შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკურნალი ცრემლები 5თავი


23-12-2015, 21:50
ავტორი ლორელაი
ნანახია 9 097

ნიკას თვალებს, რომ შევხედე იმხელა ირონია ამოვიკითხე, თავი ცუდად ვიგრძენი, მაშინვე ნუცასთან გავედი და ვთხოვე ღამით მის ოთახში დავეძინებინე. ვიწექი მაგრამ ვერ ვისვენებდი, სულ ნიკა მედგა თვალწინ.
მეორე დილას არავის დავლოდებივარ, უთენია ავდექი და ზღვაზე წავედი. წყალში არ შევსულვარ, ნაპირზე ვიჯექი და ვფიქრობდი, ნიკასთან ურთიერთობა კარგს არაფერს მომიტანდა, ეს ვიცოდი, თუმცა ჩემი შინაგანი ხმა, გულის ხმას ვერ ერეოდა. დაბრკოლება ამ შემთხვევაში ლანა იყო, მეცოდებოდა ეს გოგო, თუმცა ეგოისტური მომენტი მაინც მქონდა და ვერ ვიტანდი ნიკას სიახლოვეს. დიდხანს ვიჯექი ქვიშაზე და ჰორიზონტს ვუყურებდი, მერე ნელ-ნელა იღლიაში და მარჯვენა მკერდის ქვეშ ტკივილი დამეწყო, ჯერ ჩუმი, მჩხვლეტავი, შემდეგ კი ძლიერი და აუტანელი. რამდენიმე დღე იყო წამალს არ ვიღებდი, საერთოდ ასე ვიცოდი, ვიყიდდი წამლებს, ვიღებდი სამი-ოთხი დღე და მერე თავს ვანებებდი. ახლაც ასე გავაკეთე, ერთი თვე უნდა მიმეღო წამლები და მე კი მხოლოდ ერთი კვირა ვსვამდი. ვიჯექი მოკუნტული, ორივე ხელი იღლიაში მქონდა ამოდებული, ტუჩები ძლიერად მოკუმული და ვცდილობდი ტკივილი გარეთ არ გამომეშვა. ვცდილობდი არ მეტირა, აღარ მინდოდა ტირილი, საკმარისი იყო ორ წლიანი ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი. ვიგრძენი, როგორ გამიცივდა მტკივანი ადგილი, როგორ დამასხა ცივმა ოფლმა. არ ვიცოდი ამ შემთხვევაში რა გამეკეთებინა, ნიკასთან მისვლა არ მინდოდა, არც ის მინდოდა ვინმეს ასეთ დღეში ვენახე. საკუთარ თავს შთავაგონებდი, რომ გამივლიდა, რომ კარგად გავხდებოდი, აღარ მეტკინებოდა. თვალებს ვხუჭავდი, სუნთქვას ვიკავებდი, თითქოს ეს მიშველიდა. რამდენიმე წუთიანმა შემოტევამ, ბოლოს ცოტა იკლო, მერე კი საერთოდ გაქრა. როგორც იქნა თავისუფლად ამოვისუნთქე. ფეხზე წამოვდექი და შიშველი ფეხებით გავუყევი ნაპირს, შორს წავედი, იმდენად შორს, რომ არც შენობა ჩანდა, არც ადამიანები. ტანსაცმელი გავიხადე და ზღვაში შევედი, ასე ძალიან არასდროს არ მომწონებია ზღვა, არასდროს ასე თავისუფლად არ მიგვრძნია თავი.თითქმის ნახევარი საათი დავყავი წყალში, შემდეგ ამოვედი, სველ სხეულზე გადავიცვი ტანსაცმელი და კოტეჯში დავბრუნდი.
არავინ დამხვდა და თითქოს გულზე მომეშვა,მართლა არ მქონდა არავის თავი. აბაზანის მიღება მინდოდა და ოთახში შესვლა დავაპირე, როცა ლანას ხმა მომესმა, აშკარად ვიღაცას ელაპარაკებოდა. არც მიფიქრია დაყურადება, გამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ზუსტად ამ დროს ნიკა ახსენა და მეც ადგილს შევეყინე.
- მომისმინე, გურამ, ნიკას მე მივხედავ...
- .....
- კი, მაგრამ ეს ყველაფერი რა საჭიროა, სხვა გამოსავალი არ არის? გთხოვ იქნებ რამე მოახერხო, ისედაც ბევრს აკეთებს ჩემთვის ნიკა, არ მინდა რამე შარში გავხვიო. ჩვენ ახლაც ერთად ვართ, ეს რაღა საჭიროა, რა ფაქტებია კიდევ საჭირო? - ვუსმენდი ლანას და ნათქვამის ერთმანეთთან დაკავშირებას ვცდილობდი, არ მესმოდა რაზე ლაპარაკობდა ლანა და ვინ იყო ის გურამი. თავში ათასი აზრი მომდიოდა,მაგრამ დალაგებას ვერ ვახერხებდი,ასე გაოგნებული ვიდექი კართან ლანა რომ გამოვიდა, ჩემს დანახვაზე შეკრთა, თუმცა არაფერი უთქვამს, გვერდი ამიარა და გავიდა.
საღამომდე მარტო ვიყავი სახლში, ნუცამ დამირეკა გაემზადე მოვალთ და წავიდეთ თბილისშიო. ცოტა ხნის შემდეგ მე ნუცა, ბექა და კახა მანქანაში ვისხედით, ნიკა და ლანა კი ნიკას მანქანით მოდიოდნენ ჩვენს უკან. ამჯერად ნუცა და ბექა წინ ისხდნენ, კახა კი ჩემს გვერდით. საშინლად მაბნევდა მისი ახლოს ყოფნა, განსაკუთრებით ის დაჟინებული მზერა, მთელი გზა რომ მიყურებდა. არ ვიცოდი ასე, რატომ ვნერვიულობდი მასთან, რატომ ვერიდებოდი, რატომ მეშინოდა. თავი ფანჯარაზე ჩამოდებულ ხელზე მედო და გზას ვუყურებდი. ნიკას მანქანა დაგვეწია და დავინახე, როგორ იცინოდნენ ნიკა და ლანა, თავი საშინლად ვიგრძენი, არ შემეძლო მათი ყურება, ლანას წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, თავს მის ადგილას წარმოვიდგენდი და ვხვდებოდი, როგორი მტკივნეული იქნებოდა ეს მისთვის. ნიკამ ზუსტად ამ დროს გამომხედა, ისეთი თვალებით სულ დამავიწყდა წუთის წინანდელი ფიქრი. ვიგრძენი, როგორ გამათბო ამ მზერამ. თვალები დავხუჭე, რომ ეს სითბო როგორმე დიდხანს შემენახა. მთელი გზა ასე თვალებდახუჭულმა გავატარე.
******
ბათუმის შემდეგ ჩემი ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა, დავდიოდი სამსახურში და ვბრუნდებოდი სახლში, წამლების მიღება განვაახლე და გადავწყვიტე კურსი მთლიანად ჩამეტარებინა. სამსახურშიც და სახლშიც მექანიკურად ვმოძრაობდი, სულ ნიკაზე ვფიქრობდი, მასთან მისვლის მიზეზი არ მქონდა, დარეკვას კი ვერ ვბედავდი, მეშინოდა. მისი ნახვის სურვილი ჭკუიდან მშლიდა, არადა მოთმინება არ მყოფნიდა. იმაზე მეტ საქმეს ვკიდებდი ხელს, ვიდრე მევალებოდა, გვიანობამდე ვმუშაობდი, რომ მასზე ფიქრის დრო აღარ დამრჩენოდა.
12 სექტემბერი იყო, სამსახურიდან გვიან გამოვედი, არ მინდოდა ტაქსით წასვლა, თან ამის ფუფუნება ნამდვილად არ მქონდა, წამლებში და ანალიზებში იმდენი დამეხარჯა, ყოველ თეთრს ვუფრთხილდებოდი. გზას ფეხით გავუყევი, თბილოდა. ხალხი ქუჩაში სეირნობდა, მომღიმარ სახეებს ვუყურებდი და მეც მეღიმებოდა. წყვილებს ვუყურებდი და მეც ძალიან მინდოდა მათსავით ხელჩაკიდებულს მევლო ქუჩაში საყვარელ ადამიანთან ერთად. ღია კაფესთან ჩავიარე, ნაცნობმა სიცილმა ჩემი ყურადღება მიიქცია. ნიკა იყო, ვიღაც ასაკოვან ქალთან ერთად. ყავას მიირთმევდნენ და საუბრობდნენ. იმდენი ხანი იყო არ მენახა, მონატრებისგან გაშეშებული ვიდექი და ვუყურებდი. მერე შემეშინდა არ დავენახე და სასწრაფოდ გამოვბრუნდი. ორი ნაბიჯი არ მქონდა გავლილი ნიკას ხმა, რომ მომწვდა.
- ელენეე? - გავჩერდი, მაგრამ მიბრუნებას არ ვჩქარობდი, არ მინდოდა მასთან ახლოს ყოფნა, ვიცოდი არ შეიძლებოდა ასე მოქცევა და ამიტომ თავი უნდა შემეკავებინა.
- ელენე, როგორ ხარ? - ნიკა მომიახლოვდა და მაჯაში ჩამავლო ხელი.
- კარგად, შენ? - უხერხულობისგან აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი.
- წამოდი, ყავა დავლიოთ. - პასუხს არც დალოდებია ისე ჩამიკიდა ხელი და მაგიდასთან მიმიყვანა.
- გაიცანი, ბებიაჩემი, ქალბატონი ლაურა შერვაშიძე, თავადის ქალი. - ისე მომხიბვლელად ჩაიცინა კინაღამ სული განვუტევე. მორიდებით ჩამოვჯექი სკამზე და ქალს მივესალმე. - ეს კი ელენეა, ჩემი პაციენტი. - თითქოს გული ჩამწყდა, მწარედ გამეღიმა, რეალობა ეს იყო, მე მისი პაციენტი ვიყავი მხოლოდ და ეს უნდა შემეგნო. ყველაფერი ხომ ამაზე მიუთითებდა, ბათუმიდან ჩამოსვლის შემდეგ არც კი შემხმიანებია, იმ მესიჯზეც არ გაუცია პასუხი.
- ლამაზი გოგონაა. - თბილად გამიღიმა ლაურა ბებიამ და მეც გამეღიმა. - რას საქმიანობ, ელენე?
- წიგნის სახლში ვმუშაობ, მენეჯერი ვარ.
- ოო, უდავოდ მშვენიერი სამსახურია. - მოწონების ნიშნად თავი დამიქნია ქალბატონმა ლაურამ, მე კი უბრალოდ გავჩუმდი, ხო მშვენიერია, როგორ არა, რა იცოდა რა შრომა მიწევდა, რამდენს ვნერვიულობდი და ვიღლებოდი, და რის გამო, რაღაც თეთრების გამო. ნიკას შევხედე, გაკვირვების ნიშნად წარბაწეული მიყურებდა, აშკარად არ ელოდა, ვერ ვხვდებოდი, რა იყო აქ გასაკვირი. ბებიამისი კიდევ ცოტა ხანს მელაპარაკა, მერე კი ადგა და დაგვემშვიდობა, ნიკამ დამელოდეო მითხრა და ბებია გააცილა. არ ვიცი რატომ არ მივდიოდი, რატომ ველოდი, მაგრამ ვიჯექი და არ ვინძრეოდი. გონება მკარნახობდა, რომ უნდა წავსულიყავი, გულს კი ფეხის მოცვლაც კი არ უნდოდა.
- ხომ არ მოიწყინე, ელენე? - ისევ მაგიდას მიუჯდა ნიკა.
- ჯობია წავიდე, გვიანია. - წასავლელად გავემზადე, მაგრამ ნიკამ ისევ შემაჩერა.
- სადმე გეჩქარება?
- არაა, მაგრამ...
- ხოდა, მაშინ წამოდი ცოტა დავლიოთ, ხომ ვიცი მაინც სვამ,მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება, მაგრამ ამჯერად მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნები. განსაზღვრული დოზით დაგალევინებ. და თუ რამეა, მერე გიმკურნალებ კიდეც. - თვალი ჩამიკრა, ანგარიში გაასწორა და ხელგაყრილი წამიყვანა მანქანისკენ. კარიც თავად გამიღო და ჩაჯდომაშიც მომეხმარა. თავს უხერხულად ვგრძნობდი მის მანქანაში, თან მარტოს ყოფნა არ მინდოდა, ვხვდებოდი სხვის ადგილს ვიკავებდი, ვხვდებოდი ვაშავებდი, მაგრამ მაინც მორჩილად მივყვებოდი ნიკას.
ვისკის ვსვამდით და ლიმონს ვაყოლებდით, პირველმა ისე დამჯღანა, ნიკამ დამცინა, მეორემ უკვე გამათამამა, მესამემ სიცილის ხასიათზე მომიყვანა და დანაშაულის გრძნობაც სადღაც გაქრა, თვალს არ ვაშორებდი მის თვალებს და არც ის მაშორებდა თვალს. მეოთხესკენ რომ გავიშვირე ხელი, თითები დამიჭირა, შემაჟრჟოლა, თითის ბალიშები გამიცხელდა, სითბო მაჯებისკენ დაიძრა და მთელი მკლავი გაიარა, მერე მკერდში გადაინაცვლა და სხეულში გაიფანტა. ნიკამ უარის ნიშნად თავი გამიქნია და წასვლის დროაო მითხრა.
- არა, მე წასვლა არ მინდა, აქ მინდა ყოფნა, მომწონს. - ვჯიუტობდი და ფეხებს ვაბაკუნებდი. - დალევა მინდა!
- დღეს საკმარისია, ელენე, შენს თავს ავნებ.
- ნწ, არაა საკმარისი, ჩემთვის საკმარისი არასდროს არაფერია, თუმცა ყოველთვის მცირედს ვჯერდები. - თვალებს ვაფახულებდი და ვბლუყუნებდი. - ამჯერად მაინც გავაკეთო იმის მაქსიმუმი, რაც მინდა.
- ახლა არა, ელენე. - აღებული ჭიქა გამომარვა და უკან დააბრუნა, მერე ხელი ჩამჭიდა და ძალით გამიყვანა გარეთ.
- გამიშვი, შენ ვინ ხარ რომ გადამიწყვიტო რა ვქნა? შენ არავინ ხარ! ვერ მიმითითებ რა გავაკეთო. - უკან მივყვებოდი და ხელის გათავისუფლებას ვცდილობდი. - ეი, გესმის ჩემი? ნიკა, გამიშვი.
- ჩაჯექი და გაჩუმდი ბოლოს და ბოლოს. - ისე მკაცრად მითხრა, მაშინვე გამაჩუმა, თავი დამნაშავესავით დავხარე და ჩუმად დავიკავე ადგილი ნიკას გვერდით.
- ცუდად ხარ? - ცოტა ხნის შემდეგ მკითხა, რადგან ხმას არ ვიღებდი და ტუჩებიც მითთრთოდა.
- არა.
- ტყუილი არ გამოგდის, - საჭეს ნერვიულად უკაკუნებდა თითებს და დაძაბული ხმით საუბრობდა. - დაიმახსოვრე, ელენე, ემოციები და ტკივილი გარეთ უნდა გამოუშვა, თავს ნუ იკავებ, ასე ცუდად გახდები. ტკივილი შეგჭამს.
- და რა ვქნა? ვიტიროო? - მისკენ მივბრუნდი და სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი.
- უნდა იტირო, ეს ერთ-ერთი ხერხია ემოციურად, რომ დაიცალო. - ნერვიულად ჩაილაპრაკა და მანქანა გააჩერა.
- და თუ არ მშველის? თუ არ მკურნავს ცრემლები? თუ დავიღალე ტირილით? თუ აღარ მინდა ვტიროდე? თუ აღარ მინდა მტკიოდეს? - უკვე ნერვებს ვყავდი ატანილი, ის ისე მექცეოდა, როგორც პაციენტს. ჭკუას მარიგებდა, მითითებებს მაძლევდა, მე კი სულელივით მასთან ყოფნა მინდოდა, თითქმის დავიჯერე რომ ისიც ფიქრობდა ჩემზე და ისიც დავიჯერე, რომ ჩვენს შორის რამე იქნებოდა. ეს ბებიის გაცნობა და ერთად დალევაც თითქოს ამაზე მეტყველებდა, მაგრამ აი ნიკა ახლა ისევ ექიმის როლში იყო და ჩემს შინაგან განცდებს რეცეპტს უწერდა.
- ეს უკვე პროგრესია. - ისიც შემობრუნდა და გამიღიმა. - ცრემლები არ გკურნავენ?
- არა. - ისე ჩუმად ვთქვი, მე ძლივს გავიგონე ჩემი ხმა.
- ტირილი არ გინდა? - ნიკა ჩემკენ იწეოდადა ისევ მიღიმოდა. - აღარ გინდა გტკიოდეს?
- არა. - ისევ ამოვუჩურჩულე და თვალები დავხუჭე.
- გინდა სურვილის მაქსიმუმი გააკეთო? - ნიკა უკვე ჩემს ტუჩებთან ჩურჩულებდა, მე ისევ დახუჭული მქონდა თვალები.
- მინდა. - მღელვარებისგან სულშეკრული, მთელი სხეულით დაჭიმული ვიჯექი და ველოდი, როდის შემეხებოდა.
- გინდა? - ხმა ჩახლეჩილი მეკითხებოდა ნიკა.
- მინდაა... - ეს უკვე კნავილს გავდა, მისი კოცნის სურვილს ავეტანე, ვცახცახებდი, ერთიანად დამცხა, მაგრამ ის კოცნას არ ჩქარობდა. მისი სუნთქვა ტუჩებზე მეცემოდა და თავბრუს მასხავდა.
- გაახილე თვალები. - რაღაცნაირი შეცვლილი ხმით მითხრა და მეც უცებ გავახილე თვალი.
- იცი, რამდენი წლის ვარ? - თვალებში შევხედე, აქამდე მის თვალებში ასეთი რამე არ დამინახავს. ამან შემაშინა, ამაფორიაქა.
- არა, არ ვიცი. - ვუპასუხე და ჩანთას დავიწყე წვალება და დიალოგი ჩემთვის უკვე ტანჯვად გადაქცეულიყო, იმედგაცრუებისგან ტირილი მინდოდა.
- ოცდათორმეტი წლის ვარ, ვინ ვარ იცი? არა იცი! - დასმულ კითხვას ისევ თავად გასცა პასუხი და ირონიულად ჩაიღიმა.
- მერე რაა, არც ისე ბებერი ხარ. - ვცადე ცოტა მეხუმრა, მაგრამ მის სახეს, რომ შევხედე მივხვდი სისულელეს ვამბობდი.
- მალე დავქორწინდები, ელენე. - ხმაჩამწყდარმა ძლივს ამოილაპარაკა ეს სიტყვები და სამყარო თავზე ჩამომემხო. ტკივილმა გული მომიწურა, გამაგიჟა. გაშეშებული ვიჯექი და ვუყურებდი, სულ გაფითრებულიყო, საფეთქელთან ძარღვი უფეთქავდა და მივხვდი, როგორ გაუჭირდა ამის თქმა. მერე მანქანა დაძრა. უხმოდ მივდიოდით, ხელები გაყინული მქონდა. ერთმანეთისთვის ჩამეჭიდა თითქოს ვინმე მართმევდა და წინ ვიყურებოდი. გაჩერებისთანავე გადავედი ისე, რომ მადლობაც არ მითქვამს და სირბილით ავიარე კიბეები.
ზურგს უკან მიკეტილ კარს მივეყრდენი და ცრემლები გადავყლაპე.
რა უნდა მეთქვა,რა უნდა მესაყვედურა,სიმამაცე ეყო პირდაპირ ეთქვა სათქმელი.არ მოვუტყუებივარ,არაფერს დამპირებია.
*******
მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მინდოდა მასთან, საშინლად მენატრებოდა, იმ დღის შემდეგ ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა. მასზე არ ვბრაზობდი და არც ნაწყენი ვიყავი. მე და ნუცა ხანდახან ნიკას გავიხსენებდით ხოლმე, მაგრამ ეს არ იყო ტკივილიანი გახსენება, თითქოს შევეგუე ყველაფერს, თანაც ისეთი მნიშვნელოვანიც არაფერი მომხდარა ჩვენს შორის რომ მენანა. ამიტომ ვცხოვრობდი ჩვეულებრივად, საღამოობით ნუცასთან ერთად მივდიოდი სადმე, ან დივანზე მიწოლილი ფილმს ვუყურებდი. მკურნალობის კურსი დამთავრებული მქონდა, მაგრამ აღარ ვაპირებდი ნიკასთან მისვლას. ტკივილებიც აღარ მწუხებდა, ეს ამბავი დამავიწყდა კიდეც.
ერთ საღამოს კახამ დამირეკა, თუ გცალია კინოში წავიდეთო, რაღაცნაირად მოწყენილი ვიყავი და ამიტომ დავთანხმდი, მაგრამ როცა მისი მანქანისკენ მივდიოდი, უკვე ეჭვი მეპარებოდა, რომ სწორად ვიქცეოდი. კახა კარგი პარტნიორი აღმოჩნდა, კარგად ხუმრობდა და ხასიათიც საგრძნობლად გამომიკეთა.
- ულამაზესი ხარ. - მიჩურჩულა სეანსის დროს და რომ არა სიბნელე, ისიც დაინახავდა, როგორ ავწითლდი.
- მენდე და არასდროს ინანებ. - ისევ აგრძელებდა კახა და თან ჩემს თითებს ეფერებოდა. - საოცრად ნაზი ხარ.
ამ დღის შემდეგ მე და კახა თითქმის ყოველ დღე ვხვდებოდით, სამსახურში მაკითხავდა და სახლში მივყავდი. ნიკაზე იშვიათად, მაგრამ მაინც ვფიქრობდი. სამაგიეროდ კახას დავუახლოვდი, ერთად კარგად ვიყავით, ვგრძნობდი, რომ მოვწონდი, ჩემზე ზრუნავდა, მაგრამ მასთან თავს მკვდრად ვთვლიდი. ერთდროულად სიმშვიდე და ერთფეროვნება მოჰქონდა. უემოციო ურთიერთობა გვქონდა. მასთან რობოტივით ვიყავი. თითქმის ყველაფრზე ვთანხმდებოდი და ისიც უფრო მეტად მეკედლებოდა. ეს ურთიერთობა იმაზე მეტად მჭამდა, ვიდრე ის ორი ტკივილიანი წელი, ვიდრე ჩემი ავადმყოფობა, რომელიც ბოლო დროს უფრო და უფრო მეტად მაწუხებდა. ერთ დღეს შხაპისას, მკერდი რომ მოვისინჯე, მარცხენა ძუძუს ქვეშ ისეთი სიმაგრე ვიგრძენი, გული მომეწურა, შემეშინდა კედელს მივეყუდე, რომ არ ჩავსრიალებულიყავი. მივხვდი, ავადმყოფობამ უკან კი არ დაიხია, პირიქით მეორე მკერდზეც გადავიდა. ტირილი ამივარდა, დაბლა ჩავჯექი და დიდხანს ვტიროდი. ბოლოს ცოტა დამშვიდებული ოთახში დავბრუნდი და ხალათიანად მივწექი საწოლზე.არ ვიცოდი რა მექნა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ამ მდგომარეობიდან ადვილად ვერ გამოვიდოდი. ჭერზე თვალმიშტერებული ვიწექი მესიჯი, რომ მომივიდა. ''ფხიზელი ვარ და იგივეს ვფიქრობ'' - გული შემიქანდა. მესიჯი ერთი თვის დაგვიანებით. ტექსტს დავყურებდი და ცრემლები მომდიოდა.
''ჩამოხვალ? ვისკი მაქვს, ერთად გავატანოთ დარდები სასმელს.'' - მაშინვე წამოვფრინდი, ფანჯარას მივაწყდი. მისი მანქანა იქ იდგა ეზოში. ნიკას მასზე მიყუდებულს ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და თავი ჩაეხარა.



№1  offline წევრი მოლურჯო

რაღაცნაირად გული დამწყდა :)
ყველაზე მაგარი გოგო რომ ხარ იცი? კი იცი ♥
მეორე ისტორიას ველოდები მალე რაც შეიძლება
ეს კი ფანტასტიური იყო
--------------------
მარიამი

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გიჟი - ♥♥♥
რაღაცნაირად გული დამწყდა :)
ყველაზე მაგარი გოგო რომ ხარ იცი? კი იცი ♥
მეორე ისტორიას ველოდები მალე რაც შეიძლება
ეს კი ფანტასტიური იყო

მადლობა ჩემო საყვარელოოო

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

სევდიანი იყო, ძალიან!
ამ თავმა ხასიათი უარესად გამიფუჭა.
მაგრამ ზუსტად ის იყო, რაც უნდა ყოფილიყო. ძალიან კარგი ხარ თათ, ძალიან!!! წინათავის შემდეგ სწორედ ას ველოდი.

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

არ მომწონს ეს გოგო რომ არ მკურნალობს . ის ძველი შეყვარებული თუ დაივიწყა ხომ უნდა მობრუნებულიყო ცხოვრებისკენ არ მინდა რომ მდგომარეობა გაურთულდეს feel კარგი გოგო ხარ შენ ველოდები

 


№5 სტუმარი lapi...

Magaria dzalian sgsgsg❤umagresi xar lore love

 


№6  offline წევრი BUBU_2426

dzalian magari iyo <3 nika da elenne ertad datove ra dzaan gtxov <3 exla daviwye kitxva da erti sulimaq shemdeg tavs rodis dadeb manamde shens meore motxrobasac daviwyeb ))) mokleed udzalianmagresi gogo xar <3 male dade da didi tavi :***^^

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby
სევდიანი იყო, ძალიან!
ამ თავმა ხასიათი უარესად გამიფუჭა.
მაგრამ ზუსტად ის იყო, რაც უნდა ყოფილიყო. ძალიან კარგი ხარ თათ, ძალიან!!! წინათავის შემდეგ სწორედ ას ველოდი.

მაპატიე მარი,მეც ცუდად ვარ და ეს ჰავიც ასეთი გამოვიდა.

BUBU_2426
dzalian magari iyo <3 nika da elenne ertad datove ra dzaan gtxov <3 exla daviwye kitxva da erti sulimaq shemdeg tavs rodis dadeb manamde shens meore motxrobasac daviwyeb ))) mokleed udzalianmagresi gogo xar <3 male dade da didi tavi :***^^

მადლობა,მიხარია რომ მოგწონს და მეორესაც წაიკითხავ

 


ვგიჟდრბი შენზე და შენს ისტორიებზე ^^

 


№9  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ვაიჰ გულო
რა კაი რამე იყო <3 <3
ძალიან მაინტერესებს გაგრძელება. მალე მალე.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№10  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

teofine15
ვაიჰ გულო
რა კაი რამე იყო <3 <3
ძალიან მაინტერესებს გაგრძელება. მალე მალე.

თეო საყვარელი ხაარ,მადლობა.

 


№11  offline წევრი Lana Tomlinson

აი როგორ მინდა წავიკითხო მაგრამ ისტორია მაქვს სასწავლი :დ კომენტარების მიხედვით რაღაც ცუდი მოხდა ამიტომ ვეცდები სწრაფად ვისწავლო და წავიკითხო. ვგრძნობ რომ კარგი იქნება <3

 


№12 სტუმარი Leizi

Guls mimdzimebs da mazoxisturad momwons :3

Es iyo ragac saswauli,momewona gavgijdi.pirvelad vakomentareb.imdenad gultan axlos movida elenes emocia sakutari tavi warmovidgine,udzieresi xar loree

 


№13  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან კარგი იყო.ლანა რაებს ხლართავს ეგ ვერ გავიე... რაღაც კარგი არ ჩანს. იმედია გამოჯანმრთელდება ელენე. კახაც კარგი ვინმეა მაგრამ,ნიკა სულ სხვაა :დ <3
Lanas Statusebi
აი როგორ მინდა წავიკითხო მაგრამ ისტორია მაქვს სასწავლი :დ კომენტარების მიხედვით რაღაც ცუდი მოხდა ამიტომ ვეცდები სწრაფად ვისწავლო და წავიკითხო. ვგრძნობ რომ კარგი იქნება <3

 


№14  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან მაგრად მომწონს... ნიკას უყურე შენ :დ რა ეშმაკია მაინც :D :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

აი რა ვქნა არ ვიცი შენს ისტორიებს რო სულ წავიკითხავ ეს ზუსტად ვიცი მაგრამ ეს ნიკა ჩემს ერთ ნახევარს არ მოსწონს და მეორე ნახევარი უკვე გულისფანცქალით ნატრობს როდის გამოჩნდება ელეს ცხოვრებაში wink

 


№16  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

sameone crazy girl
აი რა ვქნა არ ვიცი შენს ისტორიებს რო სულ წავიკითხავ ეს ზუსტად ვიცი მაგრამ ეს ნიკა ჩემს ერთ ნახევარს არ მოსწონს და მეორე ნახევარი უკვე გულისფანცქალით ნატრობს როდის გამოჩნდება ელეს ცხოვრებაში wink

საინტერესოა მერე,ტან რომ კარგია თან არა love

 


№17  offline მოდერი D-roni

ვუყურებ შენს ნაწერს ,ვკითხულობ , ვისისხლხორცებ და იცი რა ? ვხვდები რატომ უყვარხარ ამდენ ადამიანს ! ინსახურებ ნამდვილად იმსახურებ ! ❤❤❤

 


№18  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

D-roni
ვუყურებ შენს ნაწერს ,ვკითხულობ , ვისისხლხორცებ და იცი რა ? ვხვდები რატომ უყვარხარ ამდენ ადამიანს ! ინსახურებ ნამდვილად იმსახურებ ! ❤❤❤

მადლობა ჩემო საყვარელო, რომ იცოდე როგორ მახარებს ეს სიტყვები.მე კი შენ მიყვარხარ და შენი ისტორიები

 


№19  offline წევრი zoi

შენ ჩემს გულს უქმნი საფრთხეს მე გავხდები ბოლოს სამკურნალო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent