შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blow Up/3


27-12-2015, 15:43
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 2 860

გაჩუმდა. გაჩუმდა და გავუშვი. ისევ მის სახლთან გავათენე ღამე. დილით კორპუსიდან ვიღაც გოგოსთან ერთად გამოვიდა. დაბნეულმა მიმიოხედა აქეთ-იქით. მაშინვე წინ ავესვეტე. უცნობ გოგონას გაოცება გამოეხატა სახეზე. ემა გაბრაზდა.
- დილამშვიდობისა, ძვირფასო.
- როდის უნდა შემეშვათ? - მითხრა და მომეჩვენა, რომ საშინლად დაღლილი ხმა ჰქონდა.
- რატომ უნდა შეგეშვა?
- რას ნიშნავს, რატომ უნდა შემეშვათ?
- თხლად გაცვია დღეს, ემა. შეგცივდება.
ვეღარაფერი მითხრა. მეგობარს მიმართა, წავიდეთო და ზურგი მაქცია. ცუდ ხასიათზე იყო იმ დღეს.
- ვინ არის ეს კაცი, ემა? - მომესმა მეგობრის ხმა.
- არ ვიცი, აიდა, - უპასუხა ემამ და მომეჩვენა, რომ შეაჟრჟოლა.
- რა უნდა?
- არც ეგ ვიცი.
მერე ზედმეტად დამშორდნენ იმისათვის, რომ რამე გამეგო.
ისევ დავესწარი მის რეპეტიციას. ისევ იდიოტიზმის განსახიერება იყო ფრანსუა. ისევ საშინლად თამაშობდნენ კოცნის სცენას. ისევ ჩხუბობდა რეჟისორი და ემა კიდევ უფრო მეტად დაიღალა იმ დღეს.
„მიყვარხარ, ემა“ - გამომაფხიზლა იდიოტის ხმამ და მთელი სხეული დამეჭიმა.
- გამოთაყვანებულო! - იღრიალა რეჟისორმა.
- მაპატიე, ბენჟამინ... - თავზე ხელები გადაისვა ფრანსუამ და სცენაზე აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა.
- ჯანდაბა, დუეინ. ჯანდაბა! თქვენი ურთიერთობები სცენის გარეთ გაარკვიეთ. დასამთავრებელი გვაქვს ეს სპექტაკლი. რა ვერ შეიგნეთ? რამ დაგაჩლუნგათ მართლა, რამ? ტექსტი ვერ გისწავლიათ, რომელ პერფორმანსზეა ლაპარაკი? ემა, რა გჭირს?
- რა მჭირს, მისიე?
- ცვილის ფიგურა ხარ. აი, რა გჭირს. წაეთრიეთ ახლა სახლებში ყველანი და ხვალიდან ცოტა აზრზე მოდით, თორემ სცენის ცალი თვალით ნახვასაც ვერ ეღირსებით, - შეიკურთხა ბენჟამინმა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა დარბაზი.
ემა რამდენიმე წამს თვალდახუჭული იდგა სცენაზე. მერე კულისებისკენ დაიძრა, როცა იდიოტის ხმამ შეაჩერა.
- ემა... - წარმოთქვა მან გაუბედავად.
- ახლა არა, დუეინ, - შემოუბრუნებლად თქვა ემამ.
- არა, ემა. ახლა უნდა გითხრა.
- რა ხდება?
- ემა, ლამისაა გავგიჟდე უკვე.
- რატომ?
- შენ გამო, ემა.
- დუეინ, ძალინ გთხოვ.
- ამდენი ხანია, გიცნობ. ემა, ემა... ემა, ვგიჟდები შენზე.
აფეთქებამდე ნახევარ ნაბიჯზე ნაკლები მაკლდა. ცოტაც, სულ ცოტაც და იმ გამოქლიავებულისგან ერთი ნამცეციც კი არ დარჩებოდა.
- ძალიან ვწუხვარ, დუეინ, - თქვა ემამ და წყალდასხმული ნახშირის ხმა ისე ცხადად გავიგე, სადღაც ორთქლიც კი მომეჩვენა. ემა კულისებში გაუჩინარდა.
იმ დღესაც მივყევი თეატრიდან სახლამდე, მაგრამ არაფერი მითქვამს. დარწმუნებული ვარ, იცოდა, რომ მასთან ერთად მივდიოდი. განადგურებული მეჩვენებოდა და სხვისი უბედურებით სარგებლობა ჩემი სტილი არასოდეს ყოფილა. გვიან ღამით ისევ გამოვიდა სახლიდან. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ გავყევი. სადღაც ბარში შევიდა და ხალხმრავალ მაგიდას მიუჯდა. როგორც მივხვდი, ერთ-ერთის დაბადების დღე იყო. ბარის დახლთან მოვკალათდი და იქიდან ვუყურებდი ემას. ისე იღმოდა, თითქოს ეს ღიმილი სპეციალურად ასეთი დღეებისთვის ჰქონოდა შეკერილი. სვამდა. იმაზე მეტს სვამდა, ვიდრე წარმოვიდგენდი, რომ დალევდა. გვიანი იყო, ბარიდან რომ გავიდნენ. ვიღაცამ სახლამდე მიცილება შესთავაზა. ემამ უარი უთხრა და ფეხით დაადგა გზას.
- რატომ დალიე ამდენი, ემა? - გვერდზე ამოვუდექი. ოდნავ შეკრთა. ძველებურად აღარ შეშინებია, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, სასმლის ბრალი რომ იყო ყველაფერი.
- რატომ გგონიათ, რომ ეს თქვენ გეხებათ? - მითხრა და ამღვრეული თვალებით შემომხედა.
- ემა, საყვარელო, აქამდე თუ ვერ მიხვდი, ახლა გეტყვი, რომ შენთან დაკავშირებული ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი მეხება. ყველა ნერვზე - თანაბრად.
- შემეშვით, რა... - ოდნავ წაბორძიკდა. ხელი ჩავავლე იდაყვში, რომ არ წაქცეულიყო და შევამჩნიე, უარესად როგორ აირია. მთვრალზეც კი ვახდენდი მასზე ზემოქმედებას!
- არ გამოვა.
- იცით, რომ ეს დანაშაულია? ხელი გამიშვით...
- რა არის დანაშაული? - მართობდა მისი სითამამე.
- ადამიანს აეკიდეთ. ავიწროვებთ, აშინებთ...
- აჰ, გეშინია? - გავიკვირვე მე.
- არა, არა. მე კი არ მეშინია, მაგრამ... - ბოდვა დაიწყო. ისეთი სასაცილო იყო და ისეთი მიმზიდველი მაშინ...
უცებ ხელები მოვხვიე. გვიან გაიაზრა, ჩემს მკლავებში რომ იყო, კიდევ განაგრძნობდა უმიზნოდ ლაპარაკს.
- თვალები დახუჭე, ემა, - ვუთხარი წყნარად.
- არ მინდა, - რა თქმა უნდა, შემეწინააღმდეგა.
- ემა, თვალები დახუჭე, - ოდნავ უფრო მკაცრად გავუმეორე.
- არ მინდა, დამანებეთ თავი.
- დახუჭე თვალები, თორემ გაკოცებ, ემა, - მაშინვე დახუჭა თვალები, თანაც ძალიან ძალიან მაგრად დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს. საშინელი სიცილი ამიტყდა, - ასე არა, ემა. ჩვეულებრივად დახუჭე თვალები.
ისე უცებ გაახილა ორივე თვალი, თითქოს უზომო შეურაცხყოფა მიმეყენებინოს.
- შემეშვით. ავადმყოფი ხართ. ნამდვილი ავადმყოფი, - დაიწყო ისევ და ახვანცალდა. იცოდა, არაფერი გამოუვიდოდა და მაინც არ ჩერდებოდა.
- ემა, მაიძულებ, გაკოცო.
- არ გაბედოთ! - მითხრა მკაცრად.
- მაშინ დახუჭე თვალები.
ფრთხილად დახუჭა თვალები და უცებ ისე მოეშვა, მეგონა დაეძინა. ცერები გადავატარე წარბებზე. მერე ქუთუთოებზე. მაშინ შევამჩნიე, მაკიაჟი არ ჰქონდა. მკრთალი ჭორფლები ეყარა ოდნავ სახეზე. ისევ აკანკალდა. ვიგრძენი, რომ თავს შეკავება უფრო მიძნელდებოდა, მაგრამ ეს მომენტი არ უნდა დამეკარგა. მერე ორი თითი ამოვატარე უღონოდ დაშვებულ მარჯვენაზე და ვიგრძენი, როგორ შეაჟრჟოლა. ვერ! ვერ შევიკავე თავი და ტუჩები მივადე თეთრ, გრძელ ყელზე. ოდნავ ამოიხვნეშა. არ უნდოდა, მაგრამ ვერ მოთოკა თავი. იმ დღისთვის საკმარისი იყო. თვალები არ გაუხელია, ისე მოვცილდი და ზურგი ვაქციე. ცოტა ხანში გავხედე და დავინახე სწრაფი, არეული ნაბიჯებით როგორ მიდიოდა სხვა მხარეს.
- ემა, შენი სახლი აქეთაა, - გავძახე შორიდან და გაჩერდა. შემოტრიალდა. ზურგი ვაქციე. ვიცოდი, რომ შერცხვებოდა, რომ დავენახე. განათების ბოძებს გასცდა და სიბნელეში, კედელ-კედელ გაუყვა სახლისკენ გზას.



№1  offline წევრი ket-kat

Auu kide minda dgess)))gtxov dade ra<3

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

ket-kat
Auu kide minda dgess)))gtxov dade ra<3


ვნახოთ, თუ მოვახერხე დაწერა, დავდებ.

 


№3  offline წევრი N7

არ ვიცი რა ვთქვა.
შენს ნაწერებზე ყოველთვის ასე უნდა მემართებოდეს?
ყოველთვის ჭიანჭველა ვხდებოდე, აზრებს ვერ ვმართავდე?
დიახ, ყოვეთვის ასე უნდა დამემართოს.
მომწონს კიდეც, რაღაც სხვა, რაღაც უფრო დიდისთვის.

ბრავო!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

ავადმყოფია ეს ბიჭი.
ვკითხულობ და რაღაცა სენი მეყრება ამ ნაწერისგან.
თითქოს რა მოკლე თავია და თან როგორ გაბერილია უსაზღვრო ემოციებით და სურვილებით.
დღეს ძალიან მომეწონა ჟაკი, ემაც.
რაღაც საოცრებებს ჰქმნი თეო. <3
აღარ გაბედო ამ ისტორიას ის უწოდო, რაც წეღან.

 


№5  offline მოდერი nicol

„დახუჭე თვალები ემა, თორემ გაკოცებ“ wink wink wink
სასწაულია, მეტი რა ვთქვა love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№6 სტუმარი leizi

Emma! Ak rom ar davbadebulikavi ert ert kalishvils aucileblad davarkmevdi Emmas <3 moaxerde

leizi
Emma! Ak rom ar davbadebulikavi ert ert kalishvils aucileblad davarkmevdi Emmas <3 moaxerxe ra dges dawera

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

სანამ წავიკითხავ მეშინია,ვკითხულობ და ვღელავ და დასრულების მერე ვხვდები,ყოველი თმის ღერი ყალყზე მიდგას.კარგი ხარ,კარგი!

 


№8  offline წევრი ლუნა

ძალიან უცხო, სასიამოვნო, ემოციური და იდუმალი winked არც გოგოს შესახებაა ცნობილი თითქმის არაფერი და არც ბიჭის შესახებ, მარტო მცირედი დეტალები და დიდი იდუმალება. აიი რა ვთქვა მეტი.
უმაგრესიაა love მალე გააგრძელე გთხოოოვ :*

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

პატარა იყო.
საოცრად ღწერ ყველაფერს.
ველი.

 


№10  offline წევრი Archive

ხო, მართალია, ავადმყოფია ეს ბიჭი :))
ავადმყოფებს უფრო ავადმყოფური გრძნობები აქვთ
გადამდები და ჭკუიდან ამრევი
დაე...

 


№11  offline წევრი ფორთოხალი

Archive
ხო, მართალია, ავადმყოფია ეს ბიჭი :))
ავადმყოფებს უფრო ავადმყოფური გრძნობები აქვთ
გადამდები და ჭკუიდან ამრევი
დაე...

:))))))))))))))))))))))))

ვეცდები ბავშვებო, გავაგრძელო მალე. მადლობა. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent