ტკბილად დამიბერდი! (სრულად)
საწოლიდან თავს ძლივს ვსწევ და ვაკვირდები ნაცნობ გარემოს.ეს ის ადგილია,სადაც ცხოვრების ორმოცდაათი წელი გავატარე..მგონი,უფრო მეტიც კი...მაგრამ თავი ისე მტკივა,რომ ერთი ორად მეჩვენება,მუცელი მიბჟუის..საკუთარ თავს ვეუბნები,რომ უნდა ავდგე,მაგრამ ვერ ვდგები..არ შემიძლია! უცბათ ოთახის კარი იღება და ნაცნობ სახეს ვაწყდები...ნაცნობ?! არა,რა ნაცნობს,ნაცნოს ზე ხარისხში..ჩემი სხეულისა და სულის მეპატრონეს,ერთადერთს მამაკაცს,რომელსაც საკუთარი ცხოვრება დავუკავშირე. -ტკბილად დამიბერდი!-გოზინაყით სავსე თეფშს მაწვდის და მიღიმის.მას სულ ასე ჩვევია,ასე იქცევა უკვე 57-ე წელია...ის ასეთია,ასეთი მზრუნველი,თბილი და მოსიყვარულე.. -შენც,ჩემო ავთანდილ..-ვიღებ ერთ ცალს და ძალით ვკბეჩ...არ მინდა,მაგრამ არ მინდ ავაწყენინო. -გილოცავ,მარინა..-იღიმის და ლარნაკს გვერდზე დებს. -მიყვარხარ..-აციმციმებული თვალებით ვუყურებ და ისევ საწოლში ვწვები. -არ გინდა,ავდგეთ? -არა-თავს ვაქნევ და თმას უკან ვიწევ. -კარგი..მოდი,გავიხსენოთ ის დღე,როცა ერთმანეთს შევხვდით.. -ის დღე?-ვეკითხები და გული მიჩუყდება...ჰო,იმ დღეს ყოველ ახალ წელს ვიხსენებთ,,იმ დღეს,როცა პირველად შევხვდი ავთანდილს.. -ჰო...-საბანს მისწორებს და თვალებს ნაბავს. -ის დღე...საოცარი იყო..-ვიწყებ და ცრემლი მომდის.. -მოგაშორებ...-მწმენს და თავს ისევ ასწორებ. -იმ დღეს რაღაც კონცერტი იყო...მახსოვს,თერთმეტ საათზე მივედი დაქალთან ერთად,მახსოვს,ვიღიმოდი და გარშემო თვალებს ვაცეცებდი...იმ დღეს კარგ ხასიათზე ვიყავი და სასწაულებისაც კი მწამდა... -მერე,ჩემო ლამაზო?-ისევ მსიამოვნებს მისი ამგვარი მომართვა. -მერე...შენ მოხვედი და მითხარი,ლამაზი ხარო..-გული მიფართხალებს,სწორედ ისე,როგორც მაშინ,60 წლის წინაც,როცა პირველად შევხვდი ავთანდილს...-შემდეგ მიყურებდი და ელოდებოდი როდის მოგაქცევდი ყურადღებას.. -შენ მორცხვი იყავი და თვალს ვერ მისწორებდი,მარი...-ამბობს ის..-მახსოვს როგორ აგიწითლდა ლოყები.. -შეამჩნიე?-ისევ გაკვირვებული სახით ვეკითხები. -ჰო...ისევ მეკითხები...-ეღიმება და მეც ვიღიმი. -მერე შენ მელოდებოდი როდის შემოგხედავდი ჰო?-ისევ ვეკითხები. -ჰო..და მერე შენ გამოიხედე..მახსოვს როგორ შეხვდნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს.. -ეს საოცარი იყო!-ღიმილს ვერ ვიკავებ და თვალებისკენ მიმაქვს ხელებ,ისევ მეტირება,ისევ მიჩუყდება გული.. -ისევ ტირი.. -მეტირება..კი არ ვტირი,მეტირება...-თვალს ვაშორებ მეუღლეს და ვცდილობ დავფარო აფორიაქება. -მერე მითხარი,რომ კარგად იყავი... -შემ მკითხე.. -ჰო,რადგან სახე შეგეცვალა... -ჰო...მართლა?-სკლეროზიანი ქალივით ვეკითხები,არადა შესანიშნავი მეხსიერება მაქვს. -სიყვარულს სიკეკლუცე უხდება...-იღიმის ავთანდილი. -მაშინ ცუდად ვიგრძენი თავი,რადგან ის დავინახე..ადამიანი,რომლისაც მუდამ მეშინოდა.. -ჰო,მახსოვს..მითხარი,წავიდეთ აქედანო..ის რომ არა,ახლა ერთ საწოლში ვერ ვიწვებოდით.. -ჰო...ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი....-ვიღიმი,კმაყოფილად ვაკვირდები ავთანდილის დაბერებულ ნაკვთებს და მეღიმება...ერთ დროს ის იდეალური მამაკაცი იყო.. -მისი რატომ გეშინია-მეთქი-გკითხე...შენ მითხარი,რომ ის ბოროტი კაცი იყო.. -ჰო.. -რატომ? -ხომ გითხარი,რომ მან პირველ გატაცებას დამაშორა.. -აა ის ბიჭი,რომელთანაც ქვიშაში თამაშობდი. -ჰო,ახლაც მწარედ მახსოვს როგორ დამიყვირა..ის მამამისი იყო..მის მერე ამითვალისწუნა..-ბავშვივით ვწუწუნებ. -იქნებ შენ გეჩვენებოდა ასე...კი,შენ,ნამდვილად შენ..-მარწმუნებს ავთანდილი,მაგრამ მაინც ვერ ვუჯერებ,ისევ ვაქნევ თავს. -ბავშვივით ხარ,მარი.. -რა?-თვალები მიფართოვდება..ვერ ვხედავ საკუთარ თავს,წინ არ მაქვს სარკე,მაგრამ ვიცი,რომ ასეა.. -ჰო..ქალები ბავშვებივით ხართ..მათნაირი ცუღლუტები და საყვარლები ხართ... -ქალები? -ეჭვიანობ? ხომ იცი,რომ ჩემთვის ერთადერთი ქალი ხარ!-იმეორებს თავდაჯერებულად და ხელს მკიდებს,პირთან მიაქვს ჩემი დაძარღვული მტევანი და ფრთხილად კოცნის. *** -არ ადგები? -კი..დღეს ბედობაა და კარგი უნდა დაგვებედოს... -მოდი აქ...ჯერ არაა თორმეტი საათი,სუფრა გავაწყოთ..-იღიმის და საათს უყურებს.. -გახსოვს იმ დღეს 12-ზე მაკოცე 1-ში.... -კი და გამიკვირდა,რომ არ გაგიჟდი.. -მეც გამიკვირდა... -მერე ვსეირნობდით და ხელი ჩაგკიდე.. -მთელი ღამე ერთად ვიყავით და სახლში მისულს დედაჩემი გამომძიებლად მექცა..-ისევ ავღელდი..ისევ ვიგრძენი უკვდავი სიყვარულის სიმძაფრე..სიყვარულის,რომელიც მუდამ მიჩქარებს გულის ცემასა და პულსს. -ჰო და მერე გითხარი,რომ მიყვახარ.. -მეორე შეხვედრაზე... -კი,ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო.. -ნამდვილად..მართლა..-ტაშს ვუკრავ პატარა ბავშვივით. *** -მორჩი..ზარიაა..-ამბობს ავთანდილი. -ახლა გადასცდა 12-ს..-კარებისკენ მივდივარ. .......... -ჩვენი შვილიშვიელები..-გულში ვიკრავ პატარებს. -რა სიუპრიზია..-აღფრთოვანებას ვერ მალავს ავთანდილი. -იცი,რამდნიმე ლექსი ვიცი...ძალიან ბევრი..-თითებით მაჩვენებს უმცროსი შვილიშვილი. -რამდენი?-ვეკითხები და კალთაში ვისვამ. -იცი,თოვლის პაპას არ ჰყავს შვილიშვილი..-ამბობს სალომე. -მართლა? საიდან იცი?-ვეკითხები ინტერესით. -ლექსი დაწერა.. -მითხარი აბა. -გაუჭირდა თოვლის პაპას, ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს. დავბერდიო, - ასე ამბობს, - მხნედ ვიყავი შარშან ამ დროს! საჩუქრების დიდი გუდა ძლივს ასწია, შველა უნდა. შუბლზე ცვარი მოიწმინდა: - თოვლის შვილიშვილი მინდა! -მოდი ჩემთან..მე შვილიშვილები მყავს..-ვამბობ ამაყად. -მიყვარხარ,ბე..-ორივე შვილიშვილი მეხვევა.. *** ისევ თენდება...მაგრამ ახლა შვილიშვილების ხმა მაღვიძებს.. -ბე,ტკბილად დაგმიბერდი!..-მეუბნებიან და გოზინაყს მაწვდიან,გაფართოებული თვალებით ვუყურებ პატარებს და ვუღიმი..კარებთან ავთანდილს ვხედავ,ის იღიმის...მისი თვალები იმ დღეს მახსენებს,იმ დღეს,როცა კონცერტზე მორიდებულ და თვალებციმციმა ბიჭს შევხდი. ___ ახალ წელს გილოცავთ და დამდეგ ბედობასაც.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.