შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ მასაც კი შეუყვარდა 5


27-12-2015, 00:46
ავტორი innako
ნანახია 2 163

-დედი როგორ ხარ ? - ნია სიხარულით შეეგება ლელას ზარს.
-გილოცავ ! ბარგს ალაგებ და სახლში მოდიხარ ამ წუთას !
კავშირის დასასრული.
...
-ნია გვაპატიე , არ მინდოდა ესე გამოსულიყო უბრალოდ ესე მოხდა ნია!- თვალცრემლიანი ხატია მივიდა ,რათა მეგობარს მოხვეოდა
-მეხუმრები ხო ? რა საჭირო იყო ამხელა აჟიოტაჟი ხალხო? რა გავაკეთე, რა გააკეთა, რა გავაკეთეთ ისეთი , რომ ეგრე მოქცეულიყავით ?
-ისტერიკებს შევეშვათ და ბექას ვკითხოთ აზრი კარგი? -ნათიას მოთმინების ფიალა გადაეწურა.
-არ მეგონა გოგონებო, ნამდვილად არ მეგონა თუ ამ ურთიერთობას ,რასაც მეგობრობას ვუწოდებ მხოლოდ ამხელა ამბავს შექმნიდა . რავქნა ნიაკო ალბათ მათთვის არ ვარ „სანდო“ მეგობარ . კარგ სალამს არასდროს დაგამადლი , იმის იქეთ კი მორჩა .
ნიას სამყარო ნაცარტუტად იქცა. იგი გაოგნებული იყო ბექას სიტყვებით. ნანობდა, ძალიან ნანობდა გრძნობებს აყოლილ ქმედებებს , წამებში ახსენდებოდა დარიგებები გოგონებისა , რომ ბექას საკმარისი იყო „საწადელი“ აესრულებინა და უმალვე ყველას ივიწყებდა. ვერ აიტანა , ვერ აიტანა ბიჭის სიტყვები , მაგრამ შეეცადა მოეთმინა , თავი ამაყად ასწია და თქვა:
-მეც სწორედ ამის თქმას ვცდილობდი. ჩვენ მხოლოდ მეგობრობა გვსურდა. ბოდიშს გიხდით ზედმეტი პრობლემებისთვის -ადგა და ცოცხალმკვდარი , განადგურბეული შევიდა ოთახში ბარგის ჩასალაგებლად.
...
-ერთ საათში მოვა ტაქსი და მეც წავალ - ნიამ ძალდატანებით გაუღიმა ირგვლივმყოფთ და გარეთ გავიდა.
-მაგ სიტყვებით რატომ გაანადგურე ? შეგეძლო სხვა რამე გეთქვა - ხატიამ ზიზღნარევი თვალებით შეხედა ბექას.
-რა მეთქვა ხატია ? ვგიჟდები ნიაზე და ყველა დაბრკოლებას გავუძლებ ნიას გამოთქო ? მე ასეთი მდგომარეობისთვის არ მემეტება ნია. ჩემს გამო ყველას ვერ დავაკარგინებ- თქვა ბექამ და ოთახიდან გავიდა.
-ნათია სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ ? -ხატიამ შიშისფეთებით იკითხა , თუმცა გულის სიღრმეში მაინც იცოდა , რომ მართალი იყო.
-ეჭვი გეპარება ხატო მაგაში ? გგონია ბექა ნიაზე ზრუნავს ? უბრალოდ თვითონ გაურბის ყოველ პრობლემას. გაიხსენე მისი და მისი ცოლის ამბავი , ის ატირებული გოგონებიც ჩვენ რომ გვაცნობდა როგორც საცოლეებს, იმათ კიდე ეგონათ მეგობრების „სასტავი“ გამაცნოო და ყველაფრისთვის მზად იყვნენ.
-მანდამაინც ნია რატომ აირჩია ნათია? ის ხომ ჩვენიანი არის ?
-ალბათ ბექას რუტინაა იქ , სადაც წავა ვინმე „გაჩითოს“ და ნიაც მშვენიერ ვარიანტად გამოუჩნდა.
-ურჩხულად გამოგყავს ბექა.
-შენც იცი , რომ სიყვარულის თემაში ურჩხულზე უარესია.
...
ტიროდა ნია . დასტიროდა გასულ წუთებს ბექასთან გატარებულს , ვერ ტოვებდა იმ ადგილს ,სადაც მან პირველად შეიგრძნო უდიდესი სიამოვნება გამოწვეული სანატრელი ბიჭის ალერსით.
-ნია!- მას ბეჭზე ბექამ დაადო ხელი.
-შენ აქ რა გინდა?
-ფანჯრიდან გადმოვძვერი გოგონებს ოთახში ვგონივარ.
-როგორ მომაგენი?
-უბრალოდ გავიხსენე ის , რომ შენ მე ვარ.
-იმედგაცრუებული ვარ ბექა . არ მინდა ჩემს თვალსაწიერს ერთხელ მაინც დაენახო და ძალიან გთხოვ წადი ჩემგან.
-უნდა დავმალოთ ურთიერთობა. მე შენ არ დაგკარგავ არეშიძე. ვიცი ძნელი იქნება , ისიც ვიცი ,რომ ბევრ პრობლემას შეგიქმნი , მაგრამ იმასაც ვხვდები , რომ იმდენად ეგოისტი ვარ შენ ვერ გაგიშვებ ჩემგან , გთხოვ ვიყოთ ერთად. მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ! ვიცი დაუჯერებელია ნია, მაგრამ რავქნა მართლა ძალიან მიყვარხარ.თუ თანახმა ხარ ან ახლა მითხარი ან ცოტახანს დაფიქრდი. ველი შენს ზარს. ეხლა წავალ !
ნია კარგახანს დუმდა, თუმცა დუმილიც , თავშეკავებაც, სწორი გადაწყვეტილებაც სიყვარულმა-სიგიჟემ გადაფარა, ბექას გაეკიდა და აკოცა.
-ზუსტად ჩემნაირი ხარ ნია. მიხარია ,რომ ამჯერად აღარ შევცდი არჩევნის გაკეთებაში.შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა და არასდროს დაკგარგავ.
...
-რას გავს გოგო შენი ქმედება ? ამისთვის გზრდიდი ნაცოლებ კაცს , ცხრა საყვარელ გამოცვლილს გვანაცვალო ? მე , მამაშენი , ბებო , დეიდა და თავი მოგვჭრა? -ლელა სიმწრისგან ცოფებს ყრიდა
-დედა!დამშვიდდი , ჩვენ უბრალოდ მეგობრობა გვინდოდა, მაგრამ ხომ მიცნობ არა ? ზედმეტად თბილი ვიყავი მასთან და გოგოებმა წარმოუდგენლად მიიჩნიეს ჩვენი მეგობრობა.
-დაფიქრდი შვილო ! კარგად დაფიქრდი ნია! ის იცოდე,რომ მაგ ბიჭთან ურთიერთობას არასდროს გაპატიებ და დაივიწყე მაგ გადაწყვეტილების მერე , რომ დედა ვარ შენი.
-ლელა მომისმინე გოგო! რამ გამოგაშტერა? გეუბნები არაფერი იყოთქო და გიცეკვო?-ნია საბოლოოდ გამოვიდა წყობიდან.
ლელას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და ნიას უთხრა : იცოდე ვის ვისთვის უნდა ატკინო გული.
ნია მიხვდა,რომ თავისმა სიტყვებმა დედას გული ძალიან ატკინა, მაგრამ მისთვის იმ მომენტში ყველა მტერი იყო , ლელაც , ნათიაც , ხატიაც , ის მხოლოდ ბექაზ ფიქრობდა. ბექაზე,რომლის გამო სიცოცხლესაც კი არ დაიშურებდა.
...
- აუ ბექა ძალიან მომენატრე!
- ჩემი გოგოოო! ჩემი ნიაკო- როდის გნახავ ნიაკო როგორ მომენატრე, 2თვე გავიდა მე კი ისევე ვერ ვხედავ ადამიანს ,რომელზეც ვგიჟდები.
- უკვე გაუსაძლისია უშენობა, მართლა ოღონდ!
- მოდი იცი რა ვქნათ? მე მანქანა გამოვცვალე დღეიდან, თქვენს ბინასთან დავდგები არსად წავალ და იქედან მაინც შეგხედავ , როცა მოგენატრები შენც გამომხედე ხოლმე
- ანუ აივანზე დავიდო ბინა?-ნიამ სიცილი ვერ შეიკავა
- თუნდაც!-ბექას გაეღიმა „პატარა ნიას“ სიტყვებზე
- შევთანმხდით! ბექა გოგონები მოვიდნენ. დროებით.
- მიყვარხარ!
- მეც!
...
- აუ შოკოლადი მომინდა და არ გინდა რამე ამოგიტანოთ? -კითხა ნიამ გოგონებს.
- არა ნიაკო მადლობა - ერთხმად უპასუხეს ფილმის ყურებაში გართულებმა.
...
- გიჟი ხარ ! როგორ გამოიპარე ? - ბექა ვერ ძღებოდა ნიას ჩახუტებით
- შოკოლადმა გვიხსნა- მიუგო ნიამ ისე , რომ არ მოშორებია.
- სულ ჩემთან იყავი , როგორც იტყვიან „ სკანცა“.
- სიამოვნებით ბექუნა! ეხლა წავალ , შენც წადი დაისვენე.
- აქ ვიდებ მე ბინას!
- გამოგხედავ ხოლმე! ძალიან მიყვარხარ!
- ჩემო პატარა მეც ძალიან მიყვარხარ-თქვა ბექამ და ნიას ბაგებს დაეკონა.
...
2015 წლის სექტემბერი ...
პირველი წელი სტუდენტობისა.
ბედნიერი ნია, ის ხომ აწი უპრობლემოდ ნახავდა ბექას.
ბედნიერი დღეები. უამრავი დაუვიწყარი ისტორია.ყველაფერი , ის , რასაც ბედნიერება მოქავს.
...
2015 წლის დეკემბერი
- კარგი რა ნია ხომ ვთვით გოგონები ერთად შევხვდებით ახალ წელსო? თან ყველა გვესტუმრება . ძალიან მაგარი იქნება .
- აუ ხატო ვიცი , მაგრამ არ გამოდის რომ არ წავიდე ბაკურიანში. მთელი კურსი მივდივართ. ძველით ახალ წელს თქვენი ვარ.
- კარგი ხო კარგი!
...
- მითხარი, რომ ახალ წელს ერთად ვხვდებით
- კი ბექა კი
- ყველაზე დაუვიწყარი ახალი წელი იქნება გპირდები - უთხრა ბექამ ნიას და გულში ჩაიკრა.
ეს ნიასთვის ყველაზე სანატრელი წამები იყო. ბექასთან ჩახუტებისას ის ყველაზე დაცულ , ამქვეყნად ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობდა თავს. ნია გიჟდებოდა ბექაზე , ბექა ნიაზე . უერთმანეთოდ ისინი წამს ვერ ძლებდნენ . ბედნიერი წამები ყოველდღე იზრდებოდა იქცეოდა წუთბად , საათებად და კვირებად , თუმცა ისე , როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე მოხდა ის ,რისი წარმოდგენაც შეუძლებელი იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent