შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის თეორია (7)


5-01-2016, 13:46
ავტორი N7
ნანახია 2 104

VII.
მთელი დღე ყავის ფინჯანი ეჭირა და გაყინული თითების გათბობას ამაოდ ცდილობდა. სულიც ასეთი გაყინული ჰქონდა. ხან პიანინოს მიუჯდა და სცადა კლავიშებზე შეხებითა და შეგრძნებით ამოევსო ღრიჭო, მაგრამ არ გამოუვიდა... უფრო მეტად გაფართოვდა ის. წიგნი აიღო, უკანვე დააბრუნა, თითქოს პერსონაჟებმაც პირი შეკრეს და ერთდროულად უშხამავდნენ ხასიათსო. სამსახურში არც წასულა, უარესად მოთენთავდა აურაცხელი ხალხი. აივანზე გასულს სული ეხუთებოდა, ეგონა შუშის გუმბათი შემოეკრა და ჟანგბადს არ უშვებდა მისი ბარიერი.
ვერ გაეგო რა დაატყდა თავს. დიახ, ეს იყო გრძნობა, გამოუცდელი, რომელმაც ჯერ ახლა გაახილა თვალები, შეხედა სამყაროს და გაუღიმა. ეს გრძნობა ჩვილი ბავშვივით იყო... მასსავით სათუთი, ხელშეუხებელი, უბოროტო. და თუ ეს რეალობა იყო, მაშინ ამ გრძნობის პატრონმა რა დააშავა? როგორი რთული დასაჯერებელია მამამ თავისი შვილი მოკლას... ჩვილი შვილი, ახალშობილი.
მისაღებში შევიდა და ნოხზე ჩამოჯდა. მოდუნდა. შორიდან კლასიკა ისმოდა, ყრუდ. დილით აახმაურა რადიო, ეგონა ან სრულად გაუფანტავდა ყურადღებას, ანდა დაასვენებდა და ერთზე შეაჩერებინებდა ორიენტაციას. ამდენი ფიქრით თავი ასტკივდა და წამლის დასალევად წამოდგა. ხელში ყავით სავსე, ცივი ფინჯანი ეჭირა და ახლა უკვე ორმაგ სიცივეს შეიგრძნობდა.
მისაღებსა და დერეფანს შორის ოდესღაც ტიხარი არსებობდა, ახლა კი კარი ამოეჭრათ. ამ კარისკენ დაიძრა. დაბლა მიაყოლებდა თვალს მორბენალ იატაკს. არ სჭირდებოდა წინ თვალების ცეცება, ისეც ზეპირად იცოდა ამ სახლის თითოეული კუნჭული. იგრძნო მძიმე სხეულს შეეტაკა. უცბად ვერ გაიაზრა რა იყო. სავსე ფინჯანი თითებიდან დაუცურდა და ხმაურით შეხვდა იატაკს. უმალ შეიღება შავად. სიფრიფანა ქალი უკან გადახტა და შექანდა. ეგონა წაიქცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რთული მოძრაობით ეცადა წონასწორობის აღდგენას. წაიქცეოდა კიდეც, რომ არ მიშველებოდა ძლიერი და საოცრად ცხელი ხელები. ეგონა წელზე გახურებული ლითონი შეახესო. გააჟრიალა, მრავლად. უნდოდა შეეხედა, მაგრამ ზუსტად იცოდა ვინც იყო. აბა, სხვა ვინ შემოდიოდა ასე დაუკითხავად სახლში და მერე, ვის ჰქონდა ასეთი მხურვალე ხელები?
იგრძნო დაიხარა. ვერ ინძრეოდა. თითქოს თუ გაინძრეოდა, ვერ დაიჭერდნენ ხელები და წაიქცეოდა, წელში გადატყდებოდა. ამიტომ ფურფუტი სხეულით მამაკაცის საკიდად ქცეულ გავარვარებულ ხელებს დაყრდნობოდა და მოდუნებული ყელი უკან გადაეგდო. იგრძნო... პირველად იგრძნო მისი ტუჩების სიმხურვალე ყელზე და მთელი სხეული სიმივით დაეჭიმა, ამავდროულად მოუდუნდა და ჭიანჭველები გაეშალა მთელს სხეულში, მთელს არსებაში. სხეულზე ბუსუსები გაუჩნდა, ტაომ დააყარა. ბაგეებიც ისეთი ცხელი ჰქონდა, როგორც ხელები. ეგონა მალე ჩამოდნებოდა...
ერთ ხელზე დაწოლილი ქალის სხეულის თავისთავად დაკავებული ჰქონდა, აი მეორე კი ჩიტივით ლაღი. უკითხავად ჩასწია ქვემოთ, მონახა მუხლის არე და შეკეცილ ადგილას შეაცურა. მთლიან სხეულს დაეპატრონა და კითხვის გარეშე აიტაცა.
მინაბული აეკრო მამაკაცის მკერდს. ცალი ხელი კისერზე შემოეხვია და უსწორმასწოროდ წამოზრდილ ფრჩხილებს მამაკაცს კისერში არჭობდა, მეორეთი კი მაისური ჩაებღუჭა და ღილებს ეპიტინებოდა.
არ სურდა, არა, მაგრამ ვნება ვის რას ეკითხება?!
იგრძნო... მაშინ კი პირველად იგრძნო, რა იყო სინამდვილეში, ასე რომ ხიბლავდა. რა სახელი ერქვა ამ არაორდინალურ გრძნობას. და ჰო, ეს მართლაც გრძნობა იყო. გრძნობა, სახელად სიყვარული. სიზმრიდან მოფრენილი სიყვარული... არადა, დედა ყოველთვის ეუბნებოდა: სიზმარი ისე მოულოდნელად გაქრება, როგორც მოვიდაო. ადრე სჯეროდა, ახლა კი სურდა, რომ გრამი სიმართლე არ ყოფილიყო არც ერთ სიტყვაში.
***
მზის სხივები შემოსრიალდნენ ფარდებგაწეულ ფანჯარაში და გველებივით გასრიალდნენ ქალის შიშველ ზურგზე. ძალიან რომ შეწუხდა, ამოიზმუვლა და გვერდი იცვალა. ახლა მხრებზე გადმოცოცდნენ. ბალიში აიწია და ძილის შებრუნებას შეეცადა, მაგრამ უკვე შეხვედროდა მისი თვალები ალიონის სხივებს და ვეღარ შეძლო სიშავესთვის თვალების შეჩვევა. საწოლზე წამოჯდა. უნებურად გაეპარა თვალი სხეულისკენ და შიშველ ტანზე რამდენიმე ჩალურჯებას როგორც კი შეხვდა, შეშინებული წამოხტა ფეხზე. ახლაღა გაახსენდა წინა ღამე, სრულიად რომ მიენდო გაბრიელს. ამოტივტივდნენ კადრები მეხსიერებაში... ო, როგორი საოცარი ღამე იყო!
იატაკს მოავლო მზერა. ტანსაცმელი მიმოფანტულიყო თავისი, მაგრამ მამაკაცის არ ჩანდა. იგივეს ვერ ჩაიცმევდა, გარდერობი გამოაღო და ლამის მუხლებამდე მაისური გადაიცვა. სწრაფად დაიძრა მისაღებისკენ. არც წინდა ამოუცვამს და არც საშინაო ფეხსაცმელი მოურგია. ასე, ნახევრად შიშველი გაუდგა გაყინულ გზას მამაკაცის საძებნელად. საოცარი იყო, მაგრამ ის არც მისაღებში დახვდა, არც სამზარეულოში და არც სააბაზანოში.
სავარძელში ფეხმორთხმით მოკალათდა და გაყინული თითები წაშლილი სახის დასამალად გამოიყენა. „ღმერთო, რა ჩავიდინე!“ – ამოიკვნესა. ახლაღა იგრძნო, რომ წელს ქვევით მთელი სხეული სტკიოდა, მაგრამ ეს ტკივილი არაფრით აღემატებოდა გულის არეში მწარე წკმენტებს. თითქოს ფილტვებმაც შეწყვიტეს მუშაობა, პროტესტი გამოაცხადესო. ჰაერის უკმარისობა დაეწყო, მაგრამ არ შეეძლო ფანჯარასთან მისვლა, ასე ახლოს რომ იყო და ასე შორი ეჩვენებოდა.
***
უკვე ორი კვირა სრულდებოდა, გაბრიელის სახელი შორიდანაც კი არ გაეგო და მისი სახე სიზმარშიც აღარ სტუმრობდა. აი, თურმე რა ყოფილა ბოლო სიზმარი, გაბრიელის თანამონაწილეობით და რა იყო ირაკლი რომ ამბობდა...
ტელევიზორს უყურებდა და ცხელი ყავით პირს ითუთქავდა. უპრეცედენტო შემთხვევა იყო, ტელევიზორი მგონი საუკუნე არ ახმაურებულიყო მის სახლში, ახლა კი რა ბედზე ჩართო, ნეტავ? საინფორმაციო გადიოდა. მკვლელობები, ქურდობები, ავარიები – იქაც ყველაფერს ცუდს აცხადებდნენ და ამ საშინელ მუხტს გადმოსცემდნენ ქეთასაც. მერე გამოაცხადეს... სახელის გაგონებაზე გასცრა, შემდეგ მისი სურათიც დაინახა და კანკალი აუვარდა. კონცერტი ჰქონდა, პირველი სოლოკონცერტი.
– დაგაფასეს ქართველებმა, გასვიანო? – ჩაილაპარაკა და სწრაფად გამორთო ტელევიზორი.
კომპიუტერიც პირველად აახმაურა და ბილეთი გამოიწერა. თითქმის ყველა ადგილი დაჯავშნული იყო, მხოლოდ გადაკარგულებში თუ მოიპოვებდით. სწორედ ეს უნდოდა მასაც... არ უნდა დაენახა გაბრიელს. თვითონაც შეეძლო დაეპატიჟა თუ მისთვის რამეს წარმოადგენდა, მაგრამ არა, არ დაპატიჟა. ჰოდა, ადგა და იყიდა, დაე მოეძებნა მამაკაცს და გული დასწყდომოდა! თუ საერთოდ მოხდებოდა ასე...
შეეძლო საერთოდ არ წასულიყო, მაგრამ არასდროს შეეძლო იმაზე უარის თქმა, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. გაბრიელი თუ არა, მისი აჟღერებული თითოეული ნოტი უყვარდა, სულში ჰქონდა გამჯდარო. ჰოდა, ვერ თქვა უარი.
***
სცენაზე გაბრიელი გამოჩნდა. ო, როგორი სიმპათიური იყო და რამხელა მუხტი ჰქონდა. მთელი დარბაზი ჯერ ახმაურდა და შემდეგ გაისუსა, როგორც კი როიალს მიუჯდა მამაკაცი. მაგრამ არ დაუკრავს, ჯერ არა. როგორც ჩანს, სიტყვის თქმა სურდა, შესავლის გაკეთება.
– პირველ რიგში, მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის... – წამოიწყო. მისი ხმის გაგონებაზე მთლიან სხეულში გაეშალნენ ჭიანჭველები. – როდესაც მითხრეს, რომ სოლო კონცერტს გამიმართავდნენ, მივატოვე ყველაფერი. ჰო, მე მაფასებენ ევროპის მრავალ ქალაქში, მაგრამ ყველა ადამიანს სამშობლოსგან სჭირდება დაფასება. ასე რომ, არც მე ვარ გამონაკლისი, – საუბრობდა და თვალებით ეძებდა. ლამის ყველა რიგში ამოატარა თვალი, მაგრამ ვერ მიაწვდინა სასურველ ობიექტს. დაიძაბა, შეეტყო ნელ–ნელა მეტად იძაბებოდა.
ბოროტი არ იყო და სხვისი უბედურება არ ახარებდა, მაგრამ რატომაც არა? მამაკაცმა არ დააფასა, გამოიყენა და მიაგდო (ყოველშემთხვევაში ასე ეგონა), და რატომ არ უნდა გაეკეთებინა იგივე? ჰოდა, იჯდა ბოლო რიგში, სადაც სინათლე არ სწვდებოდა და იღიმოდა. მერე რა თუ მის ღიმილს ტირილის დაუძლეველი სურვილი არ შორდებოდა?
ისევ დაუკრა... ისევ ისე, როგორც პირველად. ისევ იგრძნობოდა მისი მთელი მისი არსება. ნოტები იშლებოდნენ და ყველას გულზე ხვდებოდნენ, სასიამოვნოდ. ძალიან, ძალიან სასიამოვნოდ. გაშეშებული იჯდა ქეთა. აღარც სუნთქავდა. მხოლოდ გული უცემდა აჩქარებულად და მთელი სხეული უთრთოდა. თვალებში ჩამდგარი წყალი ნელ–ნელა იშლებოდნენ და გზას მოიკვლევდნენ მის ლოყებზე. ეს ორი კვირა, ასეთი მცირე და თან როგორი დიდი... ისევ უნდოდა მამაკაცის შეგრძნება მთელ მის არსებას. მამაკაცის, რომელიც ასე ახლოს იყო და თან როგორ შორს.
ადგა და წამოვიდა. უარესად არეული. სახლში ვერ მივიდა და უახლოეს ბარში დაჯდა. უნდა დამთვრალიყო, რადაც არ უნდა დასჯდომოდა. მხოლოდ ასე შეეძლო დარდის ქარისთვის გატანება. ან, უბრალოდ, ასე ეგონა.
სიზმრის თეორია (7)

***
დაგვიანებისთვის კიდევ მრავალი ბოდიში. იმედებს არ გაგიცრუებთ, გპირდებით, უბრალოდ მინდა მცირედად მეტად გავაფერადო ისტორია.
მიყვარხართ!



№1  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Namdvilad mshvenivrad aferadeb am istorias gmerto gavgijdebi saocrad lamazad da nazad wer shemecoda es gogo velodebi shemdegs didi siyvarulit ❤

 


№2  offline წევრი N7

gvanciko_gvancunia
Namdvilad mshvenivrad aferadeb am istorias gmerto gavgijdebi saocrad lamazad da nazad wer shemecoda es gogo velodebi shemdegs didi siyvarulit ❤

ჩემო თბილო! დიიიდი მადლობა, ძალიან მიხარია, რომ მოგწონს და ასე მახარებ მეც შენი სიტყვებით love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

შეუდარებელიაააააააააააა!
აი შენი აღწერები მომწონს. ზუსტად ასეთი აღწერები მომწონს და ასე ლამაზად, თავისუფლად რომ იკითხება. დიახ, ეს არის რაღაც ჩემეული.. თითქოს ძალიან ნაცნობი და შენ რომ ასე ლამაზად შეგიძლია წერა ეს კიდევ ორმაგად მაფიქრებინებს და არა, სამმაგად იმას, თუ როგორი უსაზღვროდ ნიჭიერი ხარ.
უბრალოდ არ გინდა, ყოველ წამში, ამ "ახმაურდას" გამოყენება. რაიმე სხვა სიტყვით ჩაგენაცვლებინა ჯობდა, როცა კონცერტის დროს ახმაურდა ხალხი.
სხვა ყველაფერი გამაგიჟებელი იყო მარიამ.
მოგყვები და არ გტოვებ.
ჰოდა ძალიან მინდა მალე გაგრძელდეს, უკვე ვეღარ ვუძლებ,
ამდენ შემოტევას, ფიქრებსა და ნოტებს.
მიყვარს ეს ისტორია. სიზმარივით არის მართლა და სახელს ამართლებს <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent