ვნების თეორია (სრულად)
მზე ამოდის,ჩადის..ღამდება,თენდება..ისევ თენდება და ისევ ღამდება...ყველაფერი ხდება თანამიმდევრულად,პროცესულად...ცხოვრება მათემატიკას ჰგავს,იგი ზუსტია,თუმცა ხშირად იცვლის ხოლმე გეზს და არაზუტ დაქსაქსულობად იქცევა....ეს ყველაფერი რთულია,მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი უფრო რთულია. მარტოსულობა ყველაზე საშინელი შეგრძნებაა.ეს ის გრძნობაა,რომელიც გჭამს და გულს ბოლოდან გიღრნის,გაანდგურებს და საკუთარ თავს გაძულებს...მარტოსული არ ხართ,თუ საქმე გაქვსო..საქმეს ადამიანის მეგობარიაო...ჰო,მეც ასე მეგონა,მაგრამ ასე არ არმოჩნდა,მე მაინც მაკლდა რაღაც,სკოლიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი,მინდოდა,ვინმე დამხვედროდა,მინდოდა ვინმეს გულში ჩავეკრე...ასე არ ხდებოდა,მე სულ მარტო ვიყავი და სულ ვიტანჯებოდი სიცარიელეში... მშობლები მყავდა,დიახ,მყავდა ოჯახი...სანამ ერთ დღეს უბედურება არ მოხდა...ამაზე საუბარი ახლაც მიჭირს..არ მინდა იმ დღის გახსენება,როცა მანქანაში მყოფთაგან მხოლოდ მე გადავრჩი,ეს ნამდვილად უსამართლობაა..მხოლოდ მე...და მას შემდეგ ვიტანჯები..იმის გახსენებაც არ მინდა,რომ დედაჩემი და ჩემი პატარა და,რომელსაც მუცლით ატარებდა აღარ არიან,არც იმის,რომ მამაჩემის ღიმილს ვიხილავ და მის ხუმრობას ვეღარ გავიგებ...აუ,ეს მტკივა..მტკივა საკუთარი ოჯახი... ამის შემდეგ ჩავიკეტე საკუთარ თავში,გახსნილი და ხალისიანი ბავშვი დეპრესიაში ჩავვარდი...ასე გავიდა ხუთი წელი..მეგობრებიც დავკარგე..არავის სურდა ჩემთან ურთიერთობა..დეპრესიიდან გამოვდიოდი,მაგრამ ესეც არ იყო სახარბიელო...ძალიან მიჭირდა იმის გაცნობიერება,რომ სულ მარტო ვიყავი..რომ ვერავის ვხედავდი ჩემი ცხოვრების ჰორიზონტზე... მხოლოდ ერთი რამ მქონდა და იყო საკუთარი თავი...ღვთისგან დაჯილდოებული ვიყავი სხვებისგან განსხვავებული გარეგნობით...ასევე საკმაოდ საინტერესო ადამიანი ვიყავი,კარგად ვსწავლობდი და ცხოვრებას მაინც ვაგრძელებდი..მარტოსულობას შევეჩვიე და ზოგჯერ მეგონა,რომ ბედნიერი ვიყავი..არ ვიცი ეს რამდენად მართალი იყო,მაგრამ საკუთარი ცხოვრებით ვკმაყოფილდებოდი..განა მქონდა სხვა გზა? განა არსებობდა სხვა გამოსავალი? შეგუება...მე შევეგუე..ადრე სხვებს ვაკრიტიკებდი ამის გამო,მაგრამ ცხოვრებამ მეც დამაჩოქა..მეც შევეგუე... მაგრამ ზოგჯერ რაღაც იცველება...ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა..დავინახე ბიჭი,რომელმაც ცხოვრება თავდაყირა დამიყენა...ის სიმპათიური იყო,მაღალი იყო და ისეთი ათლეტული,რომ მისი შეხება გულს გაგიჩერებდა..მან თავიდანვე მიიქციე ჩემი ყურადღება,მასაც მოვეწონება..ლამაზი გოგო ვიყავი და ეს არც გამკვირვებია... მარტო ვცხოვრობდი,მეტიც მარტოსული ვიყავი...და როცა მომინდებოდა მაშინ ვხვდებოდი ერეკლეს...გათენებამდე დავბოდიალობდით ხოლმე ქუჩებში,თითქმის ყოველ კვირა ვუყურებდით ფილმს,ყოველთვის ერთად ვახშმობდით...ვიცინოდით და ვმხიარულობდით...ის მე მავსებდა..და ბედნიერი ვიყავი..ჩემთვის დავიწყებული იყო თუ რას ნიშნავდა თანადგომა,მეგობრობა,მხარდაჭერა და ეს ყველაფერი ერეკლემ გამახსენა...ის ჩემი სულის ნაწილი გახდა... როცა მისი ბაგეები მეხებოდა,სულ სხვა იყო...არ ჰგავდა ნაძალადევ კოცნას,ეს სულ სხვა რამ იყო..ამ დროს ჩვენი გულები ერთმანეთთან საუბრობდნენ,ამ დროს აღმაფრენას ვაღწევდით...ამ დროს მთელი სხეულით ვკრთოდი და მინდოდა უფრო მჭირდოდ მეგრძნო ერეკლე. ის საოცარება იყო..სულ მაკვირვებდა..მეგობარიც იყო,შეყვარებულიც...ის ყველაფერი იყო..მიკვირდა რატომ იყო საჭირო ბედნიერებისთვის ასეთი ცოტა... არა,ეს ბევრი იყო! ის ყველაფერი იყო! -თამო....რა ლამაზი ხარ!-წამეთამაშა თმებზე. -რამე გინდა?-ვკითხე ღიმილით. -კი..მაკოცე... -რომ არა...-დავეჯღანე.. -დაგახრჩობ და მერე შენს სურნელში თავადაც დავიხრჩობი.. -მოდი აქ! -იცი, დღეს ყველაზე მაგარ პროეტქში ვიღებ მონაწილეობას... -რა? შენი წიგნი დაბეჭდეს? -კი,თამო.. -გილოცავ... -პირველს შენ უნდა წაგაკითხო.... -რა? -ჰო..მიყვარხარ,პატარა.. -არ ვარ პატარა...მხოლოდ რამდენიმე წლით ვარ შენზე პატარა.. -ჰაჰჰაჰა...-გადაიხარხარა ჩვეულად. -თამო,მაგიჟებ.. -ერეკლე,სულ მაწითლებ.. -არ წითდდები.. -ეს ლიტერატურული ხერხია.. -თამო,მოდი აქ... -რა გინდა? -უნდა ჩაგკოცნო! -მოდი აქ! -რა იყო? -ხელი უნდა მომიწერო.. -რა? -შენ ხარ ჩემი მუზა და ეს ყველამ უნდა გაიგოს.. -ერეკლე... -ნუ გიკვირს...ჩვენ მსოფლიოს დავიპყრობთ. -მე ერთი უბრალო სკოლის მოსწავლე ვარ,რომელმაც ნორმალურად ისიც კი არ იცის რა უნდა. -არა,შენ მწერალი გახდები.. -რა? მე თემასაც კი ძლივს ვწერ.. -გახდები..მაგას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. -ერეკლე.. -შენ დაწერ...ჩემზე დაწერ,დაწერ,რომ გაგიჟებ...დაწერ,რომ გინდივარ.. -მაგრამ მე?!-დავიბენი.. -კარგი ჰო..უბრალოდ იმის თქმა მინდა,რომ დაწერ ყველაფერს,რაც გაგვიკეთებია და რაც გინდა რომ გავაკეთოთ. -რა იყო? მაბნევ.. -ჰო და მერე.. -ერეკლე...იმაზე წერა უფრო ადვილია,რასაც გრძნობ თუ პირიქით... -არ ვიცი,თამო...არ ვიცი...გააჩნია.. -მაბნევ... -უბრალოდ სცადე... ის საოცარი ადამიანი იყო..მართლაც დამაწერინა რაღაც და მერე მართლაც მწერალი გამხადა...საქართველოდან წავედით,ორინევი უცხოურად ვწერდით,ზოგჯერ ამბობდა ქართული მენატრებაო,მაგრამ მაინც არ ვაპირებდით დაბრუნებას...არ გვინდოდა გვეცხოვრა დაუფასებელ ქვეყანაში... ზოგჯერ ქართულ სიტყვებსაც შევურევდით ხოლმე საუბარში...ქართული მიყვარხარ მომენატრაო-ამბობდა და მეც ვეთანხმებოდი.. მერე დავქორწინდით სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ..ბედნიერი ვარო-ამბობდა,ქართველები ერთად ცხოვრების გამო გაგვრიყავდნენო...ორივემ ახალი მეგობრები შევიძინეთ...აღარ ვიყავით მხოლოდ მე და ერეკლე..თუმცა ხშირად განვმარტოვდებოდით ხოლმე და შეხვედრის პირველ დღეებს ვიხსენებდით. ერთხელ ეროტიკული წიგნი დავწერე,“ვნების თეორია“ ერქვა...მახსოვს როგორ ვფრთხიალებდი,როცა საუკეთესო ათეულში მოვხვდი..და მერე ქვეყნის „ბესტესელერადაც“ აღაიარეს...ერეკლე ამბობდა,ხომ გითხარიო...ეს იყო პირველი ხომ გითხარი,რომელიც მესიამოვნა..ეს ხომ გითხარი,ალბათ,არც არასდროს დამავიწყდება... ამ წიგნით საკმაო ფული დავაგროვეთ...რამდენიმე მილიონიანი ბიზნესი წამოვიწყეთ და მერე საკმაოდ კაპიტალიც ჩაგვივარდა ხელში...მოგზაურობას მივყევით ხელი და ჩვენს სიხარულს უფრო ვაათმაგებდით. -ისევ იმ მუსიკას მოვუსმინოთ. -რომელს?-ვკითხე არადა პასუხი თავადაც ვიცოდი. -იმას,რომელსაც პირველ პაემანზე მოვუსმინეთ. -კარაოკეზე?-გამეცინა. -ჰო,ძალით რომ აგიყოლიე. -ერეკლე.. -მიდი რა... -ის უკვე მოძველდა.. -სიყვარული არ ძველდება,თამო.. -და ვნების თეორია? -არც ის....ვნება ეს ვნებაა! -კარგი. და ისევ გაისმა „Feel so close.“ ამ მუსიკასთან ერთად ჩემი გულიც გადმოტრიალდა ისე,როგორც ერეკლესთან პირველ შეხვედრის დროს.. -ეს მუსიკა უკვდავი ისე,როგორც ჩვენი სიყვარული-გულში ჩამიკრა და ყურში რაღაც ჩამჩურჩულა...ეს სიტყვები ჩემთვის იმდენად ძვირფასი იყო,რომ გულის გარეთ არასდროს ვუშვებდი.. -იცი,რაღაც გვაკლია?-სახლში მოსულს კარებთან დამხვდა. -რა?-გაკვირვებულმა ავათვალიერე მისი მშფოთვარე ნაკვთები. -ბავშვი.. -მართლა?-გამიხარდა..სახეზე მოულოდნელობით გამოწვეული გრძნობები დამეხატა. -ჰო,ოღონდ მერე ვეღარ დალევ ხოლმე.. -როდის ვსვამ? -ისვიათადაც ვერ დალევ,თამო.. -ახლავე ვცადოთ.. -მოდი აქ!-თმებში შემოცურა ხელი.. -ჩვენს ვნების თეორიაზე იფიქრე..-მკვნესარე ხმით ჩავჩურჩულე ყურში. -არ მჯერა! -რა! -მეოსამე გვემატება,ერეკლე.. -მიყვარხარ..-ტუჩებით დამაცხრა... -არ გაგვგუდო... -კარგად გამოგდის... -გილოცავ,დედა გახდი... -მამიკო..-სიცილი ამიტყდა. -ნუ იცინი,ნაკერები გაგეხსენება. -საკეისრო..სულ დამავიწყდა. მეტი შვილი ვერ გეყოლებათო,მაგრამ ეს სულ არ გვადარდებდა...ჩვენი პატარა დაჩით ბედნიერები ვიყავით..გვიხაროდა მისი არსებობა და არც არაფერს ვაკლებდით...მასთან ერთად ვმოგზაურობდით ხოლმე...მასთან ერთად ვატარებდით დროს და ბედნიერები ვიყავით..სულ სხვაგან,საქართველოსგან შორს...სულ არ გვახსოვდა,რომ სადღაც არსებობდა პატარა ქვეყანა,რომელსაც თითოეული ეროვნების ადამიანი „ჯორჯიად“ მოიხსენიებდა... -დედაჩემი მწერალია და მამაც..-დაჩიმ ენა აიდგა თუ არა,ყველას ამას ეუბნებოდა. -ჰო,დედაშენი საამაყო ქალია..-ამაყად გამომხედავდა ხოლმე ერეკლე და ვნებიანად მაკოცებდა. მაგრამ ერთ დღეს ერეკლეს უბედურ შემთხვევაში მოჰყვა.. შენობი აფეთქევის დროს შიგნით აღმოჩნდა...სწორედ ვავაჭრო ცენტრში იყო,როცა ის ფეთქდებოდა...და მისი გულის ცემა შენელდა.. -მისმინე...გაიხსენე,რაც გითხარი..-მეუბნებოდა სულთმობრძავი. -მისმინე..გამაგრდი..-ხელზე ვუჭერდი ხელს. -მიმღერე ის მელოდია...გითხარი,რომ ის მელოდია უნდა გემღერა,როცა მოვკვდებოდი..შენი ხმა იმქვეყნად უნდა წამეღო.. -არ მოკვდები!-ვიმეორებდი დაბეჯითებით. -მიმღერე,თამო.. და ვუმღერე...მან ვერ გაუძლო...ვწუხვართ,უმძიმესი მდგომარეობა იყოო... -არ არსებობდა იმედი!-ეს სიტყვები ახლაც ჩამესმის. -ეს რამდენი წლის წინ იყო? -მაშინ მხოლოდ ხუთის იყავი,აჩი...-ვუთხარი უკვე თვრამეტი წლის შვილს და მისი თავი გულში ისე ჩავიკარი,როგორც პატარაობაში. -დე...ის წიგნი უნდა წამაკითხო.. -ვიცი,რომ გიყვარს და იბრძოლე...იმ გოგოს შეუყვარდები,შვილო!-თვალებში ჩავხედე და ცრემლიანი თვალებით გავუღიმე. -დე,მომეცი..უნდა წავიკითხო. -“ვნების თეორია“-წაიკითხა წიგნის სათაური დაჩიმ და ცრემლები გადმომცვივდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.