შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მარადიულია 9


3-01-2016, 00:11
ავტორი Lana Tomlinson
ნანახია 3 016

- გამარჯობა პატარა ქალბატონო.-ისევ ისეთი ირონიული ტონით მომმართა და გამიღიმა.
- გამარჯობა.გიცნობთ?-გადავწყვიტე თავი ისე დამეჭირა თითქოს არ მახსოვდა ვინ იყო.
- რა სამწუხაროა რომ იურიდიულის ნაცვლად სამსახიობოზე არ ჩააბარე.-გაიღიმა და ეშმაკურად ააფახულა წამწამები.
- ყელში ამოხვედი უკვე.აქაც შენ ხარ,იქაც შენ ხარ.-სიტყვა არ დამამთავრებინა ისე გააგრძელა.
- იმიტომ რომ მზე ვარ მზეე ვარ.-გაიღიმა და წაიმღერა.მის ქცევაზე ღიმილი მომეფინა სახეზე.თუმცა მალევე დავიბრუნე მკაცრი სახე.
- ბავშვი ხარ.წავედი არ მცალია.
- ხო მართალი ხარ.წავედით ჩვენ გვეჩქარება.-დუტას მიუბრუნდა და ხელის აწევით დაემშვიდობა. არ გამკვირვებია დუტას გაშტერებული სახე.სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი ისე დამარტყა ზურგზე ხელი უცნობმა და წასვლისკენ მიბიძგა.
- ჰეი ვინმეში ხომ არ გეშლები?გამიშვი ხელი!
- კარგი.მოიფიქრე ახლა სად წავიდეთ ყავის დასალევად.ნუ თან ნამცხვარსაც დავაყოლებთ.-უცებ თქვა და მომაშტერდა.
- კარგად ხართ უცნობო ყმაწვილო?
- უი დამავიწყდა.მე ვატო ვარ. ყმაწვილი არ ვარ,ხანში შესული ვარ უკვე.დუტას უფროსი ძმა ვარ.29 წლის სხვათაშორის.-გამიღიმა და მისი მანქანისკენ წამიყვანა.
- რა აზრი აქვს.არ მინდა წამოსვლა,მანქანა მყავს და ჩემითაც წავალ.არ მჭირდება შენი არაფერი თქო,გუშინ გასაგებად ვერ გითხარი?-საშინლად ვბრაზდებოდი უკვე.
- მანქანა არ გყავს,პატარა ავარია მოგივიდა და სახელოსნოშია.-გაიღიმა და მანქანის კარი გამიღო.
- რაა?საიდან იცი?-გაკვირვებულმა მივუგე.
- შენი აზრით დუტას ადვოკატს ისე ავუყვანდი,რომ მის შესახებ არაფერი მცოდნოდა?-მანქანაში ჩაჯდომისკენ მიბიძგა.მეც ჩავჯექი და ღვედს დავეჯაჯგურე.
- იდიოტო ეგ თუ იცოდი გუშინ ავტობუსში ისე რატომ მოიქეცი?-ჩემს სიტყვებზე გაიღიმა და მანქანაში ჩაჯდა.
- მომწონს ხალხის წვალება.განსაკუთრებით მათი ვინც მიყვარს.-ბოლო სიტყვები უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.
- ანუ გიყვარვარ?-გამეცინა.
- საიდან მიხვდი?-თვითონაც დაიწყო სიცილი.
- ადვოკატის ინსტიქტები.-ერთხელ გადმომხედა და სიტყვის უთქმელად ჩართო ძრავა.მეც აღარ გამიგრძელებია ლაპარაკი და მივენდე.დუმილი მომწყინდა ამიტომ ტელეფონი ამოვიღე და 4love.ge-ზე შევედი. ,,ყველა გზა შენთან მოდის მარიამ“ იყო დადებული.სწრაფად გავხსენი და კითხვა დავიწყე.ისე შემიპყრო,რომ ვერ მივხვდი როდის მივედით ბარ ,,იუნგასთან“. გაკვირვებული მზერა მივაპყარი ვატოს.
- შენ თქვი ნამცხვარი და ყავაო და მომიყვანე პიცერიაში?არ ხარ ნორმალური.
- პიცა მომინდა და იმიტომ.თუ წინააღმდეგი ხარ...
- არა წამოდი შევიდეთ.-გავუღიმე და პირველი შევედი.ღიმილი სახეზე შემაშრა როცა დემეტრე დავინახე შავგვრემან,ულამაზეს გოგოსთან ერთად.თან სიყვარულს მიხსნის,თან სხვა გოგოებთან ერთობა.არანორმალური.ეჭვიანობა მღრღნიდა.ვატოს მივუტრიალდი და შეძლებისდაგვარად გავუღიმე.ხელი ჩავჭიდე და დემეტრეს მაგიდის გვერდით დავჯექი.ვატოც ჩემს მოპირდაპირე სკამზე დაჯდა და გაკვირვებულმა შემომხედა.
- რაღაცას გთხოვ ხო?-ღიმილს სახიდან არ ვიშორებდი.
- გისმენ.
- ჩვენი მაგიდის გვერდით ერთი ვინმე ზის.ნუ ვაეჭვიანო მინდა და ამყევი.-იქით გახედვას აპირებდა თუმცა ხმადაბლა დავუყვირე.
-არ გაიხედოო!-ხელზე დავეჯაჯგურე.
- თუ გინდა რომ აეჭვიანო,ვინმე სხვა ნახე. არ ვაპირებ თავი გამოგაყენებინო.-შემიბღვირა და ოფიციანტს შეხედა.
- ორი პიცა. სანდორას წვენიც მოგვიტანეთ.
- პიცა სოკოთი გინდათ?-ოფიციანტმა გაიღიმა და ორივეს გადმოგვხედა.
- არა.
- კი.
- უკაცრავად.-ოფიციანტს გაეცინა.
- მე არა.ამ ვაჟბატონს კი.-გავუღიმე ოფიციანს და ვატოს შევუბღვირე.-ოფიციანტმა თავი დაგვიკრა და დაგვტოვა.
- ჯიუტი ბავშვი.-ჩაიბურტყუნა ვატომ.
- ჯიუტი ვირი.-მეც ჩუმად ვთქვი,იმის იმედად რომ ვერ გაიგებდა თუმცა შევცდო.
- რა თქვი?-მრისხანება დაეტყო სახეზე.
- კარგი ჰო რაიყო,დამშვიდდი.-ოდნავ ხმამაღლა მომივიდა და დემეტრემაც ჩვენსკენ გამოიხედა.
- შეგამჩნია შენთვის სასურველმა ობიექტმა,ახლა კმაყოფილი ხარ?-ყურთან ახლოს მიჩურჩულა და საწყის ადგილს დაუბრუნდა.
- თან როგორ,ჩემო სიხარულო.-გავუღიმე თუმცა დემეტრეს სახის დანახვისას ერთი გადაკისკისება არაფერს მერჩივნა.ხელი ჭიქას მოუჭირა და ღრმად ჩაისუნთქა.ჩვენსკენ წამოვიდა და მაშინვე ღიმილი აიკრო.ვატოს მაგიდის ქვეშიდან ფეხი დავაბიჯე და თვითონაც გაიღიმა.
- გამარჯობა კატო.არ ველოდი აქ შენს ნახვას.-გაიღიმა დემეტრემ.
- იცი რაღაცეები მეც მიკვირს.მაგალითად არ მესმის იმ ადამიანების ვინც ერთ დღეს გოგოს სიყვარულს ეფიცებიან,მეორე დღეს კი სხვა გოგოსთან ერთობა.-ნამიოკი ჩავურტყი და გამარჯვებული სახით შევხედე.
- ხო ეგეთების მეც არ მესმის.-ტუჩის კუთხე ჩატეხა.ამის გაგონებაზე ხველება ამიტყდა და გაკვირვებული მზერა მივაპყარი.
- შენი თავის არ გესმის?
- როგორ არა.საიდან მოიტანე?-თავი ისე დაიჭირა თითქოს არაფერიც.გაბრაზებულმა გავუღიმე და ვატოს შევხედე.
- ვატო ეს დემეტრეა.დემეტრე ეს ვატოა.- თემა გადავიტანე.
- სასიამოვნოა.-გაუღიმა ვატომ და ხელი გაუშვირა ჩამოსართმევად.
- ჩემთვის,არც ისე.-გაბრაზებული მზერა მიაპყრო და ხელი მაგრად შეაგება ვატოს ხელს.
- რას ვიზამთ.ყველას ვერ მოვეწონები.თუმცა-პაუზა გააკეთა,ხელი ჩამჭიდა და უთხრა.-მთავარია კატოს მოვწონვარ.-სიცილი არაფერს ჯობდა იმ წუთას მაგრამ თავი შევიკავე და ავყევი თამაშში ვატოს.
- ვიღაც გუშინ მეუბნებოდა, ნეიტრალურად ვარ შენთან მიმართებაშიო.არაუშავს,ბევრს მოვუტყუებივარ და შენც მათ რიცხვში შედი კატო.თქვენის ნებართვით,დაგტოვებთ.-ძლივს შესამჩნევად გაიღიმა და მის მაგიდას დაუბრუნდა.ჩვენც მალე მოგვიტანეს პიცა და გემრიელად შევექეცით. რაღაცნაირად არ მომეწონა ჩემი ტყუილი მაგრამ ახლა ვერაფერს ვიზამდი.დემეტრემ და იმ ლამაზმანმა მალე დატოვეს პიცერია.ვატომაც ანგარიში გადაიხადა,გარეთ გამოვედით და მანქანაში ჩავსხედით.სახლის მისამართი ვუთხარი და პარალელურად ღვედიც შევიკარი.შუა მგზავრობის დროს ვატომ დუმილი დაარღვია.
- ჯობს სიმართლე უთხრა.ვხვდები რომ გიყვარს.თვალები გყიდიან.-გაიღიმა და გადმომხედა.
- მართლა?
- ის რომ მოგვიახლოვდა,თვალებში რაღაც ნათელი ხაზი გაგიჩნდა და თვალის გუგებიც უფრო გაგიფართოვდა.
- ვაა,შენ რა დაკვირვებული ხარ.-გამეცინა.
- თემა ნუ გადაგაქვს.ხომ ეტყვი რომ მოატყუე?არ ღირს დროის დაკარგვა.მან თუ აგიხსნა სიყვარული,ტყუილად დრო აღარ გაწელო.ისედაც ცოტა ხანი ვართ ამ ჩვენს წუთისოფელში.-მას შემდეგ არაფერი გვითქვამს.დამაკვირვა მისმა სიტყვებმა.ტელეფონი ამოვიღე და საათს დავხედე.პირველის წუთები იყო.ანალიზის პასუხი უკვე მზად იქნებოდა.ვატოს მივუტრიალდი და ვუთხარი:
- ბოდიში რა,ახლა გამახსენდა ექიმთან ვარ მისასვლელი.საავადმყოფოში დამტოვე.
- კარგი მიგიყვან მაგრამ რა გჭირს?რამე სერიოზულია?-გაკვირვებულმა მკითხა.
- არა...-ისევ ვიცრუე.
- ტყუი.-შემომხედა და გამიღიმა.
- რა?
- რაღაც გჭირს.რატომ მალავ?
- საიდან მიხვდი?-გამიკვირდა.
- თვალები გყიდიან.ხმაც გიკანკალებს როცა ტყუი.თქვი რა გჭირს.არავის ვეტყვი.-გაიცინა.
- მართლა ბავშვი ხარ.არ მინდა ამაზე საუბარი.
- კარგი,მაშინ მიგიყვან.-ეს იყო და ეს .ამის შემდეგ დუმილი ჩამოწვა.მალე მივედით საავადმყოფოში.ვატოს დავემშვიდობე და ელენე ექიმის კაბინეტისკენ წავედი.დავაკაკუნე და შევედი.
- გამარჯობა.როგორ ხართ?-გავუღიმე და მივესალმე.
- როგორ ვიქნები ჩემო საყვარელო.გადაღლილი,შენ როგორ ხარ?ალბათ ანალიზის პასუხი გაინტერესებს.ერთი წუთით.-გამიღიმა და ტელეფონზე ვიღაცას დაურეკა.
- გვანცა შემოიტანე ანალიზის პასუხები.ჩემი პაციენტის,კატო ავალიანის.-გაუთიშა ზარი და ღიმილით შემომხედა.
- შემოიტანს ახლა.-სიტყვა როგორც კი დაამთავრა,კარი შემოაღო როგორც ელენემ თქვა გვანცამ.
- აი ანალიზის პასუხი ქალბატონო ელენე.-გაუღიმა გვანცამ და თეთრი კონვერტი მიაწოდა.შემდეგ სიტყვისამოუღებლად დაგვტოვა.ელენემ კონვერტის გახსნა დაიწყო. გახსნის პროცესი ისეთი გაწელილი მეჩვენა,როგორც არასდროს.ნერვიულობამ ამიტანა.სუნთქვაშეკრული ველოდი როდის გახსნიდა კონვერტში არსებულ ფურცელს და პასუხს მეტყოდა.ფურცელიც მალე გახსნა და წაიკითხა.მერე ოდნავ გაღიმებულმა შემომხედა და ლაპარაკი დაიწყო.
- ანალიზი აჩვენებს რომ თეთრი უჯრედების რაოდენობა იმდენი აღარაა რამდენიც იყო. თუმცა მაინც საფრთხეს ქმნის.კითხვებს დაგისვამ და მიპასუხე,კარგი?-თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე.იმითაც ბედნიერი ვიყავი რომ დაავადება არ მწვავდებოდა.
- სახსრების და ძვლების ტკივილი ხომ არ გაქვს?
- ხანდახან მაგრამ არა ძალიან მწვავე.
- კარგია.დაღლილობის შეგრძნება?
- არც თუ ისე ხშირად.
- სისხლდენა გაქვს?ცხვირიდან,ღრძილებიდან ან კანიდან?
- არა აღარ მაქვს.
- ძალიან კარგია.მდგომარეობა უმჯობესდება.იმისთვის რომ დაავადება მწვავე არ გახდეს კვებასაც უნდა მიექცეს ყურადღება.ეცადე მოხარშული საჭმელი მიიღო,არ შეიცავდეს ბევრ მიკრობს.
- აუცილებლად გავითვალისწინებ.
- და კიდევ,ქიმიოთერაპიაც უნდა ჩატარდეს.-ოდნავ ხმადაბლა თქვა.შიშმა შემიპყრო.ეს დაავადება მემკვიდრულია აშკარად. რამდენიმე წლის წინ ქონდა ბიძიას.მანაც გაიკეთა ქიმიოთერაპია.პალატაში იყვნენ დედა და ბიძია.მე და ნუცა კი გარეთ ველოდებოდით.ისეთი ყვირილის ხმა ისმოდა პალატიდან,უკვე ვხვდებოდი რა ტკივილსაც განიცდიდა.საბედნიეროდ დაამარცხა დაავადება და ახლა თავის ოჯახთან ერთადაა.მეშინია იგივე ტკივილის გადატანის.არ მინდა იგივე ტკივილი განვიცადო,მაგრამ ეს დაავადება უნდა დავამარცხო.აუცილებლად.
- კარგით.ქიმიოთერაპიას როდის ჩამიტარებთ?-ჩემი ხმა მე თვითონ ვერ ვიცანი.ჩამხჩალი და დაბოხებულიყო.ექიმმა შემომხედა და მითხრა.
- ერთ კვირაში მოდი,კარგი?-გაიღიმა.
- კარგით.ნახვამდის.-დავემშვიდობე და კისრისტეხვით გამოვიქეცი იქიდან.ჰოლიც გავიარე და როგორც კი საავადმყოფოს კარი დავხურე,წინ გაბრაზებული ვატოს მზერას წავაწყდი.ხელი მაჯაში ჩამავლო და მანქანისკენ წამიყვანა.
- ჰეი,კარგად ხარ?-დავუყვირე.-მხოლოდ მაშინ გაჩერდა როცა მანქანაში ჩამსვა და თვითონაც მძღოლის ადგილი დაიკავა.გაკვირვებულმა გადავხედე და ვკითხე:
- რა იყო?რა გაავებული ლომივით წამომათრიე.
- ლეიკემია რომ გჭირს მაგას მალავ?შენ გგონია ამის დამალვით და იმით რომ მხოლოდ შენ იტანჯები,ვინმეს რამეს მომატებ?თუ რა გგონია,რადგან ახლა შენ იტანჯები მაგარი ხარ?რომ გითხარი ამაზრზენი ხარ თქო,მართლა ეგეთი ხარ.სხვებზე საერთოდ არ ზრუნავ.ცუდად რომ გახდები და აქ მოგიყვანენ მერე რას იტყვი?არ მინდოდათ გენერვიულათო?არასწორად იქცევი!ამას გამოასწორებ აუცილებლად.შენ თუ არა,მე მაინც.-როგორც კი დაამთავრა საყვედური,მაშინვე სიცილი დავიწყე.გაკვირვებულმა შემომხედა.
- რა იყო?
- იცის ჩემმა ოჯახის წევრებმა ნუ ღელავ.-სიცილით ვუთხარი და ღვედი შევიკარი.
- ანუ ტყუილად გამომიყვანე ამხელა სიტყვით?-თვითონაც გაიცინა.
- სამწუხაროა.-ვითომ დანანებით ჩავილაპარაკე.
- დემეტრემაც იცის?-ღიმილით მკითხა.
- არა.არც ვეტყვი.არაა აუცილებელი.-უცებ დავსერიოზულდი.
- კარგი,როგორც შენ გსურს.-გაიღიმა და მანქანა დაძრა.სახლამდე სიტყვის უთქმელად მივედით.დავემშვიდობე და მანქანიდან გადავედი.
- ჰეი კატო!-დამიძახა და მეც უცებ შევტრიალდი.
- დღეს რაც გითხარი,იმაზე იფიქრე.თუ ეს დაავადება გჭირს,ახლა უფრო გჭირდება გვერდში დგომა.დემეტრე კი ამას კარგად გაართმევს თავს.-გაიღიმა და წავიდა.
- ღმერთო ჩემო,რა გავაკეთო?-ჩემთვის ჩავიბურტყუნე და სახლში ავედი.
- გამარჯობა დეე,ნუცა!-გავუღიმე და ქურთუკი გავიხადე.საკიდზე დავკიდე.ფეხსაცმელიც გავიხადე და მისაღებში შევედი.
- როგორ ხარ დე?როგორ ჩაიარა სასამართლომ?
- კარგად დე.ესეც გავიმარჯვე.უფალი ჩემთანაა დე.-ბედნიერმა მივუგე და ჩავეხუტე.
- ექიმმა რაო?-ახლა ნუცამ მკითხა.
-საიდან იცოდით რომ ვიზიტი მქონდა?-გაკვირვებულმა ვკითხე.
- ელენე ექიმის ნომერი ვიცით.-ერთხმად მიპასუხეს და გაიღიმეს.-მეც ყველაფერი მოვუყევი.ქიმიოთერაპიაზეც მათ შორის. არ გამკვირვებია როცა ორივემ გამოთქვა სურვილი ქიმიოთერაპიაზე დასწრების.კიდევ ცოტა ხანი ვისაუბრეთ და ოთახს მივაშურე.ტანსაცმელი გამოვიცვალე და საწოლზე დავწექი.ლეპტოპის ელემენტი 16 %-ს აჩვენებდა.დამტენი ვნახე და შევაერთე.გავხსენი და ფეისბუქს მივაშურე.დემეტრე ონლაინი დამხვდა.ვატოს სიტყვები გამახსენდა და მათი სისრულეში მოყვანა გადავწყვიტე.
- დემეტრე გამარჯობა.გცალია?
- კი.
- რაღაც უნდა გითხრა და შეიძლება რომ შევხვდეთ?
- 9 საათზე მოგაკითხავ.
- კარგი გელოდები.-ლეპტოპი დავხურე და ბედნიერმა გავიღიმე.ხვალ სამსახური არ მქონდა ამიტომ მისაღებში გავედი და დედას მივუჯექი გვერდზე.ისეთი ემოციებით უყურებდა სერიალ ,,ორ ბედს“ მეღიმებოდა.ისიც მიწყრებოდა და მეუბნებოდა: ,,ა დაფიქრდე უნდა რას აკეთებ თორე ,მერე ტირილი კი ვეღარ გიშველის“. მეც სიცილით ვუქნევდი თავს.
- კაი რა დე,ახლა ასეთი რაღაცები არ არსებობს. ვინ მოიყვანს შურისძიების გამო ცოლს და მერე აწვალებს.კაი რა დეე.-სიცილით ვეუბნებოდი თავში დარწმუნებული,მაგრამ რა ვიცოდი რა მომელოდა. დრო მალე გავიდა. მისაღები ოთახიდან ,ჩემ ოთახში 8ის წუთებზე გადავინაცვლე. ლურჯი ფერის,სწორი ქვედაბოლო ჩავიცვი რომელიც მუხლებამდე მწვდებოდა.ზემოდან ვარდისფერი,თბილი ჯემპრი რომელიც მხრებზე მოშიშვლებული იყო. თმები გავიშალე .შავი სწორი თმები ზურგზე მომეფინ.სავარცხელი დავისვი,წითელი შეფერილობის პომადა წავისვი თხლად და წამწამები ავიპრიხე.თვალის ფანქარიც წავისვი და ცხრის ნახევარზე უკვე მზად ვიყავი. საწოლზე დავჯექი ცხრა საათის მოლოდინში.ცხრას რომ 10 წუთი ეკლო ,მისაღებში გავედი და დედას ვუთხარი.
- დეე მე საქმეზე მივდივარ.-დედაჩემმა ერთი ამათვალიერა და გაღიმებულმა შემომხედა.
- ულამაზესი ხარ დედას სიხარულო.
- მადლობა დე.წავედი ახლა მეჩქარება.
- ნახვამდის.
შავი მანტო ჩამოვხსენი საკიდიდან და ჩავიცვი.ფეხზეც იმავე ფერის მაღლები ჩავიცვი და ქვევით ჩასულმა საათს დავხედე. უკვე ცხრა გამხდარიყო. მალე გაანათა ეზო მანქანის ფარებმა.გამეღიმა და მანქანისკენ წავედი.
- გამარჯობა დემეტრე.-გავუღიმე.
- გამარჯობა კატო,კიდევ ერთხელ.-ღიმილით მითხრა და მანქანაში ჩაჯდომისკენ მიმითითა.მალე დავიკავე მძღოლის ადგილის გვერდით არსებული ადგილი და ღვედი შევიკარი.
- აბა სად წავიდეთ?- ღიმილით გადმომხედა.
- რავი სადაც შენ მოისურვებ.-მეც გავუღიმე და ფანჯრის იქით არსებულ არეალს მივაპარი მზერა.არაფერი ჯობია თოვლს.თან ბათუმის ქუჩები თოვლით მოფენილი.ულამაზესია!
- კარგი მაშინ აჭარა პალასში წავიდეთ.-გამიღიმა და მანქანა დაძრა.მალე მივედით დანიშნულ ადგილას და ორ ადგილიან მაგიდასთან დავსხედით.
- რას შეუკვეთავ?-ღიმილით მკითხა.აი იმ ღიმილით,მე რომ მიყვარს.
- აზრი არ აქვს.
- მაშინ ცეზარი მოგვიტანეთ ქათმით,იმერული ხაჭაპური და წითელი ღვინოც.რამეს თუ დავამატებთ გეტყვით შემდგომ.
- კარგით.მალე იქნება თქვენი შეკვეთა.-დემეტრემ თავი ღიმილით დაუქნია და მე შემომხედა.
- ულამაზესი ხარ დღეს.
- ჰო,მადლობა.-გავუღიმე.
- რა უნდა გეთქვა?-ღიმილს სახიდან არ იშორებდა.
- იცი...ამ...ისა...ხო...აა..-საშინლად დავიბენი.
- რა?-სიცილი დაიწყო.
- საშინელი ვინმე ხარ.რას იცინი?-გაბრაზებულმა შევუტიე.
- კარგი ჰო.ბოდიში.რა უნდა გეთქვა?-სიცილი ძლივს შეწყვიტა და გაღიმებულმა მითხრა.ღრმად ჩავისუნთქე და გაბედულად ვუთხარი:
- მიყვარხარ!-დემეტრეს ღიმილი სახეზე შეაშრა.
- რა?-გაკვირვებულმა მკითხა.
- ჰო,მიყვარხარ!-მისმა ქცევამ უფრო დამაბნია.
- ვაიმე.-თითქოს თავისთვის ჩაიჩურჩულა.-მეც,ჩემო კატო.-ღიმილით მითხრა და ფეხზე წამოდგა.ჩემსკენ წამოვიდა,ხელი ხელზე დამადო და ამაყენა.ხელები შემოომხვია და ჩამეხუტა.მეც გამეღიმა და წელზე შემოვხვიე ხელები.ასე დიდხანს ვიქნებოდით ალბათ,ოფიციანტი რომ არ მოსულიყო.
- თქვენი შეკვეთა მზად არის.-თქვა და მაგიდაზე დააწყო ჩვენი შეკვეთილი.ორივემ ჩვენ-ჩვენ ადგილებს დავუბრუნდით. დემეტრემ ღიმილით აიღო ღვინო და ორივე ჭიქა აავსო.მერე ღიმილით აიღო ჭიქა ხელში და თქვა:
- ჩვენ გაგვიმარჯოს.-მეც მას მივბაძე და ჭიქა-ჭიქაზე მივადეთ. სულმოუთქმელად ჩავცალე ეს ჭიქა და სახე დავმანჭე.
- საჭმელი მიაყოლე თორემ დათვრები.-ღიმილით მითხრა და ხაჭაპური თეფშზე გადაიდო.მეც მას მივბაძე და დანა-ჩანგლით ხაჭაპურის ჭამა დავიწყე.დემეტრე ღიმილით მიყურებდა.
- რას წვალობ, ხალხის აზრი რაში გაინტერესებს.აიღე ხელში და შეჭამე ვახ.-გაიცინა და ისე თქვა.
- ხელი დამესვრება.
- ხელსახოცი რისთვის არსებობს?-ღიმილით მითხრა.
- კარგი,ხო.-გავუღიმე და ხელსახოცი ავიღე.ხაჭაპურიც მოვიმარჯვე და გემრიელად გავაგრძელე ჭამა.
- აი მასე,ჭკვიანი გოგო.-გაიცინა.
- მადლობ კომპლიმენტისთვის.-გავუცინე.დემეტრემ ღვინოს ბოთლი აიღო და ისევ დაასხა.
- ამ სასმისით ჩვენს მომავალს გაუმარჯოს!-გაიღიმა და მისი ჭიქა ჩემსას მიადო.ასე გრძელდებოდა სადღეგრძელოები.ქართველებს ხომ ულევი სადღეგრძელო გვაქვს.ერთი ბოთლი რომ ჩავცალეთ.მეორე შეუკვეთა.ასე გრძელდებოდა სანამ კარგად არ დავთვერით.საათს რომ დავხედე თერთმეტს უჩვენებდა.დემეტრე ისევ ღვინოთი ავსებდა ჭიქებს,ტელეფონი ამოვიღე და ნუცას მივწერე.
- დღეს არ ვიცი თუ მოვალ.ანანოს და დათასთან ერთად ვარ.-არვიცი რატომ მაგრამ ვიცრუე.შემდეგ ანანოს ნომერი გავხსენი და მას მივწერე.
- ჩემებმა თუ დაგირეკეს,ასე უთხარი რომ შენთან და დათასთან ერთად ვარ.მიზეზი არ მკითხო,რომ გნახავ გეტყვი აუცილებლად.-ანანოსაც მივწერე და ტელეფონი შევინახე.
- ესეც დავლიოთ და წავიდეთ.-ძლივს ლაპარაკობდა დემეტრეც.აშკარად ბევრი მოუვიდა.
- კარგი.-ღიმილით ვთქვი და ბოლო ჭიქაც დავლიე.დემეტრემაც იგივენაირად მოიქცა და ოფიციანტს დაუძახა.
- უკაცრავად ანგარიში მოგვიტანეთ.
- ახლავე.-ოფიციანტი სადღაც გაუჩინარდა,შემდეგ კი მაგიდაზე ფურცელი დადო,აშკარად ანგარიში იყო.დემეტრემ ფურცელს დახედა,ჯიბიდან საფულე ამოიღო და ფული მაგიდაზე დადო. ამასობაში მანტო ჩავიცვი და დემეტრეს დაველოდე.ზლაზნვით წამოდგა ფეხზე და თავისი ქურთუკი ჩაიცვა.ჩემთან მოვიდა და ხელი გადამხვია.ასე გაღიმებულები მივედით მანქანასთან და ჩავსხედით შიგნით. სულ არ მახსოვდა,არც ღვედი ,არც ის რომ შეიძლება პოლიციას დავეჯარიმებინეთ.დემეტრეს მანქანა ჩემი სახლისკენ არ წაუყვანია.მაშინ შეანელა სვლა როცა ერთ-ერთ სასტუმროს მივადექით.
* * *
მანქანიდან გადავიდნენ და სასტუმროში შევიდნენ.დემეტრემ სალაროსთან ფული გადაიხადა და კატოსთან ერთად სასტუმროს კიბეებს აუყვა.ოთახში რომლის კარზეც გარკვევით იყო გამოსახული რიცხვი 105,იქ შევიდნენ. დემეტრემ კატო უფრო მიიზიდა და მის ბაგეებს დაეწაფა.ამის შემდეგ ორი საღ გონებაზე არ არსებული,მთვრალი ადამიანები,რომლებსაც ერთმანეთი უყვართ(გასარკვევია ჯერ ეს გრძნობა ორმხრივი თუა) ,ალბათ მიხვდებით რასაც იზამდნენ.
* * *
დილით ადრე გამეღვიძა.თვალები რომ გავახილე ოთახი არ მეცნო.თავი წამოვწიე თუმცა ისეთი შეგრძნება დამრჩა,თითქოს თავში რაღაც ჩამარტყეს.გუშინდელი მომხდარი ამომიტივტივდა და თავი ბალიშზე დავდე.ამდენი აშკარად არ უნდა დამელია.გვერდით გადავტრიალდი და დემეტრეს მოშიშვლებული ზურგი რომ დავინახე გაოცება გამომეხატა სახეზე.შუბლზე ხელი მივირტყი და ჩუმად ამოვიკკნავლე:
- ვაიმე.-დემეტრესაც გამოეღვიძა და გაკვირვებულმა შემომხედა.მერე ღიმილი მოეფინა სახეზე და გაბედნიერებული სახით დაჯდა საწოლზე.
- ესეც ასე,მიზანი მიღწეულია.
- რა მიზანი?-ხმაში შიში შემეპარა.
- რადგან უკვე ყველაფერი დასრულდა და მეც მიზანს მივაღწიე,გეტყვი.ზუსტად 2 წლის და 3 თვის წინ,ძარცვის გამო დაიჭირეს ბაჩო ახალაია.შენ მისი ადვოკატობა შემოგთავაზეს,თუმცა უარით ისტუმრებდი.ისე ამბობდი კრიმინალის ადვოკატი არასდროს გავხდებიო,თითქოს ანგელოზი იყო.შენ რომ ის დაგეიმედებინა და სასჯელი ცოტა მაინც შეგემსუბუქებინა ახლა ცოცხალი იქნებოდა.შენი ბრალია ის რომ თავი მოიკლა.ხოდა პასუხიც ახლა მოგეთხოვა.დღეიდან ვეღარ იტყვი რომ წმინდა ხარ.დაიმახსოვრე,წინდახედული უნდა იყო.-ირონიულად გაიღიმა და საააბაზანოში შევიდა.ამის გაგონებაზე მთელი ქვეყანა თავზე დამექცა,საშინლად გავხდი.სიკვდილს არაფერი სჯობდა.სუნთქვა შემეკვრა,თვალები ცრემლებით ამევსო,თითქოს მთელი მსოფლიოს მოსახლეობა იდგა და დანებს მესვროდნენ.ისე რომ არცერთი აცილებდა.ამის შემდეგ ხალხისთვის როგორ უნდა ჩამეხედა თვალებში.განსაკუთრებით ოჯახისთვის.შევცდი რომ ვატოს დავუჯერო,შევცდი რომ დემეტრე შევიყვარე.ისტერიული ტირილი ამივარდა.სწრაფად წამოვდექი ფეხზე,აქა-იქ დაყრილი ტანსაცმელი სწრაფად ჩავიცვი და მთელი სისწრაფით გავიქეცი იქიდან.არ ვიცოდი სად წავიდოდი,გზაზე უკანმოუხედავად მივრბოდი და თავში დედას სიტყვები მიტრიალებდა:
- ა დაფიქრდე უნდა რას აკეთებ თორე ,მერე ტირილი კი ვეღარ გიშველის.

გამარჯობა ჩემო საყვარლებო.ბოდიშით რომ ამდენი ხანი გალოდინეთ.ეს ყველაზე დიდი თავია მათგან რაც დამიწერია :დ . 2171 სიტყვაა. იმედია მოგეწონებათ და თქვენს აზრს კომენტარის აზრით გამოხატავთ.



№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ვაიმე დედა ეს რაიყო გოგო არ შეგეცოდაააა კაი რაა იმედიაა მიხვდება დემეტრე რო დააშავა და გამოასწორებს რამენაირად დანაშაულს შენ კიდე ყოოოჩააღ აი ძაან მაგარი იყოო♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

♡EPICLOVE♡
ვაიმე დედა ეს რაიყო გოგო არ შეგეცოდაააა კაი რაა იმედიაა მიხვდება დემეტრე რო დააშავა და გამოასწორებს რამენაირად დანაშაულს შენ კიდე ყოოოჩააღ აი ძაან მაგარი იყოო♡♡♡

ჩემო მარიამ მადლობა რომ აზრს გამოხატავ love დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. am love

 


№3 სტუმარი Elene

Malee atvirte ra shemdegi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent