შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღიარე, გაები ბაბნიკო ! ! ! (თავი 9)


31-12-2015, 20:52
ავტორი niako crazy
ნანახია 5 201

სამზარეულოში შუქი ენთო, მშობლებთან ისევ ჩხუბი არ მინდა, ამიტომაც უხმაუროდ ავედი ჩემს ოთახში. ვიცოდი დედა მაინც ამოვიდოდა და დამხედავდა. რაღაც უნდა მოვიფიქრო, ასე ყოველდღე ჩხუბი არ შეიძლება, ვხვდები როგორ ვშორდები დღითიდღე მშობლებს მათთან ჩხუბით. როგორ მომენატრა ჩემი დაიკო, ამ ყველაფრის გამო მასთან იშვიათად ვარ და ისეთ დიდ დროს ვერ ვატარებ, როგორც ადრე. კარი ფრთხილად გავაღე და მის ოთახში შევედი. მის საწოლთან მივედი და საბანი გავუსწორე, მეგონა ეძინა მაგრამ შევცდი მისი ცისფერი თვალები გაახილა და პატარა ხელები კისერზე მომხვია.
-ემილი, მომენატრე-შემომტიტინა საყვარლად ნიამ
-მეც მომენატრე პატარაც(მე)
-იცი, დედამ მამას უთხრა ემილი ჩვენზე ისეა გაბრაზებული შეიძლება ბარგს ხელი მოჰკიდოს და ლუკასთან გადავიდესო(ნია)
-ეს საიდან გაიგე?(მე)
-გავიგონე როგორ უთხრა გუშინ დედამ მამას, ემილი ხომ არ წახვალ, ხომ არ დამტოვებ(ნია)-მითხრა და ცისფერი თვალები ცრემლით აევსო
-არა პატარავ ,არსად არ წავალ არ დაგტოვებ, ეხლა შენ მითხარი ამდენხანს რატომ არ გძინავს, იცი ახლა რომელი საათია-ვუთხარი მოჩვენებითი სიბრაზით
-არ მეძინება ემილი(ნია)
- რა იყო პატარავ(მე)
-ჩემთან ერთად დაიძინე რა, გახსოვს ადრე სულ ჩემთან რომ იწექი და ზღაპრებს მიყვებოდი(ნია)
-კარგი(მე) ვუთხარი და გვერდით მივუწექი-აბა მითხარი რომელი ზღაპარი მოგიგყვე?
-ასფურცელა(ნია)
-კარგი, იყო და არა იყო რა-ნახევარი ზღაპარი არ მქონდა მოყოლილი, რომ ნიას ჩაეძინა, მეც ძალიან მეძინებოდა, ამიტომაც ტუმბოზე დადებული სანათი ჩავაქვრე და ტკბილად დავიძინე.
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, დავხედე უცხო ნომერი იყო.
-გისმენთ(მე)
-ემილი, დღეს სკოლაში არ მიდიხარ, ამიტომაც ერთ საათში სამსახურში იყავი(ალექსანდრე)
-რაა? კი მაგრამ ჯერ ხომ მხოლოდ ექვსი საათია, კომპანია მუშაობას რვა საათზე იწყებს, იქ ორი საათით ადრე რა მინდა?(მე)
-სამსახურში მაშინ მიხვალ როცა მე მივალ, და მაშინ წამოხვალ როცა მე წამოვალ(ალექსანდრე)
-კარგი-ამოვიფრუტუნე და ტელეფონი გავთიშე. ჩუმად ავდექი, ნიას რომ არ გაეღვიძებინა და ჩემს ოთახში გავედი.
სკოლაში რაღაც შემოწმებებია, ამიტომაც მთელი ორი კვირა ვისვენებთ, უნდა ვთქვა რომ ძალიან გამიხარდა, თორემ ალექსანდრეს დავალებებს და გაკვეთილებს ერთად ნამდვილად ვერ მოვახერხებდი.
-ჯანდაბა ალექსანდრე, ვერ გიტან- ვთქვი როცა ჩემს ოთახში შევედი და ტანსაცმლის კარადა გამოვაღე. დარწმუნებული ვარ, რაღაც საზიზღრობას მომიმზადებს. არა რა, რა სულელი ვარ, როგორ დავთანხმდი მის შემოთავაზებას. მაგრამ მე ძლიერი ვარ, უფლებას არ მივცემ ალექსანდრე მეტრეველს რომ მე, ემილი ნაკაშიძე დამამარცხოს.
გავემზადე და დაბლა ჩავედი, მშობლებს ეძინათ, მათი გაღვიძება არ მინდოდა, სამზარეულოს მაგიდაზე წერილი დავტოვე, კარი დავკეტე და გარეთ გავედი.
ფიქრებში გართული მივედი სამსახურში. ჰაჰ, მშვენიერია, მხოლოდ დაცვაა. გარეთ ალექსანდრეს მანქანა დგას, როგორც ჩანს უკვე მელოდება.
-სად ხარ ამდენი ხანი(ალექსანდრე)-მითხრა კაბინეტში შესვლისთანავე.
-უკაცრავად, თქვენსავით მანქანა არ მყავს, რომ სამსახურში ორ წუთში მოვიდე(მე)
-კარგი, დღეიდან სამსახურში მე მოგიყვან და აქედანაც მე წაგიყვან(ალექსანდრე)
-რა? გაგიჟ.. ეს რა საჭიროა, ჩემითაც მშვენივრად დავდივარ(მე)
-რახან ვთქვი, რომ მე წაგიყვან, ესეიგი ასე იქნება და გასაჩივრება არაა საჭირო(ალექსანდრე)
-წასვლა მე თვითონაც შემიძლია(მე)
-ემილი, არ მიყვარს როდესაც ერთიდაიგივეს ბევრჯერ მამეორებინებენ, ეს ის საბუთებია, რომლებიც დღეს უნდა მოაწესრიგო-მიმითითა მაგოდაზე დადებული საბუთებისკენ.
-გასაგებია, კიდევ რა მევალება?(მე)
-ჯერ ეს საბუთები მოამზადე. ვნახოთ თავს როგორ გაართმევ-თითი მაგიდაზე დადებული ტელეფონის ღილაკს მიაჭირა-გვანცა ჩემს კაბინეტში შემოდი.
მაშინვე გაისმა კაკუნი და კარი ჩემთვის უკვე ნაცნობმა გვანცამ შემოაღო.
-შეიძლება ბატონო ალექსანდრე?(გვანცა)
-შემოდი გვანცა, როგორც იცი ემილი ჩემი ახალი მდივანია, აუხსენი როგორ მოაწესრიგოს საბუთები(ალექსანდრე)
-კარგით ბატონო ალექსანდრე-ჩემსკენ გამოიხედა-წამომყევი ემილი აგიხსნი რა უნდა გააკეთო(გვანცა)
უკვე კარში უნდა გავსულიყავი, როცა ალექსანდრემ დამიძახა.
-ემილი, სულ დამავიწყდა მეთქვა რომ ამ ყველაფრისთვის მხოლოდ ოთხი საათი გაქვს, წარმატებები(ალექსანდრე)
-წინ მძიმე სამუშაო გელის-მითხრა გვანცამ, როდესაც რომელიღაც კაბინეტში შევედით, სადაც უამრავი თარო და ძალიან ბევრი საქაღალდე იდო-ეს არქივია. ბატონმა ალექსანდრემ საბუთები გამოგატანა, რომლებიც ამ ოთახში დადებული, რომელიმე საქაღალდიდან არის ამოღებული, შენ თითოეული ქაღალდი თავის ადგილას უნდა ჩადო. სიმართლე გითხრა ვერ ვხვდები ბატონმა ალექსანდრემ ეს საქმე რატომ დაგაბარა, თანაც აქ უამრავი საქაღალდეა, დრო კი მოხლოდ ოთხი საათი. მაგრამ, ალბათ ეს ჩემი საქმე არ არის , კარგი წარმატებებს გისურვებ, თუ რამე დაჭირდეს დამიძახე-მითხრა და ოთახიდან გავიდა.
ჯანდაბა, ეს რა თამაში მომიწყო ალექსანდრემ, თავი კინოში მგონია. ამ საქმეს ალბათ ვერასოდეს შევასრულებ, სად უნდა ვეძებო საქაღალდეები, აქ ალბათ 1000-ზე მეტი საქაღალდეა, თითოეულში კი 10 ფურცელი მაინც იქნება. როგორ მივხვდე რომელი საბუთი, რომელ საქაღალდეში ჩავდო, მათ წაკითხვას მთელი კვირა ვერ მოვასწრებ.

ემილი გამხნევდი, მასაც ეს უნდა, უნდა რომ საკუთარი თავის რწმენა დაგაკარგვინოს, შენ ამას შეძლებ, ყველაფერი გამოგივა-შემოვუძახე ჩემს თავს.
ესეც ასე, მოდი დავიწყოთ, პირველ რიგში საათი დავნიშნოთ.
პირველი საბუთი ავიღე. 2009 წლის მიმოხილვაა. ეს ალბათ იმ თაროზე იქნება-ხელი გავიშვირე იმ თაროსაკენ სადაც საქაღალდეები თანმიმდევრობით იყო დაწყობილი 1990-წლიდან 2014 წლის ჩათვლით. 2009 წლის საქაღალდე ჩამოვიღე, გადავშალე მეოთხე გვერდი აკლია, ის ფურცელიც მეოთზე გვერდია, რომელიც ალექსანდრემ მომცა. ესეც ასე ერთი გავაკეთე, გავმხიარულდი მაგრამ გუნება ისევ შემეცვალა, როცა დავინახე თუ რამდენი საბუთი მქონდა გასაკეთებელი. არაუშავს მე ყველაფერს შევძლებ.

უკვე სამი საათი გავიდა და ნახევარი საქმე გავაკეთე. მხოლოდ ერთი საათი დამრჩა, საქმის გაკეთებას ვუჩქარე.
5წუთი იყო დარჩენილი და მხოლოდ ერთი საბუთი დამრჩა. ღმერთო თითქმის ყველა საბუთი ვნახე მანამდე მაგრამ ეს თემა არ შემხვედრია.
-თუ რამე დაგჭირდეს დამიძახე-გამახსენდა გვანცას სიტყვები. მას ვთხოვ იქნებ იცოდეს სად ვიპოვო ეს საქაღალდე.
უკვე კარში უნდა გავსულიყავი, როცა ვიღაცას შევასკდი. ისეთი სიძლიერით დამეჯახა კინაღამ წავიქეცი. მაგრამ დროულად მომხვია წელზე ხელები და გულზე მიმიკრა. ავხედე, ისევ ის ირონიული ღიმილი, რომელსაც ვერ ვიტან.
-ემილი ვის ატყუებ, მის სიცილზე გიჟდები-გამომეპასუხა ჩემი მეორე მე, რომელიც ყოველთვის ჩემს წინააღმდეგაა-მისი ღიმილი ესე რომ არ მოგწონდეს, ასე კი არ იქნებოდი მასზე მიშტერებული-აჰა ისევ დაიწყო.
-კიდევ დიდხანს იქნები ასე ჩემზე ჩახუტებული?(ალექსანდრე)
-არა მე უბრალოდ, აქ რას აკეთებ?(მე)-ვუთხარი და მისი ხელებისგან თავი გავითავისუფლე.
-ოთხი საათი თითქმის გავიდა, როგორც ჩანს, რაღაც დაგრჩა გასაკეთებელი არა?(ალექსანდრე)
-ჯერ კიდევ მაქვს დრო(მე)
-კარგი მაშინ დაგელოდები, მაინტერესებს რას იზამ, თანაც მხოლოდ ოთხი წუთი დაგრჩა(ალექსანდრე)
-კარგი-ვთქვი უხალისოდ და ოთახს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი, რათქმაუნდა ერთი თარო დამრჩა, რომელიც საკმაოდ მაღლა არის დაკიდებული. იქვე მაგიდასთნ მდგარი სკამი ავიღე და თაროსთან დავდგი, მაინც ვერ ვწვდები. კიდევ ერთი სკამი ავიღე ოღონდ უფრო პატარა ზომის და ზედ ავედი. ესეც ასე, იეს ვიპოვე. ყველა საბუთი თავის ადგილზეა. ფურცელი საქაღალდეში ჩავდე. სკამიდან ჩამოსვლა მინდოდა და უკან შემოვბრუნდი, პატარა სკამიდან უნდა ჩამოვსულიყავი, როცა თავბრუ დამეხვა, თვალები დამებინდა და ფეხზე საოცარი ტკივილი ვიგრძენი.
-ააა-დავიკივლე ტკივილისგან
-ემილი, ემილი კარგად ხარ?-მაშინვე მოვარდა ჩემთან ალექსანდრე
-ფეხი მტკვივა-ძლივს ვუთხარი ტკივილისგან და ხელით პერანგზე ჩავებღაუჭე.
მაშინვე ამიყვანა ხელში და თავის კაბინეტში შემიყვანა.
-კარგი დამშვიდდი, უბრალოდ ფეხი გადაგიტრიალდა-მითხრა, ხელი ფეხზე მომკიდა და გადამიტრიალა.
-ააა-დავიყვირე მოულოდნელობისგან და ტკივილისგან
-კარგი მორჩა, ყველაფერი წესრიგშია, დამელოდე ახლავე მოვალ-მითხრა და კაბინეტიდან გავიდა, თუმცა მალევე დაბრუნდა, ხელში რაღაც მაზი ეკავა.
-ამას წაგისვამ და ტკივილი მალევე გაგივლის(ალექსანდრე)-მითხრა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა მდივანზე.
-საჭირო არ არის, ყველაფერი კარგადაა, მითუმეტეს ფეხიც ისე აღარ მტკივა-ვთქვი და ფეხზე წამოდგომა ვცადე, მაგრამ ფეხი ძალიან მეტკინა და წავიქცეოდი ალექსანდრეს რომ არ დავეჭირე.
-ემილი გაგიჟდი, ხომ ხედავ ფეხი რომ გტკივა, მითხარი რამ მოგაფიქრებინა სკამზე ასვლა, ეს რა საჭირო იყო, უფრო მძიმედ რომ დაშავებულიყავი, ასეთი უპასუხისმგებლო როგორ ხარ, საკუთარ თავს სულ არ უფრთხილდები(ალექსანდრე)
-ნუ ყვირი, სკამზე იმიტომ ავედი რომ შენი დავალება შემესრულებინა(მე)
-შეგეძლო გეთქვა და მე მოგაწოდებდი, ახლა კი დაწყნარდი მაზი უნდა წაგისვა(ალექსანდრე)
როცა ფეხზე შემეხო მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ ეს ყველაფერი დავაიგნორე, ყოველ შემთხვევაში ვეცადე მაინც.
-ახლა მითხარი თავბრუ რატომ დაგეხვა?(ალექსანდრე)
-არაფერია, დილით არ მისაუზმია და ალბათ ამის ბრალია(მე)
-კარგი-მითხრა და ოთახიდან გავიდა, ნეტავ ახლა რაღას მოიფიქრებს.
5წუთში უკან დაბრუნდა მაგრამ ამჯერად ხელში უამრავი პარკი ეკავა, რომლებიც მდივანთან მდგარ დაბალ მაგიდაზე დააწყო, იქიდან კი საჭმელი ამოიღო.
-რახან ფეხი გტკივავ, 1 საათი მაინც დაბლა ვერ ჩახვალ, შენ კი უნდა ჭამო რომ კიდევ რამე არ დაგემართოს, ახლა ორიევ ერთად შევჭამთ(ალექსანდრე)
-ოჰო, რა პატივია თვით ბატონი ალექსანდრე მეტრეველი მთავაზობს მასთან ერთად საუზმობას, რით დავიმსახურე ეს ჯილდო?(მე)
-რაც არ უნდა ეცადო მაინც ვერ მომიშლი ნერვებს და ვერც აზრს შემაცვლევინებ ამიტომ მოიწიე და დაიწყე ჭამა, თუ არ გინდა რომ ჩემი ხელით გაჭამო-მითხრა და გამიღიმა, მაგრამ არა ირონიულად.

P.S. პირველ რიგში ყველას გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ დიდ ბედნიერებას და თოვლს. ჰომ რაც შეეხება ისტორიას, არ ვიცი რა ვთქვა, ვიცი ძალიან დავიგვიანე მაგრამ მთელი კვირა სიცხეები მქონდა, ეხლაც გაციებული ვარ. ვეცადე კარგი გამოსულიყო, მაინტერესებს თქვენი აზრი. მიყვარხართ



№1  offline მოდერი tsn

აუ ასე აღარ დაიკარგო რაა, ძალიან კარგი იყო..

 


№2  offline წევრი tvinischia

kargi iko mara ese agar daagviano wia tavis shinaarsi damavwiyda amitom momiwia bolo nawilos tavidan walitxva, magram kargia da male dade da gazarde tavebicra❤

 


№3  offline წევრი cancara

ციდო ცუდო რატო აგვიანებ აღარ დაგვიანო კაი კაი მალე დადე

 


№4  offline წევრი Lana Tomlinson

კარგი მოთხრობაა მომწონს.უბრალოდ მაზი კი არა კრემი არის მართებული. მეც გილოცავ ახალ წელს.ბედნიერების და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს.

 


№5 სტუმარი vardo

love smile დზაან კაია მალე გააგრ
ძელე

 


№6  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

Au dges Dade raaa
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№7 სტუმარი mtvaro svani

ase ro agvianebt ra gindat ra ver gavige.amdeni nerviulobistvis rato gbimetebt? male ra maleeeeeeee

 


№8  offline მოდერი tsn

რატომ აღარ აგრძელებ?

 


№9 სტუმარი N. M

Exla daviwye am motxrobis Kitxva da dzalian momewona❣❣ gaagrdzele ukve dzalian didi xania agar dagidia agar agrdzeleb?

 


ვახ ვახ ვახ, ეს რა გოგო დავკარგე?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent