შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო და ოდნავ ნაცნობი საბედო ~სრულად~


7-01-2016, 08:10
ავტორი annabelle
ნანახია 11 564

-ნოააა! ბიბლიოთეკაში მივდივარ-ვიყვირე მეორე ოთახში,რომ მიმეწვდინა ხმა.
-ჰეი,მე რა უნდა ვქნა?-კარებიდან მსოფლიოში ყველაზე სიმპათიურმა ბიჭმა გამოყო თავი და საყვარლად მომაჩერდა.გამეღიმა.
-შეგიძლია დამელოდო-მისკენ წავედი,თითებით პერანგის საყელოზე ჩავეჭიდე და ჩემსკენ მოვიზიდე-ან სახლში წადი და მთელი დღე უჩემოდ გაატარე!
-ჰმ,დაგელოდები-გადაჭრით თქვა.
-სწორედ ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ მისტერ უსექსუალურესობავ -ლოყაზე ვაკოცე,თეძო ხუმრობით მივარტყი ფეხზე და სწრაფად წამოვედი.კარებთან ჩუმი სიცილი მომესმა და მეც გამეცინა.მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემიძლია ავღწერო ის. მიმზიდველი,საყვარელი და ,,ცხელი'' (როგორც ამას ამერიკელები იტყოდნენ)
მანქანა ქალაქის მთავარ ბილიოთეკასთან გავაჩერ,წინა დღით გამოტანილი წიგნიც თან წავიყოლე და შენობაში შევედი. როგორც კი,მკითხავთა კლუბის მთავარ დარბაზში შევაბიჯე გამეღიმა.ოვალის ფორმის მაგიდასთან,რომელიც ოთახის ჩრდილოეთით კედელთან მიედგათ,შავგვრემანი ბიბლიოთეკარი იჯდა. როგორც ყოველთვის თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა და სულელივით ,იკრიჭებოდა'.
-გამარჯობა-მივესალმე,როცა მივუახლოვდი
-გამარჯობა
-წიგნს ვაბრუნებ-ხელი ზემოთ ავწიე ყრდაზე წარწერა,რომ ამოეკითხა
-კარგი.სახელი და გვარი შემახსენე თუ შეიძლება-თავაზიანად მითხრა.თვალები დავაწვრილე და ეჭვით შევხედე. ვიცოდი,რომ იცოდა! რათქმა უნდა იცოდა.მე ხომ ვამჩნევ,როგორ მიყურებს ხოლმე ,როცა მის მაგიდასთან ახლოს ვზივარ და ვკითხულობ. ვერ ვიტყვი,რომ ამას სპეციალურად არ ვაკეთებ,მომწონს,როცა მიყურებენ და ჩემით ინტერესდებიან.ყოველთვის ნერვებს მიშლიდა ეს ჩვევა,მაგრამ ვერაფერს ვცვლი.
-ელიზაბეტ რობინსონი-თვალები გადავატრიალე.ჩეიცინა.
-სხვა წიგნს აიღებ?-იკითხა,როცა ჩემს ფორმულარში დაბრუნებული წიგნი აღნიშნა.
-კი. ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი'' მინდა
- მერამდენედ მიგაქვს?
-ვფიქრობ შენი საქმე არ არის-მხრები ავიჩეჩე და წარბები ზემოთ ავზიდე.გაეცინა.
როცა წიგნი მომაწოდა თავისუფალ მაგიდასთან კომფორტულად მოვეწყვე,ყურსასმენები გავიკეთე და კითხვა დავიწყე.მაშინვე გადავეშვი კეიტისა და ჰიტკლიფის ,,მშვენიერ'' სამყაროში. ჰო,შეიძლება სულაც არ არის ასე მაგრამ ჩემთვის მათი ცხოვრება ყოველთვის შეუდარებელი იყო. ვოცნებობდი ჩემს ცხოვრებასაც ჰქონოდა აზრი.თუნდაც ამას მათი ცხოვრების მსგავსად ტანჯვით მიმეღწია... ვკითხულობდი და მინდოდა დრო გაჩერებულიყო. ვერც კი შევამჩნიე ისე ჩამობნელდა. ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.წიგნი დავხურე და ეკრანს დავხედე.
-გისმენთ!-ვუპასუხე წამის შემდეგ
-როგორ ხარ ძვირფასო? გცალია ორი წუთით?-გავიგე დედაჩემის მშვიდი და როგორც ყოველთვის მოსიყვარულე ხმა.
-დეე. კი,მცალია-გავიღიმე.მომენატრა.ნახევარი წელია არ მინახია.მას შემდეგ რაც შტატებში გადმოვედი.
-მისმინე.ხომ იცი შაბათს ,ჰაბიტობაა''-მხიარულად შესძახა და გაჩუმდა.უკმაყოფილებისგან თვალები გადავატრიალე. ჩემი მშობლები,მათი მშობლები,იმათი მშობლები და ასე დაუსრულებლად ,,ჰაბიტობას'' აღნიშნავენ. რობინსონების,რომელიღაც წინაპარმა თქვა,რომ ყოველ 20 დეკემბერს მთელი ოჯახი შეიკრიბებოდა და მთელ დღეს ერთად გაატარებდა.ეს აუტანელია. მიუხედავათ იმისა,რომ ვგიჟდები ჩემს მშობლებზე ყოველთვის მიჭირს მთელი დღე მათთან გატარება.თანაც ცივილიზაციას სრულიად მოწყვეტილი...
-ოუ,მაგარია
- მე და მამაშენს გვინდა ნოაც წამოიყვანო!შენი საქმრო,რომელზეც უკვე 2 თვეა დანიშნული ხარ ერთხელაც კი არ გვყავს ნანახი-თითქოს წარმოვიდგინე როგორ იკბინა ტუჩზე.ეს ჩვევა მისგან გამომყვა...-ისიც ხომ თითქმის ჩვენი ოჯახის წევრია
-ოჰ,არვიცი დედა. ნოა მუშაობს.არ ვიცი თუ მოახერხებს-სულაც არ მინდოდა მისი იქ წაყვანა.მაგრამ როდესმე ალბათ მაინც მომიწევდა ამ ფაქტთან შეგუება.მე ხომ ვთხოვდები.
-ელიზაბეტ! ეს მოთხოვნაა და არა თხოვნა-რბილად მაგრამ მტკიცედ წარმოთქვა-უნდა ვიცოდეთ ვისთან ერთად ცხოვრობს ჩვენი ერთადერთი შვილი.
-კაი დე.2 დღეში გაიცნობ!ახლა უნდა წავიდე-მაოვილუღლუღე და გავთიშე.გავღიზიანდი.თუმცა არვიცი რატომ.იქნებ იმიტომ,რომ გამახსენდა ის სულელური დღე როცა ნოამ ხელი მთხოვა:/ ყოველთვის ვფიქრობდი,რომ ყველაზე მცირე 33 წლის ასაკში გავთხოვდებოდი.არვიცი რატომ ვუთხარი თანხმობა.ალბათ იმიტომ,რომ კარგად ვგრძნობ თავს მასთან.ნოა ზუსტად ისეთია,როგორსაც ოცნებებში თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს წარმოვიდგენდი.თავი გავიქნიე ფიქრების გასაფანტად. წიგნი ავიგე და ბიბლიოთეკარს დავუბრუნე. მხოლოდ ახლა შევამჩნიე,რომ ყველა წასულიყო.აქ და ალბათ მთელს შენობაში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
-ოჰ უკვე მიბრძანდებით?-მოჩვენებითი გაოცებით შემომხედა და ტუჩები მოკუმა სიცილის შესაკავებლად-რა გაჩქარებდა.
-შემიძლია კიდევ დავრჩე ,,მისტერ ხუმარა ტიპო''-მინდოდა ისე გამომსვლოდა თითქოს ძალით გავუღიმე მაგრამ პირიქით,სიცილი წამსკდა.მანაც ვეღარ შეიკავა თავი და საყვარლად ჩაიხითხითა.
-ნახვამდის მის.რობინსონ
-ნახვამდის- ვუთხარი ბიჭს და წამოვედი.
======================================
-ჰეი,სახლში ხარ?-ხმამაღლა წარმოვთქვი კარი,რომ გავაღე-ნოა? დავბრუნდიი-ქურთუკი საკიდზე ჩამოვკიდე და სასტუმრო ოთახში შევიხედე.სახლი აშკარად ცარიელი იყო.წავიდა? ხომ თქვა დაგელოდებიო? რამე ხომ არ მოხდა? დამირეკავდა თუ მართლა ასეა.ან არა!
ტუჩზე ვიკბინე,როცა შემთხვევით საათს შევხედე.
-ჯანდაბა!-ღმერთო რა იდიოტი ვარ. როცა მე მშვიდათ ვიჯექი ბიბლიოთეკაში და სრულიად ნეტარებაში მყოფი ჩემს საყვარელ წიგნს ვკითხულობდი, ის ამ დროს აქ იჯდა და მელოდა. ბოლოს ყელში ამოუვიდა.ტელეფონი ავიღე და სწრაფად ავკრიბე მისი ნომერი.ჩემი შინაგანი ქალღმერთი სახეში მირტყამდა.
-გამარჯობა.ნოა ტეილორს უკავშირდები.ხმოვანი ზარის შემდეგ შეგიძლია დატოვო შეტყობინება-გავიგე მისი ხმა.
-ბეტი ვარ.ჯანდაბა! ეგ ისედაც იცი,ჰო. კარგი...დამირეკე,როცა ნახავ.მიყვარხარ-გავთიშე.ტუჩზე ვიკბინე.ყველაფერს რატომ ვაფუჭებ?
======================================
დილით მაღვიძარას ხმამ გამომაღვიძა. უნდა მოვმზადებულიყავი საღამოს იქ,რომ ვყოფილიყავი.ჩემი მშობლები პორტლენდში ცხოვრობდნენ,რომელიც ორეგონის შტატში მდებარეობდა.ვაშინგტონიდან მანქანითაც ჩახვიდოდი მაგრამ მაინც საკმაოდ შორი იყო მანძილი.თვალები მოვიფშვნიტე და ტელეფონს დავხედე.ნოასგან არაფერი იყო... პანიკამ შემიბყრო.მან ხომ არც კი იცოდა დღეს,რომ ჩემი მშობლების გასაცნობათ მიმყავდა.
-ფუ ამის!-ხმამაღლა შევიკურთხე და ლოგინიდან გადმოვბობღდი.სწრაფად გადავივლე წყალი,ჩავიცვი,მოვწესრიგდი და ნოასთან წავედი.ალბათ არსდროს მოვიქცეოდი ასე მაგრამ ახლა მე ის მჭირდებოდა.ჩემი მშობლები გაბრაზდებოდნენ თუ ნოას გარეშე ჩავიდოდი. თავი უკმაყოფილოდ გავიქნიე და კარებზე დავაკაკუნე.
-ნოა!-ჩუმად დავუძახე.
არაფერი!
-ოჰ,კაი რა! გამიღე-ამოვიბუტბუტე.
ისევ არაფერი! ხელი ავწიე მინდოდა ისევ დამეკაკუნებინა მაგრამ ამჯერად უფრო მაგრა-რომ უეცრად კარი გაიღო ძლიერად მომუშტული ხელი კი ჩემს წინ,საცვლების ამარა მდგომ ნოას მოხვდა შუბლში. ო ღმერთო!
-ამის დედაც! გააფრინე?-ამოიღმუვლა და მოიკეცა.რამდენიმე წამი გაკვირვებული ვუყურებდი,როგორ იკლაკნებოდა ტკივილისგან და შუბლს ისრესდა,ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ავხარხარდი.თავს ვერ ვიკავებდი.ხმამაღლა ვიცინოდი და ცრემლებს ვიწმენდდი.
-მაპატიე.ძალით არ მონდოდა...ღმერთოჩემო ახლა გული წამივა-ხელები მუცელზე მივიდე სიცილისგან გამოწვეული ტკივილი,რომ ჩამეცხრო.
-რა გაცინებს?
-ბოდიში მართლა-ტუჩზე მაგრად ვიკბინე დასამშვიდებლად.ჩავახველე და ავათვალიერე. ,კელვინ კლეინის' შავ ბოქსერებში უზომოთ სექსუალური ჩანდა.
-დაივიწყე-უხეშად მითხრა და კარს ძლიერად მოუჭირა ხელები.მეწყინა.უფრო სწორად არვიცი.უბრალოდ ასე არასდროს დამლაპარაკებია.
-დღეს პორტლენდში უნდა წავიდეთ-ვუთხარი უკვე სრულიად უხასიათოდ.დილიდანვე იგრძნობა რა ,,იღბლიანი'' ვარ.
-არა ბეტი!
-რა არა?-ავნერვიულდი
- ,,თ'' არა! უნდა წახვიდე! -უემოციოდ აიჩეჩა მხრები-ჩვენ აღარ ვარსებობთ. არ ხარ მზად ელიზაბეტ.ვხვდები,რომ არ გინდა ქორწინება.არც ჩემთან ყოფნა არგინდა!-მეგონა მიწა გამომეცალა ფეხ ქვეშ.სერიოზულად? ჩემმა შინაგანმა ქალღმერთმა დამცინავად ამათვალიერა და მსოფლიოში ყველაზე ბოროტულად გადაიხარხარა.
-ჯანდაბა! საიდან მოიტანე? მე მიყვარხარ ნოა!-კარგი ვიცი ეს ტყუილია მაგრამ...ახლა არუნდა ხდებოდეს ეს.ახლა როცა ჩემს მშობლებს მისი გაცნობა უნდათ.
-აღარ აქვს აზრი-ღრმად ჩაისუნთქა.
-ვერ მიმატოვებ.კარგი რა.არგინდა-შევევედრე
-მაპატიე.
=====================================
რამდენიმე საათი დამჭირდა იმაში ბოლომდე გასარკვევად რაც მოხდა.თავს ვიწყევლიდი.როგორ ვიყავი ასეთი იდიოტი? ნოა მომწონდა! მართლა მომწონდა და ბედნიერი ვიყავი მასთან.ის საყვარელი იყო და რაც მთავარია ვუყვარდი... ვგრძნობდი,რომ მართლა ვუყვარდი.მაგრამ მე ის დავკარგე...
<<არა! იცი რა? გლოვისთვის დრო გექნება! ახლა ჯობია გააქანო ეგ შენი სქელი,უსაქმური საჯდომი და რამე მოიფიქრო>> დამიღრიალა შინაგანმა ქალღმერთმა,მერე მდიდრულ სავარძელში მოკალათდა და ჩემი ცხოვრების გაკონტროლება განაგრძო. ¬
-ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდდბააა!-ვიყვირე მანქანაში და ხელი ძლიერად დავარტყი საჭეს. -საქმრო მჭირდება! მაგრამ სად ჯანდაბაში ვიპოვო?-ჩემს თავს ვკითხე.მეგონა შევიშალე.
<<შეგიძლია მოიტაცო!>>- მიკარნახა ქალღმერთმა და ავისმომასწავებლად გაიღიმა.
-მოვიტაცო!-ჩავიხითხითე-რამდენიმე დღით! არაფერია ამაში ცუდი-სინდისს ვიმშვიდებდი და ვერ ვიჯერებდი,რომ მომწონდა ეს იდეა..
===========================================================
დრო კიდევ მქონდა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე ჩემი ცარიელი მუცელი,გამაყრუებლად,რომ ბღაოდა და ამოვსებას ლამობდა.მანქანა ჩემს სახლთან ახლოს,კაფეტერესიათან გავაჩერე,სწრაფად ჩამოვედი და შენობაში შევედი.შევისუნთქე თუ-არა ფუნთუშეულობისა და ხსნადი ყავის საოცარი სურნელი,რომელიც მთელ ოთახში გავრცელებულიყო ტუჩები მოვისველე.ასე როგორ მომშივდა? კვერცხიანი კრუასანი და კაპუჩინო შევუკვეთე და კუთხეში,ფანჯარასთან,ორსაჯდომიან მაგიდასთან კომფორტულად მოვთავსდი.გემრიელად მივირთმევდი და იქაურობას ვათვალიერებდი.ვცდილობდი ვინმე ისეთი მეპოვნა ვინც ნოას ,,შემცვლელად'' გამომადგებოდა.თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი და ყველას ვაკვირდებოდი.არავინ იყო მე,რომ გამომადგებოდა იმის მსგავსი. ჭამას,რომ მოვრჩი წამოვდექი,ანგარიში მოვითხოვე,გადავიხადე და მანქანაში ჩავჯექი.ნელა მიმყავდა.მინდოდა ქუჩაში მაინც მეპოვა ვინმე.ვცდილობდი ვინმე გამეხსენებინა ვინც ჩემს დახმარებას შეძლებდა თუმცა არავინ...
-მაგრამ არის ერთი!-თვალებში იმედი გამიკრთა და სიჩქარეს მოვუმატე.
<<ღმერთო,ბეტი! გენიოსი ხარ!>> უეცრად ფეხზე წამოიჭრა შინაგანი ქალღმერთი და მთელი ძალით გადამეხვია.მერე უკან დაიხია და ამაყად ამათვალიერა.
========================================================
სახლში მისულმა გეგმა დავსახე.ყველაფერი მანქანაში ჩავაწყვე რაც წასაღებად მჭირდებოდა,მათ შორის იყო ნოას რამდენიმე პერანგი და ერთადერთი შარვალი,რომელიც ჩემთან დაეტოვებინა.ვფიქრობდი ,,ჩემს საქმროს'' გამოადგებოდა.ის ხომ სრულიად გაუბრთხილებლად ინიშნებოდა და ასევე მოულოდნელად მიდიოდა ,,საცოლის''მშობლების გასაცნობათ ჩვენი ქალაქიდან შორს. ჩავიხითხითე ჩემს ფიქრებზე.ყველაფერს სწრაფად მოვრჩი,რადგან დრო სულ უფრო ცოტა მრჩებოდა.საბოლოოდ ქურთუკი შემოვიცვი,კარი ჩავკეტე და იმ ადგილისკენ წავედი სადაც ჩემი ერთადერთი ,,იმედი'' მელოდა. მანქანა ნაცნობი შენობის წინ გავაჩერე. ღრმად ჩავისუნთქე.თავს ვაიძულებდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა და ისტერიკული სიცილი არ ამტყდომოდა. ათამდე დავითვალე და ჩვეული სიმშვიდითშევაბიჯე ვაშინგტონის მთავარი ბიბლიოთეკის შენობაში.როგორც კი დარბაზში შევედი მაშინვე დავინახე სულელურად მომღიმარი,საყვარელი ბიბლიოთეკარი.ტუჩზე ვიკბინე. ნელა მივუახლოვდი მის მაგიდას და ხელში ძლიერად ჩაბღუჯული წიგნი გავუწოდე.
- გამარჯობა-რაც შემეძლო მომხიბვლელად გავუღიმე
-ოუ. გამარჯობა-გაიკრიჭა,როგორც ჩვეოდახოლმე და თითქოს დედოფლის წინაშე მდგარიყოს თავის დახრით მომესალმა.გამეცინა.
-წიგნი მოვიტანე
-კიდევ გინდა რამე?-მკითხა როცა დაბრუნებული წიგნი ჩაინიშნა.ღიმილი წამითაც არ მოშორებია სახიდან.
- არა. ჰო. არა. წიგნი არ მინდა.შენი დახმარება მჭირდება-საყვარლად შევხედე და რამდენჯერმე მკვეთრად შევარხიე წამწამები.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ მის?-ღიმილი სულ უფრო გაუფართოვდა. ჩემი ქალღმერთი კი ჯერ არ ნაგემებ გამარჯვებას შამპანიურით სავსე ჭიქით ზეიმობდა.
-იცი ჩემს მანქანას რაღაც პრობლემა აქვს.ზუსტად არვიცი რა.მანქანების არაფერი გამეგება-მოჩვენებით მაგრამ საკმაოდ დამაჯერებელი მწუხარებით დავიწუწუნე.
-კარგი.წამოდი ვნახოთ რა დაემართა-წამოდგა,კართან მისულებმა ჯერ მე გამატარა და მერე თვითონ გამოვიდა და ჩემი მანქანისკენ წავიდა.გული ამიჩქარდა მოზღვავებული ადრენალინისგან.
-აქ ნახე.დაჯექი-უცოდველივით ვლაპარაკობდი.წინ მგზავრის სავარძელზე მივუთითე.ისიც ჩაჯდა ისე,რომ არც დაეჭვებულა ამას რატომ ვთხოვდი.მისკენ დავიხარე და ღვედი შევუკარი.გაოცებული მიყურებდა
- რას აკეთებ?-მკითხა სიცილით
-მმ ერთი წუთით.გეტყვი¬გავუღიმე და შარვლის ჯიბიდან მამაჩემის საჩუქარი ამოვაცურე,რომელიც მაშინ მაჩუქა,როცა სრულწლოვანი გავხდი.თვალები გაუფართოვდა ერთი,სწრაფი მოძრაობით რკინის ბორკილები,რომ აღმოჩნდა მის მაჯებზე. ღმერთო ჩემო! არც კი ვიცი რამდენად სასაცილოდ და იდიოტურად გამოვიყურებოდი იმ წამს მაგრამ ერთადერთი რისი თქმაც შემელო იყო ის,რომ მე ბიჭი მოვიტაცე.
- ერთი წუთით-განვაგრძობდი მის დამშვიდებას.არმჭირდებოდა მისი პანიკა.ჩანთიდან უკან სავარძელზე რომ იდო სპეციალურად გამზადებული თოკი ამოვიღე ბორკილით კარის სახელურზე მივაბი.მთელი ამ ხნის მანძილზე სახეზე ღიმილ შემდნარი მაკვირდებოდა და ალბათ ცდილობდა გაერკვია რას ვაკეთებდი.როცა დავრწმუნდი ყველაფერი კარგად იყო საჭესთან დავჯექი და ძრავა ავამუშავე.შეძრწუბევული სახით შემომხედა
-რა ხუმრობაა?-თავი გვერდით გადახარა და ისე მკითხა,როცა მთავარი გზატკეცილიდან გადუვუხვიეთ.
-მოგიტაცე-მინდოდა სერიოზულად მეთქვა მაგრამ დაგროვილი ემოციები ვეღარ შევაკავე და ხმამაღლა ამოვიხარხარე.ვერ ვჩერდებოდი. სიცილისგან თვალები ცრემლით მქონდა სავსე და მიჭირდა მანქანის მართვა მაგრამ არ შემეძლო გაჩერება.
- შენ ავად ხომარ ხარ?-ლოგიკური შეკითხვაა.შეიძლება ვარ კიდეც.
- არა არა-თვალები მოვიფშვნიტე მხედველობა ისევ რომ დამებრუნებინა-რა მოხდა მერე?
-აღარ მეცინება.გააჩერე მანქანა-წარბები შეკრა და ცხოვრებაში პირველად ღიმილის გარეშე დავინახე მისი სახე.
-ოჰ დეივ. მართლა კი არ მომიტაცებიხარ-გავიცინე მან კი კითხვით აღსავსე თვალებით შემომხედა-უბრალოდ ცოტახნით გითხოვე.
-გააჩერე მანქანა
-იცი რა? მძევალი ხარ და ვერ მეტყვი რა გავაკეთო-¬გავიღიმე.ჩემმა ქალღმერთმა გადაიკისკისა.როგორც ჩანს ახალისებდა ეს მომენტი. მეც მახალისებდა. მეტიც მომწონდა კიდეც.
-ექიმს უნდა გაესინჯო-ცდილობდა ხელები გაეთავისუფლებინა მაგრამ არაფერი გამოუვიდოდა
- მისმინე ძვირფასო გაგაცნობ ამ რამდენიმე დღის გეგმას,რომელიც ყოველგვარი მიზეზის გარეშე უნდა შესრულდეს.-მისი ნათქვამი დავაიგნორე-რამდენიმე დღე მოგიწევს ჩემი საქმრო იყო-წარბეები ზემოთ ავზიდე და ფართოდ გავიღიმე.
-რა?-საწყლად ამოიკნავლა და შოკირებული გამომეტყველებით ისე ამათვალიერა როგორც ტყიდან გამოქცეულ თოვლის კაცს აათვალიერებდა გზააბნეული მონადირე :დ
-ჰო. სხვა გზა არ გაქვს-მოჩვენებითი მწუხარებით მივუგე და მხრები ავიჩეჩე-მისმინე ეს ორი დღე მოგიწევს ნოა ტეილორი იყო.
-რატომ? რა ჯანდაბად გჭირდება ეს?
-ხვალ,როცა ჩემი მშობლებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია ნოა ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყო პორტლენდში,რათა დედაჩემი და მამაჩემი გაეცნო,დღეს კი ძვირფასმა მისტერ ტეილორმა გამომიცხადა,რომ უნდა დავშორებულიყავით!-თვალები გადავტრიალე დილით მომხდარის გამო და სიჩქარეს მოვუმატე. მხოლოდ წამით გავხედე სასაცილო გამომეტყველებით მჯდარ დეივს და ტუჩზე ვიკბინე,ისევ რომ არ ავხარხარებულიყავი. ისე გამოიყურებოდა,როგორც მე20 საუკუნეში მოტაცებული სოფლელი ქალიშვილი,რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის ქორწინება და მით უმეტეს მისი შემდეგი ,,მოვლენები''
-ოჰ, კარგი. მაგრამ რატომ გგონია,რომ იქ მისვლისას ყველაფერს არ ვიტყვი ან ვინმეს არ დავურეკავ და შველას არ ვითხოვ?¬-თქვა მოულოდნელად. ჩემი შინაგანი ქალღმერთი თვალებ გაბრწყინებული მიმზერდა და კიდევ უფრო ამაყობდა ჩემით,რადგან ამაზე პასუხი თავიდანვე მქონდა მოფიქრებული.
-თუ გაიქცევი ან რამე მსგავსი მოხდება(რაც ფაქტიურად შეუძლებელია და ამას იქ მისვლისას გაიგებ) ვერასდროს გაიხსნი ხელებს!¬ბოროტულად გავიღიმე.ან უბრალოდ ვეცადე ასე გამომსვლოდა-ვერასდროს გახნი მაგ ბორკილს! ერთადერთი გასაღები არსებობს და ისიც მე მაქვს,რომლის დაკარგვაც ძალიან ადვილად შემიძლია!დაბრონილია და მისი სხვა გზით გახსნაც შეუძლებელია-გავიცინე,თვალი ჩავუკარი და სუპერ მარკეტთან მისულებმა მანქანა მეთორმეტე სადგომზე გავაჩერე.
-რამეს ვიყიდი,გზაში რომ არ მოგშივდეს საყვარელო-თვალები სწრაფად დავახამხამე და ღიმილით მივბრუნდი მისკენ სანამ გადავიდოდი-იმედია არ იყვირებ! იმაზე იფიქრე თუ როგორ გჭირდება შენი ხელები-მხრები ავიჩეჩე და შენობაში სირბილით შევედი. სწრაფად მივაგორებდი კალათს და დახლებზე პროდუქტებს ვარჩევდი. საბოლოოდ ქერათმიანი მოლარე ბიჭის წინ 2 ქილა ,,კოლა’’, 4 ენერგეტიკული სასმელი, მთელი პაკეტი ,,ლეისი’’ რამდენიმე ცალი შოკოლადი და 10 ნაჭრიანი პიცის შეკვრა დავაწყვე და დაველოდე,როდის გამოწერდა ჩეკს.
-58 $ და 65 ცენტი-მითხრა ბიჭმა და მომხიბვლელად გამიღიმა.უფრო სწორად ეცადა გაეღიმა.კბილებზე მიმაგრებული თასმებიანი ბრეკეტები აშკარად ხელს უშლიდნენ ამაში.ჩქარა გადავიხადე და სწრაფი ნაბიჯებით წავედი მანქანისკენ.შიშით ვუახლოვდებოდი.მეშინოდა,რომ ჩემი გაბრთხილების მიუხედავათ მაინც გაიქცეოდა,მეკი საქმროს გარეშე მომიწევდა მშობლებთან ჩასვლა.რაც საერთოდაც არ მეჩვენებოდა კარგ იდეათ.
-ოჰ მადლობა ღმერთს თუ დაბრუნდი-უკმაყოფილოდ ამოიოხრა და მაჯები გაამოძრავა.პარკები უკანა სავარძელზე გადავდე და მანქანა გზაზე გავიყვანე.
=========================================================
-მოკლედ. თეთრი სახლის დათვალიერებისას გავიცანით ერთმანეთი! 2წლის წინ. შენი მშობლები ინგლისში ცხოვრობენ-ვცდილობდი ყველაფერი დამემახსოვრებინა მისთვის,რასაც ალბათ ჩემი მშობლები ჰკითხავდნენ
-ღმერთო ჩემო,რა ოპტიმისტი ხარ-ირონიულად გამიღიმა და შეკრულ ხელებს ახედა-როგორც კი ჩავალ, პოლიციაში დავრეკავ! ან არა! პირდაპირ საგიჟეთში-ეცადა სერიოზულად ეთქვა მაგრამ მაინც გაეცინა.
-ვერ დარეკავ-მეც გამეცინა-თან არამგონია მთელი ცხოვრება მაგ ბორკილების ტარება გინდოდეს-ახლა მხოლოდ მე ვიცინოდი.
-გაიძულებენ მომხსნა!
-გადავაგდებ! ან გადავყლაპავ-ჩავიხითხითე-მერე ვერაფერს გააკეთებენ!
-გიჟი ხარ!-ამოილუღლუღა და ფანჯარაში გაიხედა.
-მხოლოდ შენთვის პატარავ-ტუჩზე ვიკბინე სიცილი,რომ შემეკავებინა.
-ექიმს უნდა გაესინჯო!
-ბევრს ლაპარაკობ-გავუცინე, მანქანა გზიდან გადავაყენე და ძრავა გამოვრთე.
-რატომ გავჩერდით?-იკითხა და მიბმული ხელების მიუხედავათ მაინც ეცადა წინ წამოწეულიყო გზის უკეთ დანახვა,რომ შესძლებოდა.
-არ გშია?
-ჰო...
-იმედია პიცა გიყვარს-პიცის ყუთი გავხსენი,ერთი ნაჭერი ავიღე და გავუწოდე.
-შენ რა,დამცინი?-სასტიკი გამომეტყველებით გადმომხედა და ამათვალიერა.
-ოუ-ჩავიცინე-ბოდიში-მხრები ავიჩეჩე
-ხელს თუ არ გამიხსნი ვერ შევძლებ ჭამას!
-არც იფიქრო! მეთვითონ გაჭმევ-თვალი ჩავუკარი და გავიცინე.
-არმინდა ეგრე-გააპროტესტა და საწყლად ამოიოხრა
-ჰოდა მშიერი დარჩი!
-ჯანდაბა! კარგი მაჭამე-ჩუმად შეიიკურთხა და სახე მომიშვირა.მინდოდა გადამეხარხარა მაგრამ უარს იტყოდა ჭამაზე. მე კი ნამდვილად არ მინდოდა ,,ჩემს საქმროს'' შიმშილისგან გული წასვლოდა.მით უმეტეს ჩემი მშობლების თვალწინ!
-აბა გააღე პირი, ნახე მატარებელი მოდის-პიცა ტუჩთან მივუტანე და დაველოდე,როდის მოკბეჩდა...
==========================================================
უკვე საკმაოდ ბნელოდა სახლამდე,რომ მივაღწიეთ. საშინლად დაღლილი და ძალა გამოცლილი ვიყავი,იმის მიუხედავათ,რომ 4 ბოთლი ენერგეტიკული სასმელი მთლიანად გამოვცალე.
-საყვარელოოოო-ჩვენი მანქანა დაინახა თუ,არა დედაჩემმა დაიკივლა და ჩემსკენ წამოვიდა.
-ხელებს არ გამიხსნი გენიოსო?-მიჩურჩულა დეივმა სანამ დედაჩემი მოგვიახლოვდებოდა.მის ხელებს რომ შევხედე მეგონა გული გამიჩერდებოდა.სწრაფად შევუხსენი ბორკილები და ისე,რომ თვალი არ მომიცილებია მისთვის ჩანთაში ჩავმალე.
-ტელეფონი არ იჭერს! თანაც იფიქრე რა შეიძლება მოხდეს თუ სიმართლეს იტყვი!-ლოყაზე ვაკოცე და მანქანიდან გადავხტი.
-ოჰ!ძვირფასო! როგორ მომენატრე!
-მეც მომენტრე დეე! მამა!-ორივე მომეხვია. მართლა მომენატრნენ! მიუხედავად იმისა,რომ მიჭირს მათთან თუნდაც რამდენიმე დღით ცხოვრება.არვიცი რამდენი ხანი ვიდექით ასე გადახვეულები,სამივე ერთად.მხოლოდ მაშინ გამახსენდა დეივის არსებობა,როცა უხერხულად ჩაახველა.მანქანიდან გადმოსულიყო,ჩვენს წინ იდგა და წარბებ აწეული შემოგვყურებდა.
-ოუ!დე,მა!-ხმამაღლა გავიცინე მღელვარების დასაფარად.მეშინოდა სიმართლე არ ეთქვა.მაშინ საბოლოოდ დავკარგავდი მათ ნდობას! და რაც მთავარია ისევ შინ დამაბრუნებდნენ!
<<ო,ღმერთო!>> სასოწარკვეთილებით ამოიხავლა ჩემმა შინაგანმა ქალღმერთმა და სახე ჩამოიბღოტა.
-ეს ნოაა! ნოა ტეილორი! ჩემი საქმრო!-ტაში შემოვკარი თითქოს უბედნიერესი ვიყავი.
-ნოა! ესენი ჩემი მშობლები არიან-ტუჩზე ვიკბინე.ჯანდაბა! შეშინებული ვაკვირდებოდი და ველოდი როდის იტყოდა სიტყვებს,რომლებიც ჩემს ცხოვრებას ნაკუწებად აქცევდა.წამით თვალებში შემომხედა.მომეჩვენა,თითქოს დაიბნა.
ვლოცულობდი!
ისევ ვლოცულობდი!
ისევ!
ისევ...!
-ძალიან სასიამოვნოა!მისის რობინსონ!-თვალები რომ გავახილე დავინახე,როგორ ეამბორა ,,ჩემი საქმრო'' დედაჩემის ხელს.-მისტერ!-ხელი ჩამოართვა მამას და მამაჩემმაც გულში ჩაიხუტა. ბოლოს ზურგზე ხელის ტყაპუნით მოშორდნენ ერთმანეთს.მეგონა შოკში ჩავვარდებოდი! მეგონა ყველაფერს იტყოდა!მაგრამ არა!
დეივს მივუახლოვდი,ხელი ჩავკიდე და ნიკაპი მხარზე ჩამოვადე.
-ოჰ!ჩვენთვისაც სასიამოვნოა საყვარელო-ბედნიერებისგან აღმოხდა დედაჩემს-უცნაურია! ფოტოებში სულ სხვანაირი ხარ.
-იქნებ სახლში შევიდეთ? საშინლად დავიღალეთ.თან ხვალ ადრე უნდა ავდგეთ!-სასწრაფოთ ვცადე თემა შემეცვალა.
-რათქმაუნდა!ისეთი ბედნიერი ვარ გამოვსულელდი-გაიცინა და სახლისკენ წაგვიყვანა.დეივს არ მოვშორებივარ.
-მადლობა-ძალიან ჩუმად ჩავჩურჩულე ყურში და ლოყაზე ვაკოცე.მან კი უბრალოდ შემომხედა და ჩაიცინა.
===========================================================
-ელის! ნოა და ელიზაბეტი ოთახამდე მიაცილე თუ არ შეწუხდები-სახლის მომვლელ ქალს დაუძახა დედაჩემმა.
-ახლავე მისის რობინსონ-ღიმილით დაუკრა თავი დედაჩემს შავკანიანმა,ჩაფსკვნილმა ქალმა და წინ გაგვიძღვა.მშობლებს დავემშვიდობეთ და მეორე სართულზე ავედით ელისთან ერთად.მინდოდა ფეხქვეშ მიწა გამომცლოდა,როცა მივხვდი,რომ ორივეს ერთი ოთახი მოგვიმზადეს.მე და ნოა ხომ ერთად ვცხოვრობდით თითქმის!
===========================================================
-არ ვაპირებ შენთან ერთად,ერთ ლოგინში დაწოლას!-ვთქვი და ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე.
-რაო?ალბათ მომესმა!-ირონიული ღიმილი მოეფინა სახეზე დეივს.შარვალი და მაისური ერთი ხელის მოძრაობით გაიხადა და ტრუსების ამარა ჩემსკენ შემოტრიალდა.ტუჩზე ვიკბინე მისი შიშველი სხეულის დანახვაზე-აქ შენ წამომიყვანე!თანაც ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ!-ვცდილობდი სახეზე შემეხედა მაგრამ თვალები მაინც ქვემოთ,მის ტანზე მიმირბოდა.ჯანდაბა!-ამიტომ არ ვაპირებ იატაკზე ან დივანზე დაძინებას!მე საწოლზე ვწვები! და თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია შეარჩიო სად უფრო კომფორტულად დაიძინებ-როგორც კი ლოგინში შეწვა და საბანი დაიფარა ღრმად ამოვისუნთქე.იმედი მქონდა ვერ შეამჩნია როგორ ვუყურებდი.ღმერთო რა სირცხვილია
ხელები მოვმუშტე,როცა გავიაზრე რაზე ლაპარაკობდა.არ შემიძლია მასთან ერთად ერთ საწოლში ძილი! როგორ უნდა დავიძინო საერთოდ,როცა ვიცი ასეთი სექსუალურია!ამის დედაც! საოცრად სექსუალური!
-აბა? რა გადაწყვიტე?-ოდნავ წამოიწია და შემომხედა.
-ჩაიწიე!-შევუბღვირე და გვერდით მივუწექი.
==============================================================
დილით საყვირის ხმამ გამოგვაღვიძა.დეივი შეშინებული წამოვარდა და ლოგინის ფეხთან დადგა
-რა ჯანდაბა ხდება? ომი დაიწყო?
-არა დამშვიდდი-გამეცინა.საოცრად გამოიყურებოდა-ეს ,,ჰაბიტობის'' ერთგვარი ჰიმნია-თვალები გადავატრიალე.
-უკაცრავად რისი?-უცნაური გამომეტყველებით მომაჩერდა
-,,ჰაბიტობა'' რობინსონების დღესასწაულია. წელიწადში ერთი დღე ოჯახთან ერთად უნდა გაატარო,ქალაქიდან შორს.სადაც ცივილიზაციას მოწყვეტილი იქნები და მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად მოგიწევს დროის გაყვანა.
-ღმერთოჩემო!-ხელი სახხეზე მოისვა და თავი გაიქნია-ეს სად მოვხვდი?
-უნდა შეეგუო რამდენიმე დღე!
-რამდენიმე დღეე?-მეგონა თავს ვერ შევიკავებდი და გავიცინებდი მის გამომეტყველებაზე მაგრამ როგორღაც თავი შევიკავე.
-ჰო! ზუსტად!-ძალით გავუღიმე, საბან შემოხვეული შევვარდი სააბაზანოში და კარი ჩავკეტე.
-ეი! გააღე! აქ დარჩენას არ ვაპირებ შერეკილო!-კარებს მუშტები დაუშინა-სამსახურს დავკარგავ!
-ტყუილად წუწუნებ!-კარი არ გამიღია ისე გავძახე.ყველაფერი გავიხადე და სანამ წყალს მოვუშვებდი პირსახოცი შემოვიხვიე.
-იცი რა?! წავალ და შენს მშობლებს ყველაფერს მოვუყვები!-ვერც გავაცნობიერე ისე სწრაფად გავაღე კარი და შუბლით დეივის შიშველ მკერდს მივეხეთქე.ხელები წელზე მომიჭირა,რომ არ დავვარდნილიყავი.
-ჯანდაბა!-აღმომხდა,როცა საბოლოოდ გავაანალიზენ რა ხდებოდა ჩემს თავს.ტუჩზე ვიკბინე და განზე გავიხედე.
-გაიწიე!-ამოვისისინე და პირსახოცი მჭიდროდ მოვიჭირე ტანზე.მეთვითონაც კი ვგრძნობდი როგორ მიელავდა თვალები ვნებისაგან და რაღაც ამოუცნობი სურვილისაგან რომელსაც ჩემი შინაგანი ქალღმერთი ალბათ ,,მინდაკიდევერთხელშევეხომისუზადოსხეულს“ უწოდებდა.თავი გავიქნიე უაზრო ფიქრების გასაფანტად.
-არაფერსაც არ ეტყვი!
-დიახაც! ვეტყვი.თანაც ახლავე-ბოროტმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.შარვალი ამოიცვა და გასვლას აპირებდა,როცა საქამრეში ჩავეჭიდე,რომ არ წასულიყო.
-რა ჯანდაბაა-იყვირა.თავი ვერ შეიმაგრა,უკან გადმოვარდა და მეც წამაქცია.მხოლოდ მაშინ მივხვდი ზემოდან რომ მაწვა,ჰაერის უკმარისობა,რომ ვიგრძენი.
-ადექი თორემ გავიგუდები.-გაეცინა.მინდოდა საწოლი ამეღო და თავში ჩამერტყა მისთვის იმწამს.წამოდგა,ჩემსკენ შემოტრიალდა და გაშეშდა.უცებ ვიგრძენი,როგორ ამიჩქარდა პულსი,მერე გაჩერდა.საერთოდ გაჩერდა.
<<ო,ღმერთო.ოღონდ ეს ის არიყოს რაც მე მგონია...>> გულში ვლოცულობდი სანამ ტანზე დავიხედავდი.
იატაკზე ვიყავი გაშოტილი,პირსახოცი კი ჩემს ზურგთან ეგდო.დეივის პირდაპირ სრულიად შიშველი ვეგდე.იმ წამის მეოთხედში,სანამ ავიღებდი და სხეულს ისევ დავიფარავდი ვხედავდი როგორ მიყურებდა.პულსაცია პიკს აღწევდა. მეგონა მალე გულს ჩემს კალთაში დავინახავდი მაგრამ ასე არმოხდა.(იმედი გამიცრუვდა)
-მოდი წამოდექი-ხელი გამომიწოდა და ტუჩები მოკუმა სიცილის შესაკავებლად.<<მადლობა ღმერთო>>
-არ მჭირდება შენი დახმარება!-შევუბღვირე და თვალები გადავატრიალე.ცალი ხელით ლოგინს მოვეჭიდე,ცალი ხელით კი პირსახოცს, ისევ,რომ არ შემომცლოდა.ვეცადე წამოვმდგარიყავი მაგრამ ტანი ვერ ავზიდე.
დეივი ისევ იდგა და სანახაობით ტკბებოდა.
-იქნებ მიხვდე და მომეხმარო?!-გაბრაზებულმა ამოვილაპარაკე და ხელი გავუწოდე.სილიცილით გააქნია თავი და წამომაყენა.
=============================================================
მთელი დღე შიშში გავატარე. „საქმროს“ გვერდიდან არ ვშორდებოდი.ალბათ საპირფარეშოშიც შევყვებოდი,მისი მრისხანე გამოხედვით,რომ არ შემოეხედა და გავებრთხილებინე „არ გაბედოო“.
დედაჩემი გამუდმებით კითხვებს გვისვამდა,მე კი დაძაბული ვპასუხობდი დეივის მაგივრად.
-საყვარელო,მიხარია,რომ მანძილის მიუხედავად მაინც ჩამოხვედი და ტრადიციას არ უღალატე-მითხრა მამაჩემმა,როცა სავახშმოდ დავჯექით.აი აქ კი ჩემი მღელვარება ზღვარს გადასცდა.არ ვიცოდი რა მელოდა.დეივს გამუდმებით სიტყვებზე მივსდევდი.მეშინოდა მართლა არ ეთქვა სიმართლე,როგორც დილით „დამემუქრა“.მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი,როცა ყველა დასაძინებლად წავიდა და ოთახში მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით.
-არ გეძინება?-მოჩვენებითი თავშეკავებულობით ვკითხე და ბუხართან უფრო ახლოს მივედი.
-არა!
-გინდა ყავას მოგიხარშავ-ვცდილობდი ამელაპარაკებინა.მინდოდა ცოტათი მაინც დავვახლოვებოდი,რომ შევცოდებოდი და გაეგო რა მდოგომარეობაში ვიყავი
-არმინდა!
-არ ჩაი გინდა?
-მე მხოლოდ სახლში დაბრუნება მინდა-წამით მკვლელი მზერა მომაბყრო,მაგრამ თავი ვერ შეიკავა და გაიცინა.
-ღმერთოჩემო არც კი მჯერა,რომ მომიტაცეს-არვიცი ისტერიკისგან თუ გულით, მაგრამ მომეჩვენა რომ მსოფლიოში ყველაზე საყვარელი სიცილი ჰქონდა-ალბათ არ დამიჯერებენ ვინმეს რომ მოვუყვე-განაგრძობდა ისევ.მეც ვიცინოდი.როგორ არუნდა გამეცინა?
-შენს გამო შეიძლება სამსახური დავკარგო!
-მერე რამოხდა? დიდი ამბავი-ენა გამოვუყავი და გავიცინე-ბიბლიოთეკარობაზე კარგ სამუშაოს გიპოვნი. ნუ,თუ სინდისმა ძალიან შემაწუხა-ჩავიხითხითე.
-მე მომწონს ჩემი სამსახური!-თვალები დააწვრილებულმა შემომხედა-თანაც მხოლოდ იქ შემიძლია...ოუ არაფერი დაივიწყე-მალევე მიხვდა რაღაც ზედმეტი,რომ წამოსცდა.მაგრამ გვიანი იყო.დავვინტერესდი!
-უნდა დაასრულო ასე არშეიძლება!-გამოვუცხადე.წამოვდექი და ამჯერად ბუხარს უკან@ლი მივუშვირე იატაკზე ჯდომისგან სულ რომ გამყინვოდა.
-არ ვაპირებ!-საჩვენებელი თითი გაიქნია უარის ნიშნად და ისეთი გამომეტყველება მიიღო,როგორიც შველს აქვს,როცა ხედავს,როგორ უახლოვდება მშიერი ნადირი.
-უნდა დაამთავრო-ნელი ნაბიჯებით წავედი მისკენ.
-არ მინდა!-გააპროტესტა.ცდილობდა დაეფარა მაგრამ მაინც დავინახე,როგორ გაიკრთა ღიმილი ტუჩის კუთხეში.
-ცეცხლს ეთამაშები ძვირფასო!-გავუცინე,სავარძლიდან ბალიში ავიღე და უფრო მივუახლოვდი.
-არ გაბედო!-თავი გაიქნია.
-თუ არ მეტყვი...-დასარტყმელად ვემზადებოდი უცებ,რომ წამოდგა.ამ ერთმა მოძრაობამ საგრძნობლად დაფარა მანძილი ჩვენს შორის. ცხვირით თითქმის მის ტუჩს ვეხებოდი.
<<ღმერთოჩემო>> აღმოხდა ქალღმერთს და როცა მიხვდა ძალიან დასცხა პერანგის ღილი შეიხსნა.
-იმიტომ მომწონს,რომ მხოლოდ იქ შემიძლია საათობით ჯდომა და შენი ყურება!-მხრები აიჩეჩა-როცა კითხულობ საოცრად გამოიყურები... რასაც კითხულობ ყველაფერი სახეზე გამოგეხატებახოლმე. არც კი იცი რა მშვენიერი ხარ,როცა შენ „შენ ხარ“-ყურებს არ ვუჯერებდი.დეივი!ბიჭი რომელსაც ყოველთვის ცანცარად და იდიოტად მივიჩნევდი,ბიჭი რომელიც ყოველ დღე სახელს და გვარს მეკითხებოდა და რომელსაც მეგონა არც კი ვაინტერესებდი ასე ლაპარაკობდა ჩემზე. ფიქრები მისმა შეხებამ გამიფანტა. შუბლზე ჩამოყრილი თმა ბრთხილად გადამიწია და ჩაიჩინა.
-როცა მითხარი მოგიტაცეო გულის სიღრმეში გამიხარდა-ალმაცერად გამიღიმა და მისი თითები ჩემსაში ახლართა.გული ამიჩქარდა.ნოას არასდროს ყვარებია ხელზე შეხება.ჩვენს თითებს შევხედე და რაღაც სითბო ვიგრძენი.
<<იცი მგონი საკმარისია სენტიმენტალიზმი>> ზიზღით ამომძახა ხმამ მაგრამ მალევე გავაჩუმე.მომწონდა მისი თითები.მასთან ასე ახლოს ყოფნაც მომწონდა.არაამქვეყნიურად სასიამოვნო სურნელი ასდიოდა და ეს სულ უფრო მხიბლავდა.
-მე მომწონხარ ელიზაბეტ!-უდარდელად,მხრების ჩეჩვით წამოიძახა და უფრო მაგრად მომიჭირა ხელი-ვიცი მოწონებაზე მეტია ის რასაც ვგრძნობ მაგრამ ჯერჯერობით ასე ვუწოდებ-გაიცინა.მეგონა ხუმრობდა მაგრამ თვალებში რომ ჩაგეხედათ მისთვის საოცრებას დაინახავდით.ლამაზად აკიაფებულ მოციმციმე ვარსკვლავებს,მოხტუნავე ნაპერწკლებს...
<<არა! მართლა საკმარისია!>> თავს შევუძახე.
-მგონი ნოას მადლობა უნდა ვუთხრა!-დაამატა ბოლოს და გაჩუმდა.ტუჩზე ვიკბინე,როცა მივხვდი მე მელოდებოდა.არვიცოდი რა მეთქვა მისთვის.ის სექსუალურია! საყვარელი სიცილით! დამეხმარა და მოვწონვა („ან ცოტა მეტი“)...
უცებ ფეხისწვერებზე ავიწი,ხელი მის თმებში ავხლართე და მის ტუჩებს დავეწაფე! ვერ ვაზროვნებდი.თავი ვერ შევიკავე.ყველაზე მეტად მინდოდა იმ წამს მისი გემო შემეგრძნო.როგორც კი მის ტუჩებს შევეხე ნეტარებაში პირდაპირ თავით გადავიჩეხე.მუხლებში სისუსტეს ვგრძნობდი.ეს კოცნა არ გავდა ნოას კოცნას.დეივს ვკოცნიდი იმიტომ რომ მე მინდოდა.ნოას კი მოვალეობის მიზნით.ჩემი შეცდომისგამო.
-ოუ!-ამოხდა გაოცებულს,როცა მომშორდა.გავუღიმე.მან კი ხელი წელზე შემომიცურა და ჩამეხუტა.სიამოვნებისგან მუცელში ყველა ორგანო აცეკვდა და რამდენჯერმე გულსაც მიუკაკუნეს,რომ დარწმუნებულიყვნენ მუშაობდა თუ არა.
-მადლობა-ყურში ვუჩურჩლე და მის მხარზე დავასვენე თავი.
-მადლობა რისთვის?
-ამ წამისთვის!ამ ორი დღისთვის!
-არვიცი მაგისთვის მადლობა თუ მეყოფა-გაიცინა.მეც გამეცინა,ნელა მოვშორდი და წარბებაწეულმა მივაჩერდი
-აბა რითი გამოვისყიდი?
-პირველი პაემნით უხცო და ოდნავ ნაცნობო საბედოვ!-მხრები აიჩეჩა როგორც ჩვევია,ბალიში მსუბუქად შემომარტყა და ოთახისკენ გაიქცა.
##############################################################

მეღირსა დადება :დ რაღაცეები შევცვალე და სრულად დავდე. უამრავი შეცდომაა ვიცი და მაპატიეთ :დ <3 არც ისე საინტერესოა მაგრამ მინდოდა უბრალოდ რამე პოზიტიური დამეწერა, სახალისო (სულოდნავ მაინც) რომ გამეხალისებინეთ <3 მოკლედ წერა ჩემის საქმე არ არის მაგრამ მაინც ვერ ვანებებ თავს:/ მოვრჩი :დ <3 გილოცავთ შობასაც და ახალწელსაც <3



№1  offline წევრი Firefly

ძალიან ვიხალისე,მართლაც ძალიან პოზიტიური იყო.კარგად წერ მაგრამ ცოტა დახვეწა გჭირდება.
იმედია მალე დაწერ კიდევ რამე ახალს love
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი Dea

Es ar aris sheni istoria filmis siujetia romelic bevrad jobia am nawers.

 


№3  offline წევრი annabelle

Dea
Es ar aris sheni istoria filmis siujetia romelic bevrad jobia am nawers.

vici <3 ideea filmidan/saxeli mitxari tu ici <3

Dea
Es ar aris sheni istoria filmis siujetia romelic bevrad jobia am nawers.

Tan mxolod motacebis idea nayurebi ar maqvs da filmis msgavsi siujeti ver eqneba O:)

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ძალიან მაგარი იყო, ბევრი ვიცინე და ვიხალისე, გააგრძელე წერა არ შეწყვიტო <3 წარმატებები

 


№5  offline წევრი annabelle

ტომაჩკა
ძალიან მაგარი იყო, ბევრი ვიცინე და ვიხალისე, გააგრძელე წერა არ შეწყვიტო <3 წარმატებები

მადლობაა love

♥მარიამი♥
ძალიან ვიხალისე,მართლაც ძალიან პოზიტიური იყო.კარგად წერ მაგრამ ცოტა დახვეწა გჭირდება.
იმედია მალე დაწერ კიდევ რამე ახალს love

love

 


№6 სტუმარი Xatia

Kargad vixalise. Kargia. Ise ar maxsovs pilmis saxeli tumca shemilia dagexmaro da saiti gitxra sad sev qartulad tu dagainteresebs.
Sait ,,srulad.com"-ze shedi da janri saaxalclo monaxe. Siashi mesame tu meotxe pilmia. Mtavar suratad klavze borkilit gamobmuli tovlshi waqceuli saqmro miyav gogos.

 


№7  offline წევრი BiLii

shen dzalian nichiero dzalian kargi iyo pozitiuri dadebiti emociebit dammixta da ragacnairad armeyo kidec mindoda kidev gagrdzelebuliyo <3 wera arshewyvito da axali istoriit male dagvibrundi <3

 


№8  offline წევრი annabelle

Xatia
Kargad vixalise. Kargia. Ise ar maxsovs pilmis saxeli tumca shemilia dagexmaro da saiti gitxra sad sev qartulad tu dagainteresebs.
Sait ,,srulad.com"-ze shedi da janri saaxalclo monaxe. Siashi mesame tu meotxe pilmia. Mtavar suratad klavze borkilit gamobmuli tovlshi waqceuli saqmro miyav gogos.

მადლობაა ახლა ვნახე მაგარი ფილმია <3 <3 და არც შეიძლება ამ ისტორიის შედარება :დდ

 


№9  offline მოდერი Kira

ვაიმეეე მე ყველაზე ბოლოს რატო ვნახეეე :( კარგი არაუშავს იმედია მომიტევებ, მოლკლედ ძალიან ვიხალისე ნამდვილად კარგი ისტორია იყო.. წერა გააგრძელე და მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№10  offline წევრი annabelle

Kira
ვაიმეეე მე ყველაზე ბოლოს რატო ვნახეეე :( კარგი არაუშავს იმედია მომიტევებ, მოლკლედ ძალიან ვიხალისე ნამდვილად კარგი ისტორია იყო.. წერა გააგრძელე და მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით love

love მადლობაა love

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე მე ყველაზე ბოლო მკითხველი ვარ მემგონი არადა როგორ მომეწონა feel

 


№13  offline წევრი nini :)

filmi shoba borkilebit gamaxsenda dzaan magari filmia, filmic da istoriac gavs ertmanets, momewona kargi iyoo dzalian

 


№14  offline წევრი nawka

კარგი იყო ცოტა რო გაგეზარდა :-* კაი გოგო ხარ:-*

 


№15 სტუმარი მადონა ხაჭაპურიძე-კიკვიძე

კარგი იყო.ვიმხიარულე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent