შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ვარ კატალეია(7,8 თავი)


1-01-2016, 03:25
ავტორი NINA;)
ნანახია 1 606

7
თვალები კვლავ გავახილე! პირველი ქმედება მეორე სიცოცხლის შემდეგ, ეს ღიმილი იყო. დარწმუნებული ვიყავი რომ ყველამ იცოდა ჩემი და ჯეიმის შესახებ. ამან შემაშინა არა იმიტომ რომ მრცხვენოდა, არამედ იმიტომ რომ არ ვიცოდი ჯეიმის მდგომარეობა. მხოლოდ ის მინდოდა გამეგო რომ ცოცხალი და საღსალამათი იყო. პალატაში დედა შემოვიდა. უნდოდა თბილი სახე მკაცრით დაემალა.
- ეს რატომ გააკეთე?!- მკითხა ყოველგვარი მოკითხვის გარეშე.
- მიყვარს!-ვუპასუხე.
- და რამდენჯერაც ვინმე შეგიყვარდება იმდენჯერ უნდა მოგკლან და ძლივს გაგაცოცხლონ?!
- მე მხოლოდ ის მიყვარს! და მის გამო რვაასჯერ მოვალ აქ, და თუ საჭირო იქნება ვეღარც წავალ!
- შენ ჯერ პატარა ხარ! არ გესმის!
- ნუთუ დიდი უნდა ვიყო რომ მესმოდეს რა არისსიყვარული?! ვიცი და ვგრძნობ! მიყვარს გესმის?! შენ და მამასაც ხომ გიყვართ ერთმანეთი?!
- მაგრამ მე მამაშენის გამო არასდროს მოვმკდარვარ!
- საჭირო რომ იყოს არ გაწირავდი სიცოცხლეს?! - დედა გაჩუმდა.
***
პატარა ვიყავი როცა დედა თმას მვარცხნიდა და თბილი ხმით მელაპარაკებოდა. ' როცა მითხრეს რომ შვილი არ მეყოლებოდა, წარმოუდგენლად საშინელი ტკივილი განვიცადე. საავადმყოფოდან ტირილით წამოვედით მე და მამაშენი. მის მკლავებში გახვეული მკერდს მთლიანად ცრემლებით ვუსველებდი. მე და მამაშენი ახალდაქორწინებულები ვიყავით და ხალხში არ იყო გავრცელებული ჩვენი ქორწილის ამბავი. ამიტომ ყველა სასტიკი სახით გვიყურებდა და ცდოლობდა ვინმესთვის შეეტყობინებინათ რომ ახალგაზრდა ქალი და კაცი ერთად დადიოდნენ ხელიხელჩაკიდები. ყურადღებას არ ვაქცევდით. იმ წამს იქვე, ქოხიდან ბავშვის ტირილი მომესმა. ჩემთვის ჩავიღიმე, თვალზე ცრემლის ღვრამ იმატა. ამ დროს იმავე ფანჯრიდან კაცის დაჟინებული ყვირილი გავიგონეთ, რანაც გაგვაშეშა მე და მამაშენი. გაწიეთო, გოგოაო, ყვიროდა ეს კაცი. გაბრაზებულმა მამაშენმა ვეღარ მოითმინა, ოთახში შევიდა და იქიდან ბავშვიანი გამოვიდა. მხოლოდ თეთრი პერანგი გქონდა მოხვეული. დაბნეული ვიყავი მაგრამ ჩემს ბედნიერებას საზღვარი მაინც არ ჰქონდა. შენი თვალების დანახვისთანავე მივხვდი რომ მე მეკუთვნოდი. შენ ამ ცხოვრებაში რაღაც გელოდება. რაღაც სასწაულმოქმედი ძალა გიფარავს... შენი ვალი ამ ცხოვრებაშ ყველასგან განსხვავებული და მეტია... ამას ვგრძნობ! ვიცი რომ რაღაცას შეცვლი... ვიცი რომ ხალხს ბედნიერებას მოუტან!'
<><><>
ბედნიერებისთვის ის კმარა რასაც მე ვაკეთებ?! სულ მაწუხებდა ის კითხვა თუ რატომ გავჩნდი თუ უნდა მოვკვდე?! ზოგი ფიქრობსდა ეყრდნობა მეფე ეკლესიასტეს ნათქვამს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ ცხოვრებაში მაგრამ ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა რომ ყველაფერი ამაოა... ზოგი აღმოსავლური თქმულების, 'ვისრამიანის' მიხედვით მსჯელობს და ამბობს რომ უნდა ჭამოს, სვას და გაიხაროს! სულ მაინტერესებდა, რა ეშველებოდა ადამიანს ამ ორი საკითხის გასაყარზე რომ დარჩენილიყო?! პასუხი ერთ ხალხურ წიგნში ვიპოვე.
'არაფერი არ მინდოდა, არაფრისთვის მოველ ცადო,
არაფერი არ გამომდის არაფრისთვის უნდა ვცადო'
თემიდან გადახვევა კი გამომდის მაგრამ არ შემიძლია არ აგიხსნათ ამ ლექსის შინაარსი. ყველაფრისთვის ღირს ბრძოლა თუნდაც იმიტომ რომ ეს სამყარო უკეთესი გავხადოთ. თუნდაც იმიტომ რომ გავღიმოთ და იმქვეყნად შესარცხვენი არაფერი გვქონდეს. თუნდაც იმიტომ რომ სენიორისნაირ არაფრობებს მოვუღოთ ბოლო. თუნდაც იმიტომ რომ გავიმარჯმვით!
•—•
- წავიდეთ!
- სად?!
- რა მნიშვნელობა აქვს?!
- მერე მშობლები?! ოჯახი?!
- დედაშენს უყვარხარ?!
- კი!
- მამაშენს?!
- კი...
- მათაც ხომ უყვართ ერთმანეთი?!
- კი...
- ხოდა მაშინ პრობლემა არ გვაქვს... უნდა წავიდეთ!
- არ შემიძლია! დედას ვერ მივატოვებ...
- დედაშენს წერილი დავუწეროთ. ვუთხრათ რომ ჩვენზე არ იდარდოს და ჩვენი წერილი არ გაამხილოს.
•—•
'დედა, მამა! ხომ იცით რომ მე ძალიან მიყვარხრთ. ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ
რადგან ზუსტად ვიცი რომ თქვენც გიყვარვართ! არ ვიცი რამდენად სწორი გადაწყვეტილება მივიღე... ჩემი ვალი ამ ცხოვრებაში სიყვარულის გამრავლებაა. თუ ეს ნაბიჯი არ გადავდგი, ჩემს ცხოვრებას აზრიც არ ექნება. მე მივხვდი რაც მინდა ცხოვრენაში, ამაში ჯეიმი დამეხმარა. ჩვენ ერთმანეთისთვის გავჩნდით. უკვე დიდი ვარ. 15ის ვხდები... ვიცი რასაც მასწავლიან სკოლაში,
ფიზიკას მათემატიკას და ბიოლოგიას... შენც ხომ იცი რომ ცხოვრებისეული განათლება მე ბევრზე მეტი მაქვს. იმდენი გადამიტანია რომ 100 წელი რომ სკოლაში ვისწავლო
ვერ გავათანაბრებ ამ ცოდნას. მე თავგადასავლები მიყვარს. ჯეიმისთან ერთადმივდივარ. მაგრამ გახსოვდეს... მე დავბრუნდები! დავბრუნდები და გაჩვენებთ რატომ წავედით! დავბრუნდები იმ დროს როცა საჭირო იქნება, ჩემზე არ იდარდო!
მიყვარხართ, თქვენი კატალეია! '
8
დღეები რთულად მაგრამ მაინც თბილად გადიოდა ჯეიმისთან ერთად. მენატრებოდა დედა მამა, მენატრებოდა ფელისი, ჩემი სკოლა და ჩემი კლასელები. მენატრებოდა კრისტინასთან ერთად ჭორაობა და წიგნების კითხვა. 'ბედის ვარსკვლავის ბრალია' უნდა დაგვემთავრებინა იმ დღეს მაგრამ მე ის დავტოვე... იმის იმედით ვცოცხლობდი რომ მათთან ჩავიდოდი და მყარად დავდგებოდი სენიორის წინაშე...
***
ფელისიდან ავტობუსით დანტის ავტოსადგურზე ჩავედით. სახე არც გამომიჩენია იქ ჯდომისას რადგან ვიცოდი მაშინვე შემამჩნევდნენ. ჯეიმისგან დიდ დისტანციას ვიჭერდი და სხვაგან დავჯექი... მაგრამ დანტის ავტოსადგომზე, როცა უკვე ნეილინის მატარებლის ბილეთები ვიყიდეთ, მივხვდით რომ დროკიდევ გვქონდა, რომ ჯერ არავინ მოგვსდედა და შეგვეძლო თავისუფლად გვემგზავრა. ჯეიმის გვერდით დავჯექი მატარებლის მტვრიან სავარძელზე. ვეცადე ის ფაქტი გამეაზრებინა რომ დიდი ხანი სასწაულებრივ გაჭირვებაში უნდა მეცხოვრა... 100 ლეინი ჯეიმის ჰქონდა წამოღებული, მითხრა ჩემით ავაგროვეო და იმედია არ მატყუებდა. 59 ლეინით კი მე შემეძლო დავხმარებოდი ჩვენს უმწეო წყვილს. ნეილინის სადგურზე უამრავი ხალხი ირეოდა. პასპორტის შოწმებას დიდი დრო დასჭირდა. ჩვენს განუვითარებელ სამშობლოში ისიც კი არ გვკითხეს 14წლის ბავშცები უდედოდ სად მივდიოდით. მე სხვა რიგში დავდექი, ჯეიმი კი სხვაში რათა ჩვენი ერთად ყოფნა საცხოვრებელი ადგილის გვერდით ფელისის წაკითხვის შემდეგ არ გაკვირვებოდათ. დიდი ხნის შემდეგ კი ჩვენი სამშობლოს საზღვარი გადავკვეთეთ.
- საით?! - ვკითხე და მასზე მინდობილმა თბილად ავხედე.
- პირდაპირ! - მტკიცედ მითხრა და მისკენ მიმიხუტა.... ხოდა, ასე ჩახუტებულებმა განვაგრძეთ გზა პირდაპირ!
<><><>
მშიერ მწყურვალებმა იქვე, პირველივე დუქანში შევიარეთ. ვჭამეთ და დავსვენეთ.
- ახლა რა იქნება?! - ვკითხე და ნაღვლიანად დავაკვირდი.
- რომელი საათია?!
- 3
- იცი ეს რას ნიშნავს?!
- რას?!
- იმას რომ ამ დროს ფელისში ვერასდროს გნახულობდი. იმას რომ დღისით ვერასდროს გეხუტებოდი. იმას რომ ახლა თავისუფლები ვართ!
- ვიცი რომ ოდესღაც მაინც მოგვიწევს იქ დაბრუნება.
- ოდესღაც და არა დღეს!- დაადასტურა და გამიღიმა... მისი ნდობით განვაგრძე გზა, გავიარე სხვადასხვა ქალაქი... საბოლოოდ კი ჯიბეგამოფხეკილები დავრჩუთ. ერთ პატარა სოფელს მივადექით, სახელად ნეილონი. კუჭი შიმშილისგან ბოლო ხმაზე ღრიალებდა. ეს სოფელი?! ეს სოფელი ყველაზე მაგარი ადგილია რაც კი ოდესმე მინახავს. ხალხი?! საოცარი. ჩასვლისთანავე, როცა ხელიხელჩაკიდული წყვილი ძალაგამოცლილი დაგვინახეს, მოგვვარდნენ და საჭმელები მოგვაყარეს. ერთერთის საწოლში დაგვაწვინეს და დასვენების საშუალება მოგვცეს... გამოღვიძებისთანავე თავზე ათასობით ხალხი დაგვადგა.
- ვინ ხართ სლშვილო?! საიდან მოხვედით?!- მკითხა ერთერთმა. ხმა არ ამოვიღე და გადვწყვიტე გადაწყვეტილება, გვეთქვა თუ არა სიმართლე, ჯეიმის მივანდე. ორი წუთის ლოდინის შემდეგ თქვა.
- ფელისიდან ჩამოვედით. - ხალხში ამ სიტყვებმა დიიდი აჟიოტაში გამოიწვია.
- დადგა ეს დღეც!
- პირველები და მართლები!
- ღმერთმა გამოაგზავნა ისინი!- ისმოდა ხალხის ყვირილი. ჯერ ვერ ვხვდებოდი რაზე საუბრბდნენ.
- თქვენ ჩვენთან დარჩებით!
- ასე დიდი საფრთხე გემუქრებათ თქვენც და თქვენს სოფელსაც.
- ამ სოფელში ყველა ფელისელია. ყველა იმ ადგილს მიეკუთვნება სადაც თქვენ ცხივროდით. მაგრამ ყველა ემიგრანტობაშა!- განაცხადა. - წამიერმა სიჩუმემ დაისადგურა.
- დაბრუნება გინდათ?!
- გვინდა თან არ იცით როგორ!
- თქვენ ხართ ისინი ვინც დაგვეხმარება ამაში!
- ჩვენ არაფერი შეგვიძლია!
- ასე გგონიათ მაგრამ თქვენ არაამქვეყნიური ძალისმატარებელნი ხართ! ეს ჯერ არავის გაუბედავს! თქვენ გამოექეცით!
- ეს იმას არ ნიშნავს რომ...
- ზუსტად მაგას ნიშნავს! თქვენ უნდა შეძლოთ ეს!- ქალმა ხელი მტევანზე დამადო და გამიღიმა.
***
ის ღამე არასდროს დამავიწყდება. მე ბებია ნეიმარმა და ბაბუა ლარტამ შემიფარეს. ჯეიმი კი ბებია როპმა და ბაბუა გუბამ... გვერდიგვერდ სახლებში ვცხოვრობდით. დილით ჯეიმი გუბასთან ერთად გამოვიდოდა ბოსტანში და მთელი დღე მძიმე ტვირთებს ეზოდებოდა. მე კი ქალებთან ერთად ან საერთო საჭმელზე ვზრუნავდი ან კიდევ ვქსოვდი და ვქარგავდი. იქ ისეთი მყუდროება იყო რომ... ქალები ცალკე ისხდნენ და თავიანთთვის ფისფუსებდნენ. კაცები მთელი დღე ბოსტნიდან არ ამოდიოდნენ. ბავშვები ეზოში თამაშობდნენ ან კიდევ იქვე, მინდორზე გაშლილ სკოლის გაკვეთილებს ესწრებოდნენ, რონელთაშორისაც ვიყავი მე.... დილით, როცა აივანზე გადავიხედებოდი და მომუშავე ჯეიმს დავინახავდი, სახეზე ბედნიერი ღიმილი დამკრავდა. ისიც ამომხედავდა და გამიღიმებდა. იშვიათად ავდიოდით მთების წვერებზე და მარტოები ჩამოვსხდებოდით გლეხების ფორმაში. მთელი იმდროს განმავლობაში არც შარვალი ჩამიცვამს და არც მოკლე კაბა. დავდიოდი ჩემთვის კოჭებამდე ქვედაბოლოთი და დაძონძილი მაიკით. მოკლედ რომ გითხრათ გადავედი მათ ცხოვრებაზე და დავიწყე ღიმილი. ყოველ დილით ჯეიმის ბედნიერი და შრომისმოყვარეობით მოცულ თვალებს ვხედავდი რაც მეც მაბედნიერებდა. მაგრამ არც ერთხელ არ დამვიწყებია ჩემი ფელისი. არც ერთი წუთით არ მიფიქრია დარჩენაზე. ვიცოდი რომ ჩემი ვალი დაბრუნება და ხალხის გადარჩენა იყო. უნდა დამებრუნებინა ეს კეთილი ხალხი, რომლებმაც ჩვენ გამო თავი საფრთხეში ჩაიგდეს. და გადამერჩინა ის ხალხი რომელიც ფელისში უსიყვარულოდ იტანჯება!
***
და აი დადგა ეს დღეც!
- უნდა წავიდეთ?!
- წავიდეთ!
- გეშინია?!
- შენ ჩემთან ერთად მოდიხარ და რისი უნდა მეშინოდეს?!- მითხრა და თავისივე გაკეთებული გვირგვინი დამადგა თავზე.
- დამიცავ?!
- ცხოვრების ბოლომდე! ბოლო ამოსუნთქვამდე!- ღიმილით დამაკვირდა.- ქალღმერთს გავხარ! ლურჯთვალებას და უმშვენიერესს!
- ვერც კი აგიღწერ როგორ მიყვარხარ!
- გახსოვს, პირველად რომ შეგხვდი!- გამეცინა.
- პატარები ვიყავით!
- უკვე ოთხი წელია აქ ვართ!
- და შენ ისეთივე ლამაზი ხარ! იცი, ეს ჩითის კაბა უფრო შეგშვენის ვიდრე ის შარვლები, ფელისში რომ გეცვა.- გამეცინა. მერე ხელი შუბლთან მივუტანე და გრძელი თმა გადავუწიე.
- მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შემიძლია შენთვის მაშინ როცა შენთან ვარ... მაგრამ მხოლოდ მე ვიცი ის რაც გულში ხდება ამ დროს...
- მეც ვიცი! რადგან ალბათ ჩემ გულში მეტი ხდება!
***
მეორე დილას, ჩამოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ, ჩვენ წავედით!



№1  offline წევრი Smiling girl

ძალიან ძალიან მაგარიაა არვიცი როგორ გითხრა , განსხვავებული თბილი საინტერესო ამაღელვებელი და უძაალიანმაგრესიი :D <3 ოღონდ ძალიან აგვიანებ ზოგჯერ წინა თავსაც ვკითხულობ რომ გავიხსენო რამოხდა ესე არშეილება რა მალ მალე დადე თორე მკითხველიც დაიღლება და გაგექცევა :D <3 კაი წარმატებები და მალე რა

 


№2  offline წევრი NINA;)

ძალიან დიდ მადლობა❤️ დღეს ღამით დავდებ აუცილებლად ბოლო თავს❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent