შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გახდები?!.... (თავი 7)


1-01-2016, 15:32
ავტორი aleqsandra
ნანახია 4 422

დეკემბრის ცივი საღამო იყო,ბარში წავიდა ნაკაშიძე სადაც დადა ელოდა.
-როგორ ხარ ალექს? ვისკს წრუპავდა დადიანი,როდესაც ალექსი დალანდა მისკენ მომავალი.
-არამიშავს,შენ როგორ ხარ ძმაო?! მხარზე დაჰკრეს მხურვალედ ხელები და ბარისკენ წავიდნენ.
-რავი რა უნდა ვქნა,დავხეტიალებ ასე ეულად....ხუმრობა ცადა დადამ... მაგრამ ალექსის სახე რომ დაინახა უმალ დასერიოზულდა.
-ეეე,ტოოო შენ რაგჭირს ალექს?! შეწუხებული სახე მიაპყრო ძმაკაცს დადიამა.
-რა ვქნა დადა უკვე აღარ ვიცი,სული მეხუთება მისით და უმისოდაც,მისით სავსე ვარ მისი სურნელი მაგიჟებს,ჭკუდან გადავყავარ მის თითეულ მიხვრა-მოხვრას,მის თვალებს,მრავლის მთქმელ და მუდამ სევდიან თვალებს...ტუჩებს კი...მინდა სულ ყოველ წამს ვკოცნიდე,მინდა მუდამ მკლავებშ მყავდეს მოქცეული...
-მაგრად დაგერხა და ვერ ხვდები ძმაო...სიცილით უთხრა დადამ.
-ცუდად ვარ დადა ცუდად,იცი რამდენ ქალთან ვარ ყოველ ღამე სხვადასხვა მყავს,იმის გამო რომ ოდნავ მსგავსება მაინც ჰქონდეთ ნინოს და მათ მაგრამ არაა...წამითაც ვერ მავიწყებენ მის თვალებს და მხურვალე ტუჩებს.არ შემიძ₾ია მის გვერდით ასე უმოქმედოთ ყოფნა,არააა! ძლიერად დაკრა მაგიდაზე ვისკის ჭიქა და ნამსხვრევებად აქცია,ყელამ მზერა მათკენ მიმართა....
-დაწყნარდი,ერთ დღესაც გამოჩნდება ვინმე და დაგავიწყებს მის ტუჩებს და თვალებს,მისი სურნელიც გაქრება და შენც შეძლებ ბედნიერებას,აი,ნახავ შეძლებ და მოხლოდ გასართობად აღარ გამოიყენებ ქალებს. თანაგრძნობის ნიშნად მხარზე დააადო ხელი დადიანმა.
-იცი,როგორ მინდა მალე გამოჩნდეს?! იცი?!
-შენ არ იყავი რომ ამბობდი არ მიყვარსო,ასეო ისეოოო?!....როხროხში გადაეზარდა სიცილი დადას.
-არც მიყვარს ვინ გითხრა რომ მიყვარს უბრალოდ,მისადმი იმხელა ლტოვა მაქვს,რომ...და არ მინდა რომ ვინმე ეხებოდეს,იმიტომ რომ ჩემია,მხოლოდ ჩემი და სხვა არავისი,პირველად მე უნდა მოვიქციო მკლავებში,ლტოვა ჩავიცხრო და მერე გავუშვა.... ბრაზის ნაპერწკლები ელავდნენ ნაკაშიძის თვალებში.
-მერე რატომ არ იქცევი ეგრე თუ მხოლოდ ეგ გინდა და მხოლოდ მის ტანჯვაზე ხარ ორიენტირებული?!
-სათანადოდო ჯერ არ ეტკინება და იმიტომ! მკაცრად მოუჭრა ნაკაშიძემ.
-შენ ვერახარ რა....ჩვენს ძმობას ვფიცავარ აფრენ! შურისძიებით ხარ შეპყრობილი.
-ხო მაგ ამაყმა გოგომ გამაფრენია.....დღეს შვებულება მივეცი 1 კვირიანი,მინდა გიორგის გავარიდო,თან ეს ბოლო დღეებია სულ გათიშულია... ისე მელაპარაკა თითქოს სამუდამოდ მემშვიდებებოდა დადა...და კიდევ იცი რა მითხრა,სხვას თუ არაფერი,ვიცი რომ ჩემი სურნელით ხარ სავსეო,მსგავს ვერსად ნახავო,ვიცო რომ ვერსადროს ვერ მოიშორებ და ვიცი,რომ სულ ტაოს დაგაყრის ყოველ წამს ჩემს გახსენებაზეო...ვერ ვხვდები ეს რას ნიშნავდა.
-იცის,რომ ყურებით ყავხარ დაჭერილი...იცის რომ მისი ხარ და მანიპულირებს შენი გრძნობებით ალექს.
-არა აქ სხვა რამ იმალება დადა სხვა და ასე მგონია ბომბზე ვზივარ და მალე აფეთქდება ეს ბომბი!
**** ******************* ****************** *********************** ********************* ********************
დიდი სახლის კარი გამოიხურა გედენიძის ქალმა და სული გაეყინა,როგორ უყვარდა მშობლიური სახლი,რამდენი დღე ჰქონდა მასში გატარებული ვინ უწყის?! რამდენი ლამაზი და რამდენი სამწუხაროც. აქ დაიბადა,ამ სახლშივე აიდგა ფეხი,ამ სახლშივე გადაიხადა პირველად მისი სურვილით დიდი დაბადების დღე,ამ სახლში ხვდებოდა ახალ წელს სულ,ვინაიდან სჯეროდა ამ დღესასწაულის სასწაულების და ჯადოსნურობის.
-ახალ წელს ვერ შევხვდები ჩემს ციხე-სიმაგრეში,ამიერიდან მარტო ვიზეიმებ ყოველთვის ამ ჯადოსნურ დღეს. მშვიდობით ჩემო სახლო,მშვიდობით! თვალ ცრემლიანმა დატოვა კარ-მიდამო და ეზოს კარი უნდა მიეხურა უკვე,რომ მის ყურთასმენას ძახილის ხმა მიწვდა.
-ნინოოო,ნინ....უკან მოიხედა გედენიძის ქალმა და ნიკო მორბოდა მისკენ.
-ნიკოოო,ჩემო ნიკო....ნინუცაც გაიქცა მისკენ და მკლავები ძლიერად შემოაჭრდო მის მხრებს.
ნიკოლოზმა ერთადერთი დის სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა.
-არ წახვიდე ნინ,არ წახვიდე...არ დაგვტოვოო..განა რად გიღირს ვინმეს აზრი იმად რომ აქაურობა მიატოვო,შენი მშობელი დედა,ძმა,სახლი,სამსახური,ნათესავები,მეგობრები მითხარი,რომ არ წახვალ გთხოვ...მე შენი და დედას მეტი არავინ მყავს არ წახვიდე გთხოვ,არაა...მეგონა გონს მოეგენოდი იმ დღეს როდესაც ვიკამათეთ შენ კიდევ უარეს შვრები,მე ხომ გითხარი იბრძოლე შენი სიყვარულისთვისთქო,შენ კიდევ უბრძოლველად ტოვებ მას,ამ ქვეყანაში?! შენც ხომ იცი,რომ მეტს ვერავის ვერ შეიყვარებ?! გიყვარს ის,ისეთი როგორიც არის და მორჩა მას ვერ შეცვლი,დაიკიდე ყველას აზრი და მისთვის იბრძოლე,ნაკაშიძე შენი ერთადერთ სიყვარულია...იცი ახლაც მახსოვს მისი გაცნობის პირველი-ორი თვის მერე რომ მოხვედი სახლში,როგორ გიბრწყინავდა თვალები...პატარა ვიყავი მაშინაც მაგრამ მივხვდი რომ გიყვარდა გითხარი კიდეც,მაგრამ შენ ისეთი ამბავი ატეხე.... დარჩი გთხოვ ნინია,დარჩი...შენი სიყვარულისთვის მაინც დარჩი,ვიცი დედას არ მოწონს ნაკაშიძე,მაგრამ... უეცრად ნინუცამ გააწყვეტია მონოლოგი ძმას.
-რა მაგრამ,ნიკო,რა მაგრამ....დედა ვერ იტანს ალექს,ვერაა! არ ვიცი რატომ,მაგრამ ერთი რამ ვიცი ამ ცხოვრებაში ყველაფრს აქვს მიზეზი და თან დედას ნაირი ქალი ტყუილად არ შეიძულებდა ნაკაშიძეს....ვაღიარებ,რომ ალექსი სისხლსა და ხორცში მაქვს გამჯდარი,მაგრამ... არაფერს არ აქვს აზრი ყველაფერი დამთავრდა მე მას არ ვუყვარვარ,ის მხოლოდ ცდლობს სამაგიერო გადამიხადოს,იმ დამცირებისთვის რაც მე მას მივაყენე.
-კარგი რა ნუ სულელობ გოგო...
-მე ვერასდროს წავალ დედას წინააღმდეგ და იქ ბრძოლას სადაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია აზრი არ აქვს....მე უნდა წავიდე...მაპატიე ჩემო პატარავ უნდა დაგტოვოოო...
-უაზრო არასდროს არაფერია,ნახე ყველაფერი შედეგს გამოიღებს,თანაც იმ უცხო ქვეყანაში რა უნდა აკეთო?! სევდით გატენილი ხმით ესაუბრებოდა გედენიძს ქალს,გედენიძის უმცროსი ვაჟი.
-არაფერიც არ უნდა გავაკეთო,ამ 23 წელში რაც არ დამისვენია უნდა დავისვენოოო...ვიბოდიალებ და ასე გავა დრო,ცოტა გულს მომეშვება,მერე კიდევ ვიმუშავებ და ცხოვრებაც წავა რიტმულად...
-აზრი არ აქვს შენთან საუბარს...რომელ საათზე მიფრინავ?
-დილის ხუთზე...ჩემს ბინაში წავალ,ბარგს შევკრავ და...
-მე წაგიყვან აეროპორტში.
-არავინ არ გამომყვეთ რა....დედა მოვა ასე ნახევარ საათშ ჩემთან იქ დავემშვიდობები,შენ აქ და წავალ...ვერ ვიტან დამშვიდობებებს...
-რა ჯიუტი ხარ ნინია,მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხარ,ჩემი ერთადერთი ხარ! ძლიერად მიიკრა მკერდზე ნიკომ ნინია და შუბლზე აკოცა.
-დედას მიხედე ნიკ,გთხოვ კარგად მიხედე,არ გააბრაზო და გაუფრთხილდი და კიდევ ერთი თხოვნა შემისრულე.
-რა თხოვნა?! დაეჭვებით ჰკითხა ნიკომ.
-არავინ შეიყვარო ისე,რომ ვერ გადაიყვაროოო და ჩემსავით გეტკინოს კაი?!
-ამას ვერ დაგპირდები,რადგან გული ბრმაა,არ იცი როდის მოვა ეს გრძნობა და ვინ იქნება ის... ისევ ისე სევდიანად უთხრა ნიკომ ნინიას.
-კარგი,რა გაეწყობა მაშნ იბრძოლე მაინც მისთვის....ნახვამდის ძამიკოვ დედას მიხედე.....მხურვალედ აკოცა ლოყაზზე ნინუცამ ნიკოს და გაშორდა.
**** ***************** ********************** ***************** ***********************
ბოლო ჩემოდანიც შეკრა და ღრმად ამოისუნთქა....ოხ,ალექს,ალექს,ნეტავ ვინმემ თუ იცის რომ მხოლოდ შენ გამო მივდივარ აქედან მხოლოდ შენგამო...შენ მე გამანადგურებ აქ რომ დავრჩე ამას კი ვერ დავუშვებ,ვერა,უშენოდ მოსიარულე მკვდარი ვიქნებ მაგრამ,შენთან ერთადაც რომ ვერასდროს ვიქნები ისიც ვიცი...
-ნინიააა,შვილო...კარში ქალბატონი მარიამი შემოვიდა.ხმა არ ამოუღია ნინოს,მხოლოდ უმეტყველო მზერა ესროლა ქალს.
-იმისთვის,რომ არ განადგურდე ასე აჯობებს ნინო....ვიცი გიჭირს,მაგრამ გაგივლის დრო არ კურნავს მაგრამ ტკივილთან ერთად გვასწავლის ცხოვრებას ხომ იცი?!
-დედააა...რა დროზე მელაპარაკები,როდესაც დრო ჩმთვის გაჩრებულია...
-არასდროს არ გაჩერდება დრო,დრო გარბის ნინო,ჩვენ კი ვერ ვეწევით,ასე რომ ეს წლები მალე გავა,მერე ჩამოხვალ და ახლიდან დაიწყებ ცხოვრებას. აიღე ბილეთები,პირაპირი რეისია რომში ჩახვალ და დაბინავდები. ვერავინ გაიგებს,რომ სინმადვილეში რომში ხარ და არა ბერლინში.
-მშვიდობით დედა...მე აქ არასდროს არ ჩამოვალ...მაპატიე ყველა ის ტკივილი რაც განგაცდევიე...
-არავინ იცოდა როგორ ტკიოდა მარიამს ქალიშვილის იქ გაშვება,მაგრამ ყველაფერს ქონდა მიზეზი და ამიტომ აკეთებდა ამასა,თორემ კარგად იცოდა,რომ ნაკაშიძეს მისი შვილი ვერასდროს დაივიწყებდა,უბრალოდ უნდოდა ეცადა გაერიდებინა შვილი მოსალოდნელი უბედურებისთვის.
-ყველაფერი გაივლის შვილო,გულში ჩაიკრა ნინო და ცრემლები გადმოცვივდა ქალს.
******** ************** ***************** ******************* ****************** ***************************************
შუაღამე იყო,კაბინეტში სკამზე ტრიალებდა ნაკაშიძე,რომ უეცრად კარი გაიღო.
-ალექს შვილო ვიიღაც ბიჭია მოსული და შენი ნახვა უნდა უთხრა ნუნუმ მის გაზრდილ ბიჭს...
-რა თვა ნუნუჯან,ვინ ვაროოო?
-გედენიძის ძმა ვარო ასე თქვა.
-რაოო?ვისი ძმა ვაროო?
-გედენიძისოოო...
-სად არის ნუნჯან?
-ქვევით,მისაღეშია.
-წავიდეთ.
გულმა არ მოუთმინა ნიკოს,მისი ერთადერთი დის წასვლას ვერ შეეეგუებოდა,იცოდა რომ ერთადერთი ვისაც მისი დაკავება შეეეძლო აქ ნაკაშიძე იყო,ამიტომ მივიდა მასთნ.
საფეხურები სწრაფი ნაბიჯით ჩაიარა ნაკაშიძემ და პირველ სართულზე ჩავიდა,ნიკო სავარძელში იჯდა,ალექსი რომ დაინახა უმალ წამოხტა ფეხზე.
-გამარჯობა ალექსანდრე ნაკაშიძე. ხელი გაუწოდა ნიკოს ნაკაშიძემ.
-ნიკოლოზ გედენიძე. მძლავრად ჩამოართვა ხელი ბჭმა,ბიჭს.
-რა მოხდა ნიკოლოზ,რას მივაწერო თქვენი ვიზიტი?!
-არ შემიძლია გაჩუმება,ეს შენ უნდა იცოდე ალექსანდრე.
-რა უნდა ვიცოდე?!
-ჩმი და მიდის,სამუდამოდ ტოვებს აქაურობას და ჩვენც!
-რაა?სად მიდის?როდის? კითხვები მიაყარა ალექსმა ნიკოს.
-ხო მიდის,ბერლინში,ამაღამ...
-რომელ საათზე? აღელვება დაეტყო ნაკაშძეს.
-დილის ხუთზე ნუ მე ასე მითხრა,სანამ შენი მისამართი გავიგე კაარგა დრო დავკარგე,ასე რომ 2 საათი გაქვს მის დასარწმუნებლად,რომ არ წავიდეს.
-ვერსად ვერ წავა,ვერასდროს.... სანდროოო,იქუხა ნაკაშიძემ.
დილახ ბატონო ალექს!მაღალი ბიჭი გამოჩნდა ჩაცმულობაზეე ეტყობოდა დაცვა იყო ალექსის.
-მანქანა გამოიყვანე,გავდივართ.
************* ****************** ************************ **************************** **************************8
გზაში დადაც შეხვდა ალექს.
-არა ხომ ვამბობდი,რარაცას გეგმავსთქო,აი გოგო თურმე რატომ მეალერსებოდა ასე დღეს,რატომ მეუბნებოდა ათას ნამიოკს,მე გამო****მა კი ვერ მივხვდი რას ამბობდა დადა ვერააა....
-კარგი დაწყნარდი ძმაო.
-ვერ გავუშვებ დადა ვერა,არ შემიძლია უმისოდ შენ ხომ მაინც იცი?! არ შემიძ₾ია,იმ დედა მოტ*****ლ ბერლინში რა უნდა გააკეთოს,იმ გერენელებში ისედაც გულით გერმანელს რა უნდა>!
-აი,შენმა ქცევებმა რა მოგიტანა ალექს?! აი,თქვენი სიამაყის შედეგი ეს არის.
-გავაფრენ რომ წავიდეს,მე აქ რა უნდა გავაკეთო უმისოდ რააა?!...
-ვეღარავისზე იძიებ ხო შურს?! ასე რომ გა****რა ამ შურისძებამ მაგიტომ დაკრგე,ნინუცა ასსე,რომ ახლა იყავი ეგრე... კვახედ უთხრა დადამ.
**** ******************* ********************** ********************8 ************************** *** 8
აეროპორტში,სულ უკან,უკან იყურებოდა გედენიძის ქალი,თითქოს გრძნობდა რომ ნაკაშძემ მის გაპარვაზე უკვე ყველაფერი იცოდა.
5 საათის მაგივრად სინამდვილეში 3-ზე მიფრინავდა გერმანიის რეისიც და იტალიისიც.ბოლოჯერ მიიხედა უკან,თვალი მოავლო ქართულ ცას და ლაინერში ავიდა.
***************** ********************** 8************************* ****************** 8****************************
გიჟებივით შეცვივდნენ აეროპორტში ალექსი და დადა,ეძებდნენ ნინუცას მაგრამ ის აღარსად ჩანდა.
-უკაცრავად,გერმანიის რეისის მგზავრები ალბად რეგისტრაციას გადიან საით ვნახოთ? მგზავრების გამცილებელს ჰკითხა ალექსმა.
-მგზავრები უკვე გაფრინდნენ.
-რაა?როდის? ალექსს სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა.
-სამსააათსა და 5 წუთზე ლაინერი უკვე აფრინდა ბატონო.
-არა,შეუძლებელია,არ შეიძლება წასულიყო...ბუტბუტებდა ალექსი და თან ხვდებოდა რომ ქალი,რომლისთვისაც სიცოცხლეს დათმობდა,მისგან ძალიან შორს იყო. და ახლა ყველაფერი იმაზე მეტად აირეოდა ვიდრე ადრე.

ახალ წელს გილოცავთ ჩემო შოკოლადებო,ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის ახალი 2016 წელი <3 ბევრი სიყვარული და სითბო სუფევდეს ამ წეს თქვენს გულებში :* <3
იმედია ისიამოვნებთ,არ გადამიხედავს შემიფასეთ.
კეთილი სურვილებით,მარად თქვენი ალექსანდრა. <3



№1  offline მოდერი X.G

აუუუ მალე დადე რა შემდეგი თავიიი love ვგიჟდები ისე მომწონსს love

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

ვაი შოკში ვარ. ალექსანდრა შენ ინტრიგანო. დიდხანს არ მალოდინო გთხოვ.ვგიჟდები ამ მოთხრობაზე.იმედია მლე მოტყდებათ ორივეს რქები და მეც მომასვენებენ. love

 


№3  offline წევრი difference

ვაიმეე როგორ ვერ მიუსწროოო sad მალე დადე რა love

 


№4  offline მოდერი bibo

Vaime ra kargi xar shen xo ar iciii ra saswauli xar da magijeb haa ....minda miglandzgo erti kargad ro igvianeb da ar deb mal malee magram iset kargs wer ra vqnaa verapers geubnebi daaa uxx....es ra saswauli tavi iyooo ux dzan dzan momewonaaa.au ise upro momewoneboda orsulad yopiliyo da iq gaego eg upro momwonda magram eg ar gamova exa viciiii dapiqrdi aba :D :D mec gilocavt bavshvebo yvelas bednierebas gisurvebt

 


№5 სტუმარი Nini

Auuu ra saswauli gogo xar mokled shen xo ar ici raa dzaan magari gogo xarr wesit exa unda glandzgavde ase rom malodineb magr ise magra wer da sainteresod ro ar shemidzlia gechxubo male dade raa dzalian maintereseba

 


№6  offline მოდერი aleqsandra

თაკოთაკო
აუუუ მალე დადე რა შემდეგი თავიიი love ვგიჟდები ისე მომწონსს love

მიხარია,რომ მოგწონს,გილოცავ ახლა 2016 წელს.

bibo
Vaime ra kargi xar shen xo ar iciii ra saswauli xar da magijeb haa ....minda miglandzgo erti kargad ro igvianeb da ar deb mal malee magram iset kargs wer ra vqnaa verapers geubnebi daaa uxx....es ra saswauli tavi iyooo ux dzan dzan momewonaaa.au ise upro momewoneboda orsulad yopiliyo da iq gaego eg upro momwonda magram eg ar gamova exa viciiii dapiqrdi aba :D :D mec gilocavt bavshvebo yvelas bednierebas gisurvebt

შენ ეხლა მოიცაა wink გილოცავ,ძვირფასო და მახარებთ,რომ მოგწონთ love

 


№7  offline წევრი ♡EPICLOVE♡

vaimee dzaan magari iyo ogond ar meyooo dzaan mainteresebs ra moxdeba shemdeeg magaria dzaliaan yochaaag♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№8 სტუმარი nini

მაგარი გოგო ხარ ალექსანდრა <3 იმედია წავა საძებნელად და ხელს არ ჩაიქნევს. ველოდები ახალ თავს :*

nini
მაგარი გოგო ხარ ალექსანდრა <3 იმედია ნაკაშიძე წავა ნინის საძებნელად და ხელს არ ჩაიქნევს. ველოდები ახალ თავს :*

 


№9  offline მოდერი aleqsandra

Lanas Statusebi
ვაი შოკში ვარ. ალექსანდრა შენ ინტრიგანო. დიდხანს არ მალოდინო გთხოვ.ვგიჟდები ამ მოთხრობაზე.იმედია მლე მოტყდებათ ორივეს რქები და მეც მომასვენებენ. love

ცემო ლამაზო გოგოო <3 love

 


№10  offline წევრი lilearchvadze:)

5ე და 6ე თავები რატო არდევს? :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent