ მართლა გინდა მთელი ცხოვრების მარტო გატარება?“_ქვეცნობიერი ამილახვარო როგორც ყოველთვის ტონუსშია, არ იძარებს რჩევების მოცემას. იქნებ დროა ჩემ გულს დავუჯერო და ტვინი სულ ცოტა ხნით მაინც გამოვრთო ამ ქვეყნიდან?

-ტატო...არ წახვიდე რა..._ძლივს გასაგები, ჩაწყვეტილი სახით ვაწევ სიტყვას მიბრუნებულ მამაკაცს, რომელიც ზანტი მოძრაობით ჩერდება თუ არა, არაფრის მთქმელი თვალებით მათვალიერებს. ვიცი რომ ვაწყენინე.

ცივ ქვაზე ხელის დატყაპუნებით ვაგრძნობინებ რომ მინდა ჩემთან ახლოს იყოს, გვერდით დამიჯდეს, ადრინდელი თბილი თვალებით გამომხედოს და არა ასე...

-რაო, შენი თამაშის ახლიდან დაწყება გინდა?_ცინიზმით სავსე სიტყვები, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გულს წამითაც არ მტკენს. ალბათ უარესის ღირსი ვარ მისგან...
-ჰო...სულ თავიდან დაწყება..._უსიტყვოდ მიდგას წინ, თან უდრეკ მზერას ინტერესით დააცოცებს ჩემს სუსტად გაღიმებულ სახეზე. პატარა, უსიტყვო პაუზის შემდეგ ტვინში ისევ მიბრუნდება აზროვნების უნარი. -მარგო ამილახვარი, ოცდაცხრა წლის. ვცხოვრობ თბილისში, გიჟი მეზობლებისა და მეგობარი ძაღლის ლაილას კომპანიაში._მიუხედავათ იმისა რომ ჩემი მოკლე წინადადება უფრო X-ფაქტორის წარმადგენელ მონოლოგს გავს ვიდრე ნორმალურ ლაპარაკს, მამაკაცის სახეზე მაინც გარბის ღიმილის ჩრდილი, თუმცა არ ვარ დარწმუნებული...
-ტატო არჯევანძე თბილისიდან. ოცდაოთხი წლის. ვცხოვრობ მარტო, მაგრამ მთვრალი მეზობელი მაინც არ მაძლევს წყნადრად ცხოვრების საშუალებას.

„მტვრალ მეზობელში მე მიგულისხმა ალბ...რაო, რამდენი წლის ვარო?!“

გადიდებული თვალებით გავყურებ გეგონება ასაკი კიარა, მესამე მსოფლიო ომი გამოეცხადებინოს.

„ოცდაოთხი წლის...“

არადა ჩემზე დიდი მეგონა, ოცდათორმეტ წმალდე მაინც. ძალიან კი დავაბერე მაგრამ...რატომაა ასეთი მამაკაცური და სექსუალური ჰა? როგორ შეიძლება, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი ასეთი მიმზიდველი იყოს?

„ტატო კი არა, აპოლონ არჯევანიძე უნდა ერქვას!“_შეცხადებით გამომძახის მეორე მე, თან ტუჩების ლოკვით ნელ ნელა იწყებს ტანსაცმლის გახდას.

-სასიამოვნოა_რაც შეიძლება კონცენტრირებული ხმით ვამბობ, ვითომც არაფერი არ მომხდარა, თან ვცდილობ მის ტუჩებს რამენაირად მაინც მოვაცილო აწითლებული თვალები. არჯევანიძის მალული ღიმილიდან გამომდინარე ვფიქრობ მიხვდა ჩემი აკანკალებული სხეულის მიზეზს, მაგრამ ზუსტად თქმა მაინც მიჭირს...
ვფიქრობ ჩვენი „ერთად“ ყოფნის განმავლობაში, მისი სურვილი ამდენად არასდროს არ გამზრდია.

-ისუნთქე, ფისო, ისუნთქე...

მამაკაცის ცბიერი ხმა სასიამოვნო ეკალს მაყრის ტანზე. ისეთი ტონით ამბობს თავის სიტყვებს რომ გეგონება მეორე მარგოს ბნელ ფანტაზიებს უპრობლემოდ ხედავსო.

-არ მინდა რომ წახვიდე..._თვალის ერთ დახამხამებაში, ვნება სევდაში იზრდება და ჩემი სხეულიც ერთიან სიცივეს ეძლევა.
-არ წავალ მო. არსად არ წავალ..._ჩემს გვერდით, მოკლე მანძილსი მჯდარი ტატოც ნაღვლიანად მღიმის. ვგრძნობ რომ ჩემი სიტყვები უსასრულო თუ არა, პატარა სიამოვნებას მაინც ანიჭებენ.
-არ მიყვარს როცა მატყუებენ! შენ სოფო გყავს, მაინც მოგიწევს წასვლა..._საკუტარი მტკიცე და გათოშილი ტონი მეთვითონ მაშინებს არჯევანიძეს თუ არა.
-მარგო..._როგორც კი წამიერად დახუჭულ თვალებს ახელს მის გამოხედვაში მხოლოდ სიბნელეს ვამჩნევ. -მე ჩემი თავის მეტი არავინ არ მყავდა და არც მყავს, მაგრამ...

„მაგრამ სოფოსთან მაინც შესანიშნავად გრძნობდი თავს“

-მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ერთი მეზობლის სიმთვრალემ ყველაფერი შეცალა, ისე რომ საკუტარი თავის ცნობაც მიჭირს.

გაყინული გული გიჟივით იწყებს ძიგძიგს, იმდენად ჩქარა რომ მტუმბავი ორგანოს ცემას თვალებში ვგრძნობ. მკერდში ნაცნობი გრძნობა იწყებს გაღვიზებას, მუცლის ჩაყოლებაზე კი უზარმაზარი პეპლები გიჟივით დაფარფატებენ და მაშინვე ვხვდები რომ დღევანდელი დღე ყველაზე განსაკუთრებული თუ არა, ჩემი ცხოვრების გამორჩეულად დასამახსოვრებელი საათებით ჩაივლის.

-ესეიგი აღარ ხარ ნაწყენი?_მალულად გახარებული ხმით დინჯად ვპასუხობ თან ვნებისგან აწითლებულ ტუჩებს გაუაზრებლად ვუსმევ ენას. ვხედავ როგორ ენთება თვალები, მაგრამ მალევე აოკებს მათში აგიზგიზებულ ცეცხლს.

-არა.
-ანუ კიდევ ერთ შანსს მაძლევ?
-არც არასდროს არ წამირთმევია.
-თავიდან ვიწყებთ ყველაფერს ესეიგი?
-ჰო! მაგრამ არანაირი სექსი. ყოველშემთხვევისთვის სანამ კარგად არ დავლაგდებით და გავერკვევით ჩვენ თავებში..._მის სიტყვებს ძალიან საღად ვიღებ. იქნებ ასეც იყოს უკეთესი. მითუმეტეს ჩვენი ურთიერთობის (რომელც მხოლოდ ინტიმით შემოიფარგლებოდა და ყველანაირი გრძნობის ნაკლებობას განიცდიდა) ინიციატორი თავიდანვე მე გახლდით.

თანაც მინდა დავუმტკიცო ჩემივე თავს რომ ორიოდე გრძნობა მაინც გამაჩნია და არ ვარ უბრალო ხორცის ნაჭერი რომელსაც მხოლოდ სექსი ჭირდება ცხოვრებისთვის...

***

-სად ხართ ამდენ ხანს? გავაჩუქეთ უკვე ყველაფერი..._აბუზღუნებული თინის სახე სასაცილოდ მედება მზერაში. ხალიჩაზე შემომსხდარი ნაცნობი სხეულები შესაფუთი ქაღალდების გროვაში ჩაფლულან და გემრიელად განსჯიან ჩვენთვის უცნობ თემას.
-ეს ლილეს... იქნებ ამან მაინც გაგახსენოს ხომე დროის არსებობა.._მწარე ფრაზა რომ არ ჩაამატოს თინიმ თავის დიალოგს ეგრე როგორ ჩაივლის დღე? ჰოდა ახლაც ჩვეულებისამებრ იქცევა, მაგრამ ლილეს გაბრწყინებული სახის დანახვისას გემრიელად კოცნის ლოყაზე. ხუჭუჭა ლილეკოც გიჟივით წრიპინებს და საჩუქრით აღფრთოვანებული მოუსვენრად ხვანცალებს ერთ ადგილზე, ისე რომ ახლად ნაჩუქარ მაჯის საათს წამით არ აშორებს თვალს.

-ვსო, მორჩა ერთი ორი საათით ლილე დაგვეკარგა_ხმა მაღალი სიცილით, „ესკადას“ სუნამოთი გახარებული დინაც ერთვება საუბარში, თან თაზოს ეჯღანება სასაცილო სახით. მამაკაციც უსუსურ მუჯლუგულს თავაზობს და აცუნდრუკებულ ლილეს თბილად კონის თავზე. გვრიტების შემყურე, თვალებს მალულად ვაპარებ ჩემს გვერდით მდგომი მამაკაცისკენ რომლის სახეზე ვერაფრის ამოკითხვას ვერ ვახერხებ.
-ამილახვარო მობრძანდი აბა აქ._ბატონის ხმით გამომძახის მეგობრების სახეებით გაბრწყინებული თინი და მის გვერდით დაჯდომაზე მიმითითებს, იატაკზე ხელის დატყაპუნებით.
-აუ ეხლა რაღაც სასწაულს გამოთხრის ხო ვიცი._დაჭყანული გამომატყველებით ნათქვამი სიტყვების გამო, ლექსოს ერთი გემრიელი წკლუპურტი ხვდება თინისგან. -მეტკინა მხეცო!
-აუ თქვენი ინტიმური ცხოვრების დეტალები არ გვინდა რა._ახარხარებული დიმა, რომელიც დინას გვერდით რაღაც საეჭვო სითბოთი მოკალათებულა, სიცილით აგდებს თხელი იუმორის ხუმრობას, ისე რომ ოთახს მალევე ხმამაღალი ხარხარი ავსებს.
-არა, წესით მხეცის როლი ლექსოს უნდა ქონდეს როგორც ძლიერი სქესისი წარმომადგენელს... მაგრამ თინის ტყუილად კი არ ეხერხებოდა კაცური საქმეების კეთება._ბარანოვსკას სიტყვებს პიკზე ავყავართ. ხარხარში ამჯერად ცოლ-ქმარიც გვერთვება თან ტკბილად ეხუტებიან ერთმანეთს.
-მო ეს შენ როგორც ყველაზე მცივანა და ცივ ქალს მსოფლიოში, იქნებ ცოტათი მაინც გაგათბოს_მეგობრის ცბიერი ტონი, რაც არ უნდა მალული იყოს, მაინც არ გამომეპარება. შავ ორნამენტებიან ქაღალდში გახვეულ უცნობ ნივთს დინჯად მიწვდის მელაკუდა თინია.
-ამ ზაფხულში „ბუშლატას“ ჩუქება კარგი იდეა არ იყო თინ. არაფრის დიდებით არ მანახა რეებს ყიდულობდა ტო._ხუმრობას ცდილობს ლექსო თუმცა შესაფუთიდან ამოღებულ ნივთებს ამჩნევს თუარა ჩემ ხელში მაშინვე ჩერდება.
-დადაააამ!_გახარებულად შლის ხელებვ=ს თინი, მე კი გაკვირვების მეტი არაფერი არ მეტყობა.

„და ამან უნდა გამათბოს ეხლა?“
„ეჰ მარგო ზოგჯერ როგორ წაუდებილებ ხომე. ამან კი არა, იმან უნდა გაგათბოს ვისთვისაც ამ საცვლებ ჩაიცვამ!“_მეორე ამილახვარი როგორც ყოველთვის ჭკვიანი ქალის ამპლუაშია, ამიტომ თინის სიტყვების არსს მაშინვე ხვდება.

ხელში შერჩენილ ქვედა საცვლებს დიდი ინტერესითა და აწითლებული ლოყებით ვათვალიერებ. ტონალობის შემცვლელი შავი მატერია ულამაზესად ბრდღვიალებს ყვითელ შუქზე. სექსუალური ლიფის მაქმანები კი ალაგ-ალაგ ლანდავენ ისე რომ კაცს დიდი სურვილი გაგიჩნდება გამოიკვლიო ყველაფერი რაც მატერიის უკან იმალება. ტრუსიც იმავე ფერისაა, ოღონდ შედარებით „მოკრძალებული“, თუმცა მასაც არ აკლია ლანდი.
თინის გაკვირვებულად გავყურებ, თვითონ კი თვალებით მანიშნებს რომ „ნაბიჯის გადადგმის დროა თორემ შინაბერა დავრჩები.“

თვალებს სასოწარკვეთილად ფარული სურვილით ვაპარებ ჩემს მოპირდაპირედ მჯდარი ჟღარი მამაკაცისკენ, რომლის სახე მხოლოდ ერთს ამბობს: „ჯადაბას ყველაფერი...მინდა გაგსინჯო...“



____________________________


დადადადაააამ!

!!!პირველრიგში, სანამ მომკლავდეთ, მოგახსენებთ რომ საკუთარი თავი უკვე ბევრჯერ ვლანძღე უზომო დაგვიანების გამო :დდდ!!!

მოკლედ, ამ ისტორიას 3-4 თვის წინ კი ვდებდი მაგრამ ჯერ პირადი პრობლემების და მერე სიზარმმაცის გამო ახლოსაც ვეღარ ვეკარებოდი.
მაგრამ თვეზე მეტი იქნება რაც წერა გავაგრძელე ამიტომ მომდევნო რამდენიმე თავი დაწერილი მაქვს ასე რომ თუ ისევ გახსოვთ (ვისაც გახსოვთ) და თუ გაინტერესებთ (ვისაც გაინტერესებთ) დადებასაც გავაგრძელებ.

ყველანაირ კრიტიკას და გაბრაზებას გაშლილი გულით შევხვდები, ვიცი რომ დამნაშავე ვარ! მარა მაინც მიყვარხართ ^_^

პ.ს რამოდენიმე პატარა ცვლილება შევიტანე. იმედია ისიამოვნებთ ისტორიით! (და 70 ფურცლის წაკითხვა არ დაგეზარებათ :დდდ) <3

პ.ს2 და წინასწარ გეყვით რომ საკუთარი გადმოსახედიდან, ისტორია "პატარა ბავშვებზე" არ გამითვლია ამიტომ იმედია ამ საკითხში გამიგებთ.

კო-მე-ტა-რე-ბი! კომენტარებს ველი! <3



№1  offline წევრი kaxelii

მეღირსა ამ ისტორიის გაგრძელების ხილვა რამდენი ველოდეეე.

პს . ბავშვები რამდენ წლამდე ვართ?

 


№2 სტუმარი Ani

Au es ra iko, kvelaperi rogor momewona, erti amosuntkvit chavilitxe! Movkvdebi shemdegi tavebi male ro ar wavikitxo, daminde!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent