შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიფქის ეფექტი [თავი 7]


29-12-2015, 17:52
ავტორი sopiko
ნანახია 2 500

ფანჯარას თვალს არ აშორებდა და მოფარფატე ფიფქებს ითვლიდა. ვერა და ვერ მოხუჭა თვალი. მოჯადოებულივით სულ ვაჩეზე ფიქრობდა და თან მასსა და ლაშარელას გმირს შორის ავლებდა პარალელებს. მერე საკუთარ თავს უსაყვედურა, იმ ვაჩეს ცხოვრება ხომ მძიმე და ტკივილიანი იყო და ნამდვილად ვერ უსურვებდა ამას საყვარელ მამაკაცს.
ბევრი იფიქრა მასზე და ვაჩეზე, გრძნობაზე, რომელიც პირველივე დღესვე გაუჩნდა. ვერ იტყვის რომ აქამდე არავინ მოსწონებია. არც თვითონ იყო მთლად უყურადღებოდ და რამდენიმე სერიოზული ობიექტიც გამოჩენილა ჰორიზონტზე, მაგრამ არა! ალბათ ვაჩეს უნახავდა პირველ ამბორს და სიყვარულს.
გვერდი იცვალა და დაძინება სცადა. არა! ისევ ვაჩეს თვალებს ხედავდა და უხილავ სივრცეში იკარგებოდა. იქნებ ამან მაინც გამაბრუოსო, მაგრამ ამ ორი დღიდან ფრაგმენტები ამოუტივტივდებოდა ხოლმე თავში და მერე და მერე სულ სხვა რაღაცაზე იწყებდა ოცნებას.
ბოშა ქალი! მან გაარკვია იმაში, რასაც გრძნობდა და თითქოს ბედისწერაც ირწმუნა. რაც აქ ჩამოვიდა თოვდა და თოვდა... რამდენიმე ფიფქი მაინც დაქროდა, ეს კი იმას ნიშნავდა რომ მისი თანამგზავრი, მიუხედავად მკითხავობისა, არ ტყუოდა!
ვის არ იცოდა, მაგრამ გაუღიმა! მიხვდა დილის ექვს საათზე დაძინებას აზრი არ ჰქონდა და არც იმაში იყო დარწმუნებული, რომ ჩათვლემდა. ფეხები თბილი საბნიდან გადმოყო თუ არა, გააძაგძაგა. მართალია სახლში გამათბობლები ჩართული იყო, თუმცა მაინც გრილოდა საძინებელში. თმა უსწორმასწოროდ შეიკრა და ნარინჯისფერი ხალათი შემოიცვა. კარგად კი ჩაღუნღულდა, სააბაზანოში შევიდა და სახეზე წყალი შეისხა. ბოლომდე მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა. პირველ სართულზე ბანცალით ჩავიდა და ყურებამდე გაიკრიჭა, ვაჩეს ფანჯარაშიც ანთებული შუქი რომ დაინახა.
–მასაც არ სძინავს!–ერთ ადგილზე ხტუნვა დაიწყო, თან ფეხებს სასაცილოდ იქნევდა.–ნეტავ, რას იტყვის ახლა მასთან რომ მივიდე და შევთავაზო, თოვლის პაპა გავაკეთოთ_მეთქი?
პირი გააწკლაპუნა და თავის სულელურ აზროვნებაზე გაეცინა. ხომ არ იწინასწარმეტყველებს, წავიდეს და სცადოს! ცდა ბედის მონახევრეა, თუ უარს ეტყვის, სათოფეზეც აღარ მიეკარება, სათოფეზე რა, ''საკარეზე''! ...მაგრამ მოახერხებს კი ამას? ხომ ხედავს როგორაა დამოკიდებული ვაჩეზე, დარწმუნებულია რომ რაც არ უნდა მოხდეს, მეორე წუთს ისევ მის გვერდით გაჩნდება.
''თავმოყვარეობა საერთოდ არ გაგაჩნია!''–დატუქსა ალტერეგომ, თუმცა როგორც ყოველთვის დარიას მისთვის არ მოუსმენია. მეორე სართულზე აირბინა. თბილი შემოსაცმელი ჩაიცვა და შავი, გაშლილი შარვალი ამოიცვა. დაბლა ჩამოსვლისთანავე პალტოში მკლავები გაუყარა და იმ ყინვაში გავიდა ეზოში.
–შეშლილთა შორის უშეშლილესი ხარ, დარია!–მგონი პირველად აღიარა ეს და ვაჩეს სახლის წინ გაჩნდა.
–ერთი, ორი, სამი, ვაკაკუნებ!–გაუბედავად დააკაკუნა კარებზე და გაუხარდა, ვაჩემ გაღება რომ არ დააგვიანა.
–ვაჩე!–წამოიძახა გახარებულმა და კისერზე ჩამოეკიდა მას.
ვაჩე ამას ნამდვილად არ ელოდა. განცვიფრებამ როგორც კი გადაუარა, კაფანდარა სხეულს ხელები შემოხვია და მის ყელში თავი გაუთვიცნობიერებლად ჩარგო. დარიას ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, მუცელში მოუსვენარი პეპლების არსებობა იგრძნო და მაისურზე ჩაებღაუჭა მამაკაცს, რადგან ეგონა ოდნავ თუ მოდუნდებოდა, მოყინულ კიბეზე მოადენდა ბრახვანს. ორივეს თავბრუ ესხმოდა და ერთნაირი სიმპტომები ურევდათ თავგზას.
გონს გვიან მოსულმა ვაჩემ იატაკზე ფრთხილად ჩამოსვა გოგონა და შეიშმუშნა. თავადაც არ იცოდა ნანობდა თუ სხვა, რაღაც ახალი აღმოეჩინა და ეს აშფოთებდა. დარიას ანიშნა, შემოდიო, მაგრამ მისდა გასაოცრად მან თავი გადააქნია, ანდაც როდის იყო რომ ის ჩვეულებრივად იქცეოდა, პირიქით ამ ბავშვურობით ხიბლავდა ვაჩეს.
–რაღაც მინდა გთხოვო... გთხოვოსავით...–დააზუსტა დარიამ და უხერხულად გაიღიმა.
–გისმენ!–გაუხარდა კიდეც ვაჩეს, რომ შეეძლო რამე მაინც გაეკეთებინა ქალიშვილისთვის და ბედნიერების რამდენიმე წუთი ეჩუქნა. ამითაც კი კმაყოფილი იყო და ის არ იცოდა, თუ რამხელა ადგილი ეკავა დარიას გულში.
–ბავშვობა გავიხსენოთ!
–რო... გორ?–სიცილი ვერ შეიკავა ვაჩემ და უცებ შეჩერდა, გუშინდელიდან მოყოლებული სულ იღიმოდა, ნუთუ დარიას მონოლოგმა და ახსნამ ლევანის შესახებ იმოქმედა ასე? მხოლოდ ეს არ იყო... მგონი...
–თოვლის პაპას გაკეთებაში დამეხმარები? ნახე, თოვლი რა კარგად დევს?–გააცნო თავიზი აზრი.
–თანახმა ვარ!–გაუღიმა მამაკაცმა და დარია ბედნიერებისგან მეცხრე ცაში აფრინდა, მის ღიმილში მეგობრობის გარდა, სხვა რამეც რომ დაინახა...
–მაშინ წავედით!
ვაჩეს დაუკითხავად ჩამოხსნა საკიდიდან პალტო და მასვე გაუწოდა. ერთად გავიდნენ სახლიდან და სახე გაუნათდათ, უკვე განათებული ბუნება რომ დაინახეს. თოვლი ერთ ადგილას დაახვავეს და გუნდების გაკეთება დაიწყეს. ვაჩემ პატარა გუნდით დაიწყო და ბოლოს უზარმაზარი გორგალი რომ მიაგორა დარიასთან, გოგონამ გაკვირვება ვერ დამალა. მასაც ასწავლა მამაკაცმა, მაგრამ თოვლი ხელებში ეფშვნებოდა და არაფერი გამოსდიოდა. ხელთათმანები მთლად დაუსველდათ, მაგრამ სიცივეს ვერ გრძნობდნენ. ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ და გულში სითბო ეღვრებოდათ.
–აი, მზადაა!–ფეხზე წამოდგა დარია და უკან დაიხია. ასე უფრო ლამაზი გამოჩნდა მათი თოვლის პაპა. უეცრად ზურგში რაღაც მოხვდა. დაახლოებით კი მიხვდა რაც იყო, ამიტომ მომენტალურად დაიხარა და შეუმდგარი გუნდა ესროლა ახარხარებულ ვაჩეს.
–რა გაცინებს! ესეც შენ!–დასცინა წინასწარ, მაგრამ ვაჩემ გუნდა აიცილა.
–ახლა კი შენ...–თვალები სასაცილოდ დააბრიალა მამაკაცმა, მაგრამ ამჯერად დარია უკვე დახელოვნებული იყო და მხოლოდ ხელზე მოხვდა გუნდის ნაწილი.
ერთმანეთს დასდევდნენ და ფიფქებს ხელის გულებს უშვერდნენ. მათი სიცილი ცას სწვდებოდა. ექო ხმას იმეორებდა. ლოყებაღაჟღაჟღაჟებულმა დარიამ გულზე ხელი მიიდო და დაახველა.
–არა! მეტი უკვე აღარ შემიძლია!–მართალია ამას სიცილიც დააყოლა, მაგრამ ვაჩემ შიში იგრძნო... მისკენ გაექანა და სახლისკენ წაიყვანა.
–არ უნდა გაცივდე!–წასჩურჩულა ყურში და დარიამ წინსვლა იგრძნო! ზენიტთან მიახლოება!

^^^
სულ ორი თავიღა დარჩა და მე თქვენ შეფასებებს ველი...
ამ ფიფქის ეფექტით, თობლით და ბაკურიანით ვცდილობდი თქვენში საახალწლო განწყობა გამეღვიძებინა და გამომივიდა თუ არა, ეს თქვენ განსაჯეთ!
თქვენი სოფო...



№1  offline წევრი brooklynbaby

ბაკურიანში წასვლა მომინდა))

 


№2  offline მოდერი sopiko

brooklynbaby
ბაკურიანში წასვლა მომინდა))

მიხარია თუ ამ ისტორიამ მოგანდომა...

 


№3  offline წევრი teddy))

Kargia, rom vinme zrunavs saxalwo ganwyobilebaze, imitom rom qalaqshi ar imcneva saaxalwlo ganwyoba! Kargi gogo xart shenc da es mousvenari gmiri! Vache... Ooo vachec dzalian kargia!

 


№4  offline მოდერი sopiko

teddy))
Kargia, rom vinme zrunavs saxalwo ganwyobilebaze, imitom rom qalaqshi ar imcneva saaxalwlo ganwyoba! Kargi gogo xart shenc da es mousvenari gmiri! Vache... Ooo vachec dzalian kargia!

გეთანხმები! დიდი მადლობა შენ, ჩემო კარგო! და ერთი შენიშვნა:ქართული შრიფტით წერე!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent