-მოურჯულებელო, მაინც მოგარჯულებ! 11
აი ეს დღეც დადგა ჩემს ცხოვრებაში! ვთხოვდები. მიხარია? ერთი ეს მითხარით ვის გაუხარდება ძალით გათხოვება პიროვნებაზე რომელსაც ფაქტიურად დასანახავად ვერ იტან! მაგრამ ვერ ვიტან? რაღაც არ მგონია! აი ვდგავარ მის წინ. ვუყურებ თვალებში და რაღაც ამოუცნობი გრძნობა მეუფლება. მის ღრმა მრავლისმეტყველ თვალებს ვუყურებ და გულში სითბო მეღვრება. ის ჩემს გვერდითაა. ჩემი ხელი ხელში აქვს მოქცეული და ისე მიჭერს,თითქოს ეშინია არ გავიქცე აქედან. მის ამ საქციელზე გულში თან მეცინება თან მიხარია კიდეც! რომ მეცინება ეს ნორმალურია, აი რომ მიხარია ეს არ არის ნორმალური. და გრძნობა რომელიც მეუფლება მასთან ყოფნის დროს, მაშინებს! აი გაისმა ის საბედისწერო სიტყვებიც! -უფლისა და ხალხის წინაშე ცოლ-ქმრად გაცხადებთ! შეგიძლიათ აკოცოთ პატარძალს!-თქვა მღდელმა და ანდრეას გაუღიმა! ანდრეას შევხედე,გავუღიმე და ქვედა ტუჩზე მსუბუქად ვიკბინე. ეს აშკარა გაფრთხინე იყო,რომ თუ მაკოცებდა არც მე დავაკლებდი საკადრის! წარბი აზიდა და ეშმაკურად ჩაიცინა. სახე ხელებში მოიქცი და ძალინ ნაზად შემეხო ტუჩებზე. უაზროდ მესიამოვნა მისი ეს ჯესტი! მზად ვიყავი კოცნაზე კოცნოთ მეპასუხა,მაგრამ თავის შეკავება შევძელი! რადგან ქვედა ტუჩი უკვე ნატკენი ჰქონდა, ახლა ზედას მივადექი, მსუბუქად ვუკბინე. მომწყდა და გაღიმებული თვალებით დამაკვირდა სახეზე. მეც საპასუხოდ გავუღიმე . გულში კი ერთი კარგად გამოვლანძღე საკუთარი თავი ასეთი უაზრო საქციელისთვის! მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო! ის ,,რაღაც,, ჩემზე ძლიერი იყო და საკუთარ თავზე კონტროლს მაკარგვიებდა! ქორწილი ისე დამთავრდა,რომ ვერც კი გავიგე. მხოლოდ მაშინ მოვედი გონს როცა ანდრეამ მითხრა სახლში წასვლის დროაო ! ვაღიარებ,ძალინ მეშინოდა. არ მინდოდა მასთან ერთად მარტო დარჩენა, მაგრამ გამოსავალს ვერსად ვხედავდი. მანქნის თბილ სალონში წარსულს გადავავლე თვალი, გავიხსენე ყველა ლამაზი დღე, მეგობრებთან, ირაკლისთან და მშობლებთან გატარებული. ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა. არ მინდოდა რაიმეს შეცვლა, არ მითხოვია ახალი ცხოვრება,მაგრამ ცხოვრება უსამართლოა. ყველაზე მეტად ახლა ირაკლის გვარდით ყოფნა და ტირილი მინდოდა. გული ისედაც ტიროდა, მისტიროდა წარსულს! ახლა თავი რომანტიკოსი მგონია, მივსტირი წარსულს, არ მომწონს აწმყო და მომავალზე ხომ არაფერს ვამბობ! -რია მოვედით! აქ აპირებ დარჩენას?- მომესმა ანდრეას ხმა და ფიქრებიც აიშალა. კრებთან იდგა და ხელს მიწვდიდა. -ჯერ კიდევ შემიძლია მაქნიდან გადმოსვლა- ცივად მივახალე და მაქნიდან გადმოვედი -როგორც გინდა- მანაც იგივე ტინოთ მიპასუხა! სახლში შევედით! ულამაზესი სახლი იყო. ნათელ ფერებში შეღებილი, ლამაზი ავეჯით და დეკორატიული ორნამენტებით გაწყობილი. მისაღებში გავედი და დივანზე ჩამოვჯექი. ვიგრძენი რომ დაღლილი ვიყავი. ახლა მხოლოდ აბაზანა და ძილი მინდოდა!. მაგრამ ანდრეა? აი აქ კი მართლა სერიოზულად შემეშინდა. დათმობაზე წასვლას ნამდვილად არ ვაპირებდი! -არ გეძინება?-ისევ ისეთი ცივი ხმით მითხრა და ჩემს ზურგს უკან დივანს დაეყრდო!-წამოდი ზევით! არაფერი მითქვამს. კიბეებს ავუყევი და რომელიღაც ოთახთან გავჩერდით -ეს შენი ოთახია, შეგიძლია დაისვენო მშვიდად. არ შეგეშინდეს, არ შეგაწუხებ!-მითხრა და გატრიალდა! ღმერთო,მეც მქონია ბედი! -ვთქვი და ოთახში შევედი! ეს ოთახიც ძალიან ლამაზად მოწყობილი დამხვდა. კაბა გავიხადე და სააბაზანოში გავედი! ცხელმა შხაპმა უფრო გამიმძაფრა ძილის სურვილი. ბალიშზე დავდე თუ არა თავი მაშინვე გავითიშე! *** თვალები გავახილე,ირგვლივ მიმოიხედე,უცებ ვერ გავიაზრე სად ვიყავი და საწოლიდან წამოვხტი! მერე ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილებზე დალაგდა და დავწყნარდი. საათს გავხედე 12 სრულდებოდა, ჩავიცვი და ძირში ჩავედი. სამზარეულოში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. მეგონა მზარეული ამზადებდა,მაგრამ შევცდი. მაგიდა ორ კაცზე იყო გაშლილი. ირაკლი კი დახლთან იდგა და პურს ჭრიდა. როცა დამინახა თვალით მანიშნა დავმჯდარიყავი. მართლაც მშიაოდა. -არ მინდა.-მოკლედ მოვუჭერი და ოთახიდან გამოსვლა დავაპირე! -ვიცი,რომ გშია. გუშინს მერე არაფერი გიჭამია, ასე რომ მორჩი პატარა ბავშვივით ჭირვეულობას და ჭამე! -მგონი გასაგებად ვთქვი რომ არ მინდა-მეთქი!-უკვე ვბრაზდებოდი. -მისმინე,რის მიღწევას ცდილობ ამ შენი საქციელით?-მასაც გაუმკაცრდა ხმა! -სრულიად არაფრის! -რატომ ხარ ასეთი ეგოისტი? რატომ ფიქრობ მხოლოდ საკუთარ თავზე? ალბად მე მადანაშაულებ არა ყველაეფრში? არც მე ვარ დიდად ბედნიერი შენნაირი ცოლი რომ მხვდა წილად! ამ სიტყვების გაგონებაზე გულში რაღაც ჩამწყდა. ტირილი მომინდა. მინდოდა მიწა გახეთქილიყო და თან ჩავეტანე! -ხოდა იცოდე, რომ მარტო შენ არ ხარ დაზარალებული. მეც დავზარალდი. ის ვინც მიყვარს ახლა ჩემგან შორსაა, და იმის მაგივრად რომ მის გვერდით ვიყო, იძულებული ვარ შენს ჭირვეულობას ვუსმენდე! ყოველი მისი სიტყვა ეკალივით მესობოდა გულზე. ,,მე სხვა მიყვარს,, ამ სიტყვებმა სულ მომიღო ბოლო! სადააცაა ბოლო ხმაზე ავტირდებოდი! -ვინმემ დაგაძალა ჩემი მოყვანა? მოგეყვანა ის ვინც გიყვარდა! შენც ჩემსავით ქალი ხომ არ ხარ,რომ საკუთარი თავის დაცვა ვერ შეძლო?-ალბად ბოლო ხმაზე ვიყვირე რათა თვალებზე მომდგარი ცრემლები შემეკავებინა! - შენგან განსხვავებით მე გათავისებული მაქვს ოჯახის ფასი!-უხაშად მომახალა.! -ესეიგი მე ვარ დამნაშვაე იმაში რომ შენ შენს საყვარეთან არ ხარ არა? დუმდა. ეს დუმილი უფრო მიმძიმებდა გულს! უკვე ცრემლების შეკავებაც არ შემეძლო! -მაპატიე,-დუმისი ისევ მე დავარღვიე- მაპატიე რომ ცხოვრება დაგინგრიე და გაგაუბედურე! ყველაფერში მე ვყოფილვარ დამნაშავე! მაპატიე!- ტირილნარევი ხმით მივახალე და კიბეები ავირბინე. სრულიად განადგურებული, გაუჩერებლად ვტიროდი. მაგრამ რატომ არც ვიცი. შეიძლება იმიტომ რომ ტყუილად დამადანაშაულა? ან იმიტომ რომ შეურაწყოფა მომაყენა მისი სიტყვებით? ალბად უფრო იმიტომ რომ სხვა უყვარს და ჩემთან იძულებითა!?! მთელი დღე ძირში არ ჩავსულვარ! არც მას შეუწუხებია დიდათ თავი! არც მინდოდა რომ მოსულიყო! ისეთ დღეში ვიყავი, ვიღაცას ეგონებოდა ქმარი ახლა დაასაფლავაო! მაგრამ რა განსხვავებაა. ქმარმა გამომიცხადა რომ სხვა მიყვარს და შენთან იძულებით ვარო! ფაქტიერად დავკარგე! ჩემთვის ხომ მოკვდა! ლოგინში ვიწექი. თვალები შეშუპებული მქონდა და თავიც მტკიოდა. დაძინებას ვაპირებდი,როცა კარზე კაკუნის ხმა მომესმა! -რია, კარი გააღე!-ახლა უკვე რბილი ხმით საუბრობდა! მისი დანახვაც არ მინდოდა! -რია, გააღე კარი!გთხოვ!-ისევ აგრძელებდა რბილად საუბარს, მაგრამ მე მაინც გამუდმებით ის საშინელი სიტყვები ჩამესმოდა ყურში!-გააღე თორემ, შემოვამტრევ იცოდე!-ახლა უკვე სიმკაცრეც გაურია! -თავი დამანებე, შენი დანახვაც არ მინდა!-ვუთხარი ისეთი ხმით,რომ მეც ვერ ვიცანი. კარი გაიღო და ოთახში ლანგრით ხელში ანდრეა შემოვიდა. ლანგარი ტუმბოზე დადო და თვითონ საწოლზე ჩამოჯდა! არც შევბრუნებულვარ! -რია, მაპატიე გთხოვ! -დაიწყო ძალინ ჩუმი ხმით!- შენ არაფერ შუაში ხარ!. -თავი დამანებე ანდრეა!. რაც შეიძლება მალე გაგეყრები! თუნდაც მამაჩემმა მომკლას! ამ სახლში არ დავრჩები. არ მინდა შენს ბედნიერებას ხელს ვუშლიდე!-ისევ ცრემლები მომადგა თვალებზე. მივხდი რომ არ მინდოდა მისგან წასვლა. ,,მიყვარს,,-მხოლოდ ეს გავიფიქრე და ცრემლებს გზა მივეცი. მაგრამ ისე ვტიროდი, რომ ხმას არ გამოვცემდი! - ალბად მასე აჯობებს!-თქვა მშვიდად ანდრეამ და ოთახი დატოვა! ამის გაგონებაზე მხოლოდ ერთი ვინატრე, სიკვდილი! ცრემლები არ ჩერდებოდა. პირველი სიყვარული. ადამიანი რომელიც პირველად შემიყვარდა ცხოვრებაში, მეუბნება რომ მისი ცხოვრების დანგრევა ჩემი ბრალია! ამბობს რომ ჩემს გვერდით იძულებითაა და არ უნდა ჩემი ჭირვეულობის მოსმენა! არ უნდა ჩემი დანახვაც. ამაზე მეტი უბედურება რა შეიძლება დაემართოს ადამიანს? ჯერ კიდევ გუშინ არ მინდოდა აქ მოსლა, ახლა კი აქედან წასვლა არ მინდა. მაგრამ არც ახლა არის გამოსავალი! მხოლოდ ერთს ვერ ვხდები! რატომ ჰქონდა ისეთი რეაქცია როცა ლუკასთან ერთად დამინახა? რატომ მაკოცა თუ ჩემი დანახვა არ უნდა და რატომ იყო ისეთი ბედნიერი გუშინ? რა მოხდა 12 საათის განმავლობაში? თუმცა ამას ახლა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს! მე ის მიყვარს. არ მინდა ჩემს გამო დაიტანჯოს! რაც შეიძლება მალე გავეყრები! მივცემ იმის უფლებას რომ იყოს ბედნიერი, მისი ბედნიერება კი მეც გამახარებს! დავწყნარდი. აივანზე გავედი და ცივ კედელს მივეყრდენი! რა უსამართლოა ცხოვრება! გამეცინა, მაგრამ ესუფრო სიმწრის ღიმილი იყო, რომელიც ვერ მალავდა ტკივილს! ადრე თუ მე ვეთამაშებოდი ცხოვრებას, ახლა ის მეთამშება. გამოსავალი? გამოსავალი ყოველთვის არის,მაგრამ რატომღაც მე ვესადროს ვხედავ მას! ----- ფიქრებში დავიკარგე! მთელი დღეები ვიწექი საწოლზე და ვფიქრობდი. მთელი ცხოვრება ერთ წამში შემეცვალა. როგორ მინდოდა ეს მხოლოდ მწარე სიზმარი ყოფილიყო,შხირად ვხუჭავდი თვალებს იმ იმედით,რომ გახელისას ნათელ ოთახში ავღმოჩნდებოდი, გულში ტკივილი გამიქრებოდა და ვიტყოდი ,,-ღმერთო,ეს მხოლოდ სიზმარი იყო,, , მაგრამ თვალებს ვახელდი ისევ ბნელ ოთახში, გული ისევ ისე მწარედ მტკიოდა და ვამბობდი ,,-ეს რეალობა,,. დრო მიჰქოდა,მე კი ვერაფერს ვამჩნევდი ჩემს ირგვლივ. ანდრეასაც თითქმის ვერ ვხედავდი. ძირშიც ძალიან იშვიათად ჩავდიოდი,მხოლოდ საჭმელად. ვაღიარებ,არც მინდოდა ანდრეას დანახვა. არა იმიტომ რომ მძულდა,ან ვერ ვეგუებოდი იმ აზრს,რომ სხვას ეკუთვნოდა და სხვა უყვარდა, არამედ იმიტომ რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. მასთან ახლოს ყოფნისას ტკივილი ყველა საზღვარს სცდებოდა. აუტანელი ტკივილი,რომელიც შიგნიდან განადგურებს! ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი მისგან შორს ვყოფილიყავი! საშინელი გრძნობაა გიყვარდეს ადამიანი და იცოდე რომ ის შენთან იძულებითაა. იყოს შენთან ასე ახლოს,მაგრამ ამავდროულად ძალინ შორს. უყურებდე, მაგრამ ვეხ ეხებოდე. გიყვარდეს, მაგრამ ვერ ეუბნებოდე ამას! ამაზე დიდი ტკივილი არაფერია. ამ დროს ცხოვრებას ეკარგება აზრი, ყველაფერი მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში იღებება, დრო ჩერდება და გინდა რომ გაქრე! ქრება შენი ყველაზე სანუკვარი ოცნებები, არაფერი გახარებს და ყველაზე საშინელი ის არის რომ მომავლის იმედსაც კარგავ! სწორედ ასეთი გრძნობა მტანჯავდა. ანდრეას სახით დავკარგე ყველაფერი: ბედნიერება, სახარული,ღიმილი და სიყვარული რომელიც პოვნისთანავე დავკარგე! მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეგუება. ძნელია ასეთი ტკივილის დავიწყება, არც არავინ ეცადოს! უბრალოდ უნდა ისწავლო ტკივილთან ერთად ცხოვრება,თუნდაც მარტო იმისთვის რომ სხვა იყოს ბედნიერი! გაიღო მსხვერპლი-არ ნიშნავს ყოველთვის დაკარგვას! ამ ფიქრში გავიდა ალბად ორი კვირა. საერთოდ არავის არ ვესაუბრებოდი, არც გარეთ გავდიოდი! მოვწყდი გარესამყაროს და ჩავიკეტე საკუთარ თავში! არავის ნახვა არ მინდოდა, ეს ეტაპი მარტო უნდა დამეძლია,. ადამიანი უნდა დაეცეს, რომ ადგომა შეძლოს. ეს ცხოვრების წესებია, ვინც არ ემორჩილება, მხოლოდ იტანჯება! კარები გამოვა და კიბეებს ჩავუყევი! სამზარეულოს ოთახში შევედი და დამხვდა ის სიტუაცია რაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა! ანდრეა დახლთან იჯდა და ყავას სვამდა! როცა დამინახა გამიღიმა, და ისევ ყავის ფინჯანს შეხედა! მაცივრიდან წვენი გამოვიღე, ჭიქაში ჩავასხი, მოვსი და ოთახიდან გამოსვლა დავაპირე როცა მისი ხმა მომესმა! -რატომ მიდიხარ?-მითხრა ჩვეულებრივი მშვიდი ხმით და სკამიდან წამოდგა! ჩემს წინ გაჩერდა.-რაიყო შენს შავ-ბნელ სამყაროში გაგვიანდება?-აი აქ კი უკვე აშკარად იგრძნობოდა ცინიზმი! -უბრალოდ არ მინდა ჩემი აქ ყოფნით შენი გაღიზიანება. შენ ხომ ჩემთან მხოლოდ იძულებით ხარ?-ჩემს სიტყვებში აშკარა გამოწვევა იგნრძნოობოდა! ჩემს ნათქვამზე გაეღიმა და ზურგი მაქცია. -მე არ მითქვამს რომ გარესამყაროს მოწყდი-მეთქი?-ღიმილნარევი ხმით მითხრა და სკამზე ჩამოჯდა! -სანამ ამ სახლში ვცხოვრობ, მაქსიმარულად ვეცდები თავი არ მოგაბეზრო! ეს შენი სახლია, მე კი მხოლოდ სტუმარი ვარ!. არასასურველი სტუმარი!-ბოლო სიტვები გარკვევით ვთქვი. ჩემი თავის მიკვირდა, საიდან მქონდა ამდენი ნებისყოფა! -კარგი! რაც გინდა ის ქენი! მე არაფერს გიკრძალავ, ეს სახლი ახლა შენიცაა-მითხრა და ოთახიდან გავიდა. მისმა ბოლო სიტყვებმა გამაკვირვა, თან ძალიან მესიამოვნა! მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს! მას სხვა უყვარს და ეს მხოლოდ ვალდებულების მოხდის მიზნით მითხრა! ფიქრებიდამ ანდრეას ხმამ გამომაფხიზლა. თავიდან მეგონა მე მესაუბრებოდა,მაგრამ მერე მივხდი რომ ტელეფონზე ლაპარაკობდა! -ხო.... კი ჩემო სიცოცხლე.... როდის?... დღეს?... სად?.... მოვალ ანა...მეც მიყვარხარ პატარავ! ანდრეას გვერდულად გავხედე და გამეღიმა. ისეთი საყვარელი და ბედნიერი ჩანდა,რომ მისი ცოტა შემშურდა კიდეც! მისმა სიყტვებმა თითქმის შეხორცებული ნიარები,ისევ ამიწვა. თვალებზე ცრემლები მომადგა და არც შეკევება ვცადე, უბრალოდ ზურგი ვაქციე და ოთახში შევედი. ტირილი არ მინდოდა,მაგრამ ცრემლების შეკავებას აზრი არ ჰქონდა. როცა ტირი გულზე გეშვება, თითქოს ცრემლებს ატან ყველა ტკივილს, მაგრამ როგორც კი გაჩერდები,ტკივილი ისევ ბრუნდება. მისი მოშორება შეუძლებელია. ამ ტირილში ჩამეძინა. ძილ-ბურანში მყოფს სახეზე ცივი თითების შეხება ვიგრძენი,შევკრთი და გვერდი ვიცვალე,მხოლოდ რამოდენიმე წუთის შემდეგ გამოვფხიზლდი და სწრაფად წამოვხტი საწოლიდან. ოთახში არავინ იყო, მხოლოდ ანდრეას სურნელი ტრიალებდა! -ღმერთო,მგონი ვგიჟდები!-სახეზე ხელები ავიფარე! -უკვე იმდენს ვფიქრობ,რომ ლამის გავგიჟდე! ასე არ შეიძლება. გადავწყვიტე ჩემი მარტოობა რამოდენიმე საათით გვერდით გადამედო და ნინისთან ერთად სადმე გავსულიყავი! -რია, ძირში ჩამოდი! შენთან სტუმარია!-მომესმა ანდრეას ხმა. გამიკვირდა ვინ შეიძლება ყოფილიყო ჩემთან? ძირში ჩავედი და ნინის დანხვაზე ლამის ვიკივლე სიხარულისგან! ძალიან მაგრად მოვეხვიე/ისე მინდოდა მეტირა, ისე მინდოდა ყველაფერი მეთქვა ნინისთვის,მაგრამ არ შემეძლო! -სად დაიკარგე გოგო? ირაკლი გადარეულია, არც ტელეფონს არ იღებდი!-გაბრაზებული ხმით მითხრა ნინიმ და სავარძელში მოკალათდა -რავიცი აბა!-კითხვა ბანზე გავუგდე-ირაკლი როგორააა? -გაგიჟებულია. -შენზე არა?-გავუღიმე -იცი აქ რისთვის მოვედი? -ჩემს სანახავად, თუ არა?-წარბები ავზიდე და გამჭოლი მზერა ვესროლე! -ხო,მაგის გამოც,მაგრამ არის სხვა მიზეზიც!-ეშმაკურად ჩაიღიმა! -მეტყვი? -ირაკლიმ ცოლობა მთხოვა!-მითხრა და გახარებულმა ტაში შემოჰკრა! აი მბავი რომელმაც სიგიჟემდე გამახარა. ნინის მოვეხვიე და ბედნიერება ვუსურვე! -როდის უნდა იქორწილოდ? -იკას ამერიკაში აგვიანდება, მაგრამ ქორწილის გადახდა აქ უნდა,ამიტომ გადავწყვიტეთ ერთ კვირაში ვიქორწილოთ! -მიხარია.-ვუთხრი და გავუღიმე. გამახსენდა ის დღე როცა ჩემმა მშობლებმა გამომიცხადეს,რომ მათხოვდნენ, ღმერთო, რა საშინელ დღეში ვიყავი! მაშინ რა ვიცოდი, რომ ასე დამემართებოდა. ალბად მაშინ ნამდვილად ირაკლის დავუჯერებდი და არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი ამ ქორწილს! ნინის დიდხანს ვესაუბრე,თითქოს გულზეც მომეშვა. როცა გავაცილე გული დამწყდა მაგრამ არ შევიმჩნიე! ოთახში შესულმა დავინახე ანდრეა, რომელიც აშკარად წასასვლელად ემზადებოდა. -რია,მივდივარ და შეიძლება არ მოვიდე,ასე რომ..... -ნამდვილად არ ვაპირებდი დალოდებას,-ცინიკურად ვუთხარი და თვალებზე მომდგარი ცრემლების შეკავება ვცადე! ის იმ ანისთან მიდიოდა, დღეს მასთან დარჩებოდა.. გაეღიმა. რაღაც საჩქაროდ უნდა მეთქვა, თორემ თავს გავყიდდი ცრემლებით -არც მე ვაპირებ სახლში დარჩენას.-ვუთხარი რაც პირველი მომადგა ენაზე! -მართლა?-წარბები აზიდა და სახე გაუმკაცრდა!-შეიძლება გავიგო სად მიდიხარ? -მე ხომ არ გეკითხები სად მიდიხარ შენ?- მშვიდად ხმით გავაგრძელე საუბარი! დუმდა. მაგრამ ახლა გაჩერება არ შეიძლებოდა. რატომ დააინტერესა? მოდი დაწყებულს ბოლომდე მივიყვან! -მაგრამ თუ ასე გაინტერესებს, გეტყვი! ლუკას უნდა შევხდე!-ვუთხარი მშვიდი და კმაყოფილი ხმით! სახე შეეცვალა, ახლა უფრო გაუმკაცრდა. მაგრამ რატომ? მისთვის სულ ერთი არ უნდა იყოს? თუ უბრალოდ შეურაწყოფილად გრძნობს თავს? მაგრამ მიზეზი? -არსად არ წახვალ!-ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომაფხიზლა, ხმაც ისეთივე მკაცრი ჰქონდა როგორც სახე! -რააა?-გაოგნებული ვიყავი მისი ასეთი რეაქციით!-როგორ თუ არ წავალ?-ჩემი კითხრა გულუპრყვილოდ ჟღერდა -ისე!-მოკლედ მომიჭრა! ტონს არ იცვლიდა.-ლუკას სანახავად არ წახვალ და მორჩა! ნამდვილად არ ვაპირებდი არსად წასვლას, მითუმეტეს ლუკას ნახვას! მაგრამ ანდრეას რეაქციამ გამაოცა! ამჯერად სულ დავიბენი! -ანდრეა მისმინე, მე არ ვერევი შენს ცხოვრებაში, ასე რომ არც შენ ჩაერიო ჩემში!-მტკიცედ მივახალე პირში და ზურგი ვაქციე! ნაბიჯის გადადგმა ვერ მოვასწარი როცა მკლავში მწვდა და შემომატრიალა. -მე გითხარი რომ არ წახვალ!-სახეზე ალმური ეკიდა,თვალებიდან კი ნაპერწკლებს ყრიდა. მისი საქციელი მახარებდა. მომწონდა ასეთს რომ ვხედავდი, მაგრამ წინასწარი დასკვნების გამოტანას არ ვპირებდი! -შენ ვერ შემაჩერებ!-გამომწვევად ვუთხარი და სახით მისკენ წავიწიე ოდნავ! ახლა უკვე ახლოს იყო. მის სუნთქვას უკვე სახეზე ვგრძნობდი! -დარწმუნებული ხარ?- ეშმაკურად ჩაიცინა და უფრო ახლოს მოიწია სახით. სუნთქვა შემეკრა. როგორ მინდოდა მეკოცნა! მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო! მკლავში მწვდა და ზურგზე მომიკიდა. -რას აკეთებ ანდრეა? ახლავე გამიშვი! დამსვი!-განწირული ხმით ვკიოდი და მთელი სხეულით ვცდილობდი მისგან დახსნას! ჩემი ოთახის კარი გააღო და ლოგინზე დამაჯინა! -საერთოდ ერთს რომ ვიტყვი, გაიგონე კარგი! -მითხრა და კარისკენ წავიდა-ეს ისე გაფრთხილება,მომავლისთვის! -ანდრეა, აქ არ ჩამკეტო!-ვიკივლე და კარს მივვარდი. ვცადე გაღება მაგრამ ჩაკეტვა მოასწრო!-ანდრეა, გამიშვი! ანდრეა!-ბოლო ხმაზე ვიყვირე,მაგრამ რეაქცია ნული! კარის დახურვის ხმა გავიგონე!-წავიდა,იდიოტი!-ვთქვი და გივიღიმე! კარს მივეყრდენი და ისევ ძველებულ საქმეს ,,ფიქრს,, დავუბრუნდი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.