შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blow Up/ 4


30-12-2015, 13:49
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 3 228

კიდევ რამდენიმე დღე ვიყავი მისი ცხოვრების შეუცვლელი ნაწილი. მხედავდა ყოველ დილით, თუმცა არ ველაპარაკებოდი. ვესწრებოდი მის რეპეტიციებს. ვუსმენდი ამაზრზენ რეჟისორს და საშინელ დუეინს. მე და ემას კონტაქტი ნაკლებად გვქონდა. ჯერ კიდევ პატარა წიკვინა გოგო იყო, რომელსაც ყოველ შეხებაზე პანიკა ეწყებოდა. ნორმალურად არც კი მელაპარაკებოდა. არადა, ერთი სული მქონდა, მთლიანად შემეგრძნო. დავიზეპირე გზა მისი სახლიდან თეატრამდე. იქიდან ზოგჯერ მეგობართან მიდიოდა. არაფერი განსაკუთრებული.
რაღაც უნდა შეცვლილიყო, ვგრძნობდი და ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ გავმქრალიყავი ემას თვალთახედვის არიდან. რა თქმა უნდა, ყოველ დღე ისევ ვადევნებდი თვალს, მაგრამ თვითონ ვერ მხედავდა. მეძებდა. ყოველ დილით მეძებდა. დარბაზის ყველა კუთხეში მეძებდა. მისი ცხოვრება ისევ ჩვეულებრივად მიდიოდა. ორ კვირაში პრემიერის დღე დანიშნეს.
რა თქმა უნდა, დარბაზში ვიჯექი და ვუყურებდი სპექტაკლს, რომელიც უკვე თითქმის ზეპირად ვიცოდი. არ მომწონდა. რა თქმა უნდა, არ მომწონდა. არც ემას მოსწონდა, რასაც აკეთებდა, მაგრამ მაინც აკეთებდა. ემამ სცენა დატოვა. კოცნის ეპიზოდი ახლოვდებოდა.
- მოგენატრე? - ზურგიდან მივუახლოვდი ბნელ კულისებში ემას და ყურთან დავიჩურჩულე. შეცბუნებული შეხტა, - როდემდე უნდა გეშინოდეს ჩემი, ემა?
- აქ რას აკეთებთ? - ისე იკითხა, ჩემკენ არ მოტრიალებულა.
- კარგი რა...
- დატოვეთ აქაურობა. ახლავე!
- გეგონა, დაგტოვებდი არა? როგორ გაფაციცებით მეძებდი... თუმცა ამაზე სხვა დროს. ახლა საქმე მაქვს. ემა მისმინე, - ვუთხარი და ტუჩები ყელთან უფრო ახლოს მივუტანე, - უნდა აკოცო. იცი, როგორ უნდა აკოცო? - გრძელი კაბა მარჯვენა ხელით მაღლა ავუწიე, - ისე, რომ გონს ვერ მოვიდეს... - აკანკალებულ სხეულს ვგრძნობდი და ვაგრძელებდი ყელთან ჩურჩულს, - ისე, რომ მოუნდეს, იქვე შემოგახიოს ტანსაცმელი, - უკვე ვკოცნიდი, - ისე, რომ ბენჟამინსაც კი აუდგეს, ემა! გესმის?
მის დახორკლილ ყელზე ჩემი კოცნის სველ კვალს ვამჩნევდი და ვგიჟდებოდი, ისე მინდოდა, იქვე დამემთავრებინა დაწყებული, მაგრამ არ შეიძლებოდა. ხელებს უკვე თეძოებზე ვამოძრავებდი და მისი თავშეკავებული კვნესა გონებას მიბინდავდა.
- ჰო, მართალია, ნამდვილი გამოთაყვანებულია ეს შენი დუეინი, მაგრამ სცენა უნდა დადგა! უნდა გააგიჟო. ყველა უნდა გააგიჟო! ისე უნდა აკოცო, - ვამბობდი პირდაპირ მის ტუჩებთან და ხელები ახლა კისერზე მქონდა შემოხვეული, - მთელი სპექტაკლი სხვა ვერაფერზე იფიქროს. ჭკუიდან უნდა შეიშალოს. ისიც, ბენჟამინიც, მეც და კიდევ ყველა ვინც ამ სისულელეს ახლა დარბაზიდან უყურებს. მთელი სპექტაკლიდან ეს სცენა უნდა დაამახსოვრდეს ყველას, ემა. თითოეულის ყველაზე მძაფრ სექსუალურ ფანტაზიაში უნდა ჩაიჭედოს ეს კოცნა, - მთელ სახეს და ყელს ვუკოცნიდი, ის კი არეულად სუნთქავდა და ცდილობდა, რეფლექსების დონეზე ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია. მე ვაგრძელებდი:
- ვერც კი წარმოიდგენ, როგორც მეზიზღება ეს ბიჭი და როგორ არ მემეტება ახლა ეს ემოცია მისთვის, მაგრამ იმ გრძნობით უნდა აკოცო, ახლა რომ გაიჟღინთე, ემა. გააკეთე ეს საკუთარი თავისთვის და მეტი არავისთვის. შენი გასვლის დროა.
გავიდა და ზუსტად ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ რაღაც ენით აუწერელმა შემიპყრო. მთელ სხეულზე ცეცხლი მომეკიდა, როცა მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხო. მაშინ ვინანე, რაც გავაკეთე. ჯობდა, ისევ ისეთი ცარიელი ყოფილიყო ეს სცენა. უაზრობამდე ცარიელი. მე ეს არ უნდა მენახა. არ უნდა გამეკეთებინა. აუტანელი იყო, მაგრამ თვალმოუშორებლად ვუყურებდი ყველაზე ვნებიან კოცნას, რომელიც კი ამ სცენას უნახავს და ვბრაზდებოდი მთელ სამყაროზე, საკუთარი თავის ჩათვლით. მინდოდა, ხელიდან გამომეგლიჯა ემა იმ უბადრუკი დუეინისთვის. მინდოდა, მხოლოდ მე და მას გვეარსება მთლიანად გადამწვარ დედამიწაზე და მეტს არავის.
უზომოდ დიდმა აპლოდისმენტემა გამომაფხიზლა. დაჰიპნოზებული თვალებით იყურებოდა ყველა დარბაზში მჯდომი დეგენერატი. ერექცია ისე პირდაპირ ერეკლებოდათ მამაკაცებს თვალებში, ოდნავ სიბრალულიც ვიგრძენი მათ გამო. დავწყნარდი. გამოვიდა ის, რაც უნდა გამოსულიყო. ზუსტად ის.
სპექტაკლის შემდეგ დარბაზში, ახლა უკვე ჩვეულ ადგილას ვიჯექი და ვისმენდი, ბენჟამინი როგორ ელაპარაკებოდა ემას და დუეინს:
- საზიზღრობა იყო მთელი სპექტრაკლი, მაგრამ კოცნა იყო საოცარი, - ემა არაფერს ამბობდა, - მართლა. არ მოველოდი ამდენს. ეს კოცნა რომ არა, სრული კატასტროფა დაიდებოდა. პრინციპში, მეტის ღირსები არც ხართ.
- კარგი, რა, ბენჟამინ, - დაიწუწუნა დუეინმა და მაშინ მომინდა, ვინმეს პირდაპირ პირში მიეცა. უბრალოდ, ყოველგვარი სექსუალური კონტაქტის გარეშე, ღრმად, რომ ოდნავ, სულ ოდნავ წაიხრჩოს.
ემა სცენიდან გავიდა. თეატრის უკანა გასასვლელთან დავხვდი. შემომხედა, არაფერი უთქვამს ისე გაუყვა გზას. გავყევი.
- რატომ გააკეთეთ ეს? - იკითხა ისე, რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
- აუცილებლად უნდა აგიხსნა? - გაჩუმდა, - კარგი იყო, ემა.
- ნაგავი იყო.
- კოცნაზე გეუბნები.
- არ ვიცი...
- ემა, შენ შეგიძლია, კარგი მსახიობი იყო. ამ სანაგვეში რატომ ჩერდები, არ მესმის.
- რა გინდათ ჩემგან? - შემომხედა.
- შეგეშინდება, რომ გითხრა.
- ისედაც მეშინია.
- ესე იგი, იცი, რაც მინდა.
- და თუ მე არ მინდა?
- დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა?
- დარწმუნებული ვარ, - მითხრა ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ.
- სულელო პატარა... თვითონვე გაყიდე თავი.
- რა? - ერთიანად დაეკარგა ხმა.
- ზედმეტად ბევრი იფიქრე, ძვირფასო. ზედმეტად ბევრი.
- შემეშვით, რა...
- ვერ.
მის სახლს მივუახლოვდით. დაუმშვიდობებლად წავიდა კორპუსისკენ. დავუძახე, გამოიხედა და პატარა, შეფუთული ყუთი ვესროლე.
- ეს რა არის? - მკითხა და ყუთს დახედა.
- წარმატებულ პრემიერას გილოცავ. ყვავილებს ხომ არ გაჩუქებდი... სახლში რომ ახვალ, მაშინ გახსენი.
შებრუნდა. ისევ დავუძახე:
- ემა...
- რა გინდათ?
მივუხლოვდი და ტუჩებზე ცერა თითი ძალიან ძლიერად გადავუსვი. მერე შუბლზე ვაკოცე და არაფერი მითქვამს, ისე წამოვედი.



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

საოცარი გოგოს საოცარი ნაწერი love

 


№2  offline მოდერი X.G

ვაუუუ მართლაც ძაან მაგარიაა რააა love

 


№3 სტუმარი matilda

ეს საოცრად კარგი ისტორია ასე პატარა თავებად რომ იდება რა წესია,ჩვენი წამება განიზრახე ქალბატონო?ო.ო თანაც ამხელა ინტერვალებით :((

 


№4  offline წევრი ფორთოხალი

უნდა ვწერო
საოცარი გოგოს საოცარი ნაწერი love

თაკოთაკო
ვაუუუ მართლაც ძაან მაგარიაა რააა love


მადლობები <3
matilda
ეს საოცრად კარგი ისტორია ასე პატარა თავებად რომ იდება რა წესია,ჩვენი წამება განიზრახე ქალბატონო?ო.ო თანაც ამხელა ინტერვალებით :((


აუუუ :(((((( რა ვქნა, ახლა ვწერ და არ გამოდის სხვანაირად. :/ დღეს კიდე დავდო შეიძლება

 


№5  offline წევრი Archive

დამსწრე საზოგადოებას არ ვიცი მაგრამ... რა გინდა? :))))))))))))))))

 


№6  offline წევრი ფორთოხალი

Archive
დამსწრე საზოგადოებას არ ვიცი მაგრამ... რა გინდა? :))))))))))))))))

რევოლუცია :)

 


№7 სტუმარი Lei

Aes istoria mafetkebs! Mtishavs! More more more moreee *_*

 


№8  offline წევრი Archive

ფორთოხალი
Archive
დამსწრე საზოგადოებას არ ვიცი მაგრამ... რა გინდა? :))))))))))))))))

რევოლუცია :)


ორგა'ნი'ზმში თუ ისე ზოგადად? :)))

 


№9  offline მოდერი წითური გოგონა

შეგიძლია მითხრა ამ ისტორიით რის გადმოცემას აპირებ?

P.S მე მომწოხარ, იმის მიუხედავად რომ გეზიზღები.
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№10  offline წევრი ფორთოხალი

Archive
ფორთოხალი
Archive
დამსწრე საზოგადოებას არ ვიცი მაგრამ... რა გინდა? :))))))))))))))))

რევოლუცია :)


ორგა'ნი'ზმში თუ ისე ზოგადად? :)))

აი, ვნახოთ :)

წითური გოგონა
შეგიძლია მითხრა ამ ისტორიით რის გადმოცემას აპირებ?

P.S მე მომწოხარ, იმის მიუხედავად რომ გეზიზღები.

საკუთარი ნაწერების გაშიფვრა არ მიყვარს, მაპატიე.

 


№11  offline აქტიური მკითხველი grafo

დღეს წავიკითხე ყველა თავი, ხოდა სხვა ისტორიებზე თუ ვტლიკინებ, ახლა...არაფრის თქმას არ საჭიროებს ეს ისტორია არა,ნაწარმოები. ვკითხულობ შემდგარ ნაწარმოებს. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს წიგნს ვკითხულობ ნელნელა,რადგან აგვიანებ დადებას:)). და ვიცი რომ არ ვინანებ წაკითხვას,რადგან გენდობი როგორც ავტორს.

 


№12  offline ახალბედა მწერალი lullaby

გაიჩალიჩა :დდ
ნაწერის სიკარგეზე უკვე ზედმეტია საუბარი, მე ახლა ის მაინტერესებს რა დევს ამ ყუთში.

 


№13  offline წევრი N7

შემიძლია დაუსრულებლად ვიძახო, რომ საოცარი გოგო ხარ, ფორთოხალო.
და შემიძლია თითოეული შენი ნაწარმოები მილიონჯერ გადავიკითხო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სტილში არ ჯდება.
არ ვიხი ვის როგორ, მაგრამ მე აი ასე, ძალიან ჩვეულებრივ,
ვგიჟდები
შენს ამ საოცრებებზე.
ბრავო❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№14  offline წევრი მოლურჯო

პირველი შენი ისტორია რომელიც წავიკითხე
და რატომღაც მემგონი აქამდე არ ვაკომენტარებდი
სიმართლე გითხრა მეზარება ხოლმე კომენტარების წერა მაგრამ იცოდე რომ ვკითხულობ ♥
ყველაზე განსხვავებული ისტორიაა
არ ვიცი ვერ ვხვდები საერთოდ როგორ მოგაფიქრდა რომ ასეთი ისტორია დაგეწერა
ყველანაირად მომწონს წერის სტილიც მომწონს იმედია სხვა ისტორიებიც ასსეთივე კარგი გაქვს ვაპირებ დღეს წაკითხვას და დარწმუნებული ვარ მომეწონება
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent