შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგვიანებული ვალენტინობა New York-ში (I)


2-01-2016, 15:59
ავტორი tekusia
ნანახია 1 873

არ ვიცი ეს ბედისწერაა თუ ბედის ირონია ,მაგრამ დღეს სამსახურში მისულს „გასაგიჟებელი“ სიახლე დამხვდა .ამერიკაში New york-ის ფილიალში მიშვებენ მინდა თუ არ მინდა მაინც.კაცმა ,რომ თქვას ეს სასიამოვნო სულაც არაა და საერთოდაც უფრო ჩემი ცხოვრების დატერორებაა ,მაგრამ სამსახურს ვერ დავთმობ ,ბოლოსდაბოლოს სიყვარული შევწირე ამ საქმეს.ხომ ზუსტად 4წლის და 8თვის წინ ,როცა ჩემს საყვარელ ადამიანს ჯერ კიდევ სიყვარულს ვეფიცებოდი აეროპორტში და ვპირდებოდი ,რომ უჩემოდ მხოლოდ რამოდენიმე თვის გატარება მოუწევდა დამაწინაურეს და ეს დაწინაურება არ გეგონოთ რაიმე უბრალო .22 წლის ასაკში არავის არასდროს არ მისცემია მითუმეტეს ქალს ასეთი შანსი და მეც „გავები“.ამბიციები ყოველთვის დიდი დოზით მაწუხებდა მიუხედავად იმისა,რომ სულაც არ ვიყავი გასაგიჟებელი ადამიანი.თუნდაც გეგის სიყვარული საერთოდ არ მეკუთვნოდა მე ,მაგრამ რატომღაც მაინც მივიღე .ამას იცით როდის მივხვდი? დილის 6 საათზე ,რომ გავაცილე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი სადღაც სამყაროს მეორე კიდეზე და მე 9საათზე სამსახურში ვიყავი მაკიაჟით შელამაზებული და ვერც ვერავინ ხედავდა ჩემს ნამტირალევ თავლებს.ეს საშინელი გულის ტკივილი კი მთლიანად გადაწონა და თითქმის დამავიწყა კიდეც ჩემმა წარმატებამ.ამას მხოლოდ ქალები გაიგებენ ვიტყოდი ასე,ქალები ,რომლებიც მუდამ იბრძვიან დაიმკვიდრონ თავი ამ სამყაროში.გეგიმ კი ყველაფერი გაიზიარა ჩემთან ერთად,გაუხარდა ,მომილოცა ,გვერდშიც კი დამიდგა და მითრა ,რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა და რომ ამერიკა „მოიცდიდა“.ამერიკამ დიდი ხნით მოიცადა ,იქამდე სანამ საბოლოოდ ორივე სხვა გზით არ წავედით.რომ გითხრათ არაფერს ვნანაობ და არც ჩემი დაკარგული სიყვარული და არც დაკარგული სიცოცხლე მენაკლისება მეთქი მოგატყუებთ.ყველაფერი შევწირე და არასოდეს მიწუწუნია არც ახლა ვწუწუნებ ,მაგრამ მივიღე კი ის რაც მე მართლა მინდოდა?
__ბატონო დავით ,იქნებ სხვას უფრო სჭირდება მსგავსი შეთავაზება ? რატომ მაინცდამაინც მე?
__შენ მთავარი განყოფილების ხელმძღვანელი ხარ და სათაო ოფისიდან მოითხოვეს მე არაფერს შუაში ვარ და ვერც გადაწყვეტილებას ვერ შევაცვლევინებ .ხომ იცი ამერიკელებს არ უყვართ ,როცა არ ემორჩილებიან.
__და მე ხომ აქ თანამდებობა მაქვს ,ჩემს განყოფილებას რა ეშველება უჩემოდ?
__ვიცი რატომაც არ გინდა წასვლა ,მაგრამ რას იზავ იმაზე უარესი არ მოხდება რაც უკვე მოხდა.შენს განყოფილებას კი გიორგი გადაიბარებს.იქიდან ,რომ დაბრუნდები შეიძლება ჩემი ადგილიც კი დაიკავო ასე,რომ უარის თქმის უფლება არ გაქვს.
”Dream For Two”
კომპიუტერთან ვზივარ და ვათვალიერებ ჩემი საცოხვრებელი სახლისა და სამუშაო გარემოს სურათებს და ვერაფერს ვხედავ ,მხოლოდ იმას ვფიქრობ ,რომ მას ასე ვუახლოვდები და რა ? არაფერი...ნუთუ ასე უნდა ვიყო ამდენი ხნის შემდეგ? მე ხომ მასთან შეხვედრის შანსი მაქვს,მასთან ვინც ერთადერთი იყო ჩემთვის და ვის მერეც ვერავის შეყვარება მოვახერხე...არც მიცდია მაგრამ მაინც...ჩვენი გაცნობის დღე გამახსენდა უნივერსიტეტის პირველივე დღესვე შემზიზღდა ...ღმერთო როგორ ვერ ვიტანდი თავისიი ქედმაღლური მზერითა და უსაშველოდ გასაგიჟებელი სხეულით,რომ დადიოდა უნივერსიტეტის ჰოლში და არავის,საერთოდ არავის აქცევდა ყურადღებას. გოგოები კი პირდაღებულები მისჩერებოდნენ ამდენ პატარა ღლაპ ბიჭებში ერთადერთ „დიდ ბიჭს“ იმ დღიდან ყველა ისე ლაპარაკობდა გეგიზე ,რომ ჩემი აგრესია მძაფრდებოდა.მიკვირდა როგორ იყვნენ გოგოები ასეთი ჭკუასუსტები ,რომ მასზე მეტი სალაპარაკო თემა არ ჰქონდათ,თუმცა ახლა რომ ვუკვირდები ბუნებრივიც კი იყო 250 კაციან უნივერსიტეტში სადაც მხოლოდ მდიდარი მამიკოს შვილები სწავლობდნენ და მე და კიდე რამოდენიმე საერთოდ შემთხვევითობის გამო აღმოვჩნდით იქ ,ალბათ ამიტომაც ვერ შევეგუე გარემოს.ბოლოს ჩემმა აგრესიამ ,რომელიც ჩემდა უნებურად ჩამომიყალიბდა მასთან დამაახლოვა და ამაზეც მუდამ მეცინება.უნივერსიტეტის ეზოში ,რომელიც ისეთი პატარა და მოასფალტებული იყო ,რომ ეზოსაც ვერ უწოდებდი ვისხედით გოგოები ,როცა დიადი გეგი გამოჩნდა და საუბარში ჩაერთო.საუბარი გვაქვს პირველ კურსელ მომავალ ფსიქოლოგებს რათქმაუნდა ფროიდზე და მის თეორიაზე ოიდიპოსის კომპლექსის შესახებ ,რადგან 2 კვირაში გერმანელი ლექტორი ჩამოვა და კომფერენციას ჩაატარებს .გეგიმ კი გადაწყვიტა ,რომ ყოვლის მცოდნეა და ფროიდის თეორიასა და ფსიქოლოგიურ მრწმას ხაზი გადაუსვა კი არა აგინა რამის რამაც მე ძალიან აღმაშფოთა და საკმაოდ უცენზურო პასუხი მიიღო.მგონი საერთოდ არ ელოდა ამას ჩემგან კი არა არავისგან და ეს ისე მესიამოვნა მივხვდი ,რომ კიდევ უნდა გამეგრძელებინა .რა ბანალურია არა ? მაგარ ბიჭს ერთი უღიმღამო სტიპენდიაზე მეოცნებე და მონდომებული გოგო,რომ უყვარდება მაგრამ ეს ჩემთვის ისეთივე წარმოუდგენელი იყო ,როგორც ის რომ ბიოფსიქოლოგიას არ დაეწია ქულა სტიპენდიისას.ერთი პერიოდი გეგი აღარ ჩანდა ვინ რას არ ამბობდა,მაგრამ არც ინტერნეტში იყო ხელმისაწვდომი და არც ლექციებს ესწრებოდა,ცოტახანში დამავიწყდა კიდეც და ვნებათა ღელვაც ჩაწყნარდა.
„იმედია აქ ვერ დამინახავს“ იმედით გავემართე ბოლო მაგიდისაკენ და კუთხეშ დავჯექი.ფსიქოლოგიურზე ,რომ აბარემ იმ იმედით მათემატიკას თავს დააღწევ და პირველივე სემესტრში საგანთა ჩამონათვალის თავშია ამაზე მეტი გამართლება რაღა გინდა?ბატონმა შოთამ კი ჩანთაში ღრმად ჩარგულ ჩემს გამოუძინარ სახეს რაღათქმაუნდა მაშინვე მოკრა თვალი და ამხელა ჯგუფიდან სადაც მე ყველაზე კარგად ვიცოდი მათემატიკა (ჰოი საოცრებავ) დაფასთან გამიძახა .დაფასთან ისეთი უსიცოცხლო ნაბიჯებით გავემართე თავმოყვარე ლექტორი უკან გამაბრუნებდა,მაგრამ ღირსეულად დამახვედრა მან ლურჯი მარკერი და წრფივი ფუნქცია.ლექცია სულ რაღაც 35წუთში დასრულდებოდა და სხვა გზა არ მქონდა წერა უნდა დამეწყო,ჩემს ჯგუფელებს კი წრფივი ფუნქციაც ფეხებზე ეკიდათ და შოთას ანტებული თვალებიც სადაც იყო,რომ აფეთქდებოდა.მე ,რომ უკჯვე ბედს შევეგუე და ასე ვთქვათ მუღამშიც შევედი კარი გაიღო და აზრზე ვერ მოვედი ისე აღმოვჩნდი აუდიტორიის გარეთ. გეგის ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული და არაფრის დიდიებით არ მიშვებდა მე კი დებილივით ვუღიმოდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent