შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (12)


26-12-2015, 01:36
ნანახია 2 959

***

იოანეს სახე შეეცვალა, როგორც კი ტელეფონს შეხედა. მაშინვე ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ყველამ შეამჩნია ეს და როდესაც ანასტასია წამოდგა, რომ გაჰყოლოდა იოანეს ლევანმა გააჩერა. დიდხანს ლაპარაკობდა იოანე ტელეფონზე და ოთახში დაბრუნებულს უფრო მეტად აშლოდა სახე.

-რა ხდება?-ჰკითხა შემოსულს ანასტასიამ.
-არაფერი,-უპასუხა თუ არა მაშინვე გადაკრა სასმელი და თვალი აარიდა.
-რას ქვია არაფერი? რა სახე გაქვს?
-არაფერი ტასი.. მართლა არაფერი.. დედაჩემმა დამირეკა..
-მერე ბიჭო რამე სერიოზულია? მშვიდობაა?-ჩაეკითხა ოთო
-კი,კი.. უბრალოდ ხვალვე უნდა წავიდე..
-რას ქვია უნდა წახვიდე?-შეცბა ანასტასია
-კი, უნდა წავიდე. საქმე მაქვს, რასაც ეკა ვერ აგვარებს.. ბაბუაჩემის მემკვიდრეობის თემაა რა..-იცრუა იოანემ.
-კაი რა, იო! კარგად გიცნობ და იტყუები..-შეეპასუხა არანაკლებ ანერვიულებული ანასტასია.
-როდემდე უნდა დამისვა შეკითხვები? გეუბნები არაფერი არ ხდება, ოჯახური საქმეა..!-გაბრაზდა იოანე და მკაცრად უპასუხა.
-კაი, ჰო..-ჩაიჩურჩულა ანასტასიამ და ცრემლები მოადგა თვალებზე.
-ხოდა, ჩვენც წამოვალთ!-მტკიცედ უთხრა თათამ და აღელვებულ დაქალს გახედა.
-არსადაც არ წამოხვალთ. რატომ უნდა წამოხვიდეთ? როცა შეიძლება დარჩეთ და დაისვენოთ. ტყუილად გადაიხადეთ სასტუმროში ფული?-შეეპასუხა უხეშად იოანე.
-იო, გამოდი ერთ წუთი გარეთ..-უთხრა ლევანმა და წამოდგა. ლევანთან ერთად ოთოც წამოდგა და გაჰყვა მეგობრებს გარეთ.

-კაი, გოგო დამშვიდდი.. ხო, იცი ძალით არ უნდოდა ასე რომ ეპასუხა. არ იცი როგორ უყვარხარ? - მიუჯდა დაქალს თათა.
-თათ, რაღაც ხდება გული ცუდად მაქვს აჩქარებული. ძალიან მეშინია..
-შენ გაგიჟდი ხო? რისი გეშინია? ვერ გაიგე ოჯახური ამბავია და სანამ არ შესულხარ მის ოჯახში რა ისტერიკაში ვარდები სამგლე გოჭივით,-გახუმრება სცადა თათამ. ანასტასია არ უსმენდა მეგობრის თანაგრძნობით აღსავსე ტექსტებს, შიგადაშიგ გამორეულ „უშნო“ ხუმრობებსა და რჩევა-დარიგებებს.


-ბიჭო, რა გჭირს?ვინ დაგირეკა?-მაშინვე ჰკითხა ფოიეში გასულს ლევანმა.
-გეგა იყო..
-რა ჯანდაბა უნდოდა მაგ არაკაცს?-გამწარდა ყოველთვის პოზიტიური ოთო.
-ხვალ უნდა წავიდე თბილისში და ვნახო.. რა ენდომებოდა? ანასტასიაზე დამიწყო ლაპარაკი და.. და ჩემს ოჯახზე..
-რა? ეგ ხო არ აფრენს? რაო რა მინდაო?
-კაროჩე.. უნდა წავიდე და არ დაიწყოთ ეხლა მეც წამოვალ და ასე შემდეგ.. აქ დარჩით თქვენ ეს რამდენიმე დღე გოგოებთან ერთად.. მე რომ არ ვიქნები ანასტასიასთან, თქვენ მაინც იყავით..-უთხრა იოანემ მეგობრებს. კიდევ დიდხანს საუბრობდნენ მეგობრები, სანამ თათამ არ გამოხედა:

-დიდხანს აპირებთ მანდ დგომას და იოანეს სახის გამოსწორებას?
-აუ, ენას ამოგაძრობ შენ..!-გაბრაზდა ლევანი.
-რა იყო ლევანიკო უკვე ხომ არ ნანობ შენს წინადადებას?-ცინიკურად უთხრა თათამ.
-ვაიმე, თამილ! ყოველ ღამე აგინაზღაურებ მაგ შენი მწარე ენიდან გადმოსულ შხამს, ნერვს რო მიწიწკნის ხოლმე..!-შეუღრინა ლევანმა. ყველას გაეცინა შეყვარებულების კინკლაობაზე. ოთახში შესულებს ანასტასია გულ-აჩქარებული ელოდა. როდესაც შედარებით დამშვიდებული სახეები დაინახა თვითონაც დამშვიდდა. იოანე გვერდზე მიუჯდა და ჩაიხუტა საყვარელი ადამიანი.

-ტასი, ბოდიში რა. უხეშად გამომივიდა. ხომ იცი როგორ მიყვარხარ? ჩემი ანგელოზი ხარ დედამიწაზე ნაპოვნი. ღმერთმა ჩემთვის გამოგაგზავნა დედამიწაზე.. რამეს თუ გავაკეთებ იცოდე შენი ბედნიერებისთვის და კარად ყოფნისთვის გავაკეთებ. ხომ იცი, არა?
-მიყვარხარ, იო.. ძალიან..-ჩურჩულით უპასუხა ანასტასიამ და თავი იოს კისერში ჩარგო.


***

დილა გათენდა ბნელი და ცივი. მძიმედ გაახილა ანასტასიამ თვალები და თათას გახედა, რომელსაც ბალიშში ჰქონდა თავი ჩარგული და მშვიდად ეძინა. სულ უკვირდა, როგორ სუნთქავდა ასე. არადა ყველაზე მეტად ასეთი ძილი უყვარდა თათას! ასე მშვიდად მძინავს და ლევანიკოს ვხედავ სიზმარშიო თეთრ ცხენზე ამხედრებულსო. ნელ-ნელა იხვეწებოდა თათას სიზმრები და დროდადრო ლევანიკოს ხან ტაქსიზე ამხედრებულს ხედავდა, ხან ძმაკაცის მანქანით, ხან კი თავისი სანატრელი მანქანით. ნუ, ეს ხომ თათა იყო და ყველაფერი არაორდინალური მას ესიზმრებოდა და ეჩვენებოდა! ერთხელ, თათამ ანასტასიას დაურეკა ლევანიკო ძველ ბერძნულ ფორმაში ვნახე ვირზე იჯდაო და რას ნიშნავს ხომ არ იციო? მთელი დღე მოღუშული სახით დადიოდა. ეს ის პერიოდი იყო ლევანის მიმართ ყოველგვარ „არამეგობრულ“ გრძნობებს რომ უარყოფდა და ყველაფერს ლევანის უცნაურ მოქმედებებს აბრალებდა. როგორი ემოციური და დაუფიქრებელი იყო ხოლმე თათა. თან ძალიან ჯიუტი! არასოდეს არ აღიარებდა არაფერს თუ ეს მას ოდნავ მაინც დააზარალებდა. არა, ლევანის მიმართ სიყვარული რაში დააზარალებდა? რაში და აღიარების მერე საკუთარ დაქალთანაც კი ვერ შეხედავდა თვალებში და ესე ვერ გაუთამამდებოდა. გაეღიმა ანასტასიას რომ გაახსენდა თათას ბავშვური ქცევები და გული სითბოთი აევსო, რომ ასეთი გიჟი და გადარეული ადამიანი მისს ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებდა.

-რა გაღიმებს, ჩემი ბედნიერება ხო?-დაბოხებული ხმით უთხრა თათამ ანასტასიას.
-შენზე მეღიმება,-მშვიდად უპასუხა ანასტასიამ.
-რატო გეღიმება? სასაცილო ვარ?
-ნუ, დაახლოებით თამილ,-გაიცინა ანასტასიამ.
-აუ, რა თამილ! ხო არ ღადაობ შენ? როდემდე უნდა დამიძახო თამილა? რა მოხდა, შეცდნენ ჩემი მშობლები და ბებოს პონტში დამარქვეს. მერე ხო გადავიკეთე?!-იწყინა თათამ.
-აუ, მადლობა მითხარი რომ არ გეძახი საჯაროდ!-გაუცინა ანასტასიამ.
-ეგღა მაკლია ეხლა ბიჭებთან თამილა დამიძახო! ვაიმე!-დაიყვირა თათამ მოულდნელად,-მოგკლავ პროსტა!
-რა გინდა გოგო რას მერჩი?
-რა რას გერჩი! ჩემმა პოტენციურმა ქმარმა დამიძახა გუშინ თამილა! უთხარი ხო?-მაშინვე გამოფხიზლდა თათა და წამოხტა საწოლიდან.
-კაი, გაგიჟდი შენ? როგორ ვეტყოდი! ამოგადენდა მაგ სახელს სამუდამოდ ალბათ,-გაიცინა ანასტასიამ.
-ნუ, კაი მჯერა. შენ ისეთი თვით პატიოსნება და სინატიფე ხარ მაგას არ იზამდი..! იმ ვირმა კიდე საიდან მოიტანა ვერ გავიგე..მოდი, ჩაგეხუტო სანამ დროა..-ახლოს მიუწვა თათა ანასტასიას.
-რატო სანამ დროა?-ჩაფიქრდა ანასტასია.
-რატო და მე ხო ვთხოვდები რა გჭირს! ხოდა, ვეღარ ჩაგეხუტები ესე ხშირად და ძაანაც რომ არ მოგენატროს ჩემი მჭიდრო ჩახუტებები ბარემ ეხლა ერთინად ჩაგეხუტები..!-უთხრა თათამ და ხელები მაგრად მოხვია დაქალს.
-ვაიმე, თათა! გავიგუდე და გავიჭყლიტე..! იცოდე, ეგრე არ ჩაეხუტო ლევანს თორე მეორე დღესვე გამოგიშვებს უკან..-სიცილით მიუგო ანასტასიამ.
-ეგ ისეთი უხეში და ვირია დამიჯერე ჩემზე უარესად იცის ჩახუტებები რა..
-აუ, თათ.. რა მეშველება ჩემთან რომ ვერ დარჩები ხოლმე?-დაიწუწუნა ანასტასიამ.
-სამაგიეროდ შენ დარჩები ჩემთან!-მხიარულად მიუგო თათამ.
-ეკალივით ჩაგიწვეთ შუაში?-გაიცინა ანასტასიამ.
-რატო ეკალივით კოკორივით რომ იყო არა?-უპასუხა მხიარულად თათამ,-აუ, ბღუის შენი ტელეფონი და მიაქციე ყურადღება შევღონდი უკვე. რაამბავია ამსიგრძე ვიბრაციის დაყენება..! რას არ მოიგონებენ რა...

ანასტასიამ გაითავისუფლა თათას ხელებიდან თავი და დაწვდა თავის ტელეფონს. წამის მეათასედში სახეზე ფერები შეეცვალა, გული აუჩქარდა და სასწრაფოდ წამოხტა საწოლიდან. ტელეფონი დააგდო და კარისაკენ გაიქცა. თათა ვერაფერს მიხვდა და ანასტასიას ტელეფონზე მოსული შეტყობინება წაიკითხა:

„miyvarxar xom ici? Tan rogor isic xom ici. Usazgvro da ukideganoa chemi grdznoba shens mimart.. sheni kargad yopna chemtvis upirvelesia.. ici, roca daginaxe patara asakshive shemiyvardi da shene vpiqrobdi. Es gitxari da kidev ertxel gagimeoreb.. chemtvis mashin tendeba roca shen igvidzeb da mashin gamdeba roca shen idzineb. Yvela chems moqmedebashi shenze vpiqrob da sheni ketildgeobistvis vaketeb. Miyvarxar sigijemde da imas iqet kidev..”

ხმაურიანად აბრახუნებდა კარზე ანასტასია და თან ცდილობდა თვალებში ჩამდგარი ცრემლები შეეკავებინა. ოთახიდან მძიმე ნაბიჯების ხმა მოისმა. კარი ოთომ გაუღო და ადგილზე შედგა. ანასტასიამ კარი შეგლიჯა და ოთახში შევარდა. ოთახში ლევანის გარდა არავინ იყო.

-წავიდა, არა?-იკითხა აღელვებულმა. პასუხად ლევანმა თავი დაუქნია.
-სერიოზულია რამე?მშვიდობაა? ეკა კარგად არის?-მიაყარა შეკითხვები ანასტასიამ.
-კი, ეკა კარგად არის..-ხმადაბლა უპასუხა ლევანმა.
-ანუ, სერიოზულია და არც მშვიდობაა.. არც ოჯახს ეხება.. როგორ დავიჯერე..-ცრემლები წამოუვიდა ანასტასიას.
-დამშვიდდი..-ხელი შეახო ანასტასიას ოთომ. ხელის შეხებაზე ანასტასია შეხტა და ნაბიჯი გადადგა უკან.
-რატომ არ გააჩერეთ?
-ეგრე იყო საჭირო..
-დილას არ წასულა ხო?-მშვიდად იკითხა ანასტასიამ.
-არა..
-როგორც კი ოთახში შევედით მე და თათა მაშინ წავიდა?
-კი..
-და ალბათ, თბილისშიც არ მელოდება..-რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ ხმადაბლა თქვა ანასტასიამ და სრულიად უემოციოდ გავიდა ოთახიდან.


***

პირველ რიგში ძალიან დიდი ბოდიში ამდენ ხანს რომ დავაგვიანე. პირადი პრობლემების გამო ვერ ვახერხებდი ისტორია ამეტვირთა. დიდი მადლობა ყველას ვინც მწერდა!
უღმესი მადლობა იმ პატივისცემისთვის, რომელიც მოკითხვაში გამოიხატებოდა და სურვილში ისტორია მალე დამედო.
აუცილებლად გავაგრძელებ ამ ისტორიის დადებას და აღარ მექნება ამდენხნიანი შუალედი..

დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და იმედი მაქვს, ისევ ისე გააგრძელებთ ამ ისტორიის წაკითხვას როგორც აქამდე კითხულობდით:)

სულ რამდენიმე თავი და დასასრულს მივუახლოვდებით:)
პატივისცემით ელენმო:)



№1 სტუმარი სტუმარი მ

მოგვნატრებიხარ love

ეს დაძაბულობა მალე მოხსენი, რაა....

კაია ძAან ცოდოა ანასტასია და იო :/ არგააფუჭო მოთხრობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent