შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოხი ხმა,რომელიც არასდროს დამავიწყდება


26-12-2015, 19:09
ავტორი mjjj
ნანახია 1 954

საღამო იყო.ტელევიზორი ჩავრთე და რას ვხედავ?!არხზე ჩემი საყვარელი მულტფილმი გადიოდა.მოვიმარაგე პოპ–კორნი,კოკა–კოლა და იატაკზე მოვკალათდი.ბალიშები ძირს დავყარე და ვეცადე არაფრისთვის მიმექცია ყურადღება,ვფიქრობდი მხოლოდ ანაიმაციაზე,მაგრამ უცებფანჯრიდან შემოვარდნილმა ქვამ ყურედღება გამიფანტა.ფანჯარაში გავიხედე და ჩემი მეგობრები დავინახე!ოხ სულ დამავიწყდა.დღე კინოშ უნდა წავსულიყავი,მე კი რას ვშვრები?!პირი ბატიბუტით მაქვს გამოტენილი და კოკა–კოლას სახით „შხამს“ შევექცევი,საშინლად გამოვიყურები,საღამურები მაცვია,თმა მაღლა მაქვს აწეული.ჩემს საყვარელ ფუნფულა „ჩუსტებში“ ფეხები გავყავი,კიმანო შემოვიცვი და ფანჯარაშ გავიხედე.
–აქამდე სად ხარ?რატომ არ გაცვია?
ამომძახა ნაცნობმა,ბოხმა ხმამ.
–ხუთ წუთში ჩამოვალ.
ვუთხარი მე.
–უკვე გვიანი,აღარ შეგვიშვებენ.
ამომძახეს მწუხარე სახეებით.
–მაშინ ჩემთან ამოდით.
ვცადე დანაშაული გამომესყიდა.
არც კი დასჭირვებიათ დაპატიჟება,ისე გამოემართნენ სადარბაზოსაკენ.
–ო,ღმერთო!რას ვგავარ.სასწრაფოდ უნდა გამოვიცვალო.მაგრამ,მხოლოდ შორტის ჩაცმა მოვასწარი და კარებზე კაკუნიც გაისმა.
–ერთი წუთით.
ხმამაღლა დავუყვირე.ზედატანიც ჩავიცვი,თმებიც გავიშალე.კარებს ვაღებდა ვხედავ ჩემ პატარა დას გაუღვიძია,დათიათი ხელში მიბღვერს.
–იცოდე,დედა რომ მოვა ვეტყვი/
–არ გინდა ჩემი ძველი ტელეფონი გაჩუქო?
ურა დაც მოვისყიდე.იგი უსიტყვოდ შევიდა ოთახში და კარი მიხურა.მე მივაძახე
–არ ვიხმაურებთ.
როგორც იქნა,კარამდე მივაღწიე და გავაღე.ჩემები შემოვიდნენ და შეამჩნიეს მულტფილმს რომ ვუყურებდი.
–შენ ისევ ბავშვი ხარ.
გაისმა ხმა.
–მულტფილმზე თუ ამბობ,ჩემი და უყურებდა.
გადავაბრალე,ვიგრძენი როგორ გავწითლდი და სამზარეულოსაკენ გავემარტე.
–სასმელს მოგიტანთ.
–არა არ გინდა.
–მოდით კინოს სეანსი აქ მოვაწოთპოპ–კორნი და კოკა–კოლა აქ არის,რაღა დაგვრჩა?!ყელასათვის საყვარელი ფილმი.
–კარგით.“ფორსაჟზე“ რა აზრის ხართ?
_მშვენიერია!
მე „ფორსაჟი“7 ავარჩიე.ყველამ 3D სათველეები გაიკეთა,ბალიშებიც გამოგვადგა.
სისწრაფე,მაქანები,პოლი...გიჟდებოდნენ ჩემები ამ ყველაფერზე,განსაკუთრებით ბიჭები.
კიდევ კარგი სახლში მხოლოდ მე და ჩემი და ვიყავით.ნახევარი საათის შემდეგ ჩემმა დაქალმა მანიშნა გავიდეთო.გოგოები გამოგვყვნენ.სამი ბიჩი ადგილიდან არ იძროდა,უფრო სწორად იატაკიდან.ჩვენ ყავა მოვადუღეთ და ნამცხვრებს შევხედეთ.
–ოო!
თქვა ელენემ–ჩემთვის ეს არ უნდა დაგენახვებინათ,ხომ იცით რომ დიეტაზე ვარ!
–კარგი,მაშინ მე შევჭამ
ვუთხარი და გემრიელად ჩავკბიჩე
–უფ,უფ რა გემრიელია!
–უიმე,ერთი ნაჭერი შეიძლება არა?!
თქვა მან და გაღიმებულმა შემომხედა.ყველას გაგვეცინა.
–ძვირფასო ლუდი ხომ არ გაქვს?
–ახლავე!!! და წავიღე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent