შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სიყვარული აკრძალულია! /თავი VI/


7-01-2016, 10:57
ავტორი Evelina
ნანახია 2 168

დილაადრიან ტელეფონის ზარმა გააღვიძა. ნომერს დახედა და არ ეცნო. ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა უპასუხა - გისმენთო.
_დილა მშვიდობისა._ჩაესმა ნაცნობი ხმა.
_საბა?_გაკვირვებულმა იკითხა.
_გამოიცანი!_სასიამოვნოდ გაისმა საბას სიცილი ტელეფონში._როგრო ხარ?
_არამიშავს… შენ როგორ ხარ?_საწოლზე წამოჯდა და თმაზე ხელი გადაისვა.
_მე ძალიან კარგად._ისევ გაეცინა ბიჭს._გახსოვს, რომ შემპირდი ერთად ვივახშმოთო?!
_კი, მახსოვს… მხოლოდ, თუ დღეს გინდა, არ გამოვა… საღამოს რაღაც გეგმები მაქვს.
_ჰო არა?…_გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა საბამ._საუზმეზე რას იტყვი? ჯერ ხომ არ გისაუზმია?
_არა, ამ წამს გავიღვიძე_გაეცინა ვერონიკას._მოვემზადები და შევხვდეთ სადმე, ასე ნახევარ საათში…
_კარგი, მაშინ მე მისამართს მოგწერ!_გახერებულმა უპასუხა საბამ.
***
ვერონიკა, როგორც ყოველთვის დაგვიანებით მივიდა დანიშნულ ადგილზე. საბას მას ფრანგულ რესტორანში ელოდებოდა. უკვე შეკვეთაც მოეტანათ, ფორთოხლის წვენი და ფრანგული ომლეტი.
_გემრიელად გამოიყურება!_თვალებ გაბრწყინებულმა უთხრა საბას და სკამზე მოთავსდა.
_ძალიან ლამაზად გამოიყურები!_თავი ვერ შეიკავა საბამ.
_აბა… როგორ ხარ? როგორ მიდის საქმეები?_ყურადღება გადაიტანა ვერონიკამ.
_ცეხში ყველაფერი კარგადაა… იმაზე კარგად ვიდრე მეგონა, რომ იქნებოდა.
_ხომ გეუბნებოდი!_კმაყოფილი მზერით გახედა საბას და ომლეტის პირველი ლუკმა ჩაიდო პირში._მმმ… ძალიან გემრიელია.
ბევრი ისაუბრეს, საბამ მოუყვა თავისი წარმატებები ცეხში. უთხრა, რომ სოსო მისით ძალია კმაყოფილია და თავს საკმაოდ კოფორტულად გრძნობს, ცეხის დირექტორად. თუმცა სოფელიც მენატრებაო, დააყოლა და თვალებში სევდა გაუკრთა.
ძალიან უყვარდა საბას სოფელი, ბებოც და ბაბუც. სოსოს დედა ლილემ თუ შეუცვალა, საბამ თავისი ადგილი მხოლოდ ბებიასა და ბაბუას გვერდით იპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ლილე მასაც ძალიან უყვარდა.
ბოლოს ტაქსში ერთად ჩაჯდნენ და ვერონიკას სახლისაკენ გაემართნენ.
_პირველი ხელფასით მანქანას გამოვიტან, კრედიტით!_თქვა საბამ.
_ძალიან კარგია, მომწონს ასეთი მიზან-დასახული რომ ხარ.
_მე კიდე შენ მომწონხარ!_მოულოდნელად უთხრა ვერონიკას._ალბათ ხვდები, რომ იმაზე მეტად მომწონხარ, ვიდრე უბრალო მეგობარი…
_საბა…_იმედგაცრუებულმა წარმოთქვა ვერონიკამ._შენც ხომ ხვდები, რომ ეს აზრადაც არ უნდა გაგევლო?!
_ვეცადე, მაგრამ არ გამომივიდა… სულ შენზე ვფიქრობ ვერონიკა!_ამომბდა ისე რომ თვალსაც არ უსწორებდა მას.
_შემომხედე!_მკაცრად უთხრა ვერონიკამ._სანამ რაიმე სერიოზულში არ გადასულა ეს გრძნობა - შეჩერდი! პირდაპირ გეტყვი, თავისუფალი რომც ვიყო, შენ ჩემს თვალში მხოლოდ კარგი მეგობარი ხარ… და თუ კიდევ ერთხელ, ოდნავ მაინც შენგან ვიგრძნობ რაიმე მსგავს, უბრალოდ შევწყვეტ შენთან ურთიერთობას… შევთანხმდით?!
_მართალი ხარ!_თავი გააქნია საბამ._მაპატიე…
_საპატიებელი არაფერია…_გაუღიმა ვერონიკამ._აი მოვედით!
_დროებით!_სევდანარევი ღიმილი დაეფინა საბას.
_ძალიან დიდი მადლობა საბა,_მანქანიდან გადავიდა ვერონიკა._დიდიხანია ჩემი დღე ასე სასიამოვნოდ არ დაწყებულა…
_შეხვედრამდე ვერონიკა-გალაქტიკა!_ამჯერად უფრო თამამად უთხრა საბამ და ხელი დაუქნია.
ვერონიკას ღიმილი დაეფინა სახეზე, მართლაც რომ სასიამოვნოდ დაიწყო მისი დილა, თუმცა რა იცოდა, კიბეებზე ასვლისას უკან გაშმაგებული სოსო თუ მიყვებოდა. არც ის იცოდა, მას და საბას დილიდან რომ უთვალთვალებდა და დაძაბული ადევნებდა მათ ყოველ მოძრაობას თვალს. ერთად რომ იცინოდნენ, ისიც კი აღიზიანებდა.
ვერონიკამ კარს გასაღები მოარგო და ოდნავ შეაღო, უცებ იგრძნო, ვიღაცის გახშირებული სუნთქვა უახლოვდებოდა და სწრაფად შემოტრიალდა.
_შენ აქ რა გინდა?!_შეკრთა სოსოს სახის დანახვისას.
_მაინც არ იშლი შენსას?!_შეუბღვირა სოსომ, მკლავში სწვდა და სახლში შეათრია._ხომ გითხარი, საბას არ გაეკარო-მეთქი?
_პირველ რიგში, ხელი გამიშვი!_შეუბღვირა ვერონიკამ და თავისი მკლავი ძლივს გამოგლიჯა ხელებიდან._მერე კიდე, კარგად გაარკვიე რა ხდება და ისე გადმოყარე ეგ ნაკვერცხლები თვალებიდან!_თავი გააქნია და მისაღები ოთახისაკენ წავიდა._საბა ჩემი მეგობარია! სწორედ ეს გავარკვიეთ დღეს…
_იცოდე…_საჩვენებელი თითი დააქნია სოსომ და რაღაცის სათქმელად მოემზადა.
_არა!_არ დააცადა თქმა ვერონიკამ._ეს, შენ იცოდე, რომ კიდევ ერთხელ შემომივარდები სახლში ასე უაზროდ და ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ!
_შენ რაღაც ძალიან დიდ გულზე ხარ!_გაუკვირდა სოსოს. აქამდეც ატყობდა, რომ მეამბოხე სულის პატრონი იყო ვერონიკა, მაგრამ მაინც უტევდა სუსტი მხრიდან, ახლა კი მისი კონტროლი უკვე შეუძებელი გამხდარიყო, თითქოს რაღაც შეიცვალა მასშიო, რამაც ძლიერი და დაუმორჩილებელი გახადა.
სოსოს ფიქრებზე პასუხი, მხოლოდ ერთი სიტყვა - შვილი იყო. ვერონიკას ძლიერი დედობრივი ისტინქტი ამოძრავებდა, მისი შვილი, რომელიც ჯერ დაბადებულიც არ იყო ყველას და ყველაფერს ერჩია, მის გადასარჩენად თავსაც კი გასწირავდა, ეშმაკსაც კი მიჰყიდიდა სულს… უამრავი ქალური სისუტეები ჰქონდა ვერონიკას, მაგრამ დედობა, ეს იყო ის რაც ცხოვრების აზრად მიაჩნდა და არაფრის ფასად არ დათმობდა ამ უდიდეს ‘’ტიტულს’’.
_თავი დამანებე სოსო!_უემოციოდ, ყოველგავრი შიშის გარეშე უთხრა ვერონიკამ და დივანზე დაეშვა. თვითონაც უკვირდა მისი ასეთი სიმშვიდე.
_ასე უბრალოდ?!_ირონიული ღიმილი გამოესახა სოსოს._ასე უბრალოდ, ავდგე და თავი დაგანებო?!
_ჰო!
_ნუ მაგიჟებ ვერონიკა!_მოულოდნელად დაიყვირა სოსომ და ვერონიკას მუხლებთან ჩაიმუხლა._ადექი! ხელი მკარი, მუშტები დამიშინე და გამაგდე სახლიდან!_შეევედრა მას._ასე მშვიდი რატომ ხარ?! თუ მეც, სხვებივით რომ ამიფორიაქე სული, დაკმაყოფილდი და ახლა ასე, უბრალოდ გინდა რომ მიმაგდო?!_ცოტახნით შეჩერდა, უნდოდა ვერონიკას პასუხი მოესმინა, ის კი დუმდა, დუმდა ისე, როგორც არაფრის თქმის წინ დუმან… თუმცა მისი, უსაზღვრო სევდით სავსე თვალები შეუმჩნეველი არ დარჩენია. სოსო მიხვდა, ისევ მტკივნეულ ნაწილს მიაგნო, მიხვდა რომ ვერონიკასთვის იგი სულერთი არ იყო და როდესაც მასთან ურთიერთობას სხვებთან აიგივებდა ამით ძლიერ სტკენდა გულს._ხომ გაბრაზდი?!_თითქოს კმაყოფილმაც კი ჰკითხა._ადექი და მეჩხუბე! მითხარი, რომ უკანასკნელი ადამიანი ვარ, რომ არაკაცი და ნაძირალა ვარ! გამაგდე სახლიდან!… ვერონიკა!_ბოლოს მისი სახელი დაიღრიალა.
_ჩემი გაგდება არ დაგჭირდება…_სახეზე ღიმილი გამოესახა ვერონიკას, თუმცა სულაც არ იყო ეს მისი ნამდვილი ემოციების გამოხატვა._ცოტაც და შენით თუ არ წახვა, ჩემი მეუღლე მოვა და ის გაგაგდებს!
_მოვიდეს!_ფეხზე წამოდგა სოსო, ახლა ის გაბრაზდა, არ ესიამოვნა ვერონიკამ მისი ქმარი ასე რომ მოიხსენია._ჩემი აქ ყოფნის მიზეზს მოვუყვები და ვნახოთ მერე ვის გააგდებს!_დაემუქრა სოსო.
_როგორც გინდა…_ფეხზე წამოდა ვერონიკაც და სამზარეულოში გავიდა._ისედაც ვაპირებდი განქორწინებას!_დაამატა და მაცივარის კარი გამოაღო.
სოსოს აღარაფერი უთქვამს, ეს სიტყვები გაიგონა თუ არა, უცნაურმა სიხარულმა შეიპყრო, შეეშინდა კიდეც მისი ამ უეცარი და სასამოვნო გრძნობის, შეეშინდა რომ ვერონიკა შეამჩნევდა მის ბედნიერ სახეს და მიხვდებოდა, იმას რაც არაფრით არ უნდა სცოდნოდა… არ უნდა სცოდნოდა, რომ სოსოსათვის იგი, მხოლოდ უბრალოდ მიმზიდველი გოგონა, გართობის პერსპექტივით სულაც არ იყო. სოსო სასწრაფოდ გავიდა შემოსასვლელ ოთახში, კართან წამით შეჩერდა, წამით გამკრთალმა აზრმა შეაჩერა: რა მოხდება, რომ ვუთხრა, რომ…
არ დააცადა საკუთარ თავს აზრის დასრულება, გაფრიქრებისაც კი შეეშინდა, რომ გოგოს, რომელიც მის თვალში, წესით უკანასკნელი ადამიანი უნდა ყოფილიყო, ზედმეტად დიდი ადგილი ეკავა მის ფიქრებში, და ეს არ იყო უბრალოდ ვნება… კარი მთელი ძალით გამოაღო და კიბეები სწრაფად ჩაირბინა.
***
ვერონიკას სხეული უთრთოდა, სოსოს ვიზიტები სულ ასე ანერვიულებულს ტოვებდა. მოვიდოდა, სულ რამოდენიმე წინადადებას იტყოდა, ყველაფერს აურევ-დაურევდა, ვერონიკას ცხოვრებას თავდაყირა დააყენედა და კმაყოფილი წავიდოდა.
სარკეში ჩაიხედა და კიდევ ერთხელ გაუსწორა დამცირებულ და განადგურებული საკუთარ თავს თვალი.
_ეს უნდა დასრულდეს!_ცრემლიანი თვალები მოიწმინდა და ღრმად ჩაისუნთქა._ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო.
ტელეფონს ხელი დასტაცა და ილის ნომერი აკრიფა.
_როგორც იქნა!_მოესმა ილიას მომხიბვლელი, მამაკაცური ხმა.
_მაპატიე, რომ ამდენი ხანი არ დაგირეკე!
_არაუშავს, დრო გჭირდებოდა. ვიცოდი, რომ იმ ღამის შემდეგ ყველაფერი ასე განვითარდებოდა_გულდაწყვეტით უთხრა მან._არ უნდა მომეცა უფლება ჩაგძინებოდა…
_უნდა შევხდეთ ილია._ერთი ამოსუნთქვით უთხრა და, თითქოს პირველი ნაბიჯი გადადგა თავისუფლებისაკენ და ახალი ცხოვრებისაკენ.
_როდის?
_ხვალ, როცა გინდა და სადაც გინდა!_ხმა უკანკალებდა ვერონიკას.
_დაგირეკავ…_ილიასაც შეეცვალა ხმა, გული უგრძობდა ეს ბოლო შეხვედრა იქნებოდა მასთან, რომ ვერონიკას შეხვედრა მხოლოდ იმიტომ უნდოდა, რომ მათი ურთიერთობისათვის წერტილი დაესვა.
_არ დამირეკო…მომწერე.
_კარგი!
_ხვალამდე…_დაემშვიდობა ვერონიკამ და ტელეფონი გაუთიშა.
ისევ მიუბრუნდა საკუთარ არანეკლს, ახალა თითქოს უფრო თამამად უყურებდა საკუთარ თავს, ამაყობდა რომ ეს ნაბიჯი გადადგა, იცოდა ახლა ვერაფერი ვეღარ შეაჩერებდა.
***
_ვერონიკა!_სახლის კარი შეამოაღო ნიკამ და მაშინვე ვერონიკას დაუწყო ძებნა._მზად ხარ?!_შეათვალიერა ყველა ოთახები, ის კი არსად იყო._ჯანდაბა!_ჩაილაპარაკა თავისთვის და მობილური ამოიღო ჯიბიდან. ვერონიკას ნომერზე დარეკა, თუმცა ტელეფონი იქვე, ვერონიკას საწოლზე იპოვა._სად უნდა წასულიყო?!_წარბები შეყარა. გული აუჩქარდა, ასეთ სიტუაციებში ყოველთვის მხოლოდ ცუდზე ფიქრობდა, მაგრამ ახლა სხვაგვარად ნერვიულობდა, თითქოს დარწმუნებული იყო, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ბოლოს საკუთარი თავი დაამშვიდა, ალბათ მაღაზიაში გავიდაო და გადაწყვიტა მის დაბრუნებამდე შხაპი მიეღო. ტანსაცმელი გაიხადა, პირსახოცი მხარზე გადაიკიდა, აბაზანის კარი შეაღო და იქ ვერონკას სხეული უგონოდ დაგდებული, რომ დაინახა ადგილს შეეყინა, რამოდენიმე წამით ასე იდგა, სიტუაციას იაზრებდა. მალევე გამოფხიზლდა და ვერონიკასთან მივარდა.
_ვერონიკა, გესმის ჩემი?!_ხელები მხრებზე დაადო და რამოდენიმეჯერ შეარხია. ბოლოს ხელში აიყვანა, თავის ოთახში, საწოლში ჩააწვინა და სასწრაფოში დარეკა.
სანამ სასწრაფო მოვიდოდა ვერონიკა გონს მოვიდა. ნიკას შეშინებული თვალები, რომ დაინახა გაახსენდა რაც მოხდა. გაახსენდა, ყავის დალევის შემდეგ გული ძლიერ რომ აუჩქარდა და სხეული აუხურდა, მერე ერთიანად გაიოფლა და ვანაში შევიდა, სახეზე ცივი წყალი, რომ შეესხვა, გონებაც მაშინ დაკარგა.
_სჯობს, ორსულობის პერიოდში ყავას მოერიდოთ!_ უთხრა ექთანმა ვერონიკას და ფეხზე წამოდგა._ასევე შოკოლადსაც… ჰო, კიდევ, აუცილებლად მიდით ექიმთან… კონტროლზე უნდა იყო, ორსულობა ხომრობა ნუ გგონიათ ამ ახალგაზრდებს!_ თითქოს, გაუბრაზდა კიდეცო ვერონიკას.
***
_თავს როგორ გრძნობ?!_საღამოხანს შეაკითხა ოთახში ნიკამ.
_უკეთ…_საწოლზე წამოჯდა._მოვემზადები და წავიდეთ დედასთან.
_მგონი, სჯობს დაისვენო… დედაშენი არ გაგიბრაზდება_უთხრა ნიკამ, თუმცა ზუსტად იცოდა, ვერონიკა ამ შემოთავაზებას არ დათანხმდებოდა.
ნახევარ საათში ორივენი მზად იყვნენ. ჯერ სალომეს გაუარეს, შემდეგ ვერონიკას უფროს დას, რომელიც სალომეს მეზზობლად იყო გათხოვილი და ერთად წავიდნენ დედასთან.
_მეგონა აღარ მოხვიდოდით!_საყვედურით შეეგება ვერონიკას დედა, ქალბატონი ნანა მათ._შემოდით!
_როგორ ხარ დე?!_გადაეხვია ვერონიკა.
_არამიშავს, შენ რაღაც დასუსტებული მეჩვენები…_თვალი შეავლო ქალიშვილს და უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
ერთმანეთის მოკითხვა რომ დაასრულეს, ნანამ სტუმრები მისაღებში დატოვა და ვერონიკას სთხოვა სამზარეულოში მიხმარებოდა.
_რაში დაგეხმარო?_ჰკითხა ვერონიკამ და უკან გაჰყვა დედას.
_არაფერში_თვალი თვალში გაუყარა შვილს._სჯობს ის მითხარა, შენს თავს რა ხდება?!
ვერონიკას გაეღიმა, მიხვდა დადა ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ყველაფერს უთქმელად გრძნობდა. სათქმელი მისთვის უამრავი ჰქონდა, არც კი იცოდა საიდან დაეწყო. თვალებში სევდა ჩაუდგა, გადაწყვიტა მასთან გულახდილად ესაუბრა, სკამზე ჩამოჯდა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი დედას, მას ის წითელი კაბა ჩაეცვა, რომელიც მამას ასე ძალიან უყვარდა.
_ისევ ისეთი ხარ დე…_გაუღიმა მან._ძალიან გიყვარდა და გიყვარს მამა, მისი სიკვდილის შემდეგაც კი მხოლოდ მის გაბდენიერებაზე ფიქრობ. არ მესმის დედა, ვერ ვგებულობ მაშინ რატომ არ დაშორდი, როდესაც მისი საყვარლის შესახებ გაიგე. ან ახლა, რატომ არ ეძებ არავის?!
_როდესაც გიყვარს, ყველაფერს პატიობ… აი პატიების შემდეგ რომ ისევ გიღალატებენ, მაშინ აღარ უნდა აპატიო. მამაშენმა კი თავისი ბოლო წლები მხოლოდ მე მომიძღვნა._დანაღვლიანდა ნანა და ისიც ჩამოჯდა სკამზე.
_როგორ გეყო ძალა და როგორ შეძელი პატიება?!_სასოწრკვეთა დაეტყო ხმაში ვერონიკას.
_ვიცოდი რომ სხვასთან ბედნიერი ვერ ვიქნებოდი, და თუ ყველა შემთხვევაში უბედური უნდა ვყოფილიყავი, მაშინ იმ ადამიანის გვერდით მაინც ვიქნებოდი, ვინც მიყვარდა. მხოლოდ ეს ფიქრი დამეხმარა მისთვის მეპატიებინა. დამიჯერე, რთულია ვინმეს აპატიო. პირველ რიგში ჩემთვის იქნებოდა რთული… იცი რამხელა ტკივილია იცოდე ვიღაც გულით გთხოვს მეორე შანსი მისცე და შენ უბრალოდ ამის ძალა არ შეგწევს. ამის შემდეგ ბედნიერიც რომ იყო, ის რომ ვიღაცას არ აპატიე ყოველთვის დიდ ტვირთად დაგაწვება გულზე.
_მე ამას ვერ შევძლებ!_ცრემლები წასკდა ვერონიკას._ვერ ვაპატიებ…_თავი გააქნია და ხელები აიფარა სახეზე._ნიკას უნდა გავშორდე!_ტირილით ჩაილაპარაკა. ხელები ისევ სახეზე ჰქონდა აფარებული და არ დაუნახავს სამზარეულოში შემოსული ნიკა, რომელმაც გარკვევით გაიგონა მისი ბოლოს სიტყვები.
გაფითრებული სახით შეჰყურებდა ნანა ნიკას, რომელიც სამზარეულოს კარში იდგა და ყურებს ვერ უჯერებდა. თითქმის სამი წლის შემდეგ, ზუსტად ის სიტყვები გაიგონა ასე რომ აშინებდნენ.
_გინდოდა რაიმე?!_იკითხა ნინამ.
_რაიმეში ხომ არ მოგეხმაროთ?!_ხელოვნური ღიმილი აიკრა ნიკამ სახეზე.
ვერონიკამ ახლაღა ჩამოიღო ხელები სახიდან და ჩაწითლებული თვალებით გახედა ქმარს.
_აი ეს ღვინის ბოთლები გაიტანე!_მიუთითა ნანამ.
ნიკამ ბოთლებს დაავლო ხელი, და ოთახიდან ისე გავიდა ვერონიკასთვის არც კი შეუხედავს.
***
საღამომ უფერულად ჩაიარა, არც ვერონიკა და არც ნიკა ხმას არ იღებდა. მათი დაძაბულობა კი ყველას გადაედო. ვერონიკას უფროსი და იმ ღამით დედასთან დარჩა. სალომე კი ვერონიკას და ნიკას გაჰყვა სახლში.
_ვიცი რატომაც გამომყევი სახლში!_თავის ოთახში შევიდა ვერონიკა და სალომეს ეშმაკურად გახედა._მოყევი აბა, რა მოხდა გუშინ?!
_ოხ ვერონიკა!_ბედნიერების ღიმილი დაეფინა სალომეს, ხელები გაშალა და გულაღმა დაეცა საწოლზე._გახსოვს სულ რომ ვწუწუწნებდი, რად მინდოდა ცალკე რომ გადავედი საცხოვრებლად, დედაჩემის გაკეთებული საჭმელები მენატრებათქო?!_ჰკითხა მეგობარს, მაგრამ პასუხს არ დალოდებია._ჰო და, ვცდებოდი! შენ ვერ წარმოიდგენ, რა მაგარია მარტო რომ ვცხოვრობ!
_რა მოხდა ასეთი?_დაინტრიგდა ვერონიკა და საწოლზე ფეხებმორთხმული დაჯდა.
_სახლში ამომყვა გუშინ…_ჩაილაპარაკა სალომემ და თვალები ჩუმად გააპარა ვერონიკასაკენ, აინტერესებდა მისი რეაქცია.
_რაო?_წარბები აქაჩა ზემოთ._დაწვრილებით მომიყევი რა მოხდა!
_მოკლედ, აქედან რომ წავედით, გამოვკითხე ყველაფერი…_თავის ნათქვამზე გაეცინა სალომეს და ისიც ვერონიკასავით მოკალათდა საწოლზე._ ერეკლე ჰქვია, რაჭიდანაა, სამი წელია უკვე აქ ცხოვრობს დედასთან ერთად და მუშაობს. დედამის თურმე რაღაც დაავადება სჭირს და ამიტომ ერთდროულად რამოდენიმე სამსახური აქვს. მეტი არაფერი უთქვამს… აღარც მე ჩავეკითხე. სახლთან რომ მივედით, ვუთხარი თუ გაინტერესებს, ერთ ფინჯან ყავასთან ერთად ჩემს შესახებაც მოგიყვებიმეთქი. არც უფიქრია ისე დამთახმდა. თუმცა არც მე მომიყოლია ბევრი რამე…_სალომემ თვალები დახუჭა და ქვედა ტუჩზე იკბინა._რომ იცოდე რა ტკბილი კოცნა იცის!_გაეღიმა სალომეს.
_გაკოცა?!_თვალები დაქაჩა ვერონიკამ.
_რომ მიდიოდა მაშინ… უფრო სწორად წავიდა და ხუთ წუთში ისევ დარეკა ვიღაცამ ზარი კარზე. გავაღე და ის იდგა. ვკითხე, რაიმე ხომ არ დაგრჩამეთქი, კიო - მითხრა, ერთი ნაბიჯი გადმოდა ჩემსკენ, ხელი წელზე მომხვია და ისე უცებ მიმიხუტა და ისე უცებ აღმოჩნდა მისი ტუჩემი ჩემს ტუჩებზე ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწარი… გეფიცები, თვალები რომ გავახილე, უკვე სადღაც იყო გამქრალი! არც კი ვიცი, რამდეხანს ვიდექი თვალდახუჭული.
_რა მაგრია…_ცრემლები წასკდა ვერონიკას.
_რა გატირებს სულელო?_გაოცებისაგან თვალები დაქაჩა სალომემ.
_ჰორმონები!_სიცილ-ტირილით უპასუხა ვერონიკამ და მეგობარს ჩაეხუტა._რომ იცოდე როგორ მიხარია, მინდა რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო მთელს დედამიწაზე!
_ოხ ეს ჰორმონები!_გაეცინა სალომეს და მანაც ძლერად შემოხვია მკლავები._მოიცა!_დაიყვირა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, რომელიც გაუჩერებლივ რეკავდა._გისმენთ!… ახლავე!_ჩვეული ეშმაკური ღიმილი გამოესახა სახეზე სალომეს და ტელეფონი გათიშა.
_ის არის?!_ცრემლები მოიწმინდა ვერონიკამ.
_ჰო, სახლში უნდა წამიყვანოს!_ფეხზე წამოხტა სალომე._დროებით აბა!_კიდევ ერთხელ გადაკოცნა მეოგბარი და სასწრაფოდ გაიქცა ერეკლესთან შესახვედრად.
_რა დაემართა?_იკითხა ნიკამ, როდესაც გაგიჟებულმა სალომემ ჩაუქროლა შემოსასვლელში.
_ბედნიერია…_ჩაილაპარაკა ვერონიკამ და ზურგი აქცია ნიკას. სამზარეულოში დააპირა გასვლა, მაგრამ ისევ ის ძლიერი გულის ცემა და სხეული ახურება იგრძნო, ისევ ჩამოწვა სიბნელე მის თვალებში და მოწყვეტი დაეცა ძირს. ნიკამ ძლივს შეაშველა ხელები, რომ თავი არ დაერტყა. ისევ გაიყვანა თავის ოთახში. სამზარეულოდან წყალი გამოიტანა და სახეზე შეაპკურა. წამებში მოვიდა აზრზე ვერონიკა და ისევ ნიკას შეშფოთებულ სახეს გადააწყდა.
_ექიმთან უნდა წახვიდე…_უთხრა ნიკმ და საწოლზე ჩამოჯდა.
_წავალ! ოღოდ, ჯერ არაა საჭირო. ეს უბრალოდ მიზეზობის პერიოდი მაქვს!_ ვერონიკამ სახეზე ხელი დაისვა, უკვე აღარ ხურდა და აღარც გული უცემდა ისე ძლიერად._მეძინება…_უთხრა ნიკას და გადაბრუნდა.
ნიკა არ განძრეულა, უყურებდა როგორ ჩაეძინა. უყურებდა და ახსენდებოდა ის დრო როდესაც იგივე საწოლში ერთად იძინებდნენ. ბოლოს ერთად დაახლოებით სამი წლის წინ იწვნენ, მას შემდეგ ამ საწოლს, მგონი არც გაჰკარებია.
_ბოლოჯერ მინდა შენთან ერთად დავიძინო…_თავითვის ჩაილაპარაკა და უკვე ღრმა ძილში მყოფ ვერონიკას მიუწვა, ხელები წელზე შემოხვია და თავი მის თმებში ჩარგო. ღრმად ჩაისუნთქა მონატრებული სურნელი, ფრთხილად აკოცა კისერში და თავალები დახუჭა. მასაც მალევე ჩაეძინა.

-----
ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი..
მადლობთ რომ კითხულობთ! <3



№1 სტუმარი nia

როგორ გელოდები შენ ხო არ იცი? feel

 


№2  offline წევრი Evelina

nia
როგორ გელოდები შენ ხო არ იცი? feel

ძალიან დიდი მადლობა, მე როგორ ველოდები თქვენს შეფასებებს, შენ ხო არ იცი?! სულ მალე დაიდებ შემდეგი თავი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent