შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესმერალდა [9]


26-12-2015, 19:30
ავტორი ერკე
ნანახია 2 069

ლომია გაუბედურებულ და სისხლიან ქაღალდზე ნაწერს ძლივს არჩევდა. თავზარი სცემდა და ყველაფერი ახლიდან უტრიალებდა, ყოველი დეტალი, ის ტკივილები, მაგრამ ამ ტკივილებს შეფარებული ესმერალდას ღიმილი. ვერ გაერკვია რას გრძნობდა, ყველაფერს ერთად. ბოღმას, ზიზღს, სიყვარულს, სიძულვილსაც და მონატრებას. ლომია დათრგუნული იყო, საშინლად დათრგუნული, მაგრამ ახალი მეგობრის შეძენამ ცოტა გონს მოიყვანა. თაროებთან მივიდა, ერთი წიგნი გადმოიღო და გადაშალა. წიგნს ყდა შემოქერცლილი და ოდნავ გაკაწრული ჰქონდა, ფურცლები ყვითელი, ძველი და რაღაც რელიქვიურ სიძვირფასეს ატარებდა. გადმოიღო და უბრალოდ სიტყვებს დაუწყო თვალიერება, მისი გონება ამ სიტყვებს მიღმა იყო, საერთოდ ფიქრებს მიღმა, ვერაფერს არჩევდა, მხოლოდ სიძველის არომატს ყნოსავდა. ეს წიგნი დიტოს ნაჩუქარი იყო მის მეოცე დაბადების დღეზე, ეძვირფასებოდა, შიგნით ფურცლებს შორის სანიშნედ ჩადებულ სურათს დაავლო ხელი, წიგნი კი უკანვე დააბრუნა, სევდიანმა შეხედა, ცრემლები წამოსცვივდა და ასე, თითქმის ბრმად დაუბრუნდა ადგილს. ვერ იჯერებდა, ისევ და ისევ ვერ იჯერებდა, რომ დიტო, მისი საუკეთესო მეგობარი და ჯგუფელი არ ჰყავდა. ენატრებოდა, ყოველი მისი ნათქვამი სიტყვა ენატრებოდა, მისი გამოხედვა, კაცს დარდს რომ დაავიწყებდა და ის ფაქიზი სული, რაც მის შიგნით იმალებოდა, უხეში და ირონიულ-ღიმილ-აკერებული დიტოს მიღმა. ბავშვობიდანვე ბევრი მოგონება შემორჩა, ახლა კი სწორედ ერთ-ერთს ჩაჰკირკიტებდა ასე გულმოდგინედ. სურათზე ის და დიტო იყვნენ, ხელიხელ გადახვეული, რვა წლის ბიჭები თბილი ღიმილით იყურებოდნენ კამერისკენ. ისიც ახსოვდა, მაშინ მშობლებთან ერთად პარიზში რომ ისვენებდნენ, რამდენიმე კვირით. ეს უბედნიერესი დღეები, მისი წარუშლელი ცხოვრების კვალი იყო, სადაც თავისი ძმა და მეგობარი გვერდით ჰყავდა. სურათში, უკან ლომიას ძმაც ჩანდა, როგორ ილუკმებოდა, ამაზე ჩაეღიმა და ნოსტალგია მოაწვა, ფონად კი არც ისე შორს, ასვეტილი ეიფელის კოშკი იდგა ამაყად, თითქოს სიამოვნებდა კიდეც, რომ მასთან ერთად იღებდნენ ბიჭები ფოტოს.
დიტო და ლომია ბავშვობიდანვე ერთად იზრდებოდნენ და ეს მათი მეგობრობა, მამების ადრეულ ასაკში დიდი ძმაკაცობით დაიწყო, რომელთაც ფიცი დადეს, რომ არასდროს დაივიწყებდნენ ერთმანეთს, რა შორსაც არ უნდა ყოფილიყვნენ ერთმანეთისგან. აგერ, ორივემ ერთად შეირთეს ცოლი, ქორწილი ერთად გადაიხადეს, ერთ ეკლესიაში, ერთ დროს და ბიჭებიც, თითქმის ერთნაირი სიზუსტით მოევლინენ ამ ქვეყანას. ლომია პირველი იყო, შემდეგ დიტო... ტოლები იყვნენ, მაგრამ ლომია ხშირად წამოაძახებდა ხოლმე, შენზე თვეებით დიდი ვარო და ენას უყოფდა, ეს ბავშვური კინკლაობა დიდხანს გაგრძელდა, მანამდე სანამ ლომიას პირველი სიყვარული არ ეწვია.
ხშირად იკრიბებოდნენ ოჯახებითურთ, ერთად ატარებდნენ საღამოებს, ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, ესიყვარულებოდნენ, თბილი ღიმილით აჯილდოებდნენ და ძველ ამბებს იხსენებდნენ მამაკაცები, ქალები სამზარეულოში სვამდნენ ყავას, მაგრამ მალევე თავიანთ მეუღლეებთან ერთად შემოუსხდებოდნენ ხოლმე ბუხარს და ტკბილად ატარებდნენ დროს. აი ეს დღეები იყო, ბედნიერი 4 წლის ლომია, წამოკოტრიალებული რომ მიუწვებოდა მამამისს და მათ ამბებს რომ ისმენდა. დიტოც საქმიანად ჩამოჯდებოდა ხოლმე, აკაკი წერეთელივით ხელს ნიკაპთან მიიტანდა და სერიოზული სახით სმენად იქცეოდა. ლომიას ასეთი დასერიოზულებული დიტოს დანახვაზე ყოველთვის ეცინებოდა, ეს სიცილი დაცინვის არა, არამედ თბილი და რაღაც საოცარი ჟესტის გამოხატულება იყო. წიგნის სიყვარული ადრეული ასაკიდანვე ეტყობოდა ლომიას, რაც მიშას დამსახურება იყო. ყოველთვის, სულ მცირე ორი წიგნით ხელში ტოვებდა სახლს, ასე დადიოდა სამსახურშიც, მეგობრებთან აგარაკზე და შვებულებაშიც, სხვადასხვა ქვეყნებში რომ ატარებდა ოჯახი დროს, მუდამ წიგნებით სავსე ჩანთა დაჰქონდა. ნამდვილი წიგნის ჭია იყო მიშა გარსევანიძე. ამას შვილიც ხედავდა, ყველაფერს უყურებდა და ინტერესით აკვირდებოდა. ეკითხებოდა კიდეც, მიშას არც ეზარებოდა, პირიქით, ინტერესით დაუჯდებოდა და მთელი დღე უყვებოდა იმ ჯადოსნურ და მომნუსხველ სამყაროზე, სადაც მხოლოდ წიგნის მეშვეობით მოხვდები. ლომიას ახსოვს, როგორ უნდოდა წიგნში გასეირნება და იმ სამყაროს დათვალიერება, აღმოჩენა. და ისევ მამამისის მეშვეობით ამ სამყაროს აღმოჩენის სურვილით შეპყრობილი, გაიძახდა, არქეოლოგი უნდა გამოვიდეო!
ახსოვს... ახსოვს, მისი კითხვა.. თან როდის წაიყვანდა წიგნში და მიშას პასუხიც. გულში ჩაკრული ჰყავდა შვილი და ისე ეუბნებოდა: „მე ვერ წაგიყვან - თუმცა ყოველდღე ზღაპრებს კი უკითხავდა, მაგრამ თვლიდა ეს ის არ იყო, რასაც ლომია თავად აღმოაჩენდა შემდეგ. - მე მხოლოდ შემიძლია გზა გაჩვენო, შენ კი იმ გზას უნდა დაადგე, სადაც შენ სამყაროში აღმოჩნდები, წიგნის უზარმაზარ და ფერად-ფერად სამყაროში.“ მერე ლომიამ კითხვის სწავლა დაიწყო. თავიდანვე ჭკვიანი ბიჭი იყო და სკოლაში მისვლამდე, ჯერ კიდევ ხუთი წლისამ აითვისა და დამოუკიდებლად კითხვა დაიწყო.
ერთხელ მიშას კაბინეტში თამაშისას ძვირფასი ვაზა გადმოაგდეს და ხელებაკაპიწებულებმა დანაშაულის გამომეტყველება აიკრეს მაშინვე. შეშინდნენ, სრულიად შემთხვევით მოხდა, თუმცა ამას ვინ ჩიოდა, მიშა იმხელა მნიშვნელობას ანიჭებდა დედის დანატოვარ ვაზას, რომ ყველამ იცოდა ამ უძვირფასესი ნივთის ისტორია და ხელს ლელაც კი არ ჰკიდებდა, მაგრამ ბავშვებმა, დიტომ და ლომიამ ნაწილებად დაამსხვრიეს და დამნაშავესავით აიტუზნენ ერთ ადგილას. დიდი გარსევანიძის რეაქცია კი გასაკვირი იყო, არ გაბრაზებულა, მხოლოდ გაიცინა ბავშვების აწურულ სახეებზე ბოდიშის მოხდაც რომ ვერ მოეხერხებინათ და ლექსი გაიხსენა, ფისუნია კატაზე... ჩემი ფისუნიები ხართო, ბოლოს დაუყვავა და ორივე ჩაიკრა გულში. რაღაც ჩასწყდა გულში, მაინც იგრძნო დანაკარგი, მაგრამ ბავშვებთან არ გამოამჟღავნა, გაბრაზება და ჩხუბი მხოლოდ იმ მამისთვის არის დამახასიათებელი, ვისაც თავაზიანობა და ალერსი არ გამოსდის და მიაჩნია, გაბრაზებით რაიმეს შეასმენს ბავშვებსო, რადგანაც იცოდა, გაბრაზებას მხოლოდ წყენა მოჰქონდა, წყენა კი ხშირად ბავშვის გულში დიდხანს რჩებოდა და ცხოვრებისეულ იარას აყოლებდა.
დასცქეროდა სურათს, გვერდით კი ჩანაწერს კითხულობდა...
„დღე 1.. გლდანის N1 საპყრობილე“ - უყურებდა და სტკიოდა. ცრემლი აწვებოდა, მაგრამ შურისძიება გულშიც კი არ გაუვლია, თითქოს სჯეროდა, რომ ეს იყო მისი სასჯელი იმ წლების გამო, რაც თვითონ დააშავა.
როცა გიორგი სააბაზანოდან უკვე ჩაცმული გამოვიდა და ლომიას შეხედა, მაშინვე ქურთუკის ჯიბეში ჩაასრიალა ქაღალდი და თვალცრემლიანმა გაუღიმა ბიჭს. აათვალ-ჩაათვალიერა და გაშრა, არ ელოდა მის წინ, ასეთ სიმპათიურ ყმაწვილს თუ დაინახავდა, თოვლივით თეთრი კანით, რომელიც სულ შავი ჰქონდა ჭუჭყისგან. ახლა აღარც წვერი ჰქონდა, გრძელი თმაც მოკლედ შეეჭრა. უკვე ვეღარ იტყოდით მასზე, რომ ეს ის ბიჭი იყო, რომელიც ლომიამ ჩაისვა მანქანაში და წამოიყვანა. ლომიას პირი ჩამოუვარდა, გაოცდა და გაუკვირდა ასეთი ცვლილების შემხედვარე და ძლივს ამოღერღა.
-ვინ ხარ? - სრული სერიოზულობით დაიწყო, არც კი გაღიმებია რაც გიორგის რეაქციაზეც აისახა, შეშინდა, მაგრამ მალევე გაიღიმა საპასუხოდ.
-გიორგი, მშვილდაძე, გიორგის ძე! - გასწორდა და სამხედრო სალამით მიესალმა ლომიას.
-რა ნაშა დამდგარხარ ტოო... - თავისებური გაუშვა ლომიამ და მერე ისეთი გადაიხარხარა, ფანჯრებმა ზანზარი დაიწყეს, თავად კი ლამის სკამიდან გადმოვარდა. ძველებურად ფორმაში იყო, ამდენი ტკივილისა და სენტიმენტების შემდეგ, რამაც მთლიანად გამოაცალა ძალა. - მაპატიე.. - ხელოვნურად დამანჭა მიმიკები და შეუბღვირა. - მისმინე, აი ეს ფული გამომართვი და რაც გინდა შენთვის, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და რაც გსურს ის იყიდე, - რამდენიმე ას ლარიანი ჩაუთვალა ხელში. - ჰო და თუ სურვილი გექნება უკანაც დაბრუნდები, რადგან გულით გთავაზობ ამ ყველაფერს, საცხოვრებელ ადგილსაც, მაგრამ თუ უარს იტყვი ეს...
-ლომია... - უხერხულად შეიშმუშნა. - უკვე იმდენად დამეხმარე, ამას ვეღარ გამოგართმევ.
-გინდა გამაბრაზო? - კოპები შეკრა.
-არა, მაგრამ...
-მაშინ გამომართვი. მთელი ცხოვრება უაზროდ გავლიე, ამას ცოტა გვიან კი მივხვდი, მაგრამ მინდა ახლა რაიმე ღირებული გავაკეთო, მინდა ყველაფერი შევცვალო ჩემ ცხოვრებაში. მეც ხომ არ წამოგყვე?
-ა...ა...ჰ...ჰო. რასაკვირველია ძალიან დიდი მადლობელი ვარ შენი, ბოლო დროს ყველა ისე მაქცევდა ზურგს და ისე გამივლიდა ხოლმე, მეც კი მეპარებოდა ჩემს არსებობაში ეჭვი. საშინელი სამი წელი გავატარე სრულიად მარტომ, ქუჩა-ქუჩა... - უმძიმდა ლაპარაკი, ამის გახსენება, მაგრამ ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. - უბრალოდ, იმდენად.... იმდენად... დავკარგე იმედი... ამ ხალხის იმედი...
-არ გინდა. მოდი სხვა დროისთვის გადავდოთ, არსად გვეჩქარება და შენ ამბავს ყოველთვის მოვისმენ. მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიარო, მიმაჩნია რომ ამ ქვეყნად უბრალოდ არაფერი ხდება, შენ გაცნობამდე ჩემი წარსული მოვლენების ჯაჭვს რომ გადავავლოთ თვალი, ასევე შენსას, ის დანამდვილებით ვიცი, ყველაფერი იმიტომ მოხდა, ერთმანეთს შევხვედროდით და შევხვდით კიდეც. მე შენ გიპოვე, გადამარჩინე იმ საშინელი დეპრესიისგან, ან საერთოდაც სიკვდილისგან, რადგან სიცოცხლეს ჩემთვის ჩალის ფასიღა ჰქონდა.
-ერთმანეთი გადავარჩინეთ. - თქვა და გაიკრიჭა. ყვითელი კბილები ერთადერთი იყო, რაც წარსული ცხოვრებიდან გამოჰყვა, მაგრამ ხელს არ უშლიდა მის სიმპათიურად წარმოჩენაში.
-ჰო... ამიტომ რამდენი ხანიც გსურს დარჩი. მე გამიხარდება, შენი სახით ახალი და ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე. - ამ სიტყვებმა სასიამოვნოდ დაუარა გიორგის ტანში, ლომიაც გაოცებული იყო, ნუთუ ესენი მე წარმოვთქვიო, თბილად გაუღიმა მომღიმარ ბიჭს და მხარზე დაადო ხელი. მათ ერთმანეთის პიროვნებაში, მათთვის რაღაც იპოვეს, საოცრად ნაცნობი, რასაც ეჭიდებოდნენ და მიჰყვებოდნენ სრულ სინათლეში გასაშუქებლად.
-იცოდე ამას ათმაგად გადაგიხდი...
-ჰაჰა... ამაზე მერე იფიქრე. არ მინდა, რომ იფიქრო ჩემთან ვალში ხარ და ერთ დღეს ამ ვალს მოგთხოვ. არანაირად! თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. ახლა კი წამოდი, ერთად „ვიშოპინგოთ“. საღამოს კი აღვნიშნოთ! - თვალი ჩაუკრა ახლად გაჩენილ მეგობარს და გრძნობდა ეს თავისებურად იმ მეგობრობის დასაწყისი იქნებოდა, რომელიც არასდროს იკარგება.
რამდენიმესაათიანი ხეტიალის შემდეგ, შესანიშნავად გამოაწყო გიორგი ლომიამ, მასაც მოსწონდა ეს ყოველივე, მის თვალებზე ცრემლს კი არ აქცევდა ყურადღებას. ადამიანის თბილად მოპყრობის გამო ჩამოღვენთილ ცრემლს, ბედნიერების ცრემლს, რომელსაც უაზროდ აღარ მიიჩნევდა. ესმერალდას ნახვის შემდეგ მას გაუჩნდა აზრი, მისი ძებნა, რომელიც ბედის თანამგზავრად გახდომია, როგორც გმირს თავისი გზის პოვნა ჰქცევია ბედისწერად. ჩაუარეს მაღაზიებს, ღიმილით ჩაუქროლეს წყვილს, ერთმანეთს რომ შესციცინებდნენ. თავისუფლებაზე, მეტროსთან მდგარ ბიჭს, გიტარას რომ უკრავდა ხურდები ჩაუყარეს, ლომია გვერდით მოუჯდა, ჯერ მხოლოდ უსმენდა, გიო შორიდან მორიდებულად უყურებდა, მაგრამ ლომიას დაჟინებული მზერით ისიც მათ შეუერთდა. გიორგიმ ცეკვა დაიწყო, ლომიამ სიმღერა და ამ უბრალოებაში ჩანდა მათი გრძნობები, იმ ცხოვრების ღირებულებას ხედავდა, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდა და გულში სიამოვნების ნაპერწკალმა გაუღვივა ცეცხლი. ცეცხლი ადიდებულმა ქარმა კიდევ უფრო ააბრდღვიალა. შიგნიდან გახურდა ლომია. მისი ყველა ბგერა, რასაც რიტმში აჯენდა ისე სასიამოვნოდ იღვრებოდა, რომ გამვლელები ღიმილით ათვალიერებდნენ, არც ლომია რჩებოდა ვალში. გოგონებს თვალს არ აშორებდა და შემოხედვისთანავე თვალს უკრავდა მოხერხებულად. ლომიას შარმის წინაშე ყველა გოგო უძლური იყო და მორიდებულად წითლდებოდნენ.
საღამოვდებოდა, წინ დაგდებულ, შავი გიტარის ბუდეზე ხურდები გაცილებით მეტი ეყარა, ვიდრე მაშინ, ცალკე რომ უკრავდა უცნობი. ბოლოს დაიღალნენ, გაეცნენ ლაზარეს და გამოემშვიდობნენ. სასიამოვნო ყმაწვილი აღმოჩნდა, მაგრამ მასაც თან ვერ წაიყვანდნენ. მხოლოდ იმედოვნებდნენ, ერთმანეთს კიდევ შეხვდებოდნენ და ტკბილად გაიხსენებდნენ ამ მოგონებას.
უკვე სახლთან იყვნენ, ლომიას ტელეფონი რომ აუწკრიალდა. პარკები გიორგის მიაჩეჩა, შენებია გამომართვიო და თვითონ ყურმილი აიღო.
-ჰო... გისმენთ.
-ბიჯო, ლაშა ვარ..
-ჰო ლაშა, რა შეშინებული ხმა გაქვს. - ამასობაში გიომ რაღაც ანიშნა, მაღაზიისკენ გააპარა თვალი და დაშორდა. მალე დავბრუნდებიო, ლომიამ კი საუბარი განაგრძო და კიბეებზე ასვლა დაიწყო.
-მომისმინე ტო... არ ვიჩალიჩოთ რამე? იმ საქმესთან დაკავშირებით. მთელი დღეა ვცდილობ შენთან დაკავშირებას და არ გამომდის, სად ხარ ?
-საყიდლებზე ვიყავი, ალბათ არ მესმოდა. - მთლად სიმართლეც არ უთქვამს, მაგრამ არც მოუტყუებია ძმაკაცი. - რა საქმეზე?
-ხელები მექავება რა... ეს ორი დღეა საშინლად ვარ. იმ ახვარმა დაბრიდა ბიჭო ჩვენი დიტო, დღეს მე ზურა და თედო ვაპირებთ მასთან შეხვედრას, მაგრამ შენ გარეშე ვერ შევხვდებოდით და აჰა, გირეკავ.
-დაანებეთ თავი! - მკაცრი გაუხდა ხმა.
-მომესმა ? - ირონიულად ჩაიცინა ყურმილში ლაშამ. - შე სი*ო ძმაკაცი მოგვიკლა და შენ ამბობ თავი დავანებოთ? ტყემალზე ზიხარ თუ ბალზე არ მესმის.
-არ მოგესმა ლაშა. ყველაფერს აქვს საზღვარი. აღარ შემიძლია ისე ცხოვრება როგორც ვცხოვრობდი, გამიგე რა.. არ მინდა მასზე შურისძიება, არ მინდა რამე დავუშავო, არც ვიცი რა მოხდა, მაგრამ ციხიდან რომ სრულიად შეცვლილი გამოვიდა ნამდვილად ვიცი. ჩემი ბრალია დიტოს სიკვდილი, ჩემ კისერზეა რომ ცოცხალი აღარ არის და მას ნუ ადანაშაულებ ამ საქმეში. თუ რამე გინდა, ჩემთან მოდით, ჩემთან მოდით და მე მომკალით, ამ ტანჯვისგან მაინც ვიხსნი თავს.
-შენ არ გადანაშაულებთ....
-სამაგიეროდ მე ვიდანაშაულებ თავს! - დაიღრიალა და ექოდ გაისმა მისი ხმა სადარბაზოში. - მე ვერ შევაჩერე, გესმის? მე ვერ გავაჩერე და მარტო წავიდა მასთან, არ შევარჩენ ამ დღეში რომ ჩაგაგდოო. ნეტავ იცოდე, რას ვგრძნობ ახლა. გული ამომიღეს და ნაწილ-ნაწილ დამიჭრეს, მისი ნაფლეთები ცემს მხოლოდ ჩემ შიგნით, ან გულის ნაწილი, ძლივს რომ ღაფავს სულს და დღე-დღეზე გაჩერდება ამდენი ნერვიულობისგან. არა, არ შემიძლია... გთხოვ, არ მინდა თქვენც გაერიოთ ამ საქმეში. უბრალოდ დაანებეთ თავი, საკმარისია ამდენი სისხლის ღვრა, საკმარისია ამდენი ზიზღი და სიძულვილი. აღარ მინდა, არა!
-შენ სულ გამო***ევდი ჰო? შიგ ხომ არ გაქვს ბიჭო? - უკვე განრისხებულიყო ლაშა.
-თქვენი დაკარგვაც არ მინდა... - ძლივს ჩაილაპარაკა.
-არ დაგვკარგავ. ის ახვარი მოკვდება!
-ამას თუ გააკეთებ, მე გავწყვეტ თქვენთან კავშირს. არასდროს გაპატიებთ... - ყურმილი გათიშა და გვერდით მიიხედა, სადაც პარკებმომარჯვებული გიორგი დაინახა, რომელმაც ყველაფერი გაიგო.
***
-ძალიან მინდა, იმ შენი ამოუცნობი გოგონას პოვნაში დაგეხმარო. - კარგად შეზარხოშებულიყვნენ და დამთვრალიყვნენ, როცა სადღეგრძელოების ნაცვლად, იმ საღამოს, პირველად ჩამოაგდო სიტყვა ესმერალდაზე.
-არ ღირს. ჩემ აჩრდილად იქცა იმ დღიდან რაც ბოლოჯერ ვნახე, საავადმყოფოში. ის მხოლოდ მე გამაწამებს, არ მინდა ამაში შენც ჩაგრიო, მით უფრო, რომ არამგონია რამე გამოგვივიდეს.
-გამოვა! ხომ იცი ცალი თვალი კარგად ხედავს, მაგრამ ორი უკეთესად. - თვალი ჩაუკრა ლომიას და არყის ბოთლს დაავლო ხელი დასასხმელად.
-რა შეგვიძლია? - სინანულით იკითხა ლომიამ და პასუხს არც ელოდებოდა. ეს უფრო რიტორიკული კითხვა იყო, მისთვისვე, სისუსტის დასამტკიცებლად, უნებისყოფობის და ურწმუნობის გასამჟღავნებლად, მაგრამ ეს კითხვა სტკენდა ზუსტად.
-მისი სახე ხომ გახსოვს? - ეჭვით ჩაეკითხა.
-ვერაფერი დამავიწყებს.
-ალბათ აქამდეც უნდა მეთქვა შენთვის, მაგრამ არ გამხსენებია, ამის დრო არ იყო, თუმცა სჯობს გვიან... ხატვა ვიცი. ვერ დავიკვეხნი შესანიშნავად ვხატავ-მეთქი, მაგრამ რაღაც გამომდის რა. უბრალოდ, შეგვიძლია მისი პორტრეტი დავხატოთ, ეს კი ან ყველგან გავაკრათ, ქუჩებში, იქ სადაც მეტი ხალხია, იქნებ იცნონ კიდეც. ან პოლიციაში...
-არა, პოლიციაში არა! - იუარა და თვალები ბედნიერებისგან აენთო, რომ მისი საბედოს ძებნაში კიდევ ერთი ნაბიჯი წადგა წინ. - ახლა კიდევ უფრო მჯერა ბედისწერის... - თვალები გაუბრწყინდა. - მჯერა ღმერთის. მას ჩემი მიტოვება არც უფიქრია და შანსი მომცა, შენი სახით კიდევ მიმაახლოვა მიზანს, რომლისთვისაც დიდ მადლობას გიხდი მეგობარო.
-რა სამადლობელოა. - გაუხარდა გიორგის და ჭიქა შეავსო. - მოდი შენ ესმერალდას გაუმარჯოს, გოგოს რომლის სახელიც არ იცი. სიყვარულსაც გაუმარჯოს, ერთი ნახვით სიყვარულს, როცა ხედავ შენ რჩეულს და მაშინვე გრძნობ უსაზღვრო აფეთქებას გულში, საიდანაც ათასად და ათიათასად გადმოიფრქვევა სიყვარულის მცირე, მაგრამ ღირებული და ყოვლისშემძლე ნაპერწკლები, მთელ სხეულს რომ ახურებს და ავარვარებს. მთავარი, ჩემო ძმაო, ზომა კი არა, შიგთავსია ყოველთვის. - თქვა და მაშინვე გადაკრა.
-გაიხარე.... მე დავთვერი უკვე, დღეს არ გამოვა. სუფთა ჰაერზე მინდა გავიარო. მარტომ. - გიორგი მეორე საძინებელში დააბინავა, რომელიც ამ სახლის შეძენის დღიდან ცარიელი იყო, მხოლოდ თაროები განელაგებინა წიგნებიანად. წიგნებს გადაავლო თვალი გიორგიმ და დასძინა მდიდარი კაცი ხარო. გაუშლელად მიწვა საწოლზე და მალევე დაიძინა.
***
ბანცალით მიუყვებოდა ქუჩებს ლომია. ტკბებოდა მათი საოცარი სიჩუმით, დროდადრო რომ გაიელვებდა ყოველგვარი ხმაურის გარეშე და შემდეგ ისევ მიწყდებოდა უსასრულობაში ჩანთქმული. დიდი ნაბიჯებით მიუყვებოდა ნაცნობ ქუჩებს და თვალს აქეთ-იქით აცეცებდა. გიორგის უთხრა სუფთა ჰაერზე გავალო, მაგრამ გულის სიღრმეში იცოდა რისთვის გადიოდა, იცოდა, რაღაც უბიძგებდა და ვიღაც ეძახდა. მის საქციელს ვერ ახსნიდა, მაგრამ თავს არ უტყდებოდა, რისთვისაც გამოვიდა ამ შუა ღამით.
ყველაფერზე ერთად დაიწყო ფიქრი. მარტოობაში ყოველთვის ფიქრი ეძალებოდა და თან მაღაზიებს, კაფეებსა და რესტორნებში იჭყიტებოდა. მისი გული ვერ თმობდა, ვერ იკავებდა იმ მონატრებას, რომელიც თან სდევდა. სიტყვები არ ჰყოფნიდა, ღიმილს ვერ ბედავდა, არ უნდოდა გაეღიმა, რადგან ამის უფლება არ ჰქონდა მის გარეშე.
„ხატვა ვიცი“ - უკვე მომავალი გეგმები დააწყო, როგორ იპოვიდნენ ესმერალდას. გონებაში ისიც კი წარმოიდგინა პოვნისთანავე ბოდა და ჩაეხუტებოდა ლომიას, კისერზე მოხვევდა ხელებს და ყურში ჩასჩურჩულებდა სანატრელ სიტყვებს.. „მომენატრე“. რა თქმა უნდა, ლომიაც ამითვე უპასუხებდა, ხელში აიტაცებდა და ტუჩებში აკოცებდა, ნაზად, ისე რომ ესიამოვნებინა, დაეტკბო, გაეგიჟებინა გოგო. ისე, რომ სიტყვები პირდაპირ მუცელში ჩაჰფრენოდნენ, ხმის ამოუღებლად, ისე რომ პეპლებს ეფარფატათ სხეულში. მწარე იყო ცხოვრება მის გარეშე, მისი ღიმილი აკლდა და ამას ხვდებოდა.
-მის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ აქვს... არა! - ჩაილაპარაკა თავისთვის და გარშემო მოავლო თვალი, ხომ არავინ მისმენსო. არ სურდა ვინმეს გიჟი ჰგონებოდა, საბედნიეროდ არავინ იყო. მხოლოდ ის მიდიოდა ეულად და თავს აქნევდა, ვერ იტანდა თავის წარსულს, ვერ იტანდა ვერაფერს, რასაც უყურებდა. ყველაფერი შავ-თეთრი ეჩვენებოდა, ფერები დაკარგა მისმა სამყარომ, ფერები რაც მის ერთ ღიმილს შეეძლო დაებრუნებინა.
„ნეტავ სად არის? ნეტავ თუ ფიქრობს ჩემზე? ვახსოვარ? ან რა მოხდა იმ წყეულ ღამეს, რომ არაფერი არ მახსოვს? მე გამიკეთა ეს! უფალო... ღმერთო... ვიცი გესმის ჩემი. განსაკუთრებული რწმენით, რომ არ გამოვირჩეოდი ესეც ვიცი, უბრალოდ არ მჯეროდა იმ სასწაულების, რასაც ხალხი შენ მოგაწერდა. ზედმეტად ამაყებს შენ მიაჩნდი ღმერთად, ჩემნაირებიც მოდიოდნენ ეკლესიაში, ყოველთვის იმას ვფიქრობდი, ხალხი მხოლოდ ისევ სხვის დასანახად მიდის ეკლესიაში და არა სალოცავად-მეთქი. თუ ვცდებოდი დიდ ბოდიშს მოგიხდი, მაპატიე. მე არც ერთხელ ვყოფილვარ, არ მჯეროდა, რომ ასეთი გულმოწყალე იყავი უფალო, მაგრამ ახლა მინდა დავიჯერო ეს. მინდა მთელი გულით ვირწმუნო შენი... შენთან მოვალ, აღსარებას ჩავაბარებ, ვილოცებ, ვიმარხულებ.. ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ჩემი ესმერალდა დამიბრუნე... ნუ მაწვალებ ღმერთო... ხედავ როგორი უბედური ვარ?“ - ფიქრობდა ლომია.
მისი ნახვის შანსი ძალიან მცირე იყო, გრძნობდა არც ღმერთი იყო მისი დახმარების თხოვნით გახარებული, იცოდა არ დაეხმარებოდა და თავჩაღუნულმა გზა განაგრძო. ამხელა ქვეყანაში, ამხელა ქალაქში, დარწმუნებული იყო ვერასდროს იპოვიდა თავის გოგოს, რომლისთვისაც სიცოცხლის დამთმობიც იყო.
უცებ გაშეშდა.... ინსტიქტურად რაღაცამ უკარნახა მაღაზიის ფანჯარაში შეეჭყიტა, საიდანაც კაცის ბუბუნა ხმა მოისმოდა. და მართლაც, რა პატარაა თბილისი. რა პატარაა მისი ყოველი კუთხე, ის იყო... ლომიას ადევნებული აჩრდილი. ერთი გამჭვირვალე შუშა ჰყოფდა მას და ესმერალდას. სევდიანი იყო და ფეხსაცმელებს ათვალიერებდა თვალებით, გრძნობდა როგორ აეწვა მუცელი ლომიას. მის თვალებში მთელი სამყარო ჩანდა, მთელი მისი სამყარო, იგრძნო დღეები, რომლებიც არ იყო მისთვის მარტივი. ადგილიდან ვერ იძროდა ლომია, გაშეშდა, ხმასაც ვერ იღებდა. მამაკაცის ბუბუნი ცოტა შორიდან ისმოდა, მოლარე გოგონას ესაუბრებოდა და ფეხსაცმელს აჩვენებდა. ნოსტალგია მოაწვა, იგრძნო, როგორ დაეხვა თავბრუ, ნაბიჯის წინ წადგმა უნდოდა, მაგრამ რაღაც აკავებდა. შიში აკავებდა, თუმცა ვერ გაეგო ეს შიში რასთან დაკავშირებით ჰქონდა. სირცხვილი... ეს კიდევ უფრო ნორმალური იყო მის მდგომარეობაში. ბოლოდაბოლოს ხომ გაიხსენა ვინც იყო, რაც გაუკეთა, როგორ უნდა მისულიყო მასთან და რაიმე ეთქვა? ან რა უნდა ეთქვა?
მისთვის უცნაურად დატრიალებულმა შემდეგმა მოვლენებმა ბრაზი მოურია და მთლიანად გამოიყვანა მდგომარეობიდან. შავ კოსტუმში ჩაცმული მამაკაცი ესმერალდასთან მივიდა. შემოატრიალა და მაგრად მოხვია ხელები, მჭიდროდ ეჭირა. ფეხებში მიწა გამოეცალა ლომიას. გული ეტკინა, მუცელი უფრო მაგრად აეწვა და მასში მომძლავრებული სიძულვილი ამოხეთქვას აპირებდა. ბიჭმა თავი დახარა, მისკენ დახარა, ტუჩები უფრო ახლოს მიუტანა ტუჩებთან, ცოტაც და აკოცებდა, შეეხებოდა ესმერალდას ბაგეებს, რამაც სრულიად მოუღო ბოლო. გოგონას თვალები ისევ სევდიანი იყო, ცრემლები წამოსცვივდა, თავი გვერდზე გაატრიალა და უეცრად, რამდენიმე წამით ესმერალდასა და ლომიას თვალები შეხვდნენ ერთმანეთს.
ლომია გაცეცხლებულიყო, მისი მტანჯველი თვალები ერთს ლამობდა, უსუსური გოგონა, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა დაეცვა, გულში ჩაეკრა და არ მოშორებოდა. ჯერ ყოყმანობდა, ესეც ხომ არ მეჩვენება, ხომ არ გავგიჟდიო, მაგრამ როცა მის თვალებში ნაცნობი ვნება ამოიკითხა, ის გამოხედვა რომ დაინახა, რაც ყველაზე მეტად უყვარდა, ადგილს მოსწყდა და მაღაზიის კარი უხეშად შეაღო.
ესმერალდასთან მდგარმა ბიჭმა ხმაურზე ლომიას შეხედა, ისიც მის თვალებს წააწყდა, რომელიც ჯოჯოხეთის ცეცხლში ამოვლებულს ჰგავდა.

-*-*-*-*-*-
მიყვარხართ მე თქვენ... ასე საოცრად რომ მათბობთ კომენტარებით...
ამიტომ აქ წერასაც არ შევწყვეტ ^^ აბა, გისმენთ <3
ემილი თქვი ყველაფერი, ნუ მოგერიდება :დ მიყვარხარ!



№1  offline წევრი EmyLee

აჰ.. ერკე.. ბოლოში იმხელა ტკივილი ვიგრძენი :( იმედია დაიცავს ამ უაზრო ურთიერთობისგან ესმერალდას. დადე მალეე :დდ დაღლილობის მიუხედავად მაინც ღირდა კითხვა.. საოცრად ნიჭიერი ხარ.. სიყვარულით ემილი..
--------------------
Rain Of Native Girl

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

უჰ ლომია,ეჰ ლომია...ეს ბიჭი თუ ასე შეიცვლებოდა არ მეგონა.გამტყდარა კაცი.შენ კი რა გითხრა,კარგი რომ ხარ იცი,კარგად რომ წერ ისიც.წარმატებები ჩემო ძმაო♥

 


რა კაი.იღო მალე დადე თუ მეზობლებლმა ისევ ტვინი არ გაგიბურღეს :დდდ და პმ ნახე რა (((

 


№4  offline მოდერი chica sol

ერკეე როდუს დაამთავრებ? წაკუთხვა მინდა მე და დასასრულს ველოდებიი:(

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee
აჰ.. ერკე.. ბოლოში იმხელა ტკივილი ვიგრძენი :( იმედია დაიცავს ამ უაზრო ურთიერთობისგან ესმერალდას. დადე მალეე :დდ დაღლილობის მიუხედავად მაინც ღირდა კითხვა.. საოცრად ნიჭიერი ხარ.. სიყვარულით ემილი..

ჩემი ემილი <3 <3
იმედი მაქვს... განვითარება შემდეგ თავში იქნება და დაელოდეთ შემდეეეგს ^_^
ლორელაი
უჰ ლომია,ეჰ ლომია...ეს ბიჭი თუ ასე შეიცვლებოდა არ მეგონა.გამტყდარა კაცი.შენ კი რა გითხრა,კარგი რომ ხარ იცი,კარგად რომ წერ ისიც.წარმატებები ჩემო ძმაო♥

ჰოდა წინასწარ რომ გამილანძღეთ არ მომეწონა :დდდდ <3 მადლობა დიდი <3 <3
წკაპუნა მატატა
რა კაი.იღო მალე დადე თუ მეზობლებლმა ისევ ტვინი არ გაგიბურღეს :დდდ და პმ ნახე რა (((

არა :დდ გაჩერდნენ :დ
მარიამ ზაქარაშვილი
ერკეე როდუს დაამთავრებ? წაკუთხვა მინდა მე და დასასრულს ველოდებიი:(

ალბათ ორი თავიღა დარჩა. ორ თავში სავარაუდოდ დავამთავრებ <3 <3 love მადლობა, რომ გსურს წაკითხვა ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6 სტუმარი black

Ooo dido erkiniooo:D(ase ro gedzaxi xoar brazdebi?):D:D raaa?Ra ori Ravi ase malee:/nwnww es lomivit lomia Ra kacia?!!sgsg dzma male pertxe axali Raviwink

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

არ ველოდი მოვლენების ასე განვითარებას...გიორგი ვინ ყოფილა...ლომოა როგორ გამოცვლილა...სულ სხვა ადამიანია....

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

აი ეს ის შემთხვევა როდესაც ყველა სიტყვა უძლურია შენს წინაშე... შენ ამ თავით უკვე ყველაფერი თქვი... რა არის? რა მელოდება წიინ?

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Ooo dido erkiniooo:D(ase ro gedzaxi xoar brazdebi?):D:D raaa?Ra ori Ravi ase malee:/nwnww es lomivit lomia Ra kacia?!!sgsg dzma male pertxe axali Raviwink

არ ვბრაზდები ბლექინიო :დდდ ვფერთხე უკვე და ნახე :D :D
უნდა ვწერო
არ ველოდი მოვლენების ასე განვითარებას...გიორგი ვინ ყოფილა...ლომოა როგორ გამოცვლილა...სულ სხვა ადამიანია....

გიორგია ბედისწერა ^_^ ჰიჰ.. ძალიან კარგია მოულოდნელი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. რომ არ ელოდი :P
terooo
აი ეს ის შემთხვევა როდესაც ყველა სიტყვა უძლურია შენს წინაშე... შენ ამ თავით უკვე ყველაფერი თქვი... რა არის? რა მელოდება წიინ?

:OOO ეს რას კითხულობს ჩემი თვალები. ტეროც დამუნჯდა და სიტყვას ვერ ამბობს? აიფ რა მაგარია ^_^
ბევრი რამ გელოდება წინ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ერკე
black
Ooo dido erkiniooo:D(ase ro gedzaxi xoar brazdebi?):D:D raaa?Ra ori Ravi ase malee:/nwnww es lomivit lomia Ra kacia?!!sgsg dzma male pertxe axali Raviwink

არ ვბრაზდები ბლექინიო :დდდ ვფერთხე უკვე და ნახე :D :D
უნდა ვწერო
არ ველოდი მოვლენების ასე განვითარებას...გიორგი ვინ ყოფილა...ლომოა როგორ გამოცვლილა...სულ სხვა ადამიანია....

გიორგია ბედისწერა ^_^ ჰიჰ.. ძალიან კარგია მოულოდნელი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. რომ არ ელოდი :P
terooo
აი ეს ის შემთხვევა როდესაც ყველა სიტყვა უძლურია შენს წინაშე... შენ ამ თავით უკვე ყველაფერი თქვი... რა არის? რა მელოდება წიინ?

:OOO ეს რას კითხულობს ჩემი თვალები. ტეროც დამუნჯდა და სიტყვას ვერ ამბობს? აიფ რა მაგარია ^_^
ბევრი რამ გელოდება წინ <3

უკვე სასწაული ვნახე. შენი პატარა სასწაული

 


№11  offline ახალბედა მწერალი ერკე

terooo
ერკე
black
Ooo dido erkiniooo:D(ase ro gedzaxi xoar brazdebi?):D:D raaa?Ra ori Ravi ase malee:/nwnww es lomivit lomia Ra kacia?!!sgsg dzma male pertxe axali Raviwink

არ ვბრაზდები ბლექინიო :დდდ ვფერთხე უკვე და ნახე :D :D
უნდა ვწერო
არ ველოდი მოვლენების ასე განვითარებას...გიორგი ვინ ყოფილა...ლომოა როგორ გამოცვლილა...სულ სხვა ადამიანია....

გიორგია ბედისწერა ^_^ ჰიჰ.. ძალიან კარგია მოულოდნელი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. რომ არ ელოდი :P
terooo
აი ეს ის შემთხვევა როდესაც ყველა სიტყვა უძლურია შენს წინაშე... შენ ამ თავით უკვე ყველაფერი თქვი... რა არის? რა მელოდება წიინ?

:OOO ეს რას კითხულობს ჩემი თვალები. ტეროც დამუნჯდა და სიტყვას ვერ ამბობს? აიფ რა მაგარია ^_^
ბევრი რამ გელოდება წინ <3

უკვე სასწაული ვნახე. შენი პატარა სასწაული

love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent