შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიფქის ეფექტი [თავი 6]


28-12-2015, 11:58
ავტორი sopiko
ნანახია 2 356

ერთ ადგილას აწურულიყო და აკანკალებულ ხელში ჩაებღუჯა მობილური. თან ცალი ყური გარეთ ჰქონდა. სიჩუმე იყო. დიანაც ვერაფერს ამბობდა.
–შენ... შენ... რისი გეშინია?–როგორც იქნა ამოღერღა გოგონამ.
–რა და წუთის წინ ვიღაცის ყვირილი შემომესმა, თითქოს საშველად მიხმობდა.–უფრო თამამად უპასუხა.
–ეტყობა მოგეჩვენა... ნუ მაცინებ რა!–გაეცინა დიანას.
–ასე არ ყოფილა! მართლა გავიგონე...–მისი დარწმუნება სცადა დარიამ.
არა, ასე ვერ მოიქცეოდა! ვიღაც დახმარებას სთხოვდა, მას კი არ შეეძლო თბილად მჯდარიყო სახლში და ტკბილეული მიერთვა. თანაც ეს ''ვიღაც'' ძალიან ახლობლად ეჩვენებოდა. ასეთი გულგრილი როდის აქეთ გახდა,... დედა ყოველთვის ეუბნებოდა, ძალიან კეთილი გოგო ხარ, ყველას ტკივილს იზიარებო და ახლა ნია რომ ხედავდეს, მის საქციელს ნამდვილად არ მოიწონებდა. ერთი თითის გადასმით გაწყვიტა დიანასთან ვირტუალური კავშირი და ტაფამომარჯვებული გავიდა გარეთ, ჩაბნელებულ ეზოში. თურმე ტყუილად ეშინოდა. რამდენიმე კილომეტრში განათებული სახლები მოჩანდა. აი, გვერდით კი ვაჟა ბიძიას იდუმალებით მოცული სახლი იდგა.
–შევიდე?–ჩაიჩურჩულა და თოვლის სურნელით გაჟღენთილი ჰაერით გაივსო ფილტვები.
საოცარი დაცულობის შეგრძნება დაეუფლა, როცა ისევ თოვა დაიწყო და ფიფქები დაეცა ირმებიან სვიტრზე. ვაჟა ბიძიას კარებზე დააკაკუნა და გაოგნდა, ის რომ თავისით გაიღო.
–არის აქ ვინმე?–იკივლა და სულ დაავიწყდა სიფრთხილე.
ამ საშინლად უაზრო კითხის დასმა არ უნდოდა, მაგრამ სხვა ვერაფერი მოაფიქრდა. ვინმე რომ იყოს, განა ეტყვის აქ ვარ და მაგ შენი იარაღით ბოლო მომიღეო? რა თქმა უნდა არა, მაგრამ განა ასეთ დროს ადამიანს წესიერად ფიქრი შეუძლია?!
მეორე სართულზე ავიდა და თან დამფრთხალი აცეცებდა თვალებს. დერეფანი ოდნავ იყო განათებული და მასზე დაცემული ჩრდილი ნათლად დაინახა დარიამ. თავი შეიკავა და სუნთქვაშეკრული გაემართა იმ ოთახისკენ.
შიგნით ვერავინ დაინახა. მიხვდა ის ''უჩინარი'' არსება კარს იქნებოდა ამოფარებული. საძინებელში ფეხაკრეფით შევიდა და მაშინვე მარწუხივით შემოეხვია ვიღაცის ხელები წელზე.
–ააა!–მაინც მოასწრო წივილი, თუმცა უკან მდგომმა ადვილად მოახერხა მისი გაჩუმება.
–ვინ ხარ? რა გინდა ვაჟა ბიძიას სახლში?–წიკვინებდა გოგო და ტაფას ჰაერში ატრიალებდა.
–გაჩერდი! გაჩერდი_მეთქი!–გაეპასუხა მამაკაცი და დარია მიხვდა...
ეცნო ბოხი ხმა!
ნატიფი თითები... და ძალა მოემატა...
–ვაჩე!–შემოტრიალდა მისკენ და სიბნელეშიც კი დაინახა ვაჩეს განცვიფრებული სახე.
–შენ?–ხელი შეუშვა დარიას და კედელს მიეყრდნო.–იქნებ ეს ტაფა გასწიო, ხომ ხედავ, რომ მე ვარ...
დარია სახტად დარჩენილი იდგა და პასუხის გასაცემად ენას ვერ ატრიალებდა. როგორ? ნუთუ ეს მხარბეჭიანი ვაჟკაცი მხოლოდ ბოროტმოქმედი იყო და მეტი არაფერი... ალბათ მიზანში ვაჟა ბიძიას სახლი ჰქონდა ამოღებული და ამიტომაც ჩამოვიდა ბაკურიანში. ქალიშვილმა პირველად 19 წლის ასაკში იგრძნო თუ რა იყო იმედგაცრუება. ბანდიტი შეუყვარდა? ხო, კიდევ ერთი კითხვა არ ასვენებდა... მართლა შეუყვარდა?
–არა, ეს ჩემი თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა! ვერ მომატყუებ!–ამაყად ასწია თავი, მაგრამ გული ისე უფეთქავდა, ლამის ამოვარდნოდა.
–თავდაცვის? ჩემ სახლში თავს ტაფით მესხმი და კიდევ მე გატყუებ რამეს?–ახარხარდა ვაჩე და საწოლზე ჩამოჯდა.–დაჯექი!
–არა!–გაჯიუტდა დარია. მაინც არ სჯეროდა რომ ვაჩე უდანაშაულო იყო, არადა მართლა გულწრფელად იღიმოდა.
–ეს ჩემი სახლია! ვაჟა ბიძია კი, როგორც შენ უწოდე, მამაჩემია!–ვითარებაში გაარკვია გოგონა და თავი ჩაღუნა.
აღარ ეშინოდა, მაგრამ ძალიან შერცხვა თავისი საქციელის დარიას. ვაჩეს სახლში შემოიჭრა, ტაფით დაატერორა და მისი ნდობაც კი დაკარგა. არადა პირველივე შეხვედრისას სიყვარულით და პატივისცემით განიმსჭვალა.
უსიტყვოდ გავარდა გარეთ და წაასვლა დააპირა, თუმცა შეჩერდა... ვაჩეს გაუღიმა. იმ ღიმილით, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა და მხოლოდ გამორჩეულებს უძღვნიდა.
–მაპატიე რა... და ცნობისთვის, მე დარია მქვია!–მხიარულად შესძახა და გაბრუნდა...
ბედნიერების მიზეზს ვერ პოულობდა, მაგრამ ბედნიერი იყო და მხოლოდ იმიტომ, რომ შანსი ეძლეოდა ფიფქის ეფექტით შეეყვარებინა თავი ამ ამოუცნობი პიროვნებისთვის. ხომ ასეთი პირქუში ნაკვთები ჰქონდა, მაგრამ მის თითოეულ სიტყვაში სიფრთხილე, ფაქიზი ბუნება გამოსჭვიოდა. სწორედ ეს დაინახა მასში დარიამ და ამიტომ არ განერიდა თავის თავში ჩაკეტილ მამაკაცს.
საძინებელში შევიდა და საბანში გაეხვია. თვალებმილულულმა კიდევ ერთხელ დააწყო ხვალინდელი გეგმები და ძილის სამყაროში გადაეშვა.

თვალები ზანტად გაახილა და გაიზმორა. თოვლის ფანტელები ფანჯრებს აწყდებოდა, მზე კი ღრუბლებს ეფარებოდა და ახალგამომცხვარი პატარძალივით ემალებოდა მის ნახვას მოწყურებულ ქვეყნიერებას. მარადმწვანე ხეები ამაყად იდგნენ და ზევიდან დაჰყურებდნენ თოვლში ჩამალულ მცენარეებს.
განწყობა დილიდანვე აუმაღლდა. იმის გახსენებისთანავე, რომ ორ ნაბიჯში ვაჩე იმყოფებოდა, რომ ისიც აქ იყო, მის გვერდით, გული სიხარულისგან შეუქანდა. კარადაში თავიდან ფეხებამდე შეძვრა და პირველი რაც მოხვდა ის ჩაიცვა. არ უნდოდა მამაკაცზე მის ტანისამოსსს მოეხდინა გავლენა, თუ შეუყვარდებოდა, დარია უნდა შეყვარებოდა და არა ძვირადღირებული ტანსაცმელი.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რჩევა არ დაუწყია ტანზე მორგებუკლი ყელიანი, თეთრი სვიტრითა და კოპლებიანი, თბილი ელასტიკით კმაყოფილი დარჩა. სულ სიმღერ-სიმღერით შეირბინა სამზარეულოში და ჩაით და ჯემიანი პურებით გაუმასპინძლდა საკუთარ თავს. საკუთარ თავს? ვითომ იმას მაინც არ იმსახურებს, რომ სხვა ადამიანის სტუმარი იყოს? სხვა რა... აგერ გვერდით არ ჰყავს ვაჩე მეტრეველი? მადლობა არ უნდა გადაუხადოს, ჯერ კიდევ პატარა გოგონას წრფელი გულით რომ შეუყვარდა?
მოკბეჩილ პურს ამრეზით დახედა და დასვრილი თეფში წყლის ნიჟარაში ჩადო. ახლა თვითონ უნდა გარეცხოს? არც ამას არაა მიჩვეული. დედა ფულს რომ გამოაგზავნიდა, ყოველთვის იმას ყიდულობდა, რაც თავად მოესურვილებოდა. ასე მოხდა ჭურჭლის სარეცხი მანქანის შემთხვევაში. ნიამ უთხრა სააბაზანო გაარემონტეო, მან კი სულ სხვა რამ გააკეთა.
არა! ახლა ამის დრო არ არის! ჯერ გათხოვებას არ აპირებს და არცაა საჭირო ყველაფერი იცოდეს, რაც დიასახლისის მოვალეობებში შედის. ხელები დაიბანა და დაფიქრდა.
ასე ხომ არ შეუვარდება იმ ბიჭს, მიზეზი სჭირდება. მიზანი კი აქვს უკვე დასახული, მაგრამ რა უთხრას? რატომ არ გეშვებიო? ისე რა ბევრი სჯა-ბაასი ამას უნდა! მოკლედ და კონკრეტულად აუხსნა ამ გოგომ, რომ სანამ მისგან ერთ კოცნას არ მიიღებს, თავს არ დაანებებს. რასაც დარია ახალაძე იტყვის, არ გადათქვამს! ჩათვალეთ უთავმოყვარეოდ! ერთი თქვენ შეგხვედროდათ ვაჩესნაირი გულშიჩასავარდნი კაცი, მერე იქნებ თქვენც დაგეთმოთ დარბაისლური სიამაყე!
ქურთუკი შემოიცვა და გზა მოკლეზე გადაჭრა, პირდაპირ ვაჩეს სახლის წინ რომ აღმოჩენილიყო. აკაკუნა, აკაკუნა, აკაკუნა! ისიც კი იფიქრა, იქნებ მართლა ბანდიტი იყო და მე მის მახეში გავებიო, მაგრამ... მაგრამ კაი გაიღო და თმააბურძგნული, წელს ზევით შიშველი ვაჩე გამოჩდა!
ერთ წუთს თვალმოუშორებლივ უყურებდნენ ერთმანეთს. ორივეს გაასმაგებულად უცემდათ გული... ალმური ასდიოდათ სახეზე და საეჭვოდ გაჩუმებილიყვნენ... მართლაც რომ გუშინ ღამით რაღაც მოხდა მამაკაცში. თითქოს სცადა დაბრუნებულიყო... ძველი ვაჩე მეტრეველი დაებრუნებინა, მაგრამ ვერსნაირი საშუალება ვერ მოძებნა... იმას კი კარგად ხვდებოდა რომ ეს მოუსვენარი ქალბატონი მოუშორებელ, თუმცა სასიამოვნო ჭირად ექცა. რატომ? რა ნახა მასში ასეთი? ალბათ ის რომ დიდად თავს არ იწუხებდა და ყურადღებას მიჩვეული გოგონა გადაულახავ ციხესიმაგრედ მიიჩნევდა. ნეტავ, მარტო ამიტომ?
აღარ იცოდა რითი დაეწყო სუაბარი... დარიაც მის დღეში იყო, თუმცა უკვე ფიქრიც აღარ შეეძლო... აბნეულ-დაბნეულ აზრებს ვერ ალაგებდა და გრძელ, კუდად შეკრულ თმას თითებით დაბლა ქაჩავდა.
-აბა?-წარბები ირონიით აათამაშა ვაჩემ. მოსწონდა ასე რომ ათამაშებდა ქალიშვილს.
-ჩემ სახლში ხვლიკია!-დააბრეხვა ღიმილით. უი, არა! ეს ღიმილი სულ სხვა რამეს ნიშნავდა! ცოტა უნდა დამწუხრდეს... თვალები ერთმანეთთან დააახლოვოს და ტუჩები სულ ოდნავ უნდა დააშოროს ერთმანეთს. აი, ასე!
-ხვლიკი? ზამთარში? ბაკურიანში?-პირველივე სიტყვაზე მიუხვდა მაცდუნებელ სტუმარს ვაჩე, თუმცა მაინც აყვა.
-უფრო სწორად ხვლიკისმაგვარი...-ვერ ჩაწვდა მამაკაცის ნათქვამს და ეგონა ტყუილი გაუვიდა.
-შემოდი! იმედია ხუთ წუთში წავა ხვლიკი... ჰმ, ხვლიკისმაგვარი...-სწრაფად შეასწორა. გულზე ხელი მიიდო და გზა დაუთმო დარიას.
‘’ნუთუ საერთოდ არ მოვწონვარ?’’-გაოცება ვერ დაემალა დარიას. აქამდე ბარიერების გადალახვა არ უჭირდა და ეს... ეს ვინ იყო?
დივანზე ჩამოჯდა და შემთხვევით იატაკზე დაყრილ შუშის ნამსხვრევებს მოჰკრა თვალი.
-ეს... ეს რა არის?-კეფა მოიქექა და ისევ ანერვიულდა.
ვაჩემ მიმოიხედა და შეცბა. თითქოს ქურდობაზე წაუსწრესო ნატეხებს შიშველი ხელებით დაერია და დარიამ გაფრთხილებაც ვერ მოუსწრო ცერა თითი რომ გაეჭრა.
-აჰ...-იკივლა გოგონამ და უმალ მის გვერდით გაჩნდა.
სისხლი ოდნავ ჟონავდა და დარიას სატიკად შეეშინდა. წითელ სითხეს თვალს ვერასდროს ვერ უსწორებდა და ახლა... ახლა სხვა საშველი არ ჩანდა...
-ბინტი და ბამბა სად გაქვს?-ჰკითხა მისი საქციელით გაკვირვებულ მეტრეველს და წინ ხელი აუქნია.-გამოფხიზლდი! ვერ ხედავ, სისხლი მოგდის?
-ნუ ღელავ, არ დავიცლები!-უდარდელად მიუგო მამაკაცმა.
-ნუ ხარ იდიოტი! რეებს მეუბნები?-მუშტები დაუშინა და დროის დაკარგვას, თავად მოეძებნა, ის არჩია.
უკვე იცოდა სადაც იყო ვაჩეს საძინებელი და გადმოყრილ უჯრებში საჭირო ნივთებიც აღმოაჩინა.
-იეს!-ალტერეგოს შექებაც დაიმსახურა და სიხარულით ფრთები მოესხა.
მთავარი წინ ელოდა! წინ! ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, ჯერ ბინტი დააფარა გაჭრილ ადგილს და მხოლოდ მერე გააქტიურდა. მაგრად გაკვანძა ბოლოები და ისეთი მზერა შეავლო ვაჩეს, თითქოს დიდი საოცრება ჩაედინა.
-ყოჩაღ!-აქამდე ჩუმად მყოფმა სარკასტულად გაუღიმა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა.-შენ კარგი გოგო ხარ, დარია!
-მხოლოდ კარგი?-ამოისლუკუნა და თვალებზე ხელის გულები აიფარა, აფაკლული ლოყების დასამალად.
ვაჩეს მზერა შეეცვალა. როგორ უნდოდა პასუხი გაეცა, მაგრამ არ იცოდა, ამ საკითხზე კი ალბათობის თეორეაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება, დიდ დილემას წარმოშვებდა. მასზე ორი თავით დაბალ გოგონას გაუღიმა და იმედისმომცემად უთხრა:
-ეს მხოლოდ მაშინ, თუ გულამდე მომწვდები!
-ეს როგორ გავიგო?-ხელები ჩამოიღო აცრემლებულმა.
-მე ცოცხალი არ უნდა ვიყო, დარია!-მკერდში კიდევ ერთხელ დაუარა ტკივილის ტალღამ. შუბლზე ოფლმა დაასხა, თავს ძალა დაატანა და განაგრძო.-ძმაკაცმა მიხსნა. მან დამტოვა, უსაშველო, აღუწერელ ტკივილთან დამტოვა მარტო და ამით პირობა გატეხა. არ მინდა რომ ბედნიერი ვიყო! მას ხომ ყველაფრის უფლება დავაკარგვინე და ახლა ისე ავივსო გრძნობებით, თითქოს არაფერი მომხდარა?
დარია ჯერ კიდევ მის ნათქვამს აანალიზებდა. მის ყველა უპასუხო კითხვას გაეცა პასუხი და ახლა თავისუფლად შეეძლო ვაჩეს დახმარებოდა, ისე როგორც დიდი ხნის მეგობარი.
-მე არ ვიცნობდი შენ ძმაკაცს, ვაჩე! მაგრამ იმაზე არ გიფიქრია, რომ შეიძლება ნანობს შენ გადარჩენას. მას უნდოდა, რომ შენ დარჩენილიყავი! ეტყობა ეს ღმერთსაც უნდოდა, რადგან მისი ნების გარეშე არაფერი ხდება. ალბათ ფიქრობ, რა ადვილია როცა ყველაფერს ასე შორიდან საზღვრავო, მაგრამ მე ასე ვხედავ... შენ ბედნიერი უნდა იყო, რომ იმ ქვენად სიმშვიდე ჰპოვოს შენმა ერთგულმა და საყვარელმა მეგობარმა...-თავის მხრიდან ასე გაითავისა ვაჩეს ტკივილი და რაც თქვა, მართლა სულიდან იყო წამოსული.
-ფსიქოლოგი ხარ?-ისეთი უადგილო იყო ახლა ეს კითხვა, რომ დარიამ კინაღამ ხმამაღლა გადაიხარხარა.
-აი, ეგ უკვე მეც არ ვიცი დ შენ რა გითხრა...-ცოტა არ იყოს დასევდიანებულმა ჩაილაპარაკა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.
-ერთი რამ მაინტერესებს...-შეპარვით დაიწყო ვაჩემ.-ანუ რა გამოდის, მავალდებულობ რომ შენ მომაჯადოებელ ქსელში გამხვიო?
ეს უკვე ბოლო წვეთი იყო... დარიას სიცილი წასკდა. თავი მუხლებში ჩარგო და აკისკისდა. მისი ნება რომ იყოს პირდაპირ ამას ეტყოდა, მაგრამ ჯერ ადრეა... სხვა აბა ვინ განკურნავს ვაჩეს, წარსულის მტკივნეული ხსოვნისგან... ერთადერთი გამოსავალია! უნდა შეიყვაროს!
-მაგაზეც ვერ გიპასუხებ, თუმცა უარზე ნამდვილად არ ვარ!-ეშმაკურად ჩაიღიმა ქალიშვილმა.
ხუთი წუთი კი არა, საღამომდე არ მოცილებია დარია ვაჩეს. ვერა და ვერ მიდიოდა სახლში და კინაღამ თვითონაც დაიჯერა, რომ ხვლიკის ეშინოდა, თუ ხვლიკისმაგვარის... დიდი ისარი ცხრიანსაც რომ მისწვდა, ტუჩი გულდაწყვეტილმა მოიკვნიტა და აშკარად მოხასიათებულ მამაკაცს დაემშვიდობა.
-ხვალამდე, ვაჩე!
-ააა, უკვე ხვალამდე?-შენიშნა ვაჩემ.
-ნუ დამცინი!
დარია თვალს სანამ არ მოეფარა და სახლში არ შევიდა, მანამდე ეზოს შუაგულში იდგა ვაჩე. ასეთი მხიარული რამდენი ხანია არ ყოფილა... ვერავინ ვერ შეძლო მისი გახალისება და მხოლოდ დღეს, დღეს ნათელი სხივი შემოიტანა მის ცხოვრებაში დარიამ, ანდაც ვინ იცის... იქნებ ყველაფერი მაშინ დაიწყო, მატარებელში რომ შემოეჭრა შურდულივით, ითვალთმაქცა და ასე დარჩა ჯმუხი ვაჩეს კუპეში.

...............................................................გუშინ და დღეს ორი თავი გაერთიანებული დავდე. წესით სულ თერთმეტი თავი უნდა იყოს, მაგრამ რადგან დიდ ნაწილებად დავყავი, უფრო ცოტა გამოვა.
იმედი მაქვს მოგწონთ და ერთი თხოვნა მაქვს...
თუ გინდათ რომ ხვალაც ამ ზმომის დავდო და არც დავიგვიანო, თქვენც არ დაიშუროთ შეფასება რადგან ნახვების რაოდენობასა და კომენტარებს შორის არის დიდი სხვაობა.
თქვენი სოფო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent