შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!" (ნაწ. II, 6 - დასასრული)


20-12-2015, 00:50
ავტორი N7
ნანახია 4 121

როგორც პირველი ნაწილის დასასრულში შეგპირდით, ისტორიას სამი ნაწილი ექნება, ასე რომ, გულს ნუ აიცრუებთ :დ <3
იმედია ისიამოვნებთ და სულ მალე დაგიბრუნდებით საინტერესო მესამე ნაწილით <3
ასე გამოვიდა, რომ ეს ნაწილი დავასრულე და იმედია იმედები არ გაგიცრუეთ...
მიყვარხართ მე თქვენ!
***
წვალებით, თუმც მაინც გადააგორეს ფრენა. პირველად რომ გაფრინდნენ პარიზში, ამდენად რთული არ აღმოჩნდა, რადგან მაშინ გულზე რიგი დაავადებები არ ეწვა და რისკიც ნაკლები იყო. ახლა კი უდიდესი რისკი, უდიდესი ნახტომი ჰქონდათ და რა საკვირველია, მთელი რამდენიმე საათი ნერვიულობისგან ადგილზე მიყინულმა გადააგორა.
***
სასტუმროში მოთავსდნენ მას შემდეგ, რაც ექიმს გაესინჯა ნინა და მან კი გამოუცხადათ, რომ ყველაფერი რიგზე იყო, დიდი დატვირთვისგან თავის შეკავებით კიდევ შეეძლებოდათ საავადმყოფოს მარწუხებისგან გათავისუფლებულიყვნენ.
- ლიკა, თქვენ მე-8 ნომერში იქნებით, ჩვენ მე-7-ში, - მოახსენა ანგარიში ლუკამ კარდიოლოგს, როგორც ნომრები აიღო.
- გასაგებია. თუ რამე დაგჭირდეთ, შუა ღამეც რომ იყოს... - მხრები აიჩეჩა და სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა.
- რა პრობლემაა, - გაეცინა ლუკას, - თანხებთან დაკავშირებით, თუ რამე დაგჭირდე, ნურც შენ მოგერიდება.
- ხომ გადამიხადეთ უკვე? - გაუკვირდა გოგონას და ხუჭუჭ თმაზე ხელი დატაირა, დასალაგებლად.
- ვინ იცის რა გაუთვალისწინებელი მოხდება, - თვალი ჩაუკრა და ნომერში შევიდა, სადაც ნინა ელოდა.
- მოხვედი?! - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და ფანჯრისკენ გააპარა მზერა.
- ცუდად ხარ? - სწრაფად ჩამოჯდა ბიჭი მის გვერდზე და მისი თითები თავისაში ახლართა.
- უბრალოდ, გადავიღალე, - ამოიხვნეშა.
- დაიძინე მერე... - თმა ყურზე გადაუწია და ცხვირი მის ლოყას გაუხახუნა.
- ლუ... - წამოიწყო ჩახლეჩილი ხმით, - ჩემს ოპერაციას ხომ შენც დაესწრები?
ამაზე არ ეფიქრა ირემაშვილს. ან კი როდის ეცალა ამაზე ოცნებით დაკავებისთვის?! მოულოდნელობისგან თავი უკან წაიღო და მოჭუტული თვალებით დააკვირდა გოგონას პროფილში მოქცეულ ლამაზ ნაკვთებს.
- შენ რომ ჩემს სიახლოვეს იქნები და ეს მეცოდინება, მშვიდად ვიქნები, - ღიმილით აღნიშნა და მარჯვნივ გახედვით მის ცხვირს თავისი ტუჩები შეახვედრა.
- მე სულ შენთან ვარ ისეც, - გაუღიმა და განაგრძო: - მაგრამ შენ თუ ამით უკეთ იქნები, დავესწრები ოპერაციას!
ნატროშვილმა გაუღიმა და აკოცა. უკვე სასწაულად ენატრებოდა მამაკაცის სითბოს ყველა წერტილში შეგრძნება. ენატრებოდა და მიიღო კიდეც, ამდენი ხნის შემდეგ.
***
- ნი, გაემზადე და ექიმთან წავიდეთ, - სააბაზანოდან ახლადგამოსულმა გაუღიმა მეუღლეს ლუკამ და შორიდან გაუგზავნა ჰაეროვანი კოცნა.
- უკვე? - ჩახლეჩილი ხმით, ცოტა მოწყენილმა, თუმც ნასიამოვნები ღიმილით ჩაილაპარაკა.
- უკვე, ნინაჩკა! - თვალი ჩაუკრა და შარვალში ჩაძვრა.
- სულ მეცინება მაგ შარვალზე! - აკისკისდა გოგონა და შიშველ წელზე თითებით გაურკვეველი ფიგურა მოუხაზა მამაკაცს. - რომ ვიყიდეთ, იმხელა იყო, მეგონა სამას კილოიან ადამიანსაც დიდი ექნებოდა და შენ კიდევ ძლივსაც კი ეტევი!
- სამას ერთი კილო ვარ მე! - სიცილით განაცხადა და მის თითებს თავისი ცხელი ბაგეები შეახვედრა. მონაცვლეობით დაუკოცნა ხუთივე და ის იყო მეორეზე ანიშნა წარბებით, ნომრის კარზე დააკაკუნეს.
შეშინებულმა ნატროშვილმა შიშველი ტანი სწრაფად მიმალა საბანში და ზედაგადაცმულ, მოცინარ ქმარს თვალი მიაყოლა კარამდე. დაძაბული ელოდა სტუმარს და ლიკა რომ შერჩათ ხელში, მშვიდობიანად ამოიხვნეშა და მოეშვა.
- დილა მშვიდობისა! მაპატიეთ შეწუხებისთვის, მაგრამ ნახევარ საათში საავადმყოფოში უნდა ვიყოთ... - მორიდებით აეკრო კარის ჩარჩოს და ასეთივე მორიდებით გააჩოჩა პაციენტისკენ მზერა.
- ნახევარი? - წამოიყვირა შეშინებულმა. - ღმერთო, მომკალი! - სასაცილო იმიტაციით შემოიტმასნა საბანი შიშველ სხეულზე და ჩქარა გაიქცა სააბაზანოსკენ.
ახარხარებულმა ლუკამ როგორც გული იჯერა სიცილით, ლიკას ჩახედა და უთხრა:
- თუ შეგიძლია, პერსონალს უთხარი ყავა მოგვიტანოს და გავიდეთ! - თხოვნის ნიშნად ყელი გამოწია.
- თქვენთვის მოიტანენ; აი, ნინას რაც შეეხება, მისთვის სასტიკად აკრძალულია! - თვალები დააბრიალა გამწლიკულმა ქალმა და სწრაფი ნაბიჯებით გაიარა დერეფანი.
„ღმერთო, გვიშველე!“ - გაიფიქრა ხასიათზე მოსულმა ლუკამ და მაისური პერანგით შეცვალა, სარკეში ანარეკლი მარდად შეათვალიერა, მოსიმპათიურებულმა, ელფერდაბრუნებულმა თავის ანარეკლს თვალი მიმზიდველად ჩაუკრა და სააბაზანოდან გამოსული, მოკლეხალათმოცმული ცოლი შეათვალიერა.
- ნეტავ არ გვაგვიანდებოდეს! - ეშმაკურად ჩაილაპარაკა და წარბები აათამაშა.
- რაო? - გადაიკისკისა გოგონამ.
- რაო და მალე ჩაიცვი, სანამ შემიძლიაო! - თვალი ჩაუკრა და კიდევ ერთ კაკუნზე დაიძრა კარისკენ.
- მოიც, ავიღებ ტანსაცმელს, თორემ არ დამაცლიან! - თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა, კარადაში სასურველი ტანსაცმელი მოქექა და სააბაზანოში შევიდა, გამოსაცვლელად.
ჯინსი, თხელი პერანგი, კლასიკური კედები და ტყავის ქურთუკი მოხდენილად იღიმოდნენ ზომიერად გამხდარი სხეულიდან. თმა სააბაზანოშივე გადაივარცხნა და მარტივად ჩაიწნა. სახისთვის ხელი არ უხლია და, როგორც მოწესრიგებულად სცნო თავი, მაშინვე გავიდა.
მაგიდასთან პირისპირ ლიკა და ლუკა ისხდნენ, ყავის ჭიქებით და რაღაცაზე იცინოდნენ. როგორც გოგონა შენიშნა ლიკამ, გაჩერდა და მორიდებით გაუღიმა. აი ლუკამ კი კმაყოფილი ღიმილით შეათვალიერა ცოლი, ცარიელი ფინჯანი თავის ადგილზე დააბრუნა და ფეხზე წამოდგა.
- აჰა, ესეიგი, ყავას უჩემოდ მიირთმევთ, არა? - თვალები შეავიწროვა და მოჩვენებითი სიმკაცრე აუთამაშდა სახეზე.
- შენთვის არ შეიძლება, ჩემო სიცოცხლე! - თმა ოდნავშესამჩნევად აუჩეჩა ლუკამ და წელის დასასრულს ოდნავ შემოსცხო, წასასვლელად უბიძგა.
- ეე! - უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა, ცალი ხელი აბურდული თმისკენ წაიღო, ცალიც დაძაბული წელის დასასრულისკენ.
- მიდი, მიდი, გაიარე! - სიცილით კიდევ ერთხელ უბიძგა.
***
ექიმის კაბინეტში ისხდნენ, ცოტა დაძაბულები. დღეს უკვე პასუხები უნდა სცოდნოდათ ანალიზების და ოპერაციის ზუსტი თარიღიც. ერთმანით გვერდიგვერდ მიდებული სკამები უფრო აახლოვებდა წყვილს და უფრო მეტი დაძაბულობის სტიმულიც კი იყო. მაგრამ, რაღაცნაირად, ნეიტრალდებოდა გოგონაში ეს უდიდესი დაძაბულობა, როცა ბიჭის ცხელ ხელებს ეხებოდა და სიამოვნებისგან თვალები ეხუჭებოდა.
შემოვიდა ექიმი, ლიკასთან ერთად, ლაპარაკით.
- გამარჯობა! - გერმანულად მიესალმა და პაციენტს მეგობრულად მოუსვა ხელი ზურგზე. - როგორ ხართ?
მგონი, პირველად ინანა ნატროშვილმა, რომ სკოლის პერიოდში არასდროს სწავლობდა ამ ენას, რომელიც, იმ დროს, რატომღაც, ესაზიზღრებოდა. უნდოდა გაეგო რას საუბრობდა და ნაწილობრივ ესმოდა კიდეც, რადგან ასე თუ ისე, რაღაცებს სწავლობდა. თუმც ენას პირში ვერ ატრიალებდა.
- კარგად, გმადლობთ! - უპასუხა გერმანულად ლუკამ და ნინამ გაოცებულმა ახედა ქმარს, რომლის ახალი უნარიც ახლაღა აღმოაჩინა.
- კარგია. იმედია სტრესი არ ყოფილა ფრენის შემდგომ ხო? - ღიმილით ჩამოხედა გოგონას.
- არა, - სწრაფად გასცა მის მაგიერ პასუხი და ხელზე მიეფერა ცოლს.
- ძალიან კარგი, - თბილი ღიმილი მოიშორა სახიდან და საქმეზე გადავიდა. - ანალიზებმა ცხადყო, რომ გულზე პრობლემა მართლაც არსებობს, მაგრამ არა საგანგაშო. ჩვენ შეგვიძლია სარქველების რესტავრირება მოვახდინოთ, მაგრამ გოგონასთვის სტრესი იქნება, ბავშვისთვისაც... - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.
- ბავშვისთვის? - ამოილუღლუღა გაოცებულმა ირემაშვილმა.
- ზუსტად, - გაბრწყინებულმა დაუქნია თავი.
ნინა ხელზე ჩამოეკონწიალა გაუგებრობისგან დაქანცული მეუღლეს და ერთი-ორჯერ უბწკინა, გამოსაფხიზლებლად.
- გილოცავთ! - დაამატა ექიმმა.
„გილოცავთო?“ - გაიფიქრა გაოცებულმა ნინამ. ეს ერთადერთი სიტყვა ჩალექვოდა მაინცდამაინც გონებაში და ისიც რამხელა გაურკვევლობის ბურუსში ახვევდა. „ჯანდაბა! რას გვილოცავს?“ - გაბრაზებული აგრძელებდა ფიქრს.
- ნინა! ნინა! - შეანჯღრია ლიკამ ჩაფიქრებული პაციენტი.
- ბატონო! ბატონო! - გამოფხიზლდა ისიც და სიცილით ახედა თავზე ყვავივით დამდგარ სუსტ, ნაცნობ გოგონას.
- გილოცავ ნინა! - ბედნიერებისგან გაუცნობიერებლად სუსტად აკოცა შუბლზე.
- რას მილოცავთ, რას? - მასაც გადმოედო ბედნიერება, ოღონდ არ იცოდა რისი.
- რას და... - ამოიჩურჩულა დაბნეულმა ლუკამ, - შვილი გვეყოლება... - ბედნიერების ნაპერწკლები აუთამაშდნენ თვალებში და ბედნიერებისგანვე წაშლილი სახე გოგონას ყელში მიმალა.
მალევე დაუნამა თავი და შუბლი გოგონას ცხელმა ცრემლებმა. მათაც ეტყობოდათ ბედნიერება, ასეთი საერთო და უზარმაზარი.
და მაინც, რა არის, როცა რაღაცას საერთოდ არ ელი - თუმც გულით გსურს - გისრულდება... ვითომ, რაშია ამ უკუღმართი ცხოვრების საიდუმლო?!...



№1 სტუმარი darina

Iset tbil da tkbil dasasrulebs aketeb xolme, rogor ar unda daelodo mesame nawils, esec winasavit utbilesi dasasruli iyo, sulmoutqmelad davelodebi mesame nawils.

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

საყვარლობა იყო <3 კარგია რომ მესამე ნაწილიც არის <3 დაგელოდები ^_^

 


№3 სტუმარი teo...

Gelodebi aucileblad.dzalian kargi iyo,

 


№4  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Raa kargi dasasruli iyo sulmoutkmead velodebii shemdeg nawils ♥♥♥

 


№5  offline წევრი N7

ჩემო თბილებო და უტკბესებო, დიიიდი მადლობა, ძალიან მიხარია რა, რომ მოგწონთ და მელოდებით <3 მალე იქნება მესამე ნაწილიც <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline მოდერი D-roni

ჩემი ნიჭის პიკი ❤

 


№7  offline წევრი N7

D-roni
ჩემი ნიჭის პიკი ❤

მიყვარს ჩემი ნუცა!❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№8  offline წევრი tegi

Didxans ar daagviano ra

 


№9  offline წევრი N7

tegi,
ვეცდები მაქსიმალურად მალე დავდო <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№10  offline წევრი Smiling girl

ვაიმე რა კარგი ხარრ <3 ძალიან მაგრი იყო <3 ემოციებით სავსეეე <# ველოდები შემდეგ ნაწილსს <3 იმედია დიდხანს არ გვალოდინებბბ am wink love

 


№11  offline მოდერი bibo

აუ რა კარგი ხარ შენ ხო არ იცი აი ძალიან ძალიან მიყვარხარ ისეთი თბი;ი თავი იყო რო რავი ბოლოში კინაგამ ვიტირეეეე recourse recourse ისეტი კარგი თავი იყოოო ვაიმე არ მსურდა დასრულება მინდოდა მეკითხა და მეკითხააა...ეხა უბევრესები არ მალოდინო და როგორც შეძლებ მალ მალე დადეეეეეე უხ ეს ლუკა რა ბისკვიტი მყავს მიყვარს და რა ვქნა გამომიგდე ან რამე უქენი love love love tongue ჩემი შოკოლადი შაოცრება ხარ Xენ love love request request

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent