შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღარ მინდა ვიგრძნო რამე როცა დაგინახავ. (სრულად)


21-12-2015, 22:22
ავტორი მოლურჯო
ნანახია 5 238

ცხოვრებაში დგება მომენტი როცა გიყვარდება
მაგრამ ვერ ხვდები რატომ
არ ვიცი..
როცა ადამიანს ძალიან უნდა შეიძლება აუხდეს
მაგრამ მე? მე არ ვარ ადამიანი
შეიძლება ერთ დღეს გძულდეს
მეორე დღეს კი შეგიყვარდეს
არასდროს ვიცით რა მოხდება ხვალ.
ტკივილი? ტკივილი არის უცრემლო უემოციო ჩუმი
დაინახავ და გიყვარს!
ვერ ხსნი რატომ,ვერავის უხსნი რისთვის, მაგრამ გიყვარს.
შეიძლება დაუჯერებელი იყოს
მაგრამ გიყვარს
ადამიანი რომელსაც, ვერასდროს წარმოიდგენდი რომ შეგიყვარდებოდა
უყურებ და გტკივა
გტკივა უიმისობა.
ბრაზდები გინდა ყველაფერი დამთავრდეს
სიყვარული დამთავრდეს ტკივილი დამთავრდეს
მაგრამ არ მთავრდება
სიყვარული იზრდება უფრო იზრდება
დაინახავ ერთხელ და ხვდები რომ დაგერხა.

დადიხარ ქუჩაში და ფიქრობ ნეტა იცოდეს როგორ მიყვარს
იმეორებ უსასრულოდ
და თავისით მიდის გზა სახლამდე
უსმენ მუსიკას გახსენდება ის
რამოდენიმე ცრემლი
და უკვე ცუდად ხდები
არავის ეუბნები რა გჭირს რადგან იცი რომ ვერავინ გაგიგებს
ყველა გეტყვის დაიკიდეო თითქოს ადვილი იყოს.
ყოველთვის მიგებდა დედა და მისი იმედი მქონდა მხოლოდ
- მარიამ ძმაკაცის შეყვარება რთულია ჯობია ვერ გაიგოს დარწმუნებული ვარ რომ დაკარგავ
- არ ვიცი დედა არაფერი ვიცი
- უბრალოდ ჯობია მეგობრები იყოთ
- შენ გგონია მინდოდა სხვანაირად მყვარებოდა?
- ვიცი სიყვარული შეკვეთით არ მოდის, ხანდახან ისეთი ადამიანები გვიყვარდება ვინც ან არ იმსახურებს ან არ უნდა შეგვიყვარდეს.
- ვიცი
- ფსიქოლოგთან მიდი დაგამშვიდებს უფრო ათასნაირ რჩევას მოგცემს, მე ხომ იცი არავინ მყვარებია და სიყვარულში ვერანაირ რჩევას ვერ მოგცემ.
- მივალ.
ადამიანები ვერ გრძნობენ როგორ გვიყვარს
მაგრამ ოთხ წლიანი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდოს? ცოტა რთულია.
ყველაზე რთულია უყურებდე და ხვდებოდე რომ ნელ-ნელა გშორდება აღარ არის ისე ახლოს როგორც ადრე.
ელაპარაკება სხვებს
და ხვდები რომ ეჭვიანობა იმატებს
გინდა დაახრჩო მოკლა
გინდა რომ შენს გვერდით იყოს ძალიან ახლოს
მაგრამ არ არის
გინდა გელაპარაკოს ისევ როგორც ადრე მაგრამ ის დრო წავიდა
გაქრა ღიმილი მის სახეზე
გაქრა ლაპარაკის სურვილი
აღარ უნდა რომ მის გვერდით ვიყო თუნდაც მეგობრულად
აღარ უნდა ველაპარაკებოდე ათას თემაზე
ფსიქოლოგთან მივედი თან მეშინოდა
- მომიყევი მის შესახებ
- რა უნდა მოგიყვეთ?
- როგორია?
- თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველი, იყო მაგრამ ყველაფერი შეიცვალა
- შენ რა ტირი? არ იტირო გთხოვ ვიცი რთულია სიყვარული ყველაზე რთული
- არაუშავს გავუძლებ
- ოცნება?
- ირაკლი
- გინდა?
- ყველაფერი რაც არ მაქვს
- ისურვებდი?
- შემეძლოს ისტორიების წერა
- ამაყობ?
- დედით
- გაბედნიერებს?
- ხალხის ღიმილი
- გიყვარს?
- მასზე ფიქრი.
- ამაყობ? (იგივე კითხვა)
- მეგობრებით.
- შეცვლიდი?
- საკუთარ ცხოვრებას.
- ატყუებ?
- საკუთარ თავს რომ არ მიყვარს.
- არ გესმის?
- ღალატის
- მაძლიერებს?
- ღმერთი.
- გიყვარს?
- ირაკლი.

ცოტა დავმშვიდდი მაგრამ ისევ ვფიქრობდი
ისევ არ მაძლევდა მასზე ფიქრი მოსვენებას
სახლში მარტო ვიყავი
ვუყურებდი ფილმებს და თან ვტიროდი.
როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი და ის ღმერთმა წაგართვას.
უბრალოდ წაგართვას და დაგტოვოს მარტო.
სკოლაშიც დავდიოდი ყოველდღე ვხედავდი როგორ უღიმოდა სხვებს
მეც მელაპარაკებოდა მიღიმოდა ხოლმე მაგრამ მათ უფრო
იმედი აღარ არის იმედი გაქრა იმის რომ როდესმე შევუყვარდები
ერთ საღამოს კი ასეთი მესიჯი მომივიდა არ ველოდი მისგან რადგან არასდროს მწერდა ხოლმე.
უნდა შეძლო რომ სხვა გიყვარდეს ამით ყველაფერი ნათქვამი იყო
ოთხ წლიანი მეგობრული ურთიერთობა მე დავამთავრე
არ უნდა შემყვარებოდი მაგრამ მე დღეს მიყვარხარ იმაზე მეტად ვიდრე ოთხი წლის წინ.



№1  offline მოდერი ანკა

გულში ჩამწვდომი ისტორია იყოო <3 :(
ნამდვილია?

 


№2  offline წევრი maridb

მაგარია ძალიანნ<3^^
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3 სტუმარი ემა

პატარა იყო მაგრამ სევდიანი.

 


№4  offline წევრი მოლურჯო

ანკა
გულში ჩამწვდომი ისტორია იყოო <3 :(
ნამდვილია?

კი ნამდვილია
--------------------
მარიამი

 


№5 სტუმარი Mari

Sayvarelia.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent