შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!" (ნაწ. III, დასასრული)


23-12-2015, 00:53
ავტორი N7
ნანახია 4 595

თირგართენის პარკში სეირნობდნენ. გადაწყვიტეს, რომ მშობიარობამდე აქ დარჩებოდნენ, რადგან გართულებების ნებისმიერ მომენტში წარმოშობის რისკი იყო დიდი. სახლი იქირავეს, ბერლინის ცენტრალურ პარკთან ახლოს. ლიკა ექიმი მადლობებითა და საჩუქრებით დახუნძლული დააბრუნეს სამშობლოში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი საჭიროება არ გააჩნდა მათი აქ ყოფნის მანძილზე. მხოლოდ რამდენიმეჯერ, ექსტრემალურ სიტუაციებში, იხსნა გოგონა გულის გახეთქვისგან.
ყოველი დილა იწყებოდა გემრიელი საუზმით, ბედნიერი ღიმილით და ლამაზი ხედით. გაუმართლათ, მეზობლები აღმოჩნდნენ ძალიან პოზიტიურები და ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც ეხმარებოდნენ, ართობდნენ, ანახებდნენ ბერლინის ღირსშესანიშნაობებს, რომლებსაც რიგითი გიდი გამოტოვებდა. მივიწყებული სიტყვები გაიხსენა ნატროშვილმა და ამასთან ერთად ახალი სიტყვის მარაგი შეიქმნა. რამდენიმე თვეში დაბრკოლებებით, თუმც მაინც დაიწყო საუბარი.
საქართველოში ყოველ დღე რეკავდნენ, მეგობრებთან, ახლობლებთან. ყველაზე მეტად მაინც ანკას ჰქონდა გაბუებული ტვინი, ყოველ თავისუფალ წუთს ნინას ზარით. დარწმუნებით გეტყვით, ანკას და ნიკას თავიანთი თავებისთვის უკვე აღარც ეცალათ.
ნატროშვილი კვირაში ერთ დღეს საავადმყოფოში ატარებდა, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა.
ასე და ამგვარად, როგორც ნინა, ისე ანკა გაიბერა და, როცა აბაშიძე დღე-დღეზე ელოდა ბავშვს, ნინა მეშვიდე თვეში იყო. ანკას ტყუპი გოგო-ბიჭი ეყოლებოდა, ნინას კი ცოცხალი თავით არ სურდა ჯერ ამის გაგება. გოგო იქნება თუ ბიჭი, ორივე უდიდესი ბედნიერება იქნება ჩემთვისო - ამბობდა ხოლმე. ირემაშვილი თავს იგიჟებდა, პირველი მამიკოს გოგო უნდა იყოსო, მაგრამ ნინა მკაცრად უბრიალებდა თვალებს და მოთმინებისკენ უბიძგებდა.
იმ დღესაც თირგართენის პარკში სეირნობდნენ, მხოლოდ ლუკა და ნინა. ისევ ბავშვის საკითხზე დაობდნენ და მათი მოუთმენლობის შემყურეს, ორივეს ეცინებოდა ერთმანეთზე.
- გოგო იქნება, მამიკოს გოგო! - თვალები დაუბრიალა მოჩვენებითი სიმკაცრით ლუკამ.
- და რას დაარქმევს მამიკო? - სიცილით ახედა.
- ელენეს!
- ვინ არის ელენე? - მანაც გაიჩინა ხმაში მოჩვენებითი სიმკაცრე.
- ჩემი საყვარელი, - ენა გამოუყო.
- ხო არა?! - ვითომ ნაწყენმა თვალები მიწისკენ ჩააჩოჩა და ხელი უშვა ქმრის ჟაკეტის სახელოს.
- დიახ! შენ რომ არ იცოდი, მე საყვარელი მყავდა, - სიცილით ამოიჩურჩულა, ხელი გადახვია, გულზე მიიხუტა და თავზე გავარვარებული ტუჩები შეახო.
- ბედი შენი, ბუტია რომ არ ვარ, - გადაიკისკისა და ჟაკეტის ქვეშიდან, მაიკაზე თითები მოუჭირა.
ასე მიდიოდნენ დაუსრულებელ ბილიკზე, რომელსაც აქა-იქ სხვაც თუ მიიკვლევდა. მიდიოდნენ, იცინოდნენ და მთელს სამყაროს აბრუებდნენ თავიანთი სიცილით. ბედნიერები იყვნენ, დიახ, იყვნენ. ამდენი ჭირის შემდეგ რომ ბედნიერებამაც იჩინა თავი, ჯერ მარტო ეს ღირდა თითოეულ გაღიმებად.
მამაკაცი გამოჩნდა თითქმის ცარიელ ჰორიზონტზე. უჩვეულოდ გაუსწორა თვალი ნინას, რომელიც თავის სტიქიაში იყო. მამაკაცს თავზე კაპიუშონი წამოეფარებინა, ხელები ჯინსის ჯიბეებში მიემალა და ოდნავ წელში მოხრილი მოდიოდა. ტიპიურ ქართველ ‘ბირჟავიკს’ მოგაგონებდათ. ჩავლისას შემთხვევით გაუსწორა თვალი ნატროშვილმა. ასე ვიტყვი, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. წამით შეჩერდა ნინა. თითქოს ეცნობოდა, ეს თვალები საიდანღაც ეცნობოდა, მაგრამ ვერაფრით მოსდიოდა თავში - საიდან.
- კარგად ხარ? - შეშფოთებულმა ჰკითხა და წინ დამდგარმა გოგონას წაშლილი სახე ხელებში მოიქცია.
გაახსენდა, მიხვდა საიდანაც ეცნობოდა. აფორიაქდა? - არა, ეს მეტი იყო, ვიდრე ფორიაქი. ეს მეტად საშინელება იყო, ვიდრე წარმოედგინა. შეხვედრა ამდენი ხნის შემდეგ ბიჭთან, რომელიც ოდესღაც უყვარდა... ჰო, არ გეშლებათ, გიორგი იყო. არც ერთი წამით შეჰპარვია ეჭვი ამაში, რადგან მის თვალებს მილიონ კაცში ამოარჩევდა.
ღრმად სუნთქავდა. წელში ოდნავ მოიხარა და მუხლებზე დაეყრდნო. ღრმა სუნთქვა ამოუშვა. საიდანღაც დაიკივლეს და, როგორც გაარკვია, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ერთადერთი, რაზეც კონცენტრაცია ჰქონდა მოხდენილი იყო გიორგის უკანასკნელი სიტყვები: „წლების შემდეგ, ქუჩაში გავლილს, ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდება და სახლში მისული მოიფიქრებ, რომ ნანახი თვალები ოდესღაც შენს პირად გალაქტიკას წარმოადგენდა!“.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი, რაც სურდა, რაც ეძვირფასებოდა, ნაპოვნი ჰქონდა, მაინც რთული აღმოჩნდა ამ ყველაფრის გახსენება. გახსენება თვალების, რომელნიც მართლაც წარმოადგენდნენ მის პირად გალაქტიკას; რომელნიც ყველაფერს ერჩია ოდესღაც... ახლა, უბრალოდ, ლუკა ყავდა გვერდით, საუკეთესო მამაკაცი მთელს დედამიწაზე და ჰო, ბედნიერიც იყო, თანაც ყველაზე ბედნიერი, როგორც თვლიდა, თუმც ხანდახან ყველაფერს ვერ ვაკონტროლებთ. ხანდახან შეუძლებელია დავჯდეთ დიდი შუშაბანდის წინ სრულიად შიშვლები და გარეთ უამრავი ადამიანი მოძრაობდეს, გიყურებდეს, შენ კი სირცხვილსაც ვეღარ გრძნობდე. რა შუაშია ვითომ ეს გრძნობა ნინას სიტუაციასთან? - შუაში არა, თავშია. სწორედაც. მასაც ხომ ‘ოდესღაც გრძნობების’ მზის სხივზე გაშიშვლება მოუხდა?
***
თეთრი კედლები და წამლების ერთმანეთში არეული სურნელება უკვე სძულდა, ამ ქვეყნად ყველაფერზე მეტად. უჭირდა თეთრი კედლები და მათში გაჩენილი უდიდესი მარტოობის შეგრძნება, რომელსაც ვერანაირი იარაღით ვერ ებრძვი; რომელიც უბრალოდ პირს აღებს, მოიწევს შენკენ, შენ კი უხელ-ფეხო თავს უშვერ, რათა შეგჭამოს, გადაგსანსლოს...
ქუთუთოები დამძიმებოდა, გაუჭირდა თვალების გახელა, თუმც ძალისხმევით მოახერხა. თავზე აკაშკაშებული ნათურები ანათებდნენ და მუცლის არეში ტკივილს გრძნობდა. იმასაც გრძნობდა, რომ კანკალებდა, მაგრამ ეს კანკალი სრულებით არ იყო სიცივისგან გამომდინარე. ხელზე ნემსი ეკეთა, წვეთოვანს მიერთებოდა. სიცხელე სწვავდა მარჯვენა მხრიდან და ვერ ხვდებოდა რატომ სცხელოდა.
მერე მიიხედა. ლუკა იჯდა. მისი მტევანი თავისაში მოექცია და თავჩაქინდრული მისჩერებოდა იატაკს. ხვდებოდა იგრძნო მისი გაღვიძება, მაგრამ შეგნებულად არ ამოხედა. თითქოს რომ შეეხედა, რამე საშინელებას წააწყდებოდა და უარესად მოანდომებდა გაქცევას...
- ლუკა, - ამოიჩურჩულა.
მამაკაცმა სევდისფერი თვალებით ამოხედა. პირველად... პირველად არ იყო მისი თვალები კაშკაშა მწვანე. არამედ რაღაც სხვა... რაღაც სხვა ფერი დასთამაშებდა, ბინდი გადაჰკროდა, თითქოს.
- რა მოხდა? - შეშინებულმა ჰკითხა და თვალებიდან ტუჩებისკენ გააცოცა მზერა. არ შეეძლო მათთვის, ასე ფერიცვალებულთათვის, ეყურა უდარდელად, უემოციოდ.
- ნინ, გაგიკეთეს ოპერაცია... - თქვა რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ.
- ბავშვი? - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ნატროშვილს და ტირილი მოუნდა.
- გოგო იყო, ნინ... - ხმა უნებლიედ ჩაეხლიჩა და თავი ჩახარა. ცრემლებს ვეღარ გაუძლო, ასე რომ ბობოქრობდნენ და ნაპირებიდან გადმოხეთქვას ლამობდნენ.
ტირილის სურვილს დაერთო ტკივილი ყველა კუნჭულში, სხეულის თითოეული წერტილი ასტკივდა და ღრიალი მოუნდა. უნდოდა ყოფილიყო მინდორში, მარტო, შიშველი, ეღრიალა ხმამაღლა და დაესერა სხეული. უნდოდა მისი ღრიალის ექო საბოლოოდ მოჰფენოდა არემარეს. უნდოდა მხოლოდ ფიზიკური ტკივილი შეეგრძნო და დაესრულებინა.
რას გრძნობდა ლუკა? - გაგიკვირდებათ, რომ გეტყვით. ყველაზე მეტად სწუხდა და მაინც ყველაზე მეტად ბედნიერი იყო. როგორ ეს ორიო - უარესად გაოცდებით... მისთვის საყვარელი, ერთადერთი ადამიანი ნინა იყო, რომელიც დარჩენოდა ქვეყნად. ბავშვი მისი ნაყოფი იყო, ამდენი თვე რომ ელოდა, სულმოუთმენლად, დიდი ემოციებით, მაგრამ მისი სათუთი, უშფოთველი სული ისევ უფლისთვის და მშობლებისთვის დაებრუნებინა - აი, რა აძლევდა გამძლეობას. ნინა რომ დაეკარგა, ამდენს ვეღარანაირად ვერ გაუძლებდა და თუ დარდს არა, მაზოხიზმს მაინც ემსხვერპლებოდა. ერთხელ დაკარგავდა გონებას და დაკარგავდა უკანასკნელ წვეთ სისხლს. სისხლს, რომელიც აღარ უდუღდა; რომელიც აღარ უღირდა არაფრად!
- გადავიტანთ... - ამოიჩურჩულა ნინამ და წვალებით მიიტანა მამაკაცის ხელი ტუჩებამდე.
გადაიტანდნენ? ისევ ერთმანეთის თანადგომა თუ გააძლებინებდათ. ეს ერთადერთი, მართლა ერთადერთი რამღა იყო, რაც გააჩნდათ, ცხოვრებისგან ბოძებული.
***
მომხდარიდან ორ კვირაში გაწერეს სახლში ნატროშვილი, რომელსაც უკვე გერმანიაც სძულდა. გერმანიაც და თითოეული მოგონებაც. ისევ ახლიდან იწყებდა ცხოვრებას, რომელიც სულ ახლახანს ჰქონდა დაწყებული. იქნებოდა კი რამე მომავალში? იარსებებდა კი აწმყო - მომავალში?
***
- ნათლიას გოჭები დაახვედრეთ ნათლიას! - გამოსვლამდე კიდევ ერთხელ გააფრთხილა ანკა ნინამ და გათიშული ტელეფონი ჩანთაში ჩააცურა.
- ჯერ ხომ არ მოგინათლავს, ნუ გადააფიქრებინებ იცოდე! - გამაფრთხილებლად აუთამაშა საჩვენებელი თითი და ზურგიდან აეკრო, ყელში ცხელი სუნთქვა შეაფრქვია და ოდნავ უკბინა.
- ეე, არანორმალურო! - აყვირდა ნინა და სიცილით დაუსხლტა ხელიდან მამაკაცს. - უნდა ჩამალურჯო? - საყვედური უმალ გამონახა და მკერდზე დაჰკრა მუშტი.
- დიახ, უნდა ჩაგალურჯო! გეტყობოდეს, რომ ქმარი გყავს, თორემ იქ რომ ვინმეს ფლირტი შევატყო, ხომ უნდა ჩავუნგრიო ძვლები? - სასაცილოდ გაიჯგიმა მამაკაცი.
- კარგი, ლუარსაბ, დამშვიდდი, არ გინდა! - ენა გამოუყო და ცელქი ბავშვივით გაიქცა კარისკენ, არ დამიჭიროსო.
რამდენიმე წუთში კიდეც მიადგნენ სასურველ მისამართზე მეგობრებს. ჭიშკარი დაუძახებლად შეხსნეს და გაიბადრნენ, როცა ეზო მრავალფრად მორთული, ბავშვების ჟრიამულით აკლებული და დიდების საინტერესო/უინტერესო დიალოგებით გაბრუებული დაინახეს.
ანკამ ვერ შენიშნა ახლად მოსულები, ლაშიკოს ამშვიდებდა, აი ნიკამ კი მაშინვე სჭიდა ძმაკაცს თვალი და ბედნიერი ღიმილით წამოვიდა შესაგებებლად.
- ვა, თქვე დაკარგულებო! - სიცილით მიუახლოვდა, გაშალა ხელები და ძლიერად გადაეხვია ლუკას, ნინა კი ნაზად გადაკოცნა.
- მიბრძანდები ჭორიკანა დაქალთან? - ხელით ანიშნა ანკაზე. - დილიდან არ გაჩერებულა, სად აქვს ამდენი ენერგია, - სიცილით დაამატა და ლუკასთან საუბარში ჩაერთო.
გეზი აბაშიძისკენ აიღო.
- ჩემი გოჭები, როგორ არიანო? - სიცილით გაშალა ხელები და სანამ მეგობარს ნახავდა, მისკენ გამოწეული ლაშა ჩაიხუტა.
- გადამრიეს, აღარ შემიძლია! - აქოთქოთდა ანკა, ნინას ლოყაზე აკოცა და სწრაფად მიუტრიალდა ატირებულ ლიზიკოს.
- კარგი მშობელი რომ ხარ, მაგიტომ! - გააჯავრა ნატროშვილმა.
- ვაიმე, წაიყვანე ერთ-ერთი რა! - შეეხვეწა.
- შენ თუ სერიოზულად ამბობ, საწინააღმდეგო მე არაფერი მაქვს! - ენა გამოუყო და პატარას კურნოსა ცხვირის შეჭმით დაემუქრა.
- რატომ ვერ ლაპარაკობს, რას გაგინებდა! - გადაიკისკისა და ჩხრიალაზე ხელები გააქვავებინა ლიზის.
- ნათლიებს არ აგინებენ, უზრდელო! - შეეპასუხა და შუბლზე აკოცა. - თანაც, ორი თვის ბავშვს ბევრს ხომ არ თხოვ?
- ვაიმე, ნინა! - წამოიყვირა აბაშიძემ და ჩაკუზული მგომარეობიდან დგომითში გადავიდა. - ნათიას მიუყვანე ეგ მაიმუნი და წამოდი, რაღაც უნდა გითხრა!
სწრაფად გაუწოდა ნათიას ბავშვი და დაფეთებული გაჰყვა ანკას უკან.
სამზარეულოში გაჩერდა და სთხოვა ყავა გააკეთე, მე ვეღარ ვმოქმედებო და დაიქოქა.
- ლიკუნა და ოთო დაშორდნენ, მაგდა მეცხრე ცაზეა, ჰგონია, რომ ის დებილი ბიჭი დაუბრუნდება... ლიზის ერთ კვირაში აქვს ქორწილი, სხვათა შორის, მინისტრის ბიჭს მიჰყვება ქალბატონი, - მხრები აიჩეჩა. - და მათემ რა სიურპრიზი მოგვიწყოო! - გადაიკისკისა და შეჩერდა.
- ჰე, თქვი! - მხარზე თავისუფალი ხელი გაჰკრა, რომ გაეგრძელებინა.
- გაიპარა, ჩვიდმეტი წლის ბავშვთან ერთად...
- კარგი ახლა, ნუ შემიწუხებ ნამუსს! ჯერ ცხრამეტამდე ბევრი მიკლია! - სიცილით თქვა, წამოწეული ყავა დაასხა და წინ დაუდო.
- შენ?
- მე არ ვსვამ. ამის გამო გამომაქციე და გადამაგდებინე ბავშვი?
- ჰო რა.
***
ნათლობის დღესასწაული მშვენივრად მიმდინარეობდა. ნინას უკვე ნათლია ერქვა, თანაც ორი ბავშვის, განა ერთისა... ბედნიერებისგან გაბადრული ხან ლაშიკოსთან ერთად დაიარებოდა, ხანაც - ლიზიკოსთან. რა იქნებოდა ახლა აქვე, სადმე მის ელენესაც ეკისკისა ან ეტირა - ანგელოზის ტირილით - თუნდაც.
ლუკასთან ერთად რამდენჯერმე იცეკვა ვალსი. მესამედ ცეკვავდა უკვე, რომ დაბზრიალდა და ის იყო მამაკაცს უნდა ჩასვენებოდა მკლავებში, თავბრუ დაეხვა, მუცელში რაღაც დააწვა და ღებინების შეგრძნება გაუჩნდა. სწრაფად უშვა მამაკაცს ხელი და ღობისკენ არეული ნაბიჯებით წავიდა. უნდოდა მიეღწია თავისუფალ სივრცემდე და იქ ამოეღო გულსმოწოლილი, თუმც ნაბიჯები აერია და ისევ ლუკას ხელში გაეპარა სული.
***
ისევ დამძიმებული ქუთუთოები, ისევ პალატის მძაფრი სურნელი და ისევ მარტოობის შეგრძნებაგამჯდარი თეთრი კედლები. ამჯერად პირში საშინელი გემო დაგუბებოდა, დანარჩენი ყველაფერი რიგზე იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, სად იყო.
- გაიღვიძე? - წამოიწყო ლუკამ და უფერულ ლოყაზე ცერა თითი ჩამოუსვა. აღარ ემჩნეოდა იმხელა სევდა ხმაში, როგორც იქ, გერმანიაში.
- რა მოხდა? - ამოიჩურჩულა დაბნეულმა და წაშლილი სახით გადმოხედა.
- ამჯერად მაინც გვეყოლება პატარა! - ახარა მამაკაცმა და ბედნიერებისგან გაბადრულ ტუჩებს დაეწაფა.
***
რვა თვეში ხელახლა დაიბადა. თავიდან იგრძნო ტკივილები, თანაც უდიდესი, იგრძნო ყვირილის სურვილი და ვერ შეიკავა, ბოლომდე დაიცალა ემოციებისგან. და, როდის ივსებიან ადამიანები ხელახლა მათით? - როცა პირველად იწვენენ შვილს გვერდით და პირველად კოცნიან სათუთ თითებზე. ამჯერად მაინც დაიბადა ოცნება და ბედნიერება, ამჯერად მაინც აღარ იყო დიდი იმედგაცრუება.
და,
გააჩნდა კი რამე ნატროშვილების პატარა, თუმც თბილ ოჯახს, იმაზე ბედნიერი, ვიდრე იყო ერთმანეთი და, რაც მთავარია,
ე ლ ე ნ ე ?!


***
ხელის კანკალით ვდებ. ვერც ვამოწმებ. ნაუცაბედარი დასასრული და იმედს ვიტოვებ, კარგიც.
ძალიან მაბედნიერებდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, უდიდესი სითბოსა და პოზიტივის მატარებლები ხართ!
დიდი მადლობა!
მიყვარხართ.

პ.ს იმედია არ გაგიცრუეთ იმედები და დაგიბრუნდებით სულ მალე ისტორიით "სიზმრის თეორია".

კიდევ მრავალჯერ,
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ! ! !



№1 სტუმარი darina

Emociuri dasasruli qonda, cremlebic vagvargvare, magari gogo car da velodebi shensaxal istorias.

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან კარგი იყო მთავარია კარგად დაასრულე სულ დაძაბულმა ემოციებით სავსემ ჩავიკითხე და მშვიდად რომ დასრულდა ყველაფერი გავბედნიერდი love

 


№3  offline წევრი N7

darina
Emociuri dasasruli qonda, cremlebic vagvargvare, magari gogo car da velodebi shensaxal istorias.

დიდი მადლობა❤❤ მიხარია, რომ მოგეწონა და ძალიან მალე დავბრუნდები❤❤

sameone crazy girl
ძალიან კარგი იყო მთავარია კარგად დაასრულე სულ დაძაბულმა ემოციებით სავსემ ჩავიკითხე და მშვიდად რომ დასრულდა ყველაფერი გავბედნიერდი love

მადლობა ჩემო საყვარელო, მიხარია, რომ მოგეწონა❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4 სტუმარი Onlyonlyonlyone

Auuu ra kaiaaa ❤️

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გიორგი რომ გამოაჩინე ვიფიქრე ლუკასთან აშორებდი,თან ისე აღწერე,მგონი ნინას ისევ გიორგი უყვარსმეთქი ვიფიქრე.თან ბავშვიც დააკარგვინე...მოკლედ სიტუაციის ერთი ხელის მოსმით შემობრუნება გეხერხება.ძალიან ლამაზი თავი იყო,ტკბილი და გემრიელი დასასრულით.

 


№6  offline მოდერი bibo

Au ra kargi xar shen xo ar iciii ux ise miyvarxar magijeb chemi nichieri gogo xar shen :* :* ai udzalian magaresi istoria iyo saswauli ....ase uceb ar mindoda dasasruli ux

 


№7  offline წევრი N7

Onlyonlyonlyone
Auuu ra kaiaaa ❤️

გმადლობ❤❤

ლორელაი
გიორგი რომ გამოაჩინე ვიფიქრე ლუკასთან აშორებდი,თან ისე აღწერე,მგონი ნინას ისევ გიორგი უყვარსმეთქი ვიფიქრე.თან ბავშვიც დააკარგვინე...მოკლედ სიტუაციის ერთი ხელის მოსმით შემობრუნება გეხერხება.ძალიან ლამაზი თავი იყო,ტკბილი და გემრიელი დასასრულით.


დიდი მადლობა ჩემო საყვარელო❤
მიხარია, რომ მოგეწონა❤ სიტუაციის შემობრუნება ნამდვილად :დ

bibo
Au ra kargi xar shen xo ar iciii ux ise miyvarxar magijeb chemi nichieri gogo xar shen :* :* ai udzalian magaresi istoria iyo saswauli ....ase uceb ar mindoda dasasruli ux


უთბესი მყავხარ! დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონა და საერთოდ, შენ მიხარიხარ❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№8 სტუმარი teo...

Amistorias tavidanve vkitxulob dadzalian momwons.dasasrulic Kari iyo .madloba shen hemo kargo.

 


№9  offline წევრი N7

teo...
Amistorias tavidanve vkitxulob dadzalian momwons.dasasrulic Kari iyo .madloba shen hemo kargo.

მადლობა შენ, თბილო და ტკბილო, რომ დასაწყისიდანვე მომყვები love love მიხარია, რომ მოგეწონა love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№10 სტუმარი ენანა

Miyvars happy end-ebii da ra vuyoo. Kargi iyo dzalian.. :)

 


№11  offline წევრი N7

ენანა
Miyvars happy end-ebii da ra vuyoo. Kargi iyo dzalian.. :)

დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონა love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№12  offline წევრი Smiling girl

აიიი საუკეთესო ხარ <3 ისე გამახარეეე. მიყვარხარ შენ შენი ძალიან მაგარი ისტორიებით <3

 


№13  offline წევრი N7

Smiling girl
აიიი საუკეთესო ხარ <3 ისე გამახარეეე. მიყვარხარ შენ შენი ძალიან მაგარი ისტორიებით <3

ჩემო უთბილესო, უღრმესი მადლობა, შენ მე მახარებდი და ახლაც გამახარე, ძააალიან! love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№14  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Dzalian kargi dasasruli iyo bolosken rogor dadzabee :D mabednierebda es istoria ♥♥♥

 


№15  offline წევრი N7

gvanciko_gvancunia
Dzalian kargi dasasruli iyo bolosken rogor dadzabee :D mabednierebda es istoria ♥♥♥

დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონა love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent