-მოურჯულებელო, მაინც მოგარჯულებ! 4
მთელი ღამე კოშმარები მესიზმრებოდა,. ვხედავდი ბიჭს, მის სილუეტს, მაგრამ არა სახეს! ვგრძნობდი, მის შეხებას და რაც ყველაზე მეტედ მიკვირს ის არის, რომ მისი შეხება მსიამოვნებდა. აი როცა დაიხარა საკოცნელად,მაშინ წამოვფრინდი საწოლიდან და ბოლო ხმაზე ვიკივლი ,,არა,,. თავი ვერ შევიკავე და საწოლიდან ძირში გადმოვვარდი! -აუ, რა მწარე ყოფილა-დავიწუწუნე და ფეხზე წამოვდექი.-ჯანდაბა ეს რა საშინელი კოშმარი დამესიზმრა. ფუ, იმ იდიოტმა კინაღამ მაკოცა! ფუ..-სახე დამემანჭა,მაგრამ მერე გულიანად გავიცინე-ქალბატონო ეს ხომ სიზმარი იყო. ისე დღე უაზროდ დაიწყო! პირსახოცი ავიღე და სააბაზანოში გავედი. შხაპი მივიღე და გამოვედი. სველი ხსეული შევიმშრალე,. თმები გავიშალე, მაგრამ არც დამივარცხნია. გარდერობს მივაშურე...შორტი ავიღე მაგრამ , ჰოი ჩემო გონებავ, საუკეთესო იდეა მომივიდა. -ჰმ, მოდი დედაჩემს სულ გადავრევ! მაგრამ არის ერთი პრობლემა, თუმცა...-გარდერობში ყველა ტანსაცმელი გამოვყარე და აი ის რასაც ვეძებ. მუხლებამდე ჯინსის კაბა. -ო ღმერთო ნუთუ ეს უნდა ჩავიცვა?-ზიზღით შევხედე კაბას-მაგრამ არიანა, თუ საქმეს სჭირდება... კაბა ზიზღით ჩავიცვი, ჩვეულებრივი ჯინსი იყო, მაინც ვერ გავუძელი და ზოგიერთ ადგილას გავხიე!.არ შემიძლია, ისე, რამე მაინც უნდა მეცვას დახეული!. -ჰმ, ახლა ზედა... გრძელი არ გამოდგება, რამე ჩვეულებრივი მაიკა არ მაქვს ნეტა? გარდერობი ისევ ავბურდე და ჰოი გამართლებაც ამას ქვია. ვიპოვე, ,,ლამაზი,, მაიკა, თუმცა ეს თუ ლამაზი იყო! ჩავიცვი, ესეც და ჯინსის ჟაკეტი გადავიცვი! სარკეში ჩახედვის მეშინოდა! ამიტომ პირდაპირ გამოვედი გარეთ, კიბეებს მშვიდად დავუყევი! ახლა დედაჩემს უნდა ვენახე!,მაგრამ არსად არ ჩანდა. -აი, როცა გინდა ვერსად ვერ ნახავ, როცა არა-სულ თვალებში გეჩხირება! კაი არაუშავს რომ მოვალ მაშინ მნახავს! ამით გასლა არ გინდა გარეთ?-ზიზღით ავათვალიერე ჩემი თავი!. მისაღები გავიარე და კარს ვაღებდი როცა დედაჩემის ხმა მომესმა! -უკაცრავად გოგონა, ვინმეს ეძებთ?-ამ სიტყვების გაგონებაზე, კინაღამ გავიგუდე,ისე მინდოდა სიცილი, მაგრამ თავი შევიკავე და ეს მხოლოდ მე ვიცი რა ფასად დამიჯდა... სერიოზული სახე მივიღე და დედაჩემისკენ შევტრიალდი.. დედაჩემს ხელში ჭიქა ეკავა წვენის, ჩემს დანახვაზე ხელიდან გაუვარდა! -ა... არი...არიანა, ეს შენ ხარ? კაბაში?-აუ ახლა სანამ დაიწყებს უნდა გავასწრო. -ხო დედა ეს მე ვარ!, მაგრამ უნდა გავიქცე ნინი მელოდება,მაპატიე.-უფრო უკეთესი და სახალისო რომ გამეხადა თამაში, დედაჩემთან მივედი, მოვეხვიე და ვაკოცე, გულში კი გავიფიქრე ,, ეხ დედა, ნუ გჯერა ჩემი!, ხომ ხედავ რას ვაკეთებ!, შენი გაკვირვება ამ საღამოს ნახე, შენი და ყველა დანარჩენისაც!,, -დედა, უნდა წავიდე, კარგად...-ხელი დავუქნიე და გარეთ გამოვედი, ჰაერი ჩავისუნთქე...-ოხ არიანა რა საძაგელი გოგო ხარ, ასე შეიძლება??? რათქმაუნდა შეიძლება!-ვთქვი და გავიღიმე. ტელეფონი ამოვიღე და ნინის დავურეკე. -ნინი როგორახარ? -გადასარევად? -აუ მაშინ კაფესკენ არ გავისეირნოდ? -კი, არაა პრობლემა გამომიარე და წავიდეთ... -კაი 5 წუთში მაქ ვარ... ტელე შევინახე და გზას გავუყევი! მალე ნინის სახლსაც მივუახლოვდი, ნინი გარეთ იდგა, შორიდან ვერ მიცნო ალბად, ანდა რას მიცნობდა, მშობელმა დედამ ვერ მიცნო და ეს რას მიცნობდა.. ახლოს რომ მივედი, ნინის თვალები გაუფართოვდა, მე კი ვეღარ შევიკავე თავი და დიცილი ავტეხე, ის კი იდგა გაფართოებული თვალებით და ხმას ვერ იღებდა. პირი რომ გააღო დავასწარი. -ზედმეტი კომენტარების გარეშე ნინი-ვუთხარი და სიცილი გავაგრძელე!. -შენ, შენ... კაბა... შენ!-აზრებს ვერ გამოთქვამდა წესიერად... -ნინ მართლა ვერ ვხდები რას ამბობ-ისევ გიჟივით ვიცინოდი. -გოგო რა გაცვია ეს?-ბოლოს თქვა და გიჟის სახე მიიღო. -წამო და კაფეში დავილაპარაკოთ,. ყავა მინდა. -კაი წამო! -კაი გოგო მოიშორე ეგ გიჟის სახე, მართლა არ გიხდება.-გულიანად გავიცინე. -არ შემიძლია, შოკში ვარ!... გამეცინა. კაფეში მისვლამდე ხმა არ ამოგვიღია, ნინის ისევ ისეთი გიჟური სახე ჰქონდა, მყუდრო მაგიდასთან მოვთავსდით და ცხელი ყავა შევუკვეთეთ! -გოგო რა ხდება? რატომ გაცვიე ეს .... ეს....საზიზღრობა? -ასეა საჭირო და ზედმეტი კითხები არ დამისვა, მაინც არ გიპასუხებ!-გავუცინე -ასე არ შეიძლება!-დაიწუწუნა ნინიკომ. -ოოო,, კიდევ როგორ შეიძლება. ამით ამოვწურეთ ამ თემაზე საუბარი, მალე წამოვედით კაფედან... სახლში მევედი, ოთახში შევედი და დღევანდელი საღამოსთვის დავიწყე მზადება. -ო, დღეს განსაკუთრებული საღამო იქნება!-გამეღიმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.