შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუდამ ჩემში (სრულად)


3-01-2016, 22:47
ავტორი bloody
ნანახია 2 398

სიყვარული...
რომანტიზმი...
ბანალიზმი...
ეს ის სიტყვებია
რომელსაც არასდროს დავუკავშირებდი
ჩემს ცხოვრებას.
მაგრამ ყველაფერი იმ საბედისწერო დღეს მოხდა.
იმ საბედისწერო დღეს დაუკავშირდა
ყველა ზემოთხსენებული სიტყვა
ჩემს ცხოვრებას.


* * *

მაშინ როდესაც მე და ჩემი კადალიკი
უმისამართოდ მივქროდით...
სიჩქარეს ვუმატებდით
მივქროდით და ვგრძნობდით თავისუფლებას.
ჰო ასეა
ეს იყო თავისუფლება.
ფრთების გაშლა
სიცოცხლის წყურვილი...
თავისუფლების შეგრძნება იმდენად მძაფრი იყო
რომ კადილაკს ბოლომდე ვაჭერ
და
უკვე სიჩქარე 180ს უჩვენებს.
ვგრძნობ როგორ მიდუნდება მთელი სხეული.
ეს იყო ადრენალინი
ეს იყო ჩემი ცხოვრება.
მე კადილაკი
და
ბოლო სიჩქარე.
და აი უცბად
საიდანღაც,
არ ვიცი საიდან
გამოჩნდა და
ისე გადაგვიდგა წინ
მე და ჩემს
კადილაკს,
რომ
საჭე ვერ დავიმორჩილე
და
იმის გამო რომ
მისთვის არ დამერტყა
საჭე მოვატრიალე
და
ხეს შევეჯახე.
ამის დედაც
ჯანდაბა.
მანქანიდან გადმოვდივარ
კარგია,
ჩემს კადილაკს არაფერი არ ჭირს,
პატარა დაზიანებაა,
რომელიც იოლად მოგვარდება.
ჯანდაბა ახლაღა ვამჩნევ
როგორ მოედინება ჩემი შუბლიდან
ცხელი სითხე.
ამის დედაც
მანქანიდან სალფეტკს ვიღებ
და შუბლს ვიწმენდ.
ახლაღა მახსენდება
და
თავს მისკენ ვატრიალებ.
ასვალტზე თავჩაღუნული ზის.
გრძელი ყავისფერი თმები
წინ აქვს გადმოყრილი.
გაბრაზებული ვისვრი სალფეტკს და მისკენ მივდივარ.
ახლა ისე მეძალება სიბრაზე
რომ
დავივიწყებ მის ქალობას
და აქვე მივაკლავ.
ვუახლოვდები
რეაქცია არ აქვს,
ვაკვირდები,
არ მოძრაობს,
მისკენ ვიხრები,
მემგონი არ სუნთქავს.
ხელს მხარზე ვადებ
იმისთის რომ გავარკიო ცოცხალია თუ არა.
შეხებაზე რეაგირებს,
ფრთხება
და
შეშინებული წევს თავს.
მისი თალები,
ისეთი ლამაზი თვალები აქვს.
რაღაც საოცარი ფერის
ნაცრისფერი
ღიაა
ისეთი ღია
წყალივით.
მაბნევს მისი თვალები.
რამდენიმე წამის წინ მის მოკვლას ვაპირებდი
ახლა,
ახლა კი
უბრალოდ ვუყურებ და არ მინდა თვალის მოშრება.
- კარგად ხარ?
თავს მიქნევს.
თვალს არ მაცილებს.
წამოდგომაში ვეხმარები.
- მადლობა..ლუღლუღებს ძვლივს გასაგონად.
- სად ცხოვრობ წაგიყვან.
- მე... არა არ მინდა
- დაჯექი წამოდი.
მანქანაში ვსვავ.
მანქანას ვუვლი
და
ჩემს ადგილს ვიკავებ.
შუბლს ხელით ვიწმენდ.
მანქანას ვქოქავ და გაზს ვაჭერ
ისე მიქრის კადილაკი.
ქალს არც ვეკითხები
ისე მიმყავს ჩემთან.
უხმოდ მომყვება.
სასწაულია
სხვა მის ადგილას
ალბათ
დაპანიკდებოდა.
ვისკის ბოთლს ვიღებ
და პირდაპირ ვიყუდებ.
ახლა გაბრუება მჭირდება.
ქალისკენ ვიხედები
ისევ თავი აქვს დახრილი,
საინტერესო არსებაა.
ხმას არ იღებს.
ვუახლოვდები
ისე არ აქვს რეაქცია,
ვუყურებ
ისევ არ იმჩნევს.
მართლა საინტერესო
და
უცნაური არსებაა.
- დალევ?
ვკითხულობ ყოველიშემთხვევისთვის.
თავს წევს, მაკვირდება
-კი
მპასუხობს მოკლედ.
ბოთლს ვაწვდი
მართმევს და იყუდებს.
ოჰო სმაც ასეთი უნდა.
- რა გქვია?
- ელიზაბეტი
ელიზაბეტი,
სახელიც უცნაური აქვს.
ალბათ
მე ხომ მარტივად დასამახსოვრებელი
სახელები მიყვარს
მაგალითად
ნინი, ნია, ლიზა
რავიცი
ის რაც მარტივია.
მაგრამ არასდროს მიცდია
რომელიმე ქალის სახელის დამახსოვრება.
- დღეს შეგაწუხებ თუ შეიძლება
- შეიძლება.
- შეიძლება დავიძინო?
კითხვა მაკვირვებს,
ამას არ ველი.
ცოტა მაბნევს.
ვაკვირდები ვცდილობ მისი ჩანაფიქრი გამოვიცნო.
- ოთახში წამო
ოთახისკენ მივდივარ
თითქოს არ არსებობს
ისე ჩუმათ მომყვება.
მართლა საინტერესო ვიღაცაა.
კარს ვაღებ
შევდივარ
შემოდის.
- აქ დაიძინე
თავს მიქნევს
და
სავარძელში ჯდება.
რას აკეთებს
ასეთი უცნაური როგორაა.
სავარძელში აპირებს დაძინებას?
- მასე იჯდები?
- ჰო არ შეგაწუხებ
ჰმ..
საინტერესოა
კარგი როგორც უნდა ისე მოიქცეს.
- მე არ მაწუხებ
პირსახოცს ვიღებ და აბაზანაში შევდივარ.
საოცარი შეგრძნებაა ცხელი წყალი,
კიდევ ერთი ადრენალინი
კიდევ ერთი თავისუფლების შეგრძნება.
ვდგავარ ცხელი წყლის ქვეშ.
ნეტა რატომაა ასეთი უცნაური
ელიზაბეტი
ვაღიარებ ლამაზი სახელია
სხვანაირი
ალბათ ისევ სავარძელში ზის
მართლა უცნაური ვინმეა.
პირსახოცს ვიხვევ
და
ოთახში გავდივარ.
ხომ ვთქვი
ისევ სავარძელში ზის
ჩასძინებია.
საწოლიდან პლედს ვიღებ და ვაფარებ.
შარვალს ვიცვამ და ოთახიდან გამოვდივარ.
ისევ ვისკის ბოთლს ვიყუდებ.
ბოლომდე ვცლი,
არ მყოფნის
მეტი და უფრო ძლიერი მჭირდება,
შპრიცს და წამალს ვიღებ
ეს დამეხმარება.
წამალს ორგანიზმში ვუშვებ
წამებში ვგრძნობ როგორ იწყებს მოქმედებას.
ყველაზე დიდი კაიფია პირველი წუთები
ვითიშები.



* * *

ისევ თავის ტკივილი,
ისევ იგივე სიტუაცია
ისევ მარტოობა
მე
ვისკი
და
ნარკოტიკი.
ვდგები და ისევ ვისკის ბოთლს ვიღებ.
გუშინდელ შპრიცს ვიღებ
და
ვაგდებ.
ოთახისკენ მივდივარ.
კარს ვაღებ
და
ვჩერდები.
ახლაღა მახსენდება
ქალი
მოიცა რა ქვია
ჰო
ელიზაბეტი.
სავარძელში მოკუნტულა და მშვიდად ძინავს.
ასე როგორ იძინებს.
ოთახში შევდივარ
არ მინდა გავაღვიძო.
თუმცა არც ჩუმად შესვლას ვცდილობ
თვალებს ახელს და პირდაპირ ჩემკენ იხედება.
ისევ მის საოცარ თვალებს ვაწყდები.
ნაცრისფერი
თუ
წყლისფერი
ჯერ ვერ გავარკვიე.
ფაქტია რომ საოცარი თვალები აქვს.
- არ მინდოდა გამეღვიძებინე.
პლედს იძრობს და დგება.
- მაპატიე გაწუხებ
ისევ ეს მარაზმი
ხომ ვუთხარი რომ არ მაწუხებს.
ისევ თავს ხრის
ამას რა სცხვენია?
მართლა უცნაური ვინმეა.
- ზედისთვის შემოვედი, უნდა წავიდე.
ზედას ვიღებ
ვიცმევ
და გასვლას ვაპირებ
- მოიცადე
ვჩერდები და მისკენ ვიხედები
ახლა რაღა უნდა
- შეიძლება დავრჩე?
- დარჩი
ვეუბნები მოკლედ და ოთახიდან გამოვდივარ.
მანქანის და სახლის გასაღებს ვიღებ და გავდივარ.



* * *

ისევ მე და კადილაკი,
ისევ ბოლო სიჩქარე
და
ისევ თავისუფლების შეგრძნება.
ბართან ვაჩერებ კადილაკს.
გასაღებს გოგას ვაძლევ
- მიხედე
ბარში შევდივარ
პირდაპირ ვიღებ სასმელს
და
კაბინეტში შევდივარ.
ანდრეა და აკო
კაბინეტში მელოდებიან.
- გეღირსა ?
- ჩაი***ვი რა
- რას შვება კადილა?
- ხოდზეა
- დღეს რბოლაა რას იზავ?
- იასნა მოვდივარ
- 9ზე ისევ იქ
- მოსულა.
- კაი წავალთ
ისევ მარტო ვრჩები,
ისევ ვისკი და მე
მშვენიერია
დღეს გამოვცდი ჩემს კადილაკს.
პირველად გამოვიყენებ რბოლისთვის
ვნახავ რა შეუძლია.
9 საათზე უკვე ჩემს ადგილას ვდგავარ.
მანქანა დატესტილია
მშვენიერ ფორმაშია
ახლა მთავარია გამარჯვება.
აი იწყება
პირველი კრუგი
საშუალოდ მიქრის კადილაკი
ნელ-ნელა ვუმატებ სიჩქარეს
არ ვჩქარობ.
ბოლო სიჩქარე
და
პირველობა ჩვენია.
არ მღალატობს
სადაცაა ბოლო მანქანას ჩამოვიტოვებ,
გაზის პედალს ვაჭერ
და
კადილაკს ბოლო სიჩქარეში ვაგდებ.
აი ასე
უკან ვიხედები
საკმაოდ ბევრი მანქანა ჩამოვტოვეთ.
პირველობა ჩვენია.
- არ ღალატობ ჩვეულებას
- როგორც ყოველთვის
- წამო დავლიოთ.
ბარში მივდივართ.
ანდრეა და აკო
ჩემი ძმები არიან.
ბავშობიდან ერთად მოვდივართ,
ყველა საქმეში ერთად ვართ,
რბოლა
ბარი
ქალები
სმა
და
ნარკოტიკი.
ერთს თუ უჭირს
დანარჩენ ორსაც გვიჭირს.
ასეა ბავშვობიდან.
ბოლომდე ვილეწებით როგორც ყოველთვის.
მთვრალი ვჯდები კადილაკში,
ამჯერად არ მიქრის,
საშუალოდ დამყავს.
სახლს ვუახლოვდები
და
გონებაში ელიზაბეტის სახე მიდგება.
ჯანდაბა!
მანქანიდან გადავდივარ
სახში შევდივარ.
ვათვალიერებ
დაბლა არ არის.
ალბათ ისევ ზევითაა.
ასეცაა
ისევ სავარძელში ზის მოკუნტული
და
ისე ძინავს.
რა უცნაური ვინმეა.
ვუახლოვდები,
პლედს ვიღებ და ვაფარებ.
ლამაზია
საკმაოდ ლამაზია.
ვაკვირდები,
მის ნაკვთებს ვსწავლობ.
საოცარი ნაკვთები აქვს.
ეს ქალი მთლიანად საოცრებაა.
პირველი ღამეა
როდესაც
არ მიჩნდება სურვილი წამლის გაკეთების.
ახლა მხოლოდ მისი ყურების სურვილი მაქვს.
ხელით ლოყაზე ვეხები
საოცარი კანი აქვს,
ნაზი,
სათუთი.
სურნელიც კი საოცარი აქვს.
პირველად მაქვს ასეთი შეგრძნება ქალის მიმართ.
ხელ ვწევ
საწოლისკენ მივდივარ
და
პირდაპირ ვეშვები
მერე კი,
ვითიშები.



* * *

2 თვეა რაც ელიზაბეტი ჩემს სახლს და სავარძელს არ შორდება.
მე კი 2 თვეა
ყოველღამე
ჩუმათ ვაკვირდები მის სახეს,
ვისუნთქავ მის სურნელს.
ამ ქალმა შემიპყრო,
მიმაჯაჭვა.
ყოველღამე მისი ყურება,
მისი სურნელი,
საშინლად მსიამოვნებს.
მარტოობა შეივსო
და
პირველად
არ მავიწყდება
ქალის სახელი.
აი ახლაც
ვზივარ მის წინ
და ვუყურებ მის მშვიდ სახეს
მესმის
მისი სუნთქვა.
ხელს ვწევ და ვეხები.
ვმეორდები
საოცარი კანი აქვს
საოცრად ნაზი
და
სათუთი.
შეხებაზე თვალებს ახელს.
ეს პირველი შემთხვევაა როცა ვეხები
და
ეღვიძება.
ვცბები,
ხელი მიშეშდება
და
მის
ნაცრისფერ
თუ
წყლისფერ
თვალებს ვაწყდები.
ვუყურებ
მიყურებს,
თვალს არ ვაშორებთ ერთმანეთს.
ისე გვათენდება
ვერც კი ვხვდებით.
მისი თვალები
იმდენ ტკივილს გამოხატავს,
სურვილი მიჩნდება
მისი დაცვის.
მინდა შევეხო
და
მისი წითელი ტუჩები დავაგემოვნო.
ვეხები
არ მეწინააღმდეგება,
ვერ ველევი,
ვერ ვწყდები.
ხმა მესმის.
მეძახიან
- იოანეეეე
ვფხიზლდები
რეალობას ვუბრუნდები.
ბურუსიდან გამოვდივარ.
ჩემს წინ ელიზაბეტი დგას
აღელვებული
ოთახს თვალს ვავლებ
ანდრეა და აკოც აქ არიან.
- რა ხდება?
ვკითხულობ და მათ გამომეტყველებას ვუკვირდები.
- მადლობა ღმერთს.
ამბობს აღელვებული ელიზაბეტი.
- კარგად ხარ?
- რამე ხომ არ გტკივა?
- გინდა ექიმი მოგიყვანო?
მეკითხებიან და ერთმანეთს უყურებენ.
- რა მოხდა?
ვიმეორებ ჩემს კითხვას.
- დიდი დოზა მიიღე.
მეუბნება ელიზაბეტი.
მისი მღელვარება საშინლად მოქმედებს.
- კარგად ვარ.
მის გასაგონად ვამბობ
მინდა დამშვიდდეს.
- წყალი მომიტანე ელიზაბეტ.
ელიზაბეტი ოთახიდან გადის
მე კი ბიჭებს ვაკვირდები
რაღაცაზე საკმაოდ ღელავენ
არამგონია პრობლემა მარტო დიდი დოზა იყოს.
- რა ხდება ?
ვიმეორებ ისევ
ამჯერად მათგან ველი პასუხს.
- შეგვაშინე .
- რაზე ფიქრობდი ორმაგს რო იღებდი?
საერთოდ არ მახსოვს რა დოზა მივიღე
მხოლოდ კოცნა მახსოვს
ან იქნებ
უბრალოდ...
ელიზაბეტი ბრუნდება წყლით.
ჭიქას მაწვდის და მიღიმის.
თვალს არ ვაშორებ
ჭიქას ვიყუდებ და წყალს ვცლი.
ოთახში მარტო ვრჩებით
მხოლოდ მე და ელიზაბეტი.
- შემაშინე
- კარგად ვარ ელიზაბეტ.
- ასე აღარ მოიქცე რა.
- გპირდები.
მისკენ ვიწევი და ვკოცნი.
პირველად მინდა ასე ქალის დასაკუთრება.
არ მინდა შეშინდეს.
ვფრთხილობ
საწოლზე ვაწვენ
ცოტახანს თვალებში ვუყურებ,
ვცდილობ მისი ფიქრები გავიგო.
ოდნავ ვუღიმი,
ვიხრები და მის კოცნას ვიწყებ.
სურვილი მატულობს.
სიამოვნება ზღვარს ცდება.
გულზე ვიხუტებ
სუნთქვას ვალეგულირებ,
თმაზე ვეფერები.
საოცარი სუნი აქვს
საოცარი ქალია.
- მგონი მაგიჟებ
მეუბნება ჩურჩულით.
მეღიმება.
- მგონი არ ითვლება, ან გაგიჟებ ან არა.
ცოტახანს ჩუმათაა,
მერე თავს წევს
თვალებში მიყურებს
და მეუბნება დარწმუნებით.
- მაგიჟებ იოანე.
მის ნათქვამზე მეღიმება
და
მის ტუჩებს ისევ ვაგემოვნებ.



* * *

ბედნიერება...
მოზღვავებული შეგრძნებები.
ადრენალინი....
თვისუფლება...
სიგიჟე...
ორი სხეული...
სიყვარული...
ვნება...
ოცნება
და
ოჯახი
გავხდი დამოკიდებული
ქალზე.
სიყვაულზე
ვნებაზე.
მის მოფერებაზე.
შეხებაზე.
მივაქროლებ კადილაკს
ვფიქრობ ელიზაბეტზე
ჩემზე
ჩვენზე.
უცნაურია
ჩვენი ერთად ყოფნა
უცნაურია.
რას მიშვება ეს ქალი
მაგიჟებს,
მიპყრობს,
თავს მაკარგვინებს.
მივაქროლებ კადილაკს
ოცნებას გისრულებ ბეტ.
სახში შევდივარ
ბოლო ხმაზე ვღრიალებ.
- ბეტტტ....ბეტტტ სად ხარ....ბეტტტ
ბეტი ოთახიდან გამოდის
შეშინებული მიყურებს.
- კარგად ხარ?
- გაემზადე მივდივართ.
- რა?
- მივდივართ.
- სად?
- ოცნებას გისრულებ ბეტ.
ვეუბნები და მთელი გძნობით ვკოცნი.
ისევ მივაქროლებ კადილაკს
ამჯერად ბეტთან ერთად.
წინ 10 დღე გვაქვს
და
ბათუმი გველოდება.
მე
ბეტს
და
კადილაკს.
- შენ ჩემი პირადი საოცრება ხარ იო.
იო
მისი წარმოთქმული იო
საოცრად ჟგერს.
ეს ქალი საოცრებაა
ჩემი საოცრება.
- გაღმერთებ ბეტ.
მისი თვალები
სიხარულის ჭინკებს ასხივებს.
ვამბობ
და
კიდევ განვმეორდები
ეს ქალი საოცრებაა
ჩემი საოცრება.
ბათუმში პლიაჟზე ვსხედვართ
და
ვუყურებთ ზღვას.
მარტო
მე
და
ბეტი.
ჩემი ბეტი.
- ეს ყველაფერი საოცრებაა იო.
- შენ ხარ საოცრება.
- მუდამ ერთად ვიქნებით?
- მუდამ.
- არასდროს მიმატოვებ?
- არასდროს.
- მიყვარხარ იოანე.
ღმერთო როგორ მსიამოვნებს
მისი ნათქვამი „მიყვარხარ“
როგორ შეიძლება
ასეთი ქალის მიტოვება.
მე მას ვერ დავთმობ,
ვერ შეველევი.
- მიყვარხარ ბეტ.
მან ნაზად გაიღიმა,
მისი ღიმილი ისეთი საოცარი იყო,
თითქოს შიგნიდან განათდა
ისე გაბედნიერდა.
ცხოვრების მნიშვნელოვანი 10 დღე
ბედნიერების დიდი
დასაწყისი
და
ამავდროულად დიდი
დასასრული.
არაფერი არ არის მარადიული.
ყველაფერი წარმავალია
და
საბოლოოდ
ყველაფერს ვეჩვევით.




* * *

კაბინეტში ვზივარ
ვისკის ბოთლი მიდევს
საბუთებში ვიქექები.
რაღაც არეულობაა.
ნარკოტიკების ამბავია
ბარს აკონტროლებენ
პოლიცია გვითვალთვალებს.
- დროებით უნდა დავხუროთ
ამბობს ანდრეა
- ჰო მგონი ასე აჯობებს
ეთანხმება აკო.
საბუთებს ვაკვირდები
არაფერია
ვერაფერს ვუშველი.
- პრობლემები არ გვჭირდება, აჯობებს დროებით დავხუროთ
ისევ იმეორებს ანდრია
ბოთლს ვიღებ და ვიყუდებ.
- ჯანდაბა. ამის დედაც!
ვამბობ და ბოთლს კედელს ვაფშვნი.
- დაგვიჭერენ იო ხომ იცი
- დროებით დავხუროთ და წავიდეთ აქედან.
ისე ლაპარაკობენ თითქოს მარტივია
დავტოვო აქაურობა.
დავტოვო ბეტი
ქალი რომლის გაეშეც აღარ წარმომიდგენია ცხოვრება.
მანქანის გასაღებს ვიღებ და ბარიდან გავდივარ.
ისევ მივაქროლებ კადილაკს
ისევ ვგრძნობ ადრენალინს.
სიგარეტს ვიღებ და ვუკიდებ
ადრე თუ გვიან ყველაფერი დამთავრდება.
მაგრამ ელიზაბეტი დასაწყისი იყო
ან არის.
მის გამო დავრჩები
მაგრამ
არ მინდა საფრთხეში ჩავაგდო.
მარტო პოლიცია რომ იყოს
მარტივად მოგვარდებოდა.
ნარკოდილერებს
მკვლელებს
ვერ ჩავუგდებ ბეტს.
ზედმეტად მეძვირფასება.
ბეტი ბუხართან ზის
და
წიგნს კითხულობს.
ასეც საოცრებაა
ეს ქალი საოცრებაა.
ვუახლოვდები
და
ცხვირს მის კისერში ვდებ.
ღრამდ ვისუნთქავ მის სურნელს.
თითქოს გრძნობს
ჩემკენ ბრუნდება
და
თვალებში მიყურებს.
- ხომ შემპირდი.
მეუბნება გაბზარული ხმით
თვალები უწყლიანდება
და
ახლა
დაზუსტებით შემიძლია ვთქვა
რომ
წყლისფერი თვალები აქვს.
- ცოტახნით ბეტ.
- ვერ გავძლებ.
- მალე დავბრუნდები.
ხელებს ვხვევ
და
ვიხუტებ.
არ მინდა გაშვება.
ისიც მთელი ძალით მეხუტება
მასაც არ უნდა
ჩემი გაშვება.
დაღლილ ბეტს საწოლზე ვაწვენ.
ცოტახანს ვუყურებ
ტუჩებით მის შუბლს ვეხები
და
სახლიდან მივდივარ.



* * *

პირველად მენატრება ასე უსაშველოდ.
ვიხსენებ ჩემი ცხოვრების
თითოეულ კადრს.
მხოლოდ მე და მარტოობა
ვიყავით.
რომ არა ის ღამე,
და არა ელიზაბეტი.
ღამე ხომ სხვანაირია
მხოლოდ ღამეა
ადამიანი
ისეთი როგორც
სინამდვილეში.
ვითვლი ყოველ წამს
წუთს
საათს
მის გარეშე გატარებულს.
ვერ აღვიქვამ განშორებას.
ის არის
პირველი ადამიანი
რომელზეც
ვფიქრობ
გაღვიძებისას
და
უკანასკნელი ადამიანი
რომელზეც
ვფიქრობ
დაძინებისას.
7 თვე ელიზაბეტის გარეშე,
7 მტკივნეული თვე.
მონატრების საშინელი გრძნობა.
და დაბრუნების
საშინელი სურვილი.
ისევ მივაქროლებ კადილაკს
ისევ მივქრივარ
ნაცნობ ქუჩებში.
ისევ ვუვლი ნაცნობ ადგილს
ვჩერდები
და მახსენდება
ის ღამე.
ჩვენი
შეხვედრის
პირველი ღამე.
ისევ ვუბრუნდები
ძველ ადგილებს.
სულ ცოტაც და მას გულში ჩავიკრავ.
სულ ცოტაც და ჩემი მკლავებიდან
აღარ გავუშებ.
მანქანას ნაცნობ სახლთან ვაჩერებ
გაღიმებული გადავდივარ.
სახლის კარებს
გასაღებს ვარგებ
და
კარებს ვაღებ.
ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელებულია
შუქს ვანთებ
და
ოთახს ვათვალიერებ.
ბეტი აქ არ არის.
ოთახში შევდივარ
მოლოდინი მისი ნახვის
მძაფრდება.
ოთახს ვანათებ
თვალს ვავლებ
არავინაა.
სახლს ხელახლა
ვათვალიერებ
ისევ არავინაა.
მაგიდაზე ფურცელი დევს
ვიღებ და ვკითხულობ.
„ მაპატიე, ვერ დაგელოდე.“
ტკივილი ყველაფერს ედება.
ის წავიდა.
არ დამელოდა
ადგა და წავიდა.
მე
ის
დავკარგე.
დასრულდა
დამთავრდა
მორჩა.
ვისკის ბოთლი ავიღე
და
მოვიყუდე.
ახლა მჭირდება გაბრუება
და
დავიწყება.
ისევ ვუშვებ წამალს ორგანიზმში
და
ისევ
ვგრძნობ როგორ დუნდება სხეული,
როგორ გადავდივარ სხვა სამყაროში
და
ვითიშები.



* * *

დრო საოცარი რამაა.
ისე სწრაფად გადის.
თვალის დახამხამებას ვერ ასწრებ.
დროსთან ერთად
ტკივილიც ყუჩდება
და
საბოლოოდ
ეჩვევი.
ყველაფერს
თავიდან იწყებ
ისე
თითქოს არაფერი მომხდარა.
ცხოვრებას
ჩვეულ კალაპოტში სვავ
და
აგრძელებ.
მაგრამ ტკივილი
თავს გახსენებს.
მაშინ
როცა
ყველაზე ნაკლებად ელი.
გამოჩნდება რაღაც
რაც მას გაგახსენებს
და
გაგრძნობინებს როგორ გტკივა.
უკვე მესამე ბოთლი გამოვცალე
და
კიდევ ერთ ბოთლს ვუკვეთავ.
ხალს ვაკვირდები
როგორი უდარდელები არიან.
არაფერი აწუხებთ
მათი გამომეტყველება მხოლოდ
ერთ რამეს მახსენებს.
ადამიანს რომელსაც
ფულის გარდა
და
სიამოვნების მიღების გარდა
არაფერი სურს.
კარი იღება
და
აი ისიც ჩნდება.
ქალი
რომელიც
ერთ დროს ყველაფერი იყო.
მას გვერდს მამაკაცი უმშვენებს.
ისიც იმ ხალხში ირევა
რომელთაც
ცოტახნისწინ ვათვალიერებდი.
მეღიმება
და
ვისკიან ჭიქას ბოლომდე ვცლი.
წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება.
შეშდება
მიყურებს
მე კი მხოლოდ ვუღიმი.
ანგარიშს ვასწორებ
და
ბარიდან გავდივარ.
ისევ მივაქროლებ კადილაკს
ისევ ბოლო სიჩქარე
და
ისევ მოზღვავებული ადრენალინი.
დღეს რბოლაა
პირდაპირ ტრასისკენ მივდივარ
და
მანქანებში ვირევი.
გაზის პედალს ვაწვები
და
ბოლო სიჩქარით მივაქროლებ
კადილაკს.
ისევ ვიტოვებ მანქანებს
ისევ პირველობას ვიღებ
და ვიმარჯვებ.
ისევ სახლს ვუახლოვდები
უემოციოდ ვაღებ კარს
და
შევდივარ.
პირდაპირ ოთახისკენ მივდივარ
ჩაბნელებულ ოთახში შევდივარ.
მეღიმება.
ვიცოდი რომ მოვიდოდა
ასეა
ისევ სავარძელზე ზის
ისევ იგივე ფორმაში
და
ისევ ძნავს.
ვუახლოვდები
მის სახეს ვაკვირდები
როგორ მომნატრებია.
ხელს ლოყაზე ვუსვამ
იღვიძებს
და
ისევ
ხვდება ჩვენი თვალები ერთმანეთს.
საოცარია მისი თვალები
ყველა ემოციას ასხივებს.
- მომენატრე იო
როგორ შეუძლია იყოს ასეთი
მარტივად თმობს
და
მარტივად უყვარს.
- მაპატიე
თვალს არ მაშორებს
ცდილობს ჩემი
აზრები წაიკითხოს.
ასე მარტივად
არ
მოხდება არაფერი.
- მარტივად თმობ და მარტივად გიყვარს.
ვეუბნები და მის თვალებს ვაკვირდები
- გაღმერთებ იო.
ამბობს ჩურჩულით.
- მე გაღმერთებდი და შენ მიმატოვე, შენ მაღმერთებ და მე გტოვებ.
ვუყურებ და ვხედავ შიშს
მარტო დარჩენის შიშს
მიახლოვდება
ჩვენს შორის არსებულ მანძილს ამცირებს
და
მონატრებული
მის
ტუჩებს ვგრძნობ.
მთელ მონატრებას
აქსოვს
ერთ კოცნაში.
ხელებს მხარზე ვკიდებ
და
ვიშორებ.
მიყურებს
ისევ არ მაშორებს თვალს.
- ასე არ გამოვა. მე საყვარელი არ მჭირდება
ვეუბნები და საწოლზე ვჯდები.
ისიც იგივეს იმეორებს
და
ჩემს გვერდით ჯდება
საწოლზე.
- ის მხოლოდ უშენობის გადატანაში მეხმარებოდა. ასე მარტივად ვერ დავამთავრებ.
- და ასე მარტივად ვერც ჩემთან დაიწყებ.
- იო გთხოვ, სულ რამდენიმე თვე.
- მე შენი საყვარელი არ გავხდები ელიზაბეტ.
- არ მოგენატრე?
- ძალიან
- ისევ გიყვარვარ?
- შესაძლებელია.
- აღარ მიმიღებ?
- მხოლოდ მაშინ როცა დარწმუნდები რომ, ვერ იცოცხლებ უჩემოდ.
- მე უშენოდ ვერც ახლა ვცოცხლობ იო
- ახლა გეხმარებიან უჩემობის გადატანაში.
- რამდენიმე თვეც და
- დაივიწყე და წადი.
- დავბრუნდები
- საკმოდ გვიან იქნება.
- გპირდები იო, არასდროსაა გვიან მაშინ როცა გიყვარს.
კიდე მკოცნის
და
ოთახს ტოვებს.




* * *

პირველად მივუყვები ქუჩებს ფეხით
უკადილაკოდ.
პირველად მიპყრობს სურვილი
შემოვიარო მთელი თბილისი ფეხით.
როგორ მენატრება
არა
გულს ენატრება.
გონება ებრძვის
მაგრამ
რა
გამოდის.
ადამიანები ხომ
ერთმანეთს ეკუთვნიან
სამუდამოდ.
მაშინ როცა
გიყვარს
ის შენია,
სამუდამოდ.
მაგრამ საკმაოდ შორსაა
როცა
ყველაზე მეტად გინდა მასთან.
ახლა ვდგავარ და გავყურებ ქუჩას.
არ ვიცი როგორ აღმოვჩნდი აქ.
ვუყურებ
განათებულ სახლს.
ახლა აქ ბეტია
სხვა კაცთან ერთად.
ის მას ეხება
მე კი ვდგავარ
და
მივტირი მოღალატეს.
ვუყურებ ფანჯრებს
და
მინდა,
მინდა შევიგრძნო მისი სურნელი.
მინდა ვიყვირო რომ მე მეკუთვნის,
ჩემია
და
ჩემთან უნდა იყოს.
მინდა ვუთხრა
როგორ მიყვარს,
ვაღმერთებ
ისევ,
ისე ვაღმერთებ.
- შენ ქალბატონო, ელიზაბეტ, არსებავ რომელმაც ჩემი გული მიისაკუთრე. ჩემი ცხოვრება დაიპყარი, ისე აკონტროლებ და ისე მაცხოვრებ როგორც შენ გინდა. შენ ელიზაბეტ, მოღალატევ, მიმისაკუთრე და ეგოისტურად არ მთმობ. შენ შეიპყარი ჩემი, ფიქრთა სამყარო. შენ შეცვალე ჩემი სუნთქვა. შენ წამართვი თავისუფლება, ის რისკენაც ასე ვისწრაფოდი. შენ მოგეჯაჭვე, შენ შემიპყარი. შენ ელიზაბეტ, მხოლოდ შენ არსებობ ჩემს გულში. გულში რომელიც სამუდამოდ მიისაკუთრე და არ აპირებ დათმობას. შენ შემიყვარდი, შენი თვალები, წყლისფერი თვალები შემიყვარდა. ჩემი სული მიისაკუთრე და არ შემწევს ძალა დავიბრუნო. შენ დამცინი, ვგრძნობ როგორ დამცინი. შენ იცი რომ ვერ ვსუნთქავ, მიცვალებულივით მძინავს. თითები ისევ არ მემორჩილება, ხელები ისევ ცარიელი მაქვს. შენ კი დამცინი, ბოროტად გეცინება და ჩემს გრძნობებს ტალახში აგდებ. შენ კი სიყვარულო, გრძნობავ რომელიც ჩემს გულში ბუდობ, იცოდე ვერ მომერევი. ვერ მომიღებ ბოლოს. ბოლომდე ვერ გამანადგურებ. ვერ წამართმევ საკუთრ თავს. ვერ წამართმევ მას. შენ სიყვარულო, გრძნობავ რომელიც ერთ დღეს გაბედნიერებს და მერე მხოლოდ ტკივილს გჩუქნის. შენ სიყვარულო, გრძნობავ რომელმაც არ იცი საზღვრები, არ ემორჩილები წესებს, არ ენდობი დროს და არ თმობ მონატრებას. იცოდე, დაიმახსოვრე. მე იოანე მაჭავარიანი აქ, ამ ადგილას, ვდებ პირობას, რომ ვერ დამამარცხებ. ვერ გამანადგურებ და ვერ დამაჩოქებ. ვერ შეძლებ ჩემს განადგურებას. მე შენ გიცხადებ ომს, დაგამარცხებ და ვიზეიმებ ჩემი გამარჯვებით. მე ვიქნები პირველი ვინც, არ მოგცემს გამარჯვების უფლებას და ვინც, სამუდამოდ დატოვებს კვალს შენში.
ვუყურებ ელიზაბეტის სახლს
და
ვიცლები ყველაფრისგან.
დღეიდან ომს ვუცხადებ
შენზე მოგონებას ელიზაბეტ.
დაგივიწყებ
სამუდამოდ.
ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება
ჰოდა შენც დასრულდები ჩემთვის ელიზაბეტ.




* * *

დივანზე ვზივარ
და
ვისკს ვსვამ.
სახლის კარები იღება.
ვიცი რომ ის არის
მისი სურნელი მთლ
სახლში ტრიალებს
ისევ შემორჩა
აქაურობას
მისი სურნელი.
ვგრძნობ როგორ მიახლოვდება.
მისი ხელი მეხება.
სიცივე წამირად მივლის სხეულში.
- იოო
მესმის მისი ჩახლეჩლი ხმა.
ხმა რომელიც არასდროს გამიგია.
თავს ვაბრუნებ
და
მის გაფითრებულ სახეს ვუყურებ.
- იოო
ისევ იმეორებს
მე კი თვალს ვაშორებს
და
ბოთლს ვიყუდებ.
ჩემს წინ დგება
მის სხეულს ვუყურებ
როგორი შეცვლილია
გამხდარა
გაფითრებულა.
- იოო
მესმის ისევ
არ მინდა ამ ხმის გაგონება.
ხელს სახეზე მადებს
სულ მთლად გაყინულია.
მის ხელს ვაკვირდები
ახლა ვამჩნევ
მის ხელზე არსებულ
წითელ ლაქებს.
ხელზე ვეხები
და
მის ხელს კარგად ვაკვირდები.
სულ წითელი აქვს
- ეს რა არის ბეტ?
ვეკითხები აღელვებული
- მე ის მივატოვე
მპასუხობს ბეტი
და
მოწყვეტით ვარდება.
დივანზე ვაწვენ
და
მის სახეს ხელებს ვუსვამ
- გამოფხიზლდი ბეტ
ვეუბნები.
ის კი თვალებს ახელს
ცოტახანს მიყურებს
მერე მიღიმის
- მე შენთან მინდა იოო
გაყინულ ხელს სახეზე მისვამს
- ჩემი იო
ჩურჩულებს ის
როგორ მომნატრებია მისი შეხება
ისევ ისეთია
ისევ ის ბეტია
ჩემი ბეტი.
- არასდროს არ დაგტოვებ. ამბობს ის
თავს მკერდზე ვადებ
მის გულისცემას ვუსმენ
როგორი ცხელია
და
სველი.
სახეს რაგაც მისველებს
თავს ვწევს
და
ბეტი მკერდს ვუყურებ.
პერანგი წითლად იღებება.
- მუდამ ჩემში ხარ იოო.
ჩუღცულებს ბეტი.
- დამშვიდდი ბეტ.
ვამბობ და ხელით მის
გაცრეცილ
ტუჩებს ვეხები.
- მე არ შემიძლია უშენოდ იო.
- მიყვარხარ ბეტ.
ვეუბნები და მის ტუჩებს ვეხები.
მის თვალებში ტკივილის მეტს
ვერაფერს ვხედავ.
- შენ ძლიერი ხარ ბეტ, გაუძელი. ჩემთვის, ჩვენთვის გაუძელი.
მობილურს ვიღებ
და
ექიმს ვიძახებ.
- ხომ იცი მხოლოდ შენ მიყვარდი, ყოველთვის იო...შენ იყავი ჩემი სიცოცხლე იოო.
- ვოცი ბეტ.
- ისევ გიყვარვარ?
მეკითხება ის.
- ისევ ისე ბეტ.
ვპასუხობ მე.
- არასდროს მიმატოვებ?
კითხულობს ის.
- არასდროს ბეტ.
ვპასუხობ მე.
- მუდამ ჩემში იქნები ხომ?
მეკითება ის
- მუდამ ბეტ.
ვპასუხობ მე.
ხელს წევს
უნდა შემეხოს
მაგრამ უღონოდ უვარდება
უკან.
მისკენ ვიხრები
და
ხეს სახეზე ვადებინებ
ის კი მიღიმის.
ექიმი შემოდის.
ბეტს ჩემი ხელი უკავია
ხელს არ მიშვებს.
დასუსტებული ხელი აქვს მოჭერილი.
ექიმი ჭრილობას უხვევს.
- იმედია გადარჩება.
ამბობს ექიმი და სახლს ტოვებს.
ბეტი სულ მთლად გაფითრებულია
გაყინულია.
-იოო
მეძახის მასთან ახლოს მივდივარ.
- შემპირდი რომ...რომ არასდროს დაივიწყებ
- ვერასდროს ბეტ. ჩვენი სიყვარული უსაზღვროა მას ვერასდროს დავივიწყებ.
ვეუბნები და
მახსენდება ომი
რომელიც სიყვარულს გამოვუცხადე.
- მან მე დამამარცხა ბეტ, მე ომი წავაგე მასთან. ის ძლიერია, იმდენად ძიერი რომ არ დამინდო. არ დაგვინდო ბეტ. შენ ხარ ჩემი ცხოვრება და უფლებას არ მოგცემ დამტოვო ბეტ.
ვეუბნები მას და მის ტუჩებს ვეხები.
ყველაფერს აქვს დასასრული
მაგრამ ამ გრძნობა
არასდროს ექნება დასასრული.
ყველგან ერთად ვიქნებით.
სადაც არ უნდა წავიდეთ
ყველგან
ერთად ვიქნებით.
როგორც არ უნდა მოგვენატროს
როგორც არ უნდა ვატკინოთ
უერთმანეთოდ ვერ ვიარსებებთ.
ჩვენ ერთნი ვართ,
ორ სხეულში არსებული
ერთი სული
და
ერთი გული.
- მიყვარხარ იო.
ამბობს ის.
- მეც მიყვარხარ ბეტ!
ვპასუხობ მე.
ბეტი თვალებს ხუჭავს.
ვუყურებ მის სახეს
გაფითრებულ სახეს
გალურჯებულ ტუჩებს.
როგორ შეიცვალა
როგორ გამოიფიტა.
- მისმენ ბეტ?
ვეკითხები მე.
ბეტი არ ინძრევა.
ისე ისე წევს
თვალები აქვს დახუჭული.
- უშენობა ყველაზე მეტად მტკიოდა ბეტ. იქ უშენოდ თავი არარაობა მეგონა. იცი როგორ მენატრებოდი ბეტ? იცი როგორ მტკიოდი ბეტ? მინდოდა ჩემთან ყოფილიყავი, მაგრამ შენ აქ იყავი და მელოდი. რამდენი გალოდინე, როგორ გატკინე ბეტ. მაპატიე ბეტ.
მის ხელს ვწევ
და ჩემს ხელს ვადებ
ვუყურებ
მაგრამ
ის ისევ არ ახელს
ტვალებს.
მისი სხეული სულ მთლად გაყინულია.
მეორე ხელით მის სახეს ვეხები
ისევ არ ახელს თვალს.
თავს გულზე ვადებ
აღარ მესმის მისი გულისცემა.
ისევ ვწევ თავს
ისევ ვუყურებ.
მის ტუჩებს ვეხები
საშინლად ცივი აქვს ტუჩები.
ისევ ვუყურებ
ის კი
ისევ არ ახელს თვალს.
- ბეტ.
ვამბობ მე
- ბეტ!
და ის პირველად არ მცემს პასუხს!



№1 სტუმარი uc xo

Kargiamara ratom waaartva is lamazi adamiani gmertma mas da ratoo datova marto mati siyvaruli xo usazgvro iyo :-(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent