შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სიყვარული აკრძალულია! /თავი V/


5-01-2016, 10:02
ავტორი Evelina
ნანახია 2 594

ვერონიკამ თვალები ნელ-ნელა გაახილა. ოთხაში მიმოიხედა და მხოლოდ სალომე დაინახა.
_როგორც იქნა!_ტაში შემოკლრა სალომემ და საწოლზე ჩამოჯდა._გადაიღალე ალბათ…
_ხომ არ გითქვამს ვინმესთვის?!_შეშინებულმა იკითხა ვერონიკამ და საწოლზე წამოჯდა.
_არა, ხომ არ გაგიჟდი?_თავი გააქნია სალომემ._რომ იცოდე სოსო რა შეშინებული იყო._გაეცინა მას._სახლში, ხელში აყვანილი შემოგიყვანა და ბოლო ხმაზე ბღაოდა სასწრაფოს გამოუძახეთო.
_მერე?!_კიდევ უფრო დაეძაბა სხეული ვერონიკას.
_გადავაფიქრებინე, ნუ ნერვიულობ…_მხარზე დაუსვა ხელი სალომემ მეგობარს, მერე ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
_მოვიდა გონს!_ღიმილით ახარა ოთახთან მდგარ სოსოსა და საბას.
_ექიმთან უნდა წვიყვანოთ!_გადაჭრით თქვა სოსომ.
_რამ გაგაგიჟა ასე?!_წარბები შეყარა სალომემ._შენ, შენს შეყვარებულს მიხედე… ვერონიკას კიდე თავისი მიხედავს!
_შეყვარებული ჰყავს?!_შეშფოთება გამოეხატა სახეზე საბას.
_შეყვარებული კი არა, ქმარი ჰყავს!_ჩაილაპარაკა სოსომ.
_შენ რა იცი?!_გაუკვირდა სალომეს და შეეცადა მის თვალებში ამოეკითხა პასუხი.
ვერონიკას ყველაფერი ესმოდა, შიშისაგან ხელები გაცივებოდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა, ფეხზე წამოხტა და ბარბაცით გავარდა ოთახიდან.
_სოსო, გთხოვ!_დაიყვირა მან.
_ოთახში შედი!_უყვირა სოსომაც, წელზე ხელი შემოხვია და ოთახში შეაბრუნა, თან ზურგს უკან კარი ჩაკეტა.
_არ უთხრა, გთხოვ…_ტირილი დაიწყო გოგონამ._ასე ნუ გამიმეტებ… გთხოვ!
_დამშვიდდი!_ყურში ჩასჩურჩლა სოსომ და თან საწოლზე დააწვინა._არ ვეტყვი._ძლივს წარმოთქვა მან._ნუ ნერვიულობ._დაამატა და ვერონიკას ხელები მისაში მოიქცია.
_ძალიან გთხოვ… სოსო…_ტირილს არ წყვეტდა ვერონიკა.
_ჩუ… ჩუ!_ეძახდა სოსო და თან მის თითებს კოცნიდა. ამ წამს მხოლოდ ის ადარდება ვერონიკა რომ სტიროდა, ეშინოდა ვაი და ისევ გული წაუვიდესო. უცნაური გრძნობა დამეფებოდა მთელს სხეულში და საკუთარი თავის გაკონტროლება უჭირდა. თითქოს და ნიღაბი მოიხსნა და ნამდვილი სახე დაანახა ვერონიკას, დაანახა როგორ ადარდებდა იგი და რომ ყველაფერს გააკეთებდა, ოღონდ მას ეგრძო თავი ბედნიერად.
_გააღე კარი, სოსო!_კარებზე დააბრახუნა სალომემ._შენ ხომ არ გაგიჟდი?!
_შეწყვიტე ტირლი!_უთხრა სოსომ ვერონიკას._არაფერს არ ვიტყვი!_დაამშვიდა გოგონა, შუბლზე ნაზად ეამბორა, მერე ფეხზე წამოდგა და კარი გააღო.
_როგორ იქცევი?!_უსაყვედურა სალომემ და მაშინვე მეგობართან მივარდა._ხომ კარგად ხარ?!
ვერონიკამ თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია.
***
დიდი ხნით ვერ გაჩერდა საწოლში ვერონიკა, ბებოს ხაჭაპურის გამოცხობაშიც კი დაეხმარა, ესიამოვნა ეს თბილი, ოჯახური სიტუაცია. საღამო ხანს, ბუხართან დგომით გახურებული, ხაჭაპურების გამოცხობას რომ მორჩა ეზოში გავიდა. ისევ ღრმად ჩაისუნთქა მთის ჰაერი და იქვე ჰამაკში ჩაწვა.
_ვერონიკა?!_გაიგონა საბას ხმა.
_აქ ვარ!_დაუყვირა მან.
_ოჰ!_მიუახლოვდა ვეროიკას საბა._ჩვენ კიდევ გეძებთ…_გაეცინა მას და ჰამაკთან, სკამზე ჩამოჯდა.
_სუფთა ჰაერზე გამოვედი…_გაეღიმა მას.
_არ ვიცოდი გათხოვილი თუ იყავი…_ჩუმად თქვა საბამ და თავი ჩახარა._ბეჭედი არ გეკეთია და…
ვერონიკამ არაფერი უპასუხა. ან რა უნდა ეთქვა?! სიმართლე ზედმეტად სასტიკი იყო. ვერავის მოუყვებოდა. კარგად ახსოვდა სოსოს რეაცია, კახპა და უკანაკნელი ქალი ეძახა. თუმცა ვერონიკა ასე არ თვლიდა, ვერ სწირავდა საკუთარ თავს. ალბათ, ყველას აქვს თავისი სიმართლე, მკვლელსაც კი…
_გამიხარდა ქალაქში დაბრუნება რომ გადაწყვიტე._თემა შეცვალა ვერონიკამ.
_ჰო, მაგრამ ერთი პირობით!_ეშმაკუარდ გახედა საბამ._ერთ ლამაზ და მშვიდ საღამოს, მხოლოდ მე და შენ სავახშმოდ წავალთ!
_რაო, რაო?!_გაეცინა ვერონიკას.
_გეხუმრე!_გაეცინა საბასაც.
_თანახმა ვარ!_წამოდგა ფეხზე გოგო._მაგრამ, მხოლოდ იმიტომ რომ მინდა, მე და შენ მეგობრები ვიყოთ!
_საბა…_გაისმა სალომეს ყვირლის ხმა._ვერონიკა!
_ჰო!_ერთხმად გასცეს პასუხი საბამ და ვერონიკამ.
_რა გინდათ აქ?_მოვიდა სალომეც._წამო, საჭმელი ვჭამოთ…
სამივენი ერთად შებრუდნენ სახლში. ვერონიკა მაშინვე გადააწყდა სოსოს ალმოდებულ თვალებს. თითქოს ცოტაც და მასთან მივარდებოდა და მიახრჩობდა.
არ ესიამოვნა სოსოს, ის და საბა მარტო რომ იყვნენ. უნდოდა მათი საუბრის ყველა დეტალი სცოდნოდა, მაგრამ ამ სურვილის გამოხატვა არ სურდა.
_სახეზე ფერი არ გადევს…_გახედა თეკომ ვერონიკას.
_არაფერია!_მოკლედ მოუჭრა მან და მაგიდასთან დაჯდა. მის პირდაპირ ახლად შეკმაზული ტყემალი იდო. ნივრის მძაფრი სუნი იგრძნო, თავიდან ყურადღება არ მიუქცევია ამისთვის, მაგრამ როდესაც კისერში რაღაც მოაწვა, ფეხზე წამოხტა და საპირფარეშოში შევარდა.
_რა დამეართა?!_იკითხა სოსომ.
_არ ვიცი!_გაიკვირვა სალომემ.
_რა დაემართა-მეთქი!_გაუმერო სოსომ კითხვა და მუჭი მაგიდას დაარტყა.
_რას გადამეკიდე?! _გაუბრაზდა სალომე._ღმერთო, რა უჟმურია ეს ბიჭი?!_თავი გააქნია სალომემ და საპირფარეშოს კარებთან მივიდა. კარზე ფრტხილად დააკაკუნა.
_კარგად ვარ!_მოესმა იქედან.
_აი, ხომ ხედავ!_ნიშნის მოგებით მიუგო სოსოს და ისევ მაგიდას მიუჯდა.
სოსოს ეჭვები არ ასვენებდა. მთელი ღამე ფიქრობდა ვერონიკაზე, ისიც კი იფქრა, ალბათ მძიმედ არის ავადო. ყველაფერი იფიქრა გარდა იმისა რომ ორსულად იქნებოდა. ან იქნებ საკუთარ თავს არ აძლევდა ამაზე ფიქრის უფლებას. ეს ხომ კიდევ უფრო გაართულებდა სიტუაციას?!
_რაზე ფიქრობ?_მოესმა ოთახის მეორე მხირდან საბას ხმა.
_არაფერზე_დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ უპასუხა._შენ რატომ არ გძინავს?
_ვერონიკაზე ვფიქრობდი…_არ დააყოვნა პასუხი.
_რას?_ხმაში აღელვება დაეტყო სოსოს.
_ვერ ვიჯერებ რომ გათხოვილია._ხელები თავქვეშ ამოიდო._როგორ გგონია, ბედნიერია მის ქმართან?
_რატომ არ უნდა იყოს?!_კითხვაზე კითხვით უპასუხა ძმას.
_რა ვიცი, მომეჩვენა რომ არ არსი!
საბამ თვალები დახუჭა და ვერონიკა წარმოიდგინა, მდინარის პირას, თეთრ კაბაში გამოწყობილი და ვერონიკა-გალაქტიკით ხელში.
_გეჩვენება!_სოსოს ხმამ გამოაფხიზლა ოცნებებიდან.
სოსო ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ვერა და ვერ მოისვენა იმ ოთახში. საბას სიტყვები ექოსავით ჩაესმოდა და ხვდებოდა, უკვე საკუთარ ძმაზე იწყებდა ეჭვიანობას. ნუთუ ასე ძლიერ მოსწონდა ეს გოგო?!
სამზარეულოდან ხმაურის ხმა შემოესმა და თვითონაც იქეთკენ წავიდა.
_რომელი ხარ?!_სიბნელის გამო ვერ გაარჩია სილუეტის ვინაობა, რომელიც სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა და რაღაცას გემრიელად შეექცეოდა.
_ვერონიკა…_პირგამოტენილმა უთხრა გოგომ და ფეხზე წამოხტა._მომშივდა…შენ რომელი ხარ?_დაამატა და ხაჭაპურის დიდი ლუკმა გადაყლაპა.
_სოსო.. იცი მაინც, რომელი საათია?!_გაეცინა სოსოს.
_ოთხი!_შეშინებულმა უპასუხა ვერონიკამ.
სოსომ ერთი ნაბიჯი გადადგა და ვერონიკას წინ ისე დადგა, რომ გოგონას მკერდი მის პრესს ეხებოდა. ორივე ხელებით შეეხო მის უკანალს და მაგიდაზე შემოსვა.
_რა კარგი სურნელი გაქვს…_ვნებამოერულმა ჩაილაპარაკა სოსომ და მის კისერში ჩაჰყო თავი.
ვერონიკას არაფერი უთქვამს, ხელები სოსოს თმებში შეაცურა და პირველად თვითონ აკოცა კისეში, თანაც ისე მხურვალედ, რომ დიდი ხანი ახსოვდა ეს შეგრძნება სოსოს. ბიჭმა თავი ვეღარ შეიკავა, ცალი ხელი წელზე შემოხვია, ცალით მის მკერდს ჩაეჭიდა და ვერონიკას ტუჩებს გაშმაგებულმა დაუწყო კოცნა.
_აქ რა ხდება?!_ტელეფონი მიანათა ორივეს სალომემ.
_არაფერი!_თქვა ვერონიკამ და მაგიდიდან ჩამოხტა.
_ეს ტელეფონი სახეში რომ არ შემომანათო არ შეიძლება?!_გაუბრაზდა სოსო სალომეს, მკაცრად გახედა და სამზარეულოდან გავიდა.
_შენ ხომ არა შეიშალე?_ჩურჩულით ჰკითხა სალომემ და თავჩახრილ ვერონიკას მიუახლოვდა._ეს და ამის გიჟი საცოლე გაკლდა ახლა!
ვერონიკას გაეცინა, მაგიდისკენ შეტრიალდა და ისევ ხაჭაპურის ჭამა დაიწყო.
_შენ არ იცი რა სულელია სოსო._აგრძელებდა სალომე._არ მოეწონება რაიმე და მოგკლავს!
_აქამდე მოუკლავს ვინმე?!_ეშმაკურად ჰკითხა ვერონიკამ.
_არა._თავი გააქნია სალომემ.
_დავიჯერო ყველაფერი მოსწონს?!_ისევ გაეღიმე მას.
_მართლა კი არ მოგკლავს.._დაამშვიდა მეგობარი სალომემ._უბრალოდ ძალიან გაბრაზდება!_თვითონაც აიღო ხაჭაპურის ნაჭერი._შენ რა, სერიოზულად ფიქრობ სოსოზე?!_მხარი გაჰკრა ვერონიკას.
_არა!_მკაცრად მოუჭრა ვერონიკამ._ნუ სულელობ.
_აჰა._გაეცინა სალომეს._ეტყობა მე მომეჩვენა რომ ერთმანეთს კოცნიდით!
_სწორედაც რომ!_ამჯერად ვერონიკამ გაჰკრა მხარი მეგობარს, თვალი ჩაუკრა და სამზარეულოდან გავიდა.
საწოლზე გულაღმა იწვა და ტუჩებზე ხელს ისვამდა, ისე გათენდა ვერც შეამჩნია, ფიქრებით სადღაც შორს დაფრინავდა და დავიწყებოდა ყველა პრობლემა. თვალებს დახუჭავდა თუ არა სოსოს დიდ, წითელ ტუჩებს ხედავდა, მერე სახეზე უცნაური ღიმილი ეფინებოდა და ახსენდებოდა ის კოცნა, რომელისაც ვერასოდეს დაივიწყებდა. ბოლოს საკუთარ თავს შემოსძახა: გეყოს, შენ არ გაქვს მასზე ფიქრის უფლებაო. ფიქრების გასაფანტად გადაწყვიტა დილაადრიან ეზოში გასულიყო და ჰამაკში ჩაწოლილიყო. იქ გასულს კი სოსო დახვდა, ეტყობა მანაც ვერ მოისვენა სახლში.
_რატომ არ გძინავს?_გაკვირვებულმა კითხა ვერონიკას და მიუახლოვდა.
_ვერ დავიძინე…_ოდნავ გაუღიმა ვერონიკამ.
_აი, თურმე, როგორ აბამ კაცებს!_ირონიულად უთხრა სოსომ.
_რა თქვი?!_სახე აელეწა ვერონიკას.
_თუ ვერ მიხვდი, გეტყვი რომ კოცნას ვგულისხმობ…_ცალი წარბი მაღლა აზიდა და კიდევ უფრო მიუახლოვდა მას.
_არაკაცო!_გაბრაზებულმა დაიყვირა ვერონიკამ და სახლში ჩქარი ნაბიჯებით შებრუნდა.
ეს უკვე მერამდენედ დაამცირა, მერამდენად მოექცა ასე აგდებულად?! ბრაზდებოდა სოსოზე, მაგრამ ეს არ გავდა უბრალოდ გაბრაზებას. უნდოდა მისთვის სამაგიერო გადაეხადა, უნდოდა ეჩვენებინა რომ ცეცხლს ეთამაშებოდა და სადაცაა დაიწვებოდა. მართლაც ალმოდებული დადიოდა აქეთ-იქეთ ვერონიკა, საღამომდე არავისთვის გაუცია ხმა. ნიკამ რომ დაურეკა ყვირლით უთხრა მალე ჩამოვალო და ყურმილი გაბრაზებულმა გაუთიშა. ხვდებოდა ზედმეტად ემოციური იყო, მაგრამ თავს ვერ აკონტროლებდა, ბოლოს და ბოლოს ორსულობის დროს ჰორმონებიც თავისას შვება.
_აბა, გოგონები უკან!_ღიმილით თქვა საბამ და მანქანის უკანა კარი გამოაღო.
_ყველაფერი მოგაქვს?!_სერიოზული სახით ჰკითხა სოსომ.
_კი-მეთქი, ხომ გითხარი?!_გაუბრაზდა საბაც.
სოსო საჭესთან იჯდა, საბა მის გვერდით, გოგონები უკან. არავინ იღებდა ხმას. დაძაბულობა იგრძნობოდა. სალომე ხვდებოდა მისი მეგობრის თავს რაღაც უცაური ხდებოდა, თუმცა იცოდა ამაზე ახლა ვერ დაელაპარაკებოდა. მუცელზე შეუმჩნევლად დაუსვა ხელი და ყურში ჩასჩურჩულა: ყველაფერი კარგად იქნებაო. ვერონიკამაც თბილად გაუღიმა და თავი მხარზე დაადო. მალევე ჩაეძინა…
სახლში ჯერ თეკო მიიყვანეს და მერე სალომე.
_საბა, ჯერ შენ დაგტოვებ!_უთხრა სოსომ.
_ჯერ ვერონიკა დავტოვოთ და მე და შენ ერთად დავბრუნდეთ!_გაეცინა საბას.
_მე მერე საქმე მაქვს… თან ჯერ ჩვენი სახლი უნდა გავიაროთ…_ისე თქვა თითქოს სულაც არ ჰქონდა ჩაფიქრებული ვერონიკასთან ერთად მარტო დარჩენა.
_წინ გადმოჯექი!_უთხრა ვერონიკას როდესაც საბა მანქანიდან გადავიდა. ვერონიკაც უხმოდ დაემორჩილა._საქმე მაქვს!_უთხრა სოსომ და გაზს ფეხი მიაჭირა.
_ფრთხილად ატარე!_უსაყვედურა ვერონიკამ, თან შეშინებულმა მუცელზე მიიდო ხელი, ეგონა პატარა თუ შეშინდებოდა და ასე დაამშვიდა.
ხმა არ ამოუღიათ არცეთს სანამ ვერონიკას სადარბაზომდე არ მივიდნენ.
_არ იტყვი, რა საქმე გქონდა?!_ჰკითხა ვერონიკამ. არ უნდოდა მანქანიდან გადასვლა და ამით ყველაფრის დასრულება. გაგრძელება სურდა… სოსოსთან ურთიერთობის გაგრძელება…
_შემოთავაზება მაქვს… _მისთვს არც შეუხედავს სოსოს._რას იტყვი, რომ შევხვდეთ ხოლმე?!
_შევხვდეთ?_გაუკვირდა ვერონიკას.
_ჰო… აი მაგალითად კვირაში ერთხელ, სასტუმროში…_ირონიული ღიმილი დაეხატა სახეზე და შეშფოთებულ ვერონიკას გახედა.
_კრეტინო!_ხელი მწარედ დაარტყა მხარზე ვერონიკამ და მანქანიდან გადავიდა.
_სად გარბიხარ?_მანქანიდან გადომვიდა სოსოც და სადარბაზოში შესულ ვერონიკას დაეწია.
_თავი გამანებე!_აკანკალებული ხმით უთხრა გოგონამ და კიბეები აირბინა.
_ილიას საყვარელი თუ იყავი, მე რა დაგიშავე?!_დაიყვირა სოსომ, მაგრამ ვერონიკას ვეღარ ხედავდა.
_გულს მირევ!_მიაძახა ვერონიკამ და გზა განგრძო.
სოსო უკან გაბრუნდა…
***
_ალოო…_ტელეფონს უპასუხა სალომემ.
_სალო, მიდი რა ჩამო ქვემოთ, გელოდები._შეევედრა სოსომ.
_კაი, დამელოდე ორი წუთი!_უპასუხა სალომემ, ტელეფონი გათიშა და საწოლიდან წამოდგა. მერე რა რომ შუა დღის 2 საათი იყო? კვირაობით, საკუთარ თავს უფლებას აძლევდა გვიანობამდე ეძინა. სასწრაფოდ ჩაიცვა ტანზე, თმები დაივარცხნა და ეზოში ჩაირბინა.
_რახდება?!_გაკვირვებულმა იკითხა და სოსოს მანქანაში ჩაუჯდა.
_რაღაც უნდა გთხოვო…_ჩაილაპარაკა სოსომ.
_ოჰ, თავად ბატონი სოსო მთხოვს, მე რაიმეს?!_ირონიულად მიუგო სალომემ და გულიანად გაიცინა.
_გეყოს!_გაეცინა სოსოსაც._მინდა ვერონიკას დაელაპარაკო, უნდა დაარწმუნო, რომ ნიკას გაშორდეს!
_შენ ხომ არ შეიშალე?!
_შენც ხომ იცი, რომ უბრალოდ ცოლი და ქმარი ჰქვიათ და მეტი არაფერი!
_და შენ რა იცი?!_წარბები შეყარა სალომემ.
_მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შენ გგონია…_გაეღიმა სოსოს, აქაო და მაგარი ტიპი ვარო.
_არაფერიც არ იცი!_გაჯიუტდა სალომე.
_ვიცი, შვილი რომ დაეღუპა, ქმართან ურთიერთობა რომ არ აქვს და საყვარელი რომ ყავდა ისიც ვიცი!_სერიოზული სახით გახედა სალომეს.
_აბა ისიც გეცოდინება სამსახურს რომ ეძებს,_ხელები გადაიჯვარედინა გულზე სალომემ._დააწყებინე მუშაობა შენს ცეხში და შენთვითონ დაარწმუნე ქმარს გაშორდეს!_ირონულად გაუღიმა სალომემ.
_ჩემთან არ წამოვა…_სოსოს ის საღამო გაახსენდა, სოფლიდან რომ ჩამოვიდნენ. მას შემდეგ უკვე ერთი კვირა გასულიყო._ ისე ვუშოვი სამსახურს, სადმე სკოლაში… ოღონდ ვითომ შენ უშოვე რა…_შეევედრა ნათესავს.
_და მე?_დაიწუწუუნა სალომემ.
_რა შენ?
_მეც მინდა სკოლაში მუშაობა, მეც პედაგოგიურზე ვარ…
_ჰო, რაიმეს მოვახერხებ!_გაეღიმა სოსოს და ლოყაზე ორი თითით უჩქმიტა.
_აბა შენ იცი!_გაეცინა სალომეს და მანქანიდან გადავიდა._ისე, ვერონიკას შესახებ ყველაფერი სულაც არ იცი!_მანქანის ფანჯარაში შეყო თავი.
_ვითომ?!_თავდაჯერებული ღიმილი გამოესახა სოსოს სახეზე.
_არის რაღაც, რაც მხოლოდ მე ვიცი! მაგრამ, არც კი მთხოვო, მაინც არ გეტყვი!_ნიშნის მოგებით უთხრა სალომემ, ზურგი აქცია და კმაყოფილი შევიდა სადარბაზოში.
_დაელაპარაკე იცოდე!_მიაძახა სოსომ.
***
სალომემ, სახლში ავიდა თუ არა მაშნვე ვერონიკას დაურეკა.
_ჰო, სალო-ბალო!_თბილი ხმით უპასუხა მან.
_რას შვები?_ჰკითხა სალომემ და თან კარადა გამოაღო, საღამოსთვის ტანსაცმელს არჩევდა.
_რავიცი, მთელი დღეა ვნებივრობ საწოლში…_გაეცინა ვერონიკას და ფეხზე წამოდგა._შენ რას შვები?
_მე კიდევ დილიდან დავტრიალდი და მგონი ჩვენთვის სამსახურიც ვიშოვნე._გაეცინა სალომეს და კარადიდან ლურჯი, საღამოს კაბა გამოიღო.
_რაო?_დაიყვირა ვერონიკამ.
_ჰო სიხარულო! ოღონდ, ჯერ დეტალები არ ვიცი… ჩემი ძველი მეგობარი მეხმარება, გაგაცნობ მერე._უნამუსოდ ისცრუა.
_რა მაგარია…_გაოცებასა და ბედნიერებას ვერ მალავდა ვერონიკა.
_კიდევ მაქვს ერთი ამბავი…_ეშმაკურად ჩაიცინა მან.
_რაღაც არ მომწონს შენი ხმა._გაეცინა ვერონიკასაც.
_დღეს საღამოს ჩვენს კაფეში წავიდეთ და იქ მოგიყვები… იცოდე ლამაზად ჩაიცვი._გააფრთხილა ვერონიკა. უცებ სალომეს მეორე ნომრიდან დაურეკეს._აუ, მირეკავენ სიხარულო და საღამოს გნახავ კაი?_სწრაფად უთხრა.
_აბა რა!_ამის თქმა ძლივს მოასწრო ვერონიკამ და სალომემაც გაუთიშა ტელეფონი.
ახალი ამბავი ძიერ გაუხარდა ვერონიკას, მგონი ჩემი ცხოვრება ნელ-ნელა ნორმალური ადამიანის ცხოვრებას ემსგავსებაო გაიფიქა და სარკის წინ ნახევრად შიშველი, გვერდულად დადგა, მუცელს დახედა, უკვე შეუმჩნევლად, თუმცა ოდნავ გამობერვოდა კიდეც. ხელი ნაზად დაისვა, სახეზე კმაყოფილების ღიმილი დაეფინა და ცრემლიც კი წამოუვიდა.
_რა გატირებს?_შეშინებული მუახლოვდა ნიკა.
_ნიკა!_დაიყვირა მან და სასწრაფოდ ხალათი მომიცვა.
_ხომ კარგად ხარ?_არ აპირებდა ოთახიდან გასვლას ნიკა.
_კი, ჰორმონების ბრალია… თან მუცელი ოდნავ გამეზარდა…_გაეცინა მას და საწოლის გასწორება დაიწყო._რატომ შემოხვედი? რაიმე გინდოდა?
_ჰო!_თავზე გადაისვა ხელი ნიკამ._დედაშენმა დარეკა, ხვალ მამაშენის გარდაცვალების დღე არის და საღამოს გვესტუმრეთო.
_ჰო, მახსოვს…_სავდიანად თქვა ვერონიკამ._სამსახურიდან პირდაპირ იქ მოდი მაშინ, მე იქ დაგხვდები.
_ხვალ ადრე გამოვაშვებინებ თავს და ერთად წავიდეთ!_ნიკა ვერონიკას რეაქციას არც დალოდებია, უთხრა თუ არა ოთახიდან გავიდა და ოთახის კარი დახურა.
***
ამჯერად სალომე ელოდებოდა ვერონიკას კაფის მეორე სართულზე, ხან საათს დახედავდა და ხან კიბეებს გახედავდა. როგორც ყოველთვის აგვიანებდა.
_თქვენი ორი ცივი ყავა, უშაქროდ!_თქვა მიმტანმა და ჭიქები მაგიდაზე დააწყო._სალათსაც ახლავე მოგართმევთ.
_მადლობთ!_ანერვიულებულმა უპასუხა სალომემ და კიდევ ერთხელ დახედა საათს.
_აი მეც მოვედი!_მის წინ დაჯდა ვერონიკა.
_სულ როგორ უნდა აგვიანებდე?_უსაყვედურა მეგობარს.
_რა გჭირს შენ?_აღელვება შეატყო ვერონიკამ._რა უნდა გეთქვა ასეთი?!
_არ დაიჯერებ…_თავი გააქნია სალომემ, მერე ყავა მოსვა და სალაპარაკოდ მოემზადა._გუშნ საღამოს, კლუბიდან რომ გამოვედით მე და საბა, ტაქსი გავაჩერეთ… და ვინ იყო მძღოლი?!
_ის ბიჭი?_მაშინვე მიხვდა ვერონიკა.
_აჰა!_უფრო ანერვიულდა სალომე._საბა ნახევრად გათიშული იყო, თავი ჩემს ბეჭზე ედო და ეძინა. მერე შევამჩნიე სარკიდან როგორ მიყურებდა ის კრეტინი, ჯერ თვალებში მიყურა და მერე…
_რა მერე?_ვეღარ ითმენდა ვერონიკა.
_მერე სარკე ქვემოთ დაწია და ფეხებზე მიყურებდა, თან მოკლე კაბა მეცვა.
_მერე?
_მერე, შუქნიშანზე რომ გაჩერდა და კიდევ შემომხედა, ავდექი და ჩანთა ჩავარტყი თავში!_უნებურად გაეცინა სალომეს.
_რაო?_თვალები გაუფართოვდა ვერონიკას.
_აბა რა უნდა მექნა?! ნაგლად მიყურებდა… ვუთხარი - იდიოტო სარკე გაასწორე, თორემ ჩემს შეყვარებულს გავაღვიძებმეთქი… გაეცინა, სარკე გაასწორა და ასე მითხრა, მაგას ახლა ურო რომ ჩაარტყა ეგეც ვერ გამოაფხიზლებსო…
_მერე?!_იმეორებდა ვერონიკა, თითქოს სხვა ყველა სიტყვა გადავიწყებოდა.
_მერე საბა დავტოვე, სადარბაზოსთან სოსო დახვდა და იმან აათრია სახლში. ისევ ჩავუჯექი და ტელეფონი ამოვიღე, ვითომ შენ დაგირეკე…
_მერე?_ახლა უკვე პირღია მიჩერებოდა სალომეს.
_დაგირეკე და დღეს საღამოს აქ შეხვედრაზე შეგითანხმდი…_ეშმაკურად გაეღიმა სალომეს._მოვა! ზუსტად ვიცი მოვა!_კმაყოფილება გამოეხატა სალომეს სახეზე.
_რა გიჟი ხარ!_სიტყვები არ ყოფნიდა ვერონიკას.
_აი სალათიც!_ისევ მოვიდა მიმტანი მაგიდასთან და სალათი დაუწყო გოგოებს.
_მადლობთ!_აჯერად ვერონიკამ უთხრა და თბილად გაუღიმა.
_მამაჩემმა რომ გაიგოს ტაქსის მძღოლი მომწონს შეიშლება!_სიცილი დაიწყო სალომემ.
ვერონიკას კი აღარ ეცინებოდა. ილიას ხსენებაზე ყველა ფიქრები ერთად მოაწვა. გაახსენდა რომ დარეკვას შეჰპირდა და ჯერ კიდევ არიდებდა თავს, თუმცა იცოდა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.
_რა დაგემართა?_მეგობრის ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან.
_არაფერი…_არაბუნებრივად გაუღიმა და ყავა მოსვა._ჰო მართლა, ხვალ მამაჩემის გარდაცვალების დღეა, წამოხვალ დედაჩემთან?
_აბა რას ვიზამ?!_უპასუხა სალომემ და ხელი დაუსვა მხარზე._ამიტომ ხარ უხასიათოდ?
_ესეც არის…
_კიდევ რა მოხდა?
_ნიკა…_თვალები გადაატრიალა ვერონიკამ._დღეს ოთახში ისე შემოვიდა არც დაუკაკუნებია, ნახევრად შიშველი ვიყავი. არც კი შებრუნებულა, იდგა და მიყურებდა…
_ხომ არ დაგავიწყდა რომ შენი ქმარია?_გაეღიმა სალომეს.
_ხომ იცი, როგორი ურთიერთობაც გვაქვს…_ისევ უკმაყოფილოდ გააქნია თავი._მერე გამომიცხადა, ხვალ ჩემს გარეშე არ წახვიდე დედაშენთან, დამელოდე და ერთად წავიდეთო…არ მინდა იფიქროს რომ ისევ ძველებურად იქნება ყველაფერი…
_ჰოდა სჯობს ახლავე დაასრულო!_მოუჭრა სალომემ, თან სოსოს სიტყვები ჩაესმოდა ყურში, დილით რომ სთხოვა.
_რას გულისხმობ?
_გაშორდი! სანამ გვიანი არ არის, გაშორდი ვერონიკა!… ახალგაზრდა ხარ, მთელი ცხოვრება ვინმეს საყვარელი ხომ ვერ იქნები?! აი ნახავ შენც გაგიმართლებს… ოღონდ ძალა უნდა მოიკრიბო და წარსულს სამუდამოდ მიუხურო კარები.
_არ შემიძლია სალო, თან ახლა, როდესაც ორსულად ვარ… დედაჩემი შეიშლება!
_შეიშლება და გადაუვლის!_დაამშვიდა სალომემ._ეს შენი ცხოვრებაა და შენს გარდა არავინ გაივლის ამ გზას! დედაშენსაც კი, არ აქვს უფლება შენი სურვილის წინააღმდეგ წავიდეს. აბა დაფიქრდი… რამოდენიმე წლის წინ, რომ ეკითხათ შენთვის როგორი ცხოვრებით იცხოვრებო, ასეთ ცხოვრებას ისურვებდი?!
_არა…_თავი გააქნია ვერონიკამ და უეცრად სასოწარკვეთამ შეიპყრო. მაგობრის სიტყვები გულზე მოედო. მართლაც რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო იმისთვის რომ საკუთარი პირადი ცხოვრება სამუდამოდ დაემარხა. არა, ის კი არ უფიქრია, რომ ნიკას გავშორდები და მაშინვე ვინმე კაცს ვიპოვიო, უბრალოდ თავს გაითავისუფლებდა ქორწინებიდან, რომელიც უკვე დიდიხანია ფიქტიური გამხდარიყო და დინებას გაჰყვებოდა. თუ ბედი გაუღიმებდა, იპოვნიდა ისეთ ადამიანს ვისაც მიენდობოდა, თუ არადა იცხოვრებდა მხოლოდ შვილისთვის. არ ჰქონდა მნიშვნელობა მის ცხოვრებაში გამოჩნდებოდა თუ არა მამაკაცი, მთავარი იქნებოდა ის, რომ ტყუილში აღარ იცხოვრებდა.
_ჯანდაბა!_ისევ სალომეს სიტყვებმა გამოაფხიზლეს._უკვე ცხრა საათია… არ მოვა…
_ვინ?_დაიბნა ვერონიკა.
_ის ტაქსის მძღოლი!_გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა._გარკვევით ვთქვი რომ აქ რვა საათზე ვიქნებოდი! არ მოვა…ადექი, წავიდეთ!_ფეხზე წამოდგა სალომე.
_არ იდარდო, ტაქსის მძღოლებს რა დალევს!_დაამშვიდა ვერონიკამ. ორივეს სიცილი წასკდა. სიცილ-სიცილით გამოვიდნენ კფედან.
_ის არის!_ხელები აუკანკალდა სალომეს._ის ლურჯი ტაქსი! ის არის!_იმეორებდა სალომე და თან ცალი ხელით ვერონიკას ეყრდნობოდა.
ტაქსიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა, გოგონებს მიახლოვდა და რაღაც უცნაური ღიმილით მისჩერებოდა სალომეს.
_ტაქსი ხომ არ გნებავთ გოგონებო?_სიცილით იკითხა, თანაც ისე რომ სალომეს თვალს არ აშორებდა.
_გვნებავს!_დაიყვირა ვერონიკამ.
ვერონიკას თხოვნით, ჯერ ის მიიყვანეს სახლში. სადარბაზოდან მანამდე გააყოლა მანქანას თვალი სანამ ბინის ეზოდან არ გავიდა. სალომეს რომ ასეთ გახარებულს ხედავდა, ეგონა ახლა ავხტები და ცას შევეხები ხელითო. უნდოდა ის რაც თვითონ დაუშავა, ასმაგად ანაზღაურებოდა და მთელს მსოფლიოში ყველაზე ბედნოერი გოგონა ყოფილიყო.
_სად იყავი?!_სახლში შესულს მაშნვე შემოეგენა ნიკა.
_სალომესთან ერთად, კაფეში… რამე მოხდა?_გაუკვირდა ვერონიკას.
_არაფერი… ისე, უბრალოდ ვიკითხე…_უთრა და ზედმეტად ახლოს მივიდა მასთან.
_ნიკა…_ირონიულად გაეღიმა ვერონიკას._შენ მემგონი რაღაც-რაღაცეები გავიწყდება!_ხელი გულ-მკერდზე მიადო ნიკას და უკან დახია. ფეხზე გაიხადა და თავის ოთახში შევიდა.



№1  offline მოდერი X.G

კარგია ძაან ველი შემდეგ თავს love love წარმატებებიი

 


№2 სტუმარი nia

Dges cavikitxe yvela tavi ertad da dzalian momecona...gelodebi moutmenlad, cxovrebiseulia da dzalian realuri istoria.kali roca araa bednieri vigacisgan camosuli sitbo sakmarisia galatistwis.,
salomes mamis sakvareli ro iko es ar momecona, salome xo misi ertaderti megobaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent