შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა მინორებით იწყებ სუნთქვას


6-01-2016, 04:16
ავტორი Psycopath13
ნანახია 1 915

1978წელი 10 აპრილი.

ოცდაერთი დღის ჩანასახს გული უცემსო - გაიგო სადღაც და მეოცე დღეს, გულის ძგერის დაწყებამდე, გადაწყვიტა მისი მოშორება.
სამშობიაროში აბორტის მსურველი ქალების რიგი იდგა. ხორხოცებდნენ, ჭორაობდნენ და დრო გაჰყავდათ, თითქოს, პურის რიგში მდგარიყვნენ.
-მერამდენე თვეში ხარ? - ჰკითხა ოცდაათიოდ წლის ქერათმიანმა ქალმა გვერდით მდგომს.
-პირველში.
-უი, მერე ჯერ რატომ იშორებ? დაგეცადა სამ-ოთხ თვემდე, დაზღვეული იქნებოდი ეგ პერიოდი. მე ეგრე ვაკეთებ ხოლმე.
-უი, რას ამბობ, ქალო? რომელი ექიმი მომიშორებს ოთხი თვის ბავშვს?
-უფ, წინაზე მე სწორედ ოთხი თვის მოვიშორე. მუცელი არ მეტყობოდა და არ გამიშვა ექოსკოპიაზე, ორი თვის ვარ მეთქი, მოვატყუე. მერე კი გადაირია გია ექიმი, ეგ რამხელა ნაყოფი მომაშორებინეო, მაგრამ რაღა დროს იყო?.. მაინც გოგო ყოფილა და არ უნდოდა ჩემს ქმარს...
ამასობაში მისიი რიგიც მოვიდა.
ექიმს ჯერაც არ მოეხსნა სისხლიანი ხელთათმანი, ბოლო მკვლელობიდან შერჩენილი. მის თვალებში წითლად შეღებილი ციცქნა კიდურები ირეკლებოდა: თითქოს საშველად გამოწვდილი, უმწეო ხელები, ვერგაქცეული ტერფები...
ბლოკი, სადაც აბორტებს აკეთებდნენ, ეშმაკებით გავსებულიყო, რომლებიც ჯოჯოხეთური ხარხარით დასცინოდნენ იქვე კუთხეში ატირებულ ღვთისმშობლის ხატს (უფალმა უწყის, რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა აზრად ხატის ამ მიწიერ ჯოჯოხეთში მობრძანება, ან რა მიზნით).
პატარა უცოდველი სულები ეშმაკებით სავსე ოთახიდან გაღწევას ლამობდნენ. ზოგი დედას წაეტანებოდა, რომელიც ბედნიერი სახით გარბოდა ბლოკიდან "გათავისუფლებული". მერე ცრემლიან ღვთისმშობელს ეხუტებოდნენ სითბონაკლულნი. ვეღარ იტევდა წმინდა მარიამის გაშლილი მკლავები უცოდველ სულებს...
ექიმმა ექოსკოპიის დასკვნას გადახედა და ექთანს გადასძახა:
-ლენა, მოამზადე გოგონა სააბორტოდ.
სწორედ ამ დროს ზუსტად იგრძნო, როგორ სწვდა ერთ-ერთი ეშმაკი მის სულს და ქვესკნელისკენ გააქანა.
-არააააააა!!!- საკუთარმა განწირულმა ყვირილმა გამოარკვია ფიქრებიდან და უკვე ქუჩაში იდგა. ეშმაკებიც სადღაც გამქრალიყვნენ, შორს რომელიღაც ტაძრის გუმბათი მოსჩანდა და ის ხარბად ისუნთქავდა სუფთა ჰაერს, თან ისტერიკულად ეფერებოდა მისსავე მუცელს, რომელშიც გადარჩენილი ჩანასახის გულს სიხარულისგან ნაადრევად დაეწყო ძგერა...
დაახლოებით რვა თვეში მას მარტოხელა დედა დაერქვა (და ხალხმაც გარიყა),მისს მკერდზე ტკიპასავით მიკრულ უსუსურ ჩვილს კი ნაბი*ვარი .სწორედ ასე უწოდა 17წლის შემდეგ მისმა თანატოლმა,თან ისე რომ კლასში ყველას გაეგო.მაშინ გამოჩნდა,მისი კლასელი,რომლის მხოლოდ სახელი იცოდა.მას მაქსიმე ერქვა.მას შემდეგ დაიწყო ყველაფერი.დაქორწინდნენ და რამდენიმე თვეში გაჩნდა ჩემი ძმა ნიკა. ორ წელში კი მე-ანკა ლეხმანიუკი.მაგრამ ყველფერს აქვს დასასრული,მათ შორის ბედნნიერებას'აც.დედაჩემმა 32 წლის ასაკში გადაწყვიტა,რომ მათი 11 წლიანი თანაცხოვრება უნდა დასრულებულიყო.ასეც მოხდა,ისინი დაშორდნენ.მამა მოსკოვში წავიდა,თავის "ახლადგამომცხვარ" მეუღლესთან-სანდრასთან ერთად.მე და დედა კი ბათუმიდან თბილისში გადავედით.ამ ყველაფრის მიუხედავად მაქსიმეს და ხათუნას დღემდე კარგი ურთიერთობა აქვთ და ამიტომაც მაქვს "გატკეპნილი" თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მიმავალი გზა.და აი უკვე "თქვენს წინაშეა" 22 წლის ანიტა ლეხმანიუკი.
2015 წელი,2 მაისი.
ჩვეულებისამებრ მარშუტში ასვლისთანავე მოვიძებნე ყურსასმენები (ნუ, მე "ნაუშნიკების" თქმა უფრო მიყვარს, მაგრამ მაინც) და აღმოვაჩინე, რომ შედარებით დაბალხარისხიანები წამომიღია, რომელიც ვერ ახერხებს სრულად დაფაროს გარედან შემომავალი ხმები მაგალითად: რადიოს, მოხუცი ქალების (ზოგჯერ კაცების) ჭორაობის, ასევე ბავშვების ჭიჭყინის.
გადავწყვიტე ფლეილისტიდან შედარებით მაღალბასიანი ამერჩია რამე, ჰოდა თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა საყვარლობაა, ნინო ჩხეიძე და Ronnie James Dio ერთად.
არც ეს "სიამოვნება" დამცალდა,თავზე ვიღაც ქალი დამადგა მზერით,რომელშიც ნათლად ამოიკითხებოდა "ვერმხედავგაუზრდელოუფროსივარ".ავხედე და ზრდილობიანად ვუთხარი:
_დაბრძანდით ქალბატონო.
ამ ქალმა ჯერ ერთი ალმაცერად ჩამხედ-ამომხედა და შემდეგ ნამდვილი "მანდილოზავრული" ხმის ტემრით დამაყარა ქოქოლა.
_ვის უთმობ შენ ადგილს, მე? მე მითმობ ადგილს? (დორბლების კორიანტელით) რა შემატყვე კი მაგრამ მოხუცის, შენზე ნაკლებად ძვალი მიჭრის თუ მხნეობა?! მიპასუხე რომ გეუბნები.
მე კი ცოტათი,არაა ვიტყუები.ძალიან დაბნეულმა ავხედე და მის "გადაპრანჭულ/გადაპრუწკულ/გადამაზულ/გადატყლურწულ" სახეს დავაკვირდი და წამით დავფიქრდი იმაზე,თუ იმ ადამიანების რამდენი პროცენტი აიკიდებდა დიარეას ვინც მას გადაკოცნიდა და მოიკითხავდა..რა ვუთხარი ამ ჩემს ფეთქებად ხასიათს,ასეთ სიტვაციებში გაჩერება,რომ არ შემიძლია.ფეხზე წამოვდექი და ჩემზე დაახლოებით ერთი თავით დაბალ ქალს "დავხედე".
_თუ ესეთი შეურაწმყოფელია თქვენთვის,როდესაც ვინმე ადგილს გითმობთ,მაშინ ნურც ნურავის დაადგებით თავზე "დამაჯინეშეუზრდელო" სახით.
_რამდენს უბედავ დედაშენის ტოლა ადამიანს?სულ დაკარგეთ ამ ახალგაზრდებმა უფროსის პატივისცემა.
_თუ დააკვირდებით მე თქვენს მიმართ რამდენიმე წუთის წინ, ჩემი წილი ზრდილობიანობა და პატივისცემა გამოვხატე,რომელიც თქვენთვის თურმე მიუღებელი ყოფილა.
"მანდილოზავრმა" გაბრაზებულზე ჩანთა მოიქნია და მეორე მხარეს გადაიკიდა, "ჩოლკა" გაისწორა, თმაზე ხელი გადაისვა "აბიომის" გასასწორებლად, ღრმად ამოისუნთქა და ცხვირ აბზეკილმა იმავე ტონით მომაძახა:
_ჰმმ, თავხედი.
არ მიმიქცევია მოშტერებული თვალებისთვის ყურადღება და პირველივე გაჩერებაზე ჩამოვედი.აქედან უკვე ფეხით წავიდოდი.გზაში ნიკას დავურეკე.
_აბა სად ხართ ბიჭებო?
_ჩემს ბინასთან რომ პარკია იქ ვართ.
_მოვდივარ.
***სანამ გავაგრძელებდე,მინდა ცოტა რამ გითხრათ ნიკაზე.ნიკა 24 წლის ჩამოყალიბებული(რასაც ჩემზე ვერ ვიტყვით) და საკმაოდ წარმატებული ადვოკატია. მეუღლე მშობიარობას გადაყვა და მისგან დარჩა,პატარა გიორგი.გიო უკვე ორი წლის "კაცია".როგორც ჩვეულებრივ ბავშვები არ მიყვარს,მაგრამ ეს გამონაკლისია.ალბათ მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემი სისხლი და ხორცია.

*** შორიდანვე დავინახე თუ როგორ მიზდევდა ნიკა ჩემს მიუმიუმს(ძაღლი).შორიდანვე დავუძახე და ისიც მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა.მომახტა და წამაქცია.
_როგორი ცუდი ბიჭი ხარ შენ.
ვუთხარი ვითომდა გაბრაზებული ხმით,მაგრამ ღიმილი მინც ვერ შევიკავე.მანაც საპასხოდ სახეზე "ლოკვა" დამიწყო.რაზეც მთელი ხმით დავიწყე სიცილი.
_აუ ნიკა მომაშორე,ვეღა ვსუნთქავ.
ისიც სიცილით წამოსგა ფეხზე და ძაღლი ჩემი სხეულიდან "აატყავა".
_აბა რა ქენით დღეს?
_არა რაა ბოლო მომიღო,მე ამას მეორედ არ დავიტოვებ!
_რით არ მოგბეზრდა?ყოველლი დატოვებისს შემდეგ ამას მეუბნები,მაგრამ ერთ კვირაშ ისევ იტოვებ.
_ანკა!
_ვსიო ვჩუმდებიი.
ვუთხარი სიცილით და საქანელაზე მჯდარ გიოს გავხედე.
_ის ქალბატონო სად არის?
_ვინ ის?
_ბავშვის ძიძა.
_რამდენჯერ უნდა გითხრა გითხრა,რომ მას თიკა ქვიაა?
_და მოფერებით თიკუნაც დავუძახო არაა?
_მაოცებ ანა!საიდან ამდენი ცინიზმი?
მითხრა სიცილით და ცხვირზე დამქაჩა.
_აა ცხვირს ხელი!აი ქალბატონიც მოვიდა.
ჩავილაპარაკე და ახლახან მოსულ გიოს კისერში ვაკოცე.


ვიცი,რომ ზედმეტად პატარა თავია.რისთვისაც ბოდიში. იმედია მოგეწონებათ.
როცა მინორებით იწყებ სუნთქვას

[center]როცა მინორებით იწყებ სუნთქვას



№1 სტუმარი ნინკა

კარგი იყო მაგრამ პატარა თავი შემდეგი მალე დადე და თავებიც გაზარდე

 


№2 სტუმარი nia

ამ ისტორიიის დასაწყისი ერთ ერთ საიტზე დევს მშობლები.გი-ზე თუარ ვცდები , ფანტაზია არ გყოფნის სხვისი რომ არ მოიპარო? მერე შენი ნაბოდვარი როარ მიამოტო?ტფუი

 


№3  offline წევრი Psycopath13

nia
ამ ისტორიიის დასაწყისი ერთ ერთ საიტზე დევს მშობლები.გი-ზე თუარ ვცდები , ფანტაზია არ გყოფნის სხვისი რომ არ მოიპარო? მერე შენი ნაბოდვარი როარ მიამოტო?ტფუი

უკაცრავად? :

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent