ზოგი ჭირი... 4 (ხელის თხოვნა)
შემოწმება ახალი დასრულებული იყო, საკანში ერთი ამბავი რომ ატყდა. პუტინა ხმამაღლა ყვიროდა გაუგებარ ენაზე რაღაც სისულელეებს და გისოსებს ხელებს უშენდა. ლევანს უნდოდა ფეხზე წამომდგარიყო, მაგრამ ჭრილობა ჯერ კიდევ ახსენებდა თავს. გიჟი პუტინას საქმე კი სულ არ აინტერესებდა. მისი ახალი თანამოსკანე ახალგაზრდა 18-19 წლის ბიჭია. საშუალო სიმაღლის, ახალგაზრდული სახის, მაგრამ მაინც დაბერებული. მხრებში მოხრილი და ყურებჩამოყრილი უყურებდა ხოლმე ლევანს. -რა გქვია?! -ჰკითხა იმ საღამოს, პუტინას ყმუილი ნერვებამშლელი რომ გახდა. -ზურა. -მოკლედ გასცა პასუხი ბიჭმა. ლევანი მიხვდა ახალს საუბარი რომ არ უნდოდა, ამიტომ არ შეუწუხებია. კედელისკენ გადატრიალდა და კარგად გაიხსენა, რა მოხდა წარსულში. ისეთი, რაც სიკვდილს ანდომებდა. არ ღირდა. უკვე მართლა აღარ ღირდა იმაზე ფიქრი, რაც ადრე მოხდა. ტყუილი წყლის ნაყვა იქნებოდა, იმას ჩაღრმავებოდა, რაც ჭრილობებს უკლებლივ უახლებდა. ტკივილის მეტს მაინც ვერაფერს გრძნობდა. ახლა ეს გოგო გამოჩნდა. ვიღაც ექიმი, რომელმაც გმირობა მოინდომა და ძლივს მიზანმიღწეული, ისევ მიწაზე დაანარცხა. თვალები რომ გაახილა, ასე ეგონა სამოთხეში უკრეს თავი პირდაპირ, მაგრამ მედპუნქტში ყოფილა თურმე. იქვე დივანზე ანგელოზის მსგავსი ვინმე კი იყო მიძინებული, მაგრამ ლევანს კარგად მოეხსენებოდა ვინ იყო ის "ანგელოზი". რომ უთხრა "შენ ციხეში კი არა საგიჟეთში უნდა იყოო" კინაღამ გადაიხარხარა, მაგრამ თავი შეიკავა. ისეთი გაწიწმატებული სახე ჰქონდა გოგონას, რომ წამიც არ დასჭირდებოდა მისი მოკვლისთვის. ლამაზი გოგოა სალომე. მომწვანო-თაფლისფერი თვალები, სწორი ცხვირი და წითელი ტუჩები აქვს. ღაწვები, რომლებიც თითქმის სულ ვარდისფრად აქვს შეღებილი, საბოლოოდ ამშვენებს მის უნაკლო ნაკვთებს. ტალღოვანი, წაბლისფერი, გრძელი დალალები უმშვენებს სრულყოფილ გულ-მკერდს. როგორც დედა ეუბნება ალვის ხესავით ლამაზია. საპასუხოდ, როგორც ყოველთვის, ახლაც აქვს პასუხი სალომეს. "სამაგიეროდ ალვის ხე შინაგანად ცარიელია, მე კიდევ ორი გრამი ტვინი მაინც მირიჩხინებს თავშიო." სამედიცინოზე ჩაბარება მისი იდეა ნამდვილად არ ყოფილა. სულ უნდოდა მასწავლებელი გამხდარიყო, მაგრამ დედის ხელი აქაც დაეტყო. დაიჩემა ქალბატონმა მაისურაძემ, ჩემს შვილს თეთრი ხალათი უნდა ეცვასო და კი აცვია ახლა ციხეში. სულ თავში ირტყამს ხელებს, ჩემი ბრალია ეგ რომ მანდ მუშაობსო, მაგრამ გვიანია. ექიმებს მოძულებული მაისურაძე ახლა მათზე ყურებამდე შეყვარებული გახდა. უყვარს მისი სამსახური, ნინელი, პაციენტები, რომელთაც პატიმრებს იშვიათად უწოდებს და ყველაფერი, რაც აქაურობას ეხება. ასეთი გოგო დადგა სალომე მაისურაძე. ციხის ერთადერთი ნათელი წერტილი. ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო. სალომეს აქ უნდა ემუშავა... დილით ადრე მოვიდა სამსახურში. დღეს ბევრი პაციენტი ჰყავს ჩაწერილი და არ უნდა დაიგვიანოს. ვინ იცის, იქნებ კიდევ დაიმსახუროს ერთი საყვედური. ხალათი ჩაიცვა და ნინელის დაელოდა. მერე გაახსენდა, ქალმა შვებულება რომ აიღო და მოწყენილმა მოიდუღა ყავა მარტო მისთვის. რა აკეთოს ახლა მთელი დღე?! დაჯდეს და თევზაძის კმაყოფილ თვალებს უყუროს?! ერთი დღე იქნება დათხრის იმ ეშმაკის ორ მაშხალას და იქნება მერე უთვალო. გაბრაზებულმა შეხედა მომღიმარს და ყავა ჩხრიალით ჩამოასხა ჭიქაში. ლამის პირი დაიწვა. გლანდები ასტკივდა ისე ჩაწვა ცხელმა სითხემ ყველაფერი. ცრემლებიც გადმოსცვივდა თვალებიდან. დახლზე დაახეთქა ჭიქა და პირი დააღო. გაღებული ბაგეების გასწვრივ ხელების ქნევა დაიწყო. ჯანდაბა თევზაძის თავს! ყველაფერი რა ცუდად დაიწყო? ეს უნდოდა კიდევ?! თერთმეტზე შემოიყვანეს პუტინა, რომელსაც თვალებში ეტყობოდა, რომ საბოლოოდ შეიშალა. ისე აცეცებდა თვალებს, გეგონებოდათ სადმე ურჩხული იმალება და იმას ეძებსო. -სალომე, შენ გათხოვილი ხარ?! -ჰკითხა წამოსვლის წინ. -არა... -გაკვირვებულმა გასცა პასუხი და წარბები შეკრა. -აქედან რომ გავალ, იქნები! -თვალი ჩაუკრა და გავიდა. გაკვირვებისგან პირი ღია დარჩა. ნამდვილად არ მოელოდა ამხელა სითავხედეს მისგან. კიდევ კარგა ხანს ვერ მოვიდოდა გონს, ლევანი რომ არ შემოეყვანათ. სახე ნატანჯი ჰქონდა მამაკაცს. ეტყობოდა, მთელი ღამე არ ეძინა და სალომესაც გული მოეწურა. ნაღვლიანი თვალებით შეხედა ჩხეტიანს, რომელსაც ბორკილები ეკეთა ხელებზე. -გტკივათ? -ჰკითხა ხმადაბლა. ლევანს არაფერი უთქვამს. -თუ იმაზე ხართ გაბრაზებული, გუშინ გმირობა რომ მოვინდომე და სიკვდილს გამოგწიწკნეთ ხელიდან, ბოდიში. მეორედ აღარ ვიზამ! -ირონიულად ჩაიქირქილა და მაისური აუწია. -პუტინას რა უნდოდა? -გიჟია. -გაეცინა. -ახალი ამბავი! რა უნდოდა-მეთქი?! -იკითხა ისევ, ოღონდ ამჯერად უფრო მკაცრად. -ხელი მთხოვა, -კვლავ გაეცინა. -აქედან რომ გავალ, გათხოვილი აღარ იქნებიო. მეეჭვება, ეგ აქედან გავიდეს! -თავხედი! -სალომესგან განსხვავებით ლევანს ალი ასდიოდა სახეზე. -ჰო, თავხედია. მაგრამ გიჟიც აის და ეპატიება! -გუშინ მტკიოდა ჭრილობა. -თემა გადაიტანა ჩხეტიანმა. -ჰო, გეტყობა თვალებზე. -უპასუხა სალომემ. -გამაყუჩებელს გაგიკეთებ და თუ რამე, აქ დაგტოვებ ღამით ისევ. -და შენც დარჩები?! -ეშმაკურად ჩაიცინა. -არა, ნინელის დავტოვებ! -იმ ფუმფულა ქალბატონს?! -გაეღიმა, -ჩემზე უფროსი ქალები არ მომწონს თორემ... -და მე მოგწონვარ, თუ რატომ გინდა ჩემი დარჩენა?! -გაეცინა მაისურაძეს. -შენ ახალგაზრდა გოგო ხარ და ლამაზი, ვიფიქრებდი შენზე სერიოზულად, მაგრამ პუტინამ დამასწრო. რა გინდა, შეეფერებით! -კვლავ გაეცინა ჩხეტიანს. ოღონდ ამჯერად სალომეს დასცინოდა. -სამწუხაროდ, პუტინას სხვამ დაასწრო! -ჩაიქირქილა ნიშნისმოგებით და სპირტიანი ბამბა მოუსვა ჭრილობაზე. -ო, მეტინა! -თავი წამოყო ლევანმა. -ასეც უნდა იყოს! -წარბები შეკრა. -ექიმი კი არა, ნამდვილი პანტერა ხარ! -წაუსისინა კაცმაც. -ჰმ, მერე და არ მოგწონთ ეგეთი ქალები?! -თვალები დააწვრილა. -კაცები გიჟდებიან ველურებზე. -სამწუხაროდ, მათ რიცხვს არ მივეკუთვნები.. მაგრამ გული არ დაგწყდეს, არ შეიძლება, შენ ხომ დაკავებული ხარ! -შეახსენა მისი სიტყვები. მიხვდა, მათი უაზრო კამათი კომედიურ დიალოგში რომ გადადიოდა და ხმა აღარ ამოუღია. ლევანი არ გაუშვია, ისე მიიღო სხვა პაციენტები. ახლა მისთვის თვალი უნდა ედევნებინა. -სალო, აქ გვიანობამდე იქნები? -ჰკითხა ზურაბმა. -დიახ, ბატონო ზურაბ, რა ხდება?! -არაფერი, შვილო, არაფერი. -დანანებით ჩაილაპარაკა კაცმა და ოთახიდან გავიდა. -ჰე, უნდა წავიდე მე, -ფეხზე წამოხტა ლევანი. -სად მიდიხარ, შენ ხომ არ გაგიჟდი? -შეიცხადა გოგონამ. -გირჩევ ცხრა საათამდე შენც წახვიდე, აქ კარგს ვერაფერს მოიმკი. -უთხრა დამრიგებლური ტონით და გასვლა დააპირა. უცებ მივარდა და მკლავში ხელი დაავლო სალომემ. -მოიცა! -ისევ პალატაში დააბრუნა და კედელს ააყუდა. თვითონაც არ იცის, ამხელა ძალა საიდან იპოვა. (უბრალოდ, ლევანი იყო დასუსტებული). -ოუ, ძალიან ინტიმურ სიტუაციაში ვიმყოფებით. -ჩაიცინა ჩხეტიანმა. -მომისმინე! არ ვიცი, შენ და ეგენი რას გეგმავთ, რა გინდათ, მაგრამ მე აქედან ფეხის გამდგმელი არ ვარ თერთმეტ საათამდე! გადაეცი შენს მეგობრებს! -თვალები დააწვრილა, შემდეგ უკან დაიხია და ლევანი გაატარა. -რა გონებამახვილი ყოფილხართ, სალომე ექიმო! შეხვედრამდე... არ დამვიწყებიხართ... არ მეცალა და ვერ დავდე :( მიყვარხართ დაააა თქვენი აზრით, რა ხდება?!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.