შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება გრძელდება (თავი 3)


25-12-2015, 16:47
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 2 599

-თემუუურ,თემუურ.
-გისმენთ შოთა ბაბუა.
-შვილო მარიამი შენთან ხომ არ არის?
-არა შოთა ბაბუა მაგრამ ვიცი სად იქნება და სახლში მოვიყვან
-მეც მითახარით ეგ ადგილი რომ ვნახო სად იკარგება ხოლმე ეგ გოგო.
-ხომ იცით როგორ მიყვარხართ მაგრამ იმ ადგილს თუ გასწავლით ამით ჩემი და მარიამის მეგობრობას ვუღალატებ.
-კარგი წადი და მოიყვანე ის გოგო სახლში.
მივდიოდი და ვფიქრობდი მარიამზე ორი თვე გავიდა მას შემდეგ მაგრამ მარიამს ტკივილი არ განელებია.ძალიან იშვიათად იღიმის და უფრო ჩაიკეტა საკუთარ თავში.
-მარიამ მოვედი.
მარიამი იატაკზე ეგდო გონება დაეკარგა.ხელში ავიყვანე საწოლზე დავაწვინე და ვცადე გონს მომეყვანა.
-თემუკა შენ ხარ?
-ხო მარიამ რა დაგემართა? კარგად ხარ?
-კი თემურ ახლა კარგად ვარ გონება დავკარგე.
-მარიამ ფეხმძიმედ ხომ არ ხარ?
-არა თემო უბრალოდ დილიდან არაფერი მიჭამია და ალბათ მაგიტომ დავკარგე გონება.
-ასე დარწმუნებული რატომ ხარ?
-თემურ შენ მამაკაცი ხარ როგორ გელაპარაკო
-ბავშვობაში არ გრცხვენოდა?
-სირცხვილი რა შუაშია.
-კარგი მაშინ ნინო ბებოს ვეტყვი რომ ფეხმძიმედ ხარ და გონება დაკარგე.
-გაგიჟდი? როგორ შეიძლება ქალი ფეხმძიმედ იყოს როცა მამაკაცს არასდროს მიკარებია.
-რააა? შენ და ნიკა?
-ნუ იცინი რა არის სასაცილო ამაში?
-რა და გათხოვილი იყავი და კიდევ ქალიშვილი ხარ და ეგრეც მოკვდები.
-ნუ დამცინი თუ დამაცდი აგიხსნი.
-კარგი აღარ გავიცინებ.
-ნიკამ და მე რომ ვიქორწინეთ მისი მდგომერეობა უკვე ძალიან რთულად იყო ამიტომ ერთად არ ვყოფილვართ.
-ვწუხვარ მარიამ მაპატიე რომ გავიცინე და გაიძულე ჩემთვის ყველაფერი გეთქვა.
-არაუშავს დღეიდან შენ ჩემი საიდუმლო იცი.
-წავედით ახლა სახლში ბაბუა ნერვიულობს.
დრო სწრაფად გადიოდა უკვე ძალიან დათბა მალე ბებია და ბაბუა ბეშუმში წავიდოდნენ იქ ყოველთვის მხიარულება იყო მაგრამ ახლა არ მინდოდა წასვლა,მარიამმა მთხოვა თემუკასაც უარი ვერ ვუთხარი და ცოტახნით ბებიას ბეშუმში გავყევი.
-მარიამ.
-გისმენ თემუკა.
-ჩვენი კლასელები არიან აქ და ერთად შევიკრიბოთო წამოხვალ.
-აუუ მეზარება თან ეგენი დავლიოთო და რაღაცაებს დაიწყებენ.
-მარიამ არ მაიძულო ძალით წაგათრიო იქ.
-ვერ გაბედავ.
-მარიამ არ მაიძულო.
-იცი რა სასაცილო ხარ ეგეთ სახეს რომ იღებ.
-კარგი თბილად ჩაიცვი და საღამოს გამოგივლი.
თემო საღამოს მოვიდა და მართლაც ძალით წამიყვანა კლასელებთან მიუხედავად იმისა რომ უმეტესობა ათი წელია არ მინახავს ყველა მახსოვდა და თან მომნატრებოდა მასთან ერთად ყოფნა.
დავლიეთ ისე როგორც ბავშვობაში იმღერეს თემომ ლექსებიც თქვა როგორც ყოველთვის.
-ეხლა ვითამაშოთ. (ბაჩო)
-რა ვითამაშოთ? (სალო)
-სიმართლე თუ მოქმედება (თემუკა)
-აუუ მაგარია მიდი.(გიო)
კარგი დავატრიალოთ პირველი თემო ატრიალებს.თემოს დატრიალებული ბოთლი ჩემთან გაჩერდა.
-სიმართლე თუ მოქმედება?
-მოქმედება.
-კარგი ეხლა ადექი მალე დააა.......
-საძაგლობებს არ ვართ.
-კარგი მოდი და ჩამეხუტე.
-ეგ ძაან მარტივია.
-აუუუ თემუკა ცოტა გონება ჩართე რა.(გიო)
-შენ ნუ ხარ ბოროტი გიო.
ბევრი ვითამაშეთ გავერთეთ მათთან ერთად ყოფნისას თითქოს წამით გადამავიწყდა ტკივილი. ვუყურებდი თემუკას და არ მესმოდა რა შეიცვალა ჩემში მის მიმართ ნუ თუ მართალია პირველი სიყვარული არასოდეს გავიწყდებაო და თემუკასადმი რაღაცას ვგრძნობ. არა ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია მაგრამ ჩემი მეორე მე თავს არ მანებებდა და მისვამდა კითხვას რატომ გიხშირდება სუნთქვა როცა მის გვერდით ხარ რატომ გებერება ძარღვები როცა უყურებ თამთა ისევ როგორ ეფლირტავება თემურს.გვერდით გიო მომიჯდა და ფიქრებიდან გამოსვლა მაიძულა.
-მარიამ ხომ არ გინდა ბავშვობა გაიხსენო და თამთა თმებით ითრიო?
-კარგი რა გიო ის ბავშვობაში იყო თან მაშინ.....
-თემო გიყვარდა ხომ?
-შენ საიდან იცი?
-ამას ყველა ვხვდებოდით მაგრამ შენ და თემური არ ღიარებდით.
-მართლა?
-ხო და ახლაც გეტყობა როგორ ბრაზდები თამთაზე.
გიოსთვის პასუხი არ გამიცია ისე ავდექი და გასეირნება გადავწყვიტე ყელში ბურთი გამეჩხირა როცა დავინახე რომ თემომ ყურადღება არ მომაქცია არც კი შეუმჩნევია როგორ წამოვედი.უკან მივიხედე და დავინახე თემო იქ აღარ იყო.
-მარიამ ნუ გგონია რომ სადმე გამექცევი.
-არც მგონია უბრალოდ ისე იყავი თამთასთან საუბრით გართული რომ ხელი არ შეგიშალე.
-ეგოისტი ხარ მარიამ თან ძალიან ეგოისტი და მესაკუთრე.
-არ ვარ ეგოისტი.
-ეგოისტი ხარ არც ახლოს მიშვებ და არც ის გინდა რომ შორს წავიდე შენ გგონია ვერ შევამჩნიე თამთას როგორ უყურებდი? უფლება რომ მოეცათ ალბათ ისევ ისე ცემდი როგორც მაშინ 13 წლის წინ.
-ეგ საიდან მოიტანე. ნაბიჯს ავუჩქარე არ მინდოდა თემუკასთან კამთის გაგრძელება ვიცოდი რაღაც ისეთს ვიტყოდი რაც ჩვენს მეგობრობას საფრთხეს შუქმნიდა.თემუკამ მხრებში ჩამჭიდა ხელი და თავისკენ შემატრიალა.
-მარიამ შემომხედე თვალებში და მითხარი რომ ვცდები და მესაკუთრე არ ხარ.
-ვარ თემუკა საშინელი მესაკუთრე ვარ თითქმის 8 თვე გავიდა მას შმდეგ რაც აქ დავბრუნდი ვერ ვხვდები რა მემართება როცა შენს გვერდით ვარ.
-მე ვიცი მარიამ მე.მითხრა და გულზე მიმიხუტა.
-თემუკა თავს ხომ არ ამარიდებ?
-არასდროს მარიამ მე შენს გვერდით ვიქნები რომც მთხოვო რომ წავიდე.
-სახში გამაცილებ?
-კარგი წამოდი.
უხმოდ მივუყვებოდით გზას არ ვუყურებდი თემოს გახშირებული სუნთქვა მესმოდა.
-მარიამ ხვალ ბათუმში მივდივარ.
-მარტოოო?
-არა მარიამი მიმყავს ზღვაზე.
-მარიც მიგყავს მე რომ მოვიწყენ,არ გეცოდებით?
-კი და ამიტომ უნდა გთხოვოთ რომ ჩვენთან ერთად წამოხვიდე და გაერთო.
-ბაბუას და ბებიას უნდა ვკითხო?
-მარიამ შენ?
-რა მე?
-ბავშვობაში არ ეკითხებოდი არავის და ეხლა 26 წლის ასკში გინდა ვინმეს ნებართვა თხოვო?
-არა მე გადავწყვიტე მოვდივარ შენთან და მარიამთან ერთად.
მეორე დღეს მე მარიამი და თემო წავედით ბათუმში მართლაც საუკეთესო დრო გავატარე მარიამთან და თემოსთან ერთად ჩემი ყველა ტკივილი სადღაც მიიმალებოდა მაგრამ საღამოობით თავს მახსენებდა,მაშინ როცა მარტო დავრჩებოდი ოთახში ტკივილნარევი ბედნიერება და ღიმილი.
-მარიამ გძინავს?
-არა მარი შემოდი.ცრემლები მოვიწმინდე რომ არ დაენახა მარიამს.
-მამიკოსთან ვერ დავიძინე თვითონ ძინავს მაგრამ მე არ მეძინება,შენთან დავწვები რა.......
-მოდი დაწექი ჩემო ლამაზო.
-მარიამ შეგიძლია თმაზე მომეფერო და ისე დამაძინო? მიმღერებ?
-რათქმაუნდა ჩემო პინცესა მოგეფერები და გიმღერებ კიდეც.
ვუმღერე მარიამს,ისევ ნიკა გამახსენდა როგორ ვოცნებობდით შვილებზე რომ ულამაზესი პატარა გოგონა გვეყოლებოდა რომელიც აუცილებლად მამიკოს გოგო იქნებოდა.მერე თემოზე დავიწყე ფიქრი თუ რა კარგი მამა იყო რომ მარიამს არაფერი აკლდა.
.……………………….
გამეღვიძა და მარიამის ძებნა დავიწყე საწოლში რომ ვერ ვიპოვე მივხვდი მარისთან იქნებოდა ავდექი შარვალი ამოვიცვი და მარიამის ოთახის კარი გავაღე ფრთხილად.ისე საყვარლად ეძინათ თვალს ვერ ვაშორებდი ორივე ძალიან მიყვარდა,ორივე ისე შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში ვერც კი გავიგე როდის დაიკავეს ჩემი გული.მინდა ერთი ოჯახი ვიყოთ და კიდევ გვყავდეს შვილები ჩემი და მარიამის საერთო შვილი ეს ხომ ბედნიერებაა.
-თემუკა რას აკეთებ?
-არაფერს მარიამს წავიყვან და მშვიდად დაიძინე.
-არა დღეს მარტო მოგიწევს დაძინება მარიამი ჩემთან რჩება.
-ყოჩაღ შენ შვილიც წამართვი მესაკუთრევ.
……………….……….
-მამა კიდე დავრჩეთ რააა.
-არა მარიამ მალე სკოლა იწყება ხომ იცი პირველ კლასში შედიხარ ხომ ვერ გააცდენ.
-ხო მარიამ ვერც იზარმაცებ იმიტომ რომ მამაშენი სკოლაში მუშაობს და ჩაგიშვებენ.
-იმედია შენც გეყოლება მარიამ ერთი ისეთი კლასელი რომელიც სულ დაგიცავს და დავალებებსაც დაგიწერს.
-შენ გყავდა მამა?
-არა მარიამ მამაშენი ისეთი კლასელი იყო თვითონ რომ აღწერა ის ჩემი დაცვა და მასწავლებელი იყო.ახლა გაიქეცი კაბა შემოიტანე და ჩადევი მალე.
-ისე თემუკა სპორტის გაკვეთილს ესწრებიან გოგონები?
-კი შენნაირი ზარმაცები არ არიან.
-მეც რომ მყოლოდა ახალგაზრა სიმპატიური მასწავლებელი არც მე გავაცდენდი.
-ნუ დამცინი.
-არ დაგცინი სიმართლეს ვამბობ,ხო თან ლამბერსექსუალი.
-ჰა ჰა ჰა....ისევ ისეთი ხუმარა ხარ.
ისევ ხულო ისევ ჩემი ოთახი და ისევ ნიკაზე ფიქრები,ტკივილიანი ღამეები და ცრემლებით გაჟღენთილი ბალიში,დილით ყველაფერი თავიდან იწყებოდა ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენი გახდა თემუკაც სამსახურის გამო ხშირად ვეღარ მოდიოდა ჩემთან მარიამიც სწავლით გართული აღარ მაკითხავდა.შემოდგომამ გადიარა არავის ეცალა ყველა ფუსფუსებდა ზამთრის პროდუქტებს იმარაგებდა მეც დამეხმარე რამოდენიმეჯერ ბებიას და ბაბუას.ისევ ზამთარი მოვიდა ერთი წელი გავიდა ნიკას გარდაცვალებიდან ერთი ყველაზე უბედური და ამავდროულად საკმაოდ ბედნიერი წელი.
ვიჯექი ჩემს და თემუკას სამალავში წიგნის წაკითხვას ვცდილობდი მაგრამ არ გამომდიოდა მერ დაძინება გადავწყვიტე.
[-მარიამ ხელი მომეცი, მეც დავთანხმდი და ხელი გავუწოდე.
-ნიკა სად მივდივართ?
-შენს ბედნიერებასთან მარიამ,გთხოვ მოიხსენი ეს ბეჭედი.ნიკამ ძალით მომხსნა ბეჭედი მერე გამიღიმა დიდ ყვავილებით მორთულ მინდორში დამტოვა.
-ნიკა არ წახვიდე მე მენატრები ძალიან მენატრები ისევ ნუ დამტოვებ გთხოვ.
-არა მარიამ შენ აქ უნდა დარჩე ახლა შენი ბედნიერება მოვა,დახუჭე თვალები.
თვალები რომ გავახილე ჩემს წინ თემო იდგა მიღიმოდა მხოლოდ მიღიმოდა მერე მოვიდა ჩემი სახე ხელებს შორის მოიქცია და მაკოცა]
-მარიააამ გაიღვიძე.
-ააა თემუკა შენ აქ ხარ?
-რა ნახე სიზმარში ჯერ ტიროდი მერე უცებ გაიღიმე.
-ეს საიდუმლოა ჯერ ვერც მე გავრკვიე რას ნიშნავს ეს სიზმარი.
-მარიამ ხვალ ჩემთან ხომ მოხვალ?
-რა ხდება ხვალ?
-არ გახსოვს?
-როგორ დაიჯერე რომ შენი დაბადების დღე დამავიწყდებოდა რათქმაუნდა მოვალ.
-მარიამ მიდიხარ?
-კი უკვე გვიანია წავალ.
-დარჩი რა.
-აქ შენთან ერთად?
-ხო აქ ჩემთან ერთად,პირველად ხომ არ რჩები რამდენჯერ გვითქვამს მშობლებისთვის რომ მეგობართან ვრჩებოდით და აქ დავრჩენილვართ.
-კარგი დავრჩები.
მივედი და თემოს გვერდით ჩამოვჯექი თავი მხარზე მივადე და ხელებით მის მკლავს ჩავეჭიდე.
-მარიამ რაღაც მინდა გითხრა………..
-გისმენ თემუკა მე ყოველთვის გისმენ.
……………………….
ესეც მესამე თავი მაპატიეთ რომ დავაგვიანე საიტზე ჩემი სიახლის დამატება ვერ ხერხდებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent