შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ მასაც კი შეუყვარდა 4


22-12-2015, 20:45
ავტორი innako
ნანახია 2 542

4.06.2015
- ნუთუ ბავშვებს უკვე გაუღვიძიათ? - ხატიამ გაკვირვება ვერ დამალა ბექასა და ნიას დანახვაზე, რომლებიც სამზარეულოში ისხდნენ და გემრიელად შეექცეოდნენ საჭმელს.
-კი გავიღვიძეთ- ღიმილით თქვა ბექამ და ხატოს შუბლზე აკოცა.
-აუ შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარ ხატია რა ლამაზი დაბადების დღე მომიწყვეთ. მართლაც რომ დაუვიწყარი იქნება ჩემთვის , მართლა მიხარია რომ მყავხართ- თქვა ნიამ და გოგონას ძალიან ჩაეხუტა.
-კარგი არ გვინდა ზედმეტი ლაპარაკი , მოწესრიგდით და გარეთ გავიდეთ ვიჯირითოთ არ გინდათ? - ხატიამ ეშმაკურად გადახედა ბავშვებს.
-ვაშააა! -წამოიყვირა ნიამ და უმალვე ოთახში შევარდა.
-ეს ბავშვი მაგიჟებს-ჩაილაპარაკა ბექამ და ის ის იყო ნიასთვის უნდა მიებაძა , ხატიას გახედა , რომელმაც თვალით ანიშნა დამჯდარიყო. ხვდებოდა ბექა, ხვდებოდა , რომ წინ დიდი დავა ელოდა , მაგრამ სხვა გზა არ გქონდა.
-შენ სულ გაგიჟდი ბექა?
-რა იყო ხატია ახლა მაინც რა დავაშავე.
-კარგი გუშინდელ საღამოზე თვალი დავხუჭეთ და ყველაფერი შენ მოგანდეთ, მაგრამ ეს ყვავილები , მთელი ღამე გულახდილი საუბრები , დღეს ერთად საუზმე ახლადდაქორწინებული წყვილივით , რას ნიშნავს ბექა ეს ?
-ხატია მე ერთს გეტყვი და ალბათ ყველაფერს მიხვდები , გთხოვ ნუ შემაწყვეტინებ
-კარგი გისმენ ხეცურიანი .
წუთით სიჩუმე ჩამოვარდა , სიჩუმე , რომელიც ხატიასთვის საუკუნედ იქცა , ბექასთვის კი წამად , რომლის გასვლის მერე მისი სიტყვები გადაწყვეტდა ყველაფერს , ისე მოხდებოდა როგორც თავად მას სურდა თუ გარკვეულ ჩარჩოში მოექცეოდა , რომლის იქეთ გახედვისთვის „საზოგადოება“ უკმაყოფილო დარჩებოდა.
-შენზე კარგად ხატია არავინ იცის ჩემი და სიყვარულის ურთიერთდამოკიდბეულება. ზოგჯერ არ მიმართლებდა , ბევრჯერ გამიმართლა კიდეც , მაგრამ არ გამოვიყენე . ეხლა იცი რას ვხვდები ? ვხვდები იმას , რომ სულ მიმართლებდა , მიმართლებდა , რადგან რომ არა ეს გამართლება მე დღეს აქ თავისუფალი ბიჭის სტატუსით ვერ მოვიდოდი და ვერ ვიპოვიდი იმას , ვინც მართლა ძალიან მომეწონა. იცი ის ლექსები მე რომ აღტაცებით ვკითხულობ და ხალხში ვაზიარებ ვისი დაწერილია ? ნიასი . იცი გამუდმებით ვინ უსმენს იმ სიმღერას , რომლის „მუღამიც“ მეგონა ჩემს გარდა ვერ დაიჭირა? ნია. იცი ყოველდღე ვის შეუძლია ათობით მათემატიკის ამოცანა აკეთოს, ისე როგორც მე , და ყოველ გაკეთებულს წერტილი დაუსვას ? ნიამ . იცი ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე აი იმ ეტაპზე გაგა რომ გავიცანი ვინ დაიბადა 1997 წლის 4 ივნისს ? ნია. იცი ვისი საყვარელი ფერია ნაცრისფერი , ვის უყვარს კარტოფილზე გადასხმა მაიონეზიანი კეტჩუპის , ან პიურეში ყველი და უეჭველი ზამთრისთვის შნახული ალუბლის კომპოტის დაყოლება ? ნიას . ის თუ იცოდი ხატია ვის უყვარს წიგნი „ბნედით შეპყრობილი“ და მასზე , ისევე როგორც მე , ვინ თქვა მიყვარს რადგან სულის ბნედა მოაქვსო? ნიამ . მე რასაც ვფიქრობ იმ მომენტში ის თუ იცი იმას ვინ ამბობს ხატია ? ნია. ვიცი შიძლება სისულელედ მოგეჩვენოს ის ,რაც მოგიყევი , მაგრამ მე საპირისპირო სქესის წარმომადგენელი ბექა ვიპოვე ხვდები ? მე ნია მავსებს და ყველანაირ სიცარიელეს მივსებს. იმედია კარგად გაიაზრე რაც გითხარი და მერე მეტყვი რამეს...
ხატია კარგა ხანს დუმდა . დუმილი ამჯერად ბექასთვის იქცა საუკუნედ, ხატიასთვის იმ წამად , რომლის მერეც ბევრი რამ შეიცვლებოდა ,მაგრამ მან კვლავ დუმილი არჩია და უხმოდ გავიდა ოთახიდან.
...
-ნათია რა გავაკეთოთ?-ბექას მონაყოლით აღშფოთებული ხატიამ ნათიას განცვიფრებაც გადაწყვიტა და ყველაფერი დეტალურად მოუყვა მეგობარს.
-სჯობს საქმეში უფროსები ჩავრიოთ, სანამ ყველაფერი უარესობისკენ წავა- ნათიამ დასკვნა გამოიტანა და დედასთან დარეკვა გადაწყვიტა.
...
-აუ ბექა ! როგორ მიყვარს იცი ცხენები?-ნია ბედნიერი ხმით ესაუბრება რჩეულს
-ისევე როგორც მე - გაიღიმა ბექამ, ცხენიდან ჩამოხტა, ნიაც ჩამოსვა დიდხანს უყურებდა.
-რად მიცქერ ყმაწვილო?
-ნია , შენ ჩემი გოგო ხარ ! ბექამ აქამდე უჩვეულო განცდა იგრძნო და ნიას აკოცა.
არვიცი მკითხველო რას გრძნობდა იგი ,მაგრამ ნიასთვის კი სამყარო გაჩერდა, გული ლამის საგულედან ამოუვარდა, ეშინოდა, სიამოვნებდა, სურდა მოშორება, მაგრამ უფრო და უფრო ყვებოდა ბიჭს ერთი გრძნობის ათასი სახის გამოხატვის ერთ-ერთ კომპონენტში.
ბექა მას კოცნიდა ..ისევ კოცნიდა..კვლაც კოცნიდა... ალბათ ისიც ბედნიერი იყო ნიას სურნელის გრძნობით, მისი ყველა ნაკვთის შეხებით.
ყველაფერი სატელეფონო ზარმა დაარღვია...
ეს ნიას დედა იყო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent