შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის თეორია (6)


2-01-2016, 21:02
ავტორი N7
ნანახია 1 877

VI.
ასეც ხდება. არა, სულ ასე ხდება. ვინც ყველაზე მეტად გვაფასებს, მის მიმართ ვიჩენთ უკიდეგანო უმადურებას ხოლმე. და მერე გვიკვირს: ჩვენო? დიახ, ჩვენ, ადამიანები, უმადურების მწვერვალზე ვდგავართ. არ გვინდა მადლობა ვუთხრათ მათ, ჩვენს დამფასებლებს, თუნდაც იმისთვის, რომ ერთობ სანუგეშოდ ამოგვიდგნენ მხარში, როცა გვჭირდებოდა. შეიძლება არაფერია, მცირედათ გვეჩვენება მათი თითო სიტყვა, ჩვენთვის დახარჯული, მაგრამ, რომ დავუფიქრდეთ, ვიმსახურებთ კი?
ასე დაემართა ქეთასაც. მართლაც არავითარი ვალდებულება ეკისრა გაბრიელს. ის იქ იჯდა, მისთვის მხოლოდ, უკრავდა, თითოეულ წამს უკრავდა და ეს ყოველი მელოდია მხოლოდ ადამიანისთვის, რომელსაც არც კი იცნობდა. ო, რამხელა უმადურებაა იჯდე ხელებჩამოყრილი, ყურებჩამოყრილი და ცხვირჩამოშვებული მაშინ, როდესაც შენთვის ყოველ წამს, შეუჩერებლად უკრავენ...
აივანზე გავიდა ქალი და ხელისგულები ცივ მოაჯირს შეახო. ისეც მთელ სხეულში დენი უვლიდა, ახლა მეტად გააჟრიალა. დაეყრდნო გაყინულ მოაჯირს, გაყინული არსებით და სუნთქვა შეწყვიტა. ხვდებოდა შეცდომას, მეტ–ნაკლებად.
მიუახლოვდა. უკვე მის სხეულთან ძალიან ხმოვან მელოდიას გრძნობდა. კლავიშებს, დახშული ხმით რომ გაჰკივიან და მაინც ასე სასიამოვნოდ ჟღერადობენ, გრძნობდა მისი არსება. მეტად მრავლდებოდნენ სხეულში ჭიანჭველები.
– ხვდები, რამხელა კავშირია თითოეულ ამოსუნთქვაში? – უჩურჩულა ყურთან ახლოს და წელზე შეუცურა ხელები.
– შენ მომკლავ, – ამოიჩურჩულა საწყლად და მოაჯირიდან აღებული თითები მამაკაცის ასევე გაყინულ თითებს შეახო. თავი უკან გადასწია და მის მხარზე ჩამოდო.
– შეხედე... ეზოში წყვილი მისეირნობს, – ამოიჩურჩულა, – ოღონდ თავი არ ასწიო.
– აბა, როგორ შევხედო? – გაეღიმა და მეტად კომფორტულად მოთავსდა.
– ნუ შეხედავ, არცაა საჭირო. უბრალოდ, მინდა, რომ მათ არ დავემსგავსოთ.
უსიამოვნო შეგრძნება გაუჩნდა. დაუკმაყოფილებელი. ან სრულებით ვერ ჩასწვდა მამაკაცის ნათქვამს, ან სრულებით ჩასწვდა და სწორედ ეს გახლდათ პრობლემა.
– ანუ, წყვილი ნუ ვიქნებით?
– წყვილი... სასაცილოა, – მის ყელთან ჩაიცინა და გავარვარებული ჰაერი შეაფრქვია. – ვგავართ კი ადამიანები წყვილ ჩუსტებს?
ქეთასაც ჩაეღიმა. ახლა უკვე ხვდებოდა.
– წყვილი ჩუსტი, წყვილი წინდა, წყვილი ხელთათმანი, წყვილი ფურცელი... მაგრამ წყვილი ადამიანები? – ახლა უკვე ხარხარებდა. მისი ვიბრაცია ქალს გადაეცემოდა და ისეც სიმივით დაჭიმულს უარესად უჭიმავდა სხეულს. – ჩემსა და შენ შორის სხვა კავშირია, უფრო დიდი, ვიდრე მათ შეუძლიათ ამის აღქმა. შეუძლებელია ვიფიქროთ დაწყვილებაზე მაშინ, როდესაც ჩვენ ერთ მთლიანობად გარდავიქმენით. საკმარისია ისუნთქო შენ, მე აღარ ვსუნთქავ. და – პირიქით. შეუძლებელია იარსებოს ამაზე დიდმა კავშირმა ბუნებაში, ვიდრე ეს ჩვენ შორის წარმოიქმნა. ჩვენ ვერასოდეს დავემსგავსებით სხვებს. ნუ იოცნებებ.
ქეთა გრძნობდა ამ სიტყვებში ჩადებულ მთელს მის არსებას. გრძნობდა, რომ მართალი იყო. და თურმე ამ სიმართლეშიც რამხელა ტყუილი მიძინებულიყო, როგორც ყველა სხვა დანარჩენ სიმართლეში, რასაც ოდესმე ბუნებაში ამოუსუნთქავს.
***
საღამოს გოგოები ამოვიდნენ ქეთასთან. ნიაკო თავის თორნიკესთან ერთად ამოვიდა, მარიამი გუკასთან, ანა კიდევ ლევანი ექიმის ფიქრებთან ერთად. შამპანური და ტკბილეული ამოიტანეს. აბა, სად ეცალა ქეთას, თავის თავთან დაპირებების ასასრულებლად? გაბრიელმაც ერთი ფეხით გაასწრო ქალის მეგობრებს. სიმართლე რომ ითქვას, არ სურდა ქეთას გაემხილა ეს ყველაფერი. ერთის მხრივ იმიტომ, რომ თავადაც ვერ გარკვეულიყო ეს რა იყო, მეორეს მხრივ კი ეგოისტურად ეგონა, წილში ჩაუდგებოდნენ. არადა, რა იყო საწილო?
ჩვეულებრივი საღამო იყო, სხვა საღამოებისგან არაფრით განსხვავებული. მალე დაიშალნენ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეხვეწა ქეთამ: დარჩითო.
ის იყო თეფშების გარეცხვას მორჩა, რომ კარზე დააკაკუნეს. იცოდა, რომ ნებართვას არ ითხოვდა გაბრიელი არასდროს, ისე შემოდიოდა სახლში. არ გაუხედავს, ისე დააღო. სიხარულისგან გაბრწყინდა, ზღურბლს იქით მდგარი ირაკლი რომ დაინახა. ხელები გაშალა და კისერზე ჩამოეკიდა მამაკაცს. ვერ მოისიყვარულა, მაგრამ რომ მოიბეზრა, უკან დაიხია და ფართოდ გადგა, გზა დაუთმო, თითქოს ვერ გამოეტევოდა ისე.
ხასიათზე ვერ ჩანდა. პირ–სახე ჩამოსტიროდა. ქურთუკი გაიხადა, ტალახიანი ფეხები უკან დაბრუნებით, ნოხზე გაიწმინდა და მისაღებისკენ აიღო გეზი.
არ დასჭირვებია ბევრი ფიქრი და ტლიკინი ქეთას. თაროდან ვისკი და ჭიქები გამოიღო, ხილი ახლოს მოაჩოჩა და სავარძელში ჩაეშვა. ვისკის ბოთლს თავი მოხადა. ცხვირში მოუღატუნა ამოვარდნილმა სუნმა. შვიდი წლით უკან დაბრუნდა, ისევ სტუდენტად, ჯერ კიდევ ახლად რომ იწყებდა ურთიერთობას ირაკლისთან.
სავსე ჭიქა მიუცურა. მამაკაცს ნერვიულობისგან გაწითლებული სახე თითებში მიემალა. როგორც იგრძნო ვისკის მწარე სუნი, მაშინვე ამოსწია სახე, თითები გამჭირვალე, სქელ ჭიქას შემოხვია და უთქმელად გადაკრა. ჩაუწვა და ჩაიტანა, მაგრამ ნასიამოვნები მეტად ჩანდა ამ ფაქტით, ვიდრე პირიქით.
– მომენატრე, – ამოიჩურჩულა სასხვათაშორისოდ.
– მეც, – უთხრა და არ დაუმატებია სხვა, რადგან მამაკაცმა ამით შესავალი გაუკეთა სათქმელს, კითხვა აღარ იყო საჭირო.
– ქეთ, შენ ხომ იცი, როგორ გაფასებ არა?! ვიცი, რამდენად გაგიჭირდება ახლა, რადგან პირველია შენთვის... ჰო, ვიცი. მაგრამ მერე მეტად გეტკინება. ჩამოშორდი გაბრიელს... – როგორც სჩვეოდა, ახლაც დიდი სისწრაფითა და მოკლე ტექსტით გამოხატა თავისი კეთილი აზრი.
მთელი სხეული აეწვა. ეგონა გულს ყელზე ვიღაცამ მოუჭირაო. ჯერ, საიდან იცოდა მათ ურთიერთობაზე და მერე რატომ ასე დაჟინებით, ყველაფრის გარეშე?
ვისკი სწრაფად გადაკრა ქალმა. თავში დაუარა მაშინვე, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, ვიდრე ირაკლის სიტყვები. კიდევ შეივსო ჭიქა, წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
– რატო? – დასვა კითხვა, რომელიც ამ სიტუაში აუცილებელიც კი იყო. მერე რა, რომ აქამდე არასდროს მოუსმენია ეს სიტყვა ირაკლის?!
– ქეთ... დამიჯერე, ვიცი რას ვამბობ, – მოკლედ მოჭრა.
ქალმა ცოტა მოწრუპა, გაყინული ხელი საპირისპირო მხარეს, წელზე მიიჭირა და მეორეს იდაყვი კი ამ ხელის თავისუფალ სივრცეზე ჩამოდო. ცრემლები ახრჩობდა.
– ირაკლი... – ამოიჩურჩულა ძლივსგასაგონად, მაგრამ ზუსტად იცოდა, ყველაფერი ესმოდა, უთქმელიც კი. – ჩვენი კავშირი არაა ჩვენზე დამოკიდებული.
– შეიძლება გრძნობა არ იყოს, მაგრამ კავშირი ნამდვილად არის.
– გთხოვ, მითხარი, რა ხდება? – ხმაში თრთოლვა შეეპარა. თრთოლვა, რომელმაც მეტადრე მოიცვა მისი არსება.
– მე კი გთხოვ, რომ დამიჯერო! – სიმკაცრე დაეუფლა. ჰო, დაეუფლა.
– ვერ დაგიჯერებ. ამჯერად ვერა, – კატეგორიული გახდა ისიც.
მამაკაციდან მზერა კედლისკენ გადაიტანა და სიცარიელით გაჟღენთილ სავსე სივრცეს მიაშტერდა. იგრძნო, როგორ ადგა და წავიდა. კარის კი არ გაიხურა, მთელი ძალით გაიჯახუნა. შორიდანაც იგრძნობოდა მძიმე ნაბიჯები და მძიმე სუნთქვა.
ფანჯარა გამოაღო. დამძიმებულ ჰაერს ვეღარ გაუძლო და ცივს ქარს მიაგება სახე.
***
მთელი ღამე ცდილობდა დამშვიდებას და დაძინებას, მაგრამ არც ერთი ეკარებოდა მის სიმივით დაჭიმულ არსებას. ბორგავდა საწოლში და ეჩვენებოდა, რომ ვერ გაუძლებდა. ეს ღამე გაათენებდა. თუმცა როდის იყო, რომ დაძაბულობა არ თენთავდა ადამიანს და არ აიძულებდა ძილს?!
სჯობდა არ ჩასძინებოდა... სჯობდა გაეთეთრებინა ღამე, თუმც არ დაძინებოდა. უკვე ვერ იტანდა თავის ამ უნარს...
*მირბის. ტყეშია. ძალიან დიდი სიჩქარით მიიკვლევს გზას, რომელიც არ ეცნობა. ფეხებში ტოტები ტკაცუნობენ და წამოზრდილები კი სახეზე ეხეთქებიან. მალ–მალე იხედება უკან, თუმც ვერაფერს ხედავს ნისლის გარდა. ფეხებქვეშ მაგარი მიწა უცბად ტალახად იქცევა და ბალახები კი მის კოჭებს ეხვევიან. იბრძვის დაიხსნას თავი, მაგრამ არ შეუძლია, ბალახები ძლიერად ექაჩებიან თავისკენ. ეს ტალახიც პრობლემად იქცა... ცდილობს და უკანასკნელად ებრძვის ბედს, ასეთი აუტანელი რომ გახდა. დაბლა იხედება. თითქოს ირგვლივ ყველაფერი ნათდება და დაბლაც სახე ჩანს. ესეთი ცნობილი ნაკვთები... აკვირდება და გაოცებისგან თვალები უფართოვდება. ტალახის პირს ხსნის გაბრიელი და საბოლოოდ ყლაპავს. ვეღარაფერს ხედავს და აზროვნებასაც კარგავს.*
სულ მთლად ოფლში მცურავს გაეღვიძა. გარეთ დღეს გაეხილა თვალები. მკრთალი ნათელი იპარებოდა სარკმელში. შუბლზე თითები ჩამოისვა და სიზმარზე დაფიქრდა. ასეთი ორდინალური არაფერი დასიზმრებია. ორდინალური და თან ასე ნათელი. უბრალოდ, ჩააფიქრა იმან, იყო სიმართლეს მოწყვეტილი მტევანი სიზმარი თუ უბრალოდ ირაკლის სიტყვები ჩაჰყვა?..
სიზმრის თეორია (6)

***
გილოცავთ ბედობას ტკბილებო.
სულ ღიმილი დაგბედებოდეთ.
მიყვარხართ და დაგვიანებისთვის ბოდიში.



№1 სტუმარი marikuna

შენც გილოცავ ყველაფერს ერთად wink love გისურვებ ასეთი გემრიელი და კარგი ისტორიებისთვის მუზა სულ გქონდეს,კიდე შენი ყოველი დღე ისეთივე ბედნიერი იყოს,როგორიც ახლა მე ვარ ამ ისტორიის კითხვისას(ანუ უზომოდ ბედნიერი). wink ძალიან საინტერესო თავი იყო,დამაფიქრებელი...ამიტომაც ველი შემდეგ თავს სულმოუთქმელად,იქნებადა გაირკვეს რამე.კიდევ ერთხელ ვიმეორებ,რომ მომონს ის მუხტი და მუცელში მოღიტინე რაღაცნაირი შეგრძნება,ამ ისტორიის კითხვისას რომ მეუფლება. ველი შემდეგ თავს love love

 


№2  offline წევრი N7

marikuna
შენც გილოცავ ყველაფერს ერთად wink love გისურვებ ასეთი გემრიელი და კარგი ისტორიებისთვის მუზა სულ გქონდეს,კიდე შენი ყოველი დღე ისეთივე ბედნიერი იყოს,როგორიც ახლა მე ვარ ამ ისტორიის კითხვისას(ანუ უზომოდ ბედნიერი). wink ძალიან საინტერესო თავი იყო,დამაფიქრებელი...ამიტომაც ველი შემდეგ თავს სულმოუთქმელად,იქნებადა გაირკვეს რამე.კიდევ ერთხელ ვიმეორებ,რომ მომონს ის მუხტი და მუცელში მოღიტინე რაღაცნაირი შეგრძნება,ამ ისტორიის კითხვისას რომ მეუფლება. ველი შემდეგ თავს love love

დიდი მადლობა თბილო და ტკბილო❤❤❤
თქვენთვის მუზა მუდამ მექნება! ასეთ სიტკბოებას რომ ვკითხულობ, აბა ისე როგორ?❤❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

ჯერ ის წინა თავის უსიამოვნო დიალოგი, ახლა ირაკლი.
რა ჯამდაბა ხდება?
ძალიან არ მინდა, რომ გული დამწყდეს.
იმდენად ლამაზია ეს ისტორია თავისი ნოტებითა და წაკითხული მელოდიებით, რომ უხეში ოქტავებისთვის მენანება.

 


№4  offline წევრი N7

lullaby
ჯერ ის წინა თავის უსიამოვნო დიალოგი, ახლა ირაკლი.
რა ჯამდაბა ხდება?
ძალიან არ მინდა, რომ გული დამწყდეს.
იმდენად ლამაზია ეს ისტორია თავისი ნოტებითა და წაკითხული მელოდიებით, რომ უხეში ოქტავებისთვის მენანება.

მგონი ჩემს მუზას იმის ხაზგასმა უნდა, რომ ცხოვრება როიალზე დაკრული მელოდიასავით აწყობილი არაა.. არ ვიცი, მეც არ მინდა გული დამწყდეს..
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline წევრი ფორთოხალი

ვგიჟდები შენზე. მართლა.
აივანზე დიალოგმა ჩემი 505 გამახსენა რატომღაც. არ ვიცი, რატომ.
ძალიან მძიმე თავი იყო და მალე თუ არ წავიკითხე გაგრძელება, შეიძლება რაღაც დამემართოს. :)

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

საოცარი ისტორიააა. მელოდიასავით აწყობ სწორედ და სიმებივით ნელ-ნელა აკორდეონით ჩაგვესმის თითქოს ყოველი ბგერა.
მე ასე ვარ და... love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Gilocav dzalian magari istoriaa meti ra unda tkvas adamianma ar vici piradad me lapatakis survili mekargeba.ucnauria ragacnairad magram sasiamovno♡♡♡

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაი... არ მახსოვდა ეს წაკითხული რომ მქონდა, ეს თავი. თან ვკითხულობდი და თან ნოსტალგიას ვგრძნობდი. მომწონდა მისი მელოდია, მოცარტის სიმფონია უფრო ჩამესმის ხოლმე გაბრიელის მუსიკის დაკვრაზე, მოცარტი მაინც ჩემია ^_^
ჰოდა, მეორედაც ასე სიამოვნებით წავიკითხე და ჩემი კომენტარი რომ ვნახე მივხვდი წაკითხული მქონია.
პირი დავაღე ამ შეუდარებელი თავის ასე სულმოთქმით ჩამთავრების მერე. საოცარი იყო... და შენ ხარ საოცარი მარიააამ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent