შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის აივნის შეხვედრა, ანუ რაც გინახავს კიდევ ნახავ! (თავი 11)


26-12-2015, 21:34
ავტორი მანდარინკა
ნანახია 2 907

ფართოდ გახელილი თვალებით ჩემს გვერდით მწოლიარე ნაცნობ სხეულს მივშტერებივარ. მიუხედავათ სიხარულისა ტვინი უზომო სევდით მეფარება როდესაც მამაკაცის წყნარ სახეს გავყურებ. მანამდე, სანამ კარგად გავიცნობდი ამ ადამიანს წარმოდგენაც კი არ მქონდა როგორი იყო სიამდვილეში, არ ვიცოდი თუ რამდენი ტკივილის გადატანა მოუწია. არ ვიდოცი რომ ჩემნაირი იყო... გაწვალებული, დაღლილი და გამოფიტული.

ალბათ დღესაც ეს მაშინებს. სიცარიელე ჩემში და მასში, მიუხედავათ იმისა რომ ერთმანეთს გულით და სულით ვავსებთ. თუმცა ახლაც ვერ გავრკვეულვარ ბოლომდე.
ნუთუ ასე ძალიან მომეჩვია სიმარტოვე რომ ჩემი გაშვებაც აღარ უნდა?
ვერ გავრკვეულვარ რატომ ექცეოდა ცუდათ მამამისი? ნუთუ ამდნეად ეზიზღებოდა? მაშინ თუ ასეა თავისთან რატომ წამოიყვანა?
არ მესმის...

-დილამშვიდობისა._თვალებგახელილ მამაკაც ნაღვლიანი ღიმილით გავყურებ მაგრამ მაინც ვცდილობ რომ სევდა არ დავანახო. მოუხედავთ ამისა, მასაც ისეთივე ნაღველი აწუხებს როგორც მე.
-დილამსვიდობისა მო. როგორ გეძინა?
-შესანიშნავად.
-ნეტა თუ გაიღვიძეს ჩვენებმა?
-ჯერ მხოლოდ რვა საათია, თან რო გაეღვიძათ ტვინი აგვიფეთქდებიდა ხმაურისგან._არადა გოგოებს თუ სძინავთ და მე ზედმეტად ამოვიღე ხმა ჩათვალე რომ მკვდარი ვარ. მაგრამ ამილახვარის ძილი ვის აინტერესებს, იხმაურე რამდენიც გინდა...
-ესეიგი თავისუფალი დრო გვაქვს არა?_ტატოს ჭინკებით მოციმციმე თვალები ღიმილს მანიჭებენ. გამჭრიახი მეორე მე მაშინვე ხვდება „თავისუფალი დროის“ ნამდვილ განმარტებას ამიტომ მორჩილად უქნევს თავს მამაკაცის ცბიერ გამომეტყველებას. არჯევანიძე კი ამ დროს, მოულოდლელად მასობს თითებს წელზე, ისე რომ ცოტა ხანში მის გულს ვეკრობი ჯერ კიდევ მოშიშვლებული მკერდით.

-იმედია ეხლა მაინც არ გეძინება._დაცინვით კი ამბობს მაგრამ მისი სიტყვები მაინც მაკისკისებენ. უარის ნიშნად თავს ვუქნევ, თან ვცდილობ როგორმე გავთავისუფლდე მისი მძიმე ტორებისგან. უარესად მიჭერს. -წყალი ხომ არ გადაგვევლო?

„რატომაც არა?“

მართლაც, რატომაც არა? მითუმეტეს წყალი სტრესს ხსნის. როგორც კი მტკიცე გადაწყვეტილებას ვიღებ აციმციმებული სახით ვუღიმი ტატოს თან ლოგინიდან წამომდგარი მის ხელს ძლიერად ვეჭიდები რომ ოთახიდან გავიყვანო. ისიც მორჩილად მომყვება.

მაგრამ სანამ ოთახს დავტოვებდეთ, წყნარ კორიდორს გულმოდგინედ ვზვერავ. დარწმუნებული ვარ ყველა მიხვდა ჩემი და ტატოს ურთიერთობის შესახებ მაგრამ, მაინც უცნაური იქნება ასეთ სიტუაციში თუ დაგვინახავენ.

-მოვედით ბატონო არჯევანიძევ._განიერ აბაზანაში შესული კარებს მჭიდროდ ვხურავ, მერე კი ჩემს წინ მდგარი მამაკაცის დაძარღვულ კისერს ნაზად ვხვევ წვრილ ხელებს.
-და იცი თუ არა, რომ ძალიან მინდიხართ ჩემო ქალბატონო?

„ოჰო! ნუთუ დღეს მე გადმომცა ‘უფროსის’ ტიტული ?“

-ვიცი ბატონო ტატო._ამაყი გამომეტყველება მედება სახეზე, სანამ ვაჟბატონი არჟევანიძის ოდნავ დაჭორფლილი წითელი ტუჩები ღიმილში ირხევიან.

-მაგიჟებ მო._ჯერ კიდევ გაუნძრევლად გამომყურებს ოდნავ მოჭუტული თვალებით, თან ტუჩების ლოკვით მოშვებულ წვერზე ხელს ისმევს. ვატყობ როგორ დახტიან მოციმციმე ჭინკები მის მზერაში.
რამდენიმე წამის წინანდელი ამაყი მარგო თვალის დახამხამებაში გაქრა ერთადერთ მწველი მზერის გამო. მხოლოდ ახლა ვიაზრებ რომ საცვლების მეტი არაფერი არ მაცვია. თუმცა ალბათ ერთადერთი პოზიტიური ფაქტი ისაა, რომ გრძელი ნახშირივით შავი თმა უნაკლოდ მიფარავს სიშისვლეს წელამდე.

ნუთუ ადრეც ასეთი ვიყავი? არჯევანიძის ერთადერთი გამოხედვა და უკვე ჭკუა მაქვს დაკარგული. ოდნავი მორცხვობაც შემომეჩვია მასთან ყოფნისას.

-მარგო..._გული ისევ გიჟს გავს, როდესაც ბოხი ხმა ყურზე მეცემა, სულ ახლოს. ცივი თითების შეხება ყელზე მისრიალებს, ლავიწის ძვლის გავლით, სანამ თმებს არ ედება. ნაზი მოძრაობით მაშორებს კულულებს მკერიდან და ზურგს უკან ყრის. სიმხურვალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ სახე ისევ გამიწითლდა. -მო, არ მინდა რომ ჩემი გრცხვენოდეს. რით ვეღარ მიხვდი ამდენ ხანს რომ მე შენი ვარ, შენ ჩემი ფისო.

„მე შენი ვარ, შენ ჩემი...“_უაზროდ იმეორებს ერთიდაიგივეს შინაგანი ამილახვარი. სიმოვნებისგან ჟრუანტელი მაკითხავს.

მორიგი შეხებით ტალღოვანი თმების მეორე ნაწილიც შორდება მკერდს და ამჯერად უკვე სრულიად შიშველი ვდგავარ არჯევანიძის წინაშე.
ცხელი წყლის ორთქლი ოთახს თანდათან ხუთავს.
მოშორებით მდგარი ტატო ხელის ერთი მოქნევით გრაციოზულად იძრობს მაისურს გამოყვანილი ტანიდან, მე კი დაჰიპნოზებულივით მიწევს ყურება. მადიან თეძოებზე ჩამოკიდებული სპორტული შარვალიც მალე იატაკზე ეფინება. ისევ წითელი ლოყები და აგუგუნებული გული...

„პატარა ბავშვი ხო არ ვარ?! დაწყნარდი მარგო! მითუმეტეს პირველად არ ხდება ეს ყველაფერი..“

საკუთარი თავის ბრძანების მიუხედავათ თვალებს მაინც ვხრი როდესაც ტრუსისკენ მიაცურებს თითებს.
თბილ შეხებას ამჯერად ჩემს კანზე ვგრძნობ. დაწეული თვალებით ვხედავ როგორ მისრიალებენ დაძარღვული ხელები თეძოებისკენ, თუმცა სანამ მაქმანებიან საცვალს მომაშორებდეს ტატო, ნიკაპის ნაზი გამოკვრით თვალებს ზემოთ მაწევინებს და შუბლზე კოცნით მორიგ „ბრძანებას“ მაძლევს ვაჟბატონი.

-ნუ ხრი თავს. მე მიყურე.
ჰოდა მეც არ ვაშორებ მის თვალებს მზერას, მაგრამ როდესაც ყელში კოცნა და გულზე მოთამაშე ტუჩები კისრის უკან გადახრას მაიძულებენ, ქუთუთოებს უნებურად ვხუჭავ. ტუჩები მოულოდნელად მენჯის ძვალზე მკბენენ. ოდნავი ღიტინისგან კისკისი მწყდება, რაც მუხლებზე მდგარ ტატოს მეტად ახალისებს.

-ჩემი ცელქი და მოუსვენარი მარგო._ღიმილით კიდევ ერთხელ მაკრავს კბილებს კანზე, მერე კი, ვგრძნობ როგორ მიცურავს ქვედა საცვლის რბილი მატერია ფეხებზე, სანამ იატაკს არ ეცემა.
-მე მიყურე მო._ისევ ჩემს მოპირდაპირედ დგება და უკან გადაწეულ ყელზე ცხელი ტუჩების ანაბეჭდს ტოვებს.

„რატო მექცევა ასე ჰა? უნდა რო გული წამივიდეს?“

ძალაგამოცლილ თვალებს ძლივს ძლივობით ვუსწორებ მის გამჭოლ მზერას. ტატოს ეთი შეხებისგან ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ყველაფერი პირველად ხდება ჩვენს შორის.
თბილი წყლის ქვეშ დამდგრები ღიმილით ვუყურებთ ერთმანეთს, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ვერც ერთს ვერ გაგვიგია საკუთარი გაკრეჭილი სახეების მიზეზი. სულ მალე განიერ აბაზანას ჩემი ხითხითი და არჯევანიძის ბოხი ხარხარი ავსებს.
რის გამო ვიცინით ან რა გვაცინებს ნეტა, რას გაიგებს კაცი.

-მო იცი როგორ მიყვარხარ?_გაღიმებული ტატოს სახე ნელ ნელა სერიოზულდება თუმცა თვალებში ისევ მხიარული ჭინკები დახტიან. გული მიჩერდება, ტანი ერთიანად იცლება ყველანაირი გრძნობისგან და თითქოს პარალიზებური პეპელასავით ვიხლართები შხამიანი ობობის კლანჭებში.
ღიმილიც ერთიანად მაშრება სახეზე, ძალიან დიდი ხნის წინათ მოსმენილი სიტყვის გაგებისას. ვერ ვხვდები როგორი რეაქცია უნდა მქონდეს, მიხაროდეს თუ მეშინოდეს.
ბოლოსდაბოლოს ლილე და გოგოები მართლები არიან, არაა აუცილებელი რომ მეც ჩემი მშობლებივით ჩამიშხამდეს ცხოვრება. მითუმეტეს ტატოსაც ამდენი ტკივილი აქვს გამოვლილი, თანაც ამდენად ვგავართ ერთმანეთს.

-ტატო მე...მე...

სიტყვები აღარ დამრჩა. მამაკაცისკენ ახლოს ვიწევ და მთელი გულით, სულით, არსებით ვეხუტები განიერ მხრებს. ადრენალინის ტალღა, ენერგიასაც წამში მმატებს ამიტომ ძლიერად შემოხვეულ ხელებს კიდევ უფრო მჭიდროდ ვასობ კანში. დახუჭულ თვალებში სულ ფერად ფერადი ჭინკები დაფრინავენ.
თუმცა, ერთი ფაქტი მაინც დასაზუსტებელია.

-აბა არანაირი გულები და რომანტიკაო?_ცბიერ თვალებს ვახვედრებ არჯევანიძის გაყინულ სახეს. ძლივსძლივობით აამოძრავა ტუჩები. ნუთუ ამდენად გააოგნა ჩემმა ჩახუტებამ?
-მარგო ამილახვარის გარეშე არც გულები არ მინდა და არც რომანტიკა!_წყლიან წელზე ცხელი ხელები ძლიერად მეჭიდებიან, თან მჭიდროდ მიკრავენ სლიპინა მკერდზე.

***

-როგორ ხარ ბე?
-კარგად ბებომ გენაცვალოს, შენ რას შვები, როგორ მოგწონს მანდაურობა?
-ყველაფერი გადასარევია მარგუშ. რა ბუნებაა ვერც კი წარმოგიდგენია. იცი როგორ მომწონს ყველაფერი?

„არამარტო ბუნებაა...“

აბაზანიდან გამოსულები საუზმეს ვამზადებთ მე და ტატო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ტატოს მხრიდან, მხოლოდ წყლის გადავლებით შემოიფარგლა დღეს ისე რომ არანაირი „მაცდური“ მინიშნებაც აღარ ჩაურტყავს.

რაც შემეხება მე, ცოტა ხნით დრო ვიხელთე და გამოვიპარე არჯევანიძის ტკბილი კლანჭებიდან და როგორც იქნმა მოვახერხე ბეოსთან დარეკვა.

-ძალიან კარგი ბე. ლაიზამ მოგიკითხა, ამ დღეებში ჩემთან იყო დარჩენილი და გავჭორეთ უბნის ახალგაზრდობა_სიცილით ამბობს ქალი. უი როგორ მომენატრა ჩემი ბებუკა.
-მომიკითხე ლაიზუკა და უთხარი რო თინი კალაბოკზე მაგრად იბერება დღითიდღე.
-უჰ, მაგისი გაბერვა ვიცი მე ბები. ალბათ სულ არაფერს არ ჭამს._ცოტაოდენი შიშინის შემდეგ ყურმილში ლაიზას წვრილი ხმა მესმის. ტიპიური „ბებიაა“, აი მისი სახლიდან ხუთ კილო მომატებული რომ წამოხვალ.
-კარგი რა ლაიზ. ხო იცი ლექსო წამით არ აშორებს თვალს, გგონია უჭმელი იქნება?
-ლექსო რომ ოქრო ბიჭია ნეტა კიდევ ვინაა ეგეთი? ბები შენც მიხედე შენ თავს რა, არ გაცივდე, მთაა მაინც მანდ.
-ქალო ლაიზა, არ გადამრიო ეხლა!_ხმამაღალი სიცილით გავკივი „ისწირიჩკა“ ლაიზას. -აგვისტოში როგორ უნდა გავცივდე.
-კარგი ხო, კარგი უჰ. მოდი მარგო დაელაპარაკე შენ ცანცარა შვილიშვილს!
-მეც მიყვარხარ ლაიზ!_სიცილი კიდევ უფრო მემატება „ბებო ნომერი ორის“ დაბღვერილი ხმის გაგებისას. -ჰო მარგუშ. აუ ბე ლაილა როგორაა? ხო არ გაბრაზებს?
-არა ბე, ჭკვიანი გოგოა. შენ სახელს ვახსენებ თუარა მაშინვე ყეფვას იწყებს.
-როგორ მომენატრეთ სამივე რა. აი მალე ჩამოვალ და მაშინვე მოგინახულებთ._ხალისიანად ვეუბნები ქალს თუმცა მისგან იგივე რეაქციას ვიღებთქო ვერ ვიტყვი. მოკლე პაუზის შემდეგ აკანკალებული სიტყვებით იწყებს ლაპარაკს.
-მარგო მისმინე, რაღაცას გეტყვი ოღონდ არ ინერვიულო რა.
-რა ხდება ბებო?
-ლევანი და ნატა ჩამოვიდნენ...

სისხლი წამში იწყებს გაყინვას ნაცნობი სახელების გაგებისას. აჰა, ესეიგი მხოლოდ ეხლა მოიცალეს არა, ჩემმა ძვირფასმა მშობლებმა თბილისში ჩასასვლელად? ნუ რათქმაუნდა, ბათუმელ დაკავებულ ხალხს სულ ცოტა დროც არ გააჩნიათ რომ ქალიშვილი და მოხუცებული დედა მოიკითხონ. ნეტა მარტოებმა იხელთეს ჩამიოსვლა თუ ოჯახებთან ერთად?

-თავისიანებიც წამოიყვანეს?_აკანკალებული ხმით ვეკითხები გაყუსულ მარგოს.
-ჰო.
-რამდენი ხნით ჩამოვიდნენ ბე?
-ორი კვირით მგონი. ნატას პატარა ყავს მისახედი და მეტი დროით ვეღარ დარჩება._ამჯერად დედაჩემის სამი წლის შვილზე და ჩემს ნახევარდა-ძმებზეა ლაპარაკი, რომლებიც მხოლოდ სამჯერ-ოთხჯერ თუ მყავს ნანახი და ალბათ წამითაც არ ვნანობ ამას. ნატას და ლევანის შვილებთან არანაირი პრობლემები არ გამაჩნია, უბრალოდ ადრეული ასაკიდანვე, ზოგადად ბავშვებთან ყოველთვის მიჭირდა კონტაქტი. ამიტომაცაა რომ და-ძმები არც თუ ისე კარგად მიცნობენ.
-გასაგებია..._ ტონში სევდა მაშინვე ქრება და მის ადგილს სულ მალე სიცივე იკავებს. -შენთან არიან ახლა?
-კი, გუშინ აქ დარჩნენ._აკანკალებული ხმით ამბობს ქალი. ხომ ვიცი როგორ უჭირს მათი ერთად ყურება. ნუთუ ნატას დედამისისი მიმართ არანაირი სირცხვილი აღარ გააჩნია? ყოფილ ქმართან როგორც საყვარელთან ისე რომ იქცევა? ლევანიც ნეტა რამ გამოაშტერა! -მაგრამ დღეს დილიდან ქალაქში გავიდნენ ძველი ნაცნობების სანახავად ასე რომ მთელი დღე მე და ლაიზა ვართ სახლში.
-მარგო მისმინე, ჩემი ბინის გასაღები მიეცი, იქ დარჩნენ._თვალბდახუჭული ვცდილობ რომ მთელი ძალით შევიკავო გაბრაზება, ესღა აკლია ბებოს სანერვიულოდ.
-კი მარა შენ ბე? ჩემთან შენ არ დარჩები ორი კვირით და.._მისი მოწყენილი ხმიდან გამომდინარე ნამდვილად ანერვიულებულია.
-მარგო, ლაილა რომ დაგიტოვე ამდენი ხნით მაგაზეც გული მაქ გასკდომას. მთელი ერთი თვით რომ დარჩეს შენთან ხო სულ გავგიჟდები._გაბრაზება მაინც პოულობს გზას გარეთ გამოსახეთქად. ადრინდელი ასაკიდანვე საშინელი ასთმა აწუხებს მარგოს, რის გამოც ლაის ძალიან იშვიათად იტოვებს თავისთან, ჩემი ჩხუბის გადამკიდე. ამ ქალს რამე რომ დაემართოს ხომ გავგიჟდები კიდეც!
-კარგი დაწყნარდი ბე. მოვახერხებთ რამეს._აკანკალებული ხმით მეჩრჩულება ყურმილიდან გაცოფებულს.
-ვიცი რომ მოვახერხებთ, მაგრგო._საკუთარი მტკიცე ხმა მეთვითონ მაყრის არასასიამოვნო ჟრუანტელს. -დღესვე გადავიდნენ ჩემთან. მე კიდე ხვალ ჩამოვალ, არ ინერვიულო არაფერზე.
-დარჩი კიდევ რამდენიმე დღით ბე, არაფერი არ მოხდე...
-არა მარგო._ნახევრად გაწყვეტილ წინადადებას ჩემი სიტყვებით ვამთავრებს. ნუთუ გონია რომ მარტოს დავტოვებ?! -ჩამოვალ და შენთან ვიქნები. არ ვაპირებ აქ ყოფნას სანამ შენ მანდ ზიხას და თავს იკლავ ნერვიულობით.
-კი მაგრამ..
-არანაირი მაგრამ, ბე! მორჩა, ხვალე მოვდივარ. წავედი ეხლა და არ ინერვიულო არაფერზე, მიყვარხარ ძალიან._რაც შეიძლება თბილად კი ვუთხარი თუმცა ხმაში ისევ მეტყობა ოდნავი გაბრაზება.
სანამ სამზარეულოში გავალ ვცდილობ თავი ცოტათი მაინც დავიწყნარო.
-ისუნთქე ამილახვარო, ისუნთქე._ვცდილობ როგორღაც მაინც წავახალისო საკუთარი თავი, მერე კი როგორც იქნა, შედარებით მშვიდი სახით მივემართები ტატოსკენ რომელიც გულმოდგინედ ამზადებს საუზმეს.
მიუხედავათ იმისა რომ სახეზე წყნარი გამომეტყველება მადევს მამაკაცი მაშინვე ხვდება ჩემი უსიტყვობის მიზეზს.
-კარგად ხარ?_გაზქურას მოცილებული არჯევანიძე ჩემს წინ იკავებს ადგილს და ჩვეულ გამჭოლ მზერას მტყორცნის. თეთრ მაისურში გამოწყობილს, ჯერ კიდევ სველი თმა ქაოსურად ჩამოყრა შუბლზე.
-არ ვიცი ტატო._მტევნის შუბლზე მიდებით სულიერ დაღლილობას გამოვხატავ. დავიღალე ამდენი ინტრიგით უბრალოდ... -ნატა და ლევანი ჩამოსულან გუშინ.
-მშობლები?
-ჰო.
-არ ინერვიულო მო, ყველაფერი კარგად იქნება._ნაწყენი ხმით ამბობს მამაკაცი თითქოს სიტუაცია ეცნობოდესო. თუმცა რაა გასაკვირი, მამამისთან მასაც არ აქვს კარგი ურთიერთობა.
-მარგოზე მწყდება გული. დღემდე უჭირს იმასთან შეგუება რომ ასე მაწვალებდნენ ბავშვობაში._თავის გადახრით მშობლებზე მივანიშნებ. არ მესმის რატომ ანერვიულებენ ასე ძალიან მარგოს.
მოპირდაპირედ მჯდარი ტატო უფერული მზერით ადევნებს თვალს ჩემს სახეს.
როგორ არ მინდა თბილისსი წასვლა, ჩემების ნახვაზე ხომ სულ ზედმეტია ლაპარაკი. მითუმეტეს ტატოსთან მხოლოდ ახლა ამეწყო სიტუაცია, სულ არ მინდა რომ გვერდიდან მოვშორდე.

„არ შეიძლება ერთმა ზაფხულმა მაინც წუნადარ და უდარდელად ჩაიაროს?“_ვფიქრობ ჩემთვის. წინა წელს, ლილე სადღაც მოგვეწამლა დასასვენებლად რომ ვიყავით წასულები და ქალაქში დაბრუნება მოგვიწია. შარშანწინ დინას ქონდა პრობლემები ამიტომ საერთოდ ვერ მოვახერხეთ ვერსად წასვლა. წელს კიდე ასეთი რაღაც ხდება. და-ვი-ღა-ლე!

-ხვალ თბილისში მივდივარ._ვცდილობ რაც შეიძლება თავდაჯერებულად გამოვიყურებოდე, ისე რომ სევდა ზურგს უკან მოვიტოვო. ვატყობ, რომ ტატოს წამიერი გულისტკენა უვლის ჩემი სიტყვების მოსმენისას, მაგრამ უფერულ თვალებს უსიტყვოდ მიხრის პასუხის ნიშნად, მერე კი ისევ ჩემი ძველი არჯევანიძე მიბრუნდება, უფერულ თვალების უკან ათას გრძნობას რომ მალავს და სულ სერიოზული რომაა. აი ისეთი, ძალიან, ძალიან რომ მიზიდავს...

***

ორი საათი ხდება. როგორც იქნა ყველამ გაიღვიძა ამიტომ სასტუმრო ოთახში, ბუხრის გარშემო შემოვმჯარვართ და როგორც ადრე, ლაპარაკში ვატარებთ დროს.
რაც არ უნდა გასაკვირვი იყოს რამისაა გავიყინო, თუმცა მიუხედავათ ამისა ძალიან მიხარია რომ აცივდა. პატარაობიდანვე სიცხეს ყოველთვის სიცივე მერჩივნა, თბილ პლედს რომ მოიხვევ და შავად მოქუფრული ციდან სხარტად ჩამოღვენთილ წვიმის წვეთებს რომ ადევნებ თავალს. აი ზუსტად ისე როგორც ახლა...

-მო შენი წასვლა აუცილებელია?_მოწყენილად ამბობს ლილეს გევრდით მჯდარი თაზო. მამაკაცის სევდიანი სახე უნებურ ღიმილს მანიჭებს სახეზე.
-კი თაზ. ძალიან მინდა დარჩენა მაგრამ მარგოს მარტოს ვერ დავტოვებ იმათთან._მსობლების გახსენებაზე არასასიამოვნო გამომეტყველება მედება სახეზე.
სულ ერთი წამით კი ვფიქრობ ცუდი შვილი ვართქო, მაგრამ მერე ბავშვობის ნაწვალები წლები მახსენდება. ყვირილისგან აწითლებული ლევანის თვალები და ნატას ამაზრზენი მზერა მე რომ დამთამაშებდა. ალბათ, იმდენად ეზიზღებოდათ ერთიმეორე რომ ერთადერთი დამაკავშირებელი რამ, საკუტარი შვილიც აითვალწუნეს. ზუსტად მაშინ დაიწყო ჩემი— მარგო ამილახვარის დაბნელება, გულის უქონლობა და სულიერი სიცივე.

-სულ აღარ ჩამოხვალ?_ფიქრებიდან ამჯერად დიმას მოწყენილი კითხვა მაფხიზლებს.
-არ ვიცი. ვფიქრობ ისინიც ორი კვირით დარჩებიან თბილისში და სანამ იქ იქნებიან მარგოს ვერ დავტოვებ._მიუხედავათ სევდისა, გულს რაღაცნაირად მაინც უხარია რომ მეგობრები მხარში მიდგანან და ჩემს წასვლას გულცივად არ ხვდებიან.

-მორჩა, ნუ ჩამოუშვით ეხლა ცხვირები! ჯობია რამე მხიარულით დავკავდეთ სანამ აქ ვარ!_მხიარული ბუზღუნით ვტუქსავ მოწყენილ მეგობრებს და ვცდილობ როგორმე მაინც გამოვაკეთო მათი დაღვრემილი ხასიათი, მიუხედავათ იმისა რომ მეც არ ვარ დიდად გახარებული. თანაც არჯევანიძის სევდიანი ტვალები ამწუთამდე არ მაძლევენ მოსვენებას.
ნუთუ ასე ძალიან მივეჩვიეთ ერმანეთს რომ სულ პატარა განშორებაც გვაშინებს?

***

ღამე. პირველი საათი. ისევ ცივა. ზაფხულის მიუხედავათ გარეთ საშინელი ქარი ქრის, აი ისეთი ძალიან რომ მამშვიდებს თავისი ქაოსური ზუზუნით.
უზომოდ დასევდიანებულად ვგრძნობ თავს.

-ნუთუ ასე ძალიან მაფრთხობს ლევანის და ნატას ნახვა?_ობოლი ბავშვივით ვბურდღუნებ სრულ სიბნელეში, თან ქარისგან არხეულ ხეებს ვადევნებ თვალს, საათის ქანქარასავით რომ აქნევენ ტოტებს.

გულში უცნაური გრძნობა იღვიზებს— მონატრება, ამდენი წელი რომ იმალებოდა ამილახვარის ბნელ კუნჭულებში. სულ ერთადერთი წამით მგონია რომ საკუთარი მშობლები მენატრებიან, თუმცა სულ მალე მეორე მარგო რეალობას მანახებს. ბავშვობის კადრები მახსენდება და ვხვდებირ რომ სიყვარული მენატრება, სიყვარული მშობლების მიმართ და არა პირადად ისინი. უცნაურია არა? ამდენი წლის განმალობაში ნატასა დე ლევნანის მიმართ ყველანაირი გრძნობა დამეკარგა.
ბავშვობა მახსენდება, ადრეული ბავშვობა ჯერ კიდევ უდარდელი რომ ვიყავი. მახსოვს, მაშინ ნატას და ლევანს ერთმანეთზე ჭკუა ეკეტებოდათ. მწარედ მეღიმება. ექიდნურ ღიმილს ჩრდილივით მოყვებიან საშინელი მოგონებები, აი მაშინდელი, ნელნელა ჩემა ცხოვრებამაც დანგრევა რომ დაიწყო. ჯერ უბრალოდ ბავშვი რომ უნდა ვყოფილიყავი და არა ნაადრევად გაზრდილი, დაბერებული ადამიანი...

დღეს რას ვგრძნობ? დღეს, მათ მიმართ არაფერს აღარ ვგრძნობ, თუმცა წლების წინ ზიზღში არეული სიყვარული თანდათან მიკლავდა ისედაც ნატანჯ გულს.
დღეს მე თავისუფალი ვარ. თავისუფალი ყველანაირი ტკივილისგან, მტანჯველი გრძნობებისგან.
დღეს მე ბედნიერი ვარ მიუხედავათ სევდისა.
დღეს მე მარგო ამილახვარი ვარ, ქალი რომელსაც მომავალში ნამდვილი, ბედნიერი სიცოცხლე ელის...

დახურლი ფანჯრების ანარეკლში მოულოდნელად გაღებულ კარებს ვამჩნევ. ოთახს მაშინვე უცნაური სითბო ავსებს.

-მო..._ერთადერთი ადამიანი მეძახის „მოს“ ასე გამორჩეულად. აი, ის ადამიანი ვისაც ძალიან მივეჩვიე ასეთ მოკლე პერიოდში. -კარგად ხარ ფისო?
-უჰუუ..._ზურგიდან მოსულ მამაკაცს მჭიდროდ ვეკრობი მკერდზე და ხერხემლით მის მფეთქავ გულისცემას ვგრძნობ. -მეგონა გეძინა._მინაბული ხმით ვეუბნები ზურგს უკან მდგარ ტატოს რომელიც ძლიერად მიჭერს ხელებს წელზე. უარყოფით პასუხის ნშნად თავს მიქნევს და მეც მაშინვე ვხვდები რა არის მისი უძილობის მიზეზი.
მამაკაცის სიტყვები ისევ თავში ტივტივებენ: „მოგონებების გამო, ღამემ თავი შემაძულა.“
ნუთუ დღემდე ვერ ივიწყებს დედამისს და ყველაფერ ცუდს რაც კი ბავშვობაში დაემართა? თუმცა რა სულელური კითხვაა...

-მომენატრები..._უხერხულად ვეუბნები ჯერ კიდევ ჩემს კისერში ჩამალულ მამაკაცს რომელიც თვალის დახამხამებაში მშორდება. გაკვირვებულად ვტრიალდები მისკენ და მაშინვე გადიდებულ თვალებს ვხვდები, ცეცხლისფრად რომ მიყურებენ.
-ჰა?_მუდმივად სერიოზული და მტკიცე არჯევანიძე თითქოს ერთ წამში დნება. ნუთუ ასე ძალიან გააკვირვეს ჩემმა სიტყვებმა? ასეთი უგულოც ხო არ ვარ, ბოლოსდაბოლოს...
ტატოს რეაქციიდან გამომდინარე, ღიმილი მედება სახეზე რომელიც თანდათან საყვარელ კისკისში იზრდება. არჯევანიძესაც ნელნელა ბაგეები ეპობა ღიმილში, თუმცა ცდილობს არაფერი არ გამოაჩინოს და ვითომდა მკაცრი სახე დაიჭიროს.

-ჰო რა იყო, რამ გაგაკვირვა ასე?_ვეკითხები სიცილლით.
-ამდენი ხანია გიცნობ და ამდაგვარი არაფერი არ გითქვამს აქამდე._სევდა შეპაული ხმა ამოსდის ყელიდან. რატომღაც გამარჯვებულად ვგრძნობ თავს.
-თქვენი კარგი კონტაქტური შესაძლებლობების მიუხედავათ, ესეიგი, ასე კარგადაც არ მიცნობთ ბატონო ტატო.
-ნუ ხართ ასეთი დარწმინებული, ქალბატონო მარგო._ჩემ ცბიერ სიტყვებს წამში თავის სასარგებლოდ ატრიალებს. წელზე ჩაცურებული თითები ქვემოთ და ქვემოთ მისრიალებენ, ისე რომ კანზე ცხელი ანაბეჭდი მრჩება. ბარძაყებზე მოჭერილ თითებს ვეღარ ვუმკლავდები და კნავილით, როგორც იქნა ვახერხებ ხმის ამოღებას.
-ტატო...
-ნუთუ კიდევ გეპარებათ ეჭვი ჩემს „კონტაქტურ შესაძლებლობებში“ ქალბატონო?_მამაკაცის დაბოხებული ბარიტონი ჟრუანტელს მგვრის. თუ მისმა ერთმა შეხებამ ყოველთვს ასე იმოქმედა ჩემზე, ხო გავგიჟდები კიდეც, ამხელა ქალი!
-არა..._ ანკალებული ხმის გამო საკუთარ თავს მეთვითონ დავცინი გულში. როდემდე უნდა ვუყო ასეთი საცოდავი?!
-ჰოდა ძალიან კარგი...აბა რა სასჯელი მოვუგონოთ თქვენნაირ ჯიუტ და გაუგონარ გოგოს?
-ეგ თქვენ უფრო კარგად უნდა იცოდეთ, ბატონო არჯევანიზე._ვცდილობ რაც შეიძლება თავდაჯერებულად მეჭიროს თავი, არადა მაინც მეცინება.
ღიმილს მალე მამაკაცის სახეზეც ვამჩნევ. ცბიერად ამოკლებს დისტანციას ჩემსა ლოგინს შორის ამიტომ სულ ერთ წამში გულაღმა ვეხეთქები ფუმფულა ლეიბზე. ტატო ჯერ კიდევ გაუნძრევლად დგას და უემოციო სახით გამომყურებს. არადა წეღან იღიმოდა...
სულ მალე, ღიმილის მკრთალი ელვა კიდევ ერთხელ უვლის ტუჩებზე, ჩემი გაკვირვებული სახის დანახვისას მერე კი ნელი ნაბიჟებით იწყებს მოახლოვებას.

-ჭკუიდან რო გადაგყავარ იცი, მო?_ფეხებს შუა მოქცეული მამაკაცი გემრიელად მკოცნის ჯერ ყელზე, მერე გულზე და ნეკნებზე.
ბრრრრ! ისევ მახსენებს თავს ჟრუანტელი, როდესაც არჯევანიძს თითები ბარძაყებზე მკვრივად მეხებიან, მე კიდე ვწევარ საცოდავათ და კრუტუნის მეტი არაფერი არ გამომდის.
მოულოდნელად წამომდგარი მამაკაცის ქცევა მაკვირვებს— ზურგშექცეული ტატო ზანტად მიაბიჯებს კარებისკენ.
-მიდიხარ?
-ჰო. ძილი გჭირდება ხვალინდელი დღისთვის.
-არ წახვიდე რა._საკუთარი ხმა ძალიან მოწყენილად მეჩვენება. რბილ საბანზე ხელის დარტყმით ვანიშნებ რომ მისი აქ ყოფნა მინდა. კარებს აყუდული ტატოც ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ მალული ღიმილით მოაბიჯებს ჩემსკენ. -დაიძინებ აქ?_თვალები სულ მალე სიხარულის ჭინკებით მევსება ამიტომ პაწაწუნა ლეკვის პოზით ვეხეთქებ ხერხემალს ლოგინს და გვერდით მოწოლილ სხეულს გემრიელად ვაკრობ ხერხრემალს. არჯევანიძეც კოცნით მალავს თავს ჩემს კისერში და წელზე ძლიერად შემოხვეული ხელებით ნეკნებს მითვლის, რის გამოც უნებური სიცილი მიტყდება.

-მეღუტუნება. ტატოოო! გა...გაჩერდი!_ხმამაღალი ხარხარი სუნთქვას მიკრავს, ეს ჯიუტი ტირანი კი არაფრის ნებით არ ჩერდება და პირიქით ბანს მაძლევს სიცილით. უწყლო თევზი ხომ გინახავთ? ალბათ მე კიდევ უფრო საცოდავათ ვიკლაკნები, მაგრამ ვაჟბატონს აინტერესებს რო? არა! პირიქით უფრო მეტად მიფათურებს ხელებს გავარვარებულ ნეკნებზე.
ერთი კი გავიფიქრე რამე უნდა ვიღონო თქო, და აი ზუსტად მაშინ გავადინე ზღართანი იატაკზე, აფართხალებული კატასავით.

ჰოდა როგოც იქნა დავისვენე კიდეც, იატაკზე გაწოლილმა არჯევანიძემ „ვაი ვაის“ თქმით რომ მომაშორა სხეული.

-რასაც დასთეს იმას მოიმკი, ხის თავიანო ხეპრევ!
-გიჟი ხო არ ხარ ქალო?! არ გამიტეხა თავი, ტო?_გაკვირვებისგან პირდაღებული ტატოს შემყურე კიდევ უფრო ძლიერი სიცილი მიტყდება. როგორც ჩანს ნამდვილად არ მოელოდა ამდაგვარს. ძლივს ძლივობით დგება იატაკიდან და მტკივნეულ თავს ვაი ვაგლახით იზელს. ვიფიქრე ჩემი არსებობა სულ დაავიწყდათქო, მაგრამ ეს ის არჯევანიზე არაა ქალი რომ „დაიკიდოს“ და თავის „ბალიაჩკებს“ გადააკვდეს. ამიტომ უმალვე მიწვდის ხელს და მეც მყარად ვდგავარ ფეხზე, თუმცა ვაი ამ დგომას. ფეხში ოდნავი წვა კი ვიგრძენი, მაგრამ ვიფიქრე რა უნდა იყოს ასეთი, ალბათ უბრალოდ კოჭი დამეჭიმათქო.

-ღირსი ხარ!
-ლოგინშიც უნდა მეშინოდეს შენი ეხლა..._ლოგინზე ჩამომჯდარს ოდნავ მკრავს მხარს რითაც ვითომდა წყენას გამოხატავს.
-ლოგინშიც? „ც“?!
-იმდღეს კინაღამ თითები წამაცალე დანით, სამზარეულოში._რამდენიმე დღის წინ მომხდარ ამბავს ამჯერად სიცილით იხსენებს. თავიდან ვერ ვხვდები რაზეა ლაპარაკი თუმცა ტვინში ნაცნობი კადრები წიყებენ ტივტივს, აი მაშინ თინი და დანარჩენები რომ გაიპარნენ თბილისში და ახალგაღვიძებულზე ხორცის შეწვას რომ ვცდილობდი.

-სამზარეულოსთვის არ გავჩნდი ამ ქვექყანაზე და რა ვქნა, ჰა?
-მე რო არ გყავდე რა გეშველებოდა ნეტა!_ძალიან ამაყი გამომეტყველებით წევს თავს, რის გამოც ისევ ხარხარი მახსენებს თავს. ოთახს რამდენიმე წამში ორი, ვითომდა კაიფში მყოფი ადამინის უაზრო სიცილი აყრუვებს. -მე როგორ ვიქნებოდი ნეტა შენს გარეშე, მო? აი ამ ლამაზი თვალების გარეშე?_ მიუხედავათ სიცილისა მამაკაცის სახე მალევე უბრუნდება ჩვეულად სერიოზულ მზერასა და ტონს. გულის ყინულს თითქოს კიდევ ერთი ღრმა ბზარი ედება თბილი სიტყვების გაგებისას.
მჯდომიარე პოზიციაში მყოფი ლოგინზე გადაწოლას ვცდილობ როდესაც ფეხში წვა კიდევ უფრო ძლიერდება. მაზოხისტივით მაინც არ ვნებდები და აი ზუსტად მაშინ მეკლაკნება სხეული ტკივილში.

-ჯანდაბა!
-მარგო, კარგად ხარ?!_დასერიოზულებულ და ახლოს მოვარდნილ ტატოს სულ ერთ წუთში ეცვლება ხმა შეშინებული ტონით.
-ფეხი...უიიი..._მგლის ყმუილივის მაგვარი ხმა ამომდის პირიდან, ტკივილის მორიგი შეგრძნებისას. -ფეხი ჩამოვარტყი ალბათ ლოგინის კიდეს. ვაი!
-ნელა. ფეხი აქ დადე აბა, და ეცადე რო არ გაინძრე ფისო. აი ასე, ნელა..._როგორც ჩანს ანერვიულდა მიუხედავათ იმისა რომ სულ არაფერი არ ეტყობა გარეგნულად, -ასე გტკივა?_კოჭთან მიასრიალებს თითებს და კანზე ოდნავი მოჭერით მისინჯავს ძვალს. უარყოფითი პასუხის ნიშნად თავს ვუქნევ და ისიც ხორცის მომდევნო ნაწილს სინჯავს. ამჯერად მწველი ტკივილის ისევ იღვიძებს, ამიტომ საწყლად ვხუჭავ თვალებს. -მოდი მოგეხმარები მო. ბალიშზე დადე თავი ფისო, აი ეგრე…
ასეთი მზრუნველი და თბილი ტატო ალბათ მაშინაც არ მინახავს ნაბახუსევზე მის სახლში რომ გავიღვიძე. არც მაშინ როცა „ცხელი“ ღამის შემდეგ ვაშლის წვენი და ტკივილგამაყუჩებელი აბები დამიტოვა ტუმბოზე.

ჯერ კიდევს გაღიმებული, თავს ოდნავ ვწევ ბალიშიდან და ლოგინზე ხელის დარტყმით ვანიშნებ რომ გვერდით მომიწვეს. არჯევანიძეც ფართე ღიმილს მირტყავს და მორჩილად თავსდება ლეიბზე, თანაც ტკბილად მხვევს ხელებს მკლავებზე. ჯერ გატრუნულად ვეხუტები, მერე კი როდესაც მისი სითბოსგან, სისხლში ენერგიის ტალღა იღვიძებს, ტვინი კი განსაკუთრებული გუგუნით იწყებს მუშაობას, ახალი კითხვა მებადება.

-ტატო..რაღაცას გკითხავ და არ მეჩხუბო რა._ჩექმებიანი კატას გამომატყველება მედება ალბათ სახეზე. -რატო მაინცდამაინც მე?
ცოტაოდენი დაფიქრების შემდეგ როგორც იქნა მაღირსებს ბოხი ხმის მოსმენას, მაგრამ მაინც გაოცებული ჩანს.
-არ ვიცი მო._ დაბნეულობის ნიშნად კეფაზე ზანტად იდებს მტევანს. -თავიდან, შენი თქმის არ იყოს, მხოლოდ ლოგინისთვის მინდოდი, მიუხედავად იმისა რომ ვცდილობდი არავისთან არ მქონოდა ურთიერთობა, ჩემნაირი ნაბიჭვრის გაჩენის შიშით._ხმა წამითაც არ უსევდიანდება, არამედ სრულიად სერიოზული და უბრალო რჩება. -მერე, აივნის შეხვედრების შემდეგ თითქოს რაღაც სხვანაირი ვიპოვე შენში. აი, რაღაცნაირად უცნობი და დამალული._აპოლონის მორიგ ღიმილს მჩუქნის. მეც მეტი რაღა მინდა, ვდნები ერთ ადგილზე. -გახსოვს ლიქიორი რომ ამოგიტანე? იმ დღეს ალბათ სრულიად შემეცვალა დამოკიდებულება შენს მიმართ. მაშინ მივხვდი რომ მარტო ჩემი იყავი და მეტი არავისი.

თითქოს ხო ყველაზე უბრალო და არაფრის შემცვლელი სიტყვებია, არა? მაგრამ აი მე, გული ერთიანად მეკუმშება და სისხლის ტუმბვას ენერგიის უზარმაზარი ნაკადით იწყებს. სასიამოვნო შეგრძნება ტვინიდან ყოველ ნეირონზე გარბის რითაც ელექტროიმპულსებს უგზავნის ყოველივე უჯრედს.
მიუხედავათ უზომო სიხარულისა, მხოლოდ ღიმილით თუ ვპასუხობ ჩემს გვერდით მყოფ მამაკაცს რომელსაც გაღიმებული გამომატყველებიდან მალევე ეცვლება სახე, მკაცრ მზერამდე.

-ახლა კი მხოლოდ ძილი, მარგო!_მბრძანებლური ტონი წამითაც არ მოქმედებს გახარებულ ხასიათზე, არამედ პირიქით, მეტი ენთუზიაზმით თუ ვივსები, ამიტომ ხალისიანად ვათავსებ ზურგს ლოგინზე. ტატოც სულ მალე გვერდით კალათდება, გემრიელი შეთვალიერების შემდეგ.
-ძილინებისა ფისო._მზრრუნველ ტონს ახლაც არ ივიწყებს, ყელში გემრიელი კოცნის შემდეგ კი ძლიერად მხვევს ხელებს წელზე ისე, რომ დარწმუნებული ვარ, ღამით ვერც გუდიანი კაცი და ვერც ბნელი კარადის მონსტრი ვერ მახლებს ხელს.


***

-ატრაკებ ტატო. ხო იცი რო თავს მოიკლავს მაგრამ მარტო წავა?
-მარტოს რომ არ გავუშვებ ეგეც ფაქტია.
-აუ ეს ვინაა ტო!
-თინი და გოგოები რომ დებივით ყავს იცი, მაგრამ ისინიც წამით არ დაუგრუზია საკუთარი პრობლემებით. ასე რომ, მართალს ამბობს თაზო, ძმაო. ერთს თუ იტყვის არაო, ვერ გადაათქმევინებ...და მერწმუნე რომ ზუსტად ასეც გეტყვის.
-რას ვერ გადამათქმევინებ?_გაკვირვებული სახით შევდივარ სამზარეულოში. მომეჩვენა თუ ჩემზე ლაპარაკობდნენ?

ჯერ კიდევ ახალგაღვიძებულს თვალები საცოდავათ ჩამცვენია, თმები კი ატომური ბომბის აფეთების შედეგს გავს.
ლოგინში ტატოს არყოფნამ უმალვე გამაღვიძა, რაც ცოტა უცნაურია, იმ ადამიანისთვის ვინც ბავშვობიდან მარტო ძილსაა მიჩვეული.
ჯერ მხოლოდ შვიდი საათია, თუმცა ადრიანად ვარჩიე ადგომა რომ დილის ათი საათისკენ მაინც ჩავაღწიო თბილისში.

ბიჭების კამათს რაც შეეხება, ჯერ კიდევ მეორე სართულზე მესმოდა ყველაფერი, მაგრამ არც ისე კარგად როგორც წამების წინ, სანამ ოთახამდე მოვაღწევდი, ნატკენი ფეხით.
სამზარეულოში გაკვირვებული სახით შელასლასებული, ოთხი მამაკაცის კიდევ უფრო გადიდებულ თვალებს ვაწყდები. როგორც ჩანს სერიოზულ თემაზე კამათობდნენ რადგან ჩემი დანახვისას ყველა ერთიანად მიყუჩდა, ტატოს ჩათვლით.

-აუ ჩემი, ეხლა დაიწყება ტო..._ლექსოს ნაცნობი ფრაზა კიდევ უფრო მაკვირვებს. ამ წინადადებას მხოლოდ მაშინ ხმარობს როდესაც ან რაიმე ძალიან სერიოზული უნდა მოხდეს, ანდაც რაიმე ძალიან ამაფორიაქებელი, აი საშინელებათა ფილმებში რომაა ხომე.
-მოხდა რამე?_ვცდილობ თავი წყნარად დავიჭირო თუმცა ინტერესის გრძნობა ადგილზე არ მაჩერებს.
-ჩვენ გავალთ და ილაპარაკეთ თქვენ._დიმას მოწყენილი სახე ცოტა არ ყოს მაფრთხობს. ოთახიდან გასულ მამაკაცს უკან ლექსო და თაზოც მიყვებიან არანაკლებ დაღვრემილი სახეებით.
-არაფერი არ ხდება, მარა მაინც წყნარად იყავი, მო._ სანამ სამზარეულოს დატოვებდეს, სახე შეცვლილი თაზო მხარზე თბილად მადებს ხელს და მზრუნელი სახით ცდილობს ჩემს დაწყნარებას.
-ტატო ხო ყველაფერი რიგზეა?_თავში ათასი საშინელი აზრი გარბის: ვაი და თინის სჭირს რამე? ანდაც იქნებ თბილისიდანაა ცუდი ამბები?!
ალბათ ბიჭებიდან ტატოა ერთადერთი ვისაც წყნარი გამომატყველება ადევს სახეზე. მაგრამ რა გასკვირია, ცუდათ რომც იყოს მაინც წყნარი სახე ექნებოდა.

მიუხედავად ყველანაირი შფოთვისა და უზარო ფიქრისა, გული წამის მეასედში მიწყნარდება როდესაც მამაკაცის სახეზე ფართე ღიმილი გარბის. კარადას მიყუდებული ნელა იჯვარედინებს ხელებს მკერდზე და როგორც იქნა მაღირსებს ორიოდე სიტყვას.

-ყველაფერი კარგადაა მო, დაწყნარდი_ამჯერად ღიმილი წყნარ სიცილში იზრდება და მე კი თვალის დახამხამებაში მიდნება გული.
-აბა ბიჭები რატო გავარდნენ გიჟებივით?
-მარგო ჯობია ჩაიცვა. შუადღსკენ მაინც რომ ჩავაღწიოთ ქალაქში._კითხვას ისე აიგნორებს ვითომ არც არაფერი არ მითქვამს.
-ჰო, ჰო ჩავიცმევ, მარა კარგი იქნებოა აგეხსნა რა ხდე...მოიცა. ჩავაღწიოთ?! თ?!_თვალები შუბლზე ამდის ყველაფრის გადახარშვისას. -რას ქვია ჩავაღწიო“თ“?
-ჩავაღწიოთ ნიშნავს ჩავიდეთ, ფისო. მოამზადე ყველაფერი წასასვლელად?
-კი მოვამზადე. მოვწესრიგდები ცოტა და წავალ._თვალები შუბლიდან ჯერ კიდევ არ ჩამომსვლია. ყველამ რატომღაც ძალიან დამაბნია ამ დილაუთენია. -ტატო..._მოლოდნიმა დიდა დამღალა ამიტომ ცოტაოდენი დაფიქრების შემდეგ მკაცრი ხმით ვიწყებ საუბარს. -ამიხსენი ნორმალურად რა ხდება.
როგორც ჩანს ბატონი ტატოც არაა დიდად გახარებული ჩემი კითხვით. წამერად ხუჭავს თვალებს, მერე კი როდესაც წამწამებს ერთმანეთს აშორებს ყველაზე ცივი მზერით გამომყურებს რაც კი აქამდე მინახავს.
-არაფერი არ ხდება მარგო. მივდივართ თბილისში, სულ ესაა.
-მოიცა...დანარჩენებიც ბრუნდებიან ქალაქში?
-არა. მარტო მე და შენ.

„რაო, რა თქვა? მე და შენო?“

ჩემს წინ მდგარი სხეული გაუნძრევლად გამომყურებს, ისე რომ მოჭუტულ თვალებს წამითაც არ მაშორებს გავარვარებული სახიდან. სიბრაზე სულ რაღაც ერთ წამში მივლის ტვინზე, იმის გააზრებსას რომ არჯევანიძეც მომყვება.
პატარა ბავშვი ხომ არ ვარ? რადგან, უმანქანოს, ავტობუსით ან მარშრუტით მომიწევს მგზავრობა იმას არ ნიშნავს რომ დავიკარგები!

-შენ არ მოდიხარ._თავს ამაყად ვიღეღებ, როდესაც ძველებური, უფროსი მარგო ამილახვარი იღვიძებს ჩემში, სულ ყველაფრის კონტროლს რომაა მიჩეული.
-მარგო არ გინდა გთხოვ._კიდევ ერთხელ ხუჭავს თვალებს. მგონია რომ ცოტათი მოლბება თუმცა როგორც ჩანს ვცდები. -მივდივართ ერთად და არ გინდა კამათი.
-ტატო მომისმინე. ვფიქრობ, უკვე კარგად იცი ჩემი ხასიათი და ისიც კარგად იცი, რომ არ ვაპირებ ჩემი ოჯახის პრობლემებში მოგახვიო თავზე. ამ კვირის განმავლობაში ამ პრობლემებში მომიწევს ცხოვრება. ასე რომ შენ აქ რჩები, მე თბილისში ვბრუნდები.
-არც გთხოვ რომ ოჯახის პრობლემები მომახვო._ხმა კიდევ უფრო უსერიოზულდება ისე რომ არასასიამოვნო ჟრუანტელი მაკითხავს კანზე. -გაიგე რომ არ ვაპირებ აქ ჯდომას და გართობას სანამ შენ იქ ხარ, მარგო. თანაც ფეხი გაქვს ნატკენი.
-ვიცი. მაგრამ არა, ტატო. ერთხელ ვთქვი და მეორედ აღარ გავიმეორებ.
-მართალი ხარ, მეორედ არ გაიმეორებ. გააკეთებ იმას, რასაც გთხოვ ადამიანურად._ცეცხლი მეკიდება გულზე ბრაზისგან. ნუთუ ამხელა აურზაური უნდა ატყდეს ჩემი თბილისში წასვლის გამო?
-არ მთხოვ ტატო— მიბრძანებ._ვგრძნობ როგორ მებზარება ხმა.

„არავის. არასდროს. ამდენი. არ. გაუბედავს ჩემთვის!“

-მარგო._სულ ერთი წამით, ერთადერთი წამით ხმა თითქოს ნაწილობრივ ულბება. მაგრამ მეორე წამს ისევ ძველებულ მკაცრ ტონს იბრუნებს. -მომისმინე და გაიგე რომ არ მინდა შენთან ჩხუბი, მაგრამ ერთადერთხელ მაინც დამიჯერე.
-რაზე დაგიჯერო ტატო? ძიძად რომ მომყვები თბილისში, თუ ჩემს კონტროლს რომ ცდილობ სრუალიად უაზრო საკითხში?!
-ზედმეტი არ მოგივიდეს, მო...._მისი გაყინული გამომეტყველებიდან გამომდინარე ჩემმა სიტყვება დიდად არ იმოქმედეს, მაგრამ მიუხედავად ამისა მამაკაცის მომდევნო წინადადება ძალზედ გამაფრთხილებლად მეჩვენება.
-ჯობია, შენ თავსაც შეახსენო ეგ სიტყვები, ტატო არჯევანიძევ!
სამზარეულოდან ბოროტად გამოვარდნილი, კიბეებზე ჩქარი ნაბიჯით ავდივარ და საკუთარ ოთახს ვაღწევ თუ არა, განრისბეხულად ვაჯახუნებ კარს.

საქმე იმაში კი არაა თბილისში რომ უნდა წამოსვლა ჩემთან ერთად? იდიოტი კი არ ვარ ასეთ რაღაცაზე გასაბრაზებლად. ვბრაზდები იმაზე, რომ არც მეკითხება ისე წყვეტს ყველაფერს! ხომ შეეძლო ნორმალურად ეკითხა, ეთხოვა?

-ჯიუტი ხისთავიანი...ხეპრე! ხე-პრე!_რომ არა ტუმბოზე მდგარი ცივი წყლის ბოთლი ალბათ ბრაზისგან ავფეთქდებოდი.

„ხომ იტყვის კაცი, რა სისულელეებზე ატეხეს ამხელა ამბავიო. უბრალოდ არ ვარ მიჩვეული სხვისი კაპრიზების გათვალისწინებას და მორჩა!“


___________________________

ესეც მორიგი თავი ^_^ მაგრამ კომენტარების ნაკლებობა გულს მიკლავს :(



№1  offline წევრი deamedo

აააჰ როგორ ველოდებოდიიიიიიი love
ძალიან მომწონს თითქოს ბანალური მაგრამ განსხვავებულიიი winked
მიყვარს ასეთი ძლიერი ადამიანები winked
ხოდა ამ ისტორიის და თქვენი ფანი ვარ ქალბატონოოო love
პ.ს. ნაკლებობაზე არ იდარდო ეგ დროებითია wink

 


№2  offline წევრი milangirl

მეც ძალიან მომწონს ეს ისტორია. ძალიან მიხარია რომ არ აგვიანებ ხოლმე. ლოდინი მკლავს

 


№3 სტუმარი tatuka

Dzalian momcooons male dade shemdegiii

 


№4 სტუმარი mew

momwooons. Gtxov ar shewyvito dadeba rAa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent