სიზმრის თეორია (2)
II. გარეთ ჩამობნელდა, სანახევროდ. ბარის ფანჯარაზე ჩამოკიდებული ფარდები ფართოდ გაეწიათ. მთვარიანი ღამე იყო, სავსე მთვარიანი და ცის ბნელ კამარაზე მოციმციმე მთვარე უხვად უნაწილებდა დედამიწასაც თავის სინათლეს. სასიამოვნო დღე იღვენთებოდა და იდუმალი ღამე იბადებოდა. ბარში წითელი ღვინის სურნელი ტრიალებდა და მსმენელს სასიამოვნოდ უღიტინებდა ცხვირში. როიალზე აღარავინ უკრავდა, მხოლოდ ბეთჰოვენის “Silence”-ის ფონზე გაისმოდა ირაკლის სასიამოვნო ხმით წარმოთქმული მეტად სასიამოვნო ლექსი. საოცარი საღამო იყო, ნამდვილად საოცარი… მალე მიიწურა საღამო, ასეთი ბნელი და მაინც მზიანი. დაშლის წინ ირაკლიმ ქეთა დაიტოვა, ცოტა კიდევ უნდა დავლიოთ და ავინაზღაუროთ, რაც აქამდე ვერ ვთქვითო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გვიანი იყო, დარჩა. სახლში ქმარი ელოდა თუ შვილი?! მასთან ერთად ის ადამიანებიც დარჩნენ, რომელთანაც მიიყვანა პოეტმა მეგობარი - არმოსაწყენად. მათ შორის იყო სახელგანთქმული, ნამდვილად სათაყვანო პიანისტი, რომელსაც თავისდასასირცხვილოდ, არ იცნობდა ქეთა. არადა, მისნაირების მეტს ვის უსმენდა ყოველდღიურად?! ბრაზობდა საკუთარ თავზე ამის გამოც. - მეგობრებო, ამ დასრულებულ საოცარ დღეს გაუმარჯოს! - ერთ-ერთმა მამაკაცმა ასწია ჭიქა და დახლს შემოუჯდა. - გაუმარჯოს! - ღიმილით დაუკრა თავი გახარებულმა ირაკლიმ, რომელსაც სიხარული უხვი ოდენობით დასთამაშებდა თვალებში. ბევრი ისაუბრეს. სასიამოვნოდ გაოცებული იყო ქეთა, სამი პიროვნებიდან არც ერთი იყო ცუდი მოსაუბრე, პირიქით - სასიამოვნოდ გაგაბრუებდნენ, ნარკოზში გაგიშვებდნენ საუბრით და ეს ნარკოზი ყველაზე სასიამოვნო იქნებოდა ნარკოზებს შორის. საუბარი იყო მეტად ალეგორიული, თუმც იმდენად ზუსტი, ვიდრე ოდესმე შეიძლებოდა ეს ასე გამოსულიყო. თავისით მივიდა ჩვენს ცნობილ პიანისტამდე თემა და ქეთამ გაჩუმებას თქმა არჩია. - აბა, რატომ არ გცნობთ, მე, როგორც კლასიკის მოტრფიალე? - ღიმილით ჰკითხა და ღვინო მოსვა. უკვე ზედმეტადაც გრძნობდა ალკოჰოლს მისი ორგანიზმი, მაგრამ გაჩერებაც არ ეჩვენებოდა ლამაზად. - იქნებ იმიტომ, რომ ზედმეტად ზერელედ უყურებთ ამ სფეროს? - ირონიულად გაუღიმა მამაკაცმა. ქეთას სახე მოეღუშა, ამ პასუხს ყველაზე ნაკლებად ელოდა. - მაპატიეთ, ვერ მიგიხვდით, - ნაკლები თავაზიანობით ამოიჩურჩულა და კიდევ მოსვა. - თქვენ მოგწონთ ისეთი დიდი კლასიკოსები, როგორიც არის: მოცარტი, შუბერტი, ბეთჰოვენი, შოპენი, მაგრამ გსურთ კი მიჰყვეთ ისეთ დამწყებ კლასიკოსს, როგორიც მე ვარ? - იქნებ ვაზვიადებ კიდეც, მაგრამ ვხედავ, ნაკლებად ხართ დაინტერესებული. მე მინახავს ნამდვილი კლასიკის მოტრფიალეები, თქვენ მათ რიცხვში არ ეწერებით. ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობ, - არ იშორებდა ირონიულ ღიმილს. ირაკლიმ იცოდა, რომ ეწყინებოდა ქეთას მგრძნობიარე გულს ეს ყველაფერი და არც შემცდარა. იმის ნაცვლად, რომ ქაჯობა დაეწყო ქალს, ღიმილით დაუკრა თავი საზოგადოებას, დაემშვიდობა და წამოვიდა. გასასვლელთან ირაკლი დაეწია. - ხვალ საღამოს სახლში გამომიარე, - უჩურჩულა მას შემდეგ, რაც ძლიერად მიიხუტა პატარა სხეული. - კარგად, - უბრალოდ უპასუხა და ბარი დატოვა. იქნებ მე მომეჩვენა ასე, მაგრამ მის გარეშე საუბარმა ხიბლი დაკარგა. ალეგორიაც ჩვეულ წინადადებებად გარდაიქმნა და გარეთ მთვარეც ღრუბლებში მიიმალა. *** უცნაურობები კი არ ახასიათებდა, უცნაური ცხოვრება ჰქონდა. ვითომ ჩვეულებრივი, ყოველდღიური რუტინა, რაც თქვენც გაქვთ, მეც და მათაც; მაგრამ ბავშვობიდან თითქოს მოვლენებს წინასწარ გამოსახავდა, თითქოს ისინი საიდანღაც მოფრინდებოდნენ და მის გონებაში აქტიურად იწყებდნენ ცხოვრებას. ეს იწვევდა იმას, რომ სიზმრად ნანახი მოვლენები ხშირად აქტიურ ცხოვრებაში რეალობად გარდაიქმნებოდა ხოლმე. არ იცოდა რა იყო ეს და, რაც დრო გადიოდა, მეტად ეზრდებოდა დეპრესიაში. იმ ღამეს შეშინებულს გაეღვიძა, როგორც რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდებოდა. ღამე არ იყო, დილა იწყებოდა. მზე შორიდან იწვერებოდა და სიბნელეს ნათლით ცვლიდა. შავი ცა წითლად იღებებოდა. თუმცა ჯერაც არ ერქვა ამ პერიოდს დილა. ოფლმა შუბლზე იწყო დენა. დახვარული შუბლს თმები ეკრობოდა და მის გასათავისუფლებლად თითი წაიღო თავისკენ. როგორც შუბლს მოახვედრა, მაშინვე იგრძნო სიცხელე მასზე და სიცივე თითებზე. - ჯანდაბა! ჯანდაბა! - ამოიკვნესა და წამოდგა. ნერვიულობაზე ხშირად ეყინებოდა ხელები, მაგრამ შუბლი არც ისე ხშირად უხურდებოდა. ნახევრად განათებულ ოთახში გაიარა და სარკეში საკუთარ ანარეკლს შეხედა. გამხდარი ლოყები წითელფრად შეღებვოდა. მკითხაობის დრო არ იყო, უეჭველად სიცხე ჰქონდა. სამზარეულოში გასულმა წამლების ყუთი მოძებნა, მაინც, სასხვათაშორისოდ მოიმარჯვა სიცხის საზომი, ვერცხლისწყალი ბოლომდე ჩაიყვანა და ის იყო იღლიისკენ გაიქანა, კარზე ზარი გაისმა. - ეს ვინღაა? - იკითხა გაკვირვებულმა და კარისკენ წავიდა ფრუტუნით, გასაღებად. ის იყო ხვრელში გაახედა თვალი, რომ ნაცნობი სახე დაინახა და შიშისგან მთელი სხეული აუთრთოლდა. სწორედ ის სიტუაცია აცხადდა, რაც სიზმარში მოუფრინა სიზმრის ანგელოზმა. კედელს აეკრო და საფეთქელი ცივს მოხვდა თუ არა, მაშივე გამოფხიზლდა. აღარ უორჭოფია, გააღო. სიზმარს ხომ არ შეცვლიდა, არა?! - დილამშვიდობის! - იღიმოდა ნაწილობრივ ნაცნობი მამაკაცი. ალკოჰოლი მოსდებოდა, სულელიც კი მიხვდებოდა, მისი რწევის გათვალისწინებით. - გამარჯობა, - ატკიებული თვალები მოისრისა. - შემომიშვებ? ფხიზელ და საღ მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, ამ სისულელეს არასდროს ჩაიდენდა, მაგრამ არც ფხიზელი იყო და არც საღ მდგომარეობაში, ამიტომ შემოუშვა. თანაც ვერ გარკვეულიყო, ცხადში იყო თუ სიზმარი უღიმოდა სიზმრიდან. კარი მიხურა და ზურგით აეკრო. თვალები ეხუჭებოდა, ისეთ მდგომარეობაში იყო, მაგრამ სიფხიზლეს ინარჩუნებდა. - ახლა რომ არ დავჯდე, აუცილებლად წავიქცევი! - ენის ბორძიკით წარმოსთქვა მამაკაცმა და მხრით კედელს მიეყრდნო. წვალებით გასწორდა ქეთა და მისაღებისკენ აიღო გეზი, თან ხელით ანიშნა - წამომყევიო. ლაპარაკის არც გუნებაზე იყო და, მოგეხსენებათ, არც შეეძლო. მისაღებში შევიდნენ თუ არა, მამაკაცი პირველივე სავარძელში ჩაეშვა, თავბრუდასხმული თავი ხელებში მოიქცია, რომელთა იდაყვებითაც მუხლებს დაეყრდნო. - მინდოდა ბოდიში მომეხადა, - ამოიჩურჩულა ისე, რომ იატაკისთვის არ მოუშორებია თვალი. თან ვერ გაეგო, ეს იატაკი რეალურად იყო ცუდად დაგებული თუ სასმლის გავლენა მასზეც მოქმედებდა. - ახლა, აღარ გინდათ? - ირონიული ტონი უნებლიედ გაერია ხმაში. - ბოდიში, გულწრფელად ბოდიში! - თავი აარიდა ქალის ტონით წარმოთქმულ წინადადებას. - ასეთ ბოდიშს არ მივიღებ! - განაცხადა სასწრაფოდ და ხელში შემხმარი, ცხელებისგან ვერცხლისწყალაწეული თერმომეტრი გვერდზე გადადო. - აბა? - გაკვირვებით ამოწია სახე თითებიდან მამაკაცმა და გოგონაზე შეაჩერა მზერა. - არავითარი გაცვეთილი სიტყვები. იმედია, პიანინო ‘წავა’, - ღიმილით გაიქნია თავი მარცნივ ქეთამ და მამაკაცმაც მტკივნეულად გააჩოჩა მზერა მისკენ. - მხოლოდ ორი წუთი თვალებს მოვატყუებ... - ვედრების ტონით ამოიჩურჩულა. - ერთი თვეა ჩემი სიზმრების სტუმარი ხართ, ჩემი კოშმარები და ჩემი სიფხიზლის მიზეზი, ისევ ჩემიდან გნებავთ დასვენება? - სწრაფად მიაყარა გაუცნობიერებლად სიტყვები. - უკაცრავად?! - გულწრფელად გაუკვირდა, რას ეუბნებოდა. - არაფერი, სიცხე მაქვს, ნუ შემიმჩნევთ! - უხერხულად შეიშმუშნა და ფეხზე წამოდგა. - ორ წუთს ვინიშნავ, დაასვენეთ თვალები და პიანინოსთან დამიხვდით. მამაკაცმა ღიმილიანი მზერით გააცილა ქალი და, როგორც თვალს მიეფარა, კომფორტულად მოთავსდა სავარძელში. თუმცა მანამდეც სავსებით კომფორტით იჯდა. ფარმაცევტულ ყუთში პარაცეტამოლი მოძებნა, ყუთი დააბრუნა და დალია. ყავა და შაქარი მადუღარაში აურია და გაზქურაზე შემოდო. უაზროდ იწელებოდა ეს ორი წუთი. თითქმის საუკუნოდ. შოპენს მოუთმენლად ელოდა. უკვე სურვილისგან დნებოდა. თანაც ეს სიცხეც ყველა წერტილში უაზროდ ეკიდებოდა. ყავა დაასხა. პიანინოს კლავიშებზე ვიღაცამ თითები შემოაწყო და სასიამოვნო მელოდიაც სწრაფად მოხვდა ქალის ყურთასმენას. იმის ნაცვლად, რომ გასულიყო, წონასწორობის შესანარჩუნებლად კედელს მიეყრდნო. და თუმცა შოპენის ნაცვლად ბეთჰოვენის „სიჩუმე“ იჭრებოდა კედლებში ხმაურით, მაინც ბედნიერებით იყო გაბერილი. *** მიხარია ძალიან, რომ მოგწონთ! მიყვარხართ. პ.ს ამ მუზას რა ვუთხარი, ინგლისურზე რომ დამაგვიანებინა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.