-მოურჯულებელო, მაინც მოგარჯულებ! 5-6
5 საათი ხდება! საწოლზე ვწევარ და ვფიქრობ იმაზე რა შედეგი შეიძლება მოყვეს ჩემს გიჟურ საქციელს! დედაჩემი ხომ გაცეცხლდება და გაგიჟდება, ეს ნამდვილად ვიცი, მაგრამ რა რეაქცია ექნება მამაჩემს როცა დამინახავს? შეიძლება არ ღირს? არა, მათ ხომ გონიათ,რომ ასე ადვილად ჩაერევიან ჩემს ცხოვრებაში და მიიღებენ გადაწყვეტილებებს ჩემს მაგივრად! ასე ხომ არ შეიძლება., ჩემი ცხოვრებაა და ჩემი არჩევანიც. მინდა რომ მეცვას შორტი და არა გრძალი კაბა, რა არის ამაში ცუდი? თუ კარგი ენით ვერ ხვდებიან, მაშინ ცუდი ენით მივახვედრებ!.. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა, დავხედა და ნინი რეკავდა, -ხო, ნინი გისმენ! -გოგო, რას შვრები? ემზადები? -კი, იცი რა ლამაზი კაბა მაქვს ნაყიდი! -რა??-ნინის გაოცებული ხმა მომესმა!-როდის მოასწარი/? გოგო შენ სიცხე ხომ არ გაქვს? -არა, ნი-გამეცინა-მართლა მაგარი კაბა მიყიდა დედიკომ!-ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა!-ნი ვიღაც მოვიდა, მოგვიანებით შეგეხმიანები კარგი? -ხო, წვეულებაზე შეგხვდები! ტელე გავთიშე და საწოლზე წამოვჯექი, მერე გავძახე შემოდით-თქო! ოთახში დედაჩემი შემოვიდა, ეტყობოდა რომ გახარებული იყო, მაგრამ რით არ ვიცი! -არიანა, როგორახარ შვილო?-ძალიან თბილი ხმით მითხრა,რამაც გამაკვირა, ეს ხმა დაახლოებით 5 წელი არ გამიგონია! -კარგად დე... ვემზადები,. როგორ მიდის წვეულების საქმე?-ასევე თბილი ხმით ვკითხე მეც! -კარგად. -გამიღიმა თბილად!- მოგწონს კაბა?-პაკეტიდან კაბა ამოიღო და საწოლზე დააფინა! -კი ძალიან ლამაზია,-კაბას ზიზღით გავხედე!,მაგრამ ეს დედაჩემს რომ არ შეემჩნია, თვალი ავარიდე!. -კარგი მე წავალ, უკვე 6 სრულდება, მალე სტუმრები დაიწყებს მოსვლას და უნდა შევხდე ყველას!-დედაჩემი წამოდგა და ოთახიდან გავიდა, მე თვალი გავაყოლე და სააბაზანოში შევედი. ორი საათი ვინებივრე აბანოში! როცა გამოვედი, რვა საათი სრულდებოდა,. გარეთ უკვე ბნელოდა. აივანზე გავედი,ეზოში უკვე საკმაოდ ბევრი მანქანა იდგა, სახლში კი საუბრის ხმები ისმოდა! პირსახოცი მოვიშორე და სხეული შევიმშრალე, საცვლების ამარა დავდიოდი ოთახში! გარდერობში შევიხედე, გამოვიღე ჩემი ნაყიდი შორტი და გრძელი მაიკა, ორივე საკმაოდ გემოვნებიანად ეხამებოდა ერთმანეთს! საწოლთან მივედი და კაბა ხელში ავიღე! -შენი გამოსვლის დრო არ არის გენაცვალე.-გამეცინა ჩემს ნათქვამზე, კაბა გვერძე გადავდე და შორტი ავიღე! ამ დროს კარი გაიღო და ოთხაში ვიღაც ბიჭი შემოდიდა, მე რომ დამინახა შიშველი, კართან გაჩერდა და ამათვალიერ-ჩამათვალიერა. მეც კარგად დავაკვირდი, საკმაოდ სიმპატიური ბიჭი ჩანთა!მაღალი, ლამაზი მწვანე თვალებით, შავი თმებით და წითელი ტუჩებით! ბიჭმა ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა და კარი მიხურა! -ვინ ხარ? და ჩემს ოთახში რა გინდა? ვერ ხედავ რომ არ მცალი შენთვის!-მივახალე უხეშად და კარისკენ მივუთითე! ბიჭმა ამათვალიერა ისევ, ისეთი თვალებით მიყურებდა, მეგონა რომ ცოტაც და მთელი ძალით მეძგერაბა.. ამან გამაცინა -ეეეი, მორჩი ჩემს თვალიერებას და ამიხსენი აქ რა გინდა/?-ისევ უხეშად მივახალე და მისკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი! -აქ დედაშენმა გამომგზავნა, მითხრა მალე ჩამოვიდესო! -მერე, შენ არ იცი რომ სანამ ოთახში შეხვალ ,მანამ კარზე უნდა დააკაკუნო, იქნებ შიშველი დავდივარ?-გამომწვევად მივახალე და მივუახლოვდი. მაგრამ მისმა თვალებმა დამაბნია, ეშნაკურად მიყურებდა ტუჩებზე... გამეცინა,,, -ახლა ხომ ხარ ჩაცმული...-მითხრა ცინიკურად და ისევ ამათვალიერა, ამ კილომ გამაცოფა. -გაეთრიე ჩემი ოთახიდან იდიოტო!-ხმას ავუწიე და კარისკენ მივუთითე! -კარგი, რაიყო? რაზე ყვირიხარ! რამე გაწყენინე?-ისევ ისეთი კილოთი განაგრძობდა! -გაეთრიე-მეთქი! -ხო კარგი მივდივარ და მომავლისთვის რჩევა უნდა მოგცე, ხომ შეიძლება. -შენი რჩევები, შენთვის შეინახე!-მივახალე და შემობრუნებას ვაპირებდი, როცა მკავში მწვდა და მისკენ შემაბრუნა! -მაინც უნდა გითხრა!.. ასე შიშველი ოთახში ნუ დასეირნობ! -თორემ რა? გამეღიმა და ღიმილი სახეზე შემაშრა,როცა ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ვცდილობდი მის მოშორებას მაგრამ ამაოდ, ერთი ხელი თმაში შემიცურა, მეორე კი წელზე მომხვია!, მისი მოშორება შეუძლებელი იყო! ის კი აგრძელებდა კოცნას. უფრო და უფრო ვნებიანად ეხებოდა ტუჩებს, ცოტაც ალბად და წინააღმდეგობასაც აღარ გავუწევდი, მაგრამ ისიც გაჩერდა და მეც ხელის კვრით მოვიშორე, და ერთი კარგად ვუთავაზე სახეში!... -თორემ ხომ ხედავ რა შეიძლება მოყვეს ამას...-მითხრა, და აწითლებულ ყოლაზე ხელი ჩამოისვა!-უი რა მწარე ხელი გქონია! -გაეთრიე-ლამის ვიყვირე!... გამიცინა, თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა! -იდიოტი!, ნაგავი! ეს როგორ გაბედა!-ტუჩებზე ხელი ზიზღით მოვისვი და ისევ შორტი ავიღე და ჩავიცვი, გრძელი მაიკა, თმები დავიხვიე, მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე და თავი სარკეში შევათვალიერე! -ოხ ეს არაა სამართლიანი,... არ გაქვს უფლება ასე კარგად გამოიყურებოდე არიანა!-გავიღიმე და თვალი ჩავუკარი ჩემს ანარეკლს სარკეში! ოთახში სტუმრების ხმა შემოდიოდა, რაც იმას მოწმობდა რომ სტუმრები მოსულები იყვნენ და ალბად ერთობოდნენ. ჩემი თავი სარკეში შევათვალიერე და საკმაოდ კარგად გამოვუყურებოდი! ისევ ფიქრებში წავედი რა შეიძლება მოყოლოდა ჩემს საქციელს,... თავი გავიქნიე, თითქოს ამით ფიქრები გავფანტე და კარს მივუახლოვდი! -რაც იქნება, იქნება! უკან დახევა აღარ შეიძლება!-ჩავიჩურჩულე ჩემთვის და სახელური ჩამოვწიე. გული გამალებით მიძგერდა. გული მეუბნებოდა რომ ამის გაკეთება არ ღირდა, მაგრამ გონება არ ეთანხმებოდა. დიდი ბრძოლის შემდეგ მაინც გონებამ გაიმარჯვა,იმ მტკიცე არგუმენტით,რომ არავის არ აქვს უფლება ჩემს ცხოვრებაში ცხვირი ჩაყოს!,. კარი გავაღე და დერეფანში გავედი. კიბეებს მუვუახლოვდი. წელში გავსწორდი, თავი ამაყად ავწიე და კიბეებზე ნელი ნაბიჯით დავეშვი! თავში ათასი ფიქრი მიტრილებდა, ერთი მეორეს სწრაფად ცვლიდა და აზრი ვერ გამომქონდა. გამეღიმა როცა მთელი საზოგადოება დაბნეული თვალებით მე მიყურებდა,. არც მიკვირს, მეც ეს არ მინდოდა. კიბეები გათავდა, ხალხში გავერიე. ყველა გაკვირვებული მიყურებდა,მაგრამ თქმით არავინ არაფერს მეუბნებოდა. ნინის მოვკარი თვალი, რომელიც ბართან იდგა და ვიღაც ქალს ესაუბრებოდა,ალბად ვერ შეამჩნია ჩემი ჩამოსვლა. ნინის მივუახლოვდი.შემამჩნია თუ არა მაშინვე ჩემთან მოვარდა. ეტყობოდა რომ გაბრაზდა! მკლავში მწვდა და სამზარეულოში წამათრია! -გოგო,ნორმალური ხარ შენ? ეს რა გაცვია,სულ გაგიჟდი?-ნინი გაცეცხლებული იყო, თუმცა არ ვიცი რატომ, ის ხომ მიცნობდა და ხომ იცოდა რომ მსგავს სისულელეს ჩავიდენდი! -რატომ ბრაზობ ნინი? რაც მომწონს ის მაცვია! ხომ იცი არ ვარ შეჩვეული სხვისი ბრაძანებები ავასრულო!-რაც შეიძლება წყნარად ვუთხარი მაგრამ ვგრძნობდი რომ მეც ავღელდი! სახეზე ამას არ ვიმჩნევდი! -გოგო, ეს ხომ წვეულებაა, მამაშენის, აქ ასე ჩაცმულმა როგორ გაბედე ჩამოსვლა?, არიანა რაზე ფიქრობდი ამას რომ აკეთებდი ააა?-ნინი ნერვუილობდა, ეს მის ხმაში ჩანდა, გაბრაზება გაქრა, ახლა მხოლოდ შიში იგრძნობოდა -ნინი, ნუ ნერვიულობ,არაფერი მომივა!-ისევ წყნარად ვთქვი და თვალი ავარიდე, რადგან მის თვალებში ჩემს შეცდომას ვხედავდი. -გოგო, შენ არაფერი მოგივა მაგრამ მამაშენზე არ ფიქრობ? მას ხომ გული აწუხებს, ასე რომ დაგინახავს...-ნინი გაჩერდა და ზურგი მაქცია-არიანა, არც კი მინდა გავიგო რა მოხდება შენებმა რომ დაგინახონ!ადი და გამოიცვალე გთხოვ!-ნინი ჩემსკენ შემობრუნდა-ვიცი რომ არ ხარ მიჩვეული დედაშენის ბრძანებების ასრულებას მაგრამ სხვაზეც იფიქრე! -და ისინი ფიქრობენ ჩემზე?-ძლივს გასაგონი ხმით ვთქვი და ვიგრძენი რაღაც თბილი ჩემს სახეზე. -არიანა, მოდი ავიდეთ ოთახში!-მითხრა ნინიმ და ჩემი სახე ხელებში მოიქცია, -ნუ ტირიხარ ჩემო კარგო და სანამ დედაშენი დაგინახვდეს წამო წავიდეთ აქედან! არ ვიცი რატომ მაგრამ დავთანხმდი წასვლაზე. როცა კარს მივუახლოვდით სწორედ ამ დროს შემოვარდა ოთახში დედაჩემი, სახეზე სიბრაზისგან ალმური ასდიოდა. ამათვალიერ-ჩამათვალიერა. ახლოს მოვიდა. მის თვლებში ზიზღი ამოვიკითხე. მივხდი რომ ზედმეტი მომივიდა, ამიტომ ბილოშის მოხდა დავაპირე.. -დედა მე.... -სიტყვის დამთავრება ვერ მოვახერხე, სახე ამეწვა და გამიხურდა, მივხდი რომ დედაჩემმა ხელი დამარტყა. ამან გული შემიკუმშა, პირველად დედამ ხელი დამარტყა.თვალები ცრემლებით ამევსო, უკვე წამწამებზე ისხდნენ წვეთები და მხოლოდ თვალის ერთ დახამხამებას უცდიდნენ, რომ გზა გაეკვალად ჩემს აწითლებულ ყოლებზე! ყელში ბურთი მახრჩობდა! ცრემლები შევიკავე და ბურთი,რომელიც ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევდა გადავყლაპე! დედაჩემს შევხედე, ხმას არ იღებდა, მხოლოდ ზიზღით მიყურებდა, ამან უფრო დამიმძემა გული! მაგრამ ახლა უკვე გვიანი იყო სინანული! -წადი არიანა!-მითხრა ისეთი ზიზღით, რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. საკუთარ დედას ვძულდი. და რის გამო? იმის გამო, რომ მეცვა შორტი და არა კაბა! გული ჩქარა მიცემდა. -გაეთრიე და თვალით არ დამენახო!-იყვირა დედაჩემმა, ბოლო ხმაზე! სიტყვის უთქმელად გადავდგი ნაბიჯი წინ, მაგრამ ნინიმ გამაჩერა. -გაუშვი ნინი, წავიდეს, თუ ახლა არ წავა, ჩემი ხელით მოვკლავ!-შეუბღვირა ნინის დედაჩემმა!. უკვე არაფერი აღარ მესმოდა. მინდოდა აქაურობას ჩქარა მოვშორებოდი!ნინის ხელი ვკარი და ოთახიდან გავვარდი, სტუმრების ტალღა ჩქარა გავაპე და გარეთ გავედი!, ახლა ცრემლების შევავებას აზრი არ ჰქონდა და მეც მივეცი იმ ტკივილს რაც ჩემში იყო, ცრემლების სახით გამექრო!. მივდიოდი,განათებულ ქუჩებში და ვტიროდი, ცრემლებიც არ ილეოდა და ნიაღვარივით გადმოდიოდა ჩემი თვალებიდან. გაწვიმდა. წვიმის წვეთები მესიამოვნა. გახურებულ სხეუზე მალამოსავით მომედო,. ტელეფინის ზარმა გამომაფხიზლა,დავხედა და მამაჩემი რეკავდა. არ ვუპასუხე. ფეხებში სისუსტე ვიგრძენი,საათს დავხედე და უკვე 5 სრულდებოდა. თითქმის ათი საათი მივდიოდი, მაგრამ სად არ ვიცი. კედელს მივეყრდენი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მივხდი, რომ მციოდა.თვალები მეხუჭებოდა, მაგრამ ცრემლები მაინც არ წყვეტდა დენას ჩემს სახეზე, წვიმის წვეთებს უერთდემოდა და ისე ეცემოდა ჩემს სხეულზე! არც ტელეფონი წყვეტდა რეკვას. ამან გამაღიზიანა, მაგრამ იმის ძალაც არ შემწევდა რომ სადმე გამექნია, ან თუნდაც გამეთიშა!.. თვალები მეხუჭებოდა, მივხვდი რომ ეს ჩემი აღსასრული იყო. თვალებს ძალა დავატანე და ძალით გავახილე. შუქი დავინახე, მერე ამ შუქზე შავი სილუეტი გამოჩნდა. თვალებიც დამეხუჭა, ახლა მხოლოდ ვგრძნობდი , რომ ვიღაცა მომიახლოვდა, სახეზე შემეხო, მგონი ჩემს სახელსაც იმეორებდა, მაგრამ ეს უკვე აღარ მესმოდა,ხელში ამიტაცა. ვგრძნობდი, ვიღაცის თავბრუდამხვევ სურნელს და სითბოს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.