შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-მოურჯულებელო, მაინც მოგარჯულებ! ნაწილი 3


23-12-2015, 13:06
ავტორი Maki
ნანახია 4 149

სახლის კარი შევაღე, მაგრამ დედაჩემი არ შემომეგება ,,ხელგაშლილი,, კარებში, რაც ძალიან მეუცხოვა, და ცოტა არ იყოს, არ მესიამოვნა კიდევ, თურმე რა ყოფილა შეჩვევა. კიბეები ავირბინე და ჩემს ოთახში შევედი
-სამშვიდობოს ხარ, არიანა, გადარჩი!-ვთქვი, კარი მივხურე და შემობრუნებას ვაპირებდი, როცა დედაჩემის სიტყვები გავიგონე
-ჯერ არ ხარ სამშვიდობოს, ქალბატონო, ბრძოლა ახლა იწყება!
ამ სიტყვებზე გამეცინა და მისკენ შევბრუნდი! უკმაყოფილო თვალებით ავხედე დედაჩემს
-დედა არ დაიწყო, გთხოვ! მეტის ატანა აღარ შემიძლია მართლა! ჩემი სიკვდილი გინდა?-ვუთხარი და პირსახოცს ხელი დავავლე და სააბაზანოსკენ დავაპირე წასვლა როცა დედაჩემმა გამაჩერა!
-მოიცადე ქალბატონო, ჯერ ერთი სად იყავი, და მეორე, აქ ტყუილად არ ვარ მოსული მგონი! უნდა ვისაუბროთ!-საკმაოდ წარმოთქვა ეს სიტყვები დედაჩემმა, იძულებული გავხდი აბაზანაში ნებივრობა ცოტა ხნით გადამედო,.
-დედა როდის მერე კითხულობა სად დავდივარ?-ინტერესით და ცინიზმით ვკითხე და საწოლზე ჩამოვჯექი!
-კილო შეიცვალე ქალბატონო! და რომ გეკითხები მიპასუხე!-ისევ-ისე მკაცრი ტონით განაგრძობდა დედაჩემი!
-ესეიგი, მე ვიყავი ნინისთან ერთად პარკში!რა არ შეიძლება?-ცინიზმით ვკითხე, ვიცი არაა ლამაზი დედასთან ასე საუბარი, მაგრამ სხვანაირად ,,ჩემს,, დედასთან არ შეიძლება!
-გამაფრთხილე ხოლმე სახლიდან რომ გახვალ!!
-რააა?-გამეცინა-დედა შენ კარგად ხარ?
-ძალიან,-ახლა მან მითხრა ცინიზნით..
-მიხარია. ეს იყო ჩვენი საუბარი? იმის სათქმელად დამხვდი ოთახში, რომ გაგეგო სად ვიყავი? ამის შეკითხვა მისაღებშიც შეიძლებოდა მგონია არა?
-არა! მარტო მაგის გამო არ შემოვსულვარ აქ! უნდა გითხრა, რომ ხვალ ჩვენს სახლში წვეულება იმართება და ...-დედაჩემს გავაწყვეტინე!
-კარგი გასაგებია, გინდა რომ საღამოს სახლში არ ვიყო! არაა პრობლემა, ბიჭებთან წავალ, ფეხბურთს ვუყურებთ ერთად!-სრული სიმშვიდით ვთქვი, მინდოდა დედაჩემი გამეცოფებინა და მგონი გამომივიდა კიდეც, რადგან ყვირილზე გადავიდა!
-გოგო შენ სრულ ჭკუაზე ხარ? ხვალინდელ წვეულებას შენთვის.....-დედაჩემი გაჩერდა...სანამ რამეს მოიფიქრებდა მე შევუტიე
-რა ჩემთვის დედა?-დაინტერესებულმა ვკითხე!
-შენთვის... ხვალინდელ წვეულებაზე აუცილებლად უნდა იყო!.-მითხრა და ამოისუნთქა
-მართლა? და რა ხდება ხვალინდელ წვეულებაზე?
-ხვალინდელ წვეულებაზე მამაშენის ყველა ბიზნეს-პარტნიორი იქნება ოჯახებით, ამიტომ შენც აუცილებლად უნდა იყო იქ! ეს საღამო ბევრს ნიშნავს მამაშენისთვის!
-მართლა? და მე რომ შესაბამისი კაბა არ მაქვს წვეულებისთვის?- თითქოს მოწყენილმა თვალები ძირს დავხარე და მერე დედაჩემს შევხედე!-რა დასანანია არა? უჩემოდ მოგიწევთ წვეულების ჩატარება!
-არავითარ შემთხვევაში!
-და არ გგონია, რომ მე ფონს გავაფუჭებ, ჩემი დახეული შორტებით?-ვაგრძელებდი გესლიან დაცინვას!
-კაბაზე ნუ დარდობ!-მითხრა დედაჩემმა და საწოლზე დადებულ პაკეტზე მიმითითა!-კაბა უკვე ნაყიდია, და თუ მხოლოდ ეს არის პრობლემა მაშინ ჩათვალე ყველაფერი რიგზეა!
,,მალადეც დედა, ვაღიარებ! 1-0 შენს სასარგებლოდ, მაგრამ ასე მალე რომ დამთავრდება ბრძოლა, არაა საინტერესო,,-გავიფიქრე!
-არა, დედა არის კიევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა!
-რა პრობლემა?-დედაჩემი ეტყობა არ მოელოდა
-არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ იმ საზოგადოებაში ერთად დავდგე!
-ამ შემთხვევაში, შენი სურვილი არაა მთავარი! მგონი ვთქვი, რომ ეს წვეულება მამაშენის ბიზნესისთვის არის მნიშვნელოვანი!
,, ოხ დედიკო შენ კიდევ მწარედ ინანებ იმას თვითონ რომ შემომთავაზე ეს წინადადება!,,-გავიფიქრე და გავუღიმე!
-რათქმაუნდა დე. როგორც ბიზნესისთვის იქნება კარგი ისე მოვიქცევი! ამ კაბისთვის კი მადლობა!
დედაჩემი გაოცდა, თვალები გაუფართოვდა და ხმას ვერ იღებდა! ასეთი თბილი ჯერ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ და ეს უკვირდა და თან ასე უცებ დავთანხმდი!, მისი სახის შემხედვარე სიცილს ძლივს ვიკავებდი, მაგრამ ახლა ყველაფერი ჩემს ხელში იყო!.. თავი მოვთოკე და დედაჩემს თბილად გავუღიმე
-დეეეე, ყველაფერი გავარკვიეთ? შემიძლია აბაზანაში შევიდე?-ვკითხე თბილად და საწოლიდან წამოვდექი!
-კი,.... კი... შედი...-ნაწილ-ნაწილ ამბობდა დედაჩემი!
მეტის მოთმენა აღარ შემეძლო! პირსახოცს ხელი დავავლე და ჩქარა შევვარდი საავაზანოში, წყალი მოვუშვი დედაჩემს ჩემი გულიანი სიცილის ხმა რომ არ გაეგონა,./. იმდენი ვიცინე, რომ მუცელი ამტკივდა!
,,დედა, დედა, შენ ვერ მიცნობ! ოხ ნუთუ დაიჯერე რომ ასე ადვილად მომარჯულებდი!,,
ვიბანავე და ოთახში გავედი! თმებს ვიმშრალებდი სარკესთან, როცა სარკეში საწოლზე დადებულ პარკს მოვკარი თვალი, მივედი და კაბა ამოვიღე.თეთრი, სულ თვლებით გაწყობილი, მოკლე კაბა იყო! ძალიან მომეწონა, თუმცა ჩემს შორტებს მაინც არ შეედრებოდა!... გამეღმა, კაბა ისევ პარკში ჩავდე და გვერძე მივაგდე!.... თვითონ ლოგინზე დავეშვი და თვალები დავხუჭე!



№1 სტუმარი nino

Droze gaagrdzele raaaa.

 


№2  offline წევრი სალომე09

შენიშვნა: ყველგან ძახილის ნიშანია რაც მკითხველს აიძულებს ბრძანებლური ტონით ილაპარაკოს.
დანარჩენი კაია. ოღონდ გაითვალისწინე შენიშვნა. გააგრძელე. ★☆

 


№3  offline წევრი cancara

Nuxar ccudi da didi tavebi dade xolme ra radros ici gawyveta mtlianobashi kaia male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent