შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სიყვარული აკრძალულია! /თავი IlI/


2-01-2016, 13:10
ავტორი Evelina
ნანახია 2 169

ვერონიკამ სალომე უნივერსიტეტში, 2 წლის უკან გაიცნო. პატარა ევას დაღუპვის გამო ნახევარი წელი გაუცდა და მესამე კურსზე ხელახლა დაჯდა. სწორედ იქ გაიცნო სალომეც. პირველივე დღესვე შეამჩნია, ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე გოგონა ვერონიკამ. დაინახა თუ არა გაიფიქრა, რომ მასთან მეგობრობა ღირდა.
სალომე იყო 23 წლის, ვერონიკაზე ოდნავ მაღალი, საკმაოდ ლამაზი გარეგნობის, სიცოცხლით აღსავსე, მხიარული გოგონა. უყვარდა ხმამაღლა სიცილი და ყველასათვის ბედნიერების მინიჭება. ჰქონდა შავი, ტალღოვანი თმა და მამამისივით მწვანე თვალები.
2 თვის წინ ვერონიკამ შესჩივლა, სამსახური მჭირდებაო. იმ საღამოსვე მივიდა მამამისთან სალომე და სთხოვა მის ბაღში მიეღო. ბოლოს და ბოლოს ის და ვერონიკა ხომ პედაგოგიურს ამთავრებდნენ. მეორე საღამოს კი ერთმანეთი გააცნო ვერონიკასა და ილიას.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმ დღეს პირველად შეხვდნენ ილია და ვერონიკა. იქმადე ერთმანეთი მხოლოდ სურათებში ჰყავდათ ნანახი, მაგრამ დაინახეს თუ არა ერთმანეთი ორივე რაღაც უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო. ვერც ერთი იკავდებდა თავს და ვერც მეორე, დიდი ფლირტი გაეჩაღებინათ და ისე შესცქეროდნენ, თითქოს ერთი სული ჰქონდათ რომელიმე მათგანი როდის ახდიდა სიმართლეს ფარდას.
პირველი ნაბიჯი ილიამ გადადგა, საღამო ხანს, როდესაც ელენე ჩვეულებრივ საკლასო ოთახებში ჩამოვლას აწარმოებდა, ილიამ თავი ვეღარ შეიკავა, თავის თავს შესძახა ან ახლა ან არასოდესო და სასწრაფოდ დაიბარა ვერონიკა დირექტორის კაბინეტში.
_გისმენთ!_ილიას წინაშე დაეყუდა ვერონიკა. ხვდებოდა რაც მოხდებდა და მისი სხეული კანკალლს აეტანა.
ილიამ ჯერ წელზე შემოხვია ხელი, მერე მისი სხეულისაკენ მიიზიდა და უნამუსოდ დააცხრა გოგონას ტუჩებს. ტუჩებს, რომლებზეც მთელი დღეები ფიქრობდა. დიდხანს ეფერებოდნენ ერთმანეთ ვნებამორეულნი. მერე დერეფნიდან ელენეს ხმა მოესმათ და სასწრაფოდ მოშორდნენ ერთმანეთს. ვერონიკამ ტანსაცმელი გაისწორა და კაბინეტიდან მშვიდად გავიდა.
იმ დღის შემდეგ, თითქმის ყოველ საღამოს მიდიოდნენ სასტუმროში, გაშმაგებულნი დაეძგერებოდნენ ხოლმე ერთმანეთის სხეულებს, ვნებას დაიკმაყოფილებდნენ და სახლებში ისე ბრუნდებოდნენ.
თავიდან ვერცერთი უსწორებდა თვალს სალომეს, მერე შეეჩვივნენ და თან თავს იმით იმშვიდებდნენ რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო და არ იყო საჭირო ამის შესახებ ვინმეს სცოდნოდა.
***
ვერონიკამ ძლივს შეარჩია ტანისამოსი, მაკიაჟი გაიკეთა და სასწრაფოდ ჩავიდა ეზოში, სადაც უკვე 20 წუთია სალომე ელოდებოდა.
_სალო-ბალოოო!_დაიყვირა ვერონიკამ და კისერზე შემოეხვია მეგობარს.
სალომეს გვერდით ახალგაზრდა ბიჭი იდგა, სადარბაზოს შუქი მის სახე ანათებდა. ვერონიკამ შეხედა თუ არა მაშინვე შეკრთა, ხელები აუკანკალდა. ეს ბიჭი ძლიერ ჰგავდა იმ გიჟს ბაღიდან. დიახ, სოსოს…
_გაიცანი, ეს არის ჩემი ვერონიკა!_გახედა სალომემ ბიჭს.
_საღამო მშვიდობისა!_გაუღიმა უცნობმა ვერონიკას და ხელი გაუწოდა.
_ეს კიდე საბაა!_დააყოლა სალომემ.
შეშინებულმა ვერონიკამ ხელი ჩამოართვა საბას და მხოლოდ ახლა შეამჩნია რომ ამ ბიჭს შუბლზე შრამი არ ჰქონდა.
_გახსოვს, ჩემ ტყუპ დეიდაშვილებზე რომ გიყვებოდი?!_ჰკითხა სალომემ.
_ჰო, მახსოვს!_უპასუხა ვერონიკამ და თან თვალს ვერ სწყვეტდა საბას.
_ჰოდა ეს ერთ-ერთი ტყუპია!!_გაეღიმა სალომეს._გაუშვებთ ხელებს ერთმანეთს?!_ამჯერად გულიანად გაიცინა სალომემ და ორივეს ზურგი აქცია._წავედით!_დააყოლა მან.
ვერონიკამ სწრაფად გაუშვა ხელი ბიჭს. მის გონებში აზრები დაალაგა. მიხვდა საბა იმ ბიჭის ტყუპის ცალი იქნებოდა.
საბა სოფელში, ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობდა. ეხმარებოდა იქაურ საქმეებში. თანაც იქ თავს თავისუფლად გრძნობდა, არ უყვარდა ხალხმრავალი ადგილები. ქალაქში იშვიათად ჩამოდიოდა, ახლაც მხოლდ ერთი დღით და იმიტომ ჩამოვიდა რომ მისი ძმა ენახა. იცოდა სოსო სოფლეში არ ჩავიდოდა.
მიუხედავად იმისა, რომ საბას გარეგნობა სოსოსაგან მხოლოდ შრამით განსხვავდებოდა, გამოხედვა სულ სხვა ჰქონდა. გასაკვირია, ზუსტად ისეთივე შავი თვალ-წარბი, შავი, ხშირი თმა, განიერი ყბები და დიდი წითელი ტუჩები და, მაინც სულ სხვა გამოხედვა ჰქონდა საბას, კეთილი და სევდიანი.
_იცი, სალო სულ შენზე მელაპარაკებოდა…_ გვერდით ამოუდგა საბა ვერონიკას.
ისინი პატარ ბილიკს მიუყვებოდნენ და იმ კაფეში მიდოდნენ სადაც სალომე და ვერონიკა ერთმანეთს ხშირად უშლიდნენ გულს.
_რაო, რას გეუბნებოდა?!_გაუღიმა ბიჭს ვერონიკამ.
_რაო და ძალიან ცუდი გოგოაო…_გაეცინა საბას და სალომე გადახედა._მე ვეუბნებოდი, არ მჯერა, არ შეიძლება ვინმეს ვერონიკა ერქვას და ცუდი იყოსმეთქი._თვალებით უღიმოდა საბა ვერონიკას.
_და რა არის ასეთი განსაკუთრებული ჩემს სახელში?!_გაუკვირდა მას.
_როგორ?! არ იცი რისი სახელი გქვია?!_წინ გადაუდგა საბა._ვერონიკა არის პატარა, ძალიან, ძალიან ლამაზი ყვავილი.
_ჰოო?_თვალები გაუნათდა ვერონიკას.
_ჩემს სოფელში იზრდება, მდინარის პირას. ახლა უკვე ამოსული იქნება. გეფიცები!_გულზე ხელი მიიდო საბამ._ია ხომ იცი როგორია?!
_ვიცი!_გაეღიმა ვერონიკას.
_ჰო და, ვერონიკაც დაახლოებით ასეთია, ოღონდ უფრო დიდი და ღია ფერის ფურცლებით, გრძელი ღეროთი და სქელი ფოთლებით. ჰო და, კიდევ ზოგიერთ ჯიშს ბუსუსებიც აქვს. კიდევ უამრავი ჯისში აქვს, მაგრამ ჩემს სოფელში ასეთია._ხელებს ჰაერში იქნევდა საბა,_თუ არ გჯერა, წამოდი და განახებ!
_ოჰ!_დაიყვირა სალომემ._ვერონიკას სოფელში წაყვანა თუ გინდა, პირდაპირ ეგრე დაგეწყო!_უთხრა და ბეჭზე დაარტყა ხელი.
_ნუ… ეგეც არის!_გაეღიმა საბას და ისევ გააგრძელა გზა._აღარ მოვედით?_გაბრაზებულმა იკითხა მან.
_მოვედით!_თქვა სალომემ და ხელით ანიშნა კაფისაკენ.
ძალიან მოეწონა ვერონიკას საბა, თითქოს სალომეს მიამგვანა ხასიათებით. ძალიან მხიარული და კეთილი ბიჭი იქნებოდა. თუმცა მთელი საღამო შიშს შეეპყრო, ფიქრობდა, რომ სულ მალე ყველაფერს ფარდას ახდიდა საბას ტყუპის ცალი და სამუდამოდ დაკარგავდა საუკეთესო მეგობარს. იცოდა, რომ ყველაფერი ასე უბრალოდ არ ჩაივლიდა და სალომე ყველაფერს გაიგებდა, მაგრამ არ უნდოდა ერთადერთი მეგობრის დაკარგვა მხოლოდ იმის გამო რომ გრძნობები ვერ გააკონტროლა. თანაც ახლა სიტუაცია უფრო გართულებულიყო და სალომეს მამისაგან ბავშვს ელოდებოდა. ალბათ ამას თვითონაც ვერ დაუმალავდა მეგობარს.
_არ გითქვამს რომ ქმარი მყავს?!_ჰკითხა ვერონიკამ სალომეს, როდესაც საბა სადღაც გავიდა.
_კაი რა, მაგას თუ ქმარი ქვია…_ხელი აიქნია სალომემ.
_ეჰ სალო-ბალო…_ღრმად ჩაისუნთქა._რამდენი რამ მოხდა სანამ შენ სოფელში იყავი…
_რა მოხდა ესეთი ერთ კვირაში?!_გაიცინა ხმამაღლა სალომემ._იმ შენ საყვარელს ეხება?!_თვალები მოჭუტა.
_ყველაფერს!_ანერვიულდა ვერონიკა._მაგრამ ხვალ მოგიყვები… საბა მოვიდა!_თვალებით ანიშნა სალომეს კარში შემოსული საბასაკენ.
_აი ეს თქვენ!_ ზურგს უკან დამალული ხელები გამოწია და ორი წითელი ვარდი მიართვა გოგონებს.
_მადლობთ!_ერთხმად თქვეს სალომემ და ვერონიკამ და ვარდები გამოართვეს საბას.
***
მეორე დღეს, შუადღისას, ისევ იმ კაფეში მივიდა ვერონიკა, ორი ცივი ყავა, უშაქროდ შეუკვეთა და მეორე სართულზე ავიდა. პირველ სართულზე მხოლოდ მაშინ ჯდებოდა თუ უბრალოდ დალევა უნდოდა, ხოლო მეორე სართულზე დაჯდომა იმას ნიშნავდა რომ სალომესთვის უამრავი რამ ჰქონდა მოსაყოლი.
ვერონიკას ჩანთიდან ტელეფონის ხმა მოესმა. ეს ზარი ილიას ნომერზე ჰქონდა დაყენებული.
_გისმენ!_უპასუხა ტელეფონს და თან კიბეებისაკენ იყურებოდა.
_რატომ წახვედი ბაღიდან?!_მკაცრად ჰკითხა ილიამ.
_ხომ იცოდი, რომ როდესღაც ასე მოხდებოდა?_თავი გააქნია ვერონიკამ._სჯობს აქ დამთავრდეს ყველაფერი.
_არა ვერონიკა._იყვირა ილიამ._უნდა შევხვდეთ!
_ვიცი_სევდიანად უპასუხა და უცებ თვალი სალომეს მოჰკრა._მე თვითონ დაგირეკავ!_სწრაფად ჩაილაპარა ვერონიკამ და ტელეფონი გათიშა.
_მაპატიე სიხარულო!_მიუახლოვდა მის მაგიდას სალომე._ვიღაც იდიოტი ტაქსისტი შემხვდა… ერთი საათი ურტყამდა კრუგებს, ჩამოსულია ალბათ!_გაეცინა და ვერონიკა გადაკოცნა._არა, მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩამოსულები ცუდები არიან…_თავი გააქნია და ვერონიკას პირდაპირ დაჯდა._უბრალოდ ქალაქი თუ არ იცი ნუ დაჯდები საჭესთან!_ბრაზი შეერია ხმაში.
_ოჰ, შენ და ესეთი გაბრაზებული?!_გაუკვირდა ვერონიკას._ის ტაქსის მძღოლი, შემთხვევით სიმპათიურიც ხომ არ იყო?!
_სიმპათიური?!_დაიყვირა სალომემ._ნუ მაცინებ, სად გინახავ შენ ტაქსის მძღოლი და სიმპათიური?!_ხმამაღლა ამბობდა და თან უაზროდ იცინოდა.
_უკაცრავად…_მაგიდას მოუახლოვდა ახალგაზრდა, ქერა, შავთვალება ბიჭი, საკმაოდ სიმპათიური გამომეტყველებითა და მიმზიდველი სხეულით._საფულე დაგრჩათ!_გაბრაზებულმა უთხრა სალომეს, საფულე მაგიდაზე დააგდო და უკან გაბრუნდა.
_ჯანდაბა!_ჩაილაპარაკა სალომემ და ერთიანად გაწითლდა სახეზე._ვითომ გაიგონა?!_ჩურჩულითვე ჰკითხა ვერონიკას.
_გავიგონე!_დაიძახა ბიჭმა ისე რომ არც კი შემობრუნებულა და კიბეები სწრაფად ჩაირბინა.
_ეს არის ის ტაქსისტი?!_თვალები გაუფართოვდა ვერონიკას.
სალომემ გაუბედავად დააქნია თავი.
_და შენ ამბობ რომ სიმპათიური არ არის?!_ჩუმად ჰკითხა ვერონიკამ
_ჰო.. ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ მომწონს ეგეთი ტიპები…_იაუარა სალომემ.
_თქვენი ყავა!_ახალგაზრდა მიმტანმა ბიჭმა დააწყო ჭიქები მაგიდაზე, თავი დაუქნია და ისევ ბარისაკენ წავიდა.
_მიდი ახლა, დაიწყე!_გაუღიმა სალომემ მეგობარს და ცნობისმოყვარე თვალები მიაპყრო.
_ორსულად ვარ!_უცებ ჩაილაპარალკა ვერონიკამ.
სალომე ყურებს ვერ უჯერებდა, ბევრჯერ გაამეორებინა მეგობარს ეს სიტყვები და მაინც, ვერაფრით იჯერებდა. უნდოდა ყველაფერი დეტალურად სცოდნოდა. თუმცა ვერონიკას საყვარელი მისთვის იდუმალებით მოცული, უცნობი მამაკაცი იყო, რომელსაც ცოლ-შვილი ჰყავდა და ამიტომაც მისი სახელი არ უნდა სცოდნოდა.
ორსულობაზე მეტად ის გაუკვირდა ვერონიკა ბაღიდან რომ წამოვიდა.
_კი მაგრამ, რატომ შეგიშლის ხელს ბაღი ორსულობაში?_გაკვირვებული ეკითხებოდა._ ჭორაობით ვერ იჭორავებენ, ქმარი გყავს! ფიზიკურადაც არ ხარ დატვირთული…
_ხომ იცი, რომ ეს ჩემი საყვარელი, ერთ-ერთი ბავშვის მამა… არ მინდა ორსული მნახოს, ასე სჯობს! რაიმე სხვა სამსახურს მოვძებნი…_სევდიანად უპასუხა ვერონიკამ._ახალი ცხოვრება მინდა დავიწყო… ძალიან გთხოვ გამიგე.
_რას სულელობ!_გაეღიმა სალომეს._კაცის მოკვლაც რომ გადაწყვიტო, მაგასაც გაგიგებ!_ხელი მოჰკიდა ხელზე ვერონიკას.
_სულელო!_გაეღიმა ვერონიკას და უნებურად გადმოუგორდა თვალიდან ცრემლი.
_ყველაფერი კარგად იქნება!_უთხრა სალომემ და ცრემლი ცერა თითით მოსწმინდა.
საშინელ ადამიანად გრძნობდა თავს ვერონიკა. უნდოდა ყველაფერი ეთქვა, სიმართლე მოეყოლა, მაგრამ მისი დაკარგვის შიში ამის საშვალებას არ აძლევდა და გადაეწყვიტა ყველაფერი ბედის ანაბარა დაეტოვებინა.
***
ბოლო ორი კვირაა ვერონიკაზე ფიქრები დასჩემდა სოსოს, მისი ნახვის სურვილი ჰკლავდა. ვერ ხვდებოდა რატომ? რა უნდოდა მისგან? საწყალი გოგონა ისე შეაშინა ილიას კი არა საერთოდ კაცს აღარ გაეკარებოდა მეტჯერ. მაინც ვერ ისვენებდა, მიზეზს ეძებდა, რომ ენახა. როგორც ნარკომანს ნარკოტიკი, ისე უნდოდა მასაც ვერონიკას ცისფერი თვალების დანახვა. მის თვალებში მაშინ რაღაც უცნაური დაინახა, რაღაც რაც ასე იზიდავდა.
წინ და უკან დადიოდა ოთახში, მაგიდასთან შეჩერდებოდა ხოლმე, ვისკის მოსვამდა და ისევ გააგრძელებდა სიარულს. საკუთარ თავზე ბრაზობდა, უნდოდა თავიდან ამოეგდო ვერონკიას თვალები, მაგრამ ამაოდ. რაც უფრო მეტად ცდილობდა მის დავიწყებას მით მეტს ფიქრობდა მასზე. იქნებ ეს მხოლოდ ვნება იყო, იქნებ მხოლოდ ვერონიკას სხეულის დაპყრობის ჟინი ჰკლავდა, თუმცა რაც არ უნდა ყოფილიყო ეს, ფაქტი ერთი იყო, მასზე ფიქრები არ ასვენებდნენ!
_უნდა ვნახო!_ხმამაღლა წარმოთქვა და ისევ მოსვა ვისკი.
სასწრაფოდ გადაიცვა მაისური, მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა. უკვე იცოდა სადაც ცხოვრობდა, ვისთან ერთადაც, ისიც იცოდა სალომეს მეგობარი რომ იყო. მანქანა ადგილს მოსწყდა და მალევე აღმოჩნდა ვერონიკას სახლის სადარბაზოსთან.
მთელი ღამე იქ გაატარა, თვალი არ მოუხუჭავს, ხან სადარბაზოს მიშტერებოდა, ხანაც ვერონიკას სახლის ფანჯრებს. დილის შვიდი საათი იყო, სადარბაზოდან ნიკა რომ გამოვიდა. მაშინვე იცნო სოსომ და ახლა უკვე ზუსტად იცოდა რომ ვერონიკა მაარტო იქნებოდა სახლში. დაიცადა, სანამ ნიკას მანქანა ეზოდან გავიდოდა, სწრაფად გადმოვიდა მანქანიდა და სადარბაზოში შევიდა.


----
კიდევ ერთხელ, მადლობთ რომ კითხულობთ...
ვიცი, რომ ვერონიკა დიდად არ მოგწონთ, მაგრამ ყველა პერსონაჟი ანგელოზი ხომვერ იქნება?!
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ არ გეთანხმებით!!
ველი რჩევებს <3



№1 სტუმარი მარო

ვკითხულობ ინტერესით. ცოტა მოცულობა რომ გაზარდო რა მოხდება?
რა ვქნა, შენიშვნისგან თავს ვერ ვიკავებ. შეცდომაა: ,,შიში ამის საშვალებას არ აძლევდა". უნდა იყოს ,,საშუალებას".გაითვალისწინე, მე თქვენთვის ვამბობ ახალბედებო!

 


№2  offline წევრი Evelina

მარო
ვკითხულობ ინტერესით. ცოტა მოცულობა რომ გაზარდო რა მოხდება?
რა ვქნა, შენიშვნისგან თავს ვერ ვიკავებ. შეცდომაა: ,,შიში ამის საშვალებას არ აძლევდა". უნდა იყოს ,,საშუალებას".გაითვალისწინე, მე თქვენთვის ვამბობ ახალბედებო!

გავითვალისწინებ აუცილებლად!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent