შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ მასაც კი შეუყვარდა ( დასასრული )


3-01-2016, 21:55
ავტორი innako
ნანახია 3 045

ახალი წლის ღამე...
წამები 2016 წლის დადგომამდე...
-კიდევ არ მჯერა ,რომ მე და შენ ერთად ვხვდებით ახალ წელს ნიაკო.
-შენ შენი თქვი და ჩემი იკითხე ბექუ. ყველაზე კარგი წელი იწყება ჩემთვის
-მიყვარხარ ძალიან! დამპირდი , რომ სულ ჩემთან იქნები, სულ ჩემი...
-გპირდები ხეცუ.
ბექა მიუახლოვდა ნიას , ერთი ხელი წელზე მოხვია , მეორეთი თმა ნაზად გადაუწია და მის ბაგებს დაეწაფა.ცოტა ხანიც და მათ თავი დაკარგეს, გაქრა ყველა ზღვარი და დრო , ორი სხეული შეერწყა ერთმანეთს და მოვიდა სასიამოვნო, ძლიერი გაბრუება, იმდენად ძლიერი , რომ ეგონათ კვდებოდნენ, თითქოს მოკვდნენ კიდეც . ეს სასწაული იყო. მათ სამოთხე ნახეს და იქედან ცოცხალნი დაბრუნდნენ.
დილით ნიამ ბექას მკლავებში გაიღვიძა . მისთვის ბედნიერებას მაქსიმალურ პიკამდე ჰქონდა მიღწეული. უხაროდა საყვარელ ბიჭთან ყოფნა , ის , რომ შეეძლო მისთვის დაუსრულებლივ ეყურებინა , ეკოცნა , მოფერებოდა.
კიდევ სამი დღე გაატარეს ერთად...
...
- ნია რაღაც უნდა გითხრა - ხატია ერთ დღეს ბექასთან მიმოწერაში გართულ ნიასთან მივიდა და წინ დაუჯდა
- გისმენ ხატო რა ხდება? ხომ კარგად არის ყველა?
- გუშინ ბექას ველაპარაკე.
- თქვენ როდის არ ლაპარაკობთ ? რა მოხდა ?
- ცოლი მოყავს.
ამ სიტყვების გაგონებაზე ნიას გული წაუვიდა . ატიამ იგი ძლივს მოიყვანა გონს . ნია შოკურ მდგომარეობაში იყო , ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს . - ზაფხულის მერე ერთად ვიყავით რა ცოლი ? იგი გაუჩერებლად უსვამდა ამ კითხვას თავის თავს.
- მაპატიე ნია რომ გითხარი. ბექამ მკაცრად გამაფრთხილა არავისთვის მეთქვა. ისინი ხვალ მიფრინავენ მოსკოვში. უბრალოდ იმდენად საეჭვო იყო მისი საუბარი მივხვდი რაღაც კავშირში იყო შენთან და საჭიროდ ჩავთვალე გამეგო. იქნებ გამაგებინო ვცდები თუ არა ნია ? განა ვერ ვამჩნევ , რომ ზაფხულის მერე საეჭვოდ იქცევი ? განსაკუთრებით მის მერე , რაც იქედან ჩამოდი
- რა გითხრა ხატია რა ? ბექასთან არ გამიწყვეტია კავშირითქო? რომ გატყუებდით ის გითხრა? თუ ის გითხრა იქ მასთან ერთად რომ ვიყავი და რაც მოხდა ალბათ თავადაც მიხვდები
- სულ დაკარგე გოგო ჭკუა ? რა გააკეთე შენ გოგო ? რას მეუბნები ნია ?-ხატია ისტერიკაში ჩავარდა, რასაც მოყვა ნიას ტირილი . იგი ოთახში შევარდა და კარი ჩაიკეტა .
- ნია ახლავე კარი გააღე! რამე უნდა მოვიფიქროთ ნია! ნია თუ ხვდები მაინც რა მოყვება ამ ყველაფერს?
ცოტა ხანში ნიამ კარი გააღო და ხატიას უთხრა :
- თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ უთხარი დღეს აქ ამოვიდეს !
- ამ წუთას დავურეკავ!
...
- ჰო ხატო ! რას შვრები ?
- რას ვშვრები კი არა დროზე ამოა*** ჩემთან
- ენა დაამოკლე რეებს იძახი გოგო შენ?
- შე არაკაცო ! ახლავე , წამებში აქ გაჩნდი ბექა ხეცურიანო
...
- გოგო რა ხდებ....- ხატიამ ბექას საუბარი არ აცადა და პირდაპირ სილა გააწნა
- უსინდისო კაცი ხარ შენ!
- რა გინდა გოგო რას გადამეკიდე ?
- კიდე მეკითხები ? ცოლი თუ მოგყავდა იმ საცოდავ ბავშვთან რა გინდოდა შე არაკაცო ბიჭო?
- ვისთან რა მინდოდა? - ბექამ გაკვირვებული სახე მიიღო
- ვისთან და ნიასთან ბექა ხომარ გაგიჟდი შენ?
- მე რა მინდოდა ნიასთან ? თვითონ მომწერა მილიარდჯერ და ერთხელ მივწერე დავაი გააფ**თქო და დამთავრდა
- სად გყავდა ნია წაყვანილი შენ ?
- მეე ? სად უნდა მყოლოდს ეგ წაყვანილი?
ნიამ ვერ გაუძლო ამდენ ტყუილს და კივილით გაუვარდა ბექას:
- ახლავე ყველაფერი თქვი ბექა ! ახლავე!
ამ დროს რამ გააკეთა ბექამ? ნიას შეაგინა , ათასი სალანძღავი სიტყვა უძახა , მისკენ ხელით წასვლასაც არ მოერიდა , რომ არა ხატია კაცმა არ იცის რა მოხდებოდა , ბოლოს კი თქვა ფრაზა:
- შენ ვისთან დაძუკ**** და ვის უხტები „ჟეშტში“ ჩემი საქმე არაა მაინც ვერ შემეტენები ჩათ****ო და სახლიდან გავარდა.
ნია ტირილს ვერ იკავებდა . ფერდაკარგული ხატია ცდილობდა ნიას დამშვიდებას , თუმცა უშედეგოდ.
...
2 თვის შემდეგ
- გოგონებო გადავწყვიტე წავიდე შვეიცარიაში. გამოვიყენებ იმ მოწვევას - ნიამ ერთ დღეს გამოუცხადა ნათიასა და ხატიას.
- რა კარგია, შენთვის ეგ უკეთესია ჩემო ლამაზო- თქვა ნათიამ და ნია გულში ჩაიკრა.
ხატიამ თავი დახარა , სიმწრით გაიღიმა და ნიას მიუგო
- ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა! იქნებ იქ მაინც იპოვო სიმშვიდე.
ერთი კვირის შემდეგ
- ნათი მე ხატია გამაცილებს ხვალ. არ გაგაღვიძებ წასასვლელი ხარ.
გოგონებთან ნიას მშობლებიც მივიდნენ , ყველანი ერთხმად უსურვებდნენ ნიას წარმატებას , ნიამ თავი ვერ შეიკავა და ოთახშ გავარდა ტირილით. მას უკან ხატია მიყვა.
- მოდი ჩემთან ჩემო პატარა გოგო ! ყველაფერი კარგად იქნება ! ხშირად ჩამოვალ და გინაუხლებ. დამირეკე თუ რამე დაგჭირდა
ერთი თვით ადრე
- ვაიმე ხატია ორსულად ვარ !
- რააა ?
- ხო ხატია ! რა გავაკეთო?
- ხვალვე წავიდეთ და მოიშორე !
- არა ! არ გამოვა ეგრე ! უნდა წავიდე აქედან.
- იქ რომ წახვიდე ? მოწვევა რომ ჩამოგივიდა ფიზიკის ? რას იტყვი?
- სიტყვაზე ეგ უნდა ვთქვა , მაგრამ ვერ წავალ ისე შორს. დედა ნატალიასთან უნდა წავიდე ხატია. ვიცი წამეჩხუბები , მაგრამ რავქნა ასე ვერ გავწირავ ბექას დასატოვებლად
- ბექაზე გამახსენდა დაშორდა უკვე იმ გოგოს
- ეჭვიც არ მეპარებოდა
- კიდევ ერთი ნია
- გისმენ!
- სმა დაიწყო. ისეთ დღეშია ერთ ჭიქაზე ყველასა და ყველაფერს გაყიდის
ამ სიტყვებმა ნიას გულში რაღაც ჩაწყვიტა და უფრო მტკიცედ გადაწყვიტა ბექასთან ახლოს ყოფნა. იქედან ხშირად გაიგებდა ბექას ამბებს და თუ რამე დაჭირდებოდა დაეხმარებოდა კიდეც.
რა ხდებოდა ბექასთან ?
ბექა ცარიელი დარჩა , სამსახურიდან დაითხოვეს , მშობლების სიმდიდრეს თანდთან ანიავებდა , ცოტაცდა ბომჟსაც კი დაემგვანა.
დრო გადიოდა.
ერთ დღეს ნია , შვიდი თვის ორსული ნია საღამოხანს მონასტრის ეზოში იჯდა . მასთან დედა ნატალია მივიდა , ხელებზე და თმაზე მოეფერა და უთხრა :
- ნიაკო შვილო ! თითქმის ნახევარი წელია რაც აქ ხარ და ერთხელაც არ გაგიღიმია . ხატიასგან ვიცი შენი ისტორია , თუმცა მცირედი დეტალები . არ შეგაწყენ თავს , უბრალოდ იცოდე უფალი მუდამ შენს გვერდითაა ნებისმიერი გაჭირვების ჟამს. სულ მალე პატარა ანგელოზს მოავლენ დედამიწას . გახსოვდეს ეს ქალის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია არის. საერო ცხოვრებაში ქიმიის ლექტორი ვიყავი . მე და ჩემს მეუღლეს ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი. ჩვენ დავქორწინდით , თუმცა წლები რომ გავიდა და შვილი არ გაგვიჩნდა გადავწყვიტეთ , რომ უფლის სამსახურში მაინც ჩავმდგარიყავით . იგი ბერად აღიკვეცა , მე მორჩილი გავხდი . რამდენჯერ მინატრია მასთან ყოფნა , მაგრამ ვიცი ეს ბედისწერა იყო უფლისგან ბოძებული . შენ პატარა ანგელოზით გაიჯლდოვებს ღმერთი , ბევრი ოჯახი მათ ნატრულობს . არასდროს ჩავარდე სასოწარკვეთილებაში , რადგან ყველა განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა !
დედა ნატალიას სიტყვებმა ნიას ყოველი პრობლემა დაავიწყა , მორჩილს ხელზე ემთხვია , მადლობა გადაუხადა უდიდესი ნდობისთვის და თავისი ისტორიაც მოუყვა. ისინი დიდხანს ისხდნენ ერთად . იხსნებდნენ ყველა ამბავს ,რაც თავს გადახდენიათ. ერთმანეთს უზიარებდნენ თავთავიანთ ინტერესებს და უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს.
ორი წლის შემდეგ
- ხატი ! როგორ მომენატრე . როგორ ხარ ? ჩვენები როგორ არიან ? - ნიამ ათასი კითხვა დააყარა მონატრებულ მეგობარს
- ჩვენ ყველანი კარგად ვართ შენ როგორ ხარ?
- მე ბედნიერად ვგრძნობ თავს ძალიან.
- ბავშვი როგორ არის ?
- რას იზამს , ახლა ძინავს აწი უნდა გამოიღვიძოს
- დღეს და ხვალ დავრჩები აქ
- რა კარგია ძალიან გამახარე . ბექა არ შეგხმიანებია ?
- ხშირად რჩება ხოლმე ჩვენთან . ამ ბოლო ხანს შევნიშნეთ , რომ შენს ოთახს არ შორდება
- ისევ სვამს ?
- სვამს რომელია ? ვერ იცნობ ისეთ დღეშია . ბინა გაყიდა , კიდევ კარგი გაგამ დროულად მიუსწრო იმ ფულს შედარებით პატარა ბინა აყიდინა თან თავის სახელზე გაიფორმა ამან კიდევ რამე რომ არ გააკეთოს. სულ სხვის იმედზეა . დადის სამეზობლოში ერ ჭიქა არაყს მონატრებული . ძალიან გასაცოდავებული არის
- ხატია არ ვიცი რა გავაკეთო , აქ დიდხანს ვერ დავრჩები . მონაზვნად ვერ აღვიკვეცები, ასე ძლიერი არ ვარ . ბავშვს მონასტერში დიდხანს ვერ გავაჩერებ . ისიც ღირსია ეზიაროს საერო ცხოვრებას.
- ხომ არ ჯობს ყველაფერი ვთქვათ ნია ?
- შეძლებ ლელა აქ მოიყვანო ? დედა ნატალიამ მირჩია მისთვის მეთქვა ყოველივე .
- ვეცდები ნია. ხომ იცი ყველაფერში შენს გვერდით მიგულე.
...
- ეს როგორ გააკეთე შვილო ? - ლელა ვერ იკავებდა ტირილს
- რავქნა დედაჩემო ეს ყოფილა ჩემი ბედი - ბანს აძლევდა განწირული ხმით მოსაუბრე ნია.
- აქამდე როგორ შეინახეთ ეს საიდუმლო , იქნებ სხვა გზა მეპოვა რამე
- შენც ხომ იცი , რომ ამაზე უკეთესი გზა არ იქნებოდა დედა.
- ბავშვი სად არის ?
- ახლავე ჩამოვიყვან! - თქვა ნიამ და ცოტახანში ბებოს წინ პატარა , ანგელოზივით , დედის მხრებს შემოხვეული პატარა ემილი იყო , რომელიც ბებოს მალევე დაუმეგობრდა.
- მე წავიყვან ბავშვს ნია ! ყოველ შაბათ-კვირას ვატარებ შენთან , შენ კიდე გულით გელოდები შინ
- კარგი დედა ! ცოტახანს ისევ მჭირდება აქ ყოფნა , ძალიან გთხოვ არავის უთხრა ჩემი აქ ყოფნის ადგილი , ბავშვზე რამეს მოიფიქრებ ეჭვიც არ მეპარება და კიდევ ერთი ...
- გისმენ ნია !
- ბექა ჩვენს მეზობლად გადმოსულა და ...
- ძალიან გთხოვ მაგ ბიჭის სახელი არ გამახსენო , სადაც ვნახავ იქ მოვკლავ ნია მაგ არამზდას
- დედა მონასტერში ვართ ! გთხოვ მსგავსი არაფერი თქვა და გაკეთებაზე ზედმეტია საუბარი არც გაიფიქრო
- ან ძალიან კეთილი ხარ ნია , ან საოცრად სულელი .
ნია დაემშვიდობა დედა-შვილს . გული მიუწევდა სახლისკენ , თუმცა ხვდებოდა , რომ ყველასთვის უკეთესი იყო ის სიტუაციას გარიდებოდა , ამიტომ დარჩა მონასტერში , დედა ნატალია , თეოსთან და მის მოგონებებთან მარტო .
ათი წლის შემდეგ ...
- დედიკო როგორ მომენატრე !
- დედას სიყვარულო ძალიან მომენატრე მეც - ნია მთელი არსებით ჩაეხუტა მონატრებულ შვილს. - მომიყევი როგორ ჩაიარა ახალი სსწავლო დღის პირველმა დღემ ?
- ძალიან კარგად დედი . იცი რა კარგი ადამიანები არიან ჩვენს სკოლაში ? მასწავლებლებიც , ბავშვებიც , მზარეულებიც კი . ყველა ძალიან შემიყვარდა .არ მეგონა ახალ სკოლას თუ შევეჩვევოდი
- შენთვის აქ სწავლა უკეთესია ემი ხომ იცი ? არ დაგავიწყდეს , რომ ჩვენ შენთვის ყველაფერი კარგი გვინდა .
- ხატიას და ნათიას ნახულობ ?
- კი როგორ არა . ძალიან ენატრები ნათიას და მალე აქ მოვა
- უთხარით სადაც ვიყავი ?
- წამომცდა დე ბოდიში
- რა ბოთე მყავხარ შვილო . კარგი არაუშავს .
- იცი მათთან ერთად სკოლაში მათი მეგობარიც მაკითხავს
- მართლა ?
- ხო დედა ! ბექა ქვია !
- ბექაა ?
- ხო დედა ! იცი რა კარგად მექცევა ? ჩვენს სკოლაშიც კი დაუწყია დარაჯად მუშაობა . დღეს რომ დავინახე ძალიან გამიხარდა
- ხატია და ნათია როდის ამოვლიან არ უთქვამთ ?
- კი დე ჩემს წასაყვანად მოვლენ საღამოს
ნიას ათასი აზრი უტრიალებდა თავში . არ იცოდა ბექამ იცოდა თუ არა ის , რომ ემილი მისი შვილი იყო . ეს ზრუნვა , სამსახურის დარაჯად დაწყება გულს უღრღნიდა ნიას და წუთებს ითვლიდა ნათიასა და ხატიას ნახვამდე.
...
-ცოტათი მაინც არ გენატრებოდი ? აქამდე როგორ არ მითხარი- ნათიამ ტირილი ვერ შეიკავა საყვარელი ბიძაშვილი დანახვაზე
- რა გავაკეთო ნათია ? ასე უკეთესია. ახლა ბევრად მშვიდადაა სიტუაცია , მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს
- გისმენ ნია!
- ბექა როდიდან ტრიალებს ჩემი შვილის ახლოს ? ან რატომ ?
- ყველაფერი იმ დღიდან დაიწყო , როდესაც პარკში გვყავდა ნია და ბექა დავინახეთ შემთხვევით . იქვე ბარში დაგვპატიჟა , ემის ნაყინი უყიდა , რაღაც კითხვებს უსვამდა. შენც ხომ იცი როგორ უყვარს ბავშვები ?
- ვიცი ვიცი . განაგრძე!
- მერე ემის შენ დაურეკე და შენი ფოტო რომ დაინახა ეკრანზე ბექა სახტად დარჩა , თან ბავშვმა რომ დედა დაგიძახა საერთოდ .იმ მომენტიდან დაიწყო გამოძიება რამდენი წლის იყო ემი . ჩვენ დღემდე ვუარყოფთ , რომ მისი შვილია , მაგრამ ის ყველაფერს ხვდება . იმ რიდან მოყოლებული სულ ჩვენთან ერთადაა , სულ ემისთან ცდილობს ახლოს ყოფნას , ბედნიერია , ძალიან ბედნიერი . მუშაობას თავი დაანება „ალდაგში“ და დარაჯად წავიდა ემის სკოლაში ბავშვს ყურადღებას მივაქცევო.
- არ მინდა გოგონებო ხვდებიით ? არ მინდა ის ახლოს იყოს ჩემს შვილთან
- შენი ნახვა უნდა , იცის სადაც ხარ ,მაგრამ აქ ვერ ამოდის , ვერ ბედავს ამოსვლას
- კარგია თუ ეგრე აკეთებს.
- ცოტათი მაინც აღარ გიყვარს? ჩვენ ვხვდებით , რომ მისი გალოთება , უბედურებები , შენს განშორებასთან იყო დაკავშირებული და ახლა , როდესაც ემი გამოუჩნდა ცხოვრების ხალისი მიეცა .
- გთხოვთ თავგზას ნუ მირევთ.
- ჩვენი წასვლის დროა. დაფიქრდი უკეთ რას იზამ.
ხუთი წლის შემდეგ...
- დედა ! მამა ! როგორ დამტოვეთ მარტო ? მე უთქვენოდ რას გავაკეთებ ხალხო ? რა გვეშველება მე და ემის ? - ნია ცრემლებს ყრიდა მშობლების გასვენებაში . ტიროდა , მათ ბოდიშს უხდიდა ყველაფრისთვის და ნანობდა ყველა იმ ქცევას , რის გამოც მან ვერ შეძლო და სიცოცხლის ბოლო წამებში ვერ უთხრა მათ , თუ როგორ ძალიან უყვარდა .
- მე შენთან ვარ ! უკნიდან ნიას ნაცნობი ხმა მოესმა
- ბექა !
- მაპატიე გევედრები . მე შენი და ემის გარდა არავინ მყავს .
- ახლა ამის დრო არ არის ! ნიამ შეეცადა ბექა თავიდან მოეშორებინა , თუმცა ცოტახანიც არ იყო გასული მასთან მივიდა , ჩაეხუტა და უთხრა : აღარ დამტოვო გევედრები.
- ცხოვრების ბოლომდე ერთად ვიქნებით ნია გპირდები !
...
ქორწილის დღე ...
- ემი ყველაზე ლამაზი პატარძალი ხარ დე !
- ვეთანხმები დედას შვილო , ასეთი გოგო იშვიათობაა. არ ეტყობა რა დედამ და მამამ გშობა ?
ყველას გაეცინა ბექას სიტყვებზე...
ცერემონია ჯვრისწერისა.
ცერემონია ხელმოწერისა .
ქორწილი , ულამაზესი ქორწილი .
4 ივნისი ...
გამთენიის ხანი ...
2035 წელი ...
- მეგობრებო ! ძალიან გთხოვთ ყურადღება მომაქციოთ ! - დარბაზში ჩოჩქოლი ბექას ხმამ შეწყვიტა - 2015 წელს . 20 წლის უკან . ამ დღეს ერთი ულამაზესი გოგონა , სახელად ნია არეშიძე გავიცანი . ყველას ეგონა , რომ ვცრუობდი , თუმცა ის მე დანახვისთანავე შემიყვარდა , მართლა ძალიან შემიყვარდა . ვაღიარებ ამას ვერ ვხვდებოდი , კარგახანს ვერ ვხვდებოდი , უამრავი წლის განმავლობაში გულს ვტკენდი , მაგრამ ჩვენმა სიყვარულმა ყველაფერს გაუძლო . ბედნიერი ვარ ამ დღის. დღეს ჩემი პატარა გოგო , ჩემი ნიაკო დაიბადა . ბედნიერი ვარ ნია იმით , რომ არსებობ და ცოცხლობ . ჩემთვის მისაბაძი ადამიანი ხარ შენი სულის უმანკოებით , ჭირთა დათმენის უნარით თუ სხვა მრავალი თვისებით . რაღა დაგიმალოთ ჩვენ საკმაოდ ახალი შერიგებულები ვართ და ჩვენი ურთიერთობა კვლავ თინეიჯერულს გავს . ბექა ხეცურიანს უნდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოიქცეს ისე , რომ მას კაცი უწოდოს არა მარტო ირგვლივ მყოებმა , არამედ საკუთარმა თავმაც და გთხოვ , მთელი სერიოზულობით , მთელი გულითა და სულით გთხოვ იყო ჩემი მეუღლე , გვქონდეს ქორწილი შვილის ქორწილში და დღეიდან მოყოლებული არასდროს გაგვიჩნდეს ერთი პრობლემა მაინც . მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად !
- სიგიჟემდე რომ მომენატრები ხოლმე, ყველაფერში გეძებ, ვცდილობ სადმე ამოვიცნო შენი ღიმილი, თვალები, ჩურჩული... ასე მგონია, ყველა ცოცხალ არსებას შენ აძლევ სიცოცხლის ელექსირს....... ალბათ ვგიჟდები.. ალბათ მალე საბოლოოდ შემშლის სიყვარული და სიკვდილის დღემდე ვერ შეგელევი, ალბათ... შევიშლები და მეყვარები გიჟსაც... მერე მაინც მაპატიებენ ამდენ ფიქრს შენზე... ნუ იღელვებ იმაზე, რომ ვინმე ჩემს სიგიჟეში დაგადანაშაულებს. მათ არასოდეს ეცოდინებათ ვინ ხარ ჩემთვის.თუ სიყვარული ტკივილია,ტკივილი რაა?იქნებ რაიმე ვერ უთქმელი გულში ჩაკლული, თუ სიყვარული ცრემლი არის მაშ ცრემლი რაა? იქნებ სიმართლე უფალივით ჯვარზე გაკრული, თუ სიყვარული ჩემში ცოცხლობს ვინა ვარ თვითონ? მიხვდებით ალბათ, სიყვარულზე შეყვარებული.... თუ სიყვარული არ არსებობს,სიცოცხლე რაა?! არარაობა სიძულვილით დამშვენებული !.. ... შენზე მეტად მე შენი სუნთქვა მიყვარს - ჩუმი, ჯიუტი, თანაბარი... შენზე მეტად მე შენი თვალები მიყვარს - სევდიანი, დაკვირვებული და საკუთარ თავში დაჯერებული. შენზე მეტად მე შენი ხმა მიყვარს - თბილი და ხავერდოვანი. შენზე მეტად მე ისევ შენ მიყვარხარ, თითქოს დიდი და ძლიერი, მაგრამ რთული, მღელვარე, ცრემლნარევი, ზოგჯერ ეჭვიანი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის მფეთქავი . ალბათ ჩემი პასუხი ცხადია , თქვა ნიამ და ბექას ჩაეხუტა ...
ეჭვიც არ გეპარებოდეს მკითხველო , რომ ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ , დიდხანს და ბედნიერად . მათ ერთმანეთი ყავდათ , ერთმანეთით ცოცხლობდნენ და სიცოცხლის ბოლო წამამდე სამაგალითო წყვილი იყო . ერთხელ ყველას უყვარდება , „ერთხელ მასაც კი შეუყვარდა“ და იცით რატომ ? სიყვარული ერთადერთხელ მოდის ამ ცხოვრებაში და სიცოცხლის ბოლომდე მიყვება ადამიანს.



№1  offline წევრი მოლურჯო

ერთხელ მასაც კი შეუყვარდა? აბა ადამიანს სამიათასჯერ კი არ უყვარდება სათაურმა გამაგიჟა აქამდე არაფერს ვამბობდი მაგრამ მაინც მინდა რომ ჩემი აზრი დავწერო. belay
ბანალური სიყვარულის ისტორია იყო მეტი არაფერი
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი innako

სევდიანი გიჟი
ერთხელ მასაც კი შეუყვარდა? აბა ადამიანს სამიათასჯერ კი არ უყვარდება სათაურმა გამაგიჟა აქამდე არაფერს ვამბობდი მაგრამ მაინც მინდა რომ ჩემი აზრი დავწერო. belay
ბანალური სიყვარულის ისტორია იყო მეტი არაფერი

მიხარია , რომ შენი აზრი დააფიქსირე . უბრალოდ სიყვარული ეს ის თემაა გარკვეულ ჩარჩოებში რომ არ ჯდება და არ "დაეძებს" ბანალური არის თუ არა . რაც შეეხება სათაურს , 9ჯერ ცოლის მოყვანა და ათასი საყვარელი "ფარსი სიყვარულია" აქ კი ნამდვილი სიყვარულის პოვნას შეეხება სათაური და კიდევ ერთი : რეალურ ცხოვრებასთან ზედმეტად ახლოსაა და შესაძლოა მიტომაც გეჩვენებოდეს ბანალურად , რას ვიზამთ ყველას ფულიანი ტიპები არ გვეყოლება , რომლებიც ათას რომანტიკულ რაღაცას აკეთებს .. უბრალოდ ეს მოხდა , ნამდვილად მოხდა ..

innako
სევდიანი გიჟი
ერთხელ მასაც კი შეუყვარდა? აბა ადამიანს სამიათასჯერ კი არ უყვარდება სათაურმა გამაგიჟა აქამდე არაფერს ვამბობდი მაგრამ მაინც მინდა რომ ჩემი აზრი დავწერო. belay
ბანალური სიყვარულის ისტორია იყო მეტი არაფერი

მიხარია , რომ შენი აზრი დააფიქსირე . უბრალოდ სიყვარული ეს ის თემაა გარკვეულ ჩარჩოებში რომ არ ჯდება და არ "დაეძებს" ბანალური არის თუ არა . რაც შეეხება სათაურს , 9ჯერ ცოლის მოყვანა და ათასი საყვარელი "ფარსი სიყვარულია" აქ კი ნამდვილი სიყვარულის პოვნას შეეხება სათაური და კიდევ ერთი : რეალურ ცხოვრებასთან ზედმეტად ახლოსაა და შესაძლოა მიტომაც გეჩვენებოდეს ბანალურად , რას ვიზამთ ყველას ფულიანი ტიპები არ გვეყოლება , რომლებიც ათას რომანტიკულ რაღაცას აკეთებს .. უბრალოდ ეს მოხდა , ნამდვილად მოხდა ..

ყველა ისტორიას აქვს საკუთარი ხიბლი , ბანალურობა , ყველაისტორია ყველას მოსაწონი ვერ იქნება . მე მომწონს ჩემი ისტორია , მიყვარს ჩემი რეალური ბექა და ვამაყობ ამით :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent