ცრემლიანი ღამეები (დასასრული)
ერთი თვე გავიდა..ყველაფერი თავის ადგილზე დაეწყო,კახაც იჭერდა დისტანციას..ცდილობდა,რომ მაინც და მაინც არ ჰქონოდა ჩემთან ურთიერთობა.ამას,მეც ვიყავი ჩემთვის.ლეილასთან ერთად ვერთობოდი,ვგიჟობდი და ცხოვრებას ვიხალისებდი. აგვისტოში ეგვიპტეში წავედით და შვებულება შესანიშნავად გავატარეთ.ამაზე კარგი განტვირთვა რა უნდა ყოფილიყო.მიხაროდა,რომ ამ ყველაფერს მოვწყდი,ტელეფონი გამორთული მქონდა,არც ინტერნეტიც ვსარგებლობდი..ვიყავი ჩემთვის და ჩემთვის,მიხაროდა,რომ საკუთარ თავს ამის უფლება მივეცი.იმდენი სიბინძურე ჩამოვირეცხე,რომ სულ აღარ მინდებოდა თბილისი და მისი მძიმე ხალხი. როგორც ყველაფერი გადის,ისე გავიდა ეს დროც.ერთ თვეში დავბრუნდით თბილისში.ვაღიარებ,რომ სახლამდე ვეღარ მოვითმინე და ტელეფონის ეკრანს დავაწყდი..კახასგან ათასი შეტყობინება იყო,გამოტოვებული ზარები...გამიკვრიდა,ასეთი რა მოხდა-მეთქი,მაგრამ მაინც არ მიპასუხია.გადავწყვიტე,სახლამდე მომეცადა. -რამე მოხდა?-აღშფოთება შემატყო ლეილამ. -არა,ლეი..არა.. -აბა,რა ხდება? -კახასგან იყო და.. -რა მოხდა? -დავურეკავ,როცა მივალ.. -კარგი..-ძალით გამიღიმა და ტაქსის ძებნა დაიწყო. *** ისევ ვიგრძენი საკუთარი აურა,საკუთარი ბინის სურნელი...საშინლად მომნატრებოდა ჩემი საწოლი..ჩემი საპირფარეშოც კი..სუნამოებს შევავლე თვალი და გამეღიმა..ეს ის ადგილი იყო,სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი. რამდენიმე საათის შემდეგ დავბარგდი და საწოლზე ტიტველი წამოვწექი..მომწონდა ეს სიტუაცია,მაგიჟებდა და მომწონდა... ხასიათი კახასთან საუბარმა გამიფუჭა.მეშინოდა,რომ სამსახურზე რამე არ ეთქვა..იქნებ არყოფნის დროს რამე გამოვტოვე და ამაზე ბრაზობდა..არ მინდოდა მასთან უთანხმოება.მაიცნ დავურეკე,რაც იქნება იქნება-მეთქი. -ქრისტ,არ მეგონა,რომ დარეკავდი..სად გაქრი? -არ მითქვამს,რომ მოვწყდი სამყაროს... -ისვენებდი,ქალბატონო?-ხალისიანი ხმა ჰქონდა. -ჰო.. -თავს როგორ გრძნობ? -ძალიან კარგად..შენ? -მომენატრე..-გამიკვირდა ამ სიტყვის გაგონება..არა,სიტყვის არა..ინტონაციის უფრო..ის ისეთი თბილი და რაღაცნაირი იყო... -ჰო..რას შვრები?-სასხვათაშორისოდ განვაგრძე საუბარი. -ვარ რა...ამოგაკითხავ და რამეს მოგიმზადებ. -კარგი..-გამიხარდა მისი ყურადღება,მაგრამ იმიტომ უფრო დავსთანხმდი,რომ სახლში მაცივარი ცარიელი მქონდა,მაღაზიაში ჩასვლის თავიც არ მქონდა. მოკლე ჯინსის შორტი გადავიცვი,შავი უსახელო მაისური მოვირგე და თმა ზემოთ ავიწიე..მგონი,საშინლად არ გამოვიყურებოდი.ჩემმა მუცელმა და მე ერთად დავუწყეთ კახას ლოდინი. -ჰეი..-გადამეხვია გულწრფელად. -ვაიიიმე...-ხელები მოვხვიე კისერზე და მეგობრულად გადავკოცნე. -ღმერთო...ეს შენ ხარ... -საფლავიდან არ ამოვსულვარ..-თვალი ჩავუკარი და პროდუქტი გამოვართვი. -მე მოვამზადებ..დაისვენე,დაღლილი იქნები.. -არა,გამოვიძინე-ვიცრუე-მეც დაგეხმარები..-სამზარეულოში შევუძეხი. *** -არ გაკოცა? -არა.. -არ არსებობს..-კისკისებდა ლეილა. -მაგარი ტიპიაო,არ თქვა.. -მეგობრები ხართ? ჰაჰაჰა....არ გადამრიო-შემომხედა ამრეზით. -გეყო...რა-გაბუტული ავდექი,მაგრამ შემდეგ ისევ დავუბრუნდი და გვერდით მივუსკუპტი. -როდიდან გადიხარ სამსახურში? -ზეგიდან. -გარდერობი უნდა გამოცვალო.. *** მეორე დღეს შოპინგმაც კი ვერ გადამიყარა კახაზე ფიქრები..მახსენდებოდა როგორ იღიმოდა და ყელში ბურთი მეჩხირებოდა..ვერ ვხვდებოდი ეს რა იყო..ეჭვიანობაშიც კი გამოვიჭირე თავი..ვიცოდი,რომ მალე ცოლი უნდა მოეყვანა. „იქნებ მისცა კიდეც ეგ ბეჭედი?“-ვეკითხებოდი საკუთარ თავს. -რა გჭირს?-ვერაფერს ვაპარებდი ლეილას. -არაფერი,უბრალოდ ვფიქრობ რომელი კაბა ავირჩიო. -ორივე იყიდე..-გადაიკისკისა. -კარგი..საღამოს კინოში უნდა წამომყვე.. -ოჰ,მიხარია თუ გინდა.. -ორივეს ვიყიდი..-გასახდელიდან პირდაპირ სალაროსკენ წავედი. *** -როგორ ხარ?-მომიკითხეს თანამშრომლებმა. -შესანიშნავად.კახა სად არის?-თვალში რომ არ მომხვდა მაშინვე ვიკითხე. -შვებულება აიღო. -რა?-გამიფართოვდა თვალები. -ჰო,განსატვირთავად წავიდა ერთი თვით სამოგზაუროდ. -შესანიშნავია-სწრაფი ნაბიჯით წავედი ჩემს კაბინეტისკენ წავედი..ფანჯრისკენ წამივიდა თვალი,ისევ შევხედე ყავის ჭიქას,რომელიც იმ დღეს დარჩა კახას..ისევ გამახსენდა,რომ მას ერთ თვეს ვეღარ ვნახავდი...მიკვირდა რატომ ვფიქრობდი ასე...იქნებ მიჩქმალული გრძნობები გამოვაჩინე-მეთქი-ამასაც კი ვივლებდი გონებაში. მთელი დღე უღიმღამოდ გავატარე,არაფრის ხალისი არ მქონდა..არაფერი მახსოვდა გარდა კახასი..მახსენდებოდა მისი თბილი და მზრუნველობით აღსავსე საქციელი,მახსენდებოდა და ტირილი მინდებოდა..სამწუხაროდ,არ შემეძლო.. მთელი დღეები მის სურათებს ვაშტერდებოდივიხსენებდი როგორ ვატარებდით ერთად დროს და გული მიკვდებოდა..იმის გაფიქრებაც კი მზარავდა,რომ ის მალე ცოლს შეირთავდა.მინდოდა დავკავშირებოდი,მაგრამ ვერ ვბედავდი..მეშინოდა,რომ ის ისეთ რამეს მეტყოდა,რაც გამანადგურებდა. მის კაბინეტში შესვლასაც ვერ ვბედავდი..მეშინოდა,რომ უარესად შემიპყრობდა მისი ნახვის სურვილი..ნოსტალგიების მეშინოდა... *** -შვილო..მას ინფარქტი დაემართა.. -რა,დე? რა? რას ამბობ?-ღამის სამი საათი იყო,როცა მისმა ზარმა გამაღვიძა. -მოდი..საავადმყოფოში გადავიყვანოთ უნდა...-არეული საუბრობდა. სწრაფად ჩავიცვი,დაბლა ჩავვარდი,სახლის კარების დაკეტვაც კი დამავიწყდა,შევვარდი მანქანაში..საშინლად ვღელავდი და საშინლად მეშინოდა...არ მინდოდა,რომ მამაჩემს რამე დამართნოდა... ხელებს ვერ ვიმორჩილებდი,ვკანკალებდი... *** ლეილა მამამისი გადარჩა,მაგრამ ქრისტი იმ ავარიას ემსხვერპლა.საშინლად მეტკინა...ეს ჩემთვის გამანადგურებელი იყო..ბოლო სიტყვებში კახას სახელს გაიძახოდა..დღიურის ბოლო ფურცლებიც მე შემავსებინა...ხელს მიჭერდა და ამბობდა,რომ კახასთვის უნდა მეთქვა. შემეშინდა კახასთან საუბრის,მაგრამ მაინც დავთანხმდი.პირობა მივედი ქრისტის. -შემპირდა..-ხელს ძლივს მკიდებდა. -გპირდები..არ დამტოვო..შენ ხომ ჩემი მეჯვარე უნდ აყოფილიყავი,მერე ბავშვის ნათლიაც.. -არ შემიძლია..მაპატიე...ნეტა აქ იყოს კახა.. -ვეტყვი. -უთხარი,რომ...კახას უთხარი..-გაიყინა...ეს საშინელი შეგრძნება იყო... *** ქრისტის დაკრძალვის შემდეგ კახას კაბინეტში შევედი...სანამ დავურეკავდი მინდოდა მისი პირადი სამყარო მენახა..მის მაგიდაზე უცნაურ რამეს წავაწყდი...შევკრთი და ადგილზევე გავიყინე.... ულამაზესი ბეჭედი იდო..მის გვერდით კი წერილი... „ეს ბეჭედი შენია...ნანას დავშორდი..“ მეტი არაფერი ეწეა..მივხვდი,რომ ქრისტის გულისხმობდა..გამახსენდა როგორი აღელვებული იყო ხოლმე ბოლო დროს ჩემი დაქალი.. ავტირდი..ცრემლები მახსჩობდა...ასეთი სიმწარე არასდროს განმეცადა.. როგორ უნდა დამერეკა კახასთვის წარმოდგენაც არ მქონდა... მაგრამ ,ბედის ირონიავ..ოჰ,ბედის ირონიავ... მტირალსმომისწრო კახამ..კი,ის იყო მაშინვე ამოვიცანი.. -თქვენ?-შეკრთა მამაკაცი..-ტირით? -მადლობა ღმერთს...-ცრემლები მოვიწმინდე..-ვერ დაგირეკეთ... -რა მოხდა?-აღშფოთება წავიკითხე მის სახეზე. -ქრისტი ავარიის შედეგად დაიღუპა... *** „და ცხოვრება გრძელდება...ძნელია ამის დაჯერება,მაგრამ გრძელდება...ის მიდის და ტკივილს ისევ გვიტოვებს...ეს ყველაზე მძიმე ტვირთია...წარმოუდგენლად ძნელია მწარე წარსულით ცხოვრება..იქნებ ამას სიკვდილი სჯობდეს...“-ასეთი წარწერა ჰქონდა ქრისტის დღიურის პირველ გვერდს. ___ დასრულდა ესე ამბავი. ვფიქრობ,რომ ამ საიტზე ვერ იღქვამენ იმას,რაც განსხვავეულად იწყება..მით უმეტეს,მსგავს რამეებს... არ ვიცი..არ ვიცი... ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ,რომ აქ ყოფნას აზრი არ აქვს და უნდ წავიდე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.