ეშმაკის იარაღი 2
იმ დღეს ორთაბრძოლაში ვღებულობდი მონაწილეობას, ეს იყო 6 წლის წინ, ჩემი მეტოქე აზერბაიჯანელი ფალავანი სეიმურ ჰუსეინოვი იყო, მეოთხე რაუნდი იყო, ჩემს მეტოქეს სახე გასისხლიანებული ქონდა მეც მქონდა გახეთქილი მაგრამ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა და მეტოქე დამემარცხებინა ამისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებდი , რინგის ქვემოთ მწვრთნელის და გულშემატკივართა გამამხნევებელი შეძახილები მესმოდა რაც სტიმულს ერთიორად მმატებდა, უცებ თითქოს ენერგიის უსაზღვრო მოზღვავება ვიგრძენი და მეტოქეს მუშტი მთელი ძალით მოვარტყი სახეში, ისიც უღონოდ დაეცა, მსაჯმა დროის ათვლა დაიწყო მეტოქე ფეხზე წამოდგომას ვერ ახერხებდა, მსაჯის მიერ ათვლილი დრო ამოიწურა, მსაჯმა ხელი ხელზე მომკიდა და მაღლა ამაწევინა, "გამარჯვებულია გიგა ბოკერია, საქართველო!" გაისხმა დარბაზში, მწვრთნელმა საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მომაწოდა, ჯერ დროშას ჰაერში ვაფრიალებდი და გამარჯვებას ვზეიმობდი მერე ზურგზე გადავიფინე და დარბაზი გამარჯვებულმა დავტოვე, ძალიან ბედნიერი ვიყავი მე გავიმარჯვე, მეტოქე ნამდვილად არ იყო სუსტი მებრძოლი , პირიქით ჩემზე ბევრად ძლიერ ფალავნად ითვლებოდა მაგრამ თუ გინდა წარმატებას მიაღწიო შენზე ძლიერს უნდა ეთამაშოო ნათქვამია. შხაპი მივიღე , ტანთ ჩავიცვი , ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და გასახდელის კარადის კარს გასაღებით ვკეტავდი ამ დროს ზურგს უკან ტაშის ხმები გავიგე, შემოვბრუნდი და ჩემს წინ ჩემი მწვრთნელი და რამოდენიმე უცხო ადამიანი იდგა, ერთი უცხო პიროვნება ვინც გამალებით ტაშს უკრავდა და იღიმოდა უცხოელს გავდა, მისი თანმხლები პირები ახმახი შავ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ჯელტმენები იყვნენ, აშკარად უცხოელის პირადი დაცვა იყო -ბრავო ბრავო, სუპერ ბრძოლა იყო-წარმოსთქვა რუსულად უცხოელმა -გმადლობთ-ვუპასუხე რუსულადვე გაკვირვებულმა, ვერ ვხვდებოდი ვინ იყო და აქ რას აკეთებდა -მე ვიტალი შევჩუკი გახლავარ-გამომიწოდა ხელი , თავიდან გაკვირვებული ვუცქერდი თითქოს დავიბენი მამაკაცი ხელგამოშვერილი იდგა და მიღიმოდა -გიგა ბოკერია-მივუგე და სწრაფადვე ხელი ჩამოვართვი -ვახ რა ღონიერად ჩამომართვა ხელი, ძალიან ძლიერია ეს ბიჭი-ჩემს მწვრთნელს მიმართა სიცილით, მერე მწვრთნელსა და მის თანხმლებ პირებს თვალით ანიშნა რომ იქაურობა დაეტოვებინათ, მათაც უმალვე კარი გაიხურეს და დავრჩით მხოლოდ ორნი. -შენთან ტყუილად არ მოვსულვარ ,ძალიან სარფიანი შემოთავაზება მაქვს შენთან-უკვე მამაკაცს სახიდან ღიმილი გაუქრა და მხიარული მომღიმარი მამაკაცი სერიოზული გახდა -რა შემოთავაზება? -შენზე ბევრი მსმენია, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო ხო გაგიგია? ხოდა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, შენით ძალიან მოხიბლული ვარ, ზოგადად ბევრი მსმენია კავკასიელი კაცების სიძლიერეზე, ქართველები ოდითგანვე მეომრები და მებრძოლი სულის პატრონები ხართ -და მე რით შემიძლია დაგეხმაროთ? -ჩვენ ორივემ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, მე და შენ ერთმანეთს ვჭირდებით, მე შემიძლია ძალიან დიდი ფული გაშოვნინო, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მე გთავაზობ წამოხვიდე საფრანგეთში, საწყის ეტაპზე ყველანაირ ხარჯებს ჩემს თავზე ვიღებ , მერე შენც აეწყობი და ჩემი დახმარება აღარ დაგჭირდება -იქ რა უნდა ვაკეთო? -ის რასაც აქ აკეთებ, შენი მუშტების წყალობით შეგიძლია ფულის შოვნა. მონაწილეობას მიიღებ ქუჩის ორთაბრძოლებში, დამიჯერე ძალიან დიდი ფული ტრიალებს ამ სფეროში, ქუჩის ორთაბრძოლებს ვგულისხმობ -იცით? არც კი ვიცი რა გიპასუხოთ-მე დავიბენი თან მიხაროდა თან რაღაც შიშის გრძნობაც გამიჩნდა -არაუშავს, ვიცი ასეთი გადაწყვეტილების მიღება ასე სწრაფად არ ხდება , ჩემს სავიზიტო ბარათს დაგიტოვებ, თუ მოიფიქრებ დამირეკე- გულის ჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო და გამომიწოდა, მერე კვლავ გამიღიმა და ღიმილით დატოვა იქაურობა , მე სავიზიტო ბარათს დავხედე მერე უნებურად გამეღიმა, დარბაზიდან გამოვედი და გზას მივუყვებოდი, ვფიქრობდი დავთანხმებოდი თუარა უცნობ რუსს საფრანგეთში წასვლაზე, მაგრამ რომ წავიდე თაკო? არა თაკოს გარეშე ვერ გავძლებ, ამ ფიქრებით სახლამდე მივაღწიე , იმ ღამეს დიდხანს ვერ შევძელი დაძინება საწოლში ვიწექი და მოსვენება დამეკარგა ხან ერთ მხარეს გადავტრიალდებოდ იხან მეორე მხარეს, ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა რუსის სიტყვებზე და თაკოს დატოვებაზე , როგორც იქნა ჩამეძინა. დილა გათენდა თვალი გავახილე და ისევ ის ფიქრები მომაფრინდა რომელიც ღამე არ მაძინებდა, კომოდზე დადებულ ტელეფონს გადავწვდი და თაკოს ნომერი მოვძებნე -თაკო როგორ ხარ? .. მეც კარგად... მისმინე დღეს გცალია? მინდა რომ შეგხვდე... არა არაფერი უბრალოდ რაღაც საქმე მაქვს.. არაფერი მეთქი რას უნდა გიმალავდე უბრალოდ რაღაც საქმე მაქვსთქო.. კაი რომელზე?..კაი გკოცნი. თაკოს სკვერში ველოდებოდი, სკამზე ვიჯექი მაგრამ მოსვენება დაკარგული მქონდა ფეხებს მიწაზე ვაბაკუნებდი და მოუსვენრად ვცქმუტავდი, თაკო არ ჩანდა, გოგოები როგორც ყოველთვის აგვიანებენ პაემნებზე ამას უკვე შეჩვეული ვიყავი მაგრამ ახლა და ამ დროს ძალიან მაღიზიანებდა თაკოს დაგვიანება, წამდაუწუმ სკვერის ცენბტრალურ შემოსასვლელს ვუყურებდი , როგორც იქნა თაკოც გამოჩნდა , ფეხზე წამოვდექი თაკოს ვაკოცე და მაგრად ჩავეხუტე, ჩახუტების დროს მინდოდა რომ აღარ გამეშვა, მინდოდა ეს დრო გაჩერებულიყო და სულ ასე ვყოფილიყავით, შემდეგ თაკომ თვითონვე სცადა ჩემი მკლავებიდან დასხლეტა, ჩვენ სკამზე დავსხედით ცოტახანს თაკოს თვალებში უხმოდ ვუმზერდი მისი მწვანე თვალების ყურება არ მბეზრდებოდა -ძალიან მომენატრე-მივუგე მე -მეც ძალიან მომენატრე-ძალიან საყვარლად წარმოსთქვა ტაკომ, ან მე მომეჩვენა რომ საყვარლად თქვა რადგან ამ გოგოზე გონებას ვკარგავდი, ჩემსკენ ახლოს მოვზიდე და მივიხუტე -თაკ რაღაც მინდა გითხრა -მითხარი-აუღელვებელი წყნარი ხმით მითხრა -საფრანგეთში წასვლა შემომთავაზეს? -რაა? ვინ შემოგთავაზა?-ჩემს ტანზე მიკრული უცებ მომშორდა და სკამზე წამოჯდა გაოცებული მიყურებად -მოკლედ, კრივის შემდეგ ერთი რუსი ტიპი მოვიდა რა ვიღაც სერიოზული ტიპია ბიზნესმენია მგონი თუ ვიღაც მოკლედ არ ვიცი და შემომთავაზა რომ საფრანგეთში მივიღო ორთაბრძოლებში მონაწილეობა და მითხრა რომ კარგად გადამიხდიან -ვა ძალიან მაგარია გიიი, და რას აპირებ? -რა არის ძალიან მაგარი? მე შენს გარეშე ვერსად ვერ წავალ-ცოტათი მეწყინა თითქოს -კარგი რაა, მალე ჩამოხვალ და წარმატებული მოკრივე იქნები ევროპის მაშტაბით, ამის ხელიდან გაშვება არ ღირს -ესე ფიქრობ? -ჰო აბა რაა. და მალე ჩამოხვალ, აბა დიდხანს მეც ვერ გავძლებ უშენოდ -ხო მოგენატრები თაკ?-ისევ ჩემსკენ მივიზიდე და ჩავეხუტე -აბა არ მომენატრები ბიჭო?-ხელები მომხვია და მაგრად მაკოცა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.