შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სიყვარული აკრძალულია! /თავი IV/


4-01-2016, 10:14
ავტორი Evelina
ნანახია 2 277

ვერონიკამ გაიგო როგორ გავიდა სახლიდან ნიკა, თუმცა საწოლიდან არ ამდგარა, მეორე მხარეს გადაბრუნდა და თავი ძილს მისცა. უეცრად კარზე ზარის ხმა მოესმა. ზანტად წამოდგა საწოლიდან, იფიქრა, ალბათ ნიკას გასაღები დარჩაო. ხალათი მოიცვა, თუმცა შებნევა გადაავიწყდა და ასე, ნახევრად შიშველი (ჩვეულებრივ, მხოლოდ საცვლების ამარა იძინებდა) გავიდა კარის გასაღებად. კარს აღებდა და თან თვალებით გასაღებს ეძებდა.
_გასაღები დაგრჩა?!_იკითხა ისე რომ არც შეუხედავს ვინ იდგა კარში.
_ეჭვი მეპარება, აქ რაიმე დამრჩენოდა!_ბოხი, მკაცრი ხმით უთხრა სოსომ.
ვერონიკა ადგილს შეეყინა. სოსოს მზერა რომ გაუსწორა მაშნვე აიტანა კანკალმა, შეეცადა მისთვის კარი დაეხურა, მაგრამ ამაოდ, სოსომ ერთი ხელის მოძრაობით შეაღო კარი, სახლში შეაბიჯა და კარი თვითონვე დახურა. გოგონას თვალი ააყოლა, მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა ეს, მასთან შედარებით თითის ტოლი გოგო.
_აქ რას აკეთებ?!_თავალი თვალში გაუყარა ვერონიკამ და ხალათი სასწრაფოდ შეიკრა. ახსოვდა საკუთარი თავისათვის მიცემული პირობა, რომ არავისთვის მიეცა უფლება დაემცირებინა და თავ აწეულს ეარა.
სოსომ არაფერი უპასუხა, ან რა უნდა ეთქვა?! შენი ცისფერი თვალები მომენატრა და ამიტომ მოვედიო?! ნელი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოში და იქაურობა მოათვალიერა. მაგიდაზე მხოლოდ დიდი წითელი ჭიქა იდგა, საიდანაც ნიკა დილაობით ყავას სვამდა.
_მე არ დამალევინებ რაიმეს?!_ირონიულად ჰკითხა სამზარეულოში შემოსულ ვერონიკას, რომელიც ფეხშიშველი იდგა მის წინაშე და ერთიანად თრთოდა.
_გაეთრიე ჩემი სახლიდან!_მკაცრად უთხრა გოგონამ.
_ჯერ ერთი, შენი კი არა - შენი ქმრის!_საჩვენებელი თითი დაადო ვერონიკას პატარა ცხვირზე.
_ამას რა მნიშნელობა აქვს?!_გოგონამ თავი გააქნია, რომ მისი თითი მოეშორებინა.
_დიდი!_გაეცინა სოსოს._ძალიან დიდი… როგორ გგონია, შენმა მეუღლემ რომ გაიგოს, სალომეს, შენი საუკეთესო მეგობრის მამის საყვარელი იყავი, რას იზამს?!_ეშმაკურად უყურებდა თვალებში მას.
_ჩემს ცხოვრებაში ხელებს ნუ აფათურებ, არაკაცო!_დაიყვირა ვერონიკამ და სოსოს სახეში უთავაზა.
არ მოელოდა სოსო ამას, ეგონა ორი კვირის წინ, როგოც შეაშინა ისე შეაშინებდა ახლაც და ხმას ვერ ამოიღებდა საწყალი გოგო. მაგრამ რა იცოდა სოსომ, ვერონიკას მკაცრი ხასიათის შესახებ?! ეს ცხოვრებამ ჩაახრევინა მაშინ თავი, მაგრამ ახლა?! ახლა სულ სხვა დრო იყო, გოგონა შეცვლილიყო და არავის აძლევდა უფლებას მასზე ებატონათ.
_შე პატარა კახპა._ხელი ჰაერში აღმართა სოსომ, უნდოდა შეეშინებინა, მაგრამ საპასუხოდ ვერონიკას ცისფერ, სიბრაზით ანთებულ თვალებს შეეჩეხა, რომლებიც ასე უნამუსოდ გაესწორებინა სოსოს თვალებისთვის და არ აპირებდა დათმობას.
_აბა გაბედე და ხელი დამარტყი!_ცალი წარბი აწია ვერონიკამ და საჩვენებელი თითით დაემუქრა.
ნუ თუ არ ეშინოდა?! სოსო ხომ ასეთი დიდი, დაკუნთული იყო. მერე მისი მკვლელის თვალები?! - ეშინოდა, როგორ არ ეშინოდა, მაგრამ პირობა ჰქონდა მიცმული საკუთარი თავსთვის და ბავშვისთვის, რომელსაც მუცლით ატარებდა.
ხოლო, ბავშვი, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის და ერთი კვირის იყო, იყო ერთადერთი რამ რის შესახებაც სოსომ არაფერი იცოდა…
_შენზე ხელს როგორ გავისვრი?!_ზიზღნარევი მზერა ესროლა სოსომ მას და ხელი დაწია.
_მითხარი, აქ რატომ მოხვედი?!_ისევ დაძაბული ეკითხებოდა ვერონიკა._გინდა ისევ დამამცირო?!_ირონიულად გაეღიმა მას._არ გამოგივა!
_საკუთარ თავს შენთვითონვე ამცირებ, სხვის ქმრებს რომ უგორდები საწოლში!_სოსომ თავი გააქნია და სამზარეულოდან გამოვიდა. წამიერად შედგა, აღარ იცოდა რა ეთქვა, მიხვდა სასწრაფოდ უნდა გასულიყო აქედან თორემ, რაც უფრო დიდხანს რჩებოდა აქ, მით უფრო მეტ შეცდომას უშვებდა. ისევ შეათვალიერა ვერონიკას სხეული, ღრმად ჩაისუნთქა და სწრაფად გავიდა სახლიდან.
_ჯანდაბა!_ჩაილაპარაკა თავისთვის და კიბეებს დაუყვა. მანქანაში ჩაჯდა და ახურებულ სახეზე მოისვა ხელი._როგორ გაბედა!_დაიყვირა და საჭეს მუჭი დაარტყა.
***
შეშინებული ვერონიკა ისევ საწოლში შეწვა, აკანკალებულ სხეულზე პლედი გადაიფარა და შეეცადა დამშვიდებულიყო. იცოდა, რომ მსგავსი სცენების ატანა მოუწევდა, მაგრამ არ ეგონა ეს ყველაფერი ასეთ საშნელ შეგრძნებას თუ დაუტოვებდა.
მთელი დღე წინ და უკან დადიოდა სახლში, არ იცოდა რა ეკეთებინა. საჭმელი უკვე მოამზადა, სახლიც მიალაგა, ნიკას მოსვლამდე კი მაინც დიდი დრო რჩებოდა. მოსაღამოვდა კიდეც, თითქოს ზოგჯერ ესმოდა როგორ აკაკუნებდნენ კარზე, მერე გააღებდა კარს და იქ არავინ იდგა. ფიქრებში წავიდა… პატარას მომავალზე ფიქრობდა, გადაეწყვიტა მისთვის მიეძღვნა მთელი თავისი სიცოცხლე.
ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.
_ჰო სალო-ბალო!_უპასუხა ტელეფონს მხიარულად.
_წამოხვალ სოფელში?!_პირდაპირ ჰკითხა სალომემ.
_რა მინდა სოფელში?!_გაეღიმა მას.
_საბა უნდა ჩამოვიყვანო!_გაიცინა სალომემ.
_თვითონ ვერ ჩამოვა?!_გაუკვირდა ვერონიკას.
_საერთოდ უნდა ჩამოვიყვანო!_სერიოზული ხმა მიიღო მან._მარტო ნუ გამიშვებ, თან შენ რომ დაგინახავს უფრო წამოვა! ნახევარ საათში შენთან ვარ! თბილად ჩაიცვი და ტელეფონის დამტენი წამოიღე!_დაიყვირა როგორც ჩვევია ხოლმე და ტელეფონი გათიშა.
სასწრაფოდ გადაივლო წყალი ვერონიკამ, თმა შეიშრო და ტანსაცმლის შერჩევას შეუდგა. ტანსაცმლის არჩევა მისი საუკუნო პრობლემა იყო, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყოველ კვირაში რაიმე ახალს ყიდულობდა, მაინც არაფერი ჰქონდა ჩასაცმელი… ისევე როგორც მთელ ქალთა მოდგმას!
საბოლოოდ ჯინსის დახეული შარვალი, თეთრი მაისური და ცისფერი ჟაკეტი შეარჩია. თავის უაზარმაზარ ჩანთაში, კიდევ ერთი ჟაკეტი, ტელეფონის დამტენი, მაკიაჟის გასაკეთებელი აქსესუარები და საფულე ჩააგდო. მობილური ხელში აიღო და ნიკას დაურეკა.
_გისმენ!_მოიესმა ნიკას დაღლილი ხმა.
_ნიკა, მე სალომესთან ერთად მივდივარ სოფელში…_უთხრა ვერონიკამ და სადარბაზოს კარი გამოაღო.
_რატომ?_გაბრაზება დაეტყო ნიკას.
_ისე, ცოტას დავისვენებ. ხვალვე ჩამოვალთ, ალბათ._მკაცრად უპასუხა. აღარ აძლევდა მის ცხოვრებაში ჩარევის უფლებას ქმარს.
_დამელოდე, უკვე სახლთან ვარ._უპასუხა ნიკამ.
_კარგი, ეზოში დაგხვდები.._ტელეფონი გაუთიშა ვერონიკამ და კიბეები სწრაფად ჩაირბინა.
ეზოში ჩასული სალომემ საყვედურებით აავსო.
_სულ როგორ უნდა აგვიანებდე?!_ცალი წარბი ზემოთ აქაჩა და ხელები წელზე შემოიწყო.
_აბა, ორი წუთით ადრე რომ მირეკავ მოსვლამდე რა გგონია?!_გაეცინა მას და ახლაღა შეამჩნია ეზოში უცნობი მანქანა._შენ მოგყვნენ?_იკითხა მან.
_ჩემი დეიდაშვილია, საბას ტყუპის ცალი და მისი შეყვარებული!_უთხრა მეგობარმა, ხელი ჩასჭიდა და მანქანისაკენ გააქანა.
ვერონიკას სახეზე თეთრი ფერი დაედო, ნუ თუ ეს ის იდიოტი იყო, მისი ცხოვრების გამწარებას ასე რომ სცდილობდა.
_საღამო მშვიდობისა!_მანქანიდან გადმოვიდა სოსო.
_გაიცანი, ეს არის სოსო!_გაიღიმა სალომემ._ეს კი ვერონიკაა!
_გამარჯობა!_დაძაბულმა მიუგო ვერონიკამ ბიჭს.
_სოსო!_დაიყვირა სალომემ._მოიშორე ეს მკლვლელის გამოხედვა, შეაშინებ ვერონიკას!
_გამარჯობა!_მანქანიდან გადმოვიდა ახალგაზრდა, შავგვრემანი გოგონა._მე თეკო ვარ!_უთხრა ვერონიკას და ხელი გაუწოდა.
_ვერონიკა!_ცივად გაუღიმა გოგონას და ხელი ჩამოართვა.
ეზოში ნიკას მანქანა შემოვიდა. სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდან და ვერონიკას მიუახლოვდა.
_გამარჯობათ!_იქვე მყოფთ უემოციოდ მიესალმა და ვერონიკას წინ დადგა.
_როდის დაბრუნდები?!_ანერვიულებულმა იკითხა და კიდევ ერთხელ გადახედა სოსოს.
ვერონიკა კანკალმა აიტანა, ეგინა სოსო ახლა ყველაფერს თუ იტყოდა და სამუდამოდ დაუნგრევდა, ისედაც დანგრეულ ცხოვრებას. მაგრამ სოსოს ეს აზრადაც არ მოსვლია, უნდოდა ნელ-ნელა მოეღო მისთვის ბოლო, მისი სიახლოვით დაეტანჯა ვერონიკა. უნდოდა ეს პატარა გოგო მუდამ შიშს შეეპყრო მისი დანახვისას.
_ზეგ!_უპასუხა სალომემ.
_მე მეგონა მარტო შენ და სალომე იქნებოდით!_ისევ ნერვიულად თქვა ნიკამ.
_მეც…_უპასუხა ვერონიკამ და სოსოს გახედა._სალო, თუ აღარ გჭირდები, მე დავრჩები.
_არავითარ შემთხვევაში!_თქვა სალომემ და ხელზე ჩაებღაუჭა._შენ ახლა დასვენება გჭირდება! რას იტყვი ნიკა?!
_ჰო, მართალი ხარ!_თავი ჩახარა ნიკამ._წადი და დაისვენე, სუფთა ჰაერზე იქნები ცოტახნით.
_კარგი!_თავი დაუქნია ვერონიკამ. მანქანის უკანა კარი გამოაღო და სალომესთან ერთად ჩაჯდა. ნიკაც თავის მანქანაში დაბრუნდა და ადგილს მოსწყდა. მკაცრად გადაეწყვიდა იმ საღამოს ისე დამთვრალიყო, რომ მეორე დილით სადმე სანაგვეზე მიგდებულს გაჰღვიძებოდა.
***
_მოგვიყევი რაიმე ვერონიკა!_ირონიული მზერით გადახედა სოსომ ვერონიკას და მანქანა დაქოქა.
_რა მოგიყვეთ?!_ბრაზნარევი ხმით იკითხა.
_რაიმე საინტერესო შენს ცხოვრებაზე…_სარკიდან თვალი გაუსწორა ვერონიკას ცისფერ თვალებს. თვალებს, რომლის ნახვის სურვილიც ასე ჰკლავდა.
_არაფერია მოსაყოლი!_მოკლედ მოუჭრა._სალო, შენ ის მითხარი, საბას დაბრუნება რატომ გინდა?!
_მე კი არა, სოსოს უნდა!_სოსოს გახედა სალომემ._უნდა რომ ბიზნესში ჩართოს. ჯერ მარტო მე მიშვებდა, მერე უცებ წამოუარა და აი!_ხელი გაიშვირა სოსოსაკენ.
_მინდა ბებო და ბაბუ მოვინახულო და ჩემი საცოლე გავაცნო…_გაეღიმა სოსოს, ხელი ჩასჭიდა თეკოს და ისევ გაუსწორა თვალი ვერონიკას.
_ჰო არა?!_გაეცინა სალომეს._როდის მერეა შენ მათი აზრი გაინტერესებს?!
_შერიგება მინდა…_სევდიანად ჩაილაპარაკა სოსომ._თეკოს ნაირ, ლამაზ გოგოს, რომ დაინახავენ კიდე აუცილბლად შემირიგდებიან!
მართლაც ლამაზი იყო თეკო. მაღალი, შავგვრემანი, თაფლისფერი თვალებით, გრძელი წამწამებით, დიდი მკრედითა და გამოყვანილი თეძოებით. იდეალური იყო…
ვერონიკას ვერაფრით აეხსა ის გრძნობა რაც მაშინ დაეუფლა, როდესაც თეკოს ჩასჭიდა ხელი სოსომ. სახეზე ახურდა და სურვილმა შეიპყრო ეს იდეალური ქალბატონი მანქანიდა მოესროლა
_და რატომ არიან გაბრაზებულები?_იკითხა თეკომ.
_რატომ და, ერთ გოგოს ურიგებდნენ._უპასუხა სალომემ._ბებიაჩვენის დაქალის შვილს. მერე სოსომ იმ გოგოს ქალიშვილობა დააკარგვინა და ცოლად აღარ მოიყვანა!_სიცილი დაიწყო მან.
_სალომე!_დაიყვირა სოსომ.
დიდხანი იჯდნენ ჩუმად, მერე სალომემ და თეკომ გააბეს საუბრაი. თეკომ მოყვა როგორ გაიცნო სოსო შტატებში. ერთ-ერთ ღამის კლუბში თეკოს ქართულად შეუგუნებია ბარმენისთვის და სოსოს დამცინავ სახეს გადაწყდომია.
_იცი როგორ შემრცხვა?!_თავი გააქნია თეკომ და ვერონიკას გადმოხედა._ჩემს ცხოვრებაში პირველად შევიგინე და ისიც ამან გაიგონა…_სიცილი წასკდათ სამივეს. ვერონიკა კი უემოც გასცქეროდა სოსოს, რომელიც სარკიდან ჩუმად აპარებდა თვალს ვერონიკასკენ.
_საქართველოში აპირებ დარჩენას?!_ჰკითხა სალომემ თეკოს.
_ჰო, ოღონდ სექტემბერში შტატებში უნდა დავბრუნდე და კოლეჯი დავამთავრო. იქეთ ზაფხულში კიდე ჩამოვალ და მე და სოსო ქორწილშიც დაგპატიჯებთ!_გაეღიმა თეკოს და მხარზე დაუსვა ხელი სოსოს.
_ჰო მართლა, ზაფხული პირველ დღეს გილოცავთ!_ტაში შემოკრა სალომემ. მერე ვერონიკას გადახედა და მისი სევდიანი სახე შეამჩნია, მიხვდა მის თავს რაღაც ხდებოდა…_კარგად ხარ?!_ეჭვნარევად ჰკითხა მას.
_კი…_თავი დამაჯერებლად დაუქნია და სახე ფანჯრისაკენ მიაბრუნა. მთელი დარჩენილი გზა გარეთ იხედებოდა. ფიქრებში ჩაძირულიყო და აღარ ესმოდა თეკოს გამაბრუებელი საუბრაი.
სოფელში ჩასულებს ჭიშკართან საბა დახვდათ.
_ვახ, ვახ, რა ხალხი!__თქვა და მანქარის კარი იმ მხრიდან გამოაღო, სადაც ვერონიკა იჯდა.
_როგორ ხარ საბა?!_გაეღიმა ვერონიკას მაშინვე და საბას გადაეხვია, თითქოს და დიდი ხნის მეგობრები ყოფილიყვნენ.
_რავიცი აბა…გამიხარდა რომ ჩამოხვედით!_თქვა და დანარჩენებსაც გადაეხვია.
სახლში შესულებს დიდი მაგიდა დახვდათ გაწყობილი. მაგიდაზე შემწვარი ქათამი, ლობიო, ხაჭაპურები, ღომი და ტყემალი ელაგა. ვერონიკას სასიამოვნი სურნელისაგან თავბრუ დაეხვა. თითქოს იგრძნო მის მუცელში მყოფი პატარას სურვილები. ერთი სული ჰქონდა როდის მიუჯდებოდა მაგიდას და ყველაფერს დააგემოვნებდა.
_ნახე, ბებომ რა სუფრა დაგახვედრათ!_შემოსძახა საბამ და ყველანი მაგიდასთან მიიპატიჟა._შენ უმიზეზოდ არ ჩამოხვიდოდი…_მხარზე დაარტყა ხელი სოსოს და მის გვერდით დაჯდა.
_თეკო მინდა გავაცნო ჩემებს, თან შენთანაც მაქვს საქმე._სერიოზულად და მკაცრად უპასუხა.
_ეჰ ჩემო სოსო, მშვენვრად ვიცი რა საქმეც გაქვს, და შენც მშვენივრად იცი ჩემი პასუხი!_მოუჭრა საბამ და ხაჭაპურის ნაჭერს დასწვდა._ეს შენ!_გაუღიმა ვერონიკას და ხაჭაპური თეფშზე დაუდო._ღვინოს ხომ დალევთ?!_შამოსძახა და ისე რომ პასუხს არც დალოდებია სადღაც გაიქცა.
_არ ვიცი, როგორ დავითანხმებ…_თავი გააქნია სოსომ.
_აი ამ ღვინოს, არ სჯობია არაფერი ქვეყანაზე!_ოთახში შემოვიდა დიდი დოქით ხელში საბა. მერე ყველას აუვსო ჭიქები. ვერონიკას ჯერი რომ დადგა, გოგონამ ჭიქას ხელი დააფარა და მკაცრად უთხრა არ ვსვამო. მაშინვე დაიჭირა სოსოს უცნაური მზერა, თუმცა ხმა არავის ამოუღია.
საბას და სოსოს საუბრაი იმის შესახებ თუ რატომ უნდა გადასულიყო იგი ქალაქში საცხოვრებლად, ნელ-ნელა კამათში გადავიდა. ღვინომაც თავისი ქნა და საბოლოოდ ბოლო ხმაზე დაიყვირა საბამ თავი დამანებეო და სახლიდან გავარდა.
სალომემ ვერონიკას გახედა და თვალებით ანიშნა გაყევიო. ვერონიკამ მხრები აიჩეჩა, მე რა შუაში ვარო, მაგრამ სალომეს დაჯინებული მზერა რომ ვერმოიშორა უკან გაჰყვა საბას.
_ვერონიკა?!_ღიმილნარევი სითბოთი გახედა გარეთ გამოსულ გოგონას საბამ._წამო, რაღაც უნდა განახო!_უთხრა და ხელი ფრთხილად ჩასჭიდა.
საბამ იგი მდინარის პირას წაიყვანა და იქვე პატარა ბუჩქთან შეჩერდა.
_ეს ვერონიკაა?_იკითხა ვერონიკამ და პაწაწინა ბუჩქის წინ ჩაიმუხლა.
_დიახ!_უთხრა საბამ და იქვე, დიდ ლოდზე ჩამოჯდა._ამ ჯიშს “ვერონიკა - გალაქტიკა” ჰქვია. შენსავით ლამაზია!
_მართლაც ლამაზია!_გაეღიმა გოგონას და საბას მიუჯდა გვერდით.
_არ არის ჩემი საქმე ბიზნესი…_დუმილი დაარღვია საბამ._ვერ გავძლებ ქალაქში.
_ჰო მაგრამ, მამათქვენმა, როგორც სოსომ თქვა ეს ბიზნესი ორივეს დაგიტოვათ… შენც ვალდებული ხარ მიხედო!_შავ, სევდიან თვალებში ჩახედა ვერონიკამ.
_მამაჩემმა, ბიზნესი კი არა, იქედან შემოსული ფული დამიტოვა._თავი გააქნია მან._სიკვდილის წინ ასე დაიბარა, ბიზნესს სოსომ მიხედოსო, მხოლოდ მას ვენდობიო…_ნერვიულად გაეცინა._ასეც არის, სოსომ გაცილებით მეტი იცის ბიზნესისა ვიდრე მე… სანამ მე ცეხში ვეჯექი და მუშებს ფეხსაცმელების შეკერვაში ვეხმარებოდი, სოსო მამასთან ერთად ფეხსაცმლის ჩაბარების საქმეებს აგვარებდა. ასეა, ჩემო ვერონიკა… ზოგნი უბრალო მუშებად ვიბადებით, ზოგნი კიდევ ამ მუშების საამრთველად!
_ასე ნუ ამბობ._ხელი მხარზე დაუსვა ვერონიკამ._სოსომ ხომ გითხრა, რომ ცეხში დირქტორად უნდა შენი დანიშვნა…
_ეგ, იმიტომ რომ თავისი კაცი სჭირდება იქ, სანამ თვითონ ბიზნესის გაფართოების საქმეებზე ირბენს.
_მერე, რა არის ამაში ცუდი?! შენც შანსი მოგეცემა დაამტკიცო შენი შესაძლებლობები… _ფეხზე წამოდგა ვერონიკა._დაუმტკიცე საკუთარ თავს, რომ ძლიერი ხარ!
_ვიფიქრებ!_თავი ჩახარა საბამ.
_დავბრუნდეთ სახლში, შემცივდა._თქვა ვერონიკამ და იმ ბილიკს დაუყვა საიდანაც მოვიდნენ.
***
დილაადრიან გამოეღვიძა, თავიდან ვერ გაეგო სად იყო, თვალებს აქეთ-იქეთ უცნაურად აცეცებდა. მის გვერდით სალომეს შავი თმები რომ შეამჩნია, გაახსენდა ყველაფერი და თბილად გაეღიმა. სკამზე გადაფენილ ტანსაცმელს ხელი დაავლო, სწრაფად ჩაიცვა და ეზოში გავიდა. მთის ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და თვლები დახუჭა. უცნაურ სიმშვიდეს ანიჭებდა ეს გარემო, უფრო მეტიც, გუშინ ისევ ჩასძინებოდა ღრმად და უშფოთველად.
_დილა მშვიდობისა!_მოესმა მამაკაცის მკაცრი ხმა.
_დილა მშვიდობისა…_თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა და სოსოს გახედა.
_შენთან საქმე მაქვს!_უთხრა სოსომ და ჭიშკრისკენ გაემართა._წამოდი, გავისეირნოთ!_ბრძანებლური ტონით წარმოთქვა და ჭიშკრის კარი გააღო. ვერონიკაც უხმოდ დაემორჩლა.
მიუყვებოდნენ დაღმართს და დღის სინათლეზე ათვალიერებდნენ სოფელს.
_მადლობა მინდოდა გადამეხადა…_სიჩუმე დაარღვია სოსომ._საბამ ქალაქში დაბრუნება გადაწყვიტა და მითხრა რომ შენი დამსახურებაა.
_მე არაფერ შუაშ ვარ._გაეღიმა ვერონიკას.
_მაგრამ იცოდე!_შეჩერდა სოსო და წინ გადაუდგა._ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ყველაფერი დავივიწყე._ვერონიკას სახე შეეცვალა. ცალი წარბი ზემოთ აზიდა და გაბრაზებული მზერა ესროლა._ლილე ჩემთვის დედასავითაა! არ გაპატიებ იმას რაც გააკეთე და, იცოდე შენ თუ არა მე ვეტყვი სალომეს ყველაფერს!
_შენ არ გაქვს უფლება ჩემი ცხოვრება მართო!_მკაცრად მიუგო ვერონიკამ.
_არც შენ გაქვს უფლება სალომე მოატყუო!_საჩვენებელი თითი დაუქნია სოსომ._გირჩევნია შენით მოუყვე სიმართლე, იქნებ შეებრალო მაინც! ილია კი სამუდამოდ დაივიწყე!
_მე დავშორდი ილიას…_თქვა ვერონიკამ და ცრემლი წასკდა თვალიდან._სალომეს ნუ დამაშორებ… გთხოვ._ხმა აკანკალებულმა უთხრა და ცრემლი სწრაფად მოიწმინდა.
_ცრემლებით ვერ მომატყებ!_დაიბღავლა სოსომ. თავს ვეღარ აკონტროლებდა, ვერ ხვდებოდა რა უფრო აბრაზებდა, ის რაც ვერონიკამ ჩაიდინა თუ ის რომ ახლა ის მისი სიტყვების გამო სტიროდა._ჰო, კიდევ…_დაამატა სოსომ._საბას თავი დაანებე! იმის მაინც შეგრცხვე რომ ბიძამისთან იწექი!
_არაკაცო!_აკანკაებული ხმით წარმოთქვა ვერონიკამ და ისევ დააპირა მისთვის სახეში გაერტყა, მაგრამ ამჯერად სოსომ ხელი დაუკავა._გული მერევა შენნაირ არაკაცებზე._დააყოლა ვერონიკამ და თავი გაითავისუფლა მისგან.
სოსოს ზურგი აქცია, უნდოდა სახლში დაბრუნებულიყო, მაგრამ ისევ სიბნელე ჩამოწვა მის თვალებში, ფეხი წაუბორძიკდა და ის იყო ძირს უნდა დაცემულიყო სოსომ დაიჭირა.
_რა დაგემართა?!_შეშინებული თვალები მიაპყრო სოსომ. ვერონიკამ კი პასუხი ვერ გასცა, რადგან გონება დაეკარგა.

___
მადლობთ მეგობრებო!
აბა რას იტყვით?! კიდევ გავადიდო თავები? :დდ
ძალიან გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია... <3



№1 სტუმარი elee

Dzaankaiaa <3 tavebi gazardee cotaa <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent