1წუთი , უხრწნელ დუმილში (სრულად)
მშვიდი საღამო იდგა, ოდნავ ცრიდა , მაგრამ სიცივე , მაინც გამეფებულიყო. ქუჩა სადაც ჩარლი მიაბიჯებდა ბრბოთი იყო აღსავსე, მათ სახეებზე კი არც კმაყოფილოდა არც უკმაყოფილო ნიღბები მოერგოთ, რომლებიც საცაა ჩამოუვარდებოდათ, თვალებში კი ამინდის მსგავსი სიცივე ჩასდგომოდათ.ჩარლი თითოეულს აკვირდებოდა და ხვდებიდა , რომ ისინი , იმ ნაწილს განეკუთვნებოდნენ , რომელთაც ბუნებას ყველაფრით დაეჯილდოვებინათ, მაგრამ ისინი ამას ვერ ხვდებოდნენ, მათ ხომ თავისი საზღვრები აქვთ, რომელთა გარღვევაც მხოლოდ ცოტას , თუ ძალუძთ...ისინი , ხომ ის ადამიანები არიან , რომლებიც ცდილობენ შექმნან თავიანთი სისტემა, დაადგინონ კანონები, შემოიღონ მორალი, კულტურა, მაგრამ თვითონ იმდენს ახერხებენ რომ ამ ყველაფერში , მხოლოდ ღარიბ ადამიანებს ჭ....ტენ. თუმცა, ჩარლი , ამ ადამიანთა ნაწილს არ განეკუთვნებოდა, ის არიყო , ასეთ ბრბოში გარეული და აძრწუნებდა ის ფაქტი , რომ ერთ დღესაც ,მასაც მათნაირად მოუწევდა ერთფეროვნად ცხოვრება...ისინი ხომ მუდმივად ცდილობდნენ თავისანაირი გაეხადათ იგი. ჩარლის აკვირვებდა , იმ ადამიანები, ვინებიც მიწაზე გაშხალთურიყვნენ და მუდმივად ელოდნენ დახმარების ხელს, თუმცა გვერდით , როცა მდიდარი სასულიერო პირი ჩაუვლიდათ, მათ ზედაც არ უყურებდა და ამაყი ნაბიჯებით გაუყვებოდა, თავის გზას...’’მდიდარი ისწრაფვის სიმდიდრისკენ, ღარიბს კი სურს იარსებოს’’ _მწარედ გაახსენდა შონ აბრამის სიტყვებიი...ის, კი ყოველთვის ცდილობდა , თანაბრად გადაენაწილებინა , თავისი გროშები ღარიბთათვის... მას უეცრად , ისეთი გრძნობა დაეუფლა თითქოსდა , ამ სამყაროში მისი ადგილი არ იყო, ამასთანავე შიშმა აიტანა, რადგან არ სურდა ქვეყნის ჭაობში ჩაფლულიყო...ამიტომ, გაუცნობიერებლად გააჩერა ტაქსი და მოუხერხებლად მოკალათდა , ახლად შეკეთებულ E კლასის მერსედესში.მძღოლს თრთოლვით, უკარნახა ადგილი სადაც აპირებდა , ამ შიშისთვის წერტილი დაესვა , თუმცა არცთუისე დიდი ხანი დასჭირვებია, იმის გასაცნობიერებლად რომ , თუ ის მართლა აპირებდა ამის გაკეთებას, ეს ბოლო წუთები იყო..ეს, რომ გაიფიქრა უეცრად მთელი, მისი სხეული ეკლებით დაიფარა..უეცრად, მოუნდა ელაპარაკა, იმაზე თუ ვინ იყო, რა უნდოდა ან რის გაკეთებას აპირებდა... მძღოლდ წინა სარკიდან დააკვირდა, ახალგაზრდა იყო, თუმცა არცთუისე შესახედავი -თქვენი სახელი, სერ, თუ შეიძლება_როგორც იქნა ჩარლიმ დაიწყო ლაპრაკი, ალბათ, არც გაჩერდებოდა და მაინც თავისას გიატანდა. -ჯონი_ბიჭმა , ოდნავ ჩაიცინა, თან თითქოსდა გაუკვირდა, სახელი რომ ჰკითხეს -საინტერესოა , ჟონი, თუ გეტყვი რომ რამდენიმე საათში, უსულო ლეშად გადავიქცევი, მოინდომებ , თუ არა ჩემი ისტორიის მოსმენას?_ჯონიმ , კი გაკვირვებული და ამავდროულად შიშით სავსე თვალები მიაპყრო ჩარლის და მძიმე სიტყვებით, სთხოვა მოეთხრო ყოველივე... ჩარლიმ, უსიცოცხლოდ ამოისუნთქა და მოუყვა ყველაფერი, რაც მძიმე ლოდად ედო გულზეე...ჯონი , კი ყურთა სმენად გადაქცეულიყო და ისტორიის , ასეთი მტკივნეული ფაქტების გამო , ხშირად უჭირდა საჭის დამორჩილება, თუმცა ჩარლი, როცა უკვე ასრულებდა , თავის ისტორიას , დანიშნულების ადგილზე მივიდნენ... ჯონიმ მანქანა გააჩერა , თუმცა ჩარლი ჯერ არაპირებდა მანქანიდან გადასვლას, თითქოსდა რაღაც ძალა აკავებდა და არ აძლევდა , ამის ჩადენის უფლებას... 1 წუთი , უხრწნელ დუმილში გაატარეს, შემდეგ კი , ეს დუმილი ტელეფონის ზარმა დაარღვია. ჩარლიმ, ტელეფონი მარჯვედ ამოიღო , თავისი პალტოს ჯიბიდან , თუმცა ტელეფონს რომ დახედა მწარედ გაეღიმაა... -შენი შვილია?_ჯონიმ , წარბაწეული მიაჩერდა, პასუხის მოლოდინში.._საპასუხოდ ჩალიმ, მხოლოდ თავი დაუქნია... -იცი , რაა ჩარლი ?მოდი სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, ნამდვილი მშიშარა ხარ, გიფიქრია, იმაზე მაინც, თუ რა ეშველებათ, შენს ცოლს და შვილებს შენი სიკვდილის შემდეგ? შენ შეგიძლია დაიბრუნო ეს ზღვარი , რომელსაც გასცდი..ჩარლ, შენ მათთნაირი არ ხარ და მხოლოდ ამითაც რომ იყო ბედნიერი, ვფიქრობ საკმარისი იქნებოდა ცხოვრებისთვის, რომელშიც სხვა ბედნიერებაც გინდა იპოვო..შენ ეს შეგიძლია, სიკვდილის სანაცვლოდ , ადგე და იბრძოლო...გთხოვ აიღე ყურმილი და არ ანერვიულო შენი პატარა ბიჭი, რომელიც სახლში , შენს მოლოდინში ცქუმტავს..მიდი, მიდი , რაა ჩარრლლ...არ მითხრა რო დანებდიიი... ჩარლიმ , კიდევ დახედა ტელეფონს და მძიმედ დაადგა მწვანე ღილაკსს... -მამიკო, რატომ არ მიპასუხე მალევე?იცი ? შემეშინდაა... -არ მეცალა, ჩემო ბიჭუნა .. ბოდიში... -მაა, სანამ მოხვალ დედიკომ პური გამოაყოლოსო, იცოდე არ დაიგვიანო და გელოდებიით.._ჩარლის , თვალებში სევდა ჩაეღვარა და ოდნავ წაბორძიკებით მოიგო: -აუცილებლად, ჯორრჯ..მალე მოვალლ...გზაზე ბევრი საცობები იყო,ნუ ნერვიულობთ, ნახევარ საათში, თქვენთან ვიქნები -მაა? -რაიყო ჯორჯ? -მიყვარხარ მაა... -მეც მიყვარხარ , ჯორჯ.._ჩარლიმ ყურმილი დაკიდა და უნებურად ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა...-მადლობა_ჩახლეჩილი ტონით მიმართა ჯონს, რომელიც სადღაც შორეულ წერტილს გაჰყურებდა -მთავარია ცოცხალი ხარ , ჩარრლ -ჯონ, იცი მართლა , მთელი გულით მადლიერი ვარ ... შენი ტაქსი , რომ გავაჩერე, თუმცა, ერთრამეს მივხვდი, ერთხელ მაინც ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ახლიდან დაგბადებს და ეს ადამიანი , შენ ხარ ჯონ...შენ შეგიძლია , მთელი საზოგადოება ახლიდან დაბადო -კარგი, მაგრამ შენც მადლობ ჩარლ_ოდნავ აწყლიანებული თვალით, მიაჩერდა ჩარლის -რისთვის?_ოდნავ სახეშეცვლილმა ჰკითხა -ამ , მგზავრობის დროს, შენ მაქციე , ასეთ ადამიანად , მაგრამ ყველაფერის ბოლო , შენი შვილი აღმოჩნდა..იცი, როდესაც სიკვდილს თვალებში უყურებ სხვანაირი ხდებიი..._თვალი რაღაც შავ ხვრელს გაუშტერა , შემდეგ კი განაგრძო-კიდევ უფრო სხვანაირი, ვიდრე იყავი..შენს სიტუაციაში , მეც ვყოფილვარ და მიხარია , რომ ორივემ ბრძოლა ვარჩიეთ... ჩარლი, ჯონს დაემშვიდობა და გადმოვიდა მანქანიდან, ფიქრებით იყო გატენილი, თუმცა კვლავ გაუყვა გზას, რომელიც თავისი ოჯახისკენ მიდიოდა, მიიწევდა წინ და თან ხვდებოდა, რომ გზა უსაზღვროდ იყო გავსებული ხალხით, რომლებიც უწინებურად არაფრის მთქმელი თვალები უყურებდნენ , თუმცა ჩარლის უკვე ჰქონდა ძალა , ამ ხალხში ამაყად სიარულის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.