შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 20


27-12-2015, 00:04
ავტორი mako-makako
ნანახია 2 278

ბექასთან ალერსით და მეგობრებთან საუბარში გული რომ ვიჯერე,მხოლოდ ამის მერე გადავწყვიტე სახლში წასვლა,თორემ დღეს ნამდვილად მომკლავდა დედაჩემი რომ არ მივსულიყავი.ბექამ მომაცილა სახლამდე,ნია კი ლევანმა წაიყვანა.ლექსო თეკოსთან დავტოვეთ,როცა გაიღვიძებდა მარტო არ ყოფილიყო და არ შეშინებოდა. სადარბაზომდე მომაცილა ჩემმა ბიჭმა.მიჭირდა მასთან განშორება მაგრამ რა უნდა გვექნა სულ ერთად ხომ ვერ ვიქნებოდით.მეც გამაჩნდა ჩემი პასუხისმგებლობა ოჯახის წინაშე და ძალიან არ მინდოდა რომ მომეტყუებინა მშობლები.ვიცოდი მამა ჩემს სიყვარულს გაუგებდა და არც კი მისაყვედურებდა მაგრამ დედის იმედი ბოლომდე არ მქონდა და ეს ცოტა მაშინებდა კიდეც.ბექას დავემშვიდობე და სახლში ავედი.კარები მამაჩემმა გამიღო.გემრიელად გადვკოცნე და გეზი ოთახისკენ ავიღე როდესაც დედაჩემის მკაცრი ხმა გავიგონე სამზარეულოდან.
-აქეთ შემობრძანდი ქალბატონო ანა.-მითხრა ჩვეული სიმკაცრით.
-სახლშია.ეხლა რა გაუძლებს დაკითხვას.-მხოლოდ ეს გავიფიქრე და სამზარეულოში თავი შევყავი.
-გამარჯობა დეე.-მთელი ჩემი სითბო ჩავაქსოვე ამ ორ სიტყვაში.
-სანამ არ დაგიძახე იქამდე არ გახსოვდა დედაც თუ სახლში იყო არა?-ისეთი მზერით შემომხედა მეგონა ადგილზე გამყინავდა.
-კაი რა დეე,არ დაიწყო ეხლა თავიდან.შხაპის მიღება მინდოდა და ოთახში იმიტომ მივდიოდი.-გამოვაცხე მაშინვე დამაჯერებელი ტყუილი.მაგრამ დედიკო რის დედიკო ოყო რომ ტყუილი სიმართლისგან არ გაერჩია.
-სად ბრძანდებოდი ორი დღე?-ვითომც არ გაუგონიაო ისე დამისვა ახალი შეკითხვა.
-ხომ იცოდი თეკოსთან რომ ვრჩებოდი და რაღატო მეკითხები იმას რაც უკვე კარგად იცი?-ბრაზი მომერია მის დაკითხვაზე.
-მერე ამ ორი დღის მანძილზე ერთხელ ვერ დამირეკე?-უფრო ბრაზდებოდა დედაჩემი.
-ტელეფონი დამჯდარი მქონდა და ვერ დაგირეკე.-ვუთხარი უდარდელად რადგან ვიცოდი რომ ტყუილს არ ვამობდი.
-მერე ყველას დაუჯდა ტელეფონი იქ სადაც იყავიი?-უკვე ბრაზს ვეღარ მალავდა ქალბატონი მზია.
-შენ რა აქ დაკითხვისთვის დამიბარე დედა?-გაბრაზებული ტონით ვუთხარი დედას და თვალებში შევხედე.
-დაკითხვა რა შუაშია?რა უფლება არ მაქვს დავინტერესდე სად ათევს ჩემი შვილი ღამეს?-ისეთი სახით მითხრა რომ შეძლებოდა ალბათ მცემდა კიდეც.
-ოოო,კაი რა დე.როგორ გიყვარს ყველაფრის გართულება რა.-უდარდელად ავიქნიე ხელი ჰაერსში და იქამდე გამოვედი სამზარეულოდან სანამ სერიოზული კამათი მოგვივიდოდა.პირდაპირ ჩემი ოთახისკენ წავედი.როგორ მომნატრებია აქაურობა. კარადიდან პირსახოცი ავიღე და სააბაზანოსი შევედი.ცხელი წყლით ავავსე აბაზანა და შიგ ჩავწექი.მთელი დაღლილობა,სტრესი დ დაძაბულობა მაშინვე მომეხსნა. ალბათ ორი ან სამი საათი მაინც ვიწექი ცხელ წყალში და მშვიდად მთვლემდა. როდესაც ადგომა დავაპირე უკვე საკმაოდ გვიანი იყოიმისთვის რომ მისაღებში ჩავსულიყავი.საღამურები გადავიცვი და ამდენი დღის ემციებით დატვირთულს მშვიდად ჩამეძინა დილამდე.
...
ლექსომ მეგობრები გაააცილა და თვითონ სამზარეულოში შევიდა.ანამ უთხრა რომ სანდრო,თეკოს ძმა რაღაც საქმიან ვიზიტზე იყო ქალაქიდან გასულიდა რამდენიმე დღე არ დაბრუნდებოდა.მასაც ხომ მეტი არ უნდოდა საყვარელ ქალთან მარტო დარჩებოდა და ყველა პრობლემას მოაგვარებდნენ.მაცივარი გამოაღო და შიგნით შეიხედა.აინრტერესებდა რა პროდეუქტები იყო შიგნით და რისი მომზადება შეეძლო.მაცივარში ყველა ის პროდუქტი აღმოაჩინა რაც მას სჭირდებოდა, სასწრაფოდ გადმოალაგა,რადგან გაკეთება თეკოს გაღვიძებამდე უნდა მოესწრო. დაიწყო საფირმო პიცის გაკეთება.ლექსო სტუდენტობის დროს პიცერიაში მუშაობდა და საკმაოდ გემრიელი პიცაც გამოსდიოდა.მისი ჯგუფელები თუ უბრალო ნაცნობებიც კი სულ მისი პიცის დასაგემოვნებლად დადიოდნენ პიცერიაში.რა თქმაუნდა ეს უფროსსაც ძალიან მოსწონდა,რადგან კლიენტურა იმატებდა და ეს მის წისქვილზე ასხამდა წყალს.სულ რამდენიმე თვეში ლექსო მენეჯერად გადაიყვანეს ამავე პიცერიაში და საკმაოდაც აფასებდნენ,არა მარტო იმისთვის რომ კარგ პიცას აკეთებდა.არამედ იმისთვის რომ ძალიან მონდომებული და შრომისმოყვარე ადამიანი იყო.იცოდა სამუშაოს ყადრი და აფასებდა ყველაფერს რასაც კი ცხოვრება მისცემდა.მამა გარდატეხის პერიოდში გარდაეცვალა.სწორედ მასინ როდესაც ყველაზე ძალიან მისი გვერდით ყოფნა და დარიგება სჭირდებოდა. დედა მარტო ზრდიდა მთელი ცხოვრება და როდესაც შეეძლო მუშაობა ყოველთვის ეხმარებოდა მშობელს,რომ მისთვის ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა ტანჯვა.ლექსოსთვის დედა იყო ყველაფერი,მისი გულისთვის სიცოცხლესაც კი არ დაიშურებდა.ყველაფერი მალევე მოამზადა და უკვე გამზადებული მასა გაზქურაში მოათავსა.თხუთმეტ წუთში ყველაფერი მზად იქნებოდა.იქამდე კი წვენსაც დაწურავდა.კარგად იცოდა თეკოს გემოვნება,ამ ორ წელიწადში მისი ყველა თვისება ჰქონდა შესწავლილი.ხშირად უკან დაჰყვებოდა და ასე იგებდა გიორგაძეზე ინფორმაციას.ბანანი და ანანასი წვენსაწურში მოათავდა და დაიწყო თეკოს საყვარელი წვენის გამზადება.ისიც იცოდა რომ გოგნას პიცა ყველით უყვარდა.ხშირად სტუმრობდა თეკო მის პიცერიას და მუდამ აგემოვნებდა ლექსოს გაკეთებულ პიცას.წვენსაწურის ხმაურში ვერ გაიგო როდის ადგა თეკო და როდის შემოვიდა სამზარეულოში.გოგონა სასიამოვნა სურნელმა გამოაღვიძა და სამზარეულოსკენ უბიძგა,მაგრამ რაც იქ დახვდა ამას კი ნამდვილად არ ელოდა. რადგან ეგონა მისი გოგოები ფუსფუსებდნენ და მისთვის რაღაცას ამზადებდნენ. ლექსოს კი იქ ნამდვილად არ ელოდა.კარებიდან მალულად უყურებდა მისთვის ყველაზე საყვარელ მამაკაცს და თვალები ცრემლით ევსებოდა.უყურებდა და საკუთარ თავს უბრაზდებოდა რომ ის ამხელა ტანჯვისთვის გაიმეტა და ამდენი გადაატანინა თავისი სისულელის გამო.ლექსოს რომ არ ყვარებოდა და გუშინდელი ღამის მერე რამე რომ შეცვლილიყო.ის ეხლა აქ არ იქნებოდა და სამზარეულოში არ იტრიალებდა იმის გამო რომ თეკოსთვის ვახშამი მოემზადებინა.მისი შემხედვარე გული სითბოთი ევსებოდა და ის სიყვარული უფრო და უფრო უძლიერდებოდა რაც მის მიმართ ჰქონდა.ამაყობდა რომ ასეთი საოცარი და თბილი ადამიანი ჰყავდა გვერდით.მუდამ მისი იქნებოდა.აღარასოდეს დაუშვებდა იმას რომ როდესმე ერთმანეთს დაშორებოდნენ.არ უნდოდა ბიჭისთვის ხელი შეეშალა,სიამოვნებდა ეს მზრუნველობა,ამიტომ ისევ ისე უჩუმრად დაბრუდა ოთახში როგორც გამოვიდა.საწოლში ჩაწვადა დაელოდა როდის მივიდოდა თვითონ შამანაური მასთაან.ლექსო ვერც ხედავდა კარებში მომტირალ გოგონას.ის თავისი საქმით ისე იყო გართული რომ ირგვლივ ვერაფერს ვერ ამჩნევდა.პიცაც უკვე მზად იყო და დრო იყო თეკოს გაღვიძების.რამდენიმე ნაჭერი თეფშზე გადმოაწყო.წვენიც ჩამოასხა ჭიქაში,ეს ყველაფერი ლანგარზე დადო და თეკოს ოთახისკენ აიო გეზი. კარიჩუმად შეაღო.თეკოს ისევ ეძინა.ლანგარი იქვე პატარა მაგიდაზე დადო და თვითონ ლოგინის კუთხეში ჩამოუჯდა.თმებზე ნაზად გადაუსვა ხელი და თეკოს დაუძახა.
-გაიღვიძე ძილისგუდა.დროა უკვე ამდენი ძილი ვის გაუგია?-უთხრა მხიარულად და ცხელი ტუჩები შუბლზე დაადო.გოგონა ოდნავ შეიშმუშნა და გაღვიძების იმიტაცია გაითამაშა.ჯერ ერტი თვალი გაახილა ფრთხილად,მერე მეორე და ბოლოს ტვალები მაგრად დაისრისა ხომ არაფერი მელანდებაო.თვალებს რომ არ დაუჯერა ხელით შეეხო ბიჭის ხელს და როდესაც დარწმუნდა ეს ყველაფერი მართალი იყო მხოლოდ მერე ამოიღო ხმა.
-ლექსო?შენ აქ საიდან გაჩნდი?ან როდის მოხვედი?გოგოები სად არიან?-თვალების ცეცება დაიწყო ვითომ იქ გოგოებს ეძებდა თან საკუთარ თავზე ეცინებოდა რა კარგი მსახიობი იყო.არა ამით კი არ ტნჯავდა ბიჭს უბრალოდ ძალიან სიამოვნებდა როდესც მასზე ზრუნავდნენ.რაც მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ იმის მერე უკვე 12 წელი იყო გასული.თეკო ძმას ჩააბარეს და თვითონ სამუშოდ გასწიესუცხო ქვეყნისკენ.სანდროს როგორც შეეძლო ზრუნავდა დაზე მაგრამ თეკოს ყოველთვის ეკლდა სითბო და ამ ყველაფრის ანაზღაურებას მეგობრებთან ურთიერთობით ცდილობდნენ.ძალიან ჩაიკეტა და საკუთარ თავზე დამოკიდებული გახდა.ეხლა როდესაც ხედავდა მისი სიყვარული როგორ ზრუნავდა და თავს ევლებოდა მას უნდოდა დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ყველაფერი და დასასრული არ ჰქონოდა.
-შენ როცა გეძინა მასინ მოვედი ძილისგუდა.უკვე რამდენი ხანია გძინავს ასე შეიძლება?-ვითომ გაბრაზების ტონი მოირგო ლექსომ და ღიმილს ძლივს იკავებდა რომ თეკოს არ დაენახა.
-დიდი ხანია მძინავს?-გულუბრყვილოდ იკითხა გოგონამ და საათს გადახედა.
-უკვე 4 საათია რაც გძინავს.-ფიქრებს მიუხვდა ლექსო და პასუხი მაშინვე გასცა.
-მართლა დიდი დრო გასულა.-თავისთვის ჩაილაპარაკა თეკომ და ლექსოს თვალებში ჩახედა.ეგონა იქ ბრაზს ან ტკივილს ამოიკითხავდა მაგრამ შეცდა რადგან ბიჭის თვალები მხოლოდ სიხარულს ასხივებდა.
-კარგი ხო რაც გეძინა გეძინა.ეგ არაფერი.ეხლა კი ჩემი გაკეთებული პიცა უნდა ჭამო სანამ ცხელია.თორემ გეტყობა ბევრი გიტირია და ძალა გამოცლილი გექნება.-ბოლო სიტყვები უსაზღვრო სევდით წარმოსთქვა შამანაურმა და თვალებშიც სევდა აუკიაფდა სულ წამიერად,მაგრამ ეს თეკომ მაინც შეამჩნია.
-ლექსო.მინდა რომ ვილაპარაკოთ.-ძლივს მოაბა სათქმელს თავი გიორგაძემ.
-ჯერ პიცა შეჭამე და საუბარს ყოველთვის მოვასწრებთ.-დაამშვიდა გოგონა ბიჭმა და ლანგარი წინ დაუდო.თეკომ დახედა მისთვის გამზადებულ ვახშამს და გაეღიმა. ერთი ნაჭერი აიღო და ჯერ ლექსოს მიუტანა ტუჩებთან.ბიჭს გაერიმა გულიანად ჩაკბიჩა და დააგემოვნა.ისიც მთელი დღის მშიერი იყო და ეხლა ალბათ ყველაფერს გადაჭამდა რასაც დაუდებდით.ერთმანეთის ყურებაში მთლიანი პიცა შემოეჭამათ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმა არც ერთს არ ამოუღიათ.უბრალოდ ერთმანეთის ყურებით ტკბებოდნენ.ლექსომ ყველაფერი სამზარეულოსი გაიტანა.არ მისცა თეკოს ადგომის უფლება.
-შენ დაისვენე.ყველაფერს მე მივხედავ.-ამ სიტყვებით დატოვა საძინებელი და თვითონ სამზარეულოში გავიდა.იქაურობა მიალაგა და მხოლოდ ამის მერე დაბრუნდა ოთახში.თეკო ჩვეულ ფორმაში დახვდა.საწოლზე ნახევრად წამომჯდარიყო და ნერვიულად ათამაშებდა გადასაფარებლის კუთხეს.ბიჭმა ეს შეამჩნია გვერდით მიუჯდა და გულში ჩაიხუტა.სიტყვები აქ უკვე ზედმეტი იყო,ლექსოს ესმოდა გოგონასი და არ აპირებდა საუბრით მის უფრო აფორიაქებას. რაც იყო იყო.არცერთი არ ნანობდა გადადგმულ ნაბიჯს მთავარი ეს იყო მათ ურთიერთობაში და ეს ორივეს კარგად ესმოდათ.გოგონამ ფრთხილად შემოხვია წელზე მისი სიფრიფანა ხელები და მხოლოდ ამის მერე დაუნამა მხარი ლექსოს მისმა ცრემლებმა.
-შენ რა ტირი?-გიორგაძის სახე ხელებში მოიქცია და ისე ჩახედა მას თვალებში.
-გთხოვ მაპატიე რა ლექსო.ტკივილი რომ მოგაყენე და გამოვიქეცი.არ მინდოდა ასე რომ მოხდარიყო,უბრალოდ შემრცხვა შენთვის თვალებში...-აქ უკვე სიტყვა შეაწყვეტინა ბიჭმა და ცრემლიანი თვალები კოცნით ამოუშრო.
-ეგ მეორედ აღრ გაიმეორო.ჩემი არასოდეს არ უნდა შეგრცხვეს ჩემო სიცოცხლევ. შენ სასირცხვილო არაფერი გაგიკეთბია.მიყვარხარ და სამუდამოდ ჩემი იქნები. მე მეკუთვნი და ჩემი ხარ ჩემო სულელო გოგო.-ლექსომ მაგრად ჩაიხუტა თეკო გულში და ყელსი ვნებიანად აკოცა.ამაზე გოგონას ჟრუანტელმა დაუარა და გააცია. შამანაურს მის რეაქციაზე ოდნავ გაეღიმა და კიდევ ერთხელ აკოცა.
-კარგი რა ლექსო.-ვითომ გაებუტა და ტუჩები გაბუსხა საყვარლად. ამის დანახვაზე ბიჭმა თავი ვეღარ შეიკავა და გემრიელად დააცხრა მის ვნებისაღმძვრელ ტუჩებს. გოგონაც აჰყვა მას კოცნაში და სიამოვნების მორევში გადაეშვნენ.ყველაფერი თავისთავად ხდებოდა,როდესაც ლექსომ გოგონას მაისურის ქვეშ ხელი შეუცურა, მალევე უკან გამოიღო და ისე დაუწყო მოფერება.გიორგაძე მიხვდა რომ შამანაური უკან იხევდა.ეშინოდა მისი რეაქციის და ამის გამო საკუთარ ტავზე მოეშალა ნერვები.მაგრამ ინიციატივა ისევ მან გამოიჩინა ამჯერადაც რომ ბიჭისთვის სრული თავისუფლება მიეცა და მისთვის დაძაბულობა ბოლომდე მოეხსნა.მისი მაისურის ქვეშ ამჯერად თეკომ შეაცურა თხელი თითები და ზურგზე ნაზად ჩამოუსვა.ეს შამანაურისთვის გამოწვევა იყო და უნდა მიეღო ეს გამოწვევა.გოგონას ტუჩებს ნელა მოსწყდა და ყელისკენ გადაინაცვლა.ოთახში მხოლოდ თეკოს მსუბუქი კვნესა ისმოდა.ყელიდან მკერდიკენ ჩაუყვა ნელა და ამჯერად ზურგზე თეკოს ვნების კვალი დაეტყო უმალ.ამან უფრო გაათამამა მამაკაცი და უფრო ვნებიანად დაუწყო გოგონას ალერსო.მაისური და ჯინსი ნელა გახადა.თვითონაც განთავისუფლდა ზედმეტი სამოსისგან და თეკოს იდიალურ ტანს გააყოლა მზერა.გოგნა მორჩილად იწვა საწოლზე და მამაკაცის თითოეული კოცნა თუ შეხება სასაიმოვნო განცდას იწვევდა მასში.ეხლა კარგად აკვირდებოდა და სწავლობდა მის ყველა ნაკვთს და ცდილობდა გონებაში სამუდამოდ ჩაებეჭდა ეს ვნებიანი ღამე.მისი დაკუნთული და ოფლისგან დაცვარული სხეული.მისი ვნებიანი კოცნა და მხურვალე ტუჩები. ეს ღამე მათთვის დაუვიწყარი იქნებოდა სამუდამოდ.ისე გადაეშვნენ ვნების მორევში რომ როგორ დაათენდათ თავზე ვერ მიხვდნენ.გამთენიისას ერთმანეთზე გადაჯაჭვულები მიესვენენ საწოლს და გახშირებულად სუნთქავდნენ.თეკოს ლექსოს მკერდზე ედო თავი და მის გულისცემას უსმენდა.ბიჭი კი გოგონას თმებში ხლართავდა თითებს და მეორე ხელით მაგრად იხუტებდა მის შიშველ და ნაზ სხეულს.მისი შეხებისას ტანში ისევ ის სასიამოვნო განცდა უვლიდა და სიყვარულს უფრო უღვივებდა.ღმერთს მადლობას სწირავდა რომ ასეთი საოცარი არსება ჰყავდა გვერდით და ჰპირდებოდა რომ სულ გაუფრთხილდებოდა.ერთმანეთზე ჩახუტებულებს ღრმა ძილით ჩაეძინათ და სასიამოვნო სიზმრების სამყაროში გადაეშვნენ.
...
დილით მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა.ზლაზვნით წამოვდექი.უკვე ისე გავზარმაცდი რომ უნივერსიტეტში წასვლაც კი მეზარებოდა,არადა უკვე გამოცდები გვეწყებოდა და ლექციებზე დასწრება აუცილებელი იყო.პირსახოცი ავიღე და აბაზანას მივაშურე,ცხელმა წყალმა ცოტა გონს მომიყვანა.პირსახოცი ტანზე შემოვიხვიე და კარადის წინ დავდექი.ტანსაცმელს ვარჩევდი როდესაც ოთახის კარი დაუკაკუნებლად ლევანმა შემომიღო და საწოლზე გაგორდა.
-შენ ხომ დაკაკუნება ვერ გასწავლე.-გაბრაზებული სახე მივიღე და ისე გადავხედე ყურებამდე გაკრეჭილ მეგობარს.ვითომც არაფერიო ისეთი სახით მიყურებდა უცხო რომ ენახა იტყოდა ნამდვილი გიჟიაო.
-რა ხდება ლევან რა გახარებს?-ვკითხე მისი სახის გამომეტყველებით გაკვირვებულმა.
-ახალი ამბავი მაქვს ჩემო გადარეულო.-მითხრა და ისევ გამიღიმა.
-ჰა ეხლა ამოღერღავ თუ კიდევ დიდხანს მალოდინებ?-უკვე ნერვებს მიშლიდა მისი დუმილი.ერთი სული მქონდა გამეგო ის ახალი ამბავი რომელიც ლევანს ასე კარგ ხასიათზე აყენებდა.
-ნიას თავის დაბადების დღეზე ხელი უნდა ვთხოვო მეტი აღარ შემიძლია.-როგორც იქნა ამოშაქრა ლევანმა თავისი ახალი ამბავი და გაღიმებული დამტოვა.ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
-შენ რა დამცინი თუ მართლა ამბობ?-ჯერ კიდევ ყურებს ვერ ვუჯერებდი.
-რას დაგცინი გოგო სერიოზულად გელაპარაკები.-მითხრა სრული სერიოზულობით ზედგენიძემ.
-ვაშაააააააააააააააააააა....-იმხელა ხმაზე ვიყვირე ზედგენიძემ ყურებზე ხელი აიფარა და იქამდე არ ჩამოიღო სანამ ყვირილს არ მოვრჩი.
-შენ ხომ არ იცი როგორ გამახარე..-მივარდი და მაგრად ჩავეხუტე ამ ახალი და კარგი ამბის გაგების მერე.-ეხლა კი წადი უნდა ჩავიცვა და გეგმები მერე დავაწყოთ.-თვალი ჩავუკარი ლევანს და ოთახიდან ძალით გავიყვანე,მე კიდევ მომზადებას შევუდექი რადგან უკვე საკმაო დრო იყო გასული და თუ მალე არ გავიდოდი უნივერსიტეტში აუცილებლად დავაგვიანებდი.



№1 სტუმარი darina

Rogorc yoveltvis dzalian tbili da tkbili tavi iyo, am tavshi leqso dzalian momewona iseti sayvareli iyo, chemi bichi damichagre cota :-D.

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

ლექსოს პიცა მნამ მნამ :დდდდდ აუუ ვგიჟდები შენზე,კარგ ხასიათზე დამაყენე ამ თავით. მეღირსა ლექსოს და თეკოს შერიგება. ხო და დარინას ვეთანხმები ,ბექა რატომ დამიკარგე? :დ კარგი ხარ მაკო <3

 


№3  offline წევრი mako-makako

darina
Rogorc yoveltvis dzalian tbili da tkbili tavi iyo, am tavshi leqso dzalian momewona iseti sayvareli iyo, chemi bichi damichagre cota :-D.

მადლობა ჩემო კარგო და საყვარელო გოგო არ დამიჩაგრავს ნამდვილად,უბრალოდ ეხლა ლექსო დავახასიატე ისე სულ ბექას ვახასიათებს და მინდოდა ეს ბიჭიც გამომეჩინა ისეკარგად როგორიც არის.

Lanas Statusebi
ლექსოს პიცა მნამ მნამ :დდდდდ აუუ ვგიჟდები შენზე,კარგ ხასიათზე დამაყენე ამ თავით. მეღირსა ლექსოს და თეკოს შერიგება. ხო და დარინას ვეთანხმები ,ბექა რატომ დამიკარგე? :დ კარგი ხარ მაკო <3

მადლობა და ძალიან მიხარია ჩემო საყვარელო თუ ცოტა მაინც გაგახხარე.არ დამიკარგავს მომავალში სულ ბექა მეყოლება და დრო აღარ მექნებოდა ლექსოს დასახასიათებლად.
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№4 სტუმარი nina

ძალიან თბილი თავი იყო,ძალიან მაგარი გოგო ხარ!!მომწონს ყველა გმირის ხასიათს და თვისებებს რომ კარგად გადმოგვცემ love ბოდიში ხშირად ვერ გიკომენტარებ,იმიტომ რომ ტელეფონში ვიწერ და იქ ვკითხულობ,მაგრამ იცოდე რომ ყველა თავი საოცრად მომწონს!!მიყვარხარ შენც და შენი გმირებიც :* <3

 


№5  offline წევრი mako-makako

nina
ძალიან თბილი თავი იყო,ძალიან მაგარი გოგო ხარ!!მომწონს ყველა გმირის ხასიათს და თვისებებს რომ კარგად გადმოგვცემ love ბოდიში ხშირად ვერ გიკომენტარებ,იმიტომ რომ ტელეფონში ვიწერ და იქ ვკითხულობ,მაგრამ იცოდე რომ ყველა თავი საოცრად მომწონს!!მიყვარხარ შენც და შენი გმირებიც :* <3

მადლობა ჩემო კარგო რომ სულ კითხულობ და კომენტარსაც მიტოვებ,ჩემი აზრით საჭიროა ყველა გმირის დახასიათება რადგან ასე უფრო ადვილად იგებს მკითხველი ყველაფერს და უფრო საინტერესოა.ეგ არაფერი მთავარია რომ კითხულობ და მოგწონს.შენც ძალიან კარგი და თბილი გოგო ხარ love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent