შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის თეორია (4)


28-12-2015, 15:37
ავტორი N7
ნანახია 2 144

IV.
ბინდი ნელ–ნელა შემოცურდა ქალაქის თავზე, შეხსნა პირი უზარმაზარი გველეშაპივით და გადაყლაპა უმწეო კრავი – დღე. ისევ ძველებურად არხევდა სიო ლამის ფანჯარაში შემომხტარ უფოთლებო ტოტებს. და, მიუხედავად იმისა, რომ პალატაში საოცრად ცხელოდა, ძვლები ეყინებოდა ქეთას და კანკალებდა. თითქოს ახლა ქუჩაში იდგა, სრულიად შიშველი და სახეს უშვერდა ტალღებად მქროლარე ქარს. მისთვის სუსტი წერტილი იყო ღამე. ან კი, ვისთვის არა, რო?!. როგორც იტყვიან, ღამე რთულია ყველაფერს ისე უყურო, როგორც დღისით. და არ აქვს მნიშვნელობა შენს მორალურ სიძლიერეს, მაინც შეგაშინებს საწოლის ქვეშ მოსრიალე გველი, რომელიც კანში კი არა, პირდაპირ სულში გიძვრება და სულის თითოეულ ძვალს, არა – ბუმბულს, გიღრღნის. აბა, სადა აქვს სულს ძვლები. ის ხომ ასეთი თხელი ფენის ბუმბულებისგან შედგება, რომელთაც შეუბერავ და ჰოპ, გაგიფრინდებიან შორს...
ყურსასმენებში ბეთჰოვენის „მთვარის სონატა“ ისმოდა. თითქოს ისიც გველებივით სულში გიძვრებოდა, მიცოცავდა და, როგორც სისხლი ფართოვდება,ისე გიფართოვებდა ბილიკებს ბუმბულის გზებში.
მუსიკა ჩაწყნარდა, მაგრამ თითქოს გრძნობდა, კიდევ სადღაც უკრავდნენ იმავეს. გრძნობდა არა, უფრო ჩაესმოდა. შორიდან, ნაწყვეტ–ნაწყვეტად. მერე ჩუმი ფაცაფუცი იჭრებოდა სიჩუმეში, მეზობელი პალატებიდან იშლებოდა ხალხი. ისმოდა კარის გაღების ხმა, ოდნავ რომ ჭრიალებდა, ძლივს გასაგონად. და ბოლოს გაოცებისგან ამოსული დაბალი ტონალობის ბგერები. წამოდგა. წინათგრძნობა ჰქონდა, მოგეხსენებათ, საოცარი, და ზუსტად იცოდა, ვიღაც უკრავდა ან დაბლა სართულზე, ან მთლად უარესი – ეზოში. წამომდგარს გვიანღა დაუარა ტკივილმა მთელს სხეულში, ასე მეტასტაზებივით რომ მოედო. სიცხელემაც ტვინში მიუკაკუნა, მაგრამ არ შეჩერებულა, სიკვდილამდე უნდოდა ინტერესის დაკმაყოფილება, რომელიც როიალისკენ მიიწევდა. ასე მცირე ხანში, ამდენი დამთხვევა?
არადა, მთელი დღე ერთზე ფიქრობდა: რეალობა იყო კლასიკოსი მამაკაცის სტუმრობა და ბოდიში თუ სიზმარი, ასეთი ცხადზე ცხადი? არა, ნამდვილად ხედავდა სიზმრებს, მერე რეალობაში რომ სრული სიზუსტით მოფრინდებოდნენ ხოლმე, მაგრამ მთვარეულობის ფაქტზე არასდროს გამოუჭერია საკუთარი თავი.
ახლა კი... ახლა ის აქაც იყო. არა, მთავარია, რომ იმ მომენტში ის ზუსტად იქ იყო, სადაც საჭიროება მოითხოვდა. იყო და თან როგორი ორიგინალურობით... როიალი საავადმყოფოს ეზოს ცენტრში, პალატის გასწვრივ დაედგა, პროჟექტორი აქეთ–იქიდან ანათებდა და, ყველაზე მთავარი, ის იმ სონატას უკრავდა სწორედ, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ უსმენდა და ზოგადად, რომელსაც ეთაყვანებოდა ბავშვობის მერე.
სასიამოვნო ჟრუანტელმა მთელს სხეულში დაუარა. ზედმეტადაც კი საამო იყო ეს სიტუაცია, მაგრამ საფიქრალიც. რატომ, რატომ დასდევდა ეს მამაკაცი? რა მოვალეობა ჰქონდა? რა ვალდებულება ეკისრა? არც არანაირი, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ ის ყველგან სწორედ საჭირო დროს იყო... იყო და ეჭვებიც თავისთავად დაფრინავდნენ ქეთას გონებაში და უღრღნიდნენ მას.
სონატა დამთავრდა, მაგრამ ეს ბოლო ნოტი მრავალწერტილს მეტად ჰგავდა, ვიდრე წერტილს, წინადადების ბოლოს. მამაკაცმა ხელები მუხლებზე დაიწყო და უძრავად დაჯდა. თითქოს აღარც სუნთქავდა. თითქოს ბოროტმა ჯადოქარმა ჯოხი მოიქნია და საბოლოოდ გააქვავა. სიბოროტე იყო პრინციპში ამის დასრულება... ამ ნიჭის, რომელიც ყოველ ნოტს ერთ ვაკუუმში აქცევდა, არათუ ფანტავდა ჰაერში.
პალატის კარზე დააკაკუნეს და ფანჯარასთან მდგარმა გაკვირვებით მიხედა სტუმარს. პატარა ბიჭი იყო, ხელში გეორგინების თაიგული ეჭირა და ყბამონგრევით იღიმოდა. ხელები გაცრეცილი ჰქონდა, თითოეულ თითში მტვერი სქელ ფენად ჩარჩენოდა და თვალებში ის სხივი უკრთოდა, რომელიც მხოლოდ მისნაირებს უკრთით: სათუთი, უბოროტო...
– თქვენთან გამომატანეს! – ღიმილით, უხერხული, გაუბედავი ნაბიჯებით წამოიწია წინ და აბურდულ საწოლზე დაუტოვა გეორგინების ულამაზესი თაიგული. შემდეგ მეტი გამბედაობით მიტრიალდა და ისევე გაუჩინარდა, როგორც შემოვიდა – თითქოს არც მოსულიყოს.
გაეღიმა და ემოციებით სავსეს ტირილი მოუნდა. ტირილი ბედნიერებისგან, ტირილი გულწრფელობისგან. გაოცებისგანაც. შეუძლებლად ეჩვენებოდა ზამთრის პირზე ზაფხულის ყვავილის მონახვა და ვიღაც, უცხო ადამიანისთვის ჩუქება.
ისევ ფანჯრისკენ მიტრიალდა და ის იყო ცარიელ ეზოს მოავლო თვალი, კარი კიდევ ერთხელ გაიღო. არ შეშინებია, გული კი აუქროლდა, მაგრამ ეს არ იყო უცხო სტუმრისგან გამოწვეული შიში. მეტადრე ეკუთვნოდა უცნობი ნაცნობისთვის თვალებში ერთხელ ჩახედვის შიში. რატომღაც ეგონა, რომ მამაკაცის თვალები ჭაობი იქნებოდა, თავისკენ მიიზიდავდა და ჩაითრევდა, სიღრმეებისკენ.
– მოგეწონა? – მის სიახლოვეს დაიჩურჩულა.
– რატომ? – ტუჩებს ძლივს აიძულა მოძრაობა და ჩახლეჩილი ხმით ამოიჩურჩულა კითხვა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში უტრიალებდა თავში. მთელს სხეულზე მოედო ჟრუანტელი და დენის დარტყმასავით, ყალყზე დაიყენა თითოეული ღერი თმა.
– ვერ ხვდები? – უპასუხა უემოციოდ.
– რას? – შეშინებულმა გაიხედა მარჯვნივ და მამაკაცის მკერდს შეაჯახა პაწია ცხვირი. ვერ გაბედა, ვერაფრით შეძლო ზემოთ აეცოცებინა მზერა და შეეხედა მისი სახისთვის.
– იქნებ ოდესმე მიხვდე რასაც... – ამოიგმინა და წასვლა დააპირა.
– მოიცა! – მაჯაზე თითები შემოხვია და ძლიერად დაქაჩა თავისკენ. არა, ეს არ იყო გააზრებული ქმედება. სპონტანურს კი მიეწერებოდა, ნამდვილად.
– რა? – ჩამოხედა მის წითლად შეფერილ თმას, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ცეცხლი ეკიდაო.
– დარჩი.
– დავრჩე? – გაუკვირდა, გულწრფელად.
– ჰო... – ამოიჩურჩულა მკერდის სიახლოვეს და ნელა მიადო მის ურითმოდ მობაგუნე გულს, ისეთ შთაბეჭდილებას რომ დაგიტოვებდათ, თითქოს სადაცაა გაჭრის ბარიერს და ხმაურით შეეგებება ჰაერსო, ასეთ მძიმესო.
– კარგი, – დაიჩურჩულა, თავი ოდნავ ჩამოსწია ქვემოთ და გავარვარებული ტუჩები მიადო მის სიწითლისგან სავსე თმას. – საშინლად გიხდება ეს თმა და სახელი, ქეთა! – უჩურჩულა ისე, თითქოს ძალიან კონფიდენციალურ ინფორმაციას გასცემსო.
– შენ?..
– ქერა, გაბრიელი, – ტუჩებისმოუშორებლად თავზე უჩურჩულა და ღიმილმა ჩაუტეხა ტუჩის ცალი კუთხე.
– რა ლამაზია... – საოცრად თბილი გახდომოდა ხმა.
– რა?
– შენი გულისცემა... თითქოს ისიც როიალზე უკრავდეს...
მხოლოდ გაეღიმა გაბრიელს. თავისუფლად, უფუნქციოდ ჩამოყრილი ხელები ნელა ააცოცა წელზე და ყველაზე წვრილ წერტილში შეაჩერა.
– აჰყევი! – უჩურჩულა მკაცრი ტონით.
– რა? – გაუკვირდა ახლა მას.
– ჩემს გულისცემას აჰყევი... ნახე, კვლავინდებურად გაზაფხულის ვალსს უკრავს.
– ისევ ისე, როგორც პირველად დაუკარი შენ, ჩემთვის!
ჰო, მართალი იყო. პირველად მართლაც გაზაფხულისთვის მიძღვნილი ვალსი მისი გახდა. ასეთი ძვირფასი, ასეთი წმინდა. მაგრამ, ახლა, ბევრად, მრავალჯერ ბევრად სასიამოვნოდ, ბევრად წმინდად ჟღერდა მისი გულის დაკრული ვალსი. წარმოიდგინა, თითქოს გულს ხელები, ფეხები და სახე ჰქონდა; ხელები კლავიშებზე შემოეწყო, ფეხები ფეხის კლავიშზე, ხოლო თავი შეუჩერებლად აჰყოლოდა რიტმს. წარმოიდგინა გარსი, თითქოს ვაკუუმი, გულს შემოხვეული, ბგერებს რომ არ ფანტავდა. წარმოიდგინა და მიხვდა – ისიც ამ ვაკუუმში იყო. აბა, სხვანაირად, როგორ?.. როგორ უნდა გაეგო ბგერები, რომლებიც მას არ სცდებოდნენ?
გამხდარი ხელები მხრებზე შემოაწყო და კალმით მოხაზული, შემდეგ გამოთლილი თითები კისერზე დააჭირა. ცხვირით ისევ მის გულ–მკერდს ეხახუნებოდა. შეიგრძნობდა სურნელს, რომელიც ასეთი თანმსდევი იყო მამაკაცის. არა სუნამო, არა სხვამაგვარი, არამედ რაღაც, თავისებური, ასეთი სასიამოვნო, მილიონობით კაცში რომ გამოირჩეოდა.
ცეკვავდნენ დიდხანს, თითქოს უმელოდიოდ. საკმარისი იყო ერთმანეთის გულისცემის ვიბრაცია, ასეთი ერთსულოვანი, დროული და სასიამოვნო იყო.
***
დილით ანა, ნიაკო და მარიამი მოვიდნენ. ნიაკოს თითქოს ბევრად გაჰბერვოდა მუცელი ამ პატარა ხანში. ანას სახე გუშინდელზე მეტად დამშვიდებულიყო. მარიამს კიდევ სიყვარული უკრთოდა თვალებში, მისი პაწია ნაპერწკლები, ჯერაც ახლა რომ იწყებდნენ გაღვივებას. ქეთას ჯერაც სიცხე ჰქონდა, მაგრამ უკვე ჩამობერებულს ჰგავდა. აი, ისეთ მოხუცს, სიყვარულის მეტი არაფერი რომ ჰქონია ცხოვრებაში, თუმც ამ სიყვარულით ბოლომდე სავსე ჰქონდა ცხოვრების ფიალა, დაცლილის ნაცვლად.
– ან, მალე შემოვა ლევანი ექიმი და თმა შეისწორე, ცოტა აწეწილი გაქვს, – ფხუკუნით მიჰკრა ხელი მხარზე დაქალს ქეთამ.
– შენ ავადმყოფობის რა გეტყობა? – შეუღრინა.
– ჰოდა, დაკერე ჩვენი სიმპათიური ექიმი და სთხოვე მალე გამიშვას სახლში, – ტუჩები წინ გამოსწია.
– სიმპათიური მამაკაცი დაკერეო, რა ადვილი საქმეა! – წამოიძახა ანამ და ვერც შენიშნა, რომ ლევანი უკვე შემოსული იყო პალატაში.
– ნეტავი ვინაა ასეთი ხე ეგ სიმპათიური ტიპი, შენ რომ ვერ დაკერავ, საქალბატონევ?! – სერიოზულობით აწია წარბები ზემოთ და ძლივს დალაგებული სახით მიაჩერდა სირცხვილისგან ფერებგადასულ ანას, რომელიც ერთს ფიქრობდა: „შენ არ იყო ეგ „ხე“ ნეტავ და...“.
სიზმრის თეორია (4)

***
იმედია მოგეწონათ... <3
მიყვარხართ, ძალიან!



№1 სტუმარი marikuna

აუ,ძალიან მაგარი იყო. ისეთი თითქოს სიზმარში ვარ და იქ ვკითხულობ. ვითიშები ხოლმე ქეთასთან ერთად. ეს ისტორია ჩემზე უცნობ შთაბეჭდილებებს ტოვებს. კლასიკურ მუსიკაზე ჭკუა მეკეტება და რა კომპოზიციებიც გამოყენებული გაქვს ამ ნაწარმოებში,ყველა ძალიან მიყვარს. იმდენად საინტერსო და ჩამთრევი ისტორია,რომ რეალობას ვეთიშები. არაორდინალური და განსხვავებულია და ყოველთვის მიხარია,როცა მას გადავაწყდები ხოლმე. დიდი მადლობა ამ განსხვავებული ემოციებისთვის შენ love

 


№2  offline წევრი N7

marikuna
აუ,ძალიან მაგარი იყო. ისეთი თითქოს სიზმარში ვარ და იქ ვკითხულობ. ვითიშები ხოლმე ქეთასთან ერთად. ეს ისტორია ჩემზე უცნობ შთაბეჭდილებებს ტოვებს. კლასიკურ მუსიკაზე ჭკუა მეკეტება და რა კომპოზიციებიც გამოყენებული გაქვს ამ ნაწარმოებში,ყველა ძალიან მიყვარს. იმდენად საინტერსო და ჩამთრევი ისტორია,რომ რეალობას ვეთიშები. არაორდინალური და განსხვავებულია და ყოველთვის მიხარია,როცა მას გადავაწყდები ხოლმე. დიდი მადლობა ამ განსხვავებული ემოციებისთვის შენ love

უღრმესი მადლობა, საყვარელო!
ისე გამახარა შენმა თითოეულმა სიტყვამ..
მიხარია თუ შევძელი და ემოციები თქვენამდე მოვიტანე love
გმააადლობ! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი EmyLee

როგორ მომეწონა.. სასიამოვნო გაურკვევლობა,რომელიც თავისებურად გაბედნიერებს... მარიკუნა შეუდარებელი ხარ:***♡♡♡♡
--------------------
Rain Of Native Girl

 


№4  offline წევრი N7

EmyLee
როგორ მომეწონა.. სასიამოვნო გაურკვევლობა,რომელიც თავისებურად გაბედნიერებს... მარიკუნა შეუდარებელი ხარ:***♡♡♡♡

ჩემო ელი, ტკბილო და თბილოო!
დიდი მადლობა, გამახარე love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

რა ემოციური და მრავალჟღერადი თავი იყო მარ. აი ისეთი ნასიამოვნები ვარ...
სრყლიად იქ ვარ
მუსიკაში
ჰანგებში
ნოტებსა და კლავიშებში.
თვალების გაწყალებამდე შემიძლია ვიკითხო ეს ჰარმონიულობა.
რაღაცას მმართებ.
ბოლო მხიარული ნოტა ხო ზუსტად მოერგო წინა სიტუაციას.
ყოჩაღ. love

 


№6  offline წევრი N7

lullaby
რა ემოციური და მრავალჟღერადი თავი იყო მარ. აი ისეთი ნასიამოვნები ვარ...
სრყლიად იქ ვარ
მუსიკაში
ჰანგებში
ნოტებსა და კლავიშებში.
თვალების გაწყალებამდე შემიძლია ვიკითხო ეს ჰარმონიულობა.
რაღაცას მმართებ.
ბოლო მხიარული ნოტა ხო ზუსტად მოერგო წინა სიტუაციას.
ყოჩაღ. love

კიდევ ბევრი, ბევრი მადლობა შენ, საოცარო გოგო'ვ! love love love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმე რა კარგი ხარ რა love ვგიჟდები შენ თბილს და ტკბილ ისტორებზე. სევდაც რომ ზომიერად აქვთ და მაინც მატკბობენ love love

 


№8  offline წევრი N7

sameone crazy girl
ვაიმე რა კარგი ხარ რა love ვგიჟდები შენ თბილს და ტკბილ ისტორებზე. სევდაც რომ ზომიერად აქვთ და მაინც მატკბობენ love love

დიდიი მადლობა, ჩემო ტკბილოო! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№9  offline წევრი Diosa Dela Tristeza

სასიამოვნოდ გამაბრუებელია ამ მოთხრობის ყოველი თავი.საოცარიაა ძალიან ლამაზი და მხატვრული ❤❤❤

 


№10  offline წევრი ფორთოხალი

მოოდი, გულწრფელად გეტყვი, არ ველოდი ასეთს.
პატარა სასწაულია.
მე კიდევ მიყვარს ესეთი გაურკვეველი სასწაულები.
მომეწონაარქვიაამას <3

 


№11  offline ახალბედა მწერალი ერკე

გადასარევიიაა love აი ვერ აღვწერ ისეთი.
საოცარი... სიზმარეული და რაღაც ბუნდოვანი...
სხვა ვერაფერს გეტყვი, უბრალოდ იმასღა ვიტყვი, რომ ეს შენი ისტორია ჭაობია, რომელიც მიზიდავს და მითრევს ^_^ მმმ
ძალიან მაგარია მარიამ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent