შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი გრძნობები (თავი 2)


7-01-2016, 11:23
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 327

მის სიახლოვეს ვგრძნობდი,მაგრამ მეშინოდა...მეშინოდა,რომ მივუახლოვდებოდი,დაველაპარაკებოდი და ყველაფერი გაფუჭდებოდა.
ბავშვობიდან ვიცოდი,რომ არავის ესმოდა სხვისი გრძნობების..მე ხომ თეონაც ვერ მიგებდა ნორმალურად...მეოთხე კლასში ვიყავი,როცა პირველად შემიყვარდა..მაშინ ამ გრძნობამ ისე ჩამკეტა,რომ დეპრესიამდე ცოტა მაკლდა..მახსოვს,რომ ის ჩემი კლასელი იყო..წლების განმავლობაში ვუყურებდი და მისი ღიმილით ვტკბებოდი,მის თითოეულ ხუმრობას საგულდაგულოდ ვიმახსოვრებდი..ეს მახსოვს,საოცარი რამ იყო...ბოლოს,როცა უკვე ასაკში შევედი,მას თავი დავანებე...აღარ ვფიქრობდი იმ ბიჭზე,რომელსაც გიორგი ერქვა და რომელიც მუდამ ჩემს წინ იჯდა.ალბათ,ჩემმა ინტერესებმა გამოიწვია ეს...შემდეგ მივხდი,რომ ეს გრძნობა ნამდვილი იყო და მე ჩავახშვე,სწორედ ამიტომ დავსდევდი აჩის.
დავსდევდი აჩის,მაგრამ ჩემი თეონასაც კი არ ესმოდა,თეონას,ჩემს ერთადერთ დაქალს.შესაძლოა,სხვა ამას დედას მოუყვებოდა,მაგრამ მე მასთან არ ვიყავი გახსნილი,მას ბავშვობიდან ევრაფერს ვუყვებოდი,რადგან ჩვენს შორის იყო რაღაც დისტანცია,რომელსაც ვერასდროს დავამოკლებდი...
წვეულება მალე დავტოვე,შევნიშნე თუ არა სასიამოვნოდ მომღიმარი ნია,მაშინვე წამოვედი..არ მინდოდა მისი წითელი წუჩსაცხი მეხილა ნიკას ლოყაზე..ლოყაზე აკოცა,ოდნავ მხარზე დაადო ხელი და ცივილურად დაშორდა,წინ მიუჯდა და კისკისი დაიწყო.გული ჩამწყდა და აცრემლებული სახლისკენ წავედი.მანქანას ძლივს ვმართავდი,მაგრამ მაინც მივიწევდი წინ.
ალბათ,ეს ბავშვობიდან მომყვებოდა.ალბათ,ბედმა მომისაჯა მყვარებოდა ის,ვინც მიუწვდომელი იყო...ის,ვინც არასდროს შემიყვარებდა...ეს ჩემი ბედი იყო..ეს იყო იმის ბრალი,რომ მუდამ უკმაყოფილო ვიყავი,მუდამმეტი მინდოდა....ბავშვობიდანვე დავიბერე თავი,ფეისბუქიც კი ხვდებოდა,რომ ჩემი ფსიქოლოგიური ასაკი იყო 99 წელი.
მთელი ღამე ფიქრში გავატარე,თეონასთვისაც არ დამირეკავს,მთელს სამყაროზე ვიყავი ნაწყენი,თავი მისკდებოდა და ფანჯრიდან თვალს ვაყოლებდი მთვარის შუქს...ისიც აღარ მელამაზებოდა,ჩემთვის მხოლოდ აჩის სახე ცოცხლობდა..რატომღაც მეგონა,რომ ჩვენ ერთმანეთისთის ვიყავით შექმნილნი..
მეგონა,რომ ის ჩემი გახდებოდა..ამ საკითხში ყოველთვის ოპტიმისტი ვიყავი,მაგრამ,როცა დავინახე ნიას აკიაფებული თვალები,ყოველგვარი იმედი გაქრა..ჩემი გულის ლამპარი ჩაქრა...გაქრა აჩისთან ყოფნის იმედი...გაქრა მისი შავგვრემანი სახე,მისი თვალები...ღმერთო,ის...აჩი....სიზმარშიც ის ვნახე,დილას შეშინებული წამოვვარდი ფეხზე..უნივერსიტეტში ვიყავი წასასვლელი,მაგრამ მაგის თავი არ მქონდა.
***
საღამოს „ასპირას“ გადავაყოლე გული...სხვა ბიჭებს ვუყურებდი..მომწონდა მათი დაკუნთული და მიმზიდველი სხეული..მომწონდა მათი დაორთქლილი მკლავები და პრესი..თუმცა არც ერთი მათგანი მიზიდავდა...მხოლოდ აჩიზე ვფიქრობდი..
რამდენი ბიჭისთვის გამიტეხავს გული აჩის გამო..რამდენისთვის ვყოფილვარ ცივი კეკე...მაგრამ რა? აჩის ნია უყვარს და მე გავნადგურდი...გიორგიც ასეთი იყო,გიორგიც ვერასდროს შეიყვარებდა მეოთხე კლასელ კეკეს,ვერც მეხუთე კლასელ კეკეს...კეკეს არ აქვს ბედი...კეკე ყოველთვის უბედურების სიაში ამოჰყობს თავს....
მანქანა მაღაზიასთან გავაჩერე,იოგურტი შევარჩიე და საფასური გადავიხადე...გამოსვლისას რატომღაც მის ვადას დავხედე და გამახსენდა,რომ ერთ კვირაში ოცის ვხდებოდი...იცი.რა? მაშინ ხარ მოხუცი,როცა დაბადების დღის გახსენებაზე განვლილ წლებს ითვლი...ჰოდა მე ასე ვარ უკვე დიდი ხანია...
ახლაც ვერ ვაცნობიერებ,რომ ოცის ვხვდები..ამ დღეს,რასაკვრიველია,არ აღვნიშნავ,ალბათ,კარგად გამოვთვრები და კლუბში მარტოსულად ვიცეკვებ..შეიძლება,თეონაც გავიყოლო.
თეონა იოგურტით შემოვირიგე,ძლიერად ჩავიხუტე გულში და ვუთხარი,რომ მიყვარდა.
-გადარეული ხარ-სიცილი ვერ შეიკავა ჩემმა დაქალმა.
-აბა რა,ფული ვიშოვე და..-თვალი ჩავუკარი.
-ოჰ...რა ქენი იყავი?
-იცი,რა? უბრალოდ დაიკიდე...ბიჭები არ არსებობენ...
-კარგი,მასე..
-უბრალოდ შენ ბედნიერი ხარ,რომ ვერავინ მოგატყუა,თეონა..სიყვარული შეტყუებაა და მეტი არაფერი...გაღვივებულ ცეცხლში შეთრევა...მეტი არაფერი,გესმის?
-გენაცვალე შენ...
-აქ დავრჩები..ლელას თავი არ მაქვს,დამიწყებს,რატომ გააცდინეო...
-გაიგებს?
-არ ვიცი..იქნებ დეტექტივით დამიქირავა..-ამოვიხვნეშე და დივანზე დავეშვი..
-იფიტნესე?
-აბა რა-მაისური ავიწიე და სარკის წინ დავდექი..-ბედნიერებს პრესი აქვთ,უბედურებს კი-დიდი ღიპუცა...ნიასნაირებს..-დავსძინე და ისტერიული სიცილი ამიტყდა...
-ჰო,მართალი ხარ..-დამეთანხმა თეონა.
-და იცი რა? მალე ჩემი დიზაინით კაბა გამოვა..მე არასდროს მიფიქრია ოჯახსა და მოვალეობებზე,არც შვილები მინდა...რად მინდა ზედმეტი თავის ტკივილი...აჩის რომ ვყვარებოდი ეს იცი რას ნიშნავდა? ის მალე მთხოვდა ცოლობას...და ეს გამანადგურებდა..ასე სჯობს..როცა ვიცი,რომ იმედი არ არსებობს,უფრო იმედიანად შევექცევი ცხოვრებას...
-აი,მასე..-ძლიერად გადამეხვია თეონა,რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა.
-ნია მოვიდა და უღიმოდა...ღრმა დეკოლტე ეცვა და ძალიან მოკლე კაბა..
-რა შენ ნაკლებად გეცვა?
-და ის ისე უყურებდა..მერე აკოცა ლოყაზე..
-ჰმ..
-ცივილურობის გამო..თორემ მარტო როცა არიან,ისეთი ველურები იქნებიან..
-გეყო,ფანტაზიორობა..
-იქნებ გრძნობები არაა საჭირო? იცი,რა მძიმეა,როცა მას კიდიხარ...
-ჩემი კეკე..
***
დილას მშვენიერ ხასიათზე გამეღვიძა..უნივერსიტეტშიც კი მინდოდა წასვლა..ავხტი საწოლიდან და კარებისკენ გავექანე,თეონასთვის უნდა შემესწრო საშხაპეში..შხაპიც მესიამოვნა და საერთოდ ცხოვრებამ გამახარა.
-რა გჭირს?
-ჩემი სიმღერა გაიგე,კანფეტ?-ვკითხე თეონას და პირსახოცი მოვიშორე სხეულიდან.
-ჰო,კეკე...
-რადა ნახე,რა ლამაზი სხეული მაქვს...
-გეყო..-თვალებზე აიფარა ხელი.
-თქვი,ბიჭი რომ იყო ჩემზე დაიშკებოდა,გაგიჟდებოდი..შემიყვარებდი...
-კი,კი...-აგდებულად თქვა და სიცილი დააყოლა.
-არა,თქვი,რომ სასურველი ვარ...ნახე,ჩემი თმა...ნია რას ჰგავს...ეგ გოგო როგორია,იცი?
-როგორი?-ინტერესიანით თვალებით შემომხედა თეონამ.
-„ხელი მომკიდე“ გოგოა.
-ანუ?
-იქნებ მისი ნაშაა და მეტი არაფერი...
-ისევ აჩისკენ მიდიხარ ფიქრებით?-ქარბი მაღლა ასწია თეონამ.
-არა..უბრალოდ უყვარს...ვსო,კეკე...-ვუთხარი საკუთარ თავს..-მას ისე უყურებდა...დიდი ძუძუები არ გაექცეს მაგ დეკოლტიდან..-პირსახოცი ავიფარე და საძინებლისკენ წავედი.
-კიდევ კარგი ჩემები არ არიან,თორემ..-ჩაიცინა თეონამ.
ჩემებიო...და ტელეფონმაც დამირეკა..ლელა იყო,როგორ ხარო..კარგად-მეთქი-ცივად ვუპასუხე და მალევე დავუთიშე...დედაჩემთან მაინც მიმტყუვნა ნერვებმა.
***
-როგორ ხარ?-ავეკიდე ერთ სიმპათიურ ბიჭს..ისიც მაღალია და ისიც ძალიან მამაკაცური..სულ გამართული დადის და თვალებს ამაყად აცეცებს.
-ვა,კეკე..-გაუფართოდა თვალები.
-როგორ ხარ,ზუკა?-გავუმეორე და წამწამები ავახამხამე.
-მაგრად ეე....შენ გაგახსენდი ტო?
-ტოს გარეშე.
-კარგი..დღეს საღამოს გცალი?-ბიჭი მიხვდა,რომ მომლბალი ვიყავი...ადრე სულ მპატიჟებდა ხან სად და ხან სად,მაგრამ სულ უარზე ვიყავი..გასაკვირი არ იყო,რომ გაუკვრიდა ჩემი მოკითხვა.
-კი..
-გამოგივლი და მაგარი ფილმი ვნახოთ..მერე სადმე დავსხდეთ..
-რა თქმა უნდა..-სწრაფი ნაბიჯით დავშორდი ბიჭს.ის სამართალზა სწავლობს და საკმაოდ ნიჭიერია,როგორც ამბობენ..ჭკვიანია და გახსნილი გონება აქვს,მხიარულია,მეტი რამ კი ბიჭს არ სჭირდება..საქმე ადვილადაა.
-როგორ ხარ?-ლიკა შემხვდა კარებთან.
-კარგად...მეჩქარება..-ნაბიჯს ავუჩქარე ისე,რომ არც კი გამოვემშვიდობე.
სამი საათი ვარჩევდი კაბას თბილისი მოლში..ბოლოს ძლივს ვნახე რაღაც სალათისფერი და მოკლე,ტანზე კარგად მომჯდარი,ფეხსაცმელებიც ვიყიდე...ბოლოს სალონს მივაკითხე და საკუთარი თავით კმაყოფილმა ზუკას დავუწყე ლოდინი.
-სად მიდიხარ?-მკითხა ლელამ.
-მეგობარმა უნდა გამომიაროს.
-და ასე ლამაზად..
-ჰო,დე..-ირონიულად ვუთხარი,მე ხომ დეს არასდროს ვეძახდი.
-კარგი,დე..-თვალი ჩამიკრა და დამტოვა.
***
-ულამაზესი ხარ..-თვალს ვერ მაშორებდა ზუკა.
-მადლობ...შენც ძალიან მიმზიდველად გამოიყურები..-თვალი ჩავუკარი და გვერდით მივუჯექი.
-რა გადის,იცი?
-რა გადის?-ვკითხე ინტერესით.
-ნოუთბუქი..ჰო გიყვარს?
-კი-დავუქნიე თავი,არადა უკვე მობეზრებული მქონდა.
-ძალიან კარგი..-კმაყოფილი სახით შემომხედა.
მთელი დრო უაზროდ ვიჯექი..წარმოვიდგინე,რომ ის აჩი იყო,მაგრამ ესეც არ გამომივიდა..ზუკა არ მომწონდა,მისი სიახლოვეც კი მძულდა..ჩემს გვერდით იჯდა და მაგასაც ვერ ვიტანდი.რასაკვირველია,მის კოცნაზე გულს ავირევდი,ამიტომ თავი ავარიდე და მალევე დავტოვე..საქმეები მაქვს-მეთქი და დავტოვე...მისი დანახვაც კი არ მინდოდა...მას უცხო საგნად აღვიქვამდი..იმ წამს ზუკას გადავაბრალე აჩის სიშორე..
***
-რა ქენი?
-რა და ფილმის მერე დავტოვე..ვერ ვიტან სხვებს..-კივილი დავიწყე.-მხოლოდ ის მინდა,მხოლოდ აჩი..მის გარდა მამრობით სქესს ვერვაღიარებ...მე მასზე ვგიჟდები..მის დანახვაზე მეყინება თითოეული ძარღვი,მის დანახვაზე ძლიერად მიფეთქავს გული..ხოლო სხვები მძულს!
-კარგი,დაწყნარდი...დღეს მნიშვნელოვანი თამაშია და წავიდეთ.
-იქ ნია იქნება...-ამოვიკნავლე.
-რა ვიცი...რა ვიცი..იქნებ მხოლოდ ...ჰო ხვდები..
-არა,ის ისეთი თვალებით უყურებდა...მე ეს მესმის,თეონა!
იმ საღამოსაც თეონას კალთაში მედო თავი....ვიწექი გაშეშებული და ვფიქრობდი ამ ყველაფერზე...
-სუსტი ვარ...უსუსური ვარ,თეო..-ავხედე დაქალს.
-არ ხარ..ჩემო ლამაზო..
-არ ვარ...ვარ.. მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია...-თავი ავსწიე და ფანჯარასთან მოვედი..
-წვიმს..-მშვიდათ თქვა თეომ და ფეხზე წამოდგა.
-წვიმს და ამის დედაც...მეზიზღება ყველაფერი...აჩი მინდა!
-პატარა ბავშვი ხომ არ ხარ..რა აჩი? რის აჩი?-ბღაოდა თეონა.
-გავგიჟდი და შემეშვი...შენც არ გაგაგიჟო.
-დაწყნარდი..-წელზე შემომხია ხელი და დივანზე მიმაწვინა.
-როგორ? მე ის მინდა..მე ის მჭირდება..უბრალოდ მინდა...-სხვა ვერაფერს ვამბობდი.
-და გიყვარს?-მკითხა თეონამ და თვალებში ჩამხედა.
___
საიტზე არსებული ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ვდებდი.



№1  offline წევრი Smiling girl

sheni istiriebudan dzalian gansxvavdeba. momwos siaxle. sainteresoa da veli axal tavs. ici yoveltvis istoriebis kotxvisas vxvdebi daxloebit mainc rogori gagrdzeleba an dasasruli eqneba magram aq verafers vxvdebi :D <3

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Smiling girl
sheni istiriebudan dzalian gansxvavdeba. momwos siaxle. sainteresoa da veli axal tavs. ici yoveltvis istoriebis kotxvisas vxvdebi daxloebit mainc rogori gagrdzeleba an dasasruli eqneba magram aq verafers vxvdebi :D <3

ძალიან კარგი love

 


№3 სტუმარი Ucnobia

Dagabrmava siyvarulma mec rhen dgeshi viyavi ea mere imatova coli oiyvana sul masze fiqrobdi magram gamovketdi uflis wyalobit girchev eklesiashi iaro ufali dagexmareba

Dagabrmava siyvarulma mec rhen dgeshi viyavi ea mere imatova coli oiyvana sul masze fiqrobdi magram gamovketdi uflis wyalobit girchev eklesiashi iaro ufali dagexmareba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent