ალისა: მოგზაურობა შავ-ბნელ წარსულში (ნაწილი 2)
ალისა დილით სახლიდან გამოვიდა და კარი ორივე გასაღებით გადაკეთა. ასე იქცეოდნენ ხოლმე როდესაც სადმე მიდიოდნენ. სახლში მხოლოდ ქალები ცხოვრობდნენ და სჯობდა სიფრთხილე გამოეჩინათ. ის იყო გასაღები ჩანთაცი მოისროლა ,რომ თინანომაც ამოამთავრა ამოსასვლელი კიბეები. სახეზე დაღლილობისგან ალი ეკიდა. სიცივისგან კი სულ გაწითლებულიყო. -წამო ჩემთან ყავა დავლიოთ მეგობარო. -სიამოვნებით ,მაგრამ მეჩქარება. შეხვედრა მაქვს. -ამ ბედობა დღეს? -ჰო სამწუხაროდ. ნუ გეწყინება საღამოს გამოგივლი. -კარგი. მაშინ ფრთხილად იყავი. ვიღაც იდიოტს პირდაპირ სადარბაზოს კართან გაუჩერებია უზარმაზარი შავი ჯიპი. მოკლედ რა ...ძლივს ავუარე გვერდი. -ჰო? გმადლობ ,რომ გამაფრთხილე_ ფეხს აუჩქარა ალისამ და კიბებს დაუყვა. ლიფტი უკვე მესამე კვირა იყო არ მუშაობდა. ქვემოთ ფეხით ჩასვლა კი სულ ეზარებოდა. ამოსვლა მითუმეტეს. როგორც კი პირველ სართულზე ჩავიდა კაპიუშონი წამოიხურა. საშინელი წუნკალი ამინდი იყო. ჯიპის დაბურული შავი მინა ჩამოიწია და საჭესთან მჯდომმა ახალგაზრდა კაცმა ანიშნა დაჯექიო. ზუსტად ის იყო ვინაც წინა დღეს წერილი მოუტანა. მძღოლისთვის არაფერი უთქვამს. მეტიც მთელი გზა ისე იყო თითქოს საერთოდ არ არსებობდა იმ მანქანაში. მხოლოდ მაშინ მოფხიზლდა საქარე მინის წინ ჭიშკარმა რომ გაიხრიგინა. გაიფიქრა მოვედითო და ჩასასვლელად მოემზადა. რატომღაც ნერცვიულობამ შეიპყრო. მანქანა, რომ გაჩერდა ცხადი იყო ჩამოსვლა მოუწევდა მით უფრო, რომ კაცს უკვე გაეღო კარი. მოზაიკით მოგებულ დერეფანში კრახუნით გადაიარა და დაელოდა სანამ მძღოლი წამოეწეოდა და შესასვლელს გაუღებდა. ალისა უკვე მესამედ იმყოფებოდა ამ თვალისმომჭრელ სახლში. მიუხედავად ამისა ლამის დეტალურად ქონდა დამახსოვრებული სად რა იყო, რომელ კედელზე რა ფოტო ეკიდა და ა.შ. ძნელი იყო დაგევიწყებინათ ეს ყოველივე. დივანზე ჩამოჯდა და თვალი გააყოლა გოგონას, რომელიც აშკარად მასპინძლის დასაძახებლად მიდიოდა, თუმცა არც დასჭირვებია. მაღალი, სუსტი აღნაგობის ქალი მანამდე დაეშვა კიბეზე სანამ მსახური ბოლომდე ავიდოდა. ქერა თმები ბეჭებს ქვემოთ სცემდა. ტანზე კი კლასიკური შარვალი და თეთრი ზედა მოეხდინა. ყელი და თითები როგორც ყოველთვის ახლაც ოქროთი ქონდა შემკული. ალისას ხელი გამოუწოდა და დაჯექიო ანიშნა. მანაც შეასრულა თხოვნა. -როგორ ბრძანდებით ქალბატონო თამარ? -გმადლობთ კარგად... როგორც გავიგე ახალი წლის ღამეს ერთობ საინტერესო შეხვედრა გქონდა. ჩემთვის საინტერესო შენ კი ამის შესახებ არ გითქვამს. -იმიტომ ,რომ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. -მოხდა. უკვე იცის ,რომ ჩამოვედი. ისიც იცის, რომ მისგან აღარ გავიქცევი. -ჰო ,მაგრამ ჩვენი შეხვედრა სრულიად შემთხვევითი იყო. -ბავშვის გადაყვანას აპირებს სხვაგან. შენთვის ახალი სამსახურის ძებნას არ ვაპირებ და თუ ასე მოხდა აღარც დამჭირდები. უკვე საეჭვო იქნება ... -და რა გავაკეთო? -უნდა დაარწმუნო ,რომ არ გადაიყვანოს. -როგორ. ერთხელ მყავს ნანახი ის კაცი. -ბავშვი უნდა დაარწმუნნო. -ეს როგორ გავაკეთო? -ბავშვს უყვარხარ. შენ არ თქვი? ჰოდა გააკეთე რამე. უფრო მეტად დაუახლოვდი. -ამას ახლა ვერ გააკეთებ. არდადეგებია...სკოლა ისვენებს... რა უნდა ვქნა? -ერთხელ ხომ შეხვდი შემთხვევით სხვა დროსაც მოახერხებ. -როგორ. ვუთვალთვალო? -არ დაგჭირდება მაგას მე გავაკეთებ. შენ საჭირო დროს და საჭირო ადგილას მიხვალ. -როგორც ძიძისგან ვიცი ბავშვთან ერთად ბევრ დროს არ ატარებს. როგორ მოვახერხო... -საჭიროა ასე მოხდეს. ერთხელ დავნებდი და განზე გავდექი ამას აღარ გავაკეთებ. რაც ჩემია იმას აუცილებლად დავიბრუნებ. -რას გულისხმობთ? -თავადაც მოეხსენება რას. -იქნებ თქვენ თვითონ შეხვედროდით და გესაუბრათ. -შევხვდით კიდევაც. ასე გაიგო ,რომ საქართველოში დავბრუნდი. ნეტა გენახა რა გაოგნებული სახე ჰქონდა. რა სწრაფად შეუცვალა მრისხანება გრძნობებით აღსავსე მზერამ. -არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის ,მაგრამ ჩემი პირადი აზრით ბავშვის გამოყენება რაღაც მიზნებისთვის არაა კარგი საქციელი. -შენი პირადი აზრი არ მიკითხავს და არც მაინტერესებს. მე არაფერი მავიწყდება, უფრო მეტიც, ხშირად ვახსენებ ხოლმე საკუთარ თავს რა არ უნდა დავივიწყო. შეგიძლია წახვიდე და დაელოდე ჩემს ზარს. გეტყვი სად და როდის შედგება თქვენი მორიგი და მოულოდნელი შეხვედრა. -რომ მიხვდეს? ასე ხშირად თუ აღმოვჩნდები ხოლმე მის გვერდით ? -არც მაგდენად ჭკვიანია. მსგავს დეტალბს რომ უღრმავდებოდეს არ მოხდებოდა ის რაც მოხდა. ალისა მიხვდა ,რომ ქალი უკვე სიძულვილის ფრქვევაზე იყო გადასული. ამჯობინა იქედან გაცლოდა და ასეც მოიქცა. ბოდიში მოიხადა და გასასვლელისკენ შებრუნდა. მძღოლს უკვე გაეღო მისთვის კარი. -არ შეიძლება ჩემით წავიდე? -არა სადმე ქალაქში ჩამოგსვამთ. შესაძლოა ვინმემ დაგინახოთ აქ ,რომ იყავით... ვინმე არასასურველმა. ალისამ ცხვირი აიბზუა და უსიამოვნოდ შეხტა მანქანაში. მძღოლმა ,როგორც ყოველთვის ახლაც ბოლომდე ამოსწია დაბურული მინები. მანქანა სახლთან მოშორებით გააჩერებინა და ძირს ჩამოვიდა. უკვე შუადღე გადასულიყო. ძალიან ციოდა ,მაგრამ მაინც არჩია ფეხით გავლა. ფიქრობდა იმაზე რაც ხდებოდა. მარტივად ნაშოვნი სამსახური და დამატებითი შემოსავალი ძალიანაც კარგი იყო, მაგრამ იმასაც ხვდებოდა ,რომ უკვე ძალიან ჰქონდა შეტოპილი. ეს ამაბვი უკვე თამაშს აღარ ჰგავდა. არადა ვერც კი მიხვდა როგორ იქცა დაფაზე პაიკად ,რომელიც სხვის მაგივრად თამაშობდა. სადარბაზოში შევიდა და კაპიუშონი გადაიძრო. ისე ძალიან აღარ ციოდა. კიბეები ფიქრმორეულმა აიარა და ის იყო კარისკენ ზარის დასარეკად შეტრიალდა ,რომ თინანო დოინჯშემორტყმული გამოვიდა თავისი ბინიდან. ტუჩაბზეკილი იდგა და უყურებდა. აშკარად ჩხუბზე გადასვლას აპირებდა. ასეთი იყო. როგორც კი რამე ეწყინებოდა მაშინვე ყვირილზე გადადიოდა. -მოხდა რამე თინანო? _ შეიცხადა ალისამ და გასაღები ინსტინქტურად გამოაძრო საკეტს. -მომატყუე... -რაა? საიდან მოიტანე ახლა ეს ? -დაგინახე არც სცადო უარყოფა ალისა მასინვე მიხვდა. ეს ხომ მისი ცნობისმოყვარე დაქალი იყო ,რომელიც გამუდმებით ყვებოდა სამეზობლოში და განსაკუთრებით ეზოში მომხდარ სიახლეებზე. აშკარა გახდა ,რომ სახლში ამოსულმა თინანომ ადგილი მოიწყო ფანჯარასთან იმის გამოსაძიებლად ვინ მოვიდა ან ვინ აპირებდა იმ საოცარი ჯიპით წასვლას. ჰოი საოცრებავ და ის ვიღაც სწორედ მისი დაქალი აღმოჩნდა, ცდა კი არც ისე დიდხანს მოუწია. -ჯიპს ვგულისხმობ _ უფრო მეტად გაცხარდა გოგო -ჰო უკვე ისედაც მივხვდი. -მერე არ გინდა მომიყვე ? თან ,რომ შეგხვდი კიბეზე და მოგიყევი არც კი გიხსენებია ,რომ ის ზემოთხსენებული მანქანა შენ გელოდებოდა. -იმიტომ ,რომ არც მე ვიცოდი -რას ნიშნავს არ იცოდი? -ასე უბრალოდ... -მატყუებ რაღაცას ალისა დაიბნა. არც იცოდა რა უნდა მოეფიქრებინა. ამისთვის მზად სულაც არ იყო. რას იფიქრებდა ახლა მისი ძვირფასი დაქალი ფანჯარასთან თუ დაუდარაჯდებოდა. მერე უცებ რარაც გაახსენდა, მისებურად გადააკეთა და ახალი ამბავი მზად იყო. -იცი? ჩემმა თანამშრომელმა ბავშვი მიპოვა მოსამზადებლად. დღეს უნდა შევხვედროდი მის მშობლებს. რას ვიფიქრებდი ამხელა ჯიპით თუ მომადგებოდა მძღოლი. -ბავშვის აყვანა გინდა ? -ჰო... -არ გითქვამს... -იმიტომ ,რომ არ მქონდა გადაწყვეტილი. ახლა კიდევ ფული მჭირდება და უნდა დავიტვირთო თავი. -ანუ მდიდრები არიან? მანქანა ვიგულისხმე ... -ჰო თან საშინლად. -მერე რა გითხრეს? -ჯერ მხოლოდ გავესაუბრე. ვნახოთ რა და როგორ. -შემოხვალ ყავის დასალევად? -არა იყოს. ძალიან დავიღალე და ცოტას წამოვწვები. თინანომ მხრები აიჩეჩა და სახლში შევიდა. ალისამ კი როგორც იქნა შვებით ამოისუნთქა. ნერვიულად მოარგო საკეტს გასაღები და კარებში გაუჩინარდა. VVV ვანო რაღაცას ხატავდა ოთახში ლუიზა თავზე რომ დაადგა. -რას აკეთებ საყვარელო? -ვხატავ. -იცი რომ მამაშენი მოვიდა?_ ბავშვმა თავი დააქნია. წამით გაჩერდა და მერე ისევ თავისი საქმე განაგრძო. სახეზე წყენა გამოესახა. მოგრძო ქერა თმების ქვემოდან სევდიანი ლურჯი თვალები გამოკრთა. -არ ნახავ? _არ ეშვებოდა ქალი -არა ძიძა... -წუხელ მითხრა რომ შენთან დაახლოება უნდა. მგონი იმსახურებს შანსს. მომისმინე ჩემო პატარავ.მამას უყვარხარ უბრალოდ სათანადოდ ვერ გამოხატავს. შენ უნდა დაეხმარო იმაში, რომ ეს შეძლოს გესმის? ვანომ თავი დააქნია -ჰოდა წადი_ფანქრები გამოართვა და აჩეჩილი თმა გაუსწორა. ბავშვი უხალისოდ თუმცა იმედით აღსავსე წავიდა მამის კაბინეტისკენ. დააკაკუნა, მაგრამ რადგან არავინ გამოეპასუხა უნებართვოდ შევიდა. შიგნით არავინ ჩანდა. იფიქრა ალბათ გასულიაო და იქ დაცდა დააპირა. რამდენიმე წუთს თავისთვის იჯდა , მაგრამ მამის სავარძელთან მაგიდაზე წიგნი დაინახა და იმის ასაღებად გადაჯდა მის სავარძელში. -ვიქტორ ჰიუგო "საბრალონი"_ წაიკითხა ხმამაღლა და უზარმაზარი წიგნი ძლივს მოიხელთა პატარა ხელებით. დასურათებული არ იყო და მალევე მობეზრდა. მაგიდაზე დაბრუნება რომ დააპირა ხელიდან გაუარდა და ხრიგინით დაეცა ძირს. ოთახში მეხის გავარდნასავით გაისმა ხმა. შეშინებული ჩამოხტა სავარძლიდან და წიგნის აღება დააპირა მაგრამ ფურცლებს შორის ქაღალდი გადმოსრიალდა . ბიჭმა მეორე მხარეს გადმოატრიალა და სურათს დააჩერდა. ულამაზესი ქალი რომლის ნაკვთების უმრავლესობა თავის სახეზე მეეორდებოდა. თვალებიც და ქერა თმებიც. ფეხი მოირთხა და სევდიანი თვალებით ჩააცქერდა სურათს , მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა.მაგიდის ქვევიდან დაინახა როგორ გაინძრა კარი და მამამისის ფეხებიც გამოჩნდა. სწრაფად წამოხტა ზევით, ჯერ ისევ ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული სურათი. კაცი თავზე წამოადგა და მასინვე გააპარა მზერა მისი ხელისკენ. -რამეს ეძებდი? -წიგნს ვკითხულობდი ,მაგრამ ეს ვიპოვე... დედას სურათია ,მაგრამ ეს ფოტო ჯერ არ მინახავს. ამიტომ დავინტერესდი. მაპატიე შენს ნივთებს არ უნდა მივკარებოდი. -არაუშავს. დამიბრუნე და შენს ოთახსი წადი. სხვა დროს ვისაუბროთ. ვანომ ფოტო გაუწოდა და გარეთ გავიდა. ნიკა კარგა ხანს უყურებდა სურათს. მერე ბუხართან მივიდა რომ შიგნით ჩაეგდო ,მაგრამ ვერ შეძლო. თითოს ხელი გაუშეშდა. ისევ წიგნში ჩააბრუნა და გაბრახებულმა შემოაგდო თაროზე . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.