უსასრულობა დროში [ნაწილი 1]
უსასრულობა დროში. თვალებს აქეთ–იქით საცოდავად ვაცეცებ. ვცდილობ ყველანაირად, რომ ხალხის ბრბოში ისეთი ადამიანი ვიპოვო ვინც დახმარების ხელს გამოგვიწოდებს მე და ჩემს პაწიას, მაგრამ ვერავის ვპოულობ, სამწუხაროდ. მარჯვენა მკლავზე მყავს გადაწვენილი, პლედში გახვეული ელენე და ნაზად ვარწევ, ის ერთადერთია, რომელიც მახსენებს, რომ უნდა გავუძლო ამ კოშმარულ ყოველდღიურობას. ხალხის უმეტეს ნაწილს, ისეთი დამწუხრებული სახე აქვთ, მრცხვენია მათთან მისვლა და დახმარების თხოვნა. თავისუფლების მეტროსთან ვდგავარ და მომლოდინედ ვუყურებ სივრცეს. ხან მარცხნივ შევტრიალდები, ხან – მარჯვნივ, თუმცა ისევ სასოწარკვეთილება, იმედგაცრუება. თავს ძალას ვატან მაქსიმალურად და თავს მაღლა ვწევ. არ ვაძლევ ცხელ ცრემლებს საშუალებას რომ ლოყებზე დამედინოს. – გოგონა... – მესმის უკნიდან ახალდგაზრდა გოგონას ხმა, მაგრამ ჩავთვალე რომ მე არავინ მეძახდა და კვლავ სივრცეს გავხედე. – ჰეიი, თქვენ... – ისევ იგივე ხმა იყო, თუმცა ვინაიდან და რადგანაც სიტყვა ,,თქვენ’’ ერია მის ბგერებს, უფრო მეტად დავრწმუნდი ჩემი აზრის სისწორეში. მოულოდნელად გადამიდგა წითელ თმიანი, ოდნავ მაღალი, ლამაზი ნაკვთების მქონე გოგონა წინ, რომელიც ღიმილიანი სახით მიცქერდა. გაკვირვებულმა დავახამხამე თვალები რამდენჯერმე. – მე? – საწყლად ამოკნავლე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვიღაც თავისი ნებით გამომელაპარაკა. თავიდან ვიფიქრე, იქნებ რაიმე დავაშავე და საჩხუბრად არის მოსული ჩემთან–თქო, მაგრამ მისი გაცისკროვნებული, ღიმილიანი სახე ამ აზრზს მტკიცედ უსვამდა ხაზს. – დიახ, თქვენ. – შეუვალი ჰქონდა ხმა. – რა ჰქვია, თქვენს შვილს? – ინტერესით ჩახედა პლედში გახვეულ ელენეს. – ელენე. – ჯერ ისევ მეშინოდა მოულოდნელად გამოჩენილი გოგონასი, ამიტომ ხმაც საგრძნობლად წართმეული მქონდა. – ძალიან ლამაზი სახელია. შეიძლება უფრო ახლოდან შევხედო? – მანიშნა ბავშვზე. თავიდან შემეშჳნდა, ვიფიქრე რაიმე არ დაუშავოს ბავშვს–თქო, მაგრამ ჩავთვალე რომ პირველად მოსული აზრი იმის, რომ ვიღაცას მეც ადამიანად მივაჩნივარ, უნდა გამომეყენებინა. – რა თქმა უნდა. – დავეთანხმე და ხელში უფრო კომფორტულად მოვიქციე ჩაძინებული შვილი. – რა ლამაზია! – აღფთოვანებისგან წამოიყვირა წითელ თმიანმა. – საოცრებაა. ზუსტად ამ დროს გაახილა ელენემაც თავისი ლურჯი თვალები. გაუგნებულმა შეხედა თავზე წამომდგარ გოგონას და ოდნავ შეიშმუშნა. ცოტა ხანში კი მწარედ ატირდა. – ჩუ, დეე. რატომ ტირი?! ჩემთან ხარ, დედი. – ვამშვიდებდი ბავშვს და მთელი ძალით ვიხუტებდი გულში, ამის პარალელურად კი თავზე ვკოცნიდი. – რა მოუვიდა? – შეწუხებული ჩანდა გოგონა. – შენი შეეშინდა. – უხერხულად დავხარე თავი დაბლა და ჩუმად ჩავილაპარაკე. – ჩემი? – გაკვირვებულმა და დაბნეულმა ჩაიცინა. – უფრო სწორად, შენი თმების. – შევასწორე და კიდევ ერთხელ მომავლე მის ცეცხლივით წითელ თმას. – აჰა, ახლა გასაგებია ყველაფერი. კარგი, ახლა მე მაგვიანდება, – უმალ დახედა მაჯაზე მოთავსებულ საათს, – აი, ეს აიღე. დროებით. – მოულოდნელად ჩაუგდო თავისუფალ ხელში ქაღალდის ფული, ლოყაზე აკოცა და გაურკვეველი მიმართულებით მოკურცხლა. გაოგნებულმა, აცრემლიანებულმა და საოცრად ბედნიერმა ფრთხილად შეავლო თვალი ომროცდაათ ლარიანს. * * * – აია, დარწმუნებული ხარ, რომ მარტოც წახვალ? – დაეჭვებულმა კიდევ ერთხელ მკითხა. – ჰო, დარწმუნებული ვარ. რა მნიშენლობა აქვს შენ წამოყოლას? შენც ჩემს დღეში ხარ. – მხრები კისკისით ავიჩეჩე და კისერზე ჩამოვეკიდე თათას. – ჰო, მართალი ხარ. – ისიც ამყვა სიცილში. – რომ მიხვალ, დამირეკე აუცლებლად. – ლოყაზე მაკოცა და ჩემს მუცელზე მოხვეული ხელები ჰაერში დაუშვა. – აუცილებლად. – თავი დავუქნიე და სახლიდან გამოვედი. იმდენად გაბრუებული ვიყავი, რეალობის შეგრძნება სულ დაკარგული მქონდა. არეული ნაბიჯებით მივიკვლევდი გზას ჩემ სახლამდე. ცოტა რომ გამომაფხიზლა ოდნავმა ნიავმა, გავაანალიზე რომ აშკარად გზას ავცდი. შეშინებულმა მოვავლე თვალი არე–მარეს, მაგრამ ვერაფერი გავარჩიე. სოფლიდან ახალი ჩამოსული ვიყავი უნივერსიტეტში სასწავლებლად და შესაბამისად ვერ ვცნობდი ჯერ ასე კარგად თბილისს. შიშისგან ავცახცახდი. – აია? – მომესმა უკნიდან ბაჩოს გაკვირვებული ხმა. – ჰო, მე ვარ. – ვუპასუხე მშრალად და იმ წამსვე გაქრობა ვინატრე. – აქ რა გინდა? – ნელ–ნელა ჩემკენ დაიძრა და ამ ქმედებით კიდევ უფრო ამიძგერდა გული. – თვითონაც არ ვიცი. მგონი, დავიკარგე. – მხრები ავიჩეჩე ისე, თითქოს არაფერი ყოფილიყოს ამაში საშჳნელი და მე თვითონაც შევძლებდი გზის გაკვლევას. – გასაგებია. – უკვე ჩემს წინ იდგა. ალკოჰოლის სუნმა ცხვირი ამიწვა. მივხვდი, რომ სასწრაფოდ უნდა გავცლოდი ნასვამ ბაჩოს. წარმოდგენაც კი არ მინდოდა, თუ რა შეეძლო მას ამ მდგომარეობაში, როცა ისედაც ძალიან საშიში და საფრთხის მომტანი იყო ჩემთვის. – წავალ ახლა მე. – ვთქვი ჩუმად. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, თუმცა იმდენად მაგრად მომიჭირა ხელი მკლავზე, უნებურად ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ტკივილისგან წამოვიკივლე. მკლავზე დავიხედე. ყველანაირად შევეცადე მისი საზიზღარი, ბინძური ხელი მომეშორებინა, თუმცა ზვრაც ვერ ვუყავი. – რა ჯანდაბა გინდა? – დავიკივლე და გაშლილი ხელი ვტკიცე ლოყაში, იქნმებ ახლა მაინც გამიშვას ხელი–თქო. – შენ ბო*ო! – დაიღირალა ტკივილისგან გაავებულმა და მკლავიდან ხელი მომაშორა, მაგრამ ახლა ყელში წამიჭირა მტევანი და მთელი ძალით მიმანარცხა კედელს. – გინდა გაგახსენო ყველა ის მომენტი, რომელიც შენგან მწარედ მახსოვს? როგორ დამცინოდა შენი დაქალი, იმიტომ რომ მისი თქმის ზედმეტად ბოტანიკოსი ვარ. – მე არაფერ შუაში ვარ. ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა და თათა მაგ დროს ნასვამი იყო. არ უნდოდა მასაც. – ამოვიხავლე და იმ ხელში წავეტანე, რომელიც ყელზე მქონდა მობჯენილი. – აჰა, ესე იგი, არ უნდოდა, არა? – დამიღრიალა კიდევ უფრო გაცეცხლებულმა. – შენ რატომ არ გააჩერე? გეკითხები, რატომ? მთელი უნივერსიტეტის თვალში რომ დამამცირა და საზიზღარი სიტყვებით შემამკო? შენ რატომ არ გააჩერე? გეკითხები, გოგო! – როცა პასუხი ვერ გავეცი, კიდევ უფრო მომიჭირა ყელზე ხელი. ეს უკვე პიკი იყო. გონება დავკარგე, ვგრძნობდი, როგორ დავეშვი ძირს. დავინახე, ბაჩოს შეშინებული სახე, შემდეგ იყო თავისუფლება. ჰო, შეიძლება ასეც ითქვას. რაც მთავარია, სუნთქვა შევძელი. თვალები კი გავახილე, მაგრამ იმდენად მომჭრა სინათლემ თვალი, მაშინვე დავხუჭე. სულ რამდენიმე წამი დამჭირდა იმისათვის რომ სინათლისთვის შემეჩვია თვალები. – ვაა! – ომახიანად წამოიძახა ბაჩომ, შუქი ჩააქრო, საბანი გადამხადა და ლოგინში შემომიხტა. – რას შვრები? სად ვარ? რა ხდება? – შეშინებული ავყვირდი და ცრემლების ზღვა გადმოვუშვი თვალებიდან. – სად ხარ და ჩემს სახლში. რა ხდება და არაფერი, უბრალოდ მე და შენ, ცოტას გავერთობით. – რას ნიშვნავს გავერთობით? ახლავე წამიყვანე აქედან ისე, როგორც მომიყვანე! – შეიძლება სიმკაცრეს ვინარჩუნებდი, მაგრამ მაინც ძალიან, ძალიან მეშინოდა. ბუნებრივია ეს. – აქ ბრძანებებს მე ვიძლევი და პირობებს მე ვაყენებ! – დაიღრიალა წყობიდან გამოსულმა. საწყლად მოვიბუზე ლოგინის კიდეში გადავწექი, მუხლები მკერდთან მივიდე, მას ხელები შემოვხვიე და თავი შიგ ჩავმალე. სიბნელეში ვერ ვხედავდი მის ქმედებებსა და თვითონ მასაც, მაგრამ ვიგრძენი, როგორ შემომხვია მისი ტორი მუცელზე. შემეშინა შეწინააღმდეგების, იმის შემეშინდა, რომ ძალას დამატანდა და მე, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ შევძლებდი წინააღმდეგობის გაწევას. მეორე ხელი მხარზე მომხვია და მთლიანად ამიკრო მის სხეულზე. – რას აპირებ? – ამოვიკნავლე შეშჳნებულმა და ოდნავ გავმოძრავდი. – შენც ძალიან მოგეწონება, დამიჯერე. მერე შეგიძლია მიხვიდე შენს ძალიან მაგარ დაქალთან და უთხრა რომ სულაც არ ვარ ბოტანიკოსი. მეც ბევრი რამე შემიძლია. – ავად დააღრჭიალა კბილები და მუცელზე მოხვეული ხელი ქვევით ჩააცურა. – გთხოვ, ნუ დამინგრევ მომავალს, გემუდარები. იქნებ, იქნებ ისე ვცადოთ ურთიერთობა. ვიცი, გამოგვივა რაიმე, ოღონდ ამას ნუ იზამ... – ვჩურჩულებდი და ყველანაირი დასაშვები გზით ვცდილობდი მას დავსხლტომოდი ხელიდან. – შენც მისი მსგავსი მანიპულატორი, მატყუარა ბო*ი ხარ! – დამიყვირა და ისეთი ძალით გამარტყა სახეში, იმ წამსვე დავკარგე კონება. ისევ. მხოლოდ იმიტომ არ გავახეთე არაფერი ცუდი, რომ იმ ღამეს ჩაისახა ჩემი შვილი, ჩემი სისხლი და ხორცი. როდესაც ვიგრძენი მისი გამოძრავება ჩემს სხეულში, მაშინ გავხდი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი. ელენეს გამო შევინარჩუნე სიცოცხლე. ვამაყობ ჩემი თავით, დღემდე. * * * არასდროს ვიყავი ჩაციკლული იმაზე, რომ აუცილებლად ჩემი ქმრისთვის უნდა ჩამებარებინა ჩემი უმანკოება, თუმცა ამავდროულად ჩემს ზურგს უკან, ჩემი ოჯახი იდგა, რომელიც ღრმად იყო დარწმუნებული ამ აზრში. ისინი სოფელში ცხოვრობდნენ, იქ სადაც არაფერი იმალება. ყველამ ყველაფერი იცის და ყველა ყველას სალაპარაკო ობიექტი ხდება, თუ რაიმე ისეთი მოხდა, რაც ,,არატრადიციულია.’’ მე ის ღამე დიდი ხნის დავიწყებული მქონდა, არავისთან არ მილაპარაკია ამაზე, ამ გარემოებას ისიც უწყობდა ხელს რომ ბაჩო მომხდარიდან მეორე დღესვე უკვალოდ გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპა. მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონდა ჩემი მდგომარეობა, რადგან ძალდატანებით მოხდა ყველაფერი, არაფერს ვიმჩნევდი. დავდიოდი სასწავლებელში ისევ ჩვეულებისამებრ და ვმეგობრობდი თათასთან, თუმცა, რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო ვრწმუნდებოდი ბაჩოს სიტყვებში, რომელიც თათასადმი იყო განკუთვნილი. თითქოს ბაჩომ ამიხილა თვალები. ისეთ რამეებს ვამჩნევდი გოგონას, აქამდე საერთოდ რომ არც კი დავფიქრებულვარ, ისეთ საშინელებებს უკეთებდა ხალხს, საკუთარი თავი მძულდა ამისთვის. ნელ–ნელა ჩამოვშორდი ჩემს დაქალსაც. დავრჩი ეული. ჩემი მარშუტი სასწავლებესა და სახლს, რომელიც ნაქირავები მქონდა, არაფრით სცილდებოდა. ხანდახან დედას და მამას ვურეკავდი, მათ ამბებს ვისმენდი, ჩემსასაც ცოტა–ცოტას ვუყვებოდი და ამით რჩებოდა ყველანაირი საუბარი. მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მამასთან მაინც სულ სხვანაირად ვიყავი. მამა ჩემთვის სხვა განზომილება იყო. ყველანაირად ვფარავდი მომხდარს მანამ, სანამ არ გავიგე ჩემი ორსულობის ამბავი. იმ დღეს თითქოს თავიდან დავიბადე. იმის–და მიუხედავად, რომ ვიცოდი, თუ რამდენად დიდი პრობლემების მოტანა შეეძლო ჩემს შვილს ჩემთვის, არცერთი წამით მიფიქრია მისი მოშორება, პირიქით, ახლა გაორმაგებული ძალებით ვიძინებდი და ვიღვიძებდი. ალბათ ძალიან მშრალი მოგეჩვენეთ, შეიძლება, მაგრამ მე თავიდანვე კარგად ვიცოდი, როგორ უნდა მემართა საკუთარი გრძნობები. სუსტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სიღატაკემ, მარტოობამ და ზღვა პრობლემებმა დამაბეჩავეს, ბოლო მომიღეს. საბოლოოდ კი, ძველი აიასგან არაფერი შემორჩა. ახლა, გაცილებით სუსტი და უძლური ვიყავი ყველასა და ყველაფრის მიმართ. ნელ–ნელა მეზრდებოდა მუცდელი და ვაცნობიერებდი, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მეცნობებინა ჩემი მშობლებისთვის ჩემი ამბავი, მაგრამ, რაც არ უნდა ბევრჯერ ვიძახო ძლიერი ვარ–მეთქი, მშობლებისთვის და განსაკუთრებით მამაჩემისთვის ამის თქმა არ შემეძლო. ოთხი თვის ორსული ვიყავი, სოფელში რომ ჩავედი სიმართლის სათქმელად. აპრილი იწურებოდა, ძალიან ცხელოდა, მაგრამ მე მაინც მეცვა თბილი მოსაცმელი, რადგან მუცელი არ დამტყობოდა. გამხდარი ვიყავი და შესაბამისად მუცელიც ძალიან პატარა მქონდა, მაგრამ ჩემს მშობლებს ასე რომ დავენახე, ლაპარაკის საშუალებას არ მომცემდნენ. ძალიან გამიჭირდა მათთვის ამის თქმა, მაგრამ მაინც შევძელი, ელენესთვის გავაკეთე ეს. მახსოვს, როგორ სულის შემძვრელად შეჰკივლა დედამ და ლოყებზე იტკიცა ორივე ხელის მტევანი. მამა გაჩუმებული, დადუმებული, აცრემლებული უყურებდა ჩემს ოდნავ გამობერილ მუცელს, რომელზეც მოშორებული მქონდა მოსაცმელი. წამით შემომხედა, შემდეგ კი გავიგე მისი სიტყვები. – დაგვივიწყე! ვიცოდი, ვიცოდი, როგორ უჭირდა ამის თქმა და შემდეგ უკვე გაკეთება, მაგრამ ისიც მშვენივრად ვიცოდი, როგორ გაუჭირდებოდათ შემდგომში, როცა ჩემი ამბავი სააშკარაოზე გამოვიდოდა, სოფელში გაჩერება. მამაჩემი ძველი ყაიდის კაცი იყო და ახლაც ასე არის, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ ამიტანდა ასეთს. ერთადერთი, რაც მათ ვთხოვე იყო ის, რომ მშობიარობის ფული გადაეხადათ, სხვა მათი არაფერი მინდოდა. დამთანხმდნენ, რამდენად გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო. და მე გავაჩინე ელენე. ამ ქვეყნად ყვეალზე ლამაზი ბავშვი... * * * ბედნიერების ცრემლების თანხლებით ვიყიდე ელენესთვის საკვები და ტანისამოსი. მთელი დღე ვსეირნობდით, წასასვლელი მაინც არსად მქონდა. წლის და ორი თვის ელენე თავისთვის მეტიკტიკებოდა, მე კი ისევ თავისუფლებაზე ვიდექი. ოღონდ ახლა უკვე ბედნეირი სახით, რადგან ჩემს შვილს ის სხვადასხვა ნუგბარი ვუყიდე, რომელიც მას ძალიან მოსწონდა. ფეხსაცმელები და თითო წყვილი ტანსაცმელი მეორადებში შევიძინე მისთვის. ძალიან უხაროდა პატარას ახალ–ახალი რაღაცეები და ჩემს საჩვენებელ თითზე მაგრად ჩაჭიდებული დაბაჯბაჯებდა აქეთ-იქით შუა ქუჩაში. – ელე, დეე, ნახე მტრედები. – თითით ვანიშნე პატარას. დაკვირვებით შეხედა მტრედებს, რომლებიც საკენკს ეძებდნენ, შემდეგ მე შემომხედა, მერე კვლავ მათ გახედა. მიუხედავად იმისა, რომ 100%–ით ვიყავი ჩემი შვილის შესაძლებლობებში დარწმუნებული და შესაბამისად ისიც ვიცოდი, რომ მას მშვენივრად შეეძლო სიტვების თქმა, მაინც არას დიდებით არ მეუბნებოდა არაფერს. მხოლოდ გაურკვეველ ბგერებს ისვრიდა და ასე მაგებინებდა თავის სურვილებს. – რაო, დედი, მივიდეთ? – როცა თავისი ბუთქუნა ხელი გაიშვირა მათკენ, მივხვდი ამ ჟესტით რასაც მეუბნებოდა. – გაფრინდებიან ელე. მათ ეშინიათ ჩვენი. – ავუხსენი პატარას მიუხედავად იმისა რომ ვერაფერი გაიგო და კალთაში ჩავისვი. ხელები დავუკოცნე და გულზე მივიკარი. – რას შვრებით, აბა? – კარგი დაქალივით მომიჯდა გვერდით წითელ თმიანი გოგონა. – მე... ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, იმისთვის რომ ჩემი შვილი ასე გააბედნიერე. – დავიჩურჩულე და მადლიერებით სავსე თვალებით გადავხედე მომღიმარ გოგონას, რომელიც თვალს არ აშორებდა იქვე ჩაცუცქულ ელენეს. – არანაირი მადლობის გადახდა არ არის საჭირო, თანაც ძალიან მიხარია, როცა ვეხმარები ადამიანებს, რომლებიც მე მომწონს. – მხრები ჩვეულებვრივად აიჩეჩა და მხარზე მომკრა მხარი. – ანუ, მე მოგეწონე? – ოდნავ გავთამამდი მეც, რადგან იმხელა თავისუფლება და პოზიტივი მოდიოდა ცეცხლის თავიანისგან, სხვანაირად არ შემეძლო. – ძალიან! რაღაცნაირი, უბრალო, საოცრად ლამაზი და საყვარელი ხარ. შვილიც ასეთივე გყავს. პატარა მუხლებზე დაიჯინა გოგონამ და უმალ დაუკოცნა ლოყები. აღარ შემკრთალა ელენე, მაგრამ მაინც ძალიან გაოცებული მზერით უყურებდა მისი თმის ფერს. – ვაიმე, რა საყვარელი ხარ, პატარა ანგელოზო! – წამოიყვირა უცბად და ჩემი და ელენეს შიშისგან შეხტუნებაც გამოიწვია. – ჩვენ ყველა გვიფრთხის. რატომ ხარ ასე თავისუფლად? – ვკითხე ფრთხილად, რადგან არ მინდოდა ჯერ წასულიყო. – თქვენი, როგორ უნდა შემეშინდეს? შენ... ისეთი უმანკო, სუფთა და საოცრად ნაზი ხარ, ვის რა უნდა ავნო? აი, ელენე, საოცრებაა. რატომ ფიქრობ ასე სულელურად? დედა–შვილი ორივე ისეთი კარგები ხართ. მმმ, ამ ბავშვზე უკვე ვგიჟდები! – არ მიყურებდა ისე მესაუბრებოდა, სამაგიეროდ ელენეს მუცელზე უღიტინებდა და ისიც სასაცილოდ კიოდა დაბალ ხმაზე. – ყველა შენნაირად არ ფიქრობს... რა გქვია? – უცბად შევცვალე თემა, რადგან მეუხერხულებოდა ამაზე საუბარი. – ქრისტინე, ქრისტინე ემხვარი. – სასაცილოდ გადააქნია თავი და იდაყვებამდე ჩამოსული თმა მეორე მხარეს გადაიყარა. – შენ? – აია სეთური. – გავუღიმე მე. – რა ლამაზი სახელი და გვარია. ცოტა უცხოც, ხომ იცი შენ. – სიცილით დამადო ხელზე ხელი. – კარგი, ახლა მე წავალ სახლში, თორემ ჩემი ძმა მომკლავს, უჟმური ეგ. ხვალ მოვდივარ ისევ აქ, ხომ იქნებით? – ფეხზე წამოდგა ბავშვიანად, ორივეს გვაკოცა ლოყებზე და ისევე ჩქარა გაქრა, როგორც გამოჩნდა. * * * რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გვყავს გვერდში დამდგომი, თუნდაც ერთი ადამიანი. რამდენს ნიშნავს, როცა ამ ერთ ადამიანს შეუძლია შენს გამო ყვეალფერი გააკეთოს. ძალიან დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩემს მდგომარეობაში არასდროს არ ყოფილან, ისინი ვერ მიხვდებიან ამის სიღრმისეულ აზრს. ადამიანებს შეუძლიათ დაკარგონ, დათმონ მეგობრები არაფრის გამო, ვერ ხვდებიან ისინი, თუ რამდენი იკარგება ამ ერთ ადამიანთან ერთად. მეგობარი გვაძლევს შანს, ვიცხოვროთ დაცულად, ბედნიერად, ხალისიანად. როცა იცი, იცი კი არა, დარწმუნებული ხარ რომ შენ გყავს ის ადამიანი გვერდით, რომელიც კლდიდანაც კი გადახტება შენთან ერთად, იმიტომ რომ შენ ეს გჭირდება, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის. დააფასეთ ასეთი ადამიანები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს; დედა, მამა, მეგობარი, შეყვარებული, შვილი, ქმარი, თუ სხვა, რადგან ცხოვრება არ გვაძლევს მეორე შანსს და ჩვენ არ გვაქვს შეცდომების დაშვების უფლება. ქრისტინეს გაცნობიდან უკვე თვე და რაღაც დღეები გავიდა. თამამად შემიძლია ვთქვამ, რომ ეს ადამიანი გახდა ჩემი ცხოვრების მთავარი ღერძი ელენეს შემდეგ. როგორ ავხსნა, ის მოძრაობს, მეც ვმოძრაობ და მსგავსი ბანალურობები არა, მაგრამ რაღაც თითქოს მეგობრობაზე ბევრად მეტი გვაკავშირებდა. რა იყო ეს ვერ ვხვდებოდა მაშინაც და დღემდე არ ვიცი, მაგრამ რაღაც საოცარი გრძნობა რომ არის, ვხვდები. სასწაული ურთიერთობა გვქონდა ამ ერთი თვის განმავლობაში. ვენდე იცით? ვენდე და ყველაფერი მოვუყევი, იცით იტირა, არ მოველოდი, ჰო, არ მოველოდი, თუ ასე მიიტანდა გულთან ახლოს ჩემს ტკივილსა და წარსულს. – ადექი, მივდივართ! – აშკარად ტირილისგან დასიებული თვალები ჰქონდა ქრისტინეს. – რა მოხდა? – გაკვირვებულმა ვკითხე, თუმცა მაინც დავყევი მის ნებას და სკამიდან ავდექი. – მივალთ და მიხვდები. – კორექტულობას ინარჩუნებდა ჩემი დაქალი. ელენე ხელიდან გამომტაცა, ტაქსი გააჩერა და სწრაფად ჩახტა შიგნით, მეც იგივეს შესრულება მთხოვა კი არა – მიბრძანა. ოდნავ დამაფრთხო მისმა მოულოდნელმა ვიზიტმა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისდამი ნდობა, ცუდზე ერთი წამითაც კი არ მიფიქრია. – სად მივდივართ, ქრისტი? – ვკითხე ჩუმად და შეშინებული ბავშვი ჩემს მუხლებზე გადმოვისვი. – ჩემთან, სახლში! * * * აკანკალებული ხელით შეაღო სახლის კარები ქრისტინემ და თვალებით მანიშნა შემოდიო. ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ ისეთი განერვილებული იყო, არ მინდოდა ზედმეტად დამეტვირთა კითხვებით. მისაღებში შეგვიძღვა. ჩაძინებული ელენე, როგორც მივხვდი, საძინებელ ოთახში გაიყვანა და დაბრუნებული, წინ ჩამომიჯდა. – დღეიდან აქ იცხოვრებთ. – მითხრა კატეგორიული ხმით. – არა, არ არსებობს. ქრისტინე, ხო იცი ამაზე არასდროს დაგთანხმდები. უფრო ვერ. არ შემიძლია ასე. ვიცი რომ მხოლოდ მამა გყავს და ისიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მაგრამ შენი ძმა რას იტყვის? ან ნათესავები? არ მინდა, რომ ჩემს გამო სხვისი სალაპარაკო გახდე. – ჩემმა ძმამ თქვა უკვე თავისი სათქმელი... – დაიჩურჩულა და ისევ ობოლი ცრემლი გადმოუგორდა თვალებიდან. – ამიტომ გაქვს ნამტირალები თვალები? – მწარედ გამეღიმა. მან უბრალოდ თავი დამიქნია. რთულია, ძალიან რთულია, როცა ხვდები რომ საზოგადოებაში საკადრისი ადგილი არ გიკავია. ძალიან ძნელია, როცა აანალიზებ, რომ თავის სწორად არ მიგიჩნევს. მე წინა ცხოვრება დავივიწყე, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ დამავიწყდა. მე არ მქონდა უფლება ვყოფილიყავი ისეთივე ამაყი, როგორც უწინ, რადგან მე, ვიყავი, როგორ გითხრათ, ის ადამიანი, რომელიც ფინანსურ დახმარებას საჭიროებდა. ლამაზად რომ ვთქვათ, ასე იქნებოდა, დიახ. – არ ღირს დამიჯერე, ამად არ ღირს. მე ხომ ვცხოვრობ დედაო მარიამთან? არ მინდა კიდევ ერთ ადამიანს დავაწვეთ მე და ჩემი შვილი კისერზე. რატომ უბრალოდ არ შეგიძლია, რომ გამიგო? უბრალოდ ვერ ვხვდები, როგორ დგავ ამხელა ნაბიჯს. შენი ძმა, ყველაზე ახლო ადამიანი უკვე წინააღმდეგია. – ფეხზე წამოვდექი და რამდენჯერმე აქეთ–იქით გავიარ–გამოვიარე. – ელენე გაიღვიძებს და წავალთ. – ის წინააღმდეგი არ არის. ის უბრალოდ არ გიცნობს და არ გენდობა. გაგიცნობს და მიხვდება, თუ როგორი ხარ სინამდვილეში. ელენეს თავს ვფიცავარ, გახვალ ამ კარიდან და საერთოდ დაივიწყებ ოდესმე თუ ყოფილა შენი დაქალი ქრისტინე ემხვარი. ახლა კი, შედი იმ საძინებელში, სადაც ელენე შევიყვანე, გამოიძინე. კარადა სავსეა შენი ზომის ტანისამოსით, ფეხსაცმელებით და მსგავსი სხვა ნივთებით. იცოდე, რომ გავიგო რომ ამ თემასთან დაბრუნება გინდა, ისე ვიჩხუბებთ, ისე ვიჩხუბებთ, რომ სანანებელს გაგიხდი საერთოდ ხმა რომ ამოიღე. – ჩემკენ წამოვიდა, შუბლზე მაკოცა, ოდნავ ჩაიღიმა და ოთახში შემაგდო, რასაც ჰქვია. * * * თქვენ არ იცით, როგორ მერიდებოდა იმ სახლში ყოფნა, სადაც ხანდახან მოდიოდა ქრისტინეს ნათესავები, ან უარეს შემთხვევაში თავისი ძმა. როდესაც ვინმე სტუმრობდა მას, მე ყოველთვის ოთახს ვიყავი შეფარებული და არაფრით გამოვდიოდი იქიდან. ალბათ, საკუთარი თავის კომპლექსი მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტინემ მითხრა ჩემს ძმა შენ უბრალოდ არ გიქნობს, შესაბამისად არ გენდობა და ამიტომაც არ უნდოდა შენი ამ სახლში გადმოსვლაო, მაინც საოცრად მერიდება იმის რომ ის ჩემს გამო თავის დას არ სტუმრობს. ჩემი დაქალი მეუბნება, ის ძალიან დაკავებული კაცია და ცოტა დრო თუ რჩება უქმადო, მაგრამ მაინც მღრღნის რაღაც ჭია შიგნიდან. * * * – აუ, აია, სად არის ჩემი პიჯაკი? – წუწუნით შემოგლიჯა საძინებლის ოთახი ქრისტინემ, მაგრამ როდესაც ჩაძინებული ელენე დაინახა, წამსვე გადავიდა ჩურჩულზე. – დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე მაქვს უნივერსიტეტში და კლასიკურად უნდა გამოვეწყო. დამეხმარე რა, ტანსაცმლის არჩევაში. – გადი და გამოვალ. – ვუთხარი და თხელი, ატლასის შავი ხალათი შემოვიცვი. – აბა, რაში უნდა დაგეხმარო? – ვიკითხე და გვერდზე ამოვუდექი. – ეს, თუ ეს? – მომოთითა სხვადასხვა ფერის პიჯაკებზე. – ეგ. – საჩვენებელი თითი გავიშვირე სასურველისკენ და სამზარეულოში გავედი. – ყავას დალევ? – ვერა. ვერ მოვასწრეფ. – სრაფად ამოილაპარაკა და განაგრძო ქარბორბალასავით ტრიალი ოთახში. მხრები ღიმილით ავიჩეჩე და სამზარეულოსაკენ დავიძარი. უკვე 2 თვეზე მეტია, რაც ქრისტინესთან ვცხოვრობ, შესაბამისად მთლიან სახლს უკვე კარგად ვცნობ. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე მეგობარი გავიცანი გოგონასი, სხვა არავინ. ყველაზე მეტად მის ძმაზე მწყდებოდა გული. არ ვიცი რატომ, უბრალოდ ასე გაუაზრებლად მტკიოდა. – როდისთვის მოხვალ? – ვკითხე კარებში დაყუდებულ წითელ თავიანს. – გვიან. მერე გოგონები კლუბში წავალთ ალბათ. დრობით კუნკუულ! – ქუსლების კაკუნით მოვიდა ჩემამდე, მაკოცა და სახლიდან გავიდა. მთელი დღე უაზროდ ვიყავი. ჩემს პატარასაც ეძინა, საქმეც არაფერი მქონდა. ხანდახან ძალიან მადგება და მიხარია, ასეთი წყნარი შვილი რომ მყავს, მაგრამ ხანდახან, მაგალითად ახლა, მინდა რომ ვეთამაშო და დრო რამენიარად გადავაგორო, მაგრამ ჩემს ბედად სძინავს ახლაც, როგორც ყოველთვის. სახლში დასალაგებელი თითქმის არცერთი ოთახი არ იყო, გარდა ქრისტინესი. ისიც სწრაფად მივალაგე. მოსაღამოვდა, ელენეს ვაჭმევდი, როცა კარზე ზარის ხმა გავიგე. ბავშვი ცალ ხელში დავიკავე, ცალით კი ძლივს გავაღე დიდი რკინის კარები. – დიახ. – გავუღიმე კარში დაყუდებულ მაღალ, ძალზედ სიმპათიურ მამაკაცს. – შეიძლება? – ხმის ტემბრი მკაცრი, უხეში და ბოხი ჰქონდა. – უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით? – დავიბენი, რადგან არ ვიცოდი მამაკაცის ვინაობა და რა თქმა უნდა, ვერც შინ შეპატიჟება გავბედე. – მაქსიმე ემხვარი. – ხელი გამომიწოდა მამაკაცმა. ცივმა ოფლმა დამასხა, დარწმუნებული ვარ ფერიც მეცვალა სახეზე. რომ არა ელენეს გაფართხალება, დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდი ხანი ვერ მოვიდოდი აზრზე. გვერდზე გავიწიე, რომ უკეთ შესძლებოდა სახლში შემოსვლა. პირდაპირ მისაღებისკენ აიღო გეზი და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა. მისი მწველი მზერა საშინლად მოქმედებდა ჩემზე, მინდოდა უბრალოდ ავვორთქლებულიყავი იქიდან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი იყო. ელენე ისეთი მოუსვენარი გახდა ხელში, მივხვდი რომ დაბლა ჩასვლა უნდოდა. ფრთხილად ჩამოვსვი და დავაყენე ფეხზე, მაგრამ ხელი არ გავუშვი არაფრის დიდებით. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ ნორმალურად შეუძლია დამოუკიდებლად სიარული, მაინც ძალიან მეშინია და სულ, ყველანაირად ვცდილობ, რომ თვალთახედვის არედან არ გაქრეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძება დამოუკიდებლად სიარული მოინდომოს – ფრთხილად, დეე. – ლამის წამოვიკივლე შიშისგან, როცა სათამაშოს ფეხი წამოკრა და მასთან ერთად ლამის მეც გადამიყოლა. ელენე მაქსიმესთან მივიდა, მის მუხლზე გაშლილი, ფუმფულა და პატარა ხელისგული დაატყაპუნა და ლაღად გაიცინა. მამაკაცის შეკრული წარბები წამშივე გაიხსნა. ბავშვს ხელი დასტაცა და მუხლებზე დაისვა. ზოგადად მოსწონს ელენეს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ როგორც წესი ეს მხოლოდ გოგონებთან ჭრის. არც კი ვიცი, რატომ აქვს მამაკაცებისადმი ასეთი შიში, თუ რიდი ჩემს შვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა მამაკაცზე არ ვრცელდება. მგონი. ნუ, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს. ან, უბრალოდ ძალიან მოეწონა მაქსიმე. ჰო, ეს უფრო სარწმუნოა. ჯერ კიდევ გაოგნებულმა გადავხედე მაქსიმეს და ელენეს, შემდეგ კი სამზარეულოში მოვკურცხლე, რადგან აკივლებული ჩაიდანი იუწყებოდა, რომ გამოსართველად მზად იყო. – ყავას დალევ, თუ ჩაის? – არ მინდოდა მეკითხა, მაგრამ ძალიან უზრდელური ჟესტი იქნებოდა ჩემი მხრიდან. – შავ ჩაის დავლევ. – არ გამოუხედავს ჩემკენ ისე მითხრა. კვლავ ელენესთან თამაშს განაგრძობდა. – შაქარი? – უშაქრო. – მშრალად გამცა პასუხი, რაც იმაზე მეტყველებდა რომ ჩემი კითხვები უნდა ამოწურულიყო. შავი ჩაი მალე მოვამზადე, პირველ რიგში ის გავაკეთე, შემდეგ ჩემს ყავას მივაქციე ყურადღება. მაქსიმესგან განსხვავებით მე ტკბილი მიყვარს ყველაფერი. მორიდებით დავუდგი ფინჯანი წინ, ჟურნალის მაგიდაზე და მეორე სავარძელში ჩავჯექი. წარბ აწეულმა გავხედე ჩემს შვილს, რომელიც მაქსიმესთან ერთად იცინოდა. ასეთი მხიარული ქრისტინესთანაც კი არ ყოფილა არასდროს. – მე იცი შენთვის რა მაქვს? – ჰკითხა მაქსიმემ ელენეს და ძალიან თხელი მოსაცმელის ჯიბისაკენ წაიღო ხელი. ელენემ თავი უარყოფის ნიშნად აქეთ–იქით სწრაფად გააქნია. – ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ თურმე შენ ძალიან გიყვარს ქინდერი. მართალია? – ღიმილით ჰკითხა კვლავ და ჯიბიდან ქინდერის შოკოლადი ამოიღო. ელენემ მოუთმენლად აათამაშა პაწაწინა ხელები. როცა მაქსიმემ არ მისცა შოკოლადი, გაბრაზებული გაიწია მისკენ, მაგრამ მამაკაცმა უფრო უკან გასწია ქინდერი. – არა, არა. – ხელი სასაცილოდ აიქნია კაცმა. – ჯერ მაკოცე! – ეშმაკურად გაუღიმა ელენეს და ლოყა ღიმილით მიუშვირა, თან საჩვენებელი თითი რამდენჯერმე მიიკაკუნა ოდნავ ამოზრდილ წვერიან ლოყაზე. ელენემ ჯერ შუბლ შეკრულმა შეხედა მაქსიმეს ლოყას, მერე დაბნეულმა გამომხედა მე. მხოლოდ გავუღიმე, რაც თანხმობას ნიშნავდა, რა თქმა უნდა. გახარებულმა მიადო პატარა ტუჩები მაქსიმეს ლოყას და ხმაურიანად აკოცა. სიცილით და ვგონებ, ძალზედ კმაყოფილმა გაუწოდა უკვე გახსნილი შოკოლადი, შემდეგ კი მე გამომხედა. ერთიადანად დავიძაბე. არ ვიცოდი, რა მექნა, მაგრამ ყველანაირი უარყოფითი გრძნობა მისმა ღიმილმა დაფარა, რომელიც აშკარად ჩემთვის იყო განკუთვნილი. მეც გავუღიმე, ბედმიერმა. არ ვიცი რატომ, მართლა. არ ვიცი რატომ გამაბედნიერა ამ ერთი შეხედვით უაზრო ჟესტმა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. * * * მერე? მერე იყო ჩემი გაორმაგებული გულის ცემა. აფარკლული ლოყები, როცა მაქსიმე რაიმე კომპლიმენტს მეტყოდა. ორი წლის, როცა გახდა ელენე, მაქსიმემ უზარმაზარი ვარდისფერი დათუნია და ბევრი, ძალიან ბევრი ქინდერის შოკოლადები მოუტანა. ბედნიერებისგან არ იცოდა რა ექნა ელენეს, მე კი მისი ბედნიერებით საოცრად ბედნიერი ვიყავი. გავიცანი ემხვარების მამა, ანდრონიკე ემხვარი. საოცარი ადამიანი, სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ იმ ემოციებსა, თუ გრძობებს, რასაც ანდრონიკეს მიმართ განვიცდი. ყველაზე ძვირფასი სიტყვები მისი იყო: – შენ უკვე ჩემი მესამე შვილი ხარ! ისეთი თბილი და მოსიყვარულე კაცი იყო, არ მინდოდა გამეშვა, მაგრამ საქმეს ასე სჭირდებოდა. ვფიქრობდი რომ სანათესაოში ბევრი არ მიმიღებდა, მიგვიღებდა. შევცდი. ერთი–ორი ადამიანის გარდა, ყველამ შეგვიყვარა. ელენეზე მართლაც რომ ყველას მზე და მთვარე ამოსდიოდა, მაგრამ ჩემს შვილს მაქსიმეზე ძალიან არავინ უყვარდა. სულ მასთან უნდოდა და სულ მას ეძებდა თვალებით. ჩემი მშობლებისგან არაფერი ისმოდა. ჰო, ძალიან მტკიოდა. უზომოდ. იმაზე ძლიერ ვიდრე ეს მეტყობოდა. ძილის წინ რომ შევხედავდი მათ სურათებს, იმ ღამეს ყოველთვის თეთრად გათენება ეწერა. მინდოდა ჩავსულიყავი მათთან, მაგრამ კიდევ ერთი იმედგაცრუების მეშინოდა. სხვისგან ავიტანდი თუნდაც 100–ჯერ ცუდად მოქცევას, მაგრამ მშობლებისგან – ვერა. მშობლებისგან კვლავ უარყოფას ვერ გავუძლებდი. სამაგიეროდ ელენე იცნობდა დაუსწრებლად თავის ბებოს და ბაბუს. სულ ყოველთვის ყველაფერს ვუყვებოდი მათზე, რომ შეყვარებოდა ისინი. ცოტას ამართლებდა, ცოტას – არა. – მე სასეირნოდ გავიყვან ელენეს, კარგი? – მკითხა ქრისტინემ და ქურდულად გააპარა თვალი სტაფილოსკენ, რომელსაც მე ვჭრიდი საჭმლისთვის. – ჰო, რას მეკითხები? – სიცილით ვუთხარი და სტაფილო გავუწოდე. სწრაფად გამომართვა და სიხარულისგან პატარა ბავშვივით შემოჰკრა ხელები ერთმანეთს. ჭამა–ჭამით გავიდა ელენესთან, რომელიც უკვე მომზადებული ჰყავდა და სწრაფადაც გავიდნენ სახლიდან. მე ისევ ვახშამს მივუბრუნდი. დაბალ ხმაზე მქონდა სიმღერები ჩართული. ნაზად, ოდნავ და ჰაეროვნად ვაყოლებდი სხეულს მელოდიას. ღიმილით ვამზადებდი კერძს და როგორც ყოველთვის ახლაც ძალიან მსიამოვნებდა ეს პროცესი. – აია, ცოტა ფრთხილად უნდა დაჭრა ინგრედიენტები. – მოულოდნელად, საიდანღაც გამოჩენილმა მაქსიმემ ყურში ვნებიანად მიჩურჩულა დაბალ ხმაზე და უკნიდან ამეკრა. – რა–აა? – დავიბენი უცბად და ვიგრძენი, როგორ დავუშვი უღონოდ ხელები დაბლა ჩემდა უნებურად. – მარტო ვართ? – ისევ არ მშორდებოდა. პირიქით. მთელი ძალით მიხუტებდა. – ჰო. – ამოვიკნავლე. არ ვიცი რა დაემართა, ასე არასდროს მოქცეულა. მიუხედავად იმისა რომ ვხვდებოდი ჩემს მიმართ რომ არ იყო გულგრილი. შეიძლება ის არ იყო გულგრილი, მაგრამ მე უკვე თავდავიწყებით მიყვარდა და ეს ყველაფერს ართულებდა. თანაც ჩემს მუცელზე მოხვეული მისი ცხელი, ვნებით სავსე ხელები, როგორ დიდ გავლენას ახდენდა, ხომ ხვდებით. – შენ არ ხარ სულელი გოგო და ყველაფერს ხვდები, ხომ ასეა? – ვნებისგან ორმაგად დაბოხებული ხმით მიჩურჩულა ისევ და ყურთან ძალიან ახლოს მომაკრო ტუჩები. მხოლოდ თავი დავუქნიე. – ძალიან კარგი. მაშინ, საქმე ლაპარაკის ნაცვლად! – ომახიანად შენსძახა და ისე მოულოდნელად მეტაკა ტუჩებზე, აზრზე ვერ მოვედი. საოცარი, უსაზღვრო ვნებით დააცოცებდა ბაგეებზე სქელ ტუჩებს. მორიგეობით მიკოცნიდა ჯერ ზედა და შემდეგ ქვედა ტუჩს. შიშველ ფეხებზე წამავლო ხელი და მაგიდაზე შემომსვა. ერთდროულად საოცრად ნაზიც იყო და საოცრად უხეშიც. ყელზე რომ ჩააცოცა ტუჩები, მანდ უკვე ვეღარ შევიკავე თავი და ხმადაბლა წამოვიკვნესე. – ჩემი ვნებიანი ქალი! – მიჩურჩულა და მკერდამდეც ქურდულად ჩააჩოჩა ტუჩები. ^ ^ ^ დადაააამ მე დავბრუნდი. მიუხედავად იმისა რომ უკვე მთლიან საიტს მივულოცე ახალი წელი, ბედობა და ყველაფერი, აქაც გილოცავთ. სიკეთე, სიყვარული, სითბო, ბედნიერება და ჯანმრთელობა დაგბედებოდეთ. ყველაზე მნიშნელოვანი ჯანმრთელობაა და ვფიქრობ ყველაზე დასაფასებელიც. ჰო, რაც შეეხება ამ ისტორიას. ამ ისტორიის სრულად დადება მინდოდა, მაგრამ ჩემმა ძალიან მაგარმა მეგობარმა თათამ, იგივე ლორელაიმ, მთხოვა რომ ორ ნაწილად გამეყო ისტორია, შესაბამისად, სულ ორი ნაწილი ექნება ამ ისტორიას. ძალიან მომენატრეთ და მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.