ესმერალდა [8]
შემდეგ, ყველაფერმა ძალიან სწრაფად და ლომიასთვის გაუცნობიერებლად ჩაიარა. იმ დღის შემდეგ არ მიუკითხავს გოგონას, იმ უცნობ გოგონას, რომელიც ასე ძალიან მოქმედებდა მასზე. ვერ აჯერებდა თავს, რომ სამუდამოდ დაკარგა, რაღაც მომენტში იმასაც კი ფიქრობდა ჩემი ჰალუცინაცია იყო, მდგომარეობიდან გამოსვლის მცდელობა, რომელიც ჩემთვის იდეალურ გოგოში დავსახეო. ამას ფიქრობდა, მაგრამ ასეთი გოგონას პოვნა არც ისე მარტივი საქმე იყო, რამდენ გოგოსთან გაუტარებია ღამე, რამდენი აუკვნესებია და ღამით ოფლდადენილს სიტყვაც, რომ არ დაუძრავს და ჩუმად, ნაზად აკვირდებოდა თვალებში, რამდენი თბილად გაუცილებია სახლიდან და მერე მეგობრული ურთიერთობაც კი შეუნარჩუნებიათ, მაგრამ იმ დილას ვერ იგდებდა თავიდან, რომელმაც თითქმის ყველაფერი შეცვალა მის გონებაში, დილას, როცა ეჭვები გაუჩნდა, თავის ტკივილმა კი ეს ეჭვები ოდნავადაც არ გაუქარწყლა, პირიქით, ტალღასავით ახალ-ახალ ნაკადებად ეჯახებოდა მის გაუცნობიერებლად და სიცოცხლის სურვილსაც უქრობდა, თავს არარაობად აგრძნობინებდა და ტყვიასაც კი არ მოერიდა, როცა კი შესაძლებლობა ჰქონდა. მერე იყო, უდიდესი მწუხარების ხანა. დიტოს დაკრძალვა, რომლის სასთუმალთანაც დიდხანს ვერ შეძლო გაჩერება. საავადმყოფოდან გამოწერილს, ფეხებში ძალა ნელ-ნელა უბრუნდებოდა, ეტლს აღარ ხმარობდა, მაგრამ ხელ-ჯოხზე დაყრდნობილი კოჭლობით მაინც ახერხებდა სიარულს. ესმოდა დიტოს დედის სულის შემაჟრჟოლებელი ღრიალი და ტირილი, ესმოდა მამამისის ქვითინი და იქ დამსწრეთ, შავებში ჩაცმული ქალბატონების ჩუმი, ცრემლმდინარი ჩურჩული და ვერ არჩევდა მათ ნაჭერ აფარებულ სახეებს, ვერცერთს ცნობდა. ყველაზე მძიმე იყო ლომიასთვის, დაჯერება უჭირდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ მის წინ უკვე სრულიად გათეთრებული და დასახიჩრებული ნაცნობი სხეული იწვა. ეს უფრო ურყევდა მის რწმენას საკუთარ თავში უდროოდ შემობრძმედილს. გული უკვდებოდა და საკუთარ თავს ადანაშაულებდა, რომ ვერ შეძლო შეჩერება. ამის თქმა ხმამაღლა გამოუვიდა, როცა რატი მასთან ჩაიმუხლა და ჩუმად თქვა, შენი ბრალი არ არისო. ვერ ეთმობოდა ლომიას, ვერ თმობდა და ძრწოლვით უყურებდა, როგორ აყრიდნენ მიწას თავის უსაყვარლეს ძმაკაცს, რომლისადმიც იმ სიყვარულს ვერ იჩენდა, როგორსაც ის იმსახურებდა მისგან. გვერდიდან არ სცილდებოდა, ყოველთვის გასაჭირში გვერდით ჰყავდა და თავისებურად ამხნევებდა, ახლა კი ლომია ცრემლებით აცილებდა ბიჭს, რომელიც მისთვის ძმასავით იყო და არ ეთმობოდა. ერთი მაგრად დაიღრიალა და ადგილს მოსწყდა. ბოლომდე ვერ დარჩებოდა და ვერ უყურებდა, როგორ ივსებოდა და ფარავდა მის სასახლეს ნესტიანი მიწა, წინა დღით, რომ იწვიმა და ყველაფერში ამ მიწას ადანაშაულებდა, ის დააშორებდა მალე მეგობარს. იტანჯებოდა და შინაგან ღრიალს ის ერჩივნა ხმა ამოეღო და მთელი ძალით ეყვირა. გაოცებულებმა შეხედეს. ლომია კი ისე სწრაფად დაშორდა ერთად შეკრებილ შავსამოსიან ხალხს, ისე სწრაფად ჩაჯდა მანქანაში, თვითონაც კი გაუკვირდა, რომ აღარ კოჭლობდა და მანქანაც სწრაფადვე მოსწყვიტა ადგილს. მის ნაცვლად მხოლოდ აბოლებული ნისლის კვალი დატოვა, რამდენიმე წუთის შემდეგ ძლივს რომ გაიფანტა. მიჰქროდა ლომია, სწრაფად მიჰქროდა და თვალებიდან ღაპა-ღუპით ცვიოდა ცრემლები, რაც გზის დანახვაში ხელს უშლიდა, თუმცა მაინც მიჰქროდა. სიჩქარის ისარს დააკვირდა, მატულობდა და მატულობდა, გაზის პედალს კი ჯიუტად უფრო და უფრო აწვებოდა ფეხს. რომ შეგეხედათ გარედან მანქანისთვის, აშკარად იფიქრებდით, მძღოლი ან გიჟია, ან მრბოლელი, რომელმაც თავის საქმე კარგად იცის, ან კი ს აპირებსო. არცერთს შეესაბამებოდა ლომიას საქციელი, მისი გამოფიტული, განადგურებული არსება სიჩქარეს მოითხოვდა და ამით დამშეული უმატებდა, დამუხრუჭებას არც კი ცდილობდა. გვერდიდან უვლიდა მანქანებს, მრბოლელივით გამოცდილად მართავდა, თუმცა... ბოლოს გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, მისთვის სულერთი იყო, გინდაც სიცოცხლეს გამოსალმებოდა, სიჩქარის ისარი უკან დახევას არ აპირებდა. თვალები დახუჭა, სამუდამოდ დახუჭავდა მის წინ ის არარსებული გოგონა, ესმერალდა ერთ თავის ნაცნობს რომ არ შეედარებინა და გაოცებისგან თვალები რომ არ ეჭყიტა ისევ. მკვეთრად მოუხვია და სავალი გზის გასწვრივ ერთ მისკენ მომავალ მანქანას, რომელიც გამუდმებით უსიგნალებდა, გვერდი აუარა, შემდეგ მეორეს, მაგრამ ასე მანამდე გაგრძელდებოდა, სანამ საბოლოოდ არ შეეჯახებოდა და კატასტროფით არ დასრულდებოდა. ამიტომ მკვეთრად დააგდო სიჩქარე, ისევ თავის სავალ ნაწილს დაუბრუნდა, ისევ ჩვეულებრივად დაიწყო სვლა, ბოლოს კი ხაზიდან გადავიდა და ავტოსადგომისკენ აიღო გეზი, გაჩერდა, მშვიდად დააკვირდა მის წინ ცეცხლივით მობრიალე მზის ჩასვლას, ლამაზად რომ ჩაინთქმოდა, თითქოს გამარჯვების ნიშნად იღიმისო და მზის სახედ ესმერალდა დაუდგა. სახელი ნამდვილად არ იცოდა, მაგრამ რატომღაც ხშირად ეფიქრებოდა იმ უცნაურ ღამეზე, რომელიც არ ახსოვდა, რომელიც უსიტყვოდ გალია და დილითაც უცხო, მაგრამ საოცრად ლამაზი გოგონა, ესმერალდას რომ ჩამოჰგავდა, სახლიდან გააგდო. საშინელი ზიზღი იგრძნო საკუთარი თავის მიმართ. ნეტავ მოვეკალი იმ ტყვიას, ასე ხომ აღარ დამტანჯავდა სინდისიო, გაიფიქრა. მერე მისი ღიმილი წარმოუდგა თვალწინ და იმ საიდუმლოს ამოხსნას შეეცადა, რაც არც ისე მარტივი ჩანდა და თითქმის დარწმუნებულმა, ამაყად ჩაილაპარაკა, თვით გენიოსი შერლოკ ჰოლმსიც კი ვერ გაართმევდა ამას თავსო. ისევ მოემჟავა სახე და სინდისმა სული აუწრიალა. დიდებული, ლომია გარსევანიძე, იწყებს ახლა ამ საქმის გამოძიებას და ნებისმიერი, შერლოკ ჰოლმსი, გინდ პუარო შემედაროსო, მაინც იუმორის ხასიათზე იყო, თუმცა თავს მარტო გრძნობდა, საოცრად მარტო იყო, ძალიან ცუდად გრძნობდა თავს და უამრავი პრობლემა დასტეხვოდა ერთდროულად. რასაკვირველია, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, ლომიას ისტორიის თხრობისას, რომ საავადმყოფოდან გამოსულს, იმ ბიჭთან მივიდა მაშინვე, სულ თავიდან რომ დაამცირა და დასცინა. გოგა... ნამდვილად გოგა ერქვა. თავისი უნივერსიტეტისკენ გასწია, ეტლით, როგორც შეძლო. მთელი დღე უცდიდა მის გამოსვლას, გულში რაღაც უკიოდა, ეკუმშებოდა და მისი ნახვის ერთთავად ეშინოდა, მაგრამ ძალა მოიკრიბა და მოიცადა ლექციების დასრულებამდე. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მაშინ დიტოს დაღუპვის შესახებ არ იცოდა, მას შემდეგ მალევე გამოწერეს, მეორე დღეს, მაგრამ ახლობლები უმალავდნენ. ბოლოს მიხვდნენ, მეტის დამალვა აღარ შეიძლებოდა, მალე უნდა დაეკრძალათ და ბოლო ღამე რჩებოდა, როცა სასახლეში ესვენა, ჯერ კიდევ გამოსამშვიდობებლად დიტო და იმ, მთვარიან საღამოს, დედამისმა რომ გაბედა და ყველაფერი უთხრა (უკვე მარტო აღარ ცხოვრობდა), მთელი სადარბაზო მისმა განწირულმა ღრიალმა და ათრთოლებულმა გონგადასულმა, საშინელმა, გამყინავმა ხმამ ყველგან შეაღწია და უკვე სამეზობლომაც იცოდა, რის გამო ღრიალებდა ასე ლომია. მუხლები მოეკვეთებოდა ფეხზე რომ მდგარიყო იმ ბიჭის დანახვისას, ასე რომ უფრთხოდა მას მერე. ბიჭმაც შენიშნა მაშინვე და ზიზღით შეხედა, მაგრამ გაბედა ლომიამ და შესძახა. -გოგა... გთხოვ. - ბორბლებს ატრიალებდა და ძლივს მისდევდა მისი დანახვით გაღიზიანებულ ბიჭს. ეს კი არ ესიამოვნა, საშინლად ეტკინა გული, მაგრამ დავიმსახურეო გაიფიქრა და ცდილობდა დაწეოდა. გოგა გაჩერდა. შემოტრიალებას ვერ ბედავდა, იცოდა თუ შემოტრიალდებოდა დაარტყამდა ლომიას, მაგრამ მაინც შეტრიალდა. მისი დანახვისას, ეტლში მჯდარი შეეცოდა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. ერთი ცრემლი კი გადმოაგდო, როცა წარსული დაუდგა ისევ თვალწინ, მაგრამ შეუმჩნევლად სცადა მოწმენდა. გოგამ ლომიას ამბავი არ იცოდა და მისი გაუბედურებული სახის დანახვაზე ოდნავ შეფიქრიანდა კიდეც და შეებრალა... კი, ნამდვილად იყო სიბრალული, ზიზღიც კი გადაფარა ამ გრძნობამ და ელოდა როდის ამოიღებდა ხმას ლომია. -მომისმინე გთხოვ, ვიცი რაც გავაკეთე საშინელება იყო, ვიცი რომ ძალიან გატკინე გული და საუბედუროდ ამას მაშინ ვერ ვაცნობიერებდი. ვიცი, ყოველი ჩემგან ამომავალი სიტყვა თუ ბგერა, როგორ გაძლევდა იმედს და შენ საოცნებო გოგოსთან მისასვლელად კი ძალას გმატებდა, მაგრამ საოცრად ვნანობ, რომ ის ყველაფერი ტყუილი და მოწყობილი ამბავი იყო. არ მეპატიება, არ ვიმსახურებ შენგან პატიებას, ესეც ვიცი გოგა... უბრალოდ მინდა იცოდე, რომ სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე ყველა ის უბედურება, რაც მე შემემთხვა, მანამდე ვერ გავიაზრე შენი მდგომარეობა, ვერ გავიაზრე როგორ გატკინე და გაგანადგურე. ყველაზე მეტად კი ის მაღელვებდა, რომ ბედნიერების უფლება წაგართვი, ბედნიერების, რომელსაც იმსახურებდი და იმსახურებ. ვხედავდი შენს გაბრწყინებულ თვალებს, მერე სიბრაზეში რომ გადაიზარდა და დამცირებული როგორ გაიქეცი, ამასაც ვხედავდი, მე კი უაზროდ ვიცინოდი, ის კი არ ვიცოდი, რა მაცინებდა, გესმის? უბრალოდ მინდოდა, სიამოვნებას მაყენებდა სხვისი დამცირება და ეს ხარხარი, რომელიც მალამოდ მედებოდა, ახლა ტკივილად იქცა, ორმაგად მტკივა ჩემი დანაშაული და ალბათ გამოსწორებაც შეუძლებელია, ამიტომ მანგრევს და მანადგურებს ყოველი სიტყვა, რასაც ჩემი ნებით თუ უნებურად გეუბნებოდი. მას მერე ბევრი რამ გადავიტანე, გავიაზრე, როგორი ვიყავი სინამდვილეში, ჩემ ძველ მეს სრულიად მოვიშორებდი და ყველას დავავიწყებდი, რომ შემეძლოს მაგრამ არ შემიძლია. და ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როცა სამყაროს დასასრულიც კი განვიცადე, იცი რას მივხვდი? მივხვდი, რომ არარაობა ვიყავი, უბედური არსება, რომელსაც სიყვარული კი არა, სინანულის გრძნობაც არ გააჩნდა და ბედნიერების ღირსიც არ იყო, მივხვდი ერთი საკუთარ თავში ჩაკეტილი, ჯერ კიდევ განუვითარებელი ლაწირაკი ვიყავი, რომელსაც სიტყვა სიყვარული აშინებდა, რომელსაც ეშინოდა, მიატოვებდნენ, მარტო დატოვებდნენ და გულს ატკენდნენ, ეშინოდა და ამან განაპირობა ჩემი ქცევების შემდეგი ჯაჭვი. გოგოებს ყოველთვის მე ვისროდი ქუჩაში, მე ვტკენდი ყველას გულს გარშემო და ვაუბედურებდი, ვინც კი შემეხებოდა ან ვისთანაც ურთიერთობის საშუალება მეძლეოდა, მე ერთი, დიდი, შავი ლაქა ვიყავი დედამიწისთვის, უფრო სწორედ მღრღნელი მთლიანად რომ ანადგურებდა მას. გეფიცები, გოგა, ახლა სრულიად სხვა ადამიანი გიდგას წინ, რომელიც მზად არის შენი ხელით სიკვდილითაც კი, რომელიც ამ სინანულით იტანჯება და პატიებას ითხოვს. გრძნობს შენ მდგომარეობას, რადგან თავად იყო უარეს მდგომარეობაში, ყველაფერი რომ გაანალიზა, თავად იყო დაჭრილიც, კომაში და იქ იმ ჯოჯოხეთში ყველაფერს მივხვდი, რომ სიყვარული არსებობს, რომ ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ და საკმარისია ადამიანის გულწრფელი გაღიმებაც კი, შენ ხასიათზე რომ იმოქმედოს და მაშინვე შეგიცვალოს განწყობა, ეს ჩემთვის... - ესმერალდა გაახსენდა, შებორძიკდა და მთელი საუბრის მანძილზე ხელს არ უშვებდა ბიჭს, რომელიც უნდობლად და სიბრალულით დასცქეროდა სრულიად შეცვლილ ლომიას. - ჩემთვის სიყვარულის წვევის ბრალია ალბათ. იმავე მდგომარეობაში ვარ, როგორშიც შენ, უიმედოდ, დაკარგულად, ძალიან დაბნეულად, თუმცა ერთი ღიმილის გახსენებაც მოქმედებს ჩემზე. მესმის, ვიმსახურებ ამ დაუნდობელ მზერას, ვიმსახურებ ყველაფერს, მაგრამ გთხოვ... ასე ვერ გავაგრძელებ ცხოვრებას, მინდა ვიცოდე, რომ უბრალოდ მაპატიებ, შეძლებ და მაპატიებ. -უდარდელად, რომ განაგრძო ცხოვრება არა?! - გაღიზიანდა ბიჭი და მაშინვე ეცვალა სახე. - არასოდეს! - ისე დაუყვირა, ყველამ მათ შეხედა. გაუხეშდა, კლანჭები და მისი გრძელი კბილები გამოაჩინა, ლომია გაფითრდა და სინდისის ქენჯნით ახედა ზევიდან, განაჩენივით დამყურე ცრემლიან და გამწარებულ მზერას. მერე ბიჭი მიტრიალდა და ისევ დატოვა, უპასუხოდ, დატოვა პატიების გარეშე, რაც ლომიას გულში ეკალივით მწარედ შეესო. ლომიასაც ცრემლები ჩამოუსრიალდა. განადგურდა ლომია, დიტოს სიკვდილმაც სულ გამოაცალა ძალა. სიცოცხლე აღარ სურდა, არ ჰყავდა ის, ვისაც დაეყრდნობოდა და ვის გვერდითაც თავს მშვიდად იგრძნობდა. ეძახდა, ფიქრებში ეძახდა მას, მაგრამ არა და არ მოდიოდა, ვერ ნახულობდა, ვერ ეხებოდა, ვერ გრძნობდა. გვერდში ბევრის იმედი აღარ ჰქონდა, იმ ამბის შემდეგ, რაც მოხდა, ზოგმა მიატოვა, ზოგი წავიდა მისგან და გოგოებმაც კი უარი თქვეს მასთან ურთიერთობაზე, ხეიბარი არავის სჭირდებოდა. საშინელება სწორედ ეს იყო, ის მარტო დარჩა, მხოლოდ რამდენიმე მეგობრის ამარა, რომელთა შორის რატიანიც თავს იწონებდა. მან ერთიანად დაკარგა ყველაფერი და ცხოვრება ერთულა. ფიქრობდა მარტოობისთვის იყო განწირული და ჭიქა ღვინო მისი განუყოფელი ნაწილი გახდა. ახლა კი, თბილად იჯდა მანქანაში და მზის ჩასვლას გასცქეროდა, რომელიც საოცრად ჰგავდა თავის საყვარელ გოგონას და ფიქრებში ჩაძირულმა სიამოვნებისგან ამოიკვნესა. ფიქრიდან უცნაურმა კაკუნმა გამოიყვანა. მძღოლის მხარეს მოხუცი, ჭუჭყიან სამოსში გამოწყობილი და სავარაუდოდ აქოთებული წვერიანი კაცი უკაკუნებდა მინაზე. ბიჭმა ჩამოსწია შუშა და გაუღიმა. -გამარჯობა ახალგაზრდავ. - მიესალმა მოხუციც და მისი პირიდან ალკოჰოლისა და მჟავე რაღაცის სუნი შეეფრქვა მაშინვე, თუმცა არც შეუცვლია სახე ბიჭს, პირისპირ უყურებდა გაუბედურებულ კაცს და თავს საოცრად მშვიდად მიიჩნევდა. ჩემი მსგავსი ვიპოვეო, გაიფიქრა. - ხომ ვერ დამეხმარები ჩემო ბიჭო? - ისეთი თბილი მზერით ჰკითხა, მაშინვე მოუნდა რამით დახმარებოდა და ჯიბეები მოიქექა. - ორი დღე არაფერი მიჭამია, უკვე დიდი ხანია აქ არის ჩემი სახლი, აქ მიღამდება და მითენდება. მოიღეთ მოწყალება. - გაუკრიჭა და ჩაყვითლებული კბილები გამოაჩინა წვერს მიღმა, რომელიც ისე წაგრძელებოდა ჰარი პოტერის პერსონაჟს ჰგავდა, აი იმას, კეთილ ჯადოქარს, თეთრ-წვერას, თუმცა უცხოს შავი ფერის, ოდნავ ჩამოგრძელებული და ჩამოწელილი წვერი ჰქონდა, რის მიღმაც არც ისე ნაოჭებიანი სახე იმალებოდა. -აი ბაბუ... ეს მაქვს მხოლოდ. - რაც ჰქონდა, არც კი დაუხედავს რას აწვდიდა, მაშინვე ხელში ჩაუყარა მოხუცს და მისი გაბადრული სახის დანახვაზე თვითონაც სითბო ჩაეღვარა სხეულში. მარტოსულმა, მარტოსული იპოვა და ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს რაღაც სიცარიელეც კი შეევსო. -ბაბუ? - გაიკვირვა უცხომ და ისევ მისი სურნელი შეაფრქვია ლომიას. - რომელი ბაბუ მე მნახე, ჯერ ოცდა... ოცდა... - თითქოს იხსენებს ასაკსო ისე ჩაფიქრდა. - ხო, ოცდაცხრა წლის ვარ. -ბოდიში. - გაიკვირვა ლომიამ, მოიწყინა და ისევ ნოსტალგიურ განწყობაზე დადგა, ისევ ესმერალდა გაახსენდა, ისევ მძიმედ დაიჭრა მისი გახსენებისას და საშინლად იგრძნო თავი. -რა გაწუხებს? - თითქოს მის ფიქრებს მიუხვდა, ისე ჰკითხა უცნობმა. -ეჰ... რაღა არ მაწუხებს. - უღიმღამოდ ჩაილაპარაკა და უცნობს მიუტრიალდა. - მოდით, ჩაჯექით მანქანაში, გარეთ ეციება. - თანაგრძნობით გაუღიმა. - თან სახლში ფული კიდევ მაქვს, თბილი ტანსაცმელიც, რომელიც აღარ მჭირდება და თქვენ აუცილებლად მოგერგებათ. -მოიცა... - ჩაეღიმა კაცს. - მანიაკი ხარ და მოკვლას მიპირებ? მფატრავი ჯეკის მსგავსად. - მერე გადაიხარხარა და ამ ხარხარში იმდენი სითბო ჩადო, ისეთი თბილი გაუხდა მზერაც, მზრუნველი და მეგობრული, რომ ამ ადამიანში აღმოაჩინა ის პიროვნება, ვინც სჭირდებოდა. -არა. - ისევ დამწუხრდა. -ნუ ჩამოგიყრია ყურები, თორემ ისე მშია მაგ ყურებსაც მოგაჭამ. - ისევ გადაიხარხარა, მაგრამ უკვირდა, როგორი იუმორით უყურებდა თავის მდგომარეობისდა მიუხედავად ყველაფერს და სიცილის თავიც კი ჰქონდა, ლომიას კი არ ეცინებოდა. - აღარ მოყვები რა გჭირს? - უკვე მანქანაში ჩამჯდარი მოხუცივით და ბრძნული მზერით დამშვენებული ახალგაზრდა ბიჭი თბილად უყურებდა და პასუხს ელოდა. -მტკივა... გული მტკივა. - მზერა საჭეს გაუშეშა, რადგან გვერდით გახედვას ვერ ბედავდა და თხრობა ისე დაიწყო. ყვებოდა ყველაფერს, თავისი ძველი ცხოვრებიდან მოყოლებული, იმ ინციდენტის შემთხვევას ჰყვებოდა, რის გამოც კომაში გაატარა მთელი ორი კვირა და რასაც მთელი ეს მოვლენების ჯაჭვი მოჰყვა, რამაც მთლიანად შეცვალა და გადმოაბრუნა მისი შინაგანი ბუნება. ესმერალდაზე რომ მიდგა საქმე, ცრემლები წამოსცვივდა, გული ორმაგად აუჩქარდა და სიტყვებს ყლაპავდა. ზოგს ჰაერში ისროდა და ფანტავდა, მაგრამ ბიჭის ყურამდე მაინც აღწევდა, მტკივნეულად. თხრობის დროს მანქანაც დაძრა, უკვე ბინდდებოდა და სახლისკენ აიღო გეზი, თუმცა მისი ისტორიის ყველაზე მთავარ მომენტის მოყოლას არ წყვეტდა. გულს უკლავდა ესმერალდას გახსენება, იმ უცნობი გოგონას თვალწინ წარმოდგენა, რომლის არც სახელი იცოდა, არც გვარი, არც ის, ნამდვილად არსებობდა თუ არა და პარალელურად გზას უყურებდა, ფრთხილობდა. მერე, დიტოს სიკვდილზე, მის დაკრძალვაზე და მეგობრების დაკარგვის ამბავი მოჰყვა, უცნობის თვალებში თანაგრძნობის ალმა იფეთქა და ისე გადახედა, თითქოს ეუბნებოდა ყველაფერი კარგად იქნება ყურები არ ჩამოყაროო, მაგრამ მაინც მიიჩნევდა, რომ წვერიანი, დაუბანელი და გარეთ მოხეტიალე ბიჭი, მასზე უარეს დღეში იყო, ის კი პრობლემებით აწუხებდა მას, როცა თავისი საკმარისად ჰქონდა. -ამდენი ხნის მარტო ყოფნამ, ერთი რამ მასწავლა, მეგობარო. არავის იმედი არ უნდა გქონდეს, არავინ არ გამოგიწვდის დახმარების ხელს, მაშინ როცა ხედავენ რომ გიჭირს. მეგობრებს ფულის მიხედვით არჩევენ და არა გულის, არავინ უყურებს ადამიანს თვალებში, პირდაპირ ჯიბისკენ აქვთ მზერა წაწვეტებული და იმდენად გამოცდილნი არიან, იციან ვის რამდენი უდევს ჯიბეში. ასეა, როცა შეგეძლო მეგობრებს გვერდში დადგომოდი, როცა გრძნობდნენ შენ დამოკიდებულებას, როცა გახარჯინებდნენ ფულს და კიდევ სხვა რამეებშიც გიყენებდნენ, მაშინ სჭირდებოდი, გაგიჭირდა, მათი დახმარება დაგჭირდა და ყველამ მიგატოვა. ესმერალდა... - ჩაფიქრდა წვეროსანი. - ესმერალდაზე კი არ ვიცი რა გითხრა. რატომ გადაწყვიტა სახელის დამალვა, ან ასეთი ამოუცნობი რატომ იყო. მაგრამ ის კი ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ საგრძნობლად შეუცვლიხარ მეგობარო, მან შენში ის ლომია გააღვიძა, რომელიც შიგნით გყავდა დამარხული და ამოსვლის უფლებას არ აძლევდი... არ ვიცი, მე რამდენად მიმიღებ, მაგრამ ისევ ის თუ დაგიდგება გვერდით, ვისაც შენი კარგად ესმის და შენ გვერდით მიგულე მეგობარო... ხო... გიორგი მქვია. - გაუღიმა ბიჭმა. ლომიამ სახლთან გააჩერა მანქანა. თავის სახლთან, იქ სადაც მარტო ცხოვრობდა. სიმარტოვე ის იყო ახლა, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მაგრამ გიორგის გაცნობამ, რაღაც მოახდინა მასში. მთლიანად გადაატრიალა მისი გონება და ფიქრები. თითქოს მონათესავე სული იპოვა, ის, ვინც ყველაზე მეტად გაუგებდა. ამის მიუხედავად, ის მაინც დაეხმარებოდა მას და აუცილებლად შესთავაზებდა ღამის გათევასაც საკუთარ სახლში, ის ხომ ძველი ლომია აღარ იყო, მაგრამ ახლა ორმაგად უხაროდა, რომ დღეს მარტო არ დაიძინებდა, რომ შეძლო და ყველაფერი ამოიღო, რაც გულში ჰქონდა. ამან შვება აგრძნობინა, მთლიანად დაიცალა ტკივილისა და იმედგაცრუებისგან. სწორედ ეს სჭირდებოდა, თითქოს უფალმა, ისევ გადაწყვიტა მისი დახმარება და გიორგი გამოუგზავნა მხსნელად. ესმერალდა კი სჭირდებოდა, იმედს მაინც არ კარგავდა, ერთხელ ისევ შეხვდებოდა მის თბილ და ძალიან მგრძნობიარე მზერას. „უკვე მკვდარი ხარო“ გულში მტკივნეულად ჩარჩა, მაგრამ სჯეროდა, განგებ არ უთქვამს, ან რაღაც მიზეზი უნდა ჰქონოდა გაუჩინარებას. -სააბაზანო აქეთ არის. - ხელით ანიშნა. - იქვე აწყვია ყველაფერი, რითიც შეძლებ თავის მოწესრიგებას. - და წვერზე ანიშნა გაღიმებულმა. - იმხელა წვერი გაქვს, კუდიანს ჰგავხარ. - დაუბღვირა ლომიამ და გადაიხარხარა. ეს იყო დაკრძალვისგან გამოწვეული ტკივილის შემდგომ პირველი გადახარხარება, რამაც სიმშვიდე აპოვნინა და სიამოვნების ღრუბელმა გადაფარა მისი თვალები. - ტანსაცმელს მოგიძებნი და შემოგაწოდებ, აი ეგ ძონძები კი უნდა დავწვათ, ეპიდემია არ გავრცელდეს მთელ ქალაქში. არ გამიკვირდება ზომბის აპოკალიფსი რომ დაიწყოს. - თვალი ჩაუკრა და გიორგის დაბღვერილ სახეს მაინც არ მიაქცია ყურადღება. გიოც ხვდებოდა ამას თავის გამხნევების მიზნით აკეთებდა და არა მის დასამცირებლად, ამიტომ ხმა არ ამოუღია და სააბაზანოს კარი შეაღო. ----------- მომყევით, მომყევით! ჯერ ყველაფერი ადრეა, მეგობრებო... მეც კი რაღაცნაირად დამანაღვლიანა ამ თავმა და ამისთვის ბოდიშს გიხდით... ამას ვერ გავექცეოდი მაინც, რაც არ უნდა გადამედო წერა. ახლა, ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და ძალიან მინდა, რომ ვინც წაიკითხავთ, ყველამ გამოთქვათ თქვენი აზრი და შემიფასოთ. რჩევები, ან კრიტიკა მესროლოთ.. მიყვარხართ ყველა... ისევ, ჩემს ემილის!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.